სოხუმსკი (დასასრული)
ცხოვრებაში პირველად იგრძნო თუ რას ნიშნავდა ნამდვილი სიყვარული, იმ ერთისადმი აღუწერელი გრძნობა და ამ გრძნობას თანმდევი მისი დაკარგვის შიში. წარსულმა, რომელმაც მთლიანად დაანაწევრა ბოკუჩავა, ახლანდელშიც გადმოინაცვლა. მაინც არ ანებებდა თავს ის წლები. ვერ ელეოდა მათეს აუტანელი წარსული და მთლიანად ანადგურებდა მას. პალატაში შესული დიანას აწყლიანებულ თვალებს გადააწყდა, სადაც იმედგაცრუება შეპარვოდა. ნაბიჯები ვეღარ გადადგა, კარებს მიეყრდნო და თავი ჩახარა. -არ მინდა შენი დანახვა. ჩუმად ნათქვამი ეს სიტყვები და მათეს თავის აწევა ერთდროული იყო. რამდენიმე წამი სუნთქვა შეწყვიტა, მერე ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ცოლისკენ წავიდა. -ჯერ მომისმენ! ბრძანება გასცა და მის წინ მდგომ სკამზე ჩამოჯდა. -არ მინდა.. წადი. დამანებე თავი. დამტოვე საერთოდ წადი. გადი აქედან.. შემეშვი. ყვიროდა გაღიზიანებული.. -ფუ ამის... პალატიდან გავარდა. -სანდრო თუ ძმახარა იყავი რა მასთან და მოვალ მალე. -შენ სად მიდიხარ? მათე რაიმე სიგიჟე არ ჩაიდინო. -ამაზე მეტი ს*რობა რაღა უნდა გავაკეთო? ეზოში გავალ ცოტახანს და ესეც დამშვიდდება.. ახსნასაც არ მაცდის არაფრის. -მე დაველაპარაკები.. -არა მე უნდა ვუთხრა. აქამდეც უნდა მეთქვა. უნდა ცოდნოდა. -ჰო.. მიდი გადი და მე შევალ დიანასთან. -თუ რამე ზარი გამომიშვი და ამოვალ. აქ ჰაერი არ მყოფნის. სიგარეტი კოლოფიდან ამოაცურა და დერეფანს გაუყვა. -შეილება? სანდრომ თავი შეყო ოთახში. -შემოდი. სუერთიას ტონით უთხრა და ფანჯრისკენ გაიხედა. ბიჭს საუბრის დაწყება უნდოდა, მაგრამ საიდან დაეწყო არ იცოდა. ნერვიულად ათამაშებდა თითებს მუხლზე და თვალებს აქეთ იქით აცოცებდა. -ბოდიში. -შენიბრალი არაა სანდრო. აქ შენ კი არა დამნაშავე ის არის, რადგანაც მომატყუა. -მოუსმინე მათეს, ყველაფერს აგიხსნის.. ასე ვერ გაქაჩავთ ტო. გაუგებრობაში ხარ და დასკვნას შეცდომების მეშვეობით აკეთებ. -იმ გაუგებრობაში, რომელშიც თავად გამხვია? -მან სწორად მიიჩნია და ასე მაგიტომ გააკეთა. უყვარხარ დიანა და ეს შენ იცი.. მათემ დაგიმალა თავისი, რამოდენიმე განვლილი წელი, რადგან შეეშინდა თვალი გაესწორებინა სიმართლისთვის. მისი ის წლები ამოშლილი აქვს და გახსენებაც არ უნდა.. ამიტომაც ჩათვალა შენთვის უმნიშვნელოდ და არ გითხრა. -ცოლი ყავდა? მას ცოლი ყავდა? მზერა ბიჭის თვალებს გაუსწორა. -ყავდა. ერთ წუთიანი დუმილის შემდეგ უპასუხა სანდრომ. -ყავდა. რამდენიმეჯერ გაიმეორა დიანამ და თვალიდან ჩამოვარდნილი ცრემლი მოიწმინდა. სამი დღე ისე გავიდა მათეს და დიანას არც კი ულაპარაკიათ. შეძლეს ამ ამბის დამალვა ისე, რომ მათ ახლობლებს არაფერი არ გაუგიათ. სახლში გაწერეს და წოლით რეჟიმს ახლა თავის ოთახში აგრძელებდა.. -როდის დაელაპარაკები? ბართან მდგომმა სანდრომ სასმელი ხელიდან გამოაცალა ძმაკაცს. -დღეს. ვისკის ჭიქა უკან დაიბრუნა და გადაკრა.. -შეეშვი ამას და წადი სანამ დამთვრალხარ.. გასასვლელისკენ უბიძგა.. მათეც არ შეწინააღმდეგებია თავდახრილი გავიდა შენობიდან. საღამოს შეაკითხა ოთახში მყოფ ცოლს, ნასვამი იყო, ხელში კი ერთი წითელი ვარდი ეჭირა და ნერვიულობისგან აქეთ-იქით ატრიალებდა. -როგორ ხარ? -როგორც მკითხულობ. თავი ფანჯრისკენ გაატრიალა. -ანუ მშვენივრად. ტუჩის კუთხე ჩატეხა და წითელი ვარდი კომოდზე დადო. თვითონ სკამზე ჩამოჯდა და ხელი მუცელზე დაადო დიანას. -ნუ მეხები. -შენ არ გეხები. -არამგონია 29 წლის ასაკში ისე დაბმავებულიყავი, რომ ვერ დაგენახა შენი ხელი ჩემს მუცელზე. სარკასტულად თქვა და მომცინარ მათეს გახედა. -იცი ახლა რა საყვარელი ხარ? -შემეშვი. გვერდი იცვალა. -კაი. თავი უკან გადააგდო და ჭერს უაზროდ მიაშტერდა. სიჩუმეს მათი სუნქვა ახშობდა, რომელსაც თან ყვებოდა ორი გულის გამალებული ფეთქვა. -მაშინ 23ის ვიყავი.. ზურგშექცევით მწოლიარეს გადახედა და ისევ განაგრძო.. -ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდა, რომელსაც ეგონა ის ერთი იპოვა, რომლისთვისაც ღირდა სიცოცხლე.. სამწუხაროდ შევცდი.. მე მეგონა, რომ მიყვარდა.. არა კი არ მეგონა იმ პერიოდში მართლაც მიყვარდა.. დიანა მე არ მინდა შენ გული გეტკინოს. ახლა ამას ვყვები და ასე მგონია შენ გთელავ..ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან დადგა..- ჩემი თავი მძულს იმ წლების გამო.. და არა მარტო ჩემი. ნათია, რუსეთში გავიცანი.. ერთ-ერთი თამაშის დასრულების შემდგომ ბიჭები გამარჯვების აღსანიშნავად წავედით გასართობად კლუბში და ეგეც იქ იყო. ღმად ამოისუნთქა და ფანჯარა ოდნავ გააღო. -მე დებილმა დავიჯერე ყველა მისი სიტყვა და ისიც კი დავაჯერე ჩემს თავს, რომ მე ის მიყვარდა. სკამს დაუბრუნდა და თავი ჩახარა. დიანა ისევ არ ტოკდებოდა, მაგრამ ყურადღებით უსმენდა მეუღლის მონაყოლს. -დავქორწინდი 24წლის ასაკში, მასზე ვინც ჩემს ცოლობაზე კი არა ჩემს ფულზე ოცნებობდა. მანამ სანამ ფული არ შემოელია ამიტანა.. ნერვიულად გაიცინა..- 1 წელ ნახევარი იყო გასული რაც დაქორწინებულები ვიყავით. გული ხშირად მისდიოდა, თან სუსტად იყო. ერთ დღეს ექიმთან წავიყვანე.. მაშინ გავიგე, რომ ორსულად იყო. ჩემს შვილზე.. მისსა და ჩემს შვილზე.. რა ვიგრძენი იმ წამს? ვერ ავღწერ.. აღუწერელია ეგ გძნობა.. მაგრამ მან.. იცი რა ქნა?... მოიცილა.. მასში არსებული სიცოცხლე ისე მოკლა ჩემთვის არც უკითხავს.. ცრემლი ჩამოუარდა თვალიდან და ხმა შეეცვალა. დიანა იმწამსვე გადაბრუნდა მისკენ, ხელი მუცელზე ედო და მის ქმარს აწყლიანებული თვალებით მიჩერებოდა - ორი თვე მატყუა.. თითქოს კიდევ არსებობდა მასში.. ორი თვე გასტანა მისმა ფარსმა.. რომ გავიგე უკვე გვიანი იყო. სახლში მისულს მხოლოდ მისი ნაჯღაპნი ცინიკური წერილი შემჩა ხელთ. რამოდენიმე თვე დამჭირდა აორთქლებულის საპოვნელად. მისი მოკვლის სურვილით გაგიჟებული ვიყავი.. მაინც ვერ შევძელი.. უბრალოდ განქორწინების საბუთებზე ხელი მოვაწერინე და ისე გავცილდი თითქოს არც არსებობდა ის ჩემს ცხოვრებაში.. ტუჩები მუცელზე დაწყობილ ხელებზე მიაკრო.. -ახლა თქვენ მყავხართ და ვიცი რას ნიშნავს სიყვარული. დიანა მე ჯერ კიდევ ვერ მომინელებია იმ პატარის სიკვდილი, არც არასოდეს დამავიწყდება. ის მაინც იარსებებს ჩემი გონების რომელიღაც წერტილში. -აქამდე რატომ არ თქვი? -არ მინდოდა იმ წლების გახსენება.. ეს პერიოდი გონებაში ჩავახშე, ბნელ კუთხეში ჩავმალე და დავასამარე. მე ახლიდან დავიწყე.. შენთან ერთად.. ახალი ფურცლიდან, ახალი ცხოვრება. -მაინც უნდა მცოდნოდა. გაბრაზება შეერია ხმაში. -უნდა გცოდნოდა.. რამოდენიმეჯერ გაიმეორა და ფეხზე წამოდგა. -წარსული რატომ დაგვდევს თან დიანა? რატომ არ შეულია გაჩერდეს და არ გვდიოს მომავალში ? -წარსული, რომ არა მომავალი არც იარსებებდა. მეუღლეს ახედა ამღვრეული თვალებით, რომ დაჩერებოდა ზევიდან. -ჩემი წარსული გასახსენებლადაც არ ვარგა.. სევდიანად გაიღიმა.. -არსებობა მე მაშინ დავიწყე როცა შენ გაგიცანი.. მე თქვენით ვსუნთქავ.. შენ პირველ რიგში ჩემი საყვარელი ქალი იქნები და მერე ჩემი შვილების დედა.. ძალიან მიყვარხარ.. წარმოუდგენლად.. გაუსაძლისად. ლოგინზე წამოწვა, მეუღლეს ხელები მოხვია, ყელში აკოცა და გაიღიმა. -მეც მიყვარხარ.. -ვიცი. -მეტჯერ აღარ დალიო კაი? სასმლის სუნით შეწუხებულმა სთხოვა. -რატო? -ჩვენს პატარას არ უყვარს მთვრალი მამიკო. ცხვი შეჭმუხნა. -წავალ შხაპს მივიღებ და მოვალ. კიდევ ერთხელ აკოცა ყელში და ფეხზე წამოდგა.. აბაზანიდან მალევე გამოვიდა პირსახოცის ამარა. დიანამ თვალებ დაწვრილებულმა აათვალიერა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -შოკოლადი მინდა. ტუჩები ააცმაცუნა, მათე მიუახლოვდა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. -კიდევ გნებავს? ეშმაკურად გაიცინა. -ნუ უაზრობ წადი მომიტანე შოკოლადი. -ჰმ ანუ ჩემი ფაფუკი შოკოლადი დაიწუნე? ზევიდან დააჩერდა. -რა ვქნა ვერ ქაჩავ შოკოლადამდე და.. გაუცინა ქმარს. -ვიმახსოვრებ იცოდე და ეს, რომ აქედან გამოძვრება მერე განახებ სეირს. ბარძაყზე მსუბუქად უჩქმიტა და შოკოლადის ამოსატანად ჩავიდა სამზარეულოში. ყველაფერი კარგად აეწყო, ისევ როგორც იქამდე და იმაზე უკეთესადაც წავიდა ცხოვრება. ივნისის 15-ი იყო დილაადრიან, რომ დაადგა თავზე თომა, შარვალ კოსტუმში გამოწყობილი. -რა სიმპო ხარ ბიჭო.. ხითხითით გადაეხვია გუკას დეიდაშვილს. -არ მელოდი ასეთ ტიპაჟს ხო? -აუ როგორ გიხდება. -ვიცი ვიცი.. შენ არ ხარ მზაად? -გუშინ ხომ გითხარი. -არა შანსი არაა. -თომა. -ხომ შემპირდი შენ ბანკეტზე წამოვალო? -ხო მარა -არავითარი მარა და მაგრამ. დროზე ჩაიცვი პირველზე სკოლასთან ვიკრიბებით. -აი რა მინდა მე შენ ბანკეტზე? -მე მინდა, რომ იყო.. ყველას წყვილები ყავს და მე მარტო ხო არ მივალ? -მათე.. მეუღლეს გახედა წარბებ შეკრულმა. -წაყევი თუ გინდა. -თუ გინდა მოაცილე.. თომამ ბოკუჩავას გახედა და დიანას წინ დაუდგა.. -გთხოოვ რა.. -კარგი წამოვალ.. დამაცადე ჩავიცვა რამე. ბუზღუნით გაემართა კიბეებისკენ. -თომა რამე, რომ მოუვიდეს მოგკლავ. ყურადღება მიაქციე და ბევრი არ დალიო.. ლაწირაკების ცემის ნერვები არ მაქვს.. -მათუშკი შენ არ ინერვიულო მე მოუვლი შენ ორსულ ცოლს. -იმედია.. თვალებ დაწვრილებულმა შეხედა და წყალი მოსვა. რამოდენიმე წუთი იყო გასული დიანა რო ჩამოვიდა უკვე გამზადებული. თეთრი კეტები ეცვა და ღია, ცისფერი მუხლამდე სარაფანი, სადაც მუცელი სუ ოდნავ ემჩნეოდა. თმები კოსად ქონდა შეკრული, მგვალი საყურეები ეკეთა და ყელზე წვრილი მათეს ნაჩუქარი კულონი.. მაკიაჟი არც კი ეტყობოდა, ძალიან ბავშვური და საყვარელი იყო.. ბოკუჩავამ რო შეხედა გაეღიმა.. -ჩემი პატარა.. ცოლს მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა. -შენ რა უკმაყოფილო სახე გაქვს? მათეს გახედა. -აუ კაი რა დიან.. გამოპრანჭულიყავი ვაფშე ვიდზე იქნებოდი. -არამაქვს გამოტყლარჭვის ნერვები წამოდი თუ მოდიხარ 12ია ვერ ხედავ? -ჰოოო.. თვალები გააცოც გამოაცოცა.. -რა გინდა ჰე თქვი. მიუხვდა სოხუმსკი მიმიკას. -რა და... აუ მათუს შენი გაპწკრიალებულ გაბრდღვიალებული მერსედესის გასაღები მომე რა. -აუ ეს ვინაა ტო.. ერთი ჩემი საყვარელი განძი ხომ მიყავს და ახლა მეორესაც მახევს . -სუ ერთი დღე. -მათე.. დიანამ ყელში აკოცა და ჯიბიდან გასაღები ამოაცურა.. -მიყვარხარ. ჩუმად ჩაჩურჩულა და კარისკენ წავიდა.. -დაისჯები ჩემი გაბრუებისთვის. მიაძახა კართან მისულს -ველი სასჯელს.. სიცილით დაუბრუნა პასუხი და მათეს ანიშნა გამოეტიეო. -ჭკვიანად იყავით თუ რამე დამირეკეთ. მანქანასთან მისულებს მიაძახა. -არ იღელვო გავერთობი კარგად.. თვალი ჩაუკრა ქმარს. -დიანა ნუ გამაგიჟებ. ცალი წარბი ზევით აზიდა. -არ გაგიჟდე. ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა კაცს და ავტომობილში ჩასკუპდა. -ჩემი გიჟი. თავი ღიმილით გააქნია და ავტომობილს თვალი გააყოლა. ჯერ სკოლაში მივიდნენ თომამ სათითაოდ გააცნო ყველა თანაკლასელი და მათაც წარუდგინა ქალბატონი.. დიანა ფოტოებს იღებდა თომასთან ერთად, მერე ცალკე თომას გადაუღო კლასელებთან ერთად. მოკლედ კარგად ერთობოდა.. განსაკუთრებით ერთი გოგო მოეწონა .. ელენე.. თომას სხვანაირად რო უჟუჟუნებდა თვალებს. მცხეთაში იყვნენ იქაც ცალკე სურათები გადაიღეს და იხალისეს. რესტორანში წასვლის ჯერიც დადგა. -ელე ჩვენთან ჩაჯექი ჩვენ წაგიყვანთ.. დიანამ გახედა მარტოდ მარტო მდგომს. -ხო.. წამო ელუს ჩვენთან ერთად.. გაუღიმა თვალებ აბჭყვიალებულ გოგოს თომამ. -მადლობთ, მაგრამ მე ჩემი ბიძაშვილი მომაკითხავს.. -პირდაპირ რსეტორანში მოვიდეს აქ ხო არ დაელოდები.. გადაარწმუნა დიანამ. -კარგით მგონი მართლაც მასე ჯობს.. მანქანაში ჩაჯდა და მობილურზე ვიღაცას გადაურეკა. რესტორანში მისულები ჯერ იმდენად ვერ იყვნენ ხოდზე, მაგრამ მალევე მოვიდნენ ხასიათზე სასმელი, რომ გადაკრეს და გათამამდნენ.. დიანა წყნარ მელოდიაზე თომასთან ერთად ცეკვავდა შემოსასვლელისკენ გახედვისას გაგი, რომ დაინახა.. ფერები გადაუვიდა სახეზე.. არც ახსოვდა საერთოდ მისი არსებობა ამ ქვეყნად რაც მათე გამოჩნდა მის ცხოვრებაში... ნუ იქამდეც არ ანაღვლებდა დიდათ. -ამას აქ რა უნდა? თავისდა უნებურად ამოხდა. -ვის? გაკვირვებულმა თომამ მის მზერას გააყოლა თვალი. -გაგიზე ამბობ? -იცნობ? -ელენეს ბიძაშვილია.. დიანა ცუდად ხარ? -ჰაერზე გავალ .. -მოიცადე გამოგყვები.. რესტორნის ეზოში გაიყვანა და სკამზე ჩამოსვა. გოგოს აკანკალებულ ხელებს, რომ დახედა ანერვიულებულმა ჩამოუსვა ხელი ლოყაზე.. -გინდა წყალი მოგიტანო? -არ მინდა.. უბრალოდ მის ნახვას ახლა არ ველოდი. -შენც იცნობ? -კი. თომა, მათეს დაურეკე რა და წავალ მე უკვე ძაან გადავიღალე.. -მე წაგიყვან. - ნასვამი ხარ. -ხო მართალი ხარ.. შევალ მობილურს გამოვიტან მაგიდაზე მიდევს. -კარგი.. -აქ იყავი მალე მოვალ.. შუბლზე აკოცა ქალს და სირბილით შევიდა შენობაში. -არ ვიცოდი ჩემი თუ გეშინოდა. მისი ხმის გაგებისას მისკენ მიბრუნდა. სიგარეტს ეწეოდა და დიანას ზემოდან დაყურებდა. -მოგხდომია ორსულობა..გულწრფელად გაუღიმა.. -რა გინდა გაგი? ფეხზე წამოდგა. -არაფერი. -არ გელოდი აქ. -მე მითუმეტეს. დავიწყებული წამში გამახსენდი. თავი ჩახარა და სიგარეტი ძირს დააგდო. -არ გვინდა მაგაზე საუბარი.. -ხო რატო ილაპარაკებ უკვე სოხუმსკის ქალი ხარ.. ირონიულად ახედა დაბნეულს. -ცოლი. თომამ გამოსცრა კბილებში და დიანას თავისი კოსტუმი მოაცვა. -მოვა მალე. დავურეკე უკვე. ჩუმად გადაულაპარაკა. შენობაში შევიდნენ.. დიანა ბავშვებს დაემშვიდობა და ეზოში გასვლა დააპირა.. -თომა მე ეზოში ვიქნები იქ დაველოდები მათეს. -აი გასაღები.. მე ტაქსით წავალ და მანქანა არ დამჭირდება თვალი ჩაუკრა გოგოს. -მადლობა. ყველაზე ჯიგარი ხარ.. ჩაიხუტა და ელეს გახედა.. -წამო ელუშ ვიცეკვოთ.. სანამ ეზოში გავიდოდა მანამ მოცეკვავე წყვილს გადაუღო ფოტო, მერე კი შენობა დატოვა.. გაგი ისევ იმ სკამზე იჯდა კვლავაც სიგარეტს ეწეოდა.. მალევე გამოჩნდა ტაქსი და მათეც გადმოვიდა იქიდან. -ჩემი პატარა დაიღა... ცოლისკენ წავიდა გაღიმებული, მაგრამ გაგის დანახვაზე ადგილზე გაშეშდა. -დამშვიდდი მათე არაფერი არ უთქვამს.. თავად მივიდა ქმართან და მაჯაში ხელი მოკიდა. -დაიფიცე! -შენ და ჩვენ შვილს გეფიცები არაფერი არ უთქვამს და მითუმეტეს არ გაუკეთებია. მანქანის გასაღები მიაწოდა..-წავიდეთ. -სოხუმსკი.. ირონიულად გამოხედა წყვილს გაგიმ.. -როგორ გყავს ნათია? სუსტ წერტილს გაარტყა. ბოკუჩავას მთელი სხეული დაეჭიმა, დიანა კანკალმა აიტანა.. -ფუ შე ახ..... მათე მივარდა მომცინარ მამაკაცს. -მათე დაანებე თავი.. წყნარად უთხრა და მანქანას მიეყრდნო. -თუ გიყვარვარ შეეშვი და წავიდეთ. -შენ რო არ მიყვარდე ამას აქვე მოვკლავდი. ხელი კრა და ავტომობილისკენ წავიდა. გაგიმ სიცილი დაიწყო. ყურადღება აღარ მიუქცევია სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და გვერდით მჯდომ დიანას გახედა.. -კარგად ხარ? აკანკალებული ხელი თავისაში მოიქცია და ხელის ზურგზე აკოცა. -ბოდიში. წყობიდან გამომიყვანა. არ მინდოდა შენი ანერვიულება.. -მართლა არაფერი არ უთქვამს.. ჩამწყდარი ხმით უთხრა. -მჯერა.. გაუღიმა ცოლს და ავტომობილი დაძრა. ივლისის ბოლო თვე გახლდათ. გაგის ამბავი უკვე დავიწყებული იყო.. დიანას მუცელი წამოზდოდა და თხელ სარაფანაში უფრო მეტად იკვეთებოდა. აივანზე იჯდა და საზამთროს მიირთმევდა ქალბატონი თან მარაოს ინიავებდა.. -მე მეგონა გამაწვალებდი აი ეს მინდა ის მინდას ძახილით, მარა როგორც ჩანს ჩვენი პრინცესა შენ გგავს და არ არის ჩემსავით გადარეული. ბოკუჩავა გვერდით მიუჯდა მეუღლეს და ოდნავ გაბერილ მუცელზე ხელი დაადო. -ჭკვიანი გოგოა.. გაღიმებულმა მოსვა ფორთოხლის წვენი. -ლევანს ველაპარაკე გუშინ და დღეს მის ოჯახს ლიაკოს ხელი უნდა სთხოვოს.. -გაგიჟდება გაბო.. -ნეტავი რა გააგიჟებს? ლევანისნაკირი ბიჭი სანატრელია ახლა. -ჰო აბა რა.. გაეცინა -რა არა? გაბრაზებულმა გახედა. - კი.. როგორ არა. ცოლის სატირლად დაბრეცილ ტუჩებს, რომ შეხედა მაშინვე წაეშალა სახიდან ღიმილი და სწრაფად დასერიოზულდა. -ჩემი პატარა. თავის კალთაში გადაისვა. -ასეთ რამეებზე როგორ ტირი ტო? ლოყაზე მოეფერა. -შენ მაბრაზებ. გაბუსხულმა ახედა..-ნელიკოსთან არ დამირეკია ნეტავი როგორაა? -დილით დავრეკე და კარგად არის გველოდება აგვისტოში. -ჩავიდეთ. ქმრისკენ მიიწია და ტუჩები ყელზე მიაკრო. -ცოლო ნუ ცუღლუტობ..ხიხიაა ჯერ ეგ.. სიცილით უთხრა და მთელი სახე დაუკოცნა.. -მათე ის თეთრი შოკოლადი კიდევ გვაქვს ? -მაგ შოკოლადითაა სავსე მთელი მაცივარი. -მიდი ამომიტანე.. ფეხზე წამოდგა და გვერდით სკამზე გადაჯდა. -ახლავე. მუცელზე მოეფერა და გაღიმებული ადგა ფეხზე. -მათე ტელეფონი გირეკავს.. მიაძახა აივნიდან გასულს. -უპასუხე. ეკრანისთვის არ დაუხედია ისე აიღო მობილური. -გისმენთ. -ალო დიანა შენ ხარ? გუკას ანერვიულებული ხმის გაგებაზე დაიძაბა. -დიანა არ ინერვიულო ოღონდაც. -რა ხდება? ხმა შეეცვალა. -ნანას მშობიარობა დაეწყო და.. -რააა? სად ხართ? -ლუბლიანაზე ვართ ახლა. -მოვდივართ. მაშინვე გათიშა მობილური. -აი შოკოლადი. -რადროს შოლოლადია..მალე წავიდეთ ნანას მშობიარობა დაწყებია. -არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება. შენობაში შესული მაშინვე გუკას მივარდა. -როგორ არიან? -არ ვიცი ჯერ არაფერი. -დამშვიდდი ნუ ნერვიულობ. ხელი წელზე მოხვია და სკამზე დასვა. -ჩვენ პატარაზე იფიქრე და ღმად ისუნთქე. გვერდით მიუჯდა ცოლს. გიორგის გაღიმებულ სახეზე ნერვიულობაც სადღაც გაქრა. -გოგოა.. გაღიმებულმა გადახედა ჯერ შვილს და მერე შვილობილს. გუკამ ხმა ვერ ამოიღო, მაგრამ მის თვალებში კარგად შეამჩნევდით ბედნიერების სხივს. -გილოცავთ. მათე გადაეხვია კაცს. -როდის შეგვეძლება პატარას ნახვა? დიანა ადგილზე ვერ ჩერდებოდა. -რამდენიმე წუთში. -რას არქმევთ? ბოკუჩავამ საინტერესო კითხვა დასვა. -ჩვენ არ ვიცით.. აი გუკამ და დიანამ მოიფიქრონ სახელი.. -ანა -მარიამი ორივემ სხვადასხვა სახელი თქვეს და გაბრაზებულებმა შეხედეს ერთმანეთს. -გოგო, მარიამი ჯობია კაი რა ანა? -რა მარიამი ? ანა უკეთესია .. ხო მათე? ქმარს გადახედა. -მგონი მარიამი უკეთეს... ცოლის თვალებზე მომდგარმა ცრემლებმა თავისი აზრის დაფიქსირება არ აცადეს. -ანა ჯობია.. სწრაფად გადააკეთა ნათქვამი და გოგო ჩაიხუტა. -მარიამს ვარქმევთ. თავისას აგრძელებდა გუკა.. -ანა ერქმევა.. არც დიანა თმობდა პოზიციას. გიორგი ხან დიანას გახედავდა ხანაც მის ვაჟკაცს. გაღიმებულმა გააქნია თავი და შუაში ჩადგა. -ანამარია ერქმევა და ვსო. ორივე გაჩერდა.. ჯერ ერთმანეთს გადახედეს ცხვირ აბზუებულებმა, მერე ხელები გადააჯვარედინეს და ერთმანეთს ზურგი აქციეს. მათემ დიანას რო გახედა ისეთი საყვარელი იყო ვერ მოითმინა და ბაგეებზე ნაზად ეამბორა. -ნუ ცუღლუტობთ. გიორგიმ გაიცინა და ექიმის დანახვაზე მისკენ წავიდა. -დიანა. ლევანის ხმაზე გაკვირვებულმა ჭყიტა თვალები და მისკენ შებრუნდა. -როგორ არიან ნანა და პატრა? -კარგად არიან ორივე..შენ აქ რა გინდა? სამეგრელოში არ უნდა იყო? -გუკამ დამირეკა და მოვედი. -კი მაგრამ. -უარი მითხრა. -ვინ? -ლიაკომ, ცოლობაზე. -ვერ გავიგეთ.. ნორმალურად აგვიხსენი. გუკა ინტერესით მიაჩერდა. -ნუ კაროჩე.. მივედი გუშინ ამ ქალბატონთან და წავიყვანე კლუბში. იქ უნდა მეთხოვა ხელი დაგეგმილიც მქონდა დიჯეი მუსიკას ჩართავდა, ჩვენ ვიცეკვებდით ,მერე მუსიკა გამოირთვებოდა და მე ცოლობას ვთხოვდი. -მერე? -მერე ყველაფერი მაგრად მიდიოდა ეს ცეკვა ხო ვაფშე ცეცხლი. ავდექი დავდექი მის წინ ამოვიღე ეს ბეჭედი და არ მაჯახა უარი. გაღიზიანებული ჩაჯდა სკამში. მათეს და გუკას სიცილი აუტყდათ. -რატო? დიანა ლამის აბღავდა. -ვაიმე ეს რა სათნო გახდა. გუკამ მიიხუტა და თავზე აკოცა. -რატო და იმ ნიკას გამო. -ვინ ნიკა? -ვიღაცა ს*რია და დასდევს ამას. გუშინ წინ კარგად მივნაყე და ამას გაუგია გუშინ ცეკვამდე, რამოდენიმე წუთით ადრე. ვინ უთხრა ის უნდა გავიგო და იმ ნიკას გზას დავაყენო. -რას აპირებ? -ჯერ არაფერს. -ანუ? -ან კი და თავისი ნებით ჩემთან. ან არა და ჩემი ნებით ჩემთან. გაიღიმა და ბიჭებს თვალი ჩაუკრა. -ე რა დარხევა გაქ.. თავი გააქნია გუკამ, ხელი მხარზე მიარტყა ლეოს და დერეფანში გამოჩენილ სალომეს გაფართოებული თვალებით შეხედა. გოგოს ისეთი მოკლე კაბა ეცვა და ამას დამატებული დეკოლტე თვალი ძლივს მოწყვიტა მის სხეულს. -შენც არა ნაკლები. სიცილით გადაულაპარაკა და დიანას გახედა გახარებული, რომ მოეხვია დაქალს. -შენ აქ საიდან? -გოგო ანის წამოვყევი აკოს არ ცალიაო და წამომიყვანა მე.. თქვენ რა გინდათ აქ ? ხომ მშვიდობაა? -ჩემი პატარა დაიკო დაიბადა.. გაღიმებულმა ახარა. -უი გილოცავ. კიდევ ერთხელ მოეხვია მეგობარს და კმაყოფილი სახით გახედა გაბრაზებულ გუკას. -გამარჯობა სიძე. ხელი ჩამოართვა კაი ბიჭივით მათეს და გაუცინა.. მერე ლევანიც გადაკოცნა და გუკა არც შეუმჩნევია ისე ჩამოსკუპდა დიანას გვერდით და მუცელზე მოეფერა. -როგორაა ნათლიას პრინცესა? -ყველაზე კარგად. ანუკი სადაა ? -იმ კაბინეტშია და რო გამოვა დავუძახოთ. მალევე გამოვიდა მეორე ორსული და შეუერთდა დაქალებს. პატარა ანამარია ინახულეს საყვარლად, რომ ჭუტავდა თვალებს.. -ჩვენი პატარაც ასეთი იქნება. გაღიმებული ჩაეხუტა ცოლს. -აცადე მამიკო ჯერ მუცელში გაზრდა.. ხელი მიიდო ჭიპთან. -ჟრუანტელი მივლის მაგ მამიკოზე. ყელში აკოცა საყვარელ ქალს.. აგვისტოს ბოლოს დიანა ძლივს მოწყდა პატარა ანამარიასა და უკვე გაზრდილ ილიკოს და ნელიკოსთან წავიდნენ სამეგრელოში. ორი კვირა გაატარეს მშვიდ გარემოში. ლალიკოც და გაბოც იქ იყვნენ და უფრო მეტად იძენდა ხიბლს იქ დარჩენის პერიოდის გაზრდა. ნუ როგორც კი ლეომ გაიგო ლიაკოს იქ ყოფნა ისიც მაშინვე დააწვა სამეგრელოსკენ. საღამო ხანი იყო ჭიშკართან მანქანა, რომ გაჩერდა. ეზოში, ჰამაკთან მყოფებმა მაშინვე მიაპყრეს მზერა ავტომობილიდან გადმოსულ ლევანს, ისიც გაღიმებული გაემართა მათკენ. -ლეო.. დიანა წამოდგა გაჭირვებით ფეხზე და ბიჭისკენ წავიდა. -ნუ გარბიხარ დიანა.. მათემ ძლივს დააწია სიტყვები. -ნასვამი ხარ? ალკოჰოლის სუნზე სახე დამანჭა. -ცოტა დავლიე.. შუბლზე აკოცა და ხელი მოხვია. -დედაჩემთან ვიჩხუბე დღეს. ლიაკოსკენ გააპარა მზერა. -ლიაკოს გამო? ლეომ უხმოდ დაუქნია თავი და სევდიანად გაუღიმა. -ყველაფერი მოგვარდება.. კიდევ ერთხელ მოეხვია ბიჭს. -ნახე როგორ გიყურებს.. ჩაიცინა . -გაბოს გამო იკავებს თავს თორე ეგრევე მოგვარდებოდა. -მეც მასე ვარ.. სიცილითვე დაუბრუნა პასუხი. -გამარჯობა სასტავს.. მიახლოვებისთანავე ბიჭებს ხელი ჩამოართვა და ლიაკოს თვალი ჩაუკრა. ნელიკოც მოიკითხა დიდისამბით. ორი დღე გასტანა ლეოს იქ ყოფნამ.. აი მერე რა მოხდა ?. რა მოხდა და ეგ და ლიაკო ჩუმად გაიპარნენ სოფლიდან და თბილისში ჩასულები დაქორწინდნენ. მერე კი სადღაც დატყდნენ.. ხო..სწორედ მასე, გაუჩინარდნენ..თანაც ასე მოულოდნელად.. სრულიად უცნობი მეჯვარეების თანხლებით დაქორწინებულები.. ეს ამბავი მალევე გასკდა.. ლიაკოს ოჯახს მათე ამშვიდებდა.. დიანა ცალკე ლიაკოს მამას უხსნიდა თუ რა კაი ბიჭი იყო ლევანი და ცალკე გაბოს.. ტელეფონზე დეიდამისის ქოთქოთს ისმენდა და ლევანის თათხვას. შოკი მაშინ იყო კოკამ ბოკუჩავას რო დაურეკა ლილე გაქრაო. პირველი რაც იფიქრა სანდრექსა იყო და რაღათქმა უნდა მართალი აღმოჩნდა.. მაგათმა ვაფშე მიქარეს და დაქორწინების გარეშე გაიყვეს სარეცელი.. ეგ "მიქარვა" მხოლოდ მათესთვის და კოკასთვის იყო თორე დილით გაღვიძებულებს სანანებელი არც არაფერი არ ქონდათ.. ასეთი არეულობა და ქაოსი მალევე ჩაცხრა.. ნუ რა თქმა უნდა ბევრი მუქარის შემდგომ.. ორ კვირაში ყველაფერი დალაგდა და ახალდაქორწინებული წყვილის გაბედნიერებაც აღნიშნეს.. თომას წარმატებაც აღსანიშნავი იყო.. დიანასთან და ლეოსთან ერფად ისწავლიდა ოქტომბრიდან. ისე უხაროდა ჭკუაზე არ იყო ბიჭი. მგონი მაგას ის უფრო უხაროდა ელენეც, რომ იმავე უნიში მოხვდა.. გუკას და სალოსაც ეშველათ. ერთ დღეს როცა ეჭვიანობამ თვალები დაუბმავა და ყურები დაუხშო გაგიჟებული მივარდა გოგოსთან და იმხელა ხმაზე უყვირა ბიჭს არ გაეკარებიო სალოს გული შეუქანდა.. ნუ ამანაც იწიკვინა შენ რა გესაქმებაო და იმასაც წამოსცდა რას ქვია რა მესაქმება მიყვარხაროო.. ხო და ასე აღიარეს ერთმანეთისადმი ტრფობა.. გოგა და ლიკა ისევ ძველებურად იყვნენ ილარიონს ზდიდნენ და ანებივრებდნენ გასართობებით.. ნანა და გიორგის ანამარია ყავდათ და ზედ დაფოფინებდნენ.. დიანა თითქმის მთელ დროს მათთან ატარებდა.. ანუკი აკოს აგიჟებდა ეს მინდა ის მინდას ძახილით თანაც ღამის 4ზე.. დანარჩენებთან? ოხ ... არაფერიც არ შეცვლილა.. გულაობენ და არიან. თავად დიანა უკვე მეექვსე თვეში იყო და უფრო მეტად უხდებოდა მისი მდგომარეობა..არ იყო მომთხოვნი და პრეტენზიული ორსული. არასოდეს არ გასჩენია მჟავე კიტრის ჭამის სურვილი და კიდევ უცნაური საჭმელების.. მხოლოდ ტკბილეულს თუ მოითხოვდა ხოლმე სხვა ყველაფერს ჭამდა რასაც სახლში იპოვიდა.. მათეს ისე მოსწონდა დიანას ამ მდგომარეობაში ყოფნა ბავშვის დაბადებაზე უკვე ხმასაც არ იღებდა. სახელი უარჩეული ქონდათ, მათ პრინცესას კატო ერქმეოდა.. ეს სახელი მათემ და დიანამ ერთობლივად შეარჩიეს.. ნოემბრის შუა რიცხვებში დაეწყო დიანას მშობიარობა.. ბოკუჩავა ისე ნერვიულობდა ადამიანს აღარ გავდა.. -შენც შემოხვალ.. სანამ შეიყვანდნენ მანამდე უთხრა ქმარს.. -არ შემილია.. ცუდად გავხდები. ნერვიულობისგან ხელს შუბლზე ისვამდა. -ისედაც გაუსაძლის ტკივილს ვიტან და შენ მაინც ნუ მომიშლი ნერვებს .. ქმარს უყვირა და ხელი ჩაკიდა მკლავზე.. თან ღმად სუნთქავდა. ასე და ამგვარად შეაბრძანა ძალით სამშობიარო ბლოკში. სოხუმსკის ფერი აღარ ედო სახეზე.. ცოლის ყვირილი ყურებს უხშობდა.. ნერვიულობამ პიკს მიახწია, მაგრამ პატარას ტირილმა საერთოდ გააქრო ყველაფერი მის გარშემო. სისხლში ამოსვრილი მისი სისხლისა და ხორცის დანახვაზე თავბრუ დაეხვა.. ჯერ უსაზღვრო ბედნიერება იგრძნო, მერე აღუწერელი სიყვარული იმ პატარას მიმართ და შემდგომ ცოლის სიძლიერის დაფასებაც შეძლო. ექიმმა, რომ უთხრა ჭიპლარი გადაჭერითო აი მანდ გადაიწვა მისი გონება და ეს ორმეტრიანი კაცი იატაკზე გაიშოტა........ ოთხი წელი გავიდა ამ ამბის შემდგომ. სასტავი ახლაც იხსენებს კატოს დაბადებას და მათეს გულის წასვლას.. სოხუმსკი ამაზე სულ ბრაზობს.. ეს რა სასაცილო თემა მიეცათო. იმ ამბიდან ორ წელში პატარა ანდრიაც გაჩნდა, რომელიც მათეს ალი კვალია.. კარგ ამბებს ცუდიც მოსდევსო. ასე და ამგვარად.. ნელიკო გარდაიცვალა.. ორი პატარა შვილთაშვილი კი დაიჭირა ხელში, ამიტომ ამ ქვეყნიდან დამშიდებული წავიდა.. ანამარია და ილიკო მალე წამოიზარდნენ.. ილარიონი უკვე სკოლაში დადის. დიდი ბიჭია როგორც თვითონ ამბობს, ეგ კი არა შეყვარებულიც ყავს მაგ პატარა ვაჟკაცს.. ანუკის და აკოს ორი ბიჭი ყავთ გიორგი და ლაშა.. ორი აკოსნაირი გადარეული.. ლილეს და სანდროს პატარა მარიამი. სალოს და გუკას ანაბელი.. ლევანს და ლიაკოს ორი ტყუპი გოგო და ბიჭი გაუჩნდათ.. ბექა და ნია.. სხვებთან? სხვებთან ისევ იგივობა ნუ იმას თუ არ ჩავთვლით, რომ თომა და ელენე ერთად არიან უკვე ორი წელია.. ეგენიც ძაან მალე დაქორწინდებიან ისე დამაიმუნობენ აქეთ-იქით. ბოკუჩავების ოჯახში როგორც ყოველთვის ახლაც ხმაურობენ პატარები.. ნუ ეს ტრადიციად იქცა.. -მიტამს.. ანდრიამ გაიშვირა ხელი დივანზე მჯდომი დისკენ, ანგელოზის გამომეტყველებით, რომ იჯდა და მამიკოს უღიმოდა. -კატო ნუ ურტყავთქო რამდენჯერ გითხარი? დიანამ ანდრიას ცრემლები მოწმინდა და ქალიშვილს გაბრაზებულმა გახედა.. -არ ვურტყამ... იტყუება. წარბები შეკრა და მამამისს მიუცუცქდა. -მოდი მა შენც აქ და ჩემეხუტე.. მათემ ანდრიასკენ გაიშვირა ხელი.. -ალ მინად დესასთან მინდა.. ფეხზე მიეხუტა ქალს..-ამიტანე.. ხელები გაიშვირა მისი მიმართულებით. -ვერ აგიყვანს დედა..არ შეილება მაგისთვის.. ბოკუჩავა წამოდგა ფეხზე, შვილი ხელში აიყვანა და ცოლს ხელი ოდნავ წამოზდილ მუცელზე მიადო.. -რატომ არ შეილება? დაინტერესდა კატო.. -პატარა ანდრიასნაირია აქ და მაგიტო.. ლოყაზე აკოცა დიანას და მიახლოებულ კატოს თავზე მოეფერა. -არ მინდა ამისნაირი მეორე.. გაბრაზებულმა გადააჯვარედინა ხელები და ცხვირი აიბზუა. -ლაწირაკი.. ძმისკენ გააპარა მზერა. -მე მიდა.. გაუხარდა უმცროს ბოკუჩავას და მამამისის ხელებში აფართხალდა. მათემაც იმწამსვე დასვა ძირს.. -გადარეულები.. თავი გააქნია დიანამ და ახმაურებული კარის გასაღებად წავიდა. -ჩემი ილიკო.. მოეხვია პატარა ძმას სკოლის ჩანთა, რომ ეკიდა მხარზე და გვერდით ლამაზი ქერათმიანი გოგო ამოეყენებინა. -ახლა არ მითხრა მარტო მოვედიო თორემ გავგიჟდები? -ვა ცოლის ძმა.. სიცილით აუჩეჩა თმა მათემ და პატარა გოგოს გაუღიმა. -ეს ანგელოზი ვინაა? -ჩემი ცოლია.. ამაყად განაცხადა და დივანზე მორცხვად მყოფ გოგოსთან ერთად დაჯდა. -ვინაა? გაოცებულმა გახედა ილიკოს.. -გუშინ ლეომ მითხრა მე ლიაკო ასე მოვიყვანე ცოლადო ხო და მეც ნანკა მომყავს ცოლად.. გამოვიპარეთ სკოლიდან და უნდა დავქორწინდეთ.. წარბშეკრული უხსნიდა გაუგებრობაში მყოფებს სიტუაციას.. მათემ რო გაიაზრა სიცილი დაიწყო.. დიანასაც გაეღიმა.. -ხომ ვთქვი ნუ მოვანათლინებთ ამ ბავშვს ლევანსთქო აჰა გამიგიჟა ძმა.. მობილურს დასწვდა და გოგასთან გადარეკა.. ილარიონს ძლივს გადააფიქრებინეს 7 წლის ასაკში ცოლის შერთვა.. ნუ სანამ ლევანი არ დაელაპარაკა კაცურად მანამდე თავის აზრზე იყო.. ლევანმა გულიანად იცინა ნათლულის საქციელზე, მერე გოგას ეშაყირებოდა მოგესწრო ვაშკაციო.. საღამოს მათესთან შეიკრიბა სასტავი და დაიწყო ქეიფი.. -მამა.. ანდრო ექაჩებოდა მაისურზე.. -ხო მა.. პატარა ხელში აიყვანა და მუხლებზე დაისვა.. -ჩენთან მინდა.. -იყავი მერე.. ლოყაზე აკოცა და თვალი ჩაუკრა.. დიანას გადახედა კატო ,რომ ესვა კალთაში და ბედნიერს გაეღიმა.. მალევე დაიშალნენ..მათემ ბავშვები თავის ოთახში დააწვინა, შუბლზე აკოცა ორივეს და ოთახიც დატოვა.. სამზარეულოში მყოფ ცოლს მიუახლოვდა და უკნიდან აეკრო. -მიყვარხარ ჩემო პატარა.. -მეც მიყვარხარ, მარა ახლა ჩაქაფული რო არ გავაკეთო და არ შევჭამო მოვკვდები.. ენა გადაისვა ტუჩებზე. -ჩაქაფული? გაოცებულმა მიატრიალა თავისკენ.. -რა ვქნა.. მომინდა. მხრები აიჩეჩა -ნუ თუ გინდა.. მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე.. -და მამიკოს რა უნდა იმას არ იკითხავ? -კაი არაფერი გენდომება.. გაღიმებულმა გახედა. -უკარგესია.. სწრაფად მიუტანა სახე ახლოს და ბაგეებზე ეძგერა.. -ჩემი სუნთქვა ხართ..წელზე ხელი მოხვია და უფრო მეტად მიქაჩა თავისკენ. მე შენ მიყვარხარ და შენია ბრალი რომ შემაყვარე პირველად თავი რომ დაიმკვიდრე ჩემს გულში სახლი რომ ამირიე თავ გზა და კვალი რომ გამაგიჟე შენზე ოცნებით და გეფიცები მე, რომ გავგიჟდი მე გეფიცები ვეღარ გავძელი და შეგიყვარე მთელი არსებით როგორც მზეს მთვარე და ვარსკვლავს ზეცა როგორც ამ ღამეს გიჟური მარტი. არეულ ამინდს თბილი მაისი... და მე ვფიცავარ მიყვარხარ ისევ.... მიყვარხარ ჩემებრ და ჩემებურად მიყვარხარ ძლიერ, გადარეულად. FIN |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.