შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქ სადაც 8


14-02-2018, 00:03
ავტორი Frigga
ნანახია 1 643

aseti patara tavistvos bodishi, uralod am kviras meti martla ver davwere.
ტუჩებზე ამაფარა ხელი.
- არ მინდა და არ დაუწევ.
თავი გავაქნიე და ისევ ჯიუტად ჩავხედე თვალებში.
- ნაკლებად მაინტერესებს შენ რა გინდა და რა არა.
თითით საწოლისკენ მიმანიშნა.
ახლა უკვე ნერვები მომეშალა.
- რა სასიამოვნოა, როცა ადამიანს იგივე დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ, რაც შენ მის მიმართ.
ხელი ტუმბოზე დავდე და ნახევრად დავეყუდე.
- ნეტავ ასე იყოს.
ჩუმად ჩაილაპარაკა სვირინგამ და ისევ უხეშად შემომხედა.
- ასეც არის.
მოულოდნელად დავუბრუნე პასუხი.
- ჰო კარგი, როგორც არის, ახლა დაწექი საწოლზე.
გაბრაზებით დამიყვირა და საწოლისკენ თითი გაიშვირა.
- არა.. გასაგებად გითხარი, რომ ექიმმა გამიშვა.
ხელები სიბრაზოთ დამეძაბა და სახე ამიწითლდა, ისევ ავიღე ხელი ტუმბოდან და გავსწორდი.
- აღარ გავიმეორებ.
კბილებში გამოსცრა და ფანჯრისკენ მიტრიალდა.
მეც პატარა დასჯილი ბავშვივით მივჩანჩალდი საწოლამდე და ნელა წამოვწექი.
- კმაყოფილი ხარ?
ნაწყენი ხმით, გაბუსხული ვეუბნები და ვუყურებ.
ის არც კი გატოკებულა, უბრალოდ დგას და ფანჯრიდან იყურება. ვითენთები და მეძინება, რამდენიმე წუთის შემდეგ უცნაურად იკეცება კედელთან და რაღაცნაირად მიყურებს.
- რა იყო?
გაკვირვებისგან და უხერხულობისგან გავწითლდი და ფეხზე წამივდექი.
- დაწექი.
ისეთი ტონით მითხრა, თითქოს ადგომით ქვეყანა დავაქციე.
- კი მაგრამ, ისე მიყურებ, გეგონება პირველად მნახე.
ისევ დავუბრუნდი საწოლზე, ამ დროს ექიმმაც შემოაღო კარი.
- ინებეთ თქვენი ტანსაცმელი.
ზრდილობიანი ტონით მომაწიდა ჩემი ნაქსოვი მწვანე სვირტი და ბოიფრებდის ჯინსი, მეორე ხელში სტარის წითელი კეტები ეჭირა.
- ჩემი შავი სტარები სადაა?
გაკვირვებული შევხედე, ჯერ სტარებს, მერე ექიმს.
- ეს ისინია რაც დატოვეთ ქალბატონო, ძირს დადო და ოთახიდან გავიდა.
ნერვიულობისგან ადგილს ვერ ვპოულობდი, ის კი ისევ ისე იჯდა კედელთან და უცნაურ მზერას აფრქვევდა თან თითქოს ეღიმებოდა.
- დაჯდები? დამეხვა თავბრუ.
მოულოდნელად წამოიყვირა, შემეშინდა ტამში შიშმა დამიარა და წამიერად გავშეშდი.
- ნუ ყვირი.
მეც დავიკივლე და საწოლზე დავჯექი, ჩემმა კივილმა თითქოს შეაკრთო, ოდნავ ანერვიულდა.
- კარგი, ჩაიცვი წავიდეთ.
- გადი, რომ ჩავიცვა.
თვალებით კარისკენ ვანიშნე, მაგრამ თითქოს არც გაუგონია.
- გადი მეთქი.
უკვე ხმას აუწიე და კარისკენ კიდევ ერთხელ მივანიშნე.
- რა ხარ ასეთი? ჩემთან გოგოები თავიანთი სურვილით არიან ხოლმე და შენ ვინ ხარ ვითომ?
- სულ არ მაინტერესებს ვისთან რას აკეთებ ხოლმე, გადი ეხლა აქედან.
უკვე ირონიული სახით მივმართავ და შარვალს ვიღებ ხელში, ისიც ამ ჯერად მემორჩილება, მშვიდად გადის ოთახიდან.
ქვემოოთ ჩასულს ისევ ბრაბუსი, მისი ძმაკაცი და სვირინგა მხვდებიან.
- ჩაჯექი.
- ვჯდები
- დროზე.
- დამაცადე.
ძლივს ავწიე ნატკენი ფეხი, ოსოც გვერდით მომიჯდა, ოღონდ მეორე მხრიდან და თავი ისევ მხარზე დავადე.
მისი ძმაკაცის ძუნწი მზერა ვიგრძენი საკუთარ სხეულზე და კანი ამეწვა, სვირინგას ორივე ხელით მივეკარი მკლავზე და ღრმად ჩავისუნთქე.
- ყველაფერი კარგადაა..
ამ ჯერად მშვიდი ხმა უჩანდა.
ხელი გამაშვებინა მკლავიდან და თავი ისევ კალთაში ჩავუდე, ფეხები მაღლა, სავარძელზე ავაწყე, ნატკენი ფეხი ოდნავ მაღლა უნდა მდებოდა და მანქანის განჯარას მივადე, რათქმაუნდა კეტები გავიხადე, აბა შემეცოდა მანქანა.
სახლიდან კლინიკამდე საკმაოდ დიდი მანძილი იყო, სვირინგა და მისი მეგობარი განუწყვეტლივ საუბრობდნენ, მაგრამ სვირინგა ისევ თმაზე მეფერებოდა.
- ეს გოგონა სად გაიცანი?
მზერა ჩემზე გადმოიტანა ძმაკაცმა, მისი ჩემზე საუბარი და სვირინგას მაისურზე ჩემი მთელი ძალით ჩაბღაუჭება ერთი იყო, ერთი წუთით თითქოს შეკრთა ჩემი ცივი ხელის შეხებაზე, შემდეგ მზერა მომაპყრო და დამცინავად ჩაიღიმა.
- ეს ერთი გოგოა, რომელიც მანქანაში მიხტებოდა ფეხი, რომ მოიტეხა.
გადაიხარხარა და ისევ გააგრძელა თმებზე თამაში.
- სრულ ჭკუაზე ხარ? ირონიული სახით გავხედე სვირინგას.
- ვაა სანდრექს, რა გოგო აგიგდიაა.
გადაიხარხარა სვირინგას ძმაკაცმა.
- სანდრექს? სახელიც გავიგე.
- ჰო სანდრექს, რა იყო გაგიკვირდა?
- რატომ უნდა გამკვირვებოდა?
სავარძელზე კომფორტულად მოთავსებული ვეესაუბრები სანდრექსას.
- ისეთი აღშფოთებით თქვი...
- არაფერი არ გამკვირვებია.
საუბარში ისევ ძმაკაცი ჩაერთო.
- მაინც სად ააგდე ასეთი მშვენიერი გოგო?
ტვინში სისხლმა ამასხა, თავიდან ვიფიქრე მოვითმენ მეთქი, მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე, წინა სავარძელს გადავწვდი და თმებში წავავლე ხელი.



№1 სტუმარი tata

მალე დადე გთოვ <3 კარგია ძაან

 


№2 სტუმარი ani gafrindashvili

Sashinelebaaa shen gamo ucnobi miyvars visac arc ki vicnob
sob magram tema da personajebi udaod magaria male Dade shemdegi <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent