შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცამდე და ცის იქით ღმერთამდე (7თავი)


14-02-2018, 17:45
ნანახია 1 736

ჩემი საქმე წასულია,მე ვერ ვხვდები თუ რატომ მემართება ეს ყველაფერი.აჩქარებული გულისცემა,დაბნევა,ერთ ადგილას გაშეშება,ჟრუანტელი.ვერ ვხვდები თუ რატომ მემართება ეს ყველაფერი როდესაც მეხება.ეხლა კი გაიგო ჩემი აჩქარებული გულიცემა,დარწმუნებული ვარ აღარ მომშორდება და ჩემს წვალებას დაიწყებს,ამაში კი ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობაც შეუწყობს ხელს.ღმერთო რა შარში ვარ!ვერც კი შევამჩნიე,რომ სადარბაზოში ძალიან დიდი ხანი ვიდექი.ალექსანდრე კი თურმე მიყურბდა და იღიმოდა.
-ანუკი შიგნით შემოსვლას არ აპირებ?-შემეშინდა რადგან მას აქ არ ველოდი.ნეტავ ყველაფერი დაინახა?რატომ იღიმის?დავირუპე.
-ალექს შემაშინე-გავუცინე და ვანიშნე,რომ შიგნით შესვლაში დამხმარებოდა.გავუცინე მაგრამ ეს სიცილი ყალბი იყო.ნეტავ დაინახა?ეს კითხვა მთელი დღე თავიდან ვერ ამოვიგდე.
ნიაკო
გარეტ,რომ გავედიტ რატომღაც დემეტრე ჩვენთან ერთად არ იყო,თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.ბიჭებს დავემშვიდობე და გიორგის მანქანისკენ ავიღე გეზი.კარები როგორც კი გააღო მაშინვე სავარძელში ჩავეშვი და ღვედი შევიკარი.მთელი გზა ხმას არ ამოგვიღია,მხოლოდ მაშინ როცა ჩემი სახლის მოსახვევს ავცდით.
-გიორგი სად მივდივართ?
-მალე მივალთ და ნახავ-ჩუმათ მიპასუხა და კიდევ უფრო შემაშინა.არადა რამდენიმე წუთის წინ მეხუტებოდა,ახლა?გაურკვეველ ადგილას მივყავარ და არც მპასუხობს რა ხდება.
კიდევ ვაპირებდი კითხვას მანქანა,რომ გააჩერა.პატარა და საყვარელ კაფესთან გააჩერა მანქანა.შიგნით,რომ შევედიტ კუთხეში პატარა მაგიდასთან დავჯექით.ჯერ ჩუმათ იყო,როგორრც ჩანს არ იცოდა რითი დაეწყო ლაპარაკი,ბოლოს როგორც იქნა ამოიღო ხმა.
-მოკლედ,მინდა ბოდიში მოგიხადო იმის გამო რაც გავაკეთე.ვიცი,რომ ზედმეტი მომივიდა და ბოდიშს გიხდი თუმცა მიზეზი მქონდა.-ამან უარესად გამაცოფა,მეუბნება,რომ ამის მიზეზი ქონდა.გამოდის,რომ იეჭვიანა.თუმცა რა უფლებით?მას ხომ ვირაც უყვარს,მე კი არ მინდა,რომ საყვარლის როლში ვიყო.
-კარგი ბოდიში მიღებულია,ოღონდ ამ თემაზე ვილაპარაკოთ.
-კარგი.
-გიორგი უნდა წავიდე.-არაფერს ვუსმენ,უბრალოდ ვდგები და მივდივარ.შეიძლება უზრდელობად ჩამითვალოთ მაგრამ რა ვქნა,აღარ შემიძლია იქ მასთნ ერთდ გაჩერება და ამ თემაზე საუბარი.გარეტ,რომ გამოვდივარ ტაქსს ვაჩერებ,მისამართს ვკარნახობ და კომფორტულად ვთავსდები სავარძელში.ცრემლები კი ნელ-ნელა,ერთი მეორეს მიყოლებით იკვლევენ გზას.
ანა
იმ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.მე და ჩემი ძმა მთელი დღე ფილმებს ვუყურებდით და მალე მომეძინა.დაწოლაში რა თქმა უნდა დედა დამეხმარა,ცოტახანი ჩემთან ერთად წამოწვა.თმაზე მეფერებოდა მისი მომჭკნარი და რბილი თითებით თან რაღაცას ჩურჩულებდა.მე კი ნელ-ნელა ვეშვებოდი მორფეოსის სამყაროში.
დილით,რომ გავიღვიძე ცოტახანი საწოლში ვინებრივე.შემდეგ დედამ შემოყო თავი და ადგომაშიც მომეხმარა.
-დე,მამა სახლშია?
-არა დე,დღეს გაკვეთილები აქვს ამიტომ წწასვლა მოუწია.
-ალექსანდრე?
-სახლშია-მირიმის და ოთახიდან გავდივართ.ალექსანდრე ტელევიზორს უყურებდა თან ისეთი ინტერესით სრულებით პარალელურ სამყაროს ეკუთნოდა.არ გავჩერებულვარ მასთნ რადგან ძალიან მშიოდა(როგორც ყოველთვის)არა მგონია გაინტერესებდეთ რა ვჭწამე მაგრამ იმას გეტყვით ,რომ ბევრი ვჭამე.შემდეგ კი ალექსანდრესთან გავედი.
-ანუკი გაიღვიძე?-ჩემმა ძმამ გაკვირვებული თვალები შემომანათა.
-დაძინებას ვაპირებდი უკვე-გავუცინე და იქვე გავჩერდი.არაფერი უპასუხია რადგან ტელეფონმა დაურეკა და მეორე ოთახში გავიდა.ოთახიდან,რომ გამოდის იქვე სავარძელში ეშვება.ჯერ საათს ვკვირდები რომელიც 12-ს უჩვეებს,მერე ჩემი ძმისკენ ვაპარებ თვალს.
-ალექსანდრე.
-გისმენ.
-სადმე მიდიხარ?
-არა რაარი?
-გავისეირნოთ რა-ამას,რომ ვეუბნები ფეხზე დგება და ოთახიდან გადის.შიგნით კიუკვე ჩაცმული ბრუნდება და თან ჩემი ბოტასები მოაქვს.მეც ვიცვამ და ისიც მეხმარება,შემდეგ ქურთუკს მაწვდის ამას უკვე დამოუკიდებლად ვიცვამ.კაარებთან,რომ მიცედიტ ბოლო ხმაზე დაიღრიალა.
-დედა,მე და ანუკი სასეირნოტ გავდივართ-ო.
ეზოში,რომ ჩავედით მეზობლები გაკვირვებული მიმზერდნენ თუმცა არ ვიმჩნევდი,ახლოს მოსვლას და კითხვას კი ვერც ერთი ბედავდა რაც მახარედა კიდეც.სულაც არ მინდა ეს დღე ამით გავაფუჭო და ხალხს ის მოვუყვე თუ როგორ დავკარგე სიარულის უნარი.ალექსანდრეს ვთხოვე,რომ პარკში გავეყვანე და სურვილიც შემისრულა.ხმას არც ერთი ვიღებდით,მე ირგვლივ ყველს და ყველაფერს ვათვალიერებდი.ჩემი ძმა რას შვებოდა არ ვიცი თუმცა ერთხელ გავჩერდით,ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისევ ჩემ საქმეს ვაგრძელებდი.ვუყურებდი წითელ-ყვითელ ფოთლებს რომელიც ტრიალით ეშვებოდნენ მიწაზე და ბრთხილად ეფინებოდნენ ხის ფესვებს.გადავწყვიტე,რომ ამ სანახაობას რამე წყნარი მუსიკაც მოუხდებოდა ამიტომაც უკან შევტრიალი რათა ჩანთიდან ტელეფონი ამომეღო თუმცა გავშეშდი როდესაც ჩემი ძმის ნაცვალად ეტლთან დემეტრე ამოვიცანი...
მიღიმოდა და თვალებს არ მაშორებდა,მე კი ერთი კითხვა არ მშორდებოდა თავიდა.
-შენ აქ საიდან გაჩნდი?
-მეგონა ჩემი ნახვა გაგიხარდებოდა პატარა.-ღიმილს არ იშორებს სახიდან ისე მეუბნება.
-რატომ უნდა გამხარებოდა?
-იცი გუშინედლის შემდეგ სულ არ ხარ დაბნეული-სახიდან არ უქრება ღიმილი,მე კი ისევ ჩამივარდა ხმა.
-კითხვაზე მიპასუხე,საიდან გაჩნდი აქ?
-სანამ შენ ფიქრებში იყავი გართული მე შენ ძმას ადგილის გაცვლა ვთხოვე.
-მოვკლავ.
-მართლა არ გაგიხარდა ჩემი ნახვა?
-ნწ.
-კარგი,წამოდი გავაგრძელოთ სეირნობა.
-სადაა სანდრო?
-სახლში-ჩუმათ მიპასუხა და ნელ-ნელა გავუყევით გზას.ჩუმათ ვიყავი,ან რა უნდა მეთქვა?დარწმუნებული ვიყავი,რომ ყველა წინადადებაში გამოაკვეხებდა გუშინდელს.
-რაზე ფიქრობ?
-არაფერზე
-მართლა?
-მართლა-იმავეს ვუმეორებ და ხალს ვაკვირდები,რომლებიც ღიმილით შემოგვცქერიან.
-რატომ გვიყურებენ?
-არ ვიცი-ისევ მიღიმის და იქვე სკამებთან მივდივართ.იქვე კუთხეში ვჩერდები თვითონ კი ჩემს გვერდით ჯდება.უცებ ერთ-ერთი მოხუცი პარკიდან ჩვენთა გაჩნდა და დალოცვა დაგვიწყო.
-ღმერთმა დაგლოცოთ შვილო როოგრ უხდებიტ ერთმანეთ და რა კარგები ხართ.ყველა სირთულის მიუხედავათ მაინც ერთდ დგეხართ,თვალებიც როგორ გირწყიავთ ისე გიყვართ ერთმანეთი.-ამ ქალის ნათქვამმა ენა ჩამაგდეინა,მას ჩვენ შეყვარებულები ვგონივართ.აი თურმე რატომ შემოგვცქერიან ასეთი მომღიმარი სახეებით.იმის თქმას ვაპირებდი,რომ ჩვენ სულაც არ ვიყავით შეყვარებულები თუმცა დემეტრემ დამასწრო ენის ამოდგმა.
-მადლობა ქალბატონო.
-არაფრის შვილო ღმერთმა დაგლოცოთ,ახლა თქვენნაირ მოსიყვარულე წყვისლ ძნელდ თუ შეხვდებით.
-გაიხარეთ-დემეტრე უღიმის და თავს უქნევს ქალი კი გვტოვებს.
-დემეტრე რა ქენი ეს?
-რა ვქენი?
-რატომ მოატყუე?
-არ მომიტყუებია-ისევ იღიმის.
-ეგ როგორ?
-კარგი არაფერი-უცებ დგება და სადღაც მიდის,სულ არ მიმიქცევია ყურადღეა თუმცა ცოტათი,რომ შეაგვიანდა იმ მხარეს გავიხედე საითაც წავიდა.მალე ისიც გამოჩდა,საფირმო ღიმილით.ჩემთან,რომ გაჩნდა მუხლზე დადგა,ზურგს უკან დამალული ხელი ჩემთა მოიტანა და ხელებში მოთავსებული პატარა ნაირ-ნაირი ყვავილების თაიგული მომცა.სულ პატარა თაიგული იყო თუმცა ძალიან საყვარელი.მის ამ ქცევაზე გამეცინა.
-მადლობა.
-არაფრის პატარა.
-დემეტრე.
-გისმენ.
-ნუ მეძახი პატარას.
-მაგას მე გადავწყვეტ პატარა.
-სახლში წავიდეთ რა აწი.
-კარგი.-ისევ ნელა გავუყევით სახლისაკენ მიმავალ გზას.თვალს ვადევნებდი სკოლიდან სახლში მიმავალ ბავშვებს,მოხუცებს,თინეიჯერებს,ადამიანეს რომლებსაც სახეზე უამრავი ნიღაბი აქვთ გაკრული,ზოგიც კი ისეთი უემოციო სახით დაიარება ვერ მიხვდები ნიღაბია თუ ნამდვილი სახე.ამ მომენტში ვიღიმი,თუმცა არა ეს ნიღაბი არაა.მიხარია თუცა რა არ ვიცი,არანაირი ნიღაბი,გულიდან წამოსულ გრძნობებს ვასხივებ და სულაც არ ვგრძნობ ტკივილს,ამ გრძნობას კი არაფერი ჯობია.
სახლში,რომ მივედით ბიჭები იქ დამხვდნენ.თუმცა ძალიან გამიკვირდა ის,რომ ყველა შარვალ-კოსტუმში იყო გამოწყობილი მათ შორის ჩემი ძმაც,ეს კიდევ არაფერი ოთახიდან დედაჩემი გამვიდა.გრძელი შავი კაბა ეცვა,მსუბუქი მაკიაჟით და დახვეული თმებით.
-რა ხდება აქ?
-ოფისში საზეიმო საღამო ეწყობა სადაც ჩვენი მისვალ აუცილებელია და ოჯახის წევრებიც უნდა იყვნენ,შენ ხომ წამოხვალ?-ალექსანდრე მეკითხება და სიტუაციას მიხსნის.
-აუ არა რა,სახლში მირჩევნია.
-კარგი.
-პატარა პრობლემა გვაქვს.-დედაჩემი უცებ წინ გამოიჭრა.
-რა პრობლემა?
-სახლში მარტო ვერ დაგტოვებ.
--მერე მამა სახლში არაა?
-ისიც მოდის.
-მე დავრჩები-ახლა დემეტრე წამოიჭიმა.ოღონთ ეს არა,მთელი დღა თითქმის მასთნ ვარ,ახლა სახლშიც მასთან ერთდ უნდა ვიყო?ნეტავ მისი წასვლაც აუცილებელი გახდეს.
-შეიძლება დარჩეს,რადგან ჩვენ ოთხივე მივდივართ მისი წამოსვლა აღარაა სავალდებულო-თაზომ უცებ აუხსნა ყველას სიტუაცია და მე ის პასუხი გამცა რისი მოსმენაც არ მინდოდა.
-კარგი შევთანხმდით.-მალე მამაც მოვიდა,ისიც მოემზადა და წავიდნენ.მე კი დავრჩი სახლში დადეშქელიანთან ერთაად.ამ დღეს უკვე სახელიც შევარქვი,"ერთი დღე დემეტრე დადეშქელიანთნ ერთდ"
-ანუკი გინდა ფილმს ვუყუროტ?
-კი,მაგრამ რომლს?
-ჯანრი აირჩიე და დანარჩენი ჩემზე იყოს.
-კარგი,კომედიას ვუყუროთ.
-ახლავე.-ლეპტოპი აიღო და ჩემთვის უცნობი ფილმი ჩართო,რომელიც ძალინ მომეწონა და ბევრიც ვიხალისე,თუმცა ნახევარზეც არ იყო მისული ფილმი გავაცნობიერე,რომ ეტლში არც თუ ისე კომფორტულად ვგრძნობ თავს.
-დემეტრე.
-გისმენ
-შეგიძლია "დივანში" რომ გადამსვა?
-რა თქმ უნდა-უცებ დგება და ხელში ავყავარ ,ამას ნამდვიალდ არ ველოდი.იქვე ჩემს გვერდით დაჯდა,თავი მის ფეხებში ჩამადებია და ჩემს თმებზე თამაში დააიწყო.ამ დროს კი ისევ ის გრძნობები გაჩნდა,ტანზე ჟრუანტელმა დამიარა,გული ისევ ამიჩქარდა და გავშეშდი.
-დაწყნარდი პატარა...



ძალიან დიდ ბოდიშს გიხდიტ იმის გამო,რომ დავაგვიანე მაგრამ რა ვქნა სხვა საქმეებიც მაქვს.ბოლო დროს კი ვეღარც ვწერდი,თუმცა როგორც ი ახალი იდეები გაჩნდა და ფანტაზიებმა ჩემი ტვინი ისევ დაიპატრონეს,მაშინვე თქვენთნ გვაჩნდი.მიყვარხართ ყველა ვინც ჩემ "ნაჯღაბნს"კითხულობს ოდნავ მაინც მოგწონთ ის,იმედია კომენტარებს არ დაიშურებთ და მეტყვით ღირს თუ არა გაგრძელება.მიყვარხართ.
პ.ს. ანუკი,იმედია გამოჩნდები და ამ ისტორიას წაიკითხავ.თუ არ შეგეზარება შემიფასე და მითხარი ღირს გაგრძელება?ჩემი ოქრო გოგო ხარ შენ და შენ რჩევას ვენდობი მე.მიყვარხარ



№1 სტუმარი გეგა

მალე დადე რა გთხოვ

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

შეუდარებელია

მალე დადე გთხოვ

 


სტუმარი მარი
შეუდარებელია

მალე დადე გთხოვ

მარიამ,ძალიან მიხარია,რომ მოგწონს.ნახევარი თავი უკვე დავწერე,ცოტა დამრჩა და აუცილებლად დავდებ ამ დღეებში.

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

სულელი მეოცნებე
სტუმარი მარი
შეუდარებელია

მალე დადე გთხოვ

მარიამ,ძალიან მიხარია,რომ მოგწონს.ნახევარი თავი უკვე დავწერე,ცოტა დამრჩა და აუცილებლად დავდებ ამ დღეებში.

კარგი ძალიან მიხარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent