შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბლუანის სათამაშო (თავი 12)


14-02-2018, 20:50
ავტორი ადელაინი
ნანახია 3 665

მდუმარედ შესცქეროდა მის წინ მშვიდად მდგარ ბაბლუანს, რომელსაც იარაღი გაეწოდებინა ქალისთვის.
აგიჟებდა ნუცას კაცის მსგავსი ცვლილება, როგორ შეეძლო წამში ჩაეხშო მომდგარი სიბრაზე და მღელვარება ან პირიქით?
გააცოფა რატის მსგავსმა ქმედებამ, თვალები სიბრაზისგან აეწვა, ძარღვები დაეჭიმა
-ამბობ რომ თამაში დასრულდა, მაგრამ ახლაც მეთამაშები! - ახლოს მიეჭრა ბაბლუანს ხელიდან იარაღი ლამის გამოგლიჯა, უკან დაიხია და იარაღი ქმარს დაუმიზნა
- შენი ქმედების გამო ღირსი ხარ აქვე ჩაგაძაღლო- ზიზღით დაბრიცა თუჩები, თავი დახარა, იარაღზე შეაჩერა მზერა, ხელში შიათამაშა და ოთახის კუთხეში მიაგდო
-რატომ? რატომ ვერ გამიმეტე ნუციკო?- ცალკბად ჩაიცინა კაცმა და ხელი ნერვიულად გადაისვა თმაზე
-მე მკვლელი არ ვარ - ზიზღით მიაჩერდა კაცს, მერე სწრაფად მივარდა კარებს გიჟივით გამოაღო და გარეთ გავარდა

საშინლად ციოდა, კანკაკმა აიტანა ჯაყელი, მაგრამ უკან დაბრუნებას არ აპირებდა, არ სურდა უტიფარი ქმრის მეტად ატანა. შუა ეზოში მისულს ბაბლუანი დაეწია მხარში ხელი ჩაავლო და ქოხისკენ წაათრია, გაბრძოლება სცადა მაგრამ ამაოდ
- სად ჯანდაბაში მიდიხარ? იცი მაინც გზა?- მრისხანება ჩასდგომოდა თვალებში ბაბლუანს
არ მინდა შენი მოსმენა! აქედან მინდა წასვლა- მოწოლილი სიბრაზის უკუგდება ვერ მოახერხა და თვალზე მომდგარ ცრემლს გასაქანი მისცა
-ახლა ოდნავადაც არ გავხარ შურისმაძიებელ ლედის- აუღელვებლად თქვა და ნუცა ვერ მიხვდა ირონია იგრძნობოდა მის ხმაში თუ სრული სიმშვიდე. რატიმ თხელი ჟაკეტი გაიხადა და ცოლს მხრებზე მოაფარა- ნუ ჭირვეულობ შენთვის არ შეიძლება!
- ხოდა წამიყვანე აქედან - სასოწარკვეთა ამოაყოლა ხმას და კარგად შეათვალიერა სავარძელში მშვიდად მოკალათებული ბაბლუანი.
- აქ სულ სხვა, სიმშვიდე და შენ ასეთი უმწეო, ეს მახარებს
-შენ მუდამ გართობდა ჩემი უმწეობა-ირონია ჩააქსოვა ტირილისგან ოდნავ დაბოხებულ ხმაში, ბაბლუანს არაფერ უთქვამს, ხვდებოდა თუ ქალს თავადაც ირონიით უპასუხებდა მალე ეს კამათი ომში გადაიზრდებოდა.

****

-როგორ გგონია რა იქნება მერე? - დუმილი ბაბლუანის ხავერდოვანმა ხმამ დაარღვია
- არაფერიც არ იქნება რატი! არ იქნება... წამიყვანე აქედან, არ მინდა ეს ფარსი! ეს თამაში!ხვალვე გავეყაროთ ერთმანეთს.
- მოვკვდები და არ დაგთმობ! მე შენგან შვილი მინდა...- სიტყვა ქალის ისტერიკულმა სიცილმა შეაწყვეტინა, იცინოდა შეშლილივით, მთელი ემოციით და დაგროვილ მრისხანებას აქსოვდა შიგ,მერე გაჩერდა დაუსერიოზულდა სახე
- შენ თვითონ გჯერა იმის რასაც ამბობ? მეზიზღები, ვერ გიტან ბაბლუანი!
- არადა შენი სხეული სულ სხვა რამეს მეუბნება როცა გეხები- თვალებში ჭინკები აუთამაშდა
- ეს მხოლოდ ვნებაა რატი- ცალყბად გაიცინა- ასეთ გამოცდილ კაცს ჩემგან არ გესწავლება, სიყვარულსა და ფიზიკურ ლტოლვას შორის დიდი სხვაობაა.
- ანუ არ გიყვარვარ?-ჯიქურ მიაჩერდა ქალს, თვალები ჩაუმუქდა, ძარღვები დაეჭიმა კისერზე
-არა და არც არასდროს შემიყვარდები, ჩემი შენდამი სიყვარულის ლიმიტი რახანია ამოიწურა
-განქორწინება გინდა?
-მინდა.
-ძალიან კარგი! - სწრაფად დაავლო ქალს ხელი, სახლიდან გაიყვანა, მანქანაში ლამის ჩატენა და მიუხედავად მიუვალი გზებისა ადგილს გიჟივით მოწყდა.
სიბრაზისგან დაბრმავებული გიჟივით მიაქროლებდა მანქანას, ნისლს დაეფარა სოფელი, მხედველობა დაებინდა, ბოლოს ბაბლუანის ყურთასმენას მიწვდა ნუცას გაბმული და განწირული კივილი იყო.



№1 სტუმარი Sopo

Nugar welav ra male dade xolme tavebi davitanjet ukve lodinit????da rac sheexeba motxrobas dzalian momwons ????????

Kitxvis nishnebi me ar damisvia ashkarad gacheda :)))

 


№2  offline წევრი ადელაინი

Sopo
Nugar welav ra male dade xolme tavebi davitanjet ukve lodinit????da rac sheexeba motxrobas dzalian momwons ????????

Kitxvis nishnebi me ar damisvia ashkarad gacheda :)))

Male damtavrdeba, albat momdevno tavshi ???? didi madlobaa????????

 


№3 სტუმარი სტუმარი Lia

Ra swrafad daamtavre.dade cota didi tavi.

 


№4  offline წევრი Tushma19

შემდეგს როდის დადებ?

 


№5  offline წევრი Tushma19

Ratom agar deb?://

 


№7  offline წევრი mariam m.k

დადე რა'''''

 


№8 სტუმარი სტუმარი კატერინა

რაატოკ არასრულეებ რაატოოო

 


№9  offline წევრი teengirllove

male dade ra gtxov

 


№10 სტუმარი სტუმარი ნელი

სულ გააუფერულა ასეთმა დასასრულმა

 


№11  offline წევრი Onlyyou

მალე დადებ?

 


№12 სტუმარი სტუმარი Onlyyou

მგონი აღარ აგრძელებ ხო?

 


№13  offline წევრი aavvbb

რახანია ველოდები ამ ისტორიიდ დასასრულს ((( ძალიან გთხოვ დადე ახალი თავი <3 ლამის დავიზეპირე იმდენჯერ გადავიკითხე უკვეე

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინო

აღარ აგრძელებ?

 


№15 სტუმარი ნიცა

ძალიან გთხივ დიდი ხანია ველოდები გაგრძელებას და დადე გთხოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent