შეუფასებელი გრძნობა თავი 5
ლევანთან საუბრის შემდეგ,რამოდენიმეჯერ სცადა მაკამ დაერეკა ნატასთან მაგრამ ვერაფერს გააწყო და მოუსვენრობამ შეიპყრო.გადაწყვიტა წასულიყო,მაგრამ ვერ მოახერხა.მეორე დღეს კი სამსახურის შემდეგ პირდაპირ ნატასთან წავიდა და ბინის კარებზე აკანკალებული ხელით დარეკა ზარი.კარები თამილამ გააღო და მხიარული სახით შეიპატიჟა სტუმარი სახლში.ნატას არავის დანახვა არ გახარებია ისე,როგორც მაკას დანახვამ გაახარა.თვალებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და როგორც კი მოახერხა საუბარი,ჩუმად უთხრა. -მიშველე მაკა.ამ დროს მისაღებში თამილა გამოვიდა ლანგრით ხელში და სტუმარს მისი მოდუღებული ყავა მიართვა,სულ მალე კი ყავას ნამცხვარიც მოაყოლა და თავადაც მხიარული სახით დაჯდა გოგოებთან. -როგორ ხარ მაკა დიდი დრო გავიდა რაც არ მოსულხარ,ხომ იცი ხვალ ქორწილია და როგორც ვიცი მეჯვარე შენ ხარ მგონი. -რაააააა?ხვალ ქორწილი არის?მე მეჯვარე ვარ და ახლა უნდა ვგებულობდე ნატა ამას?შენ მომზადებული ხარ?შეეკითხა ჯერ კიდევ შოკში მყოფმა ნატას და გაოცებულმა შეხედა. -სულ არ მაინტერესებს რას ჩავიცმევ,მაქვს ერთი შავი კაბა და იმით წავალ ეკლესიაში. -რადგან ასე გადაწყვიტეთ,დღეს ადრე უნდა დაწვე და კარგად გამოიძინო,რას გავხარ სარკეში ჩაიხედე ამ დღეებში?მაკამ არ მიაქცია ყურადღება ნატას ნათქვამს კაბაზე და მისებურად შეუტია.მე ახლა წავალ და კაბას ვიყიდი,პირდაპირ აქ მოვალ და დღეს შენთან ერთად ვრჩები,მომენატრე ნატ და დღეს უნდა ვიჭორავოთ,მერე არ გექნება საჭორაოდ დრო.ეშმაკურად ჩაუჟუჟუნა თვალები და მაკას ხუმრობას თამილაც გემრიელი ღიმილით შეხვდა. -დღეს საღამოს არ მუშაობ? -არა,წუხელ ვიყავი მორიგე.ჩემებიც არ არიან სახლში და ამიტომ შენთან წამოვედი.ტელეფონი რატომ გაქვს გათიშული,ვრეკავ ეს დღეებია და ვერ დაგიკავშირდი.შენი ტელეფონის გამორთვა როგორ შეიძლება ექიმი ქალი ხარ,შენი პაციენტები მე მირეკავენ და შენს ამბავს კითხულობენ,მართლა არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. -ტელეფონი იმ დღეს დავკარგე სახლში რომ წამოვედი.ტყუილი უთხრა მაკას და გვერძე გაიხედა.მიხვდა მაკა რომ ნატას გულში დიდი ქარიშხალი ტრიალებდა და სადაც იყო ის ქარიშხალი ქარბორბალად გადაიქცეოდა.მაგრამ ვერაფერს ვერც ეკითხებოდა და ვერც ვერაფერს აკეთებდა,აუცილებლად ლევანი უნდა ენახა,ლევანს უნდა დალაპარაკებოდა და ერთად უნდა ემოქმედათ. -სად დაკარგე რა ბატი ხარ.გადაიკისკისა მაკამ მაგრამ მისი სიცილი მარტო თვით მაკამ და ნატამ იცოდა,რა სიმწრის სიცილით იცინოდა. ფეხზე წამოდგა და თვალი ჩაუკრა ნატას,ისე კი უთხრა.-მე წავალ ახლა და შენ არ მოიწყინო, ჩემს მოსვლამდე კი აბანოში შედი და თავი მოიწესრიგე,ახლავეს ჩაწექი და დაისვენე თვალები დაასვენე არ მომწონხარ და ხვალისთვის არ იქნები ლამაზად.ვითომ კმაყოფილი სახით გადააბიჯა სახლის ზღურბლს,გამოცდა თუ არა ბინას საკმაოდ ლევანს დაურეკა. -გისმენ მაკა ასე ადრე არ გელოდი.მოესმა მამაკაცის სევდით სავსე ხმა და უცებ უთხრა. -ლევან აუცილებლად უნდა გნახო,ნატასთან ვიყავი,ახლა იქედან მოვდივარ ამ წუთში და სავაჭრო ცენტრში მოდი. -ყველა აქ ვართ და მისამართს გამოგიგზავნი და უკეთესია შენ თუ მოხვალ აქ.უთხრა ლევანიმ და არც დაფიქრებულა მისამართი მიიღო თუ არა ტაქსი გააჩერა და წავიდა.20 წუთში ადგილზე იყო მათთან ერთად და განიხილავდნენ გეგმას თუ რა უნდა გაეკეთებინათ.ზუსტად იმ წუთებში რამდენიმე მეტრის მოშორებით კი გაბრიელის მკვლელობის გეგმა იგეგმებოდა. -მოდი,მოდი შემოდი. რა ხდება, ასე რამ აგაფორიაქა.მაკამ ლევანს შეხედა და უცებ მიაყარა მისი სათქმელი. -ლევან უნდა ვუშველოთ,ხვალ ქორწილი აქვთ.მერე გვიანი იქნება შველაც და ყველაფერი.იღუპება გესმის?ნატა იღუპება,ვერ გავიმეტებ ამ უბედურებისთვის.შემდეგ მოავლო თვალები იქ მყოფთ და ნანას შეხედვისას პირზე იტაცა ხელი. -ნანა?შენ,შენ აქ რა გინდა,აქ რას აკეთებ.კითხა გაკვირვებულმა. -იგივეს საყვარელო რასაც შენ,შენ შენი მეგობრისთვის ბრძოლობ და მე ჩემი დისთვის.ჩვეულებრივად მივალ სახლში და მე მამას დაველაპარაკები,დარწმუნებული ვარ მამიკომ არაფერი არ იცის და ეს ყველაფერი მისი თანხმობის გარეშე ხდება. -როგორ გამახარე ნან.ძალიან მიხარია,რომ ლევანის გაუგე და ყველა ერთად შევძლებთ დავიხსნათ ნატა ამ უსიამოვნო ქორწინებიდან და იმ ურჩხულიდანაც. -მოკლედ ბიჭებო,რომ იცოდეთ გოდერძი ტაბიძე არის ნარკოტიკის მომხმარებელიც და გამსაღებელიც.ნუ დაღუპავთ იმ გოგოს,არ ვიცით ხვალ რა მოხდება,მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ.ინფორმაცია მაქვს თქვენი მეგობარი გოჩა და გოდერძი ერთად მუშაობენ და ერთი მიზანი აქვთ.მათ,თქვენი განადგურება უნდათ.თქვა გამომძიებელმა და სათითოდ ყველას შეხედა.ამ საღამოს რამე მოიფიქრეთ და ყველამ ერთად გაატარეთ დრო,ერთად იყავით და ერთმანეთს შეხედეთ.ჩვენ,ვერც მე და ვერც შოთა ვერ გამოვჩნდები თქვენთან ერთად,დავიწვებით.ზაზას ტელეფონმა დარეკა და უპასუხა,ცოტა ხანი უსმინსა და შემდეგ გოგის უთხრა. -შენ მართალი ხარ გოგი,ვიზედაც ეჭვიანობდი თავიდანვე ის ახლა კაბინეტშია და კომპიუტერთან ზის.მას თქვენი გაკოტრება აქვს განზრახული.დაიძაბა ყველა და გაბრიელმა იკითხა დაძაბული ხმით. -ვინ,ვინ არის ის ადამიანი ასე ახლოს რომ გვყავს. -რაც არ უნდა გეტკინოთ და გაგიკვირდეთ,ეს ადამიანი გოჩა არის.თქვა ნანამ. -შენ როგორ მიხვდი,რომ ის იყო.გაოცებულმა შეეკითხა კახამ. -მე გოგისაც ეს ვუთხარი,დიდი ხანია უკვე არ მომწონს ეს პიროვნება.ისეთ კიხთვებს მისვამდა,რაც მხოლოდ კომპანიას ეხებოდა. -წავიდეთ.ფეხზე წამოდგა ლევანი. -წადით,მაგრამ დღეს არ დაშორდეთ ერთმანეთს ცუდი წინათგრძნობა მაქვს.უთხრა ზაზამ ბიჭებს.გარეთ გამოსულებმა კი გაბრიელმა თქვა. -ნამდვილად ვერ მივიტანდი გოჩაზე ეჭვს,ვერ ვიფიქრებდი თუ იმ წლებს რაც ერთად გაგვიტარებია ფულზე გაცვლიდა.რადგან დღეს ერთად უნდა ვიყოთ ჩემთან წავიდეთ,დღეიდან ბუდეს ვათბობ და მინდა ჩემი მეუღლე გაგაცნოთ.თქვა და ღიმილით შეხედა მის წინ გაოცებულ მდგარ გოგის და კახას. -მეუღლეს?ერთხმად შეეკითხა კახამ და გოგიმ.ლევანი კი გვერძე იდგა და იღიმოდა. -ხო მეუღლეს,რამე უცხო სიტყვა გითხარით და ვერ გაიგეთ?ასე რომ ჩემთან წადით პირდაპირ და მეც მალე მოვალ. -მოიცა რას გვეღადავები,რაღაც მოვიფიქრე და ერთად ვიმოქმედოთ სად მიდიხართ.გოგიმ ნანას შეხედა და უთხრა.-შენ წადი სახლში და ჩვეულებრივად მოიქეცი.უთხარი ნატას,რომ თანახმაა ამ ქორწინებაზე,რადგან მეტი გამოსავალი არ აქვს,აგრძნობინოს სიძეს რომ თითქოს დანებდა.მე წავალ და სხვა საქმეები მაქვს მოსაგვარებელი.შენ იმდენი გააკეთე,რომ მამამ წაიყვანოს ეკლესიაში ნატალი სხვას კი ჩვენ მოვაგვარებთ.შენ კი მაკა იყიდე რისთვისაც წამოდი,ეს ასე და ახლა მითხარი სარძლოს რა ვუყიდოთ?მოიცადე,ვინ მოიყვანა ამ ხისთავიანმა,ჩვენ ვიცნობთ?შეეკითხა ლევანის რომელიც მთელი მისი საუბრის დროს ჩუმად იყო და მხოლოდ მათ საუბარს უსმენდა.შემდეგ გაეცინა და გოგის უთხრა. -იცნობთ,იცნობთ და თან ძალიან კარგად.ამ ხისთავიანმა როგორც შენ უწოდებ და სწორადაც შეურჩიე სახელი ჩემი სულის ნაწილი წამართვა,ჩემი ნაზი და ჩუმი დაიკო. -ვაიმეეეეე,ეს როდის მოხდა.გვეცლები ხელიდან მეგობარო?რა უსინდისო ადამიანი ხარ,სოციალურ ქსელში 264 მეგობარი მყავს და არასდროს მიფიქრია ის ვირტუალურად გაცნობილი სამეგობრო შენზე წინ დამეყენებინა,მაგრამ ვხედავ,რომ ისინი უფრო სანდო და გულახდილები არიან ვინემ შენ შე მართლა ხისთავიანო.ახლა უნდა ვიგებდე მე ამ ამბავს?რამ გამოგაშტერათ,ან ერთი და ან მეორე. -სიურპრიზი მინდოდა მომეწყო და ნუ ბუზღუნებ,წავედით.უთხრა გოგოებს და გოგის თვალი ჩაუკრა და ღიმილით წავიდა,თან მაკა და ნანაც მას წაყვა.ნანა გზაზე ჩამოსვა და მაკა სავაჭრო ცენტრში მიიყვანა. -მეც მასე მოგიწყობთ სიურპრიზს,ჯერ ამიფართხალდეს გული,ისე რომ გარეთ გამოვარდეს.გოგის ბუზღუნი ახალისებდა გაბრიელს სარკეში უცქრდა და ხალისობდა,მაინც ერთმანეთს დაედარა ნანა და მაკა და სიცილით შევიდნენ სახლში,ნასიარულები და მთელი დღის ნანერვიულები ორივე მდივანზე მიეგდო,საუბრობდნენ და თან იცინოდნენ.გოგოებს ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა მამაკაცი და თბილი ღიმილით გადახედა მოსაუბრე გოგონებს.მამაკაცს ძალიან თბილი თვალები ჰქონდა და ნატა ერთი შეხედვით ჰგავდა მამას.დიდი ხანი იყო გასული რაც მაკა არ ენახა და ძალიან გაუხარდა მისი იქ ყოფნა. -ოოოჰ,ამ დაკარგულს გავახსენდით?როგორ მოხდა ექიმო რომ გვიკადრე,ვინმე ავად არის თუ რა ხდება,როგორ მოგიცდა აქ მოსასვლელად ფეხი,რა ხდება?მაკა ღიმილით წამოდგა და მამაკაცს გადაეხვია,მამაკაცმაც შემოხვია ხელები და ძლიერად ჩაიხუტა გულში მის შვილებთან ერთად გაზრდილი მაკა. -კარგად ვარ მიშა ძია,თავად როგორ ხართ.მიშამ უხასიათოდ მჯდარ ნატას შეხედა და გვერდით დაუჯდა. -რატომ არის ჩემი გოგო მოწყენილი,რამე გაწუხებს?რამე ხომ არ გტკივა შვილო.ნატამ დედას გახედა და თამილამ თვალებით ანიშნა რომ ჩუმად ყოფილიყო. -კარგად ვარ მამიკო,უბრალოდ დავიღალე ძალიან. -ხვალ ქორწილია და ნერვიულობს.თქვა თამილამ ჩუმად და ნატას გვერდით მდგარ მეუღლეს გაუბედავად შეხედა. -ვინ თხოვდება,ვისი ქორწილია.იკითხა მიშამ გაკვირვებულმა. -ძია მიშა როგორ თუ ვისი ქორწილია,დაგავიწყდათ?ხვალ ხომ ნატას ქორწილია.მიშამ თამილას გახედა და უთხრა. -მაინც შენსას აკეთებ?არ ფიქრობ შვილის ბედნიერებაზე,თუ როგორ იქნება ის?მე ვინ ვარ ამ სახლში თამილა ან რა ვარ შენთვის.იმდენად უმნიშვნელო ადამიანი გავხდი,უკვე მარტო წყვიტავ ოჯახის ასეთ მნიშვნელოვან საკითხებ და არც მეკითხები არაფერს?მაშ,რა მინდა მე ამ სახლში,რას ვაკეთებ აქ რომ ვარ. -მამიკო შეიძლება დაგელაპარაკო?თხოვნით მიმართა მამას ნანამ. -რა უნდა მითხრა შვილო,რომ დედაშენი სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მე ხელს ვუშლი? -წამოდი გთხოვ,ჩემს პირადულზე მინდა დაგელაპარაკო.რჩევა მინდა გკითხო,შეიძლება?მამას ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა.იქვე ბინასთან ერთ-ერთ სკვერში შევიდნენ და ნანამ ყველაფერი მოუყვა მამას. -ღმერთო ეს ვინ მყოლია სახლში,იცის ვინ არის ეს ბიჭი და მაინც აქორწინებს? -ეს არ ვიცი მამა,მაგრამ ის კი ძალიან მიკვირს,რატომ არის ასე ძალიან მონდომებული ამ ქორწილისთვის.არ დაგიმალავ და გეტყვი,რომ მე ძალიან მეშინია ხვალინდელი დღის. -უკვე მეც მეშინია შვილო.ის ვინ არის,შენ იცნობ ვისაც მართლა უყვარს ნატა? -კი ვიცნობ მამა ის ჩემი უფროსია და უნდა დამშვიდდე,მასზე არაფერი არ გაქვს სანერვიულო.ნატაზე ძალიან ნერვიულობს,რადგან მართლა ძალიან უყვარს. -მადლობა უფალს,ვიღაც ცოტას მაინც დამამშვიდებს.ნანამ ტელეფონზე დარეკა და ცოტა ხანი ესაუბრა,შემდეგ მამას გაუღიმა და უთხრა. -მინდა გაგაცნო და შენს დასამშვიდებლად,მინდა თავად დაელაპარაკო და დარწმუნდე მამა მის კარგ ადამიანობაში,რომ მშვიდად იყო.10 წუთში სკვერთან მანქანა გაჩერდა და ნანას სიგნალი მისცა.ნანამ წამოდგა,მამა მანქანასთან მიიყვანა და ცოტა ხანში მანქანა ერთ-ერთ ლამაზი სახლთან გაჩერდა.მძღოლმა მოემსახურა სტუმრებს და სახლამდეც კი მიაცილა.კარებში ნანას გოგი შემოხვდა ღიმილით და სახლის სიღრმეში მიიწვია სტუმრები.მიშამ გაიცნო ყველა და ბოლოს ნანამ ლევანი გააცნო,ისაუბრეს,გოგიმ აუხსნა მათი გეგმების შესახებ.მიშა ყურადღებით უსმენდა და თქვა. -მე ჩუმად ვარ,იმიტომ რომ მინდა ჩემი შვილი ბედნიერი იყოს.მე თქვენთან ვარ,და მადლობა რომ ნატაზე ზრუნავთ.ხვალინდელი დღე ჩემს შვილის გვერდით უნდა ვიყო,მას ვჭირდები,ამიტომ მე თანახმა ვარ თქვენს გეგმაზე.კმაყოფილი დაემშვიდობა ყველას და მხიარული სახით დაბრუნდა მამა-შვილი სახლში,რაც ძალიან გასაკვირი იყო თამილასთვის.არ შეუხედია მეუღლისთვის და ნატასთან მივიდა,მის გვერდით მოკალათდა,ხელი მოხვია და უთხრა. -ნუ კანკალებ და ნუ ცახცახებ,ვიცი რომ შენ სუსტი არ ხარ,შენ ძლიერი ხარ.მე თვალებს ვხუჭავ,რადგან მინდა ბედნიერი იყო,ყველაფერზე თანახმა ვარ.აბა ვისთვის ან რისთვის ვწვალობ და ვბრძოლობ ამდენი წლებია.დაისვენე შენ და არაფერზე არ იფიქრო.იმედია ისე გააკეთე ყველაფერი,რომ ხვალ ქორწილი იდეალური იქნება,თუმცა შენს გემოვნებაში არც არასდროს არ შევმცდარვარ თამილა.ალბად ყველაფერი კარგად გათვალე და კარგად აწონ-დაწონე.იმედია ხვალინდელ დღეს არასოდეს არ ინანებ შენს ცხოვრებაში,თუმცა რა იცი რა ხდება ყოველი ახალი დღე ხომ ჩვენთვის სიურპრიზია.კარებზე ზარი გაისმა და კარი ნანამ გააღო,სახლში გოდერძი შემოვიდა ძალიან გამართული და ამაყი ნაბიჯებით. -გამარჯობათ,როგორ ხართ.მიესალმა იქ მყოფთ. -მობრძანდი,დაბრძანდი სიძევ.ირონია ნარევი ღიმილით უთხრა ნანამ რაც გოდერძის ძალიან არ მოეწონა. -ხვალისთვის,რაღაც დეტალების დასადგენად მოვედი ბ-ნო მიშა. -ჩემთან უნდა დაადგინო რამე დეტალი?მე რატომ?ვისთანაც ქორწილი შეათანხმე,მას შეეკითხე.უთხრა მკაცრად მიშამ და თვალი-თვალში გაუყარა სასიძოს.გოდერძის მიშას სიმკაცრეზე ფერებმა გადაუარა სახეზე და ადგილზე გაშეშდა.-ნუ დაკარგე ფერი,ნუ გეშინია ქორწილის ჩაშლას არ ვაპირებ და ქორწილი შედგება.იმედი მაქვს ამ ქორწილს არასოდეს არ ვინანებ,არც მე და არც ჩემი შვილი,არც თქვენ.უეცრად თამილას მიუბრუნდა და მთელი სიბრაზით უთხრა.-შენზე კი არაფერს არ ვამბობ რადგან შენ სინანულის გრძნობა წლებია უკვე რაც აღარ გაგაჩნია.დაე იყოს ისე,როგორც თქვენ ორს გსურს,მე აღარაფერი არ ვყოფილვარ ამ სახლში და არც ვიღებ მონაწილეობას საქორწილო სამზადისში.ხვალ ქორწილს დავესწრები და შემდეგ ეს სახლი შენთვის მიუჩუქნია.რადგან არაფერი არ მეკითხება,არც ისაა საჭირო აქ ვცხოვრობდე.მაკა გაოცებული უსმენდა შოთას და მოულოდნელად წააწყდა ნანას ბედნიერებით სავსე სახეს და თვალებს.ცოტა დამშვიდდა,რადგან მიუხვდა ნანას ეშმაკობას.ნანამ კი შეხედა და თვალი ჩაუკრა მაკას.კარზე ისევ ზარი იყო და ისევ ნანა გაიწია კარის გასაღებად,რომ გოდერძიმ შეაჩერა და თავად წავიდა. -ვააააა,უკვე მზადააა?არ ველოდი თქვენგან,საქმის ასეთ ერთგულებას,დილით შემოგივლით და ატელიაში გავსწორდებით.კარები მიხურა და საკმაოდ დიდი ყუთით დაბრუნდა მისაღებში.ნატალის კალთაში ჩაუდო და ღიმილით უთხრა.-ეს შენია,ჩემი პირველი სიურპრიზია და იმედია მოგეწონება.ხვალ ამ კაბას ჩაიცმევ.მიშას გაუკვირდა და გოდერძის უთხრა. -ეს ერთადერთი უფლება აქვს ჩემს შვილს,რომ თავის ქორწილში კაბა თავად აირჩიოს,მისი გემოვნებით და შენ ეს უფლება უკვე ჩამოართვი?შეიძლება გავიგო რატომ?რა უფლებით მიეცი ამდენის უფლება შენს თავს,შეგიძლია ამიხსნა?კიდევ რა სიურპრიზს უნდა ველოდო,იქნებ სასიძოც სხვა არის და შენ გვეთამაშები? -ბოდიში ბ-ნო მიშა მაგრამ სიხარულისგან გავაკეთე ეს ყველაფერი და მეგონა სწორად ვაკეთებდი,მეგონა ამ ჩემი სიურპრიზით კიც გაგაოცებდით და კიც გაგახარებდით. -გამიხარდათქო ვერ გეტყვი,მაგრამ გაოცებით კი გამაოცე.უნდა ვაღიარო,რაღაც ვერ გატყობთ ვერცერთს ბედნიერებისგან გამოწვეულ ღიმილს,ეს როგორც ქორწილის მოლოდინს მოსდევს,აქ არაფერი არ ეტყობა ამ სახლს სიხარულის და ბედნიერების,ეს სახლი უფრო დამგლოვიარებულ სახლს გავს ჭირისუფლებით მიცვალებულის გარეშე მხოლოდ.უფალს მივენდობი ხვალინდელ დღეზე,რადგან სხვა არაფლის თქმა არ შემიძლია. -ყველაფერი კარგად იქნება,არ ინერვიულოთ არაფერზე.უთხრა მიშას და კიდევ ერთხელ ბოდიში მოიხადა. -რაც არის,არის წადი შვილო დაისვენე.ხვალ დიდი დღე არის და უნდა გამოიძინო დაღლილი ჩანხარ.უთხრა თბილად ნატას. -მაკუ ჩემთან დაწვები?ნატამ მუდარის თვალით შეხედა მაკას. -აბა სად მაწვენ გოგო,შენს მეზობელ ჯემალასთან ხომ არა?თქვა მაკამ და მისებურად გემრიელად გადაიკისკისა,მისმა იუმორმა კი ყველა გააცინა. -შენ გაიხარე,მაკუნა რა გემრიელად გამაცინე.მურთაზი ჰქვია ჩვენს სექსუალურ მეზობელს და არა ჯემალა,მაგრამ ის მისი ცოლისთვის აღარ ვარგა და შენთვის ივარგებს?ასე მოჩვენებითი სიცილით და სიხარულით დააღწია თავი მაკამ გოდერძის თვალების ბრიალს და როგორც იქნა განმარტოვდნენ ,ნატამ კარები მიხურა თუ არა მაკას უთხრა. -მიშველე,რამე მოიფიქრე რომ თავი დავიხსნა ამ ქორწინებიდან,რამე გამოსავალი უნდა ვიპოვო,თორემ არ ვიცი დილით რას ვიზამ. -გამოსავალი ჩემო დაო,შენი თავის სწორად მართვაშია.გულწრფელად გითანაგრძნობ,მაგრამ ნუ ნერვიულობ გეგმა შედგენილია.რა გგონია ასე დაგტოვებდი და არაფერს არ ვიღონებდი?ჩემში ეჭვი შეგეპარა და იფიქრე მე მოხარული ვარ ეს უიღბლო ქორწინება შედგეს?შენ მხოლოდ ბედნიერებას იმსახურებ,საწყენია ისაა,რომ შენი დედა ვერ ხედავს შვილის სევდიან თვალებს და ვერ აღიქვამს იმას თუ როგორი ბედნიერი უნდა იყოს ასეთი კარგი შვილების დედა რომ არის. -ვერაფერს ვიტყვი.ვერ გეტყვი იმას, როს ცდები მეგობაროთქო. -კარგი,ყველაფერი კარგად იქნება.ლევანს შევპირდი,რომ შენს ხმას გავაგონებდი და ცოტა ხანში დავურეკოთ.ნუ კანკალებ,ნანა ჩვენთან ერთად არის და ისიც ბრძოლობს შენს ბედნიერებაზე და შენი ძვირფასი საქმროს განადგურებაზე. -ნანა?საიდან და როგორ. -იცოდი,ნანას უფროსი რომ ყოფილა ლევანი?აუუუ,აუუუუ,რა სამეგობრო ჰყავს,ნატა დავიშოკეეეე. -არ მითხრა,რომ ყველა გაიცანი.მაკამ თვალი ჩაუკრა და გულიანად გაიცინა. -ნუ მიყურებ ასე თორემ შემეშინდება. -არა,არ მჯერავს.როგორ გაიცანი,მაკა გამოუსწორებელი ადამიანი ხარ.გაოცებას ვერ ფარავდა ნატა. -საიდან და როგორ,ამას მალე გაიგებ.შენ იმაზე იფიქრე რომ ბედნიერებას იმსახურებ.გიყვარდეს შენი თავი და ნუ გაანადგურებ უფლისგან ბოძებულ ბედნიერების დანიშნულებას.ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ.მაკამ ფეხის ხმა გაიგონა და საწოლზე გაწვა,ნატალის ხელით ანიშნა კარებზე და ორივემ მხიარული სახეები მიიღო-ისე რატომ არ წამოიღე ყუთი არ გაინტერესებს კაბის ნახვა?მე ძალიან მაინტერესებს,როგორც თავადაა სიმპატიური, ვნახიოთ გემოვნება თუ აქვს ისეთივე კარგი სიძე ბატონს. -სულ დამავიწყდა კაბის წამოღება,წავალ მოვიტან ახლავეს.ნატალი წამოდგა ფეხზე და კარებიც გაიღო,ოთახში თამილა და გოდერძი შემოვიდნენ. -არაა საჭირო არსად წასვლა,მოვიტანეთ და აქ ვნახოთ ერთად. -გოგოებო,მე უნდა წავიდე და ხომ არაფერი გინდათ?იკითხა გოდერძიმ მოვალეობის მოხდის მიზნით. -არა სიძევ ბატონო.დაგვტოვე მხოლოდ,რადგან არ შეიძლება კაბა სიძემაც ნახოს პატარძალთან ერთად.მაკა ისე რეალურად და თავისუფლად თამაშობდა,გოდერძიმ ეჭვიც კი ვერ შეიტანა მის ყალბ ღიმილში.გოდერძი დაემშვიდობათ და გაიხურა თუ არა კარი თამილამ გახსნა ყუთი და კაბა ამოიღო. -შეხედეთ რა სილამაზეა,რა შესანიშნავი კაბაა.აღფრთოვანებული იდგა ყველა და კაბას შესცქეროდნენ. -ეს რა ზვაროვსკის თვლებითაა გაწყობილი?მაკამ ხელი შეავლო კაბას და თვალებგაფართოებული აკვირდებოდა.თამილამ ჯერ გაოცებით უცქირა მაკას და მის რეაქციას და შემდეგ შეეკითხა. -მაკა შენ იცოდი ნატალის რომ სხვა უყვარდა,იცნობ იმ პიროვნებას? -რაააააა?მაკამ ისე შეიცხადა,თამილამ ინანა ეს რა ვთქვიო.მაკამ კი თვალი ჩაუკრა ნატას თამილას შეუმჩნევლად და გაკვირვებულმა შეხედა ჯერ თამილას და შემდეგ ნატას.თამილამ კი აღარ მოინდომა ამ თემის გარშემო საუბრის გაგრძელება და მაკას უთხრა. -კარგი,კარგი არაფერია და დაივიწყე რაც გითხარი.ნატა ჩაიცვი რა შვილო,დაგინახო კაბა როგორ მოგიხდება. -დედააა,ხვალ მნახე მაგ არაჩვეულებრივ კაბაში.ახლა უნდა დავისვენო,რადგან არანაირი სურვილი არ მაქვს მაგ კაბა ჩავიცვა. -დაგინახო მინდა,რომ გული დავიკმაყოფილო. -რითინ ხარ უკმაყოფილო რით,გამაგებინე.რაც გინდოდა და როგორც გინდოდა ის ხომ გააკეთე,რით ვერ დაკმაყოფილდი.ერთი სული გაქვს როდის მომისვრი ამ სახლის კედლებიდან,მაგრამ ვილოცებ რომ ბედი შემოტრიალდეს და შენ გაგისროლონ აქედან,შემდეგ კი მთელი ცხოვრება ინანო ეს საქციელი რასაც მე მიკეთებ. -იცი რა საინტერესოა..... -არ ვიცი რაა შენთვის საინტერესო,მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს ეს ყველაფერი მამამ რომ გაიგოს,როგორ მაიძულე,როგორ ჩამკეტეთ სახლში და როგორ მომწყვიტეთ გარე სამყაროს,ერთხელ მაინც დაინტერესებულხარ ეს წყნარი კაცი რას მოიმოქმედებს? -არ გაბედო და მიშას არაფერი არ უთხრა,თორემ დაბადების დღეს გაწყევლინებ იცოდე.თამილა თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და მაკა შეშინებული უცქერდა ხან ერთს და ხან მეორეს. -ნუ ჯავრობ დედიკო,შენი შვილი ისედაც ნანობს იმას,რომ საერთოც გაჩნდა და თუ გაჩნდა,რატომ სხვა დედა არ არგუნა უფალმა უფრო თბილი და უფრო გამგები.გეფიცები,ქორწილი ხვალ შედგება,მაგრამ მე შენთვის აღარ ვიარსებებ ხვალიდან.მიკვირს საერთოდ თუ დაფიქრებულხარ შენს საქციელზე,თუნდაც ერთხელ მაინც. -ოდესმე გაიგებ ყველაფერს და ასე მწარედ აღარ განსჯი შენს დედას.უთხრა ჩუმი და ჩავარდნილი ხმით ნატას და მის თვალზე ცრემლი აციმციმდა. -წადი და დამტოვე,არ მაინტერესბს შენი თეატრალურად მორგებული როლის ცქერა.მეძინება,უნდა დავწვე.უთხრა ნატამ და ცრემლებს გზა მისცა.შუა ოთახში იდგა თამილა რომელიც მთელი სხეულით კანკალებდა და თან განრისხებული უცქერდა შვილს,რომელიც უსუსური,დაუცველი და მხრებჩამოყრილი იდგა დედისგან რამოდენიმე ნაბიჯში.მაკას ხომ ეცოდებოდა ნატა მაგრამ ახლა არც ნანობდა არცერთ მის ნამოქმედარს თუ რა მოყვებოდა ხვალინდელ დღეზე,მისი მიზანი იყო დაეხსნა ამ ქალის კლანჭებიდან მისი საუკეთესო მეგობარი.უფრო მეტი ძალა მიეცა,რადგან მიხვდა რომ სწორად იქცეოდა.თამილას გასვლისთანავე ტელეფონი აიღო და ლევანის ნომერზე გადარეკა.უჭირდა ნატას საუბარი,მაგრამ ლევანის ხმის გაგონებამ ძალა მისცა და უფრო ძლიერი გახდა. -ნატა როგორ ხარ,თუმცა ვიცი იდიოტური კითხვაა. -შენი ხმა გავიგონე და კარგად ვარ ლევან. მკრთალად გაიღიმა ნატამ. -ყველაფერი მოგვარდება,არ ინერვიულო,დაწყნარდი.ჩემთვის მთავარი ის გრძნობაა,რაც ჩემს მიმართ გაქვს გულში.შენი სურვილი და ხვალ ერთად ვიქნებით,არავის არ მივცემ უფლებას ხელი შეგვიშალოს ერთად ყოფნაში და ერთმანეთს დაგვაშოროს. -არ გჭირდება განმეორება იმისა,თუ რა დიდია სურვილი შენთან ყოფნის და აქედან გაღწევის. -ცოტაც მოითმინე და მალე,სულ მალე დასრულდება ეს ტანჯვაც. -სიცოცხლის იქითაც თუ შემეძლება ლოდინი,მე იქაც დაგელოდები და უსასრულო ლოდინისთვისაც მზად ვარ ლევან.უთხრა ნატამ აკანკალებული ხმით.მიხვდა ლევანიმ თუ რა დონეზე უჭირდა ნატას იქ გაჩერება. -უფრო ძლიერი და უფრო ამაყი ვარ,რომ შენ ხარ მზად ამ ბრძოლისთვის.მაშ ხვალ გაგანთავისუფლებ და ერთად გავაგრძელებთ ცხოვრებას.აღარ გავაგრძელებ საუბარს ფრთხილად ვიყოთ,ჩვენი მოუთმენლობით ნუ გავაფუჭებთ საქმეს.აბა ხვალამდე,ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. -დროებით ლევან.დაემშვიდობა ნატა და ამ დღეების მანძილზე პირველად გაიღიმა. -ლევან რა ვერ მორჩი ტელეფონზე ჭორიკნობას,წავიდეთ გაბროსთან ისე მშია ჩემი შინაგანი სამყარო მაგინებს უკვე ძალიან უშვერი სიტყვებით.თქვა გოგიმ და ვაშლი ჩაკბიჩა გემრიელად.იმ ღამით კარგად მოილხინეს და ბევრი ხვეწნის შედეგად ყველას დაემშვიდობა და ლევანიმ მამასთან ერთად დატოვა ლინდას ახალი ბუდე.წასვლამდე კი გოგიმ უთხრა. -ლევან ნუ ნერვიულობ,ყველაფერი კარგად იქნება.რადგან არ რჩები და მაინც მიდიხარ,დილით ისევ აქ მოდი. -აქ რატომ უნდა მოვიდე.გაოცებულმა შეხედა გოგის ლევანიმ. -ლინდას სიურპრიზს ვუკეთებ,მინდა რამოდენიმე დღით გავიყვანო ქალაქიდან.უთხრა გაბრიელმა. -კარგი,როგორც შენ იტყვი სიძევ ბატონო.წაკბინა მაინც გაბრიელს და გოგიმ გამოეპასუხა. -კარგი რა,რა სახე ჩამოგტირის ყველაფერი კარგად იქნება.გინდა მეც წამოვიდე შენთან? -შენ რად მინდებხარ,ნერვების მოსაშლელად წამომყვები და იქნებ გადმოგაგდო მეშვიდე სართულიდან,უმჯობესია აქ დარჩე? -რა უჟმური გახდი ამ ბოლო დღეებში,იმას კი ვერ ხვდები რომ მე მიყვარხარ ლევანიკო. -გოგი მოგხვდება. -არა,რა გითხარი ცუდი.მე შენ მიყვარხართქო და შენ მეღრინები. -შენ ახლა ნორმალურად თუ აზროვნებ საერთოდ.გაბრაზებულმა შეხედა გოგის და მათ უკან მდგარი გურამი უყურებდა ორივეს და თავადაც იცინოდა. -გოგი,გოგი ასაკი გემატება და ჭკუა არა. -რა ჭკუა უნდა მოემატოს თავღია და ხისთავიანია.თქვა ლევანიმ გაბრაზებულმა და მოიშორა გოგის შემოხვეული ხელი მხრებიდან.იმ ღამით ლევანს არ ეძინა,ჯერ უჭირდა შეგუება ლინდას ცარიელ ოთახთან,შემდეგ მომდევნო დღეზე ფიქრით თავი უსკდებოდა.ბოლოს ადგა და ლინდას საძინებელში შევიდა,ლინდას ბალიში აიღო გულში ჩაიხუტა და შეეცადა დაძინა.8 საათზე გაეღვიძა,ადგა თავი მოიწესრიგა და 10 საათი იყო დაწყილი სახლიდან რომ გავიდა,ტაქსი დაიჭირა და გაბრიელის სახლისკენ წავიდა.რადგან დიდი საცობი იყო,საკმაო მოშორებით ჩამოვიდა ტაქსიდან და ფეხით გაუყვა ქუჩას.სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა,თითქმის მიუახლოვდა სახლს,მაგრამ ფეხი შეიჩერა კარგად დააკვირდა და გარკვევით შეხედა გაბრიელის მანქანასთან ვიღაც ტრიალებდა,ეს საეჭვოდ მოეჩვენა და შორიდან უცქერდა დაკვირვებით.უცნობი დაიხარა და რამოდენიმე წუთი იყო დახრილი,ლევანი ფრთხილად მიუახლოვდა და გაოცებულმა დაუყვირა. -ჰეი,რას აკეთებ მანდ.უცნობმა შეშინებულმა შეხედა ლევანს და ფერდაკარგულმა მაინც ამაყად უთხრა. -არაფერს,ტელეფინი დამივარდა. -რაღაც არ გეხერხება მეგობარო ტყუილის თქმა,ახლოს მივიდა და ყბაში უთავაზა.უცნობი წაიქცა,ლევანიმ დაიხარა და მანქანის ქვეშ შეიხედა და შეხედა ასაფეთქებელი ჰქონდა მანქანას ქვემოდან მიკრული.ხელი წაიღო უნდა მოეხსნა,რომ უკნიდან თავში ძლიერი ჩარტყმა იგრძნო,ცოტა ხანი ყველაფერი დატრიალდა,თავზე მოიკიდა ხელი და ნელა-ნელა წამოდგა,მის უკან მდგარ უცნობს ერთი ძლიერი დარტყმა კიდევ უთავაზა,მაგრამ უცნობი სწრაფად წამოდგა და დანა ჩაარტყა მუცელში.ლევანმა ჭრილობაზე მიიდო ხელი და ჩაიკეცა.ამ დროს გოჩა მივიდა ლევანთან წამოაყენა და მანქანას გაარიდა. -ლევან რა მოგივიდა,ეს ვინ გააკეთა.ლევანიმ გოჩას შეხედა და მავედრებელი ხმით უთხრა. -გააფრთხილე,გაბრიელი გააფრთხილე არ ჩაჯდეს მანქანაში.იქ ჩემი დაა მის გვერდით.იქ ყველა ერთადაა,ყველას უთხარი გოჩა ერთხელ მაინც იყავი ნამდვილი კაცი.თქვა და გონება დაკარგა. -დაწყნარდი,სასწრაფოს დაურეკავ.ამ დროს ხმაურით გამოვიდნენ ბიჭები და მოულოდნელად ლინდამ შეხედა მათ მანქანასთან ახლოში ძირს დაგდებულ და გათიშულ ლევანს. -ღმერთო,გაბრიელ იქ ლევანი წევს.ის სისხლშია დასვრილი,რა ხდება.ლინდამ ტირილით წავიდა ლევანთან და მისი თავი ხელში აიღო და გულზე მიიხუტა.სასწრაფო მოვიდა და გოჩამ გაოცებულმა მიმოიხედა ვინ გამოიძახა სასწრაფო ვერ გაიგო. -ლინდა შენ ლევანს გაყევი,ჩვენ მანქანებით გამოგყვებით.უთხრა გაბრიელმა ატირებულ ლინდას და შუბლზე აკოცა. -გაბრიელ მამას დაურეკე და არ მიმატოვო მარტო. -მალე მოვალთ ჩვენც საყვარელო.ლინდა სასწრაფოს გააყოლა და იქვე მდგარ გოგის უთხრა. -რა მოხდა გოგი სიზმარში ვარ,თუ ცხადია ეს ყველაფერი ან სასწრაფო ვინ გამოიძახა. -სასწრაფო მე გამოვიძახე.თქვა მათთან უკვე ახლოში მოსულმა ზაზამ.ხელთ კი ეჭირა ის ასაფეთქებელი,რომელიც მანქანაზე მიაკრა უცნობმა.-ერთი ზარი ბატონო გაბრიელ და თქვენ,თქვენს მეუღლესთან ერთად ჰაერში იქნებოდით აფრენილი,რომ არ გამოჩენილიყო უეცრად ლევანი.მე გუშინაც გითხარით,რომ ძალიან სერიოზული რამ მოხდებათქო და აი,ლევანიმ არ დაიხია უკან თქვენს გადასარჩენად. -ვერ ვიჯერებ,უბრალოდ მიჭირს ამის დაჯერება.აქ რაღაც შეცდომაა,იქნებ სხვას უთვალთვალებდნენ და შეცდომა მოუვიდათ. -სამწუხაროდ არანაირი შეცდომა არაა,თქვენ ვერ ამჩნევდით თქვენს გვერდით მდგარ მტერს.მადლობა უთხარით ლევანს რომ ის წუხელ არ დარჩა თქვენთან ერთად და მან დროზე ადრე შეამჩნია უცნობი და შედეგიც კი თავად ნახეთ. -და რა გამოდის,ეს დაგეგმილი მკვლელობა იყო? -რა თქმა უნდა.ეს ვინც დაგეგმა თქვენი დიდი ხნის მტერია.თქვენგან დაფარულად ჩვენ დავამონტაჟეთ თქვენს მანქანაში ვიდეო თვალი და აქედან გავიგეთ ყველაფერი. -დამნაშავე,ლევანი ვინც დაჭრა დაკავებულია? -რა თქმა უნდა ყველა დაკავებულია,ვინც ამ საქმეშია გარეული. -ვინ არის ეს ადამიანი.იღრიალა გოგიმ.გამომძიებელმა ტელეფონი მოხსნა შეკრულ ნივთს,მაგრამ გოგიმ იყვირა. -რას შვრები,არ მოხსნა. -ნუ გეშინია,ეს ჩართული არ არის.აი აიღეთ და გადარეკეთ,აქ მხოლოდ ერთი ნომერია -ეს დაქირავებული მკვლელის ტელეფონია? -არა, გოგი ეს არის პირადად საქმის დამკვეთის ტელეფონი,ვინც მკვლელობა შეუკვეთა. -შეგვიძლია გავიგოთ ახლავეს ვინ არის? -ეს თქვენ გააკეთეთ.გაბრიელს მისცა ტელეფონი და გაბრიელმა ჯერ აპარატს დახედა,შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და შემდეგ ზარი გაუშვა და თვალები დახუჭა.ტელეფონი გოჩას ჯიბეში აზუზუნდა.გოგიმ და გაბრიელმა გაკვირვებულმა გადახედეს ერთმანეთს და შემდეგ გოჩას ეძგერა გოგიმ. -ეს ნომრის დამთხვევაა,ეს მე არ ვარ.აყვირდა გოჩა მაგრამ გოგი ვინ დააკავა ფეხქვეშ გაიდო და სანამ სისხლი არ ადინა ვერ გამოარიდეს გოჩას.პატრულის ბიჭებმა ხელბორკილები დაადეს გოჩას და უთხრეს. -ამდენი წლებია ჩვენს გვერდით ხარ და შეგიძლია ამიხსნა რა არ გეყო?რა გინდოდა გოჩა უფროსობა?ჩემი მოკვლით გინდოდა ჩემს სკამზე დამჯდარიყავი? -რა უნდოდა,თუ არა ჩვენი შექმნილი კომპანიის გაკოტრება,ნანას კომპიუტერით აყალბებდა შემოსავლის რაოდენობას,ეგონა ნანა ვერ ხვდებოდა მაგრამ ის კი არ იცოდი,ნანა ყოველი დღის ანგარიშებს რომ ჩემთან ინახავდა.ერთი კიდევ ძლიერი დარტყმა აგემა ცხვირში და სისხლმა შადრევანივით გადმოასხა გოჩას ცხვირიდან. -არ გინდათ,სასამართლო გაასამართლებს მას.შემდეგ გოჩასთან მივიდა და უთხრა ზაზამ.-ილოცე,რომ ლევანი გადარჩეს,თორემ ამათ ის რკინის გისოსებიც ვერ დააკავებს,განსაკუთრებით გოგის.შენგან განსხვავებით მან კარგად იცის მეგობრობის ფასი.გოჩა პატრულმა წაიყვანა და ბიჭებმა ჯერ გურამთან წავიდნენ და იქედან საავადმყოფოში,მანამდე კი კახას დაურეკა. -მოვდივარ გაბრო. -აქ არა,აღარ მოხვიდე ლინდას დაურეკე და გეტყვის სად უნდა მიხვდე,რომელ საავადმყოფოში,ლევანია მძიმედ დაჭრილი. -ოხ მაგათი.ერთი გემრიელი კურთხება გაუგზავნა მტერს კახამ.-კარგი,მე ლინდასთან წავალ და რაც შეიძლება მალე მოდით.უთხრა გაბრიელს და ტელეფონი გათიშა.კახას საუბრის შემდეგ ლინდას დაურეკა. -როგორ ხართ. -არ ვიცი,ისევ უგონოდაა გაბრო მალე მოდი. -კახა მოვა,მე და გოგი მამაშენთან მივდივართ, წამოვიყვანთ და ერთად მოვალთ. -კარგი გელოდებით.სასწრაფო მიჰქროდა და ლინდა ტირილით დასჩერებოდა საყვარელ ადამიანს. -პულსი რამდენია-90-ი. -წნევა?50-30-ზე -გადასხმა დაუდგით ახლავეს.ბუნდოვნად ჩაესმოდა ექიმის სიტყვები. -წნევა გააკონტროლე. -წნევა თამაშობს,ამ წუთში 80-50-ზეა. -კარგია რომ თამაშობს,ორგანიზმი ბრძოლას იწყებს სიცოცხლისთვის.ძლიერია და გამოძვრება,სისხლი აქვს ბევრი დაკარგული. -ნუ ნერვიულობთქო რომ გითხრა სისულელეა,მაგრამ დამშვიდდი.თუ გინდა მე დავჯდები შენს ადგილზე. -ვერ ვიჯერებ,ჯერ კიდევ არ მჯერავს.ხომ ვიცოდით,მაგრამ ფაქტის წინაშე დადგომა ძალიან რთული ყოფილა.თქვა გაბრიელმა და დაუფარავად უთხრეს გურამს ყველაფერი. სამივე გაფითრებული სახეებით მივიდნენ საავადმყოფოში. ლევანი სიცოცხლისთვის ბრძოლობდა და ნატა სადედოფლოდ ემზადებოდა.აღარ იყო ისე დაძაბული,როგრც წინა დღეებში.ლევანისთან საუბარმა ძალა შეჰმატა.ნანა მაკა და ნატალი იყვნენ ოთახში მარტოები,რომ ნატალის ძმამ შემოაღო კარები.სევდიანად შეხედა უფროს დას და ასევე სევდანარევი ხმით უთხრა. -როგორ მინდა,ახლა ბედნიერმა შემომანათო მაგ შავი თვალები.ახლს მივიდა,თავი მაღლა ააწევინა და თვალებში ჩახედა.იცოდე ან შენ,ან ნანუჩის რომ რამე შეგემთხვევთ მე არც დავფიქრდები ისე გამოვუტან ჩემს თავს განაჩენს.უთქვენოდ ჩემს ცხოვრებას ფასი არ აქვს ნატა.ყველაფერი ვიცი,ნანამ ყველაფერი მომიყვა და მეც მათ მხარეს ვარ.იბრძოლე შენი სიყვარულისთვის.ლერის ტელეფონმა დარეკა და აცნობეს,რომ სიძე გამოვიდა უკვე სახლიდან.გავიდა და თამილას უთხრა. -შენი სიძე უკვე გამოვიდა სახლიდან.არანაირი სიხარული არ იგრძნობოდა მის სიტყვებში,მხოლოდ თამილა იყო ბედნიერი ამ ქორწინებით და კიც ასხივებდა ყველას მის ბედნიერებას. -კარგია ნატაც მალე მზად იქნება და ჩვენც გავალთ. -გოგოებო რა დაგვრჩა?იკითხა მაკამ. -ფატა,ფატა მომაწოდეთ უკან დავიმაგრო თმაში და აი ესეც მზად არის.თქვა ნატამ. -ვიღაცის ტელეფონი გასკდა,რამდენი ხანია რომ რეკავს.თქვა ნანამ. -ვაიმე,ჩემი ტელეფონია.თქვა მაკამ დახედა ტელეფონს და ნატას შეხედა სარკეში. -ვინ არის. -არ ვიცი,უცხო ნომერია.უთხრა მაკამ და ტელეფონი მიაწოდა.დაელაპარაკე,იქნებ რამე მნიშვნელოვანია.ნატამ ტელეფონს უპასუხა და უეცრად თვალებში დაუბნელდა. -რაააააა?ღმერთო სად არის,წმინდანებო ძალა მომეცით.კაბა აიკეცა,ოთახიდან გავარდა თან ფატა მოიგლიჯა თავიდან და იქვე დააგდო.ყველა უკან მიყვა ნატას ძახილით,მაგრამ არავის მოუხედა.გარბოდა გზაზე თეთრ კაბაში ჩაცმული და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე,თან მთელი ხმით ტიროდა. -მოვდივააარ,გთხოვ გაუძელი ჩემს მოსვლამდე,უჩემოდ არ გაგიშვებ.დამელოდე საყვარელო და ერთად წავიდეთ,შენ ხომ მთელი ჩემი სამყარო ხარ.გარბოდა შეუსვენებლივ და ლევანი ამ დროს საოპერაციოში იყო,კედელთან კი თავმიდებული ლინდა იდგა და ტიროდა.ყველამ მიაქცია ყურადღება თეთრ სადედოფლო კაბაში საავადმყოფოში სირბილით შემოსულ გოგონას.გაკვირვებულმა შეხედა ლინდამ ნატას და შემდეგ ბიჭებს გახედა,გაბრიელმა თქვა ხმამაღლა. -ნატა მოვიდა,გოგი იმოქმედე რამე სასწრაფოდ.უთხრა გოგის და თავად ნატასთან მივიდა. -მითხარი,რომ კარგად არის.მითხარი,რომ გადარჩება. -ყველაფერი კარგად იქნება ნატა.ცოტა მოთმინება გვმართებს,მჯერავს და დარწმუნებული ვარ უფალი არ გაგვწირავს.ლინდა გაოცებული იდგა და უცქერდა ნატას. -ღმერთო ჩემო,ჩემს ძმას შეყვარებული ყავდა და მე არაფერი არ ვიცოდი?შემდეგ ახლოს მივიდა და მოეფერა.-ნუ სტირი საყვარელო,შენ იცი რომ ის უნებური ცრემლი ხარ,რომელიც იმედის თვალით ციმციმებენ ჩემს წამწამებზე.მადლობა რომ მოხვედი,მე მჯერავს ლევანი კარგად იქნება,მას ხომ აქ შენ ელოდები.ის დაამარცხებს სიკვდილს და ჩვენამდე მაინც მოვა,შენთან მოვა,ჩვენთან მოვა და დაგვიბრუნდება. -საუკუნო ლოდინი რომ დამჭირდეს,დაველოდები,მხოლოდ ვიცოდე რომ დამიბრუნდება.მაგრამ თუკი ჩემს დასამშვიდებლად მეუბნებით რომ კარგად არის და ის იცოცხლებს და წინ დიდი განსაცდელი ელის და ჩემი სიყვარულის დასასრულს სიკვდილია,მინდა ჩვენს სიკვდილს სილამაზე ერქვას.მომეხმარეთ,რომ დღესვე და აქვე ხელი მოვაწეროთ.მინდა მხოლოს ლევანის ქალი მერქვას ბოლომდე,სანამ ვიცოცხლებ. -ნატა გაოცებული ვართ ყველა შენი სიძლიერით,ჩვენ უკვე ვიფიქრეთ ამაზე და ყველაფერი მოგვარებულია.მხოლოდ ლევანს დაველოდოთ.ექიმიც გამოვიდა საოპერაციოდან და ნატასთან მივიდა.დაღლილი თვალები შეანათა და გაოცებულს სულ დაავიწყდა დაღლა,ჯერ უცქირა ნატას და შემდეგ გაკვირვებულმა უთხრა ხმამაღლა. -ნატა?ნატა ეს შენ ხარ?დღეს შენი ქორწილი იყო? -იყო და იქნება კიდეც ნიკოლოზ.რა ხდება,გთხოვ გადაარჩინე ლევანი. -ნუ გეშინია ყველაფერი კარგადაა,ძლიერია შენი საქმრო.დანა ძლიერადაა მოქნეული,მაგრამ გადარჩა.რაღაც მილიმეტრებით არის გულთან აცილებული დანის წვერი.თავად გულზე არ არის ზიანი,მაგრამ ღრმა ჭრილობაა.ერთ საათში გაიღვიძებს.ნატალიმ შეხედა და პირი დაღო რაღაც უნდა ეთქვა,რომ ექიმმა შეაჩერა. -ნუ მიყურებ მასეთი თვალებით,ვიცი რომ არ მოისვენებ და ჭრილობას თავად ნახავ,ამიტომ ყველაფერი სიმართლე გითხარი.მართლაც ერთ საათში ლევანი გონს მოვიდა და ნატას დანახვაზე მის საწოლთან ჯერ გაუკვირდა და შემდეგ თვალები გაუფართოვდა. -ნატა?შენ აქ საიდან ან როგორ მოხვედი.უთხრა სუსტად და არ შეეძლო,მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერი იყო იმ წუთებში. -გაიღვიძა,გაიღვიძა,თვალი გაახილა.გასძახა ყველას.გოგი მივიდა ლევანთან და აუხსნა ყველაფერი და რა წუთში ლევანისგან თანხმობა მიიღო სულ რაღაც ნახევარ საათში ლევანი და ნატა უკვე კანონიერი ცოლი და ქმარი გახდნენ.არავის არ შეეძლო ნატალის იმ კედლებოდან გაყვანა ძალით,გარეთ იცდიდნენ ყველა,რომ უეცრად კახამ თქვა. -ოჰოჰოოოო,ეს საქმე იოლად არ ჩაივლის.ყველამ გაიხედა შემოსასვლელში და გოგიმ თქვა. -მზად იყავით დიდი ნახტომისთვის,შტორმი გვიახლოვდება.ლინდა შენ პალატაში შედი მიდი.ხელით უბიძგა გაბრიელმა ლინდას და იქაურობას გაარიდა.ჯგუფად შემოსული ხალხის წინ დადგა გოგი,კახა,გურამი და გაბრიელი. -რა ხდება,მშვიდობა გაქვთ?იკითხა გოგიმ. -ჩვენ კი,თქვენსკენ მშვიდობაა?იკითხა გოდერძიმ. -ჩვენსკენაც მშვიდობაა,დღეს მეგობარი სიკვდილს გადარჩა და ახლახანს კი დაქორწინდა.ჯერ აქ ვართ,მაგრამ მალე გავალთ და მის დაქორწინებას და გადარჩენას ერთად ვიზეიმებთ. -თუ გახვედით აქედან კარგ ხასიათზე კი იზეიმეთ.სად არის ნატალი. -ვინ არის ნატალი.გაუკვირდა კახას. -ჩემი საცოლე. -საქმრო საცოლეს საავადმყოფოში არ უნდა ეძებდეს,ახლა ამ დროს ეკლესიაში უნდა იყოთ და უფალის წინაშე ფიცს დებდეთ.აქ თუ მოხვედი და იცი აქაა,ისიც გეცოდინება რატომ არის აქ. -დაუძახეთ ნატალის ის ჩემი საცოლეა.კბილებში გამოცრა გოდერძიმ ბრაზიანად. -იმედი უნდა გაგიცრუოთ და უნდა გითხრა,რომ ნატალი ახლა მის მეუღლესთან ერთად არის.რამე პრობლემა გაქვს?ნანა?გილოცავ დაიკოს ბედნიერებას,ახლა არ გაბლატავდე ჩემი უფროსი ჩემი სიძე არისო,ჩემზე წინ მაინც ვერ დადგები.არ ჩერდებოდა გოგი. ნანას გაეცინა გოგის სიტყვებზე,მაგრამ მას თვალებში შიში ჰქონდა,გოგის კი მადლობას უხდიდა თვალებით.ეს მისი უხმო მადლობა,მხოლოდ გოგიმ შეამჩნია და თვალი ჩაუკრა. -დაუძახე ნატალის სანამ ავწიე ეს სავადმყოფო ჰაერში.დაიღრიალა გოდერძიმ. -ნელა ასწიე,ჰაერში არ აგვაგდო ყველა.თუ შენი საცოლეა,რატომ არის ის ჩემი მეგობრის მეუღლე?მისამართი შეგეშალათ და მიბრძანდით.უღრიალა გოგიმაც გოდერძის,მაგრამ ამ დროს ნატა გამოვიდა ხმაურზე და თამილას მიუახლოვდა. -ხომ დაგპირდი გუშინ,არ ინერვიულო ხვალ ქორწილი აუცილებლად შედგებათქო. -მერე?იკითხა გაოცებულმა თამილამ. -მერე,ის რომ ქორწილი შედგა.შენ ჩემი გაუბედურება გინდოდა დედიკო,მაგრამ მე ახლა ვარ არა ბედნიერი,არამედ უბედნიერესი და შენ კი გაუბედურებული.მამას აუხსენი რატომ დაიჩემე ეს ქორწილი და ილოცე,რომ გაპატიოს. -არ არის საჭირო შვილო,მე ყველაფერი ვიცი.მართალია შესაფერისი ადგილი არ არის აქ მოსალოცად,მაგრამ გილოცავ საყვარელო.მინდა გითხრა,რომ მე მომწონს შენი არჩევანი.თამილა და გოდერძი გაოგნებულები იდგნენ და უსმენდნენ მიშას.და არა მარტო მიშას,ნატას მიუახლოვდა ნანაც და ლერიც და მაკაც რომელმაც გულში ჩაიხუტა ნატა.ლერი გოდერძის წინ დადგა და ზიზღით უთხრა. -იმას რასაც შენ უპირებდი ჩვენს ოჯახს,მადლობა მაკას და ამ ხალხს,რომ დროზე ადრე აგვიხილეს თვალები და მიგვახვედრეს თუ რა ადამიანი ხარ შენ,რა პიროვნება.სხვას ჩემზე უკეთ იქ აგიხსნიან სადაც საჭიროა შენი საუბარი.იმედია აღარასოდეს აღარ ვნახავ შენს სიფათს. -და კიდევ,გოჩამ მოგიკითხათ.გეგმა ჩაგეშალათ,მაგრამ მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდა.გინდოდათ მსხვერპლი,მაგრამ არ გვყავს მსხვეპლი. უთხრა გაბრიელმა გოდერძის -წადი,გოდერძი შენი ადგილი აქ არ არის.შენ არ იცი რა არის სიყვარული,რადგან შენში ეს გრძნობა არ არსებობს და არა მგონია ოდესმე გაიგო რა სასიამოვნო გრძნობაა როცა არსებობს ადამიანი,ვისაც მთელი გრძნობით უყვარხარ და გიყვარს. -სულ ფეხებზე მკ...ა რასაც ამბობ,ამ წუთში წამომყვები და ხელს მოვაწერთ.ღრიალებდა გოდერძი. -უკაცრავად,ვწუხვარ რომ უკვე დაგაგვიანდათ სულ რაღაც რამოდენიმე წუთით.მე უკვე მოვაწერე ხელი,იმ ადამიანთან ვინც მიყვარს,ვისაც მე ვუყვარვარ და ვინც იცის ,,შეუფასებელი გრძნობა''რა არის.მშვიდობით და მიბრძანდით აქ თქვენ ზედმეტი ხართ,აქ შენი ადგილი არ არის,არა მარტო აქ,საერთოდ ჩვენს სიახლოვეს. -განანებ დღევანდელ დღეს.,მწარედ განანებ. -მე კი მეცოდები და ძალიან მეცოდები.გირჩევ ბოროტი გული გაისუფთავო და შეიყვარო,რადგან სიყვარული ეს ისეთი გრძნობაა,რომლის გამო სულ ომში გიწევს ყოფნა.აი მე ვიომე,ვიბრძოლე ჩემი სიყვარულისთვის და ბედნიერებაც მოვიპოვე.ამ გრძნობის გამო ბრძოლა არასოდეს არ დამღლის,მითუმეტეს ახლა.ის ჩემია,ჩემთანაა რამოდენიმე ნაბიჯში,მაგრამ მაინც მენატრება.რადგან ესაა ნამდვილი სიყვარული,ესაა ,,შეუფასებელი გრძნობი''-ს ძალა.გურამიმ მივიდა ნატას ხელი მოხვია თავზე აკოცა და ლევანის პალატაში შეუშვა.ამით ყველაფერი ნათქვამი იყო,გოდერძი და მისი თანხმლები პირები კი ხელებზე ბორკილებ დადებული გაიყვანეს საავადმყოფოს შენობიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.