შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი სასახლე (III და IV თავები)


15-02-2018, 21:34
ავტორი maryem
ნანახია 1 075

თავი 3

სასახლეში დრო სწრაფად გადიოდა. გრილი, წვიმიანი დღეები ერთმანეთს მალ-მალე ანაცვლებდნენ. ჰუკის გვერდით ყოფნა კი უკვე აღარ მაღიზიანებდა, პირიქით. როდესაც მის გარეშე ვიყავი, სულიერ მშივდებოდა. თითქმის სულ ერთად ვიყავით მარიას ოთახში. ვხატავდი, ის კი კითხულობდა. ვერც კი ვხვდებოდი, რას პოულობდა ამ წიგნებში ასეთ საინტერესოს, მაგრამ მათ მიერ, ასე ვთქვათ, აღზრილ ჰუკთან საუბარი შინაგან სიამოვნებას მანიჭებდა. ხშირად ვლაპარაკობდით ხოლმე, ძირითადად კი ჩემს ისტორიებს მაყოლებდა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან აინტერესებდა დეტალები, უბრალოდ იმის გარკვევას ცდილობდა, თუ რომელმა ისტორიამ რა გავლენა მოახდინა ჩემს პიროვნებაზე. თავის თავზე კი არასდროს ლაპარაკობდა, არასდროს!
აივანზე მიყვარდა ყოფნა კიდევ. განსაკუთრებით დილაობით. ძალიან ადრე, სანამ ყველა გაიღვიძებდა და აქეთ-იქით სიარულს დაიწყებდა. მე კი ვიდექი აივანზე, მზის ამოსვლით ვტკბებოდი. მომწონდა, როგორ ეფინებოდა მისი შუქი ბაღს. ბაღი კი საოცრად ლამაზი იყო. კუთხეს ვერ იპოვიდი ეზოში, რაიმე ყვავილი რომ არ ყოფილიყო. ვარდების სურნელი ყველგან, საერთოდ ყველგან იგრძნობოდა. მათ შორის კი ქანდაკებები და სკამები იყო ჩადგმული. ყველაფერი თეთრი ფერის. სწორედ ამ თეთრებზედ დაფენილი მზის შუქის ყურება მსიამოვნებდა. ასეთი ლამაზი იყო რეალურად ცივი, სასტიკი და უგრძნობი ვენიტატის სამეფო.

* * *
- და თვითონ მარია სად არის? - ვკითხე ჰუკს.
- მიკვირს აქამდე რომ არ დაგვინახავს. ერთი თვე იქნება რაც ვენიტატში ჩამოვიდა, უფრო სწორად, ჩამოიყვანეს, დაატყვევეს, თუ როგორც ითქმის.
- დედოფალი?..ტყვე?..
- ააჰ...შენ მასზე საერთოდ არაფერი გცოდ...
- არ მოგიყოლია და! - გაოცებულმა შევაწყვეტინე წინადადება. მე ხომ ჰუკის გარდა სასახლეში კონტაქტი თითქმის არავისთან მქონდა.
- მოგიყვები...-ამოიხვნეშა და ბაღში, ვარდების ბუჩქებს შორის ჩამდგარი სკამისაკენ შეუხვია. შემდეგ კი განაგრძო - კონსტანტინეს საბერძნეთი უყვარს. ძალიან უყვარს. ვენიტატში ზღვა არ არის, ამიტომ მის სანახავად ის ყოველთვის ბერძნულ ქალაქებში დასეირნობს. შემთხვევით გადააწყდა მას ქუჩაში... ცოცხალ ქალღმერთს... პირადად არასდროს მინახავს, მაგრამ, როგორც ამბობენ, მასსავით ლამაზი ცად არც მზეა და მიწად არც ყვავილი... პირველივე ნახვისთანავე ჩაჰვარდნია მარია კონსტანტინეს გულში და დღისით, მზისით, მოუტაცებია. აქ ჩამოიყვანა, იძულებით ცოლადაც შეირთო. ძალიან უჭირს დედოფალს აქ. ენატრება ბერძნულ პეიზაჟები, ზღვის სანაპიროებზე სეირნობა...პირველი დღეები ოთახიდან არც კი გამოდიოდა, ტიროდა, დარდობდა, გლოვობდა. სრულიად ახალგაზრდა მოაშორეს ის მშობლებს, თანატოლებს, სამშობლოს და აქ, ამ უღმერთო და ჩახუთულ სასახლეში გამოკეტეს. ბოლო დღეები კი გამოვიდა, დანებდა, ცდილობს შეეგუოს ახალ ყოფას და მაქსიმალურად მიიღოს სიამოვნება ნებისმიერი წვრილმანისაგან. წიგნებს კითხულობს, სასახლესა და მისი ბაღის მიდამოებში დასეირნობს, ყველაფერს რომ ისე შეეგუოს, რომ თავი შინ იგრძნოს. მაგრამ ზღვას ხომ მაინც ვერავინ და ვერაფერი შეუცვლის. ამიტომ მოგიხმო კონსტანტინემ, რომ მარიას როგორმე დარდი შეუმსუბუქოს. ეჰ,როგორი სულელია ეს ჩვენი მეფე, რა იცის მან დარდის, სიყვარულისა და მონატრების. ჰგონია, შენი ნაჯღაბნი რამეს გამოუსწორებს.
- მე არ ვჯღაბნი! - შევუყვირე გაბრაზებულმა და რაღაც უხეშადაც ვუთხარი, მან კი უბრალოდ გაიცინა.როგორ მაღიზიანებდა ჩემი მეგობარი ხოლმე, ან სულ. როგორ შეეძლო ასე უემოციოდ მიეღო ყველაფერი, ყვირილიც, დაცინვაც, რისხვაც, საერთოდ ყველაფერი და პასუხად მხოლოდ გაეცინა ან არც კი შემოეხედა შენთვის და უბრალოდ თავი დაექნია. არ ვიცი კონფლიქტს არიდებდა თავს, თუ არ აინტერესებდა რას ვეტყოდი ხოლმე, მაგრამ ფაქტია, ჰუკს არც ჩემი და საერთოოდ არც არავის სიტყვები და ქცევები არ უტოკებდა წარბს. უგრძნობი იყო. ზოგჯერ აღარც კი ვუსმენდი ხოლმე, როცა მშვიდი, აუღელვებელი სახით განაგრძობდა ხოლმე ტრაგიკული ისტორიების თხრობას.
- აბა რას შვრები? - უფრო გაკვირვებული, ირონიანარევი სახით შემომხედა.
- მე ხელოვნებას ვქმნი! - ვუპასუხე თავდაჯერებულმა.
- მხატვრობა ხელოვნება არაა!
- და მაშინ რაღაა არის ხელოვნება?
- ოდესმე თეატრზე, მუსიკასა და პოეზიაზე რამე გსმენია? ესაა ჭეშმარიტი ხელოვნება. ხელოვნებაა ამ ყვავილების სილამაზე, ამ ცეცხლოვნი ბურთის ნათება, -და მზისკენ აიხედა - როდესაც თავის სხივებს გარშემო სტყორცნის და არე-მარეს ოქროსფრად ანათებს, ხელოვნებაა ისიც, რომ კონსტანტინე ასე უაზროდ გაჯღაბნინებს რაღაცას და ისიც, რომ მიუხედავად შენი ბანალური შეხედულებებისა და შემდეგ ჩემი სარკასტული საუბრებისა, მაინც გვიყვარს ერთმანეთი. ხელოვნებაა უმიზეზოდ, გაუმიზნავად გამოხატული ყველა ემოცია თუ მოვლენა. და ამის შემდეგ გინდა მითხრა, რომ ის რასაც ყოველი მეორე გააკეთებს, რაც წლები უნდა ხატო, ქიმიური ნივთიერებების და საღებავების შერევის შედეგად, ხელოვნებაა?! ამაში ვერასდროს დამარწმუნებ!
- ანუ გიყვარვარ?
- ვიცოდი, რომ ჩემი საუბრიდან მეტს ვერც ვერაფერს გაიგებდი!
- ლექსი არასდროს დამიწერია.
- იმიტომ, რომ ნამდვილი ემოცია არასდროს გქონია...ოდესმე გყვარებია?
პასუხი არ მქონდა. მე ხომ არც კი ვიცოდი, რა იყო სიყვარული.


თავი 4

შემოდგომისას ოთახის ორი კედელი უკვე სრულად მქონდა მოხატული.
იმ საღამოს კონსტანტინე შემოვიდა ჩემს ოთახში, აღფრთოვანდა ჩემი ნაშრომით და პირადად სადილზეც კი დამპატიჟა, მარიაც იქნებაო.
მაშინვე ჰუკთან გავვარდი, შინაგანად აღტაცებული.
კონსტანტინესთან სადილი არც თუ ისე დიდ სიამოვნებას წარმოადგენდა, ამპარტავნულად გაიბღინძებოდა ხოლმე, თავის წინ გამოწეულ მუცელს ამაყად შეათვალიერებდა და მორჩილ გეორგეს ყოველ ორ-სამ წუთში ერთხელ სასმისის ღვინით შევსებას უბრძანებდა. უნდა წარმოგედგინათ როგორი ბედნიერი იყო როდესაც მისი მორჩილი ამ დავალებას შეუსრულებდა. არა იმიტომ, რომ მყრალ ნივთიერებას გადაუშვებდა ორგანიზმი. იტყოდა, ნახეთ, როგორ მემსახურებიან, როგორ ვუყვარვარ ყველას. არც კი მინდოდა მარია, რომელიც ჯერ კიდევ არ მყავდა ნანახი, მის გვერდით წარმომედგინა. ხანდახან ის გეორგეზე მეტად საცოდავი მეგონა, მაგრამ როგორც კი მსგავს რამეს გავიფიქრებდი, მაშინვე ჩემს თავს შევსძახებდი ხოლმე : „გეყო!“
მარიაზე კი ბევრს ვფიქრობდი.
ზედმეტად ბევრსაც კი.
მაგრამ როგორც კი გონებაში მას შევკრავდი და ზღვის ნაპირას სეირნობისას, თეთრ კაბაში, წარმოვიდგენდი მაშინაც საკუთარ ფიქრებს ვფანტავდი: „გეყო!“
ბავშვობაში, როდესაც მშობლები ჯერ კიდევ ცოცხალი მყავდა, მამას ტაძარში დავყავდი ხოლმე. რელიგია ყოველთვის სისულელედ მიმაჩნდა, მაგრამ მახსოვს, წინა დღით ყოველთვის საგულდაგულოდ ვემზადებოდი. მიყვარდა ეკლესიაში სიარული, საკმევლის სურნელი და ყველაზე მეტად სიწყნარე, სიმშვიდე, ჰარმონია და სხვადასხვა ფრესკის დეტალურად დათვალიერება. ტაძარში წასვლა ჩემთვის დღესასწაულივით იყო. რაღაც ისეთისკენ მივისწრაფვოდი, რაც რეალურად არც კი მყავდა ნანახი, შეცნობილი. მაგრამ მაინც წარმოვიდგენი ხოლმე უფალს, თუ როგორი დიდებული შეიძლებოდა ყოფილიყო, თუკი მართლა არსებობდა.
ახლაც იმავეს ვგრძნობდი.
ზუსტად იმავეს!

* * *
მიუხედავად იმისა, რომ სამი დღე თითქმის მშიერი ვიყავი და კონსტანტინეს სადილიც, ალბათ, მადისაღმძვრელი იყო, ყელში გულისრევის შეგრძნება მძვინვარებდა და იმის სურვილიც კი არ მიჩნდებოდა, რომ სუფრაზე დალაგებული კერძებისა თუ ტკბილეულისთვის თვალი შემევლო. თითქოს დანის წვერზე ვიჯექი, ან მუხლამდის ეკლები მქონდა შემოხვეული.
„ნუ ნერვიულობ!“
„არა ლუკას, არ ნერვიულობ!“
„მშვიდად ხარ!“
მგონი პირი მიშრებოდა.
„არა!“
„წყალი მოსვი და ვეღარ იგრძნობ!“
წყალი...წყალი... ახლა-ღა გამახსენდა თუ რა მაწუხებდა.
„წყურვილი გაწუხებდა?“- ამჯერად ეს ჩემი, ლუკასის, შინაგანი ხმა აღარ იყო. თითქოს ჰუკი ჩამისახლდა გონებაში და სარკასტული კომენტარებით მეგობრულ თანაგრძნობას ცდილობდა...როგორც ყოველთვის...
წყლის ძებნა დაბნეულმა დავიწყე. ხელებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და მათ ხან ხილს დავაჯახებდი და ხან უბრალოდ ჰაერში ვამოძრავებდი.
- ლუკას, დახმარება ხომ არ გინდა?- მკითხა მეფემ.
- არა კონსტანტინე... კი... წყალი მინდა...
წყლის დოქი თურმე ჩემს გვერდით მდგარა. ბებერმა მეფემ თავად შემივსო ჭიქა, გამიღიმა და მითხრა:
- მარიას შეაგვიანდა, მაგრამ მოვა. მინდა, იცნობდე.
და თითქოს პასუხმა დამაკმაყოფილა. შინაგანი ფორიაქი მშვიდმა ლოდინმა ჩაახშო.




...



....
წამები წუთებად იქცა
წუთები საათებად
და დავინახე
...
ოთახში მარიამ შემოაბიჯა. უმალ ვიცანი... სხვა მასსავით დიდებული ვერ იქნებოდა
ყოველთვის, როცა გონებაში მის სილუეტს ვკრავდი, წარმოვიდგენდი როგორ დადიოდა, სიარულისას ხელებს როგორ ამოძრავებდა, ღიმილისას ლოყები როგორ ეკვეთებოდა, თითებით როგორ ისწორებდა თმას
თითქოს ზუსტად ისეთი ყოფილიყოო.
და თუ სადღაც ღმერთი არსებობდა, ის მას ასეთ ყოფას არ არგუნებდა
სკამზე დაჯდომისას თხელ კაბაში მისი სხეულის დეტალები მომხვდა თვალში
თითები ნაზად შეახო თმას და მხრებს უკან გადაიყარა. ზღვაში ჩამავალ მზესავით ერწყმოდა მისი გრძელი, წითური თმა ცისფერ კაბას
მშვიდი ზღვა.
მაგრამ ჩახედავდი თუ არა ზღვისფერ თვალებში აბობოქრებული ოკეანის ზვირთები დაგახრჩობდა. არა, მისი თვალები მრისხანებას არ სტყორცნიდნენ. თითქოს ადიდებული ტალღებივით ირწეოდნენ და მიწიდან მოწყვეტასა და შველას ითხოვდნენ.
დამუნჯებული კადრები კონსტანტინემ გაარღვია:
- ლუკას, გაიცანი, ეს მარიაა, ჩემი მეუღლე! - დანაოჭებული ხელი მისი თითებისკენ წაიღო და ამაყად გაიმართა მხრებში.
- სს..სასიამონოა თქვენ..ნი გაცნობ..ა. - ძლივს ამოვილუღლუღე.
- ლუკას, ნუ ნერვიულობ. მასთან შეგიძლია თავისუფლად იყო, ის ხომ ჩემსავით ლმობიერი ადამიანია.
ახლა კი მეტი თავდაჯერებით მივმართე დედოფალს:
- თქვენი ოთახი ზაფხულისათვის უკვე მზად იქნება. გარკვეული ნაწილი უკვე მოვხატე და უკვე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს იხილოთ! - და ისევ მოლოდინმა შემიპყრო. მე ხომ მისი ხმა გაგონილიც კი არასდროს არ მქონია.
- სიამოვნებით... - დაბალი, საშუალო ტონის, სასიამოვნოდ ვიბრაციული ხმით მომიგო და მისი ხმის გაგონებისას მასთან ერთად მარტო ყოფნა და ამავე ხმით თბილი სიტყვების მოსმენა მომინდა...მისმა ხმამ სამყაროში ყველაზე მწველი უდაბნოს სიმხურვალე და ყველაზე ცივი ყინულისაგან გამოწვეული ტკივილი ერთდროულად შემაგრძნობინა...ოღონდ არა გარედან, არამენ ჩემში, შიგნიდან...შიგნიდან გასკდა ეს... „გეყო“!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent