შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასოდეს გამიშვა (სრულად)


17-02-2018, 18:49
ავტორი The Dreamer
ნანახია 5 249

-არაფერი დაუშაოთ თორემ არცერთს არ გაპატიებთ.-დავემუქრე მე და მანქანიდან გადავედი.-ვლადმა მანქანის მინა ჩამოსწია რომ გამეგონა..
-იქნებ სულაც არ გვჭირდება შენი პატიება.-თვალი ჩამიკრა და მანქანა დაძრა.
გვიანობამდე ველოდე საშასა და ვლადს,მაგრამ ისინი მოსვლას არ ჩქარობდნენ.. უკვე ძალიან ვღელავდი და მობილურიც კი არ მქონდა,რომ დამერეკა.. მთელი ღამე მათ მოლოდინში გავატარე..
დილის ცხრა საათზე საავადმყოფოდან დამირეკეს და მისვლა მთხოვეს..
გული საგულედან ამოვარდნას ლამობდა.. გაორებული მივდიოდი და ვერ ვხვდებოდი,რომელი მათგანი იყო ცუდად.რა ჩაიდინეს,და ამ დონემდე როდის მივიდა ან ოთო ან საშა და ამ დროს ვლადი სად იყო? თვალებიდან ჩემდა უნებლიედ ცრემლები მცვიოდა..
-სად არის?-ვკითხე ექთან,რომელიც შეშინებული სახით მიყურებდა.-სად არის მეთქი..-უკვე მთელ ხმაზე ვკიოდი,ყველა მე მიყურებდა.
-კაწ რა მოხდა?-ჩემს ხმაზე საშა გამოვიდა.. მის დანახვაზე ცრემლბი შევიწმინდე და მთელი ძალით ჩავეხუტე..-პატარავ კარგად ხარ?
-რა უქენი?-სასწრაფოდ მოვიშორე საშა..
-ვის?-გაოგნებული იყო საშა.. ვერ ხვდებოდა რას ვეკითხებოდი.
-ოთოს..
-არაფერი არ დამიშავებია მისთვის.. ვინ გგონივარ კაწ?
-საავადმყოფოდან დამირეკეს ამ დილა უთენია და მითხრეს სასწრაფოდ მოვსულიყავი,მიზეზი არ ამიხსნეს,ამიტომ ახლა შენგან მოველი ახსნა განმარტებას..-თვალები საბოლოოდ შვევიმშრალე და მუქარის ტონით ვესაუბრებოდი საშას.
-ექთანს მე ვუთხარი დაერეკა,მაგრამ არ მითქვამს შეაშინეთქო..
-საშა კიდევ ერთხელ გეკითხები რა მოხდა..
-წამოდი კაბინეტში.-საშამ ხელი გადამხვია მე კი კანტუზიანივით მაშნვე მოვიშორე.
-არ გაბედო და არ შემეხო.-ჩემს ამ რეაქციას სიცილით შეხვდა..
კაბინეტში შემდეგი სიტუაცია დამხვდა.. სასმელისა და სიგარეტის სუნად ყარდა ყველაფერი.. მის სამუშაო მაგიდაზე სასმელების ცარიელი ბოთლები ჩამწყრივებული.პიჯაკი უხამურად მიგდებული ,ხოლო დივანზე მთავარი სიურპრიზი.. ოთო იწვა და მშვიდად ეძინა.. სახეზე სილურჯე ჰქონდა.. მაშინვე საშას ხელებს გავხედე,რომელიც ნატკენი ჰქონდა.. თალი ჩემს მზერას გააყოლა და საკუთარ ხელს რომ დახედა უხერხულად შეიშმუშნა..
-გისმენ საშა..-ჩემს ხმაზე ოთოს შეეღვიძა.
-კატო?..-წამოჯდა დივანზე და თავი ხელებს შორის დაიჭირა.-თავი მისკდება.
-ოთო ეს საშამ გააკეთა?-ვკითხა ქართულად,რაზეც საშას გაეცინა,მიხვდა რაც ვკითხე და მიპასუხა
-ეს მე არ გამიკეთებია.. შეგიძლია რუსულადაც კითხო.
-არა კატო.. მე შენი ნახვა მინდოდა და დალაპარაკება,ამიტომ დავრეკე მთვრალმა.. მაგრამ შემდეგ ბიჭების წვეულება მოვაწყვეთ..
-რა ქენით?-ავწიკვინდი მე
-კაწ ყველაფერს ნუ გაართულებ.. თანაც შენი საქმე არ არის ჩვენ რაზე ვისაუბრეთ.
-ვხვდები რაზეც ისაუბრებდით მაგრამ ეს რა მდგომარეობაში ხართ?
-ჰო ცოტა ვიჩხუბეთ.-უდარდელად თქვა საშამ..
-საშა მე შენ ვერ გცნობ.. ან შენ ოთო.. ეს რა ძველბიჭობა დაიწყეთ?-ოთომ სცადა ფეხზე წამოდგომა,მაგრამ ძალიან გაუჭირდა თანაც მისი პერანგი ერთიანად სისხლიანი იყო.. გაგიჟებული მივვარდი და პერანგი შევუხსენი.
-კატო ისე შენი ქმარიც აქ არის..-ოთოს მაგრად ჩავარტყი ამ სიტყვებისთვის..
-ეს რა არის?-ოთოს დანით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა,რომელიც ისე საშინლად იყო დამუშავებული და გაკერილი.
-ამიტომ გირეკავდი,რომ ჭრილობის გაკერვაში დამხმარებოდი,მაგრამ მე თავად გადავწყვიტე ამის მოგვარება,შემდეგ ისევ ჩხუბი მომივიდა და საშა დამეხმარა...
-მეტი აღარ მომიყვე ოთო აღარ მაინტერესებს..-კაბინეტის კარები გავიხურე და წავედი..
ძალიან შეშინებული მოვედი სააავადმყოფოში,მეგონა ბიჭებმა იჩხუბეს და რომელიმე უმძიმეს მდგომარეობაში იქნებოდა,ესენი კი ნაბახუსევის გამო მირეკავდნენ.. სრული კოშმარი.. სახლში გაღიზიანებული წავედი. არცერთის ნახვა არ მინდოდა,მით უმეტეს ლაპარაკი.
საღამომდე საშა და ოთო გამუდმებით მირეკავდნენ,მაგრამ არცერთს არ ვპასუხობდი ტელეფონზე.. ორი დღე ასე გაგრძელდა.. ბოლოს ვლადი შემომიგზავნეს..
-რას შვები?-ოთახის კარები ისევ დაუკითხავად შემოაღო კვლავ.
-ვლად კარებზე უნდა დააკაკუნო.
-კაი დაიკიდე..
-ვერ დავიკიდებ..
-ძალიან გაღიზიანებული ხარ ამ ბოლოს..-აღნიშნა ვლადმა..-იცი ვიღაცის თავს მახსენებ?-ვლადი ჩაფიქრდა წამირად,შემდეგ კი თვალებგაფართოებული შემომხედა.-ანიტას..
-ანიტა ვინღაა?
-ჩემი ყოფილია.
-და მას რატომ ვგავარ?
-მეც მაგის კითხვა მინდა.. შენ და საშა ერთად იწექით?
-ვლად!-შევკივლე.
-არა.-რატომ მოვატყუე არ ვიცი,მაგრამ ცოტა გავხალისდი.
-აბა ვისთან იწექი,იმ ქართველ ბავშვთან?
-ვლად.. მას ოთო ჰქვია და რატომ უნდა ვწოლილიყავი ვინმესთან ამიხსნი თუ არა?
-იმიტომ რომ შენი უეცარი ხასითის ცვლილება სავარაუდოდ ორსულობით არის გამოწვეული.-გამეცინა,თანაც მთელი გულით.-აი ახლა იცინი,ცოტახანში კი ისევ შემომიტევ,მაგრამ ბავშვის მამა ვინ არის?
-ვლად მე ორსულად არ ვარ.
-სანაძლეო დავდოთ?-მკითხა მან..-კი შენ ექიმი ხარ,ნუ მთლად ექიმი არა მაგრამ.. მე შენზე მეტი ორსული ქალი მყავს ნანახი.
-მაგრამ..
-მოიცა ორი წუთი დამელოდე..-ტელეფონი აიღო და აფთიაქს ორსულობის ტესტი შეუკვეთა.
-ნამდვილი სულელი ხარ.
-შენ კი ორსული.-ისე თქვა თითქოს რაიმე სასიკვდილო სენი იყო.-ახლა კი მითხარი ვისთან იწექი,სანამ საშას გავაგებინე.-საპასუხოდ გამეცინა.
-მოდი ჯერ ტესტის შედეგები ვნახოთ,იქნებ სულაც არ არის სასიკვდილო ის ვისთანაც ვიწექი?
-ნუ დაველოდოთ პასუხს,მაგრამ ის მაინც მოკვდება.
რა თქმა უნდა ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა,მე ორსულად არ ვიყავი.. ჯერ ჯერობით.. მხოლოდ 4 დღის წინ ვიწექი საშასთან და ჯერ რომც ვყოფილიყავი ორსულად ამას მხოლოდ სისხლის ანალზი აჩვენებდა. რა საკვირველია ვლადმა ვერ მოითმინა და საშას დაურეკა,რომელიც ნახევარ საათში ჩემთან გაჩნდა.დამინახა თუ არა ხელშ ამიტაცა და დამატრიალა.
-საშა არ ვარ ორსულად,შენ მაინც რა გჭირს?-მივანიშნე
-ისე პრინციპში კაწინკა მართალია.მაგრამ მე მინდა ბავშვი.-დაბლა დამსვა საშამ.
-გინდოდეს ..
-ჰოდა ერთი აზრი მაქვს..
-რა აზრი?-საშამ ისევ ჰაეში ამიტაცა და თავის მანქანაში ჩამსვა..-სად მივდივართ?
-ჩევენთან სახლში.
საშას აღარ შევწინააღმდეგებივარ.. იდეალური ღამეები გავატერეთ ერთად,დღისითაც კი არ უნდოდა საწოლიდან ადგომა და ამის საშუალებას არც მე მაძლევდა..
ერთ დილითაც თვალები,რომ გავახილე საშა საწოლში არ დამხვდა.. არც სააბაზანოშ იყო..
საღამომდე ველოდე,მაგრამ ის არადა არ ჩანდა,არც ტელეფონს პასუხობდა ამიტომ ვლადს დავურეკე,რომელიც დავინახე ეზოში შემოვიდა მანქანით.. კარები გავუღე თუ არა ვკითხე.
-საშა სად არის?
-მისი ძიძა მნახე? ჯერ სახლში მაინც შეგეპატიჟე.-ვლადმა გვერდით გამწია და სახლში ისე შემოვიდა თითქოს არაფერიო.
-მისი ძიძა არა,მაგრამ ძმაკაცი ხარ.-უკვე ტონს ვუწევდი,ამიტომ ვლადმა ცალი წარბი ზემოთ ასწია და დივანზე კომფორტულად მოეწყო..
-კაწ.. მხოლოდ იმიტომ გეტყვი,რომ ჩემი ძისშვილი ხარ და ისეთი ადამიანის გამო არ უნდა იღელვო როგორიც საშაა..
-რა მოხდა.. საშა სად არის?-უკვე კბილებში გამოვცერი..
-თუ მაცდი გეტყვი.. საშამ დამირეკა და მითხრა,რომ გამთენიისას ტანიამ დაურეკა და დახმარება სთხოვა,ამიტომ საშა მასთან წავიდა.-ამის გაგონებაზე მუხლებში სისუსტე ვიგრძენი და იქვე მდგარ სავარძელზე მოწყვეტით დავჯექი.
-ტანიასთან?-წავიჩურჩულე და გონებაში აზრების მოთოკვას ვცდილობდი.
-იცი სად ცხოვრობს?
-ვინ?
-ტანია ვლად.-იმხელა ხმაზე ვუყვირე,ვლადმა ყურებზე ხელი აიფარა.
-კი.. რა მერე?
-ადექი მივდივართ..-ვლადმა ირონიულად გაიცინა..
-არა.. შანსი არაა..
-კარგი.. შენ დარჩი,მაგრამ მე მივდივარ.-მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და კარებისაკენ წავედი,სწორედ ამ დროს დამეწია ვლადი.
-კაწ,მე წაგიყვან შენ ძალიან აღელვებული ხარ და საჭესთან ვერ დაჯდები..
რამოდენიმე საათის განმავლობაში მდუმარედ ვიდჯექი მანქანაში და ვტიროდი.. ვლადს თითქოს უნდოდა რაღაც ეთქვა,მაგრამ თავს იკავებდა.. ვერ მანუგეშებდა,მხოლოდ იმას მეუბნებოდა,რომ ასე თვალებს დავისიებდი და მათ წინაშე განადგურებული სახით წარდგომა,ჩემთვის კიდევ უფრო შეურაცმყოფელი იქნებოდა.. რა თქმა უნდა მე მას ვერ ვუსმენდი.
-თითქმის მოვედით.. ცრემლები შეიმშრალე.-მითხრა ვლადმა..
მანქანა გააჩერა ჩაბნელებულ ადგილას.. უზარმაზარი ჭიშკრის წინ..
-აქ ცხოვრობს?
-ეს მისამართი მაქვს..-კარები გამოვაღე თუ არა ვლადი მწვდა.-დამელოდე მეც მოვდივარ.-მაგრამ ვლადს თავი დავაღწიე და ჭიშკარი შევაღე,თან ცრემლებს ვიწმენდდი..
ერთიანად აინთო ყველაფერი.. მუსიკა გაჟღერდა.. აკრობატები,ჯამბბაზები,ბოშები და კიდევ ათასმა ადამიანმა ჩემს ირგვლივ დაიწყეს ცეკვა,სიმღერა.. ძირს ბილიი განათებული იყო და ზემოდან ვარდის ფურცლები ეყარა.. ემოციები ერთმანეთში ამერია,ვერ ვხვდებოდი მეცინა თუ უბრალოდ მეტირა.. სწორედ ამის თქმისაგან იკავებდა ვლადი თავს,ამიტომ ცდილობდა არ მეტირა.. და რა თქმა უნდა მისი სახლში მოსვლად გეგმის ნაწილი იყო,მან მომატყუა რომ მეეჭვიანა და აქ საკუთარი ნებით წამოყვანა შემეტავაზებინა..
ეკატერინე მეორეს სასახლის ეზოში მივაბიჯებდი უამრავ ხალხთან ერთად,რომლებიც გზადაგზა უამრავ საჩუქარს მაწვდიდნენ.. როგორც იქნა სასახლის კიბეებამდე მივაღწიეთ.. იქ კი მოშა ქალ დამხვდა,რომელმაც უარმაზარ ყუთს თავი მოხადა და ულამაზესი წითელი კაბა ამოიღო.. სწორედ ისეთი,როგორსაც ზველებურად ატარებდნენ.. ეკატერინეს მეფობის დროს.. იქვე კიბეზე გადამაცვეს და კარებამდე მიმაცილეს..
როგორც კი სასახლის კარები გამიღეს შტრაუსის ვალსი გაისმა.. მკრთალი შუქი აინთო და ჩემს უკან,ეზოში მოწყობილი აურზაური მიჩუმდა..
სასახლეში შევედი და იქ საშა დამხვდა ვარდებით ხელში.. ძალიან ბედნიერი ვიყავი.. მან ჩემი ოცნება აასრულა,, მე ვიყავი ეკატერინეს სასახლეში,მეცვა ულამაზესი კაბა,ჩემს გვერდით საყვარელი მამაკაცი იყო,რომელიც საყვარელ მუსიკაზე ცეკვას მთავაზობდა..
-მე..-დავიწყე საუბარი,მაგრამ საშამ ტუცებზე თითი ამაფარა და საცეკვაოდ გამიწვია..
მუსიკა დასრულდა.. რაღაც ჩემთვის უცნობი მელოდია გაისმა და ვლადმა ორ პერსონაზე გაწყობილ სუფრასთან მიმაცილა..
-ეს როდის მოაწყვე?-ვკითხე აღელვებულმა.
-ღამით გამახსენდა შენი სურვილის შესახებ და აქ გამოვემგზავრე.-მაპატიე,რომ განერვიულე.
-მეგონა რომ გნახავდი ნაწილებად დაგფლეთდი,მაგრამ შენ მე საოცარი სანამაობა მომიწყვე,ამიხდინე ოცნება..
-მოდი ჩვენს მომავალს გაუმარჯოს.-შამპანიური მომაწოდა საშამ და ქართულად წარმოსთქვა..
-გაუმარჯოს..-გავიმეორე მე
რომანტიული ვახშმის შემდეგ ჩვენთვის მოწყობილ ტერასაზე გავედით და ხედით ვტკბებოდით.. უცებ ვარსკვლავი ჩამოვარდა..
-სურვილი ჩაიფიქრე ვარსკვლავი ჩამოვარდა..-საჩქაროდ დავანახე საშკას..
-არასოდეს მიმატოვო..-თვალებში შემომციცინებდა საშა..
-შენ კი არ მომცე მაგის საშვუალება..არასოდეს გამიშვა..-ვთქვი მე და მის წიტელ ტუჩებს დავეწაფე.


პ.ს როგორია?
ჩემს ერთგულ მკითხველს ხვალ სარამოს შევთავაზებ ახალ ისტორიას.. იმედია ისიც მოგეწონებათ.



№1 სტუმარი ani

ნუ ძალიან კარგია რა მეთქმის.... არ ვიცი საშა და კაწინკა ძალიან კარგები არიან ეს ისტორიაც დარჩება ჩემს გონებაში და გულში წარმატებები kissing_heart

 


№2  offline მოდერი The Dreamer

ani
ნუ ძალიან კარგია რა მეთქმის.... არ ვიცი საშა და კაწინკა ძალიან კარგები არიან ეს ისტორიაც დარჩება ჩემს გონებაში და გულში წარმატებები kissing_heart

მადლობა ტკბილო kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო მომეწონა მადლობა წარმატებები ????????????

ძალიან კარგი იყო მომეწონა ძალიან მადლობა წარმატებები ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent