შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძინარე მზეთუნახავო, პრინცი მოვიდა! (12)


18-02-2018, 18:31
ავტორი Mtirala
ნანახია 1 793

ოთო საავადმყოფოდან გავიდა, ეზოს თვალი მოავლო და გოგონას ძებნას შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა სადღაც აქვე იყო, მაინც ნერვები ეშლებოდა, სურდა მალევე დაენახა იგი. ელზა შენობის უკანა ეზოში, პატარა სკამზე, იჯდა. ირგვლივ ნისლი ჩამოწოლილიყო, საითაც არ უნდა გაეხედა მაინც ვერაფერს ხედავდა. შენობები, ხეები, მანქანები ბურუს მოეცვა. მარტო ყოფნა საშიში ჩანდა, მაგრამ შენობის კედელთან მიყუჟული გოგონა ვერც სიცივეს გრძნობდა, ვერც შიშს. მის გულში ქარიშხალი ტრიალებდა, ოთოს ნათქვამი სიტყვები უტრიალებდა გონებაში და ზუსტად ამიტომ ვერ გრძნობდა ვერაფერს. ნაბიჯების ხმამ გამოაფხიზლა გოგონა, ოდნავ შეკრთა, მხოლოდ ახლა გაიაზრა თუ სად იმყოფებოდა. 14 წლის იყო, მაგრამ მაინც შეეშინდა ბნელი ნისლის და ნაბიჯების ხმის. თუმცა მალევე დამშვიდდა, როცა ნაცნობი ხმა შემოესმა. ოთო მისკენ მოემართებოდა და ოდნავ ნაწყენი თვალებით უყურებდა. არ ესიამოვნა გოგონას მარტო ყოფნა, მითუმეტეს ასეთ მიყღუებულ ადგილას.
-ელზა, - დაუძახა ბიჭმა ზურგით მჯდარ გოგონას და მისკენ გაემართა. ყური არ შეუბერტყია, მაინც ნაწყენი იყო თავისი ძმის ძმაკაცზე, საკითარ ძმაზეც, როგორ არ დამიცვაო. ელზა წუწუნებდა, უნდა დავეცვიო, მაგრამ გულის სიღრმეში იცოდა, ამ შემთხვევაში ყველაზე მართალი მაინც ვაჩე იყო და არავინ სხვა. ელზას ხმა არ ამოუღია. ბიჭს ნერვებმა უმტყუნა და მკაცრად ამოთქვა. - ხმა გამეცი!
-ჰო, - ამოილაპარაკა ორი ბგერა და თვალი დაბურულ ჰორიზონტს მოავლო, ოთოსთვის არ შეუხედავს, არ სურდა. გაბრაზებული ან ნაწყენი იყო მასზე. მხოლოდ მისი უხეშად ნათქვამი სიტყვები არ ყოფილა მიზეზი. გაუგებრობა სტკიოდა, თავისი დაბნეულობა სძაგდა და საშინლად ბრაზობდა საკუთარ გაურკვევლობაზე.
-შეიძლება ჩამოვჯვდე?! - ოდნავ დამთბარი, შეცვლილი ხმით ჰკითხა და გვერდით მიიწიეო ანიშნა. პატარა სკამი იყო, ფაქტობრივად მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო დაჯდომა, მაგრამ ოთოს ეს საერთოდ არ აღელვებდა. გოგონა მიიწია, ბიჭი კი ძლივს შეეცადა დამჯდარიყო. ერთმანეთს მხრებით ეკვროდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ელზა გამხდარი იყო, ხოლო ოთო არც ისე დაკუნთული ადვილად უნდა დატეულიყვნენ. შეეძლოთ ერთმანეთს მხრებით არ მიკვროდნენ, ერთმანეთს არ შეხებოდნენ, მაგრამ ალბათ შესცივდათ. გარეთ საგრძნობლად ციოდა, ალბათ სულშიც.
-მიიწიე, რა... რამხელა მხრები გაქვს. - ამოიფრუტუნა გოგონამ და საზურგეს რაც შეიძლება კომფორტულად მიეყრდნო.
-მე კი არ მაქვს დიდი მხრები, შენ ხარ მსუქანი. - გადაიხარხარა ბიჭმა ელზას სახეზე და ანიშნა კაი, დამშვიდდი, ვიხუმრეო.
-კატო როგორი საყვარელია, შენ კი ლაპარაკი დამიშალე. - ოდნავ წყენით ამოილაპარაკა, მაგრამ კატოს ხსენებაზე მაინც გაეღიმა. ძალიან მოეწონა მომავალი "რძალი". ვერც კი გაიაზრა, ზურგით ბიჭს მკერდზე მიეყრდნო და თვალი არე-მარეს მოავლო.
-ბოდიში, იდიოტი ვარ, როგლრც შენ მეძახი ხოლმე. - პატიება სთხოვა, თან ძალიან რომ არ "დაგრუზულიყვნენ" იუმორიც ჩაურთო და კარგად მოკალათებულ გოგონას დახედა. - გცივა? თუ გინდა, შევიდეთ.
-თბილი ხარ. - მთელ სხეულში დაუარა ელექტროდენებმა, გააჟრიალა ოთოს გოგონას სიტყვებზე და ჩაეღიმა. ელზა შეტრიალდა, თავისი წვრილი, თხელი ხელები შემოჰხვია და თავი მის გულ-მკერდზე მოათავსა. გოგონას ყოველ მოქმედებაზე გული საშინლად უჩქარდებოდა ოთოს, პულსაცია მაქსიმუმს აღწევდა და არ შეეძლო ასეთი აშკარა ფაქტი დაემალა. ელზა გრძნობდა თუ როგორ მოქმედებდა ბიჭზე, ეგოისტურად სიგიჟემდე სიამოვნებდა. მის სხეულზე მიკრული თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა, აღარც სიცივე აწუხებდა, აღარც ჩამოწოლილი ნისლი, რომელიც ხასიათს უკარგავდა. ახლა მხოლოდ ბიჭის აჩქარებულ გულის ცემას უგდებდა ყურს, გარე სამყაროს ვერ არჩევდა. მალევე იგრძნო მხრებზე დაკუნთული ხელები და ოდნავ ჩაეღიმა. თავზე ნიკაპი ჩამოადო ოთომ გოგონას, შეეცადა ართქმული გრძნობები დაემალა, გულს ემდუროდა როგორ გამეციო და საკუთარ ფიქრებზე ეცინებოდა.
-ოთო, სიგარეტის სუნი რატომ არ აგდის? - გაეცინა ელზას თავის უაზრო კითხვაზე, მაგრამ აინტერესებდა მხოლოდ მამაკაცის სუნამოს სურნელს რატომ გრძნობდა.
-დღეს არ მომიწევია. - გაეცინა ბიჭსაც და თავზე ხელი დაუსვა.
-შეეშვი?!
-ჰო, ვცდილობ.
-რაღაც, რომ გთხოვო, შემისრულებ?
-მინიმუმ შევეცდები.
-აღარ მოწიო, რა. მაღიზიანებს.
-შენს თავს ვფიცავარ, აღარ მოვწევ.
და მაინც... ჩამოწლილი ბურუსი, გამეფებული სიჩუმე და ორი ადამიანის გულისცემა, ერთმანეთს ერწყმოდა... და იდილიას ჰქმნიდა. ელზას გონებაში მხოლოდ "შენს თავს ვფიცავარ" უტრიალებდა, გაფუჭებული ჩანაწერივით მეორდებოდა გონებაში. დარწმუნებული იყო, ოთო პირობას შეასრულებდა, რაც არ უნდა მომხდარიყო ამ ფიცს არ გატეხდა და წყალში არ ჩაყრიდა ამდენ იდეალურ, ბავშვურ, ლაღ გრძნობას.
და მაინც... როგორი სასიამოვნო იყო ჩამოწოლილი ბურუსი, გამეფებული სიჩუმე და ორი ადამიანის გულისცემა.
როგორი სასიამოვნო, ჟრულიანტელის მომგვრელი იყო "შენს თავს ვფიცავარ".
და...
და როგორი მნიშვნელოვანი იყო უკვე შესრულებული პირობა.
ისხდნენ და აიგნორებდნენ ბოროტ, უგულო სამყაროს.
უყვარდათ ერთმანეთი უპირობოდ, ყველანაირი მიზეზის გარეშე.
არ სტკიოდათ ართქმული გრძნობები, რადგან აჩქარებული პულსაცია იმაზე მეტს იძახდა, ვიდრე საჭირო იყო.

***
-ქრისტი, შეგიძლია მაღაზიაში წახვიდე?! ბექაც გაიყოლე და რამე წესიერი საჭმელი მომიტანე. - კატის თვალებით შეხედა კატომ საუკეთესო დაქალს, ძალიან სურდა წესიერი საჭმელი ეჭამა, თან ბექა და ქრისტინა როგორღაც მარტო დარჩებოდნენ.
-კარგი, მაგრამ მარტოც გავიგნებ გზას. - შეუბღვირა გოგოს და ცხვირი აიბზუა, ბექას გამოყოლა რად მინდაო. თუმცა გულის სიღრმეში როგორ არ უნდოდა, თავს ატყუებდა?! ხო, ალბათ, საკუთარ თავს აღყუებდა და ცდილობდა გარშემო მყოფებიც გაეცურებინა, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, მისი არავის სჯეროდა.
-კატო, არ ინერვიულო, ცოცხალს ჩაგაბარებ. - გაუცინა ბიჭმა, ქრისტინას ხელი მოკიდა და კარისკენ "წაათრია". პალატაში მყოფებს, კატოს და ვაჩეს ხელი დაუქნია და სასაცილოდ თვალი ჩაუკრა. მოფართხალე გოგონას შეუბღვირა, დამშვიდდიო და გასვლისკენ მოუწოდა. ქრსიტინაც მალე დაწყნარდა, მიხვდა შეწინააღმდეგებას აზრი რომ არ გააჩნდა. ბრაზობდა... ყველაზე ბრაზობდა. თავის დაქალზეც, ვაჩეზეც, რა თქმა უნდა, ბექაზეც. საავადმყოფოს დერეფანი უხმოდ გაიარეს და ლიფტში შევიდნენ. ხმა აქაც არცერთს ამოუღია. ბექა ხვდებოდა, რომ ლაპარაკით დისკომფორტს შეუქმნიდა გოგონას და არ ცდილობდა უხეშად ჩარეულიყო მის კომფორტის ზონაში.
-ელზასა და ოთოს შორის... რამე ხდება? - მოულოდნელად იკითხა ქრისტინამ და თავის ეჭვების დადასტურებას შეუდგა.
-შენც შეამჩნიე?! - ცალყბად ჩაიცინა ბიჭმა და მომავალი წყვილის გახსენებაზე თვალები თბილად აუბრჭყვიალდა.
-ბავშვია ჯერ, ელზა.
-როგორ შეხედა, ხო?! - ირონიული მზერა მიაპყრო ბექამ ლამაზ გოგონას და თვალებში ჩამდგარი სითბო თითქოს გაქრაო. არ მოეწონა გოგონას რეპლიკა. მერე რა, რომ ბავშვი იყო ელზა? ამით სიყვარული კნინდებოდა? თუ, არ შეიძლებოდა "ბავშვის" შეყვარება? ქრისტინას ასეთი სიყვარულის არ სწამდა, ზოგადად სიყვარულის არც სწამდა. ზუსტად ამიტომ შეეცვალა ბექას სახე, მიხვდა ყველაფერს და უკმაყოფილოდ დაიჭყანა. გოგონას აზრით, ოთოს ახირება იყო ელზა და არა სიყვარული. - ცდები, ძალიან ცდები.
-რაში ვცდები?!
-შენ გგონია, რომ ოთომ უბრალოდ აიჩემა ელზა და მას ასაკის გამო სერიოზულად არ შეხედავს.
-ასე, არ მგონია, შენვე ცდები. - შეკრთა, მიხვდა რომ ბიჭმა მისი აზრები გადასარევად წაიკითხა. მაინც შეეცადა აღელვება დაეფარა.
-საერთოდ ნუ ვილაპარაკებ მათზე, მათი საქმეა და არა ჩვენი.
-მე... - ამოიოხრა ერთი სიტყვა და შეეცადა თავი გაემართლება. თუმცა ბექას მისთვის არ მოუსმენია, მანქანასკენ უბიძგა და ჩასხდომისკენ მოუწოდა. ბიჭი არ ბრაზობდა მასზე, იცოდა გულნატკენი იყო გოგონა. ისიც იცოდა, მრავალი რამე რომ ჰქონდა გამოვლილი, მაგრამ არ ესიამოვნა სიყვარულის მიმართ ასეთი გულგრილი დამოკიდებულება.
-ოდესმე გყვარებია?! - ჰკითხა მოულოდნელად ბექამ.
-რაა?.. - ოდნავ გაოცდა გოგონა და უეცარმა კითხვამ ძალიან დააბნია. თვალები აუწყლიანდა და ოდნავ გაეღიმა. - არ მყვარებია, თუ ქალ-ვაჟურ სიყვარულს გულისხმობ. მაგრამ მე სულ შეყვარებული ვარ... შეყვარებული ვარ კატოზე, ვახო ბიძიაზე, მათ სახლზე, ჩემს ქუჩაზე... ნაყინზე, პატარა ბავშვებზე... შეყვარებული ვარ მთვარზე, მზეზე, ნათელ ღრუბლებზე და ბნელ ღრუბლებზეც კი, შენ წარმოიდგინე. შეყვარებული ვარ სიცოცხლეზე, სიყვარულზე ვარ შეყვარებული. მაგრამ ხანდახან გაუაზრებლად ვლაპარაკობ... - საუბრობდა და სევდიანი ღიმილი სახიდან არ შორდებოდა. ძალიან მოსწონდა მანქანაში გამეფებული სიჩუმე, გული აჩქარებულად უცემდა, რადიო ჩუმად ზუზუნებდა და არ ღელავდა ორი ადამიანის აჩქარებულ გულისცემაზე. აქაც გული ამბობდა სათქმელს, არ სჭირდებოდა სიტყვები მათ მდგომარეობას. არ იყო ზედმეტი ლაყბლბა საჭირო, ემოციები და გრძნობები მათში ისედაც დუღდა.
-გადმოდი, - ჩაილპარაკა ოდნავ ხმადაბლა ბიჭმა და მაღაზიასთან გაჩერებული, მანქანიდან გადმოვიდა. გოგონას კარი გაუღო, გადმოსვლაში მიეხმარა და მანქანა თითის ერთი მოძრაობით მანქანა ჩაკეტა. სუპერმარკეტში ბევრი მყიდველი მოგროვებულიყო, სალაროსთანაც საკმაო რიგი იდგა. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ციოდა, მაღაზიაში სასიამოვნო სითბო იდგა. მყუდროებას არც ხალხის ჩუმი ზუზუნი არღვევდა, პირიქით ახლადშემოსლების ყურს ძალიან ესიამოვნა.
-კატოს რა უყვარს? - ინტერესით იკითხა ბექამ და ხილის დახლებისკენ წავიდა.
-ვაშლი. - გაეცინა გოგონას და წითელ ვაშლს დაწვდა. - დარწმუნებული ვარ მოეწონება.
-კიდევ?!
-წამოდი, იოგურტები ვუყიდოთ. - თხელი ხელი მაჯაში ჩაავლო ქრისტინამ ბიჭს და სირბილით მიიყვანა სასურველ ადგილას. თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა, თითქოს იოგურტს კი არა ბრილიანტებს უყურებდა. მაგრამ რა ექნა?! აფრენდა, ეკეტებოდა ალუბლის იოგურტზე. - აუ, ბექა ბევრი ვიყიდოთ, რა. - კატის თვალებით უყურებდა ბიჭს და ხელზე ეპონწიალებოდა.
-გიყიდი, გიყიდი, მაგრამ კატოს რა ვუყიდოთ ის მითხარი ჯერ.
-წამოდი, ავარჩიოთ.
***
პალატაში მხოლოდ ვაჩე და კატო იყვნენ, ხმამაღლა იცინოდნენ მათ მეგობრებზე და მათ შორის არსებული გრძნობები ძალიან შესამჩნევი იყო მათთვის.
-ისე, კატო, როდის უნდა გაგწერონ? - ჰკითხა ორწუთიანი დუმილის შემდეგ ვაჩემ და გაუღიმა.
-არ ვიცი, მგონი მალე. - ღიმილითვე უპასუხა გოგონამაც და თვალები ოდნავ დაუსევდიანდა. თითქოს არ სურდა აქედან წასვლა, რადგან ეგონა ვაჩეს ვერღარ ნახავდა ასე ხშირად. ვერც ახლადშეძენილ მეგობრებთან ერთად გაერთობოდა. ბიჭი მიუხვდა დასევდიანების მიზეზს, მასთან ახლოს ჩამოჯდა, საყვარლად გაუღიმა და ხელი ლოყაზე ჩამოუსვა.
-არ ინერვიულო, რა. ძალიან ხშირად გგნახავ, გპირდები. - თვალები გაუბრწყინდა კატოს, იმედი მიეცა, იცოდა მისი გრძნობები კიდევ უფრო გაღრმავდებოდა. იცოდა, ბიჭი დანაპირებს აუცილებლად შეუსრულებდა და ეს სიგიჟემდე უხაროდა. მიუხედავად მისი ბედნიერებისა, მაინც ჰქონდა გულზე მწარე ნაიარევები. რამდენჯერაც მარტო რჩებოდა, იმდენჯერ ახსენდებოდა მისი ტყუპი, ვახოც, "დედამისიც" და გული ეფლითებოდა მათ ქცევაზე. ვახოს, რა თქმა უნდა, აპატია. მაგრამ ელოდებოდა როდის გამოჩნდებოდა მამამისი. თუმცა უკვე ორი დღე იყო გასული არ გამოჩენილა. მასაც არ გასჩენია ინიციატივა დაერეკა, რაადგან იცოდა ახლა ძალიან უჭირდა და დარეკვით კიდევ უფრო დააბნევდა, შეხორცებულ ჭრილობებს გაუხსნიდა და ატკენდა.
-ვაჩე, ელზასაც ხო მომიყვან ხოლმე?! - წამწამები აახამხმა და შეეცადა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.
-მე ციხეში რომც გამოვკეტო ელზა, მაინც მოაღწევს შენამდე ისე მოეწონე. - გაეცინა ბიჭსაც და ტელეფონს დახედა.
-ოთო კარგი ბიჭია ძალიან. - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და ანიშნა "სიძედ გამოდგებაო".
-საერთოდ, მაგას ნუ მიხსენებ. - გაიბუსხა ვაჩე და თავი მიატრიალა. - მაგ თემაზე მე და ბექამ ბევრი ვიჩხუბეთ, ოთოსაც ველაპარაკე და ძლივს მოვგვარდით.
-არადა, ძალიან კარგად იცი ყველაფერი. ოთო უბრალოდ ვერ ატკენს გულს ელზას. -ატკენს და სამუდამოდ აორთქლდება დედამიწიდან. - გაეცინა საკუთარ მუქარაზე და თითქოს არ მოეწონა "მკაცრი ძამიკოს" როლის თამაში.
-მოვედით. - შემოაღო კარი ელზამ და კატოსთან მიირბინა. ოთომ თვალი გააყოლა და თბილად აუბრჭყვილდა ულამაზესი თვალები.
-მოვიდა მზე და გამათბო უკვე. - გაუღიმა კატომ გოგონას. უზომოდ ესიამოვნა ელზას ასეთი კომპლიმენტი. გაიბადრა და გაბრწყინებულმა გახედა უფროს ძმას. თითქოს მისი თვალები იძახდნენ, კარგი გოგო აარჩიეო. ვაჩესაც გაეცინა და შემოსულ ძმაკაცს მხარზე ხელი დაჰკრა.
-გარეთ არ ცივა? - იკითხა კატომ.
-რავი, არც ისე. - ეშმაკურად გაეცინა ოთოს და ჩახუტებისგან გამოწვეული სითბო და ელექტროდენები ახლაც შერჩენოდა. ელზას ლოყები ოდნავ შეუწითლდა და სირცხვილის გრძნობის დასაფარად გაეცინა. - ბექა და ქრისტინა სად არიან?
-მაღაზიაში გავუშვი. - გაუღიმა კატომ.
-დახოცავენ ერთმანეთს.
-ნურას უკაცრავად, რა. ჩემი ბექა არ იჭრება ეგეთებში. - ენა გამოუყო ელზამ დანარჩენებს და ახარხარებული მეგობრები დააიგნორა.



ესეც ახალი თავი! :დდ
ვიცი უნამუსო ვარ :დდ
1-2 თავში სავარაუდოდ დასრულდება!
ველი თქვენს აზრს, მიყვარხართ და მაბედნიერებთ



№1  offline წევრი talia

აუ ელზაზე და ოთოზე დადე რა მთელი ერთი თავი გთხოოვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვ.

 


№2  offline წევრი Mtirala

talia
აუ ელზაზე და ოთოზე დადე რა მთელი ერთი თავი გთხოოვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვ.

როგორ შეგპირდე რამეს?! :((( მეც ძალიან შემიყვარდა ეს წყვილი, არადა გეგმაში საერთოდ არ მქონია... თუმცა უნდა გამიგოთ. სამივე წყვილი მნიშვნელოვანია, მაგრამ ალბათ წინა პლანზე მაინც ვაჩე და კატო არიან. ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№3  offline წევრი kaisha13

ჩემო გოგოო უმაგრესი მყავხაარ :* ასე რაა ძლივს არ მეყო ჩემი ელზა და ოთოო:))) რა საყვარლობა თავი იყოო კარგი ხარ წარმატებებიიი:*

 


№4  offline წევრი Mtirala

kaisha13
ჩემო გოგოო უმაგრესი მყავხაარ :* ასე რაა ძლივს არ მეყო ჩემი ელზა და ოთოო:))) რა საყვარლობა თავი იყოო კარგი ხარ წარმატებებიიი:*

უხხ, კაიშა'ვ! როგორ მაბედნიერებ და მახარებ!
ჩემი გაბედნირების, გაღმიების და დადებითი ემოციების მიზეზი ხარ შენ!
მადლობა ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

რაკააი იიყოოო და როგორრ გამიხარდაა ახალი თავიი რომ დავინახეე ♥♥♥ძალიაან მომეწონა ნუ ყველა თავი კარგია მაგრამ მონატრებულზე უფრო კაი ყოფილა :დ ♥♥♥
მოკლეედ უფრო მეტი მინდა არ მყოფნის :დდ ♥♥♥
წარმატებები და არ დააგვიანო♥♥

 


№6  offline წევრი Mtirala

ტკბილიწიწაკა
რაკააი იიყოოო და როგორრ გამიხარდაა ახალი თავიი რომ დავინახეე ♥♥♥ძალიაან მომეწონა ნუ ყველა თავი კარგია მაგრამ მონატრებულზე უფრო კაი ყოფილა :დ ♥♥♥
მოკლეედ უფრო მეტი მინდა არ მყოფნის :დდ ♥♥♥
წარმატებები და არ დააგვიანო♥♥

ტკბილო წიწაკა'ვ! <3
როგორ გამახარე და გამაბედნიერე, ჩემო საყვარელო. <3
მიხარია, რომ მოგწონს და ელოდები <3
დიდი მადლობა და იმედია არ დაგაღალატებ <3
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№7 სტუმარი Gggg

Ici rogori istoriebi arsebobs ai ro gaiweleba da ro agaraa saintereso magram es ai saocrebaaa gansakutrebjt elza da oto miyvars dzalian kargad wer mgoni am istoriaze mak ukve datovebuli comi male dade torem dzalian martivad moval da mogklavjoy joy

 


№8  offline წევრი Mtirala

Gggg
Ici rogori istoriebi arsebobs ai ro gaiweleba da ro agaraa saintereso magram es ai saocrebaaa gansakutrebjt elza da oto miyvars dzalian kargad wer mgoni am istoriaze mak ukve datovebuli comi male dade torem dzalian martivad moval da mogklavjoy joy

მუქარა მიღებულია :დდდ
მიხარია ოთო და ელზა ასე ძალიან რომ მოგწონს <3
არ მინდა ეს ისტორია ზუსტად ისეთ ისტორიებს დაემსგავსოს როგორიც ახსენე, ამიტომ გადავწყვიტე მალე დავასრულო <3
თუმცა მე პირადად ძალიან მომენატრება :დ <3
მადლობა ძალიან დიდი <3
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№9 სტუმარი სტუმარი ლანა

ააუ მალე დადე ხოლმე რა ყოველდღე შეემოვდივარ სპეციალურად როვნახო დევს თუ არა დდ ისე ძაან მაგარი მოთხრობაა ძაან მომეეწონა ასეგააგრძელე ????

 


№10  offline წევრი Mtirala

სტუმარი ლანა
ააუ მალე დადე ხოლმე რა ყოველდღე შეემოვდივარ სპეციალურად როვნახო დევს თუ არა დდ ისე ძაან მაგარი მოთხრობაა ძაან მომეეწონა ასეგააგრძელე ????

ძალიან დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო heart_eyes ძალიან გამახარე kissing_heart ჩემი პატარა ისტორია დასასრულს უახლოვდება და ამის გამო ბევრი ფიქრი და კარგი მუზა მჭირდება heart_eyes
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№11 სტუმარი )))

მგონი დავავიწყდით ????????????????????

 


№12  offline წევრი Mtirala

)))
მგონი დავავიწყდით ????????????????????

როგორ გეკადრება?! sob ბო-დი-ში cry
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№13  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

რა ხდებაააააააა?

 


№14  offline წევრი Mtirala

ანი ანი
რა ხდებაააააააა?

უნამუსობის პიკი ვარ sob sob sob
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№15  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Mtirala
ანი ანი
რა ხდებაააააააა?

უნამუსობის პიკი ვარ sob sob sob

არ გეწყინოს მაგრამ ვერ შეგედავები... როდის დადებ ან თუ აპირებ გაგრძელებას საერთოდ?!

 


№16  offline წევრი Mtirala

ანი ანი
Mtirala
ანი ანი
რა ხდებაააააააა?

უნამუსობის პიკი ვარ sob sob sob

არ გეწყინოს მაგრამ ვერ შეგედავები... როდის დადებ ან თუ აპირებ გაგრძელებას საერთოდ?!

რა არის აქ საწყენი? :))) ❤ დასასრულს ვწერ, ნუ, ვცდილობ მაინც. :დ ❤ მადლობა, ძალიან დიდი ❤ ჩემი სტიმული ხარ ❤ მაგრამ მართლა გადატვირთული პერიოდი მაქვს :(((( აქაც ვწუწუნებ :დდდ
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent