შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არანორმალური (15)


18-02-2018, 22:09
ავტორი Lily Morgan
ნანახია 1 962

ტელეფონი რეკვას არ წყვეტს, ასე რომ ნელა გადავიხარე ტუმბოსკენ და ტელეფონს არც დავხედე ისე ვუპასუხე:
-იმედი მაქვს კარგი მიზეზი გაქვთ, ამ დილაუთენია რომ მაღვიძებთ! – ვამბობ ნახევრად მძინარე.
-ბაბი ბოდიში გაღვიძებისთვის, უბრალოდ მეგონა უკვე გეღვიძებოდა – მესმის მეორე მხრიდან სალომეს ნაზი ხმა.
-სალო როგორ ხარ? – მაშინვე წამოვფრინდი ლოგინიდან.
-კარგად შენ? იცი იმედი მქონდა ლუკა გეტყოდა, რომ შენ უწევ ორგანიზებას ჩვენს ქორწილს – მითხრა მორცხვად – გითხრა?
-კი, კი მომახსენა ყველაფერი!
-ანუ თუ არ შეგიძლია, არ არის პრობლემა, მართლა! ავიყვან მაშინ ვინ...
-არა! არა! – გავაწყვეტინე მაშინვე – ჩემს ძმას მანამდეც ვეხვეწებოდი, რომ მე ვიქნები ორგანიზატორითქო და ამანაც იპოვა ჩემი გასამწარებელი მიზეზი, ხოდა თქვენი გადაწყვეტილების შესახებ არ მეუბნებოდა. მითხრა ვერ შეძლებო და კინაღამ გავგლიჯე შუაზე. მაგრამ მერე სანდრომ მომახსენა რასაც აპირებდით. – მოვუყევი ყველაფერი მაშინვე სიცილით.
-კარგი, მაშინ დღეს მე ჩემს მეჯვარეს მივყვები კაბის ასარჩევად. ჩემი ბავშვობის მეგობარია და იქიდან შეგხვდები შენ, მაია დეიდასთან კაი?
-კი ბატონო! მაშინ მაღაზიიდან რომ გამოხვალთ დამირეკე! ისე ლუკას მეჯვარე ვინ არის კი არ ვიცი!
-როგორც ვიცი, ნოე! კაი აბა წავედი და შეგეხმიანები!
-გასაგებია! აბა დროებით – მითხრა და გამითიშა.
კვლავ ლოგინში რომ ჩავთბი, მერე მარტო მივხვდი რომ ვიღაცას გადმოვუყვანივარ, რადგან წუხელ აშკარად ფილმის ყურებისას ჩამეძინა, სანდროს მხარზე. აუ დღეს რამდენი საქმეა. ისევ ზარია ტელეფონზე.
-ხო სალი, დაგავიწყდა რამე? – არც დავხედე ტელეფონს ისე ვიკითხე.
-დილა მშვიდობისა არანორმალურო! – მესმის ნოეს თბილი ხმა.
-დილა მშვიდობისა ბატონო უშანგი! მადლობა მეც კარგად ვარ. ახლა მომისმინე დღეს ბევრი საქმე მაქვს, ხოდა მომეხმარები? – ყველაფერი ერთ ამოსუნთქვაში მივაყარე.
-თუ დამშვიდდები და კარებს გამიღებ აუცილებლად! – მეუბნება სიცილით.
-უი ახლავე! – სასწრაფოდ წამოვხტი, ხალათი შემოვიცვი და კარები გავაღე.
-ქალბატონო ჟანა, თქვენს მონა-მორჩილად მიგულეთ! – მითხრა სიცილით, ყურმილი დაკიდა და თავიდან ბოლომდე შემათვალიერა.
კარები დახურა, მისკენ მიმიზიდა და ვნებიანად მაკოცა. მეც ოდნავ მოვახტი, წელზე შემოვხვიე ფეხები, კისერზე ხელები და დავეწაფე მის ტუჩებს. ოთახისკენ წავედით და ამ დროს მეორე ოთახიდან სანდრო გამოვიდა თვალების ფშვნეტით.
-დილა მშვიდ... – შემოგვხედა, გაშტერდა და ჯერ გაკვირვებული გვიყურებდა, მერე კი თვალებზე ხელები აიფარა და ყვირილი დაიწყო – ბოდიშით! ბოდიშით! მე შევალ ოთახში! თვრამეტი პლიუსისთვის ჯერ ძალიან პატარა ვარ – თქვა და სიცილით ოთახში შევარდა.
მე და ნოემ ერთმანეთს გადავხედეთ და სიცილი აგვიტყდა. მერე ნელა დამსვა და კედელზე ამაკრო. ტუჩები ნაზად დამიკოცნა.
-მაგიჟებ! – მითხრა და ვნებით ანთებული თვალებით შემომხედა – ძალიან მიყვარხარ!
-მეც, მეც ძალიან მიყვარხარ! – ვეუბნები და მერე სიცილს ვიწყებ – რატომღაც მეგონა მარტო ვიყავით სახლში!
-მეც კარები რომ არავინ გამიღო, ასე მეგონა და თან ამ მოკლე და თხელ ხალათში რომ დაგინახე ცდუნებას ვეღარ გავუძელი! – თქვა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, შემდეგ კი ვნებიანად შემათვალიერა.
-იცი რა?! – ვეუბნები და თან ჩემკენ ვიზიდავ
-რა?! – მეუბნება და ტუჩებზე ნაზად მკოცნის.
-რა და დღეს ბევრი საქმე გვაქვს და შენ ჩემი დამხმარე ხარ! – ვამბობ და სიცილით ვიშორებ თავიდან.
-არანორმალურო! – მეუბნება ნოეც სიცილით.
-გამოვიცვლი და გამოვალ მალე – ვთქვი, ოთახში შევედი და ნოეს ცხვირწინ მივუხურე კარები.
სასწრაფოდ გამოვიცვალე, თმა ავიწიე, კედები ჩავიცვი და სანდროს ოთახში გავედი.
-ოე ბიჭი მე მივდივარ და შენ რას აპირებ დღეს?!
ბალიშიდან ნელა წევს თავს და მეუბნება
-დღეს დეენემის ანალიზის გასაკეთებლად მივდივარ და ხვალიდან მუშაობას ვიწყებ თქვენს კომპანიაში! – ამბობს და ლოგინიდან დგება – ანუ შემიძლია გამოვიდე ხო? – ამბობს თვალების ჟუჟუნით.
-აუ ახლა არ დაიწყო – ვამბობ სიცილით – ძმა ხარ თუ ჭორიკანა მეზობელი, რა უბედურებაა?
-აბა რა გინდა ჩავიდე და ნოე ხმლით ავკუწო, სანამ ცოლად არ მოიყვან, არ შეეხო ჩემს დასთქო? – მეკითხება გაკვირვებული და მერე იცინის.
-აუ კაი ხო, მიდი ჩაიცვი! – ვეუბნები და შუბლზე ვკოცნი – უი ჩემს საწოლში როგორ აღმოვჩნდი?
-ჩემი საოცარი კუნთების დახმარებით – მეუბნება და თავის კუნთებს უწყებს კოცნას.
-ცანცარა! – ვამბობ სიცილით და ოთახიდან გავდივარ.
სასწრაფოდ ვისაუზმეთ და სახლიდან გავედით. ამ დროს ტელეფონზე სალომე მირეკავს.
-ალო ბაბი, მე 5 წუთში ვიქნები მაია დეიდასთან და შენ რას შვრები?
-მეც იქ ვარ რამდენიმე წუთში! – ვუთხარი ღიმილით გავუთიშე.
მალე მანქანაში ვიჯექით მე დ ნოე.
-ლუკას მეჯვარე შენ ხარ? – ვეკითხები ინტერესით.
-კი, მთხოვა და უარს ხომ არ ვეტყოდი! – მითხრა ღიმილით.
-მშვენიერია! მაგარია ძალიან – ვთქვი მხიარულად და ღვედი შევიკარი.
მალე მაია დეიდას კაფეში ვიყავით. სალომე მაშინვე მომხვდა თვალში. წინ, ჩვენკენ ზურგით ვიღაც გოგო ეჯდა. ალბათ მისი ბავშვობის მეგობარია. მივედით და ჯერ სალომე გადავკოცნე, შემდეგ კი იმ გოგოსაც გავხედე და შემრჩა ხელში ანკა.
-ნოე?! ბაბი?! ვაიმე რა მაგარიააა! – დაიწყო უაზროდ წიკვინი ანკამ – მოიცადე აუ შენ ხარ ლუკას და? – მეკითხება გაკვირვებული ანკა.
-კი ძვირფასო მე ვარ – ვეუბნები და ძალით ვუღიმი.
-ნოე შენ აქ რას აკეთებ?!
-ჩემს შეყვარებულს ვეხმარები, არ შეიძლება? – ეუბნება ანკას და ირონიულად უღიმის.
-როგორ არ შეიძლება! პირიქით ძალიან მაგარია! ესეიგი ლუკას მეჯვარე შენ ხარ? მითხრეს ნოე ჰქვიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი შენ თუ იქნებოდი?! – ეკითხება ნოეს ბედნიერი.
-კი მე ვარ! – მოკლედ პასუხობს ნოეს.
-რატომ არ ჯდებით? – გვკითხა სალომემ – დაჯექით! დაჯექით!
დამავლო სალომემ ხელი და გვერდით დამისვა. ნოესაც სხვა გზა არ ჰქონდა და ანკას მიუჯდა გვერდით. გაბრაზებისგან ტვინში სისხლი ჩამექცა, მაგრამ არ შევიმჩნიე, იმიტომ რომ ნოესი მჯეროდა და ვენდობოდი.
დავიწყეთ მე და სალომემ ქორწილის განხილვა. მეც მოვიმარჯვე კალამი და რვეული და ჩავიწერე რა როგორ უნდოდა. რაღაცეები მეც ვკითხე და მოკლედ ძალიან გავერთე საქმეებში. საუბარში ისე გავიდა დრო, რომ ვერც გავიაზრე. ამ დროს ნოე და ანკა წინ მეჯდნენ და წყნარად საუბრობდნენ მეჯვარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ხანდახან ნოესკენ გამირბოდა თვალი, მაგრამ მერე კვლავ საქმეს ვუბრუნდებოდი. მოკლედ საუბარს რომ მოვრჩით მე და სალომე, ნოესაც ვუშველე და წამოვედით.
-ახლა საით? – მეკითხება ღიმილით – ეს ვინ არის ტოო... გამომაშტერა ისეთები მითხრა. რას იცმევო, რომ მეჯვარეებს დაახლოებით ერთ ფერში გვეცვასო, მერე მითხრა ეს ბაბი მართლა გიყვარსო, რაღაცნაირი უცნაური და სწერვა გოგოაო.
-ვაიმე, რა საზიზღრობები ულაპარაკია! დამპალი! სწერვობა აწი ნახოს მაგან! – ვუთხარი და გაბრაზებული დავესვენე მანქანის სავარძელში.
-იმ გოგოს გამო ნუ ბრაზობ კარგი?! ვერ ვიტან შენ რომ ვიღაც გაბრაზებს! – მითხრა და ჩამეხუტა.
კიდევ ბევრი ვიარეთ. რამდენიმე ადგილას მომიწია წასვლა და ამბების გარკვევა.პირველ რიგში ადგილი შევარჩიეთ, შემდეგ მოსაწვევი ბარათების რამდენიმე დიზაინი შევარჩიე, რაც ჩემი აზრით ჩაჯდებოდა სალომეს გემოვნებაში. მოკლედ ბევრი ვიარე და დაღლილი დავბრუნდი სახლში.
-აბა როგორ მოიარეთ? – მკითხა ტელევიზორთან მჯდარმა სანდრომ.
-დავიღალე ძალიან! – ვთქვი დაღლილმა და ძმას გვერდით მივუჯექი – ძამიკო რაღაც უნდა გკითხო!
-აბა გისმენ!
-ეჭვიანობას როგორ ვუშველო?! – ვეკითხები და მაშინვე ვნანობ.
-ვისზე ეჭვიანობ გოგო ნუ გამაგიჟე... ნოე გაძლევს ეჭვიანობის საფუძველს?! – თქვა მკაცრი ტონით.
-არა, არა! – მაშინვე დავაწყნარე და სიტუაცია ავუხსენი.
-უიმე შენ რა გითხარი ტოო! რა გაქვს საეჭვიანო! თან თუ მეგობრები არიან. გასაგებია, რომ იმ გოგოს მოსწონს მაგრამ, ნოეს ხომ იცი რომ შენ უყვარხარ?! ხოდა რაღა გაეჭვიანებს! ჩერჩეტო!– მეუბნება სანდრო და თავზე მკოცნის.
მეც დავწყნარდი და ოთახში ავედი. ვიფიქრე ცოტახანი წამოვწვები, დავისვენებ და მერე ავდგებითქო, მაგრამ ჩემი ბალიშზე თავის დადება და ძილი ერთი იყო.
აი ასე გრძელდებოდა რამდენიმე კვირა. მთელი დღე გარეთ ვიყავი ან ტელეფონზე ვეკიდე. ხანდახან ნოეც მეხმარებოდა, ხან ისიც სამსახურში იყო და მალე მთლიანად მოვწყდი ყოველდღიური ცხოვრების რიტმს. მთელი დღე სალომესთან ერთად დავრბოდი. ხან ვინმეს ვეჩხუბებოდი ფასის დაკლებაზე, ხან მოსაწვევებს ვარიგებდი, ხან მენიუს ვარჩევდით, ხან ტორტს. მოკლედ უამრავი საქმე იყო და ეს სამი კვირა ისე გაფრინდა ვერც გავიაზრე.

###
ახლა მომიტევეთ თავის სიმწირე, შემდეგი თავი იქნება რაღაც ბუმი და იმიტომ გამოვიდა ეს თავი ასეთი პატარა მიყვარხართ და მადლობა თქვენი საყვარლობა კომენტარებისთვის, რომლებსაც დროის არ ქონის გამო ვერ ვპასუხობ!



№1 სტუმარი Nn

Dalian magaria veli, shemdeg tavs ❤❤❤❤

 


ძალიან კარგია.მიყვარს მე ეს ისტორია ავტორითურთ! heart_eyes

 


№3  offline წევრი Lily Morgan

Nn
Dalian magaria veli, shemdeg tavs ❤❤❤❤

მადლობა საყვარელო <3 <3 <3

მწვანეთვალებაგოგო
ძალიან კარგია.მიყვარს მე ეს ისტორია ავტორითურთ! heart_eyes

ავტორსაც ძალიან უყვარხარ! <3 <3 <3 <3

 


№4  offline წევრი ქეთიtaisia

ძალიან მომწონს ????
ველი სულმოუთქმელად ახალ თაააავს❤❤❤ მიყვარხარ ძალიან ძალიააან ❤❤❤

 


№5 სტუმარი ani gafrindashvili

Dzalian kargia warmatebebii <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent