სიჩუმე,ჩემთან [5 თავი]
-მარიამ,როგორ ხარ-გამიღიმა ლექსომ,მთელ სახეზე წამოვწითლდი,მეგონა მეჩვენებოდა.ყველას გადავხედე,სიტუაცია რომ გამეაზრებინა.დავწრმუნდი რომ ნამდვილად სალომეს დაბადების დღეზე ვიყავი,ის კი მე მომმართავდა. -კარგად,რავიცი.შენ?-ჩუმად ვუთხარი.მაკვირდებოდა,თითქოს პირველად მხედავდა. -ისევ ისე,როგორც მაშინ,პირველად აქ რო გაგიცანი-მითხრა გამომწვევი ღიმილით და ტუჩები გაილოკა -ხო-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე -ისე რა უცნაურია არა? მაშინ როგორი ამაყი იყავი,ახლა მგონი ფრთები მოგტყდა-სიცილით მითხრა.ზურგი ვაქციე და აივანზე გავედი.დავიღალე დამცირებით.როგორც ჩანს,გამომყვა. -კარგი რა,ვხუმრობ-მუცელზე მისი ხელები ვიგრძენი,მიმიხუტა. -ლექსო,გთხოვ..არა,რა-ჩურჩულით ვუთხარი.მისკენ შევტრიალდი და გაკვირვებულ მზერას შევეჯახე. -რას? -ნუ მაწვალებ.გთხოვ.ხო მითხარი ბოლოჯერ გხედავო? მართლა ბევრი ვეცადე რო გაგეგო,როგორ ვნანობდი მარა უფრო მტკენდი,ყოველ შხვედრაზე,უფრო მეტად.არც ერთი ნერვი აღარ შემრჩა რო ამას გავუძლო.-ჩქარად ვუთხარი,შიგნით შევედი და ბავშვებს დავემშვიდობე. გარეთ იმაზე მეტად ციოდა,ვიდრე ველოდი. ისე ვლანძღავდი ჩემ თავს,ამ თხელი მაისურისთის,რომ ვერც კი გავიგე,როგორ გამიჩერა მანქანა ლექსომ. -ჩაჯექი,ყინავს-თბილად მითხრა,გამაჟრჟოლა.ყურადღება არ მივაქციე,გზას ვუყურებდი ტაქსი რო დამეჭირა. -ნუ ბავშვობ მარიამ,ჩაჯექი-კვლავ დავაიგნორე -ამის დედაც-უხეშად თქვა და გადმოვიდა.-ბოლოჯერ გეუბნები,ჩაჯდე,ეს დედა ********-ღრმად ჩავისუნთქე და კარი გამოვაღე,თვითონაც ჩაჯდა. უხმოდ დაძრა მანქანა,დოლიძეზე რო არ აუხვია, ეგრევე ვკითხე -ჩემი მისამართი დაგავიწყდა? -არა,უბრალოდ არ მიდიხარ სახლში -ლექსო,სახლში მინდა და უნდა წამიყვანო -ეს „უნდა“ რა არის?-გამიცინა -ნუ მიშლი ნერვებს,გააჩერე რა-ხმას არ იღებდა.-ლექსო,გთხოვ.უჭველ... -მომენატრე-არ დამაცადა.ამ ერთ სიტყვაში ისეთი ვნება ვიგრძენი,წამით ჭკუიდან გადავედი.ისეტი ტემბრით მითხრა,მთელი ჩემი სხეული მოიცვა.ყურებამდე გამეღიმა. -ლექსო,მეც მომენატრე.ხო იცი ? -ვიცი-ისევ ისე მითხრა,მეგონა პირი გამეხეოდა ისე ვიღიმოდი.ვერაფერს ვამბობდი,უბრალოდ ვუყურებდი.მუხლზე მისი ხელი რო ვიგრძენი,უკვე ზედმეტად ბედნიერი ვიყავი.ნელა მეფერებოდა ცერა თითით. -რაც არ უნდა მითხრა,გამიკეთო.ხო იცი არა? ვერაფერი ვერ დამავიწყებს შენ თავს,დედა ***** ყველა იმ საქციელის რომელმაც გული გატკინა.ხო ხვდები არა? პროსტა,ვერ ვწვავდი რატო გამიკეთე ეგ.მარა მე და შენ? ერთად უნდა ვიყოთ,უეჭველი.მიყვარხარ,გიყვარვარ.მორჩა რა,ცვეტში მორჩა.მინდა რო სუ ჩემთან იყო,დალშე ,რაც იქნება,იქნება.-მართლა ვერ ვხვდებოდი ლექსო მელაპარაკებოდა თუ არა.ბედნიერება? რა მოსატანია,უბედნიერესი ვიყავი და ვერ ავღწერ იმ გრძნობას რომელიც მთელ ჩემ სხეულს დაპატრონებოდა. -მართლა ამბობ?-გულწრფელად ვკითხე -მეღადავები ტო?-გამიღიმა-ხო მარიამ,მართლა.კაი რა,ეგრე აღარ მენდობი? -ლექსო,მე ის მიკვირს,შენ რო ისევ გიყვარვარ.არ მეგონა,რო კიდ.. -დაიკიდე,არც მე მეგონა.მარა ეხა ესეა და ესე უნდა იყოს ****** უნივერსიტეტიან გამოვდიოდი,ლექსოს რო მოვკარი თვალი.ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. მიუხედევად იმისა რომ,2 თვის გაცნობილი მყავდა,ჰაერივით მჭირდებოდა.როცა მას არ ვნახულობდი,მკვდარი ვიყავი. -მოხვედი? -არა,ღადაობ?-სიცილით მითხრა და ყელში მაკოცა -გოგოებთან რო უნდა წავსულიყავი? -ცოტა მერე რო წახვიდე?-უკვე მანქანაში ვიჯექით-პროსტა რაღაც ადგილი ვნახე და მინდა რო იქ წაგიყვანო -კარგი-ღიმილით ვუთხარი დაახლოებით 15 წუთში,იმ ადგილას მივედით,რომელიც იმ დღიდან ჩვენი ადგილი გახდა.ჩვეულებრივი იყო თითქოს ფერადი სკამები,პატარა მაგიდები და მხიარული მიმტანები. -რა ლამაზია აქაურობა-ღიმილს ვერ ვიკავებდი -ზუსტად ვიცოდი რო მოგეწონებოდა,შენც ხო ესეთი უბრალო,თან განსაკუთრებული ხარ -მიყვარხარ,ხო იცი? -მიყვარხარ-გაიმეორა და მთელი სხეულით მიმიხუტა ****** მანქანა რო გააჩერა ჩვენ ადგილას,სერიოზულად,მთელი გულით ტირილი მინდოდა.ყველა ის წამი გამახსენდა,რაც აქ გვქონდა გატარებული. -აუ ლექსო-ბოლო ხმაზე ვიყვირე და ჩავეხუტე.ისე მაგრად მიხუტებდა,როგორც იცოდა ხოლმე.ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს თავიდან დავიბადე. -6 თვეა აქ არ ვყოფილვართ,6 თვე.აზრზე ხარ,ბევრია ხო? -კი-დანანებით ვუთხარი-ანუ შენგარეშეა ბევრი,თორე ისე ცოტაა-4 წლის ბავშვივით ავუხსენი,იცინოდა.როგორი ამაყი ვიყავი,რო მისი ღიმილის,სიცილის მიზეზი მე ვიყავი.ისევ მე. -აქ დღეს,მარტო მე და შენ ვიქნებით.-თავზე მაკოცა და ჩვენ საყვარელ ადგილას დავჯექით,მთელი თბილისი ჩანდა.ისეთი ბედნიერი ვიყავი,ცოტა მეშინოდა,მალე არ მეტირა.მალევე მოვიშორე უაზრო ფიქრები,მთელი არსებით ლექსოსთან ვიყავი.თვალს ვერ ვაშორებდი,იმდედან არარეალური მეჩვენებოდა ეს ყველაფერი,ასე უცბად რო ისევ მისი ვიყავი,ის ჩემი. ***** -სად მოტყდნენ ისინი?-ღიმილით თქვა ნიკუშამ -აზრზე არ ვარ,იმედია ერთად არიან,დავიღალე რა მაგათი ამბებით.ერთად უნდა იყვნენ-სიცილით თქვა დუდუმ -ხო აბა,ისე როგორ.-კბილებში გამოსცრა გუგამ -კაი რა ტო,რა იყო.ლექსო ხო იცი მარიამთან რო იქნება ბედნიერი,ისე ვერავისთან-დუდუმ უთხრა -კაი ძმაო,ვიცი ხო,მარა რავი ლექსო რო მახსენდება როგორ იყო,თან იმ დროს.მაგრად მიტყდება რა -ჩვენც მარა,უარესები გაუკეთებია ლექსოს,პროსტა მარიამმა არასწორ დროს რა,ძაან ცუდი პონტი იყო -მთავარია მაგრად იყვნენ,ლექსოს მაგრად ყოფნა არ აწყენს. -ბაზარი არაა-გულწრფელად დაეთანხმა გუგა.როგორც იქნა,სამივემ გაიღიმა და კიდევ ერთი ჭიქა დალიეს,ამჯერად მარიამის და ლექსოს სიყვარულის. ***** -ლექსო აქ უდნა გავათენოთ?-შუაღამე იყო,4 საათი. -ხო,არ გინდა?-მაგრად მიმიხუტა -კი-თავი ლექსოს კისერში ჩავრგე და ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი,გამაჟრიალა,როგორ მომენატრა.-უბრალოდ გითხარი,იქნებ მოგბეზრდა -მარიამ-სერიოზული ხმით მითხრა,მივხვდი სისულელე ვუთხარი. -არ მჯერა რო ისევ ისე ვართ,მე და შენ.ლექსო,მართლა არ მჯერა -ნუ გჯერა,უფრო ასწორებს-სიცილით მითხრა. მთელი გულით ბედნიერი ვიყავი,ამაზე ბედნიერი ალბათ ადრეც არ ვყოფილვარ. მაგრამ შინაგანად რაღაც მღრნიდა,თითქოს მეშინოდა,ოდესმე ისევ არ გაახსენდეს ის საშინელი სიტყვები,რომელიც 6 თვის წინ ვუთხარი.მასზე მეტად მგონი მე უფრო მეშინოდა,იმ დღის გახსენება,რომელმაც ჩვენ ურთიერთობას წერტილი დაუსვა. ყველაზე მეტად კი იმაზე ვფიქრობდი,იქნებ თამაშია,იქნებ ისეთი გეგმა აქვს,რო ისე ვიყო ბოლოს,როგორც თვითონ იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.