შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგიმორჩილებ (თავი მეშვიდე)


19-02-2018, 23:49
ავტორი მმარიტა
ნანახია 1 631

-ნუ ცრუობთ! დედა არ მომატყუებდა...ის... ის... მე უბრალოდ... ასე არ გამწირავდა...
-სამწუხაროა მარიამ, მაგრამ სიმართლე ეს არის.
-არაფერია სიმართლე! ყველაფერი ტყუილია! ცრუობ!
-მე ტყუილი არაფერში მჭირდება, მარიამ.
-შენ... შენ გიორგის მამა ხარ!
-მე როგორც გიორგის, ასევე შენი მამაც ვარ... ასე რომ... უნდა ხვდებოდე იმასაც, რომ თქვენი ურთიერთობა...
-შენ არ ხარ მამაჩემი! ლევან მესხი მამაჩემი არაა!
-ეს რეალობაა, მარიამ... შენ ჩემი სისხლი გიჩქეფს.
-ამას რატომ მიკეთებთ... მე ... მე... აღარ შემიძლია... მეტს ვერ გავუძლებ...
-ვწუხვარ...
-არ მომიახლოვდე! მივდივარ და ძებნა არავინ დამიწყოს.

სასახლეს მსგავსი, უზარმაზარი სახლი დავტოვე და მანქანით გზას გავუდექი. შორს მივდივარ ძალიან შორს... ყველასგან შორს...
ისე მივდივარ უკან არც კი ვიხედები. მივდივარ ისე ,რომ არ მანაღვლებს ვინ მომზდევს... ვინ მეხვერწება, რომ არ წავიდე... შორს მივდივარ... ძალიან შორს... ვტოვებ ყველას და ყველაფერს... დიახ! ყველაფერს ვტოვებ... აი ასე არეულს, მიმოფანტულს.
უგრძნობი სხეული დავრჩი, ერთი უბრალო ნივთი.
ვეღარ ვგრძნობ, მე, უბრალოდ გრძნობები დავკარგე...
ადრენალინით აღსავსე მივუყვები გზას...
ისე, რომ არცკი ვდარდობ ვის გავიტან მანქანით... იქნებ ბავშვი, ან კიდევ კაცი, ქალი...
აღარ მანაღვლებს მოხუცს გავიტან თუ ახალგაზრდას...
აღარ ვდარდობ თუ უბრალოდ წვიმიან ასფალტზე  საჭეს ვეღარ დავიმორჩილებ...
თანაც... ამ ყველაფერს ამინდიც როგორ უწყობს ხელს.
თითქოს ჩემთან ერთად... ჩემს სულს მისტირის... ჩემს გრძნობებს მისტირის...
მისტირის იმას, რომ თავი დავკარგე... სიძლიერე წამერთვა და ბრძოლის ველზე დავეცი.
ვერ დავბრუნდები...
ეს უბრალოდ არ შემიძლია...
გიორგი, ისიც კი დავკარგე.
ისიც...
ბოლო იმედიც დავკარგე...
ორი ძმა მყოლია და ეს არ მცოდნია.
მამა სხვა ყოფილა და მე სხვას ვუწოდებდი ჩემთვის უკვე ფასდაკარგულ სახელწოდებას.
დედას... მას ...
თავი მოუკლავს, ასე უბრალოდ ამდგარა და თავი მოუკლავს...
ჩემს გამო წასულა ამხელა რისკზე...
რომ...
მე ვერ ჩამხედავდა თვალებში...
არა...
არა...
არა, დე!
ამას არ გავაკეთებდი...
როგორმე გაგიგებდი...
შენ არ უნდა წასულიყავი...
მე...
მე...
ხომ შენ  ძალები წამართვი!
დამნაშავე ხარ...
დამნაშავე ხარ რადგან ასე დამტოვე!

მანქანას ვაჩერებ...
გადავდივარ, ჰაერს ღრმად ვისუნთქავს და ძალებს ვიკრებ.
ვცდილობ ისევ გავძლიერდე და არ წავიქცე, მაგრამ არ გამომსდის... ისევ მომხდარი მიდგას თვალწინ და კვლავ... ვნადგურდები.


ერთადერთი რაც მაგონდება ეს გიორგის ბებიაა...
მის გახსენებაზე სოფელი მახსენდება...
მანქანაში ადგილს ვიკავებ და კახეთის გზას მივუყვები.
გზა გრძელი აღმოჩნდა, ერთი საათია რაც  გზაში ვარ და ჯერაც ვერ მოვსულვარ აზრზე...
აზრზე იმისა თუ რატომ მივიჩქარი გიორგის ბებიასთან და ასე რატომ მიმიწევს მისკენ გული.
ვცდილობ ყველაფრისდამიუხედავად ხასიათი გამოვიკეთი, ამიტომ მუსიკას მაღალ ხმაზე ვუწევ და ოთხივე ფანჯარას დამბლა ვწევ.
წვიმას გადაეღო და ცხარე მზეს თავი ეჩინა. გზებიც დამშრალიყო... თითქოს სხვა ქვეყანაში გადავფრინდი... ისეთი შეგრძნება მაქვს.
დედას უკვე ნაქონი შავი რეიბანის სათვალე, ცხვირზე დავიკოფსე და მზიან ამინდს მივყევი.



ორ საათში დანიშნულების ადგილას  ვიყავი.
იზასთვის რა თქმა უნდა , ჩემი გამოჩენა უცნაური აღმოჩნდა.
თითქმის ზაფხული მიიწურა და აღარ არის აქაურობა ისეთივე ფერადი როგორც ადრე... მაშინ, როცა აქ პირველად მომიყვანა გიორგი.
გახარებული იზა ბებო ჩემი ხილვით, მომეხვია და ყველაფერი გამომკითხა.
ისიც მითხრა, რომ გარე სამყაროს მოწყვეტილია და ცივილიზაციისგან შორს მყოფს ვერაფერი გაეგო, მომხდარიდან.
-მიდი დაჯექი ... მე ცივ სასმელს მოგიმზადებ
სავარძელისკენ მიმითითა, თვითონ კი წამში გაუჩინარდა.
აქ გიორგის გარეშე პირველად ვარ და ცოტა უცნაურია.
მალევე გამოვიდა იზა ჭიქით ხელში, სამზარეულოდან.
-ეს დალიე მოგიხდება...
-მადლობა...
-ნეტა განახა შენი თავი, როგორი გამოფიტული და დასტრესილი ხარ
-ისეთი რაღაცეები მოხდა, ჩემს თავს...
-ჩემო საწყალო გოგო...
ახლოს მოვიდა ,და მისი თბილი და ფუმფულა ხელები მომხვია.
-დედა... დედაჩემი, გადრაიცვალა... და კიდევ რაღაც მოხდა... რისი თქმაც ძალიან მიჭირს.
-... ეს რა დაგმართნიათ... ღმერთო ჩემო, მოდი აქ, მოდი ...
-განადგურებული ვარ... აღარ ვიცი რა ვთქვა... საიდან დავიწყო ამბის მოყოლა... ძალიან ავირიე...
-მოყევი... იქედან საიდანაც გინდა
-... ექსპერტები ამბობენ, რომ ის მოკლეს, მაგრამ ჩემი ნამდვილი მამის თქმით, მან თავი მოიკლა...
-კი მაგრამ, ამის მიზეზი? მოიცა ბებო, ეხლა მეც ავირიე... ნამდვილი მამა?
-ხო... დედამ სხვა კაცისგან გამაჩინა, ის გვატყუებდა, ყველას, რომ მე დემეტრე ბეგაშვილის შვილი ვიყავი... მაგრამ ნამდვილი მამა... ჩემი მამა, რომლის ღვიძლი შვილიც ვარ... ის... არვიცი, არვიცი როგორ ვთქვა... მე, ლევან... ლევან მესხის შვილი ვარ, იზა ბებო... შენი შვილის შვილი ვარ...
-... შეუძლებელია... ეს... ღმერთო ჩემო... ეს რა ტრიალებს ჩვენს თავს...
-არვიცი რა ხდება, მაგრამ ვიცი, რომ ლევანი... ჩემი ნამდვილი მამა... ცრუობს, რაღაც არის მომხდარი და მალავს
-მე... მე არ ვიცი რა გითხრა... ჩემი შვილიშვილი ხარ... შენ ჩემი შვილიშვილი ხარ? და... ოღონდ ეს არა... გიორგი? ის ...
-იზა ბებო...
-მე ოთახს გაგიმზადებ, შენ აბაზანაში შედი წყალი გადაივლე მოგიხდება. დაისვენე მე გიორგის დავურეკავ... მერე დავილაპარაკოთ ამ ყველაფერზე... ასე, ცოდვა ხარ...


წყალს მივეშურე...
მივანდე მას მთელი გრძნობები...
გრძნობები, რომლებიც აღარ არსებობენ, რომლებმაც აზრი დაკარგეს.
წყლის ცხელი წვეთები, წვავენ ჩემს კანს და ეს ნახევრად სიამოვნებასაც მანიჭებს, მაგრამ შიგნიდან სულ სხვა გრძნობა მეუფლება... ისეთი, ახსნას, რომ ვერ მოვუძებნი.
როგორც კი თვალებს დავხუჭავ, ისევ მომხდარი მახსენდება... ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ ვუთხრა დემეტრეს, ლიზას, გიორგის, რომ მე სხვისი შვილი ვარ, რომ მამაჩემი ლევან მესხია...
როგორ ვუთხრა გიორგის...
ახლა მე ყველაზე საშინელი და ეგოისტი ადამიანი ვარ...
ახლა ყველაზე მეტად მინდა ვიყო დედასთან, ის იყოს ჩემს გვერდით, მაგრამ ეს ბედი მერგო წილად...


აბაზანიდან გასულს ოთახი მზად დამხვდა. ქვემოთ აღარ ჩავსულვარ, საწოლს მივეშურე, მეც თავის დადებისთანავე დამეძინა.




გიორგი P.O.V



წარმომიდგენია ახლა, როგორ იტანჯება... როგორ სძულს გარშემო ყველა და ყველაფერი.
ახლა სწორედ მის გვერდით უნდა ვიყო, რაც სრულიად წარმოუდგენელია, ჯერ ლევანს მოვსთხოვ ახსნა განმარტებას, შემდეგ კი მარისთან წავალ, მასთან წავალ... საბოლოოდ ჩავჭიდებ ხელს და აღარასოდეს გავუშვებ... სამუდამოდ ჩავსჭიდებ ხელს და აღარასოდეს გავუშვებ. წავალ და მასაც თან წავიყვან... ყველასგან შორს წავიყვან ... იქ სადაც კარგად იქნება და ეს ყველაფერი ოდნავ მაინც გადაავიწყდება.



მანქანას ჩვენი ძველი აგარაკის, ეზოს წინ ვაჩერებ , გადავდივარ თან კი ერთ დროს ნაჩუქარი ვერცხლისფერი იარაღიც გადამაქვს... სწორედ მან მაჩუქა ეს... თან მითხრა, მხოლოდ იმ ადამიანს დაუმიზნე ვინც დაიმსახურებსო...
რა ეჭვებიც მაქვს ის თუ გამართლა, მაშინ მართლაც მომიწევს მისი მოკვლა... მომიწევს მამის მოკვლა, იმ შემთხვევაში თუ ეს ყველაფერი რაც მითხრეს სიმართლე აღმოჩნდება. მშობელია, მაგრამ არა კარგი, მე ვერ შევარჩენ მას ჩემი... ქვეყნად ყველაზე ძვირფასი ქალის გაუბედურებას... მისგამო თუ აღმოჩნდა მარიამის სახეზე ცრემლი... მე უბრალოდ ამას არ შევარჩენ, შეიძლება არ მინდა, მაგრამ ხელები გასაკეთებელს მაინც გააკეთებენ.


თავიდან ქუდს ვიხსნი, რომელიც თვალებს მზისგან ასეთუისე მაინც იცავდა, თმისამაგრით ვიკრავ თმას და თან კარს ვაღებ. ლამის ყვირილი დავიწყო, მაგრამ ჩემს ბოხ ხმას ვაკონტროლებ და ლევანს ვეძახი.
-ლევანი!
დაძახება და მისი სამზარეულოდან გამოსვლა ერთი იყო. გამოვიდა უდარდელად, ისე თითქოს არაფერი მომხდარა... ლუდით ხელში, სრულებით მშვიდი და უშუალოდ ამაყი.
-რამ გაგამწარა გიორგი?!
-რამ გამამწარა?! შენ ხოარ ან**ევ?! როგორ არ უნდა გავმწარდე?!
-ნორმალურად მესაუბრე!
-... კარგი! ახლა... კითხვას დაგისვამ და სიმართლე მიპასუხე!
-გისმენ...
-მარიამი ვიცი, რომ შენი შვილია...
-მერე?
-ეს იმას ნიშნავს, რომ მე და ის... ის... ჩემი დაა...
-მერე?
-რა მერე , ... რამ გამოგა****ა?!
-რისი თქმა გინდა დააყენე საშველი...
-მე და მასს ერთმანეთი...
-გიყვართ... გავიგე და ნუ მო***ნით ტვინი მაგ ერთჯერადი გრძნობით!
-შენ შ*გ ხო არ გაქ!  რა ერთჯერადი?! მე მიყვარს როგორც ქალი და არა, როგორც და!
-იმედი არ დაკარგო...
-რა იმედი... რომელ იმედზე მესაუბრები!
-ეგ სხვა თემაა, გიორგი ...
-რა თემა?!
-მეც რო გავიგებ მერე გეტყვი
-მთავარი კითხვა...
-რა მთავარი კითხრა?
-ლევანი! ასე რატო ცრუობ? ! ასეთი როდიდან გახდი?! თუ... შენს ნამდვილ სახეს მალავდი?!
-რაებს ბოდავ?!
-თავს ნუ იყ***ებ
-შენთვის შვილო ტვინი ხოარ მოუტ*****თ?!
-მარიამის დედა!
-რა... მარიამის დედა?! მარიამის დედით რა გავიგო?!
-ის ქალი... სალომე... შენ მოკალი?!
-შენ მართლა შ*გ ხოარ გაქ?!
-მე?!
-შენი აზრით ჩემი შვილის დედას მოვკლავდი?!
-თვალებში ჩამხედე და მითხარი რო არ ცრუობ!
-არ ვცრუობ!
-...

ის რაც დედაჩემმა მითხრა...
არვიცი რატომ, არვიცი ლიამ ასე რატომ მომატყუა და მამაჩემი ჩემს თვალში ასე რატომ დაამცირა იმ წამს , მაგრამ... ერთი ვიცი, რომ დედაჩემი ამხელა ტყუილს ბავშვივით ვერ მომიგდებდა, მითუმეტეს იცის თუ როგორი ფეთქებადი ვარ.
-ლიამ მითხრა რო სალომე შენ მოკალი, რადგან მან სიმართლე დაგიმალა.
-მარიამზე?!
-ხო
-და ლიამ საიდან იცის?! საიდან მოაქვს ეგ ს**ული აზრები?!
-როცა დედაჩემზე ვსაუბრობთ ცოტა საუბრის სტილი დახვეწე! მემგონი ის შენი ცოლია!
-მაშინაც ჩემი ცოლი იყო ვიღაც რუსს, რო აძლევდა
-რა?!
-არაფერი...
-ვინ რუსი...
-ნუ უყ***ებ ახლა!
-ლიამ გიღალატა?
-თან როგორ... მასთან წადი... გამოკითხე რა როგორ იყო... ჯერ სრული სიმართლე არ იცი! ლიასთან რო ისაუბრებ მერე დამირეკე და მეც სიმართლეს გეტყვი.
-ეეე... ასე ვირბინო ეხლა ამთავიდან იმთავში?!
-თუ გინდა გაერკვე...
-შენ რო თქვა არა?!
-მე თვითონ არ ვიცი და რა ვთქვა?!
-გეფიცები!
-რას მეფიცები?
-თუ სალომეს ამბავი სიმართლე აღმოჩნდა არ დაგინდობ!
-რისი ტ***ი გაქ?!
მისი ამაზრზენი ხმა და სახე უკვე შემაწუხებელი იყო... მოთმინების ფიალა ავსებულმა, დიდი ხნის მოკუმშული მუჭი სახეში გავუქანე. იმ წამსვე სისხლმა იჩქეფა.
-სუ გამ***ევდი?!
-ეტყობა ვინც გამ***ევდა!
-დედას გიტირებთ ყველას!
-არ დაგასწროს ვინმემ!



ოდნავ გულმოოხებულმა დავტოვე ლევანი და ახლა უკვე სახლისკენ მივდივარ... მივდივარ, რო გავიგო რას მალავენ და რას მიმალავენ ასე უსაშველოდ გამჟღავნებას რო არ აპირებენ.
მაინცდამაინც ენა უნდა ამოვაძრო ყველას რო სიმართლე გავიგო.
და... ახლა უკვე თავგზააბნეულმა... კიდე რა სიმართლეს უნდა ვგებულობდე?!



მთელი გზა იმაზე ფიქრში გავლიე თუ რა შეილება იმალებოდეს კიდევ.
თან ისეთი რაღაც იმალება რაც მხოლოდ დედაჩემმა იცის... და დედაჩემს საიდუმლოებები არ სჩვევია... ის არაფელს მალავს, ეს ზოგადად.
იგი ყოველთვის გულახდილი იყო და არის, ახლა არ ვიცი რა ჯანდაბა ხდება, მაგრამ კიდევ მარიამს თუ ეხება და კვლავ თუ საშინელებაა... ის ამას ვეღარ გაუძლებს.




სახლში მისულს დედა აფორიაქებული დამხვდა. სახეზე საშინლად შემაბრალებელი გამომეტყველება ჰქონდა.
-ხო კარგად ხარ შვილო?
- ცუდად რატო უნდა ვიყო დედა?
-რავიცი შვილო, რავიცი
-სალაპარაკო გვაქ!
-რა? რაზე?
-ლევანმა რაღაც სისულელეები მებოდიალა
-რა გითხრა?
-დედა, რამეს მიმალავთ?!
გამომცდელად შევხედე მის გაფითრებულ სახეს. კარგა ხანი ასე ვიდექით, შემდეგ კი როგორც იქნა გავიგონე მისი აკანკალენული ხმა.
-არა, არა შვილო რას უნდა გიმალავდეთ?
-მაგას მე გეკითხები დედა! მან მითხრა, რომ შემ რაღაცას მალავ. რას მალავ დედა?! მარიამს ეხება?
-არა, არა, აქ მარიამი არაფერ შუაშია
-აბა დედა?
-არაფერია, მე არაფერს ვმალავ
-დედა! მატყუებ ხომ ასეა?!
-არა! არ გატყუებ
-საიდან მოიტანე ის, რომ ლევანმა სალომე მოკლა?!
-მან მოკლა!
-საიდან ასკვნი დედა, რომ ლევანმა მოკლა?!
-მე უბრალოდ ვიცი და რა საჭიროა გამოძიება
-როგორ თუ რა საჭიროა დედა! საიდან იცი-მეთქი?!
-სალომემ მან...
-რა დედა, რა?! ამოღერღე
-ჩანაწერი
-დროზე დედა!
-ჩანაწერი დატოვა სადაც ლევანი სალომეს ემუქრება
-სად არის?!
-ლევანმა წაიღო და ახლა ღმერთმა იცის სად არის ან რა უქნა
-რა ხდება ჩანაწერში?
-ლევანს ახალი გაგებული ჰქონდა, რომ მარიამი მისი შვილი იყო... მას ემუქრებოდა, რომ მარის თუ არ ეტყოდა სიმართლეს თავისი მამის ვინაობაზე, მოკლავდა .დრო სამი დღე ჰქონდა. არვიცი რა თამაშ თამაშობს ის, მაგრამ ვიცი, რომ მსხვერპლი გაიზრდება, სალომესგან დაიწყო და ვინ იცის ვისით დაასრულებს. ფრთხილად იყავი უფრთხილდი მას.
-მე მისი შვილი ვარ დედა
-მე ვერაფერს გეტყვი მეტს.



/ ექვსი დღის შემდეგ /


სექტემბრის შუა რიცხვებია და ჯერ კიდევ ფუფქვაა. ჯერ კიდევ იწვის კახეთი. ჯერ კიდევ დიდი ძალა აქვს მზეს. ჯერ კიდევ ყვავობს ბუნება, ისევ ბატონობს სიმწვანე ირგვლივ. სტრესი მომეხსნა და აქაურმა ჰავამ, გარემომ ყველაფერი დროებით გადამავიწყა. სხვა ქვეყანაში გადავედი, თითქოს სამოთხეში. დედაც კი ვნახე... სიზმრად ვნახე... იქ მომევლინა. ისეთი ლამაზი, სათნო და ფაფუკი იყო, მშვიდი და თბილი, მზის სხივებივით ნაზი და თბილი. ბევრჯერ გამაფრთხილა და ბევრჯერ დამტუქსა, ისიც მითხრა, რომ ის ყველაფერს მაღლიდან უყურებს, მითხრა, რომ ცუდი გოგო ვარ რადგან ასე საშინლად გამოვიყურები, რომ საკუთარ თავს არ მოვუფრთხილდი. შეიძლება შევიშალე, მაგრამ დედას ველაპარაკები, მაშინ , როცა ვიძინებ იქ მოდის იგი.  მისმა ხილვამ დამიბრუნა დაკარგული ძალები და მე მეშინია, რომ ეს შეწყდება და იგი აღარ მოვა ჩემთან, აღარ მოვა და სიზმარშიც არ შემეხება, არ შემეხება და ვერ ვიგრძნობ მე მის სურნელს.
მეც ვშიშობ, რომ დაავადებული ვარ, ვშიშობ, რომ შევიშალე, მაგრამ ვერ ვფიქრობ იმაზე, რომ თუ დედა ვნახე სიზმარში მაინც ეს სიგიჟეა.


საწოლიდან ზანტად ვდგები, მიხარია, რომ ჩემს იზა ბებოს ვიხილავ, ის მომეფერება და გამათბობს.
სწრაფად ვილევ აბაზანის პროცედურებს და ქვემოთ ჩავდივარ.

ჩავდივარ, მაგრამ იქვე ვშეშდები, როცა გაბადრულ გიორგის ვხედავ. სირცხვილისაგან უკან ვიხევი, ისევ მომხდარი ჯოჯოხეთურად მიმზერს წარსულიდან... ცრემლები ერთიანად მასკდება და თვალებში დაგროვილი გუბისაგან მხედველობა მეკარგება. თვალებს ვისრეს და გიორგისკენ მივიწევ. მაგრად მაჭდობს ხელებს და ხარბად ისუნთქავს ჩემს სურნელს.
მეც ვეხვევი და მისი გულის ხმას ვანდობ ყურთასმენას.
მისი გული გაუჩერებლად ძგერს, წამს არ ტოვებს ისე.
იზა ბებოსაც ვხედავ, რომელიც მომღიმარი, მაგრამ ასევე ატირებული სახით შემოგვციცინებს.
-იცი როგორ მომენატრე?
-გიო, მე ძალიან მომენატრე.
-უსაშველოდ მომენატრე.
-მაგრამ...
-არაფერი თქვა.
-...
-შენი პატარა სხეული მომენატრა, შენი ლამაზი ტუჩები, რამდენი ხანია არ მიკოცნია მათთვის.
-მათთვის?
-შენთვის ჩემო სულო და გულო.
-ჩემო სულო და გულო.
-მომატებული ხარ...
მიცინის და ჩემს ღიმილსაც იმსახურებს, მისი ერთგვარი კომპლიმენტი.
-ნუ მიეწებეთ ახლა ერთმანეთს... მოდით სადილი მზადაა.
გვიღიმის იზა ბებო და მაგიდისკენ მიგვითითებს, რომელიც ნაირნაირი  სიგემრიელობებით არის მოჭედილი.
-ძალიან დაღლილი სახე გაქვს გიორგი.
-დავიღალე კიდეც
-რამე მოხდა?
-კი მარიამ, მოხდა.
-რა მოხდა?
-ჯერ ვისადილოთ
-კარგი
მაგიდას მივუჯექით და საჭმლის დაგემოვნებას შევუდექით.
ყავაც მალევე მივირთვით.
მომღიმარი შევსცქერი მონატრებულ გიორგის, საუკეთესო ადამიანს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ყველაფერს ის საკითხი აფუჭებს, რომ ის ჩემი... ამის გააზრებაც კი მეზიზღება.
-ისე მიყურებ, რომ საცაა თავს დამესხა და ჩემი გასაკეთებელი შენ გააკეთო... დამერწმუნე მეც ძალიან მინდა ეგ, მაგრამ ახლა არც დროა მაგის და არც ადგილი, ბოლოსდაბოლოს სამზარეულოში ვართ...
თვალს მიკრავს და წვენს წრუპავს.
იზაც, რომ აქ ყოფილიყო სირცხვილისაგან მართლაც დავიწვებოდი, მაგრამ საბედნიეროდ მეზობელთანაა გასული, ახალგაზრდებს მარტო დაგტოვებთო.
მიუხედავად ყველაფრისა იგი მაინც შემართებითაა ცხოვრების მიმართ. თვალები ამღვრეული აქვს ... წამიერად გავიფიქრე კიდეც, მოწეული ხომ არ აქვს-მეთქი, მაგრამ მერე ის ფაქტი მახსენდება, რომ გიორგი მსგავს რაღაცეებს ვერ იტანს.
დაღლილ სახეს ისევ მე მაპყრობს და გაშტერებულ ჩემს სახეზე მიმანიშნებს.
-ნუ ბილწაობ,  გიო.
წამოვდექი და თან ცხვირზე ხელი დავკარი
-ოოო, რა მიმზიდველი ხარ ვარდო...
თქვა და საჯდომზე მოულოდნელად ხელი წამკრა. ამან კი ჩემში ეჭვის, გრძნობა, სინდისის გრძნობა ჩასახა. ნახევრად არც მესიამოვნა, მაგრამ უმეტესწილად ეს ყველაზე კარგი გრძნობა იყო ამ დროის მანძილზე.
-გიორგი...
-ვიცი ახლა რასაც იტყვი, ამიტომ მიდი გააკეთე რისი გაკეთებაც გინდა და მერე ოთახში ამოდი
-... ოთახში?
-ოხ, მარიამ ეგ არ მიგულისხმია... თუმცა... თუ მალე დავასრულებ ყველაფრის მოყოლას ეგეც შეილება...
-ვერ ხარ...
ვიცინი და მაგიდის ალაგებას ვიწყებ.
მაგიდის ალაგების შემდეგ კი ჭურჭელს ახალშეძენილ ჭუჭლის სარეცხმანქანაში ვათავსებ, საჭირო რეჟიმზე ვრთავ და სამზარეულოს ვტოვებ.
-მოვედი...
შევძახე და თან ოთახის კარი დავხურე.
-მოდი ჩემთან
საწოლზე, გვერდით მივუწექი და დაველოდე როდის დაიწყებდა საუბარს. რომ შევამჩნიე არ აპირებდა ხმის ამოღებას, მშვიდობა მე წავართვი და საუბარი წამოვიწყე.
-დაიწყებ დღეს?
-ცოტა ხანი მადროვე რაა
-კაი რა გიორგი, მიდი დროზე
-კაი კაი, ოღონდ ტვინს ნუ აწევ
-ეგ რა თქმა?
-არაფერი ჩემო სიცოცხლევ
საწოლიდან წამოიწია, ხელი ჩამჭიდა და გამაფრთხილბლად შემომხედა.
-ოღონდ რასაც გეტყვი...
-ისევ საშინელება?
-მარიამ... ერთად გავუძლებთ.
-კარგი თქვი...
-ლევანმა... მან მოაწყო ავარია.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
მე ეს არც გამკვირვებია, ვიცოდი, ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ სიზუსტე მჭირდებოდა.
-არ გამკვირვებია გიორგი... ვიცოდი, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული.
-როგორ?
-ექსპერტები იმას აზუსტებდნენ, რომ თვითმკვლელობას კი არა მკვლელობას ქონდა ადგილი, დედას სხეულზე ძალადობის ნიაშნებიც აღინიშნებოდა.
-შენ არ იცი როგორ განვიცადე, არც კი ვიცოდი როგორ მეთქვა.
-ქალაქში უნდა დავბრუნდეთ გიორგი, ის რეგვენი კაცი ციხეში უნდა ჩავსვათ
-საჭირო არ არის, ხელ-ფეხი შეკრული აქვს, საზღვარს ვერ გადაკვეთს, ვერც საცხოვრებელს დატოვებს.
-ეგ როგორ?


-პოლიციას რო ვუთხარი ვერ დავიჭერთო, რადგან მკვლელობის დამადასტურებელი  საბუთი არ გაგაჩნიათო. ეს ქართველი პოლიციელები ისეთი სი**ბი არიან რო გამოძიებასაც არ ცდილობენ. აგარაკზეა და სახლს ვერ ტოვებს არ აქ უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით . პოლიციის უფროსი დედაჩემის კურსელია მისი წყალობით თორე ისე ხელის განძრევასაც არ აპირებდნენ.
-ღმერთო... რა ამბები ტრიალებს. როდემდე?! როდემდე უნდა გაგრძელდეს?!
-დასრულდება მარ ყველაფერი დასრულდება, სულ მალე. მოსკოვიდან ჩამოდის...
-ვინ?
-ის... ანუ...
ასეთი დაბნეული და არეული გიორგი პირველად მენახა. ხელებს უმისამართოდ იქნევს და არც კი ვიცი, უფროსწორედ ვერც კი ავღწერ მის ამ უცნაურ საქციელს.
-რა გიორგი?  ისევ რამე მოხდა?
-მე... ეს გამიხარდა კიდეც, მაგრამ გული დამწყდა, რომ ტყუილში ვიცხოვრე მეც, ისევე როგორც შენ. მეც მომატყუეს თან როგორ. ისეთი გამოცდა მოგვიწყვეს, რომ არც კი ვიცი რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს...
-გიორგი დავიტაჯე თქვი დროზე
-რუსის შვილი ვარ...
-...
ემოციებისაგან გამოტენილმა  წამოვხტი , პირზე ხელი მივირტყი და ჰაერის ღრმად სუნთქვა დავიწყე.
-ღმერთო... გიორგი...  ვიღაც მაგრად გვეკაიფება
-ძაან დავიღალე რა...
-მესმის შენი... ჩემზე უკეთ ვინ გაგიგებს.
მასთან, ახლოს მივედი და მოვეხვიე.-და რატო ჩამოდის...
-იმიტო რო შვილი გაიცნოს...მოსკოვში ცხოვრობს და იქ მუშაობს... პოლიციაში, გამომძიებელია.
-უნდა ჩამოვიდეს და უნდა დაიჭიროს?
-ჯერ საჭირო მტკიცებულებები უნდა მოიპოვოს
-ალბათ ისიც საშინლად გამწარებულია...
-მეგობრები იყვნენ...
-ვინები?
-სტას ლარკინა და ლევან მესხი
-სტას ლარკინა?
-ხო, მამაჩემი და მამაშენი
-ლარკინა ხარ?
-ხო
-გიორგი მიხარია...
-მეც მიხარია, თან როგორ, მაგრამ გეოისტები ვართ ძალიან
-ვიცი, მაგრამ მე მეტს ვეღარ გავუძლებდი
-ვიცი მარი, ვიცი
-მაგრამ... უნდა დავბრუნდე მე მაინც...
-რატო
-დემეტრე და ლიზა
-მათ ველაპარაკე, ყველაფერი ჩვენზე ადრე გაუგიათ
-ანუ...
-დედაშენს სიკვდილამდე უთქვამს
-ახლა ყველაფერი ნათელია... ისე იჩენს ეს ყველაფერი თავს უცებ როო არვიცი უკვე ტვინის კიბო გამიჩნდა
-საიდან დაასკვენი?
-რად უნდა დასკვნა ისედაც ნათელია






ასე ძალიან დაგვიანებისათვის ბოდიშს გიხდით ჩემო ერთგულო მკითხველნო
ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ პირადი პრობლემების გამო ვერ ვახერხებ წერას ამიტომ ესეც გაქცევით ნაწერია. მგონია, რომ ცოტა უგრძნონი თავი გამომივიდა, მაგრამ შემდეგში ვეცდები გული დავუდო და უფრო მონდომებით დავწერო როგორც წინა თავები გელოდებით სულმოუთქმენლად



№1 სტუმარი ))))

რროდის დადებ შემდეგს რამდენიხანია ველოდებიიი და აღარ დებ

 


№2  offline წევრი khatia khatia

კაია ზააანნ მომეწონა მაგრამ ცენზურა როო დაიცვა და ყეელა სიტყვებდზეეეე ***** არ იყოოოს უკეტესია
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent