კაფანდრა [18]
გადაწეული ფარდების საშუალებით მზემ ადვილად შეაღწია ქირიას საძინებელ ოთახში. მზის სხივების უხეში შეხებისგან რამდენჯერმე ამოიკრუტუნა ლოლამ და გვერდის შეცვლა სცადა, მაგრამ მის სხეულზე შემოხვეულმა მეორე სხეულმა ამის საშუალება არ მისცა. თვალები მაგრად დახუჭა და ქვედა ტუჩზე მაგრად იკბინა. სახე ბებიას ბაღიდან გამოპარული პომიდორის ქურდივით აუწითლდა. სხეული დაეძაბა და გონებაში ყველაფერი აერია. ვერ მიხვდა მის თავს რა ხდებოდა, დაბნეული აცეცებდა მარჯვენა ხელის თითებს საკუთარ სხეულზე და ცდილობდა როგორმე გონს მოსულიყო. მამაკაცის სხეულის შერხევისთანავე გაახილა თვალები და მზის სხივების თავიდან მოსაშორებლად თავისუფალი ხელი თვალებზე აიფარა. თარაშისკენ გადატრიალებას და თვალებში ჩახედვას არც აპირებდა, საშინელი სირცხვილის გრძნობა სჭამდა. თითქოს ძალიან ცუდ დანაშაულზე წაასწრესო, სხეულის ყველა ძარღვი ერთიანად დასჭიმვოდა. მამაკაცის ცხელი სუნთქვის შეგრძნებისას კვლავ დაებინდა გონება. მერლანი მის შიშველ ზურგთან ახლოს სუნთქვდა და ამით ლოლას გაგიჟებას ცდილობდა. ბოლოს თარაშის ცივი ტუჩები იგრძნო გახურებულ მხარზე. ტუჩის კუთხეში თავისდაუნებურად ჩაეღიმა და გაბადრულმა შეათამაშ წარბები. -დილა მშვიდობის. თარაშის ყოველდღიური ხმა ცოტა არ იყოს და ეუცნაურა. ეგონა რომ მამაკაცი პირველი მის მდგომარეობას მოიკითხავდა, აწუხებდა თუ არა რაიმე, ან ჰქონდა თუ არა დისკომფორტის შეგრძნება. მერე რა რომ თავს მშვენივრად გრძნობს და თარაშის პროფესიონალიზმით გაოცებულია, ამ კითხვებს მაინც ელოდა. დაბნეულმა იცვალა გვერდი და საბანი შიშველ მკერდზე მჭიდროდ მიიკრა. -დილა მშვიდობის. _გამომცდელად დააკვირდა მამაკაცს და ცალი წარბი მაღლა აზიდა. თარაში ცნობისმოყვარე თვალებით აკვირდებოდა ლოლას აწითლებულ ლოყებს. _რატომ მიყურებ?_ინტერესით იკითხა და ტუჩები ერთმანეთს გაუსვა. -მოგიხდა. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა თარაშმა და ცალი ხელი საბნის ქვეშ შეაცურა, ლოლას შიშველ წელს წაეტანა და თითები მსუბუქად მოუჭირა. -რა მომიხდა?_დაბნეულმა ხმადაბლა ამოილუღლუღა და მამაკაცის პასუხს გაყურსული დაელოდა. თავადაც მშვენივრად ხვდება რა შეიძლება მოუხდეს 26 წლის ქალიშვილ გოგოს რომელმაც წინა ღამეს პირველად შეიგრძნო მამაკაცის ალერსი, მაგრამ კითხვას წინ არაფერი უდგას. -სექსი. _სხვათაშორის უპასუხა და ტუჩები გოგონას ყელისკენ აათამაშა. -როგორი უტაქტო ხარ. _დამორცხვილმა ჩაიჩურჩულა და თვალები სიცილით დახუჭა. თავს შესანიშნავად გრძნობს, საკუთარი საქციელის სისწორეში დარწმუნება და რაღაცების გადახარშვა აზრადაც არ მოსვლია. ყველაფერი ზუსტად ისეა როგორ ცუნდა იყოს, ეს ლოლას სურვილით მოხდა და ამაში დასაფიქრებელს ვერაფერს ვერ ხედავს. იცის რაც გააკეთა და ისიც იცის რომ ამაზე პასუხისმგებელი მარტო თვითონაა და არავინ სხვა. თარაშის სიახლოვეს ვეღარ გაუძლო, მამაკაცთან ურთიერთობა მარტო ერთ საწოლში ძილით ვეღარ შემოიფარგლებოდა და მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო. მთავარი ის არის რომ დილით მზის სხივების შეხებისას პირველი რაზეც დაფიქრდა საკუთარი თავი იყო. მიხვდა რომ თარაშის სხეულის შეგრძნება საოცარ სიმშვიდეს და სიამოვნებას ანიჭებს, მამაკაცის სიახლოვე გონს აკარგინებს და აბედნიერებს. უარყოფითი აზრი თავში წამითაც კი არ გაუვლია და ეს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, წამითაც კი არ უნანია მომხდარი. -საუზმეს მოგიმზადებ. ხრიწიანი ხმით ჩაილაპარაკა თარაშმა და საწოლზე წამოჯდა. დაბალი სავარძლიდან თავისი ნივთები აიღო და სწრაფად ჩაიცვა, მერე კი უხმოდ დატოვა საძინებელი. ლოლამ გაკვირვებულმა და პირდაღებულმა ბოლომდე გააყოლა მიმავალ მერლანს თვალი და როცა დარწმუნდა რომ ნამდვილად სამზარეულოში შევიდა სიცილით გადაწვა საწოლზე. -მე მგონი ორი კვირა სულ ტყუილად დავკარგე. ფხუკუნით ჩაილაპარაკა და ხელები თავქვეშ ამოიდო. სამზარეულოდან ტაფის, თეფშების და დანა-ჩანგლების ხმა ისმოდა, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა, თარაშის შესაძლებლობებს სამზარეულოში შესანიშნავად აფასებს და იცის რომ იქაურობა გადამწვარი არ დახვდება, თანაც უნდა რომ დილის ეს პროცედურა ბოლომდე შეიგრძნოს. თარაშის მხრიდან წამოსული მზრუნევლობა კიდევ ერთხელ დააფასოს და მოიქცეს ისე როგორც მერლანის ქალს ეკადრება. ნახევარ საათში სინით ხელდამშვენებული თარაშიც გამოჩნდა. ლოლამ გახალისებულმა მოიხვია საბანი სხეულზე და საწოლზე წამოჯდა. -ეს ყველაფერი მე? -არა, საწოლის ქვეშ რომ სხვა ქალები მყავს მათთვისაც არის. _წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა და საწოლზე ჩამოჯდა. -ხუმრობებიც გცოდნია, საინტერესოა დღეიდან რამდენ სიახლეს გავიგებ შენ შესახებ. _არც ლოლა აკლებდა ცინიზმს. _კვერცხი შეწვი თუ დაწვი?_ოდნავ დაბრაწულ კვერცხზე მიუთითა და ჩანგლით გადაატრიალა. -ვეცადე შემეწვა. -ცოტა დაბნეული ვარ. _გულწრფელად ჩაილაპარაკა და ანანასის წვენი მოსვა. _ფაქტობრივად თავი დამაკარგინე. _წარბების თამაშით მიუტრიალდა თარაშს. -ნუ ცდილობ შენი სურვილები მე გადმომაბრალო! _თითის ქნევით ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩზე მსუბუქად აკოცა. -ანუ გინდა თქვა რომ... -რაც მინდოდა ვთქვი უკვე... გონებაში დალექილი გარყვნილი სურვილების არსებობას ნუ უარყოფ. -არ ვუარყოფ, მეტიც, ზედმეტადაც კი მიწვევდი!_კატეგორული ტონით ჩაილაპარაკა, სინი ტუმბოზე დადო და ფეხზე წამოდგა. _ახლა შხაპი უნდა მივიღო, მერე კი სადმე გავიდეთ. _საჭირო ნივთები მოიმარჯვა და სააბაზანოსკენ წავიდა. -მე უკეთესი იდეა მაქვს. _ხმადაბლა, ვნებიანი ხმით ჩაიჩურჩულა თარაშმა და უკნიდან მოეხვია. -ერთად მივიღოთ შხაპი?_გახალისებული მიტრიალდა მისკენ, ჩათვალა რომ თარაშის წინადადება გამოიცნო და სიამაყით აივსო. მერლანმა ცალი წარბი გაკვირვებულმა აზიდა და გაკრეჭილ ლოლას ზემოდან დააკვირდა. -მაგის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ არც ეგ იქნება ურიგო, საღამოს. _თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა. _დღეს მთელი დღე სახლში დავრჩეთ. საკუთარ წაბილწულ აზრებზე დამორცხვილმა ჩაიფხუკუნა და სააბაზანოს კართან დადგა. -და მთელი დღე სახლში რა ვაკეთოთ? -გასაკეთებელის მეტი რა არის, მითუმეტეს ახლა. -ბავშვების გარდა! _თავდაცვის მიზნით დაამტა და აკისკისკებული შევიდა შხაპის მისაღებად. *** გათბობასთან ახლოს პლედი გაშალა, ზედ უამრავი ბალიში დაყარა და გარშემო პატარა სანთლები შემოაწყო. საკუთარი ნახელავით კმაყოფილმა კიდევ ერთხელ მოათვალიერა ჩაბნელებული, სანთლის შუქზე განათებული მისაღები და სააბაზანოდან ახლადგამოსულ თარაშს გახედა. -ნახე, როგორი რომანტიკული გარემო შევქმენი... _ამაყი სახით წარუდგინა ნამუშევარი და მის რეაქციას დაელოდა. -ზურგი გეტკინება. _სხვათაშორის ჩაილპარაკა, ტანსაწმენდი მჭიდროდ შემოიხვია და ოთახში შევიდა. ლოლამ შუბლშეჭმუხნულმა აიჩეჩა თმები და ჩაფიქრებული წავიდა დივნისკენ. -წელი რატომ უნდა მეტკინოს?_ხმადაბლა იკითხა და პასუხის საკუთარ თავში ძიება დაიწყო. _მოიცადე, აქ?! ის... _ლუღლუღით წამოიძახა, ფეხზე წამოხტა და ოთახისკენ გავარდა._თარაშ! _საძინებლის კარი დაუკაკუნებლად შეაღო და სრულიად შიშველი მამაკაცის დანახვისას ბოლო ხმაზე შეჰკივლა. _არ უნდა თქვა შიშველი რომ ხარ?_აღელვებულმა, ღრმად ამოისუნთქა და ზურგი აქცია. -მორცხვი გოგო. _ცინიკურად გამოაჯავრა თარაშმა და ქვედა საცვალი ჩაიცვა. -უბრალოდ... უბრალოდ მოულოდნელი იყო, თორემ გუშინაც გნახე. _თავის მართლება დაიწყო, თან ცალ თვალს სარკისკენ აპარებდა. _მაგრამ გუშინ ასე კარგად არ მინახიხარ. _ტუჩის კუთხეში ჩაიცინა და უკუსვლით დაიძრა მისკენ. -რატომ შემოხვედი? -ხო..._ჩაფიქრებულმა წამოიძახა და განაგრძო. _ იატაკზე რატომ უნდა მეტკინოს ზურგი, ეს საწოლი არ მოგწონს?_გულუბრყვილო გამომეტყველებით იკითხა და თარაშის გაოგნებული სახის დანახვისას ქვედა ტუჩზე იკბინა. _სისულელე ვთქვი, ვიცი. _ხელები მაღლა ასწია და დანებების ნიშნად უხმოდ დატოვა ოთახი. _ისე, საინტერესო გამოწვევაა. მისაღები, სამზარეულო, სააბაზანო, უარს არ ვიტყოდი._თავისთვის ბურტყუნებდა ქირია. *** -ილო._მორიდებით წამოსთქვა ძმის სახელი და ეკრანზე გამოსახულ ძმას თვალებმოჭუტული დააკვირდა. _ვიცი, რომ აქამდე უნდა მეთქვა, მაგრამ ჩავთვალე რომ დრო მჭირდებოდა. საკუთარ თავში უნდა გავრკვეულიყავი, უნდა დამემტკიცებინა რომ სწორად მოვიქეცი. ჩემი შეცდომის თქვენს კისერზე გადატარებას ვერ დავუშვებდი, მაგრამ ახლა... ახლა როდესაც ვიცი რომ ის რაც გავაკეთე სწორია თამამად შემიძლია გითხრა რომ თარაშთან ვარ. _ბოლო წინადადება ბედნიერმა ჩაილაპარაკა და ღიმილით ასწია თავი. _ასე კარგად არასოდეს არ ვყოფილვარ, ასე მგონია რომ ჩემი ცხოვრება შევცვალე, უკეთესობისკენ, მრავალფეროვნებისკენ, კარგისკენ. გამუდმებით ჩემს უფროსზე აღარ ვფიქრობ, ახალი საფიქრალი გამიჩნდა. ამ კაცთან თავს თავისუფლად ვგრძნობ. -ხომ იცი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის?_სერიოზული ხმით იკითხა ილომ. -ვიცი, ჩემი კარგად ყოფნა. -მართალი ხარ. ვხედავ რომ კარგად ხარ, ბედნიერი ხარ, კმაყოფილი ხარ, მაგრამ დარწმუნებული იყავი რომ ახლა ეს საკმარისი არ იქნებოდა. ჩემთვის რომ თარაშს თავისდროზე არ დაერეკა და ყველაფერი ადამიანურად არ აეხსნა, ზუსტად ვიცი რომ ახლა შენი გაბრწყინებული თვალები არ იქნებოდა ჩემთვის საკმარისი. შეიძლება შენ ბედნიერი ყოფილიყავი, მაგრამ გულის სიღრმეში ბოლომდე კმაყოფილი ვერ ვიქნებოდი, შემჭამდა ის აზრი რომ შენს მეორე ნახევარს სათანადოდ არ ვიცნობ, არ ვიცი როგორი ადამიანია და რისი გამკეთებელია. შეიძლება თარაშთან არ მაქვს ისეთი ურთიერთობა როგორიც დის შეყვარებულთან უნდა მქოდეს, მაგრამ საკმარისზე მეტი ვიცი და ვიცი რომ კარგი კაცია. დღემდე ვფიქრობდი რომ შენი აღელვებული ტონი, ბედნიერი თვალები და აჩქარებული გული უფლებას მომცემდა შენი ბედნიერება ბოლო წვეთამდე გამეზიარებინა, მაგრამ სხვა ძალიან ბევრი ფაქტორი აღმოვაჩინე. -მე კიდევ როგორ ვეკამათე თარაშს შენთან რომ დარეკა. _სახეწაშლილმა ამოილაპარაკა და თითები ერთმანეთში ახლართა. -თარაშს რომ ჩემთვის არ დაერეკა და სიტუაცია არ აეხსნა ახლა ძალიან დაძაბული დიალოგი გვექნებოდა. მე შენ გენდობი, მაგრამ ვერ ვენდობი კაცს რომელიც შენ გვერდით არის და იმალება, ხმას არ იღებს. ხომ გესმის? -რა თქმა უნდა მესმის, ილო. -შენთვის ძალიან ბევრს უნდა ნიშნავდეს ის რომ შენ გვერდით მყოფი კაცი შენთვის ძვირფას ადამიანებს აფასებს და პატივს სცემს. -ნინას რა მოვუხერხო? ძალიან მერიდება, გუშინ მთელი ღამე ვერ დავიძინე გამუდმებით დედაზე და ჩემს დუმილზე ვფიქრობ. არ ვიცი როგორ უნდა ავუხსნა, წარმოდგენა არ მაქვს რა სიტყვებით უნდა გავაგებინო. _აღელვებულმა ხმამაღლა ამოისლუკუნა და აცრემლებულ თვალებზე თითები მოისვა. -ლოლა, ძალიან გთხოვ დამშვიდდი. ახლა ნინას ვერაფერს ვერ ეტყვი, გამორიცხულია, ჩათვალე რომ ჭკუიდან გადაიყვან. არა, ასე ვერ აუხსნი სიტუაციას, უმჯობესი იქნება თუ შენ და თარაში ერთად დაელაპარაკებით. თანაც ახლა თარაში აქეთ მოდის და არავითარ შემთხვევაში არ გამოვა ნინასთან საუბარი. -ვიცი, მაგრამ შებოჭილი ვარ. -შეეცადე ერთი კვირა როგორმე გაძლო და მერე ყველაფერი დალაგდება. -მარიტა სახლშია?_სწრაფად შეცვალა თემა და წყალი მოსვა. -არ ვიცი, წეღან ვურეკავდი და არ მიპასუხა. -თუ დაუკავშირდი უთხარი ვაიბერში შემოვიდეს და შეტყობინებები ჩართოს! -ჭკუით იყავი. მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ! *** -როგორ გაბედე?_აღელვებული და აფოფრილი მარიტა ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. -თუ დაჯდები და ახსნის საშუალებას მომცემ მადლობას გეტყვი. -არა, ლოლა, როგორ ჩათვალე რომ შენი და თარაშის თანაცხოვრება ყველაზე ბოლოს უნდა გამეგო... -ყველაზე ბოლო არ იგებ, მეორე ხარ. -მითუმეტეს, რატომ ვარ მეორე და არა ბოლო, ან პირველი?! -ვერ გავიგე რა გინდა, ახლა ხომ იცი? -სექსი გქონდათ?_მოუდლოენლად შეცვალა თემა და განაბული დაჯდა ტელეფონის წინ. -რა სასაცილო გოგო ხარ. -გკითხე მგონი რაღაც._წარბაწეულმა ჩაისისინა. -კი გვქონდა და გვაქვს კიდევაც, მაგრამ ამაზე საუბარს არ ვაპირებ! -კარგი ნუ აპირებ. _მხრები აიჩეჩა და უინტერესო გამომეტყველებით დაიწყო ოთახის მოთვალიერება. _და... -მარიტა! -კარგი, ხმას არ ვიღებ. როდის მოდის? -ერთ კვირაში. ძალიან მიჭირს მასთან სამომავლო განშორებაზე ფიქრი. _მოღუშულმა ამოიჩურჩულა. -და როგორ ფიქრობ, ხართ იმ ეტაპზე რომ მანძილმა ვერაფერი დაგაკლოთ?_ხმა და გამომეტყველება დაუსერიოზულდა მარიტას. -არ ვიცი, ვფიქრობ რომ ზედმეტად ახლოს ვართ ერთმანეთთან. ძალიან კარგად ვუგებ, მიუხედავად მისი ცივი ხასიათისა. არ მაქვს კომპლექსები, მასთან ყოფნა სიამოვნებას მანიჭებს, სამსახურში ყოფნის დროს თითქოს მონატრებას ვგრძნობ. ვერ ვხვდები სადამდე წაგვიყვანს ეს ყველაფერი. -აქ ჩამოსვლაზე გიფიქრია? -არა, მაგაზე ფიქრის ცოტა არ იყოს და მეშინია. არ მინდა საკუთარი თავი ისეთ რაღაცებში გამოვიჭირო რასაც ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი. *** -ბილიარდი იცი?_სამსახურიდან დაბრუნებული პირდაპირ კითხვით მივარდა მისაღებში მყოფ თარაშს და დოინჯშემოდებული დაუდგა წინ. -იმაზე უკეთ ვიდრე ბოულინგი._თვალი ჩაუკრა და ხალიჩაზე დაყრილი ხელსაწყოებიდან ერთ-ერთი აიღო. -რა გაფუჭდა? -გათბობიდან ჰაერი უნდა გამოვუშვა. -რატომ აღარ ათბობს? -ათბობს, მაგრამ ნახევრად. -კარგი... ბილიარდის სათამაშოთ წამოხვალ?_მთავარ კითხვას დაუბრუნდა და დივნის სახელურზე ჩამოჯდა. თარაშმა უსიტყვოდ დაუქნია თავი და საქმე განაგრძო. _კარგი, მოვემზადები. მაქსიმალურად ცდილობდა დარჩენილი დროის გამოყენებას. ყველაფრისთვის ანაწილებდა წუთებს, არცერთი წამის დაკარგვა არ უნდოდა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იგრძნო თარაშის გარეშე ყოფნის და ცხოვრების შიში, შიში რომელმაც ხასიათი გაუფუჭა. დარჩენილი რამდენიმე დღის განაწილება ძალიან უჭირს, უნდა რომ ეს დრო სულ მასთან ერთად იყოს, თითოეული წამით დატკბეს და ყველა ის ადგილი შემოიაროს სადაც ამ ერთი თვის განმავლობაში არ ყოფილან, მაგრამ სამსახური ამის საშუალებას არ აძლევს. დილით გასული 7 საათზე ბრუნდება და მთელი დღე დაკარგულია, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ძალიან ნაყოფიარი ერთი თვე აღმოჩნდა ლოლასთვის. ექიმთან იყო, თავის დაცვის ყველაზე ძლიერი პრეპარატი გამოაწერინა. ამ ეტაპზე შვილის ყოლა ზედმეტია მისთვის, წარმოდგენაც კი არ უნდა როგორი რეაქცია ექნება 26 წლის ასაკში ბავშვის არსებობის შესახებ რომ გაიგოს. ამის კატეგორიული წინააღმდეგია, როგორი რთული გასაგებიც არ უნდა იყოს. საკუთარ თავს 30 წლამდე ბავშვის ყოლა ისე აუკრძალა როგორც ბავშვობაში ხეზე ასვლა და იქიდან გადმოვარდნა. ზუსტად იცის რომ შვილი მისთვის არსებულ ეტაპზე ზედმეტი ტვითი იქნება, ბავშვი რომელიც საკუთარი თავის რწმენას დააკარგინებს და საშუალებას არ მისცემს გააკეთოს ის რისთვისაც ამდენი წელია წვალობს. გიჟდება პატარებზე, არ ამბობს რომ მათ მიმართ აგრესია აქვს, უბრალო უნდა შვილი იმ ასაკში ჰყავდეს როდესაც ამისთვის ყველანაირად მზად იქნება. არ უნდა ზედმეტი თავის ტკივილი, გეგმების რადიკალურად შეცვლა და შეუმდგარი დედის ამპლუაში ყოფნა. თანაც ჯერ არ აქვთ ისეთი ურთიერთობა რომ შვილზე და ოჯახზე იფიქრონ. -ლოლა, კიდევ ერთხელ გიმეორებ..._დაღლილმა ხმადაბლა ამოილაპარაკა და შავი ბურთი მაგიდაზე დააბრუნა. _შავი ბურთი თამაშის ბოლოს უნდა ჩააგდო, წინააღმდეგ შემთხვევაში წაგებული ხარ! -რა ვქნა თუ მარტო მაგ შავ ბურთს ვუმიზნებ სწორად?!_მხრების ჩეჩვით წამოიძახა და თეთრი ბურთი წითელი ბურთის უკან დადო. -რას აკეთებ?_ქალის ქცევით გაკვირვებულმა სიცილი ვერ შეიკავა. _ბურთის ასე თამაში ვინ გასწავლა? -სადაც მინდა იქ არ უნდა დავდო? -არა! -კარგი. _მოღუშულმა ჩაიჩურჩულა და ბურთი საწყის პოზიციას დაუბრუნა. _და თუ იქიდან ვერ ვუმიზნებ ისე როგორც საჭიროა არც მაგ შემთხვევაში?_შეპარვით იკითხა, მაგიდას ზურგით მიეყრდნო და ცალი ხელით ბურთის ჩუმად გადაადგილება სცადა. -თითებს დაგიმოკლებ. _მუქრით ჩაილაპარაკა თარშმა და აკისკისკებული ცალი ხელით გაასწია. -ნახე როგორ ზრუნავს საკუთარ თავზე და ჯიბეზე. თითებს რომ დამიმოკლებ ბეჭედიც იაფი იქნება არა?!_სიცილით ჩაილაპარაკა და წელში გასწორდა. -და ვინ გითხრა რომ ბეჭდვის ყიდვას ვაპირებ?_მამაკაცის კითხვას სახე გაუყინა. დაბნეულმა ქვედა ტუჩი აათამაშა და ნერწყვი წვალებით გადაყლაპა. -ვიხუმრე. _განმარტა და სკამზე ჩამოჯდა. _იქ.. საქართველოში ბევრს მოსწონხარ?_თავისდაუნებურად წამოსცდა. რამდენიმე დღეა გამუდმებით ამაზე ეფიქრება. არ უნდა თარაშის ახლოს ვინმე სხვას ხედავდეს, ვერ აიტანს. -არ ვიცი._მოკლედ უპასუხა და ლოლასკენ წავიდა. _ეჭვიანობას ხომ არ აპირებ? -არ ვიცი, შეიძლება. _გულწრფელად უპასუხა და ფეხზე წამოდგა. -დაიმახსოვრე, უმიზეზო ეჭვიანობას ვერასოდეს ვერ გავამართლებ! _გააფრთხილა, ქურთუკი მიაწოდა და გასასვლელისკენ წავიდა. -მაშინ მოგიწევს საქართველოში ყოფნის დროს ქალებს ერიდო! >>> არ ვიცი ეს თავი რამდენად გაამრთლებს თქვენ მოლოდინს, მაგრამ... ძალიან დიდი მადლობა ყველას, უ'ზომოდ მახარებთ <3 მიყვარხართ მე თქვენ! <3 დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.