ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული ავახიე ( თავი 6 )
-რაო ანიტ, არ მელოდი და ენა გადავყლაპეთო? -არ გინდა ლიზა, დამიჯერე. ჩემი გადაკიდება არავისთვის კარგი არ ყოფილა და არ მგონია გამონაკლისი იყო -შენი რატო უნდა შემეშინდეს?- ხელები გადაიჯვარედინა- ჩემს ბიჭზე რო ჩალიჩობ გგონია მაგას შეგარჩენ? -რას ვშვები?- სიცილი ამიტყდა- ჩემო საყვარელო, არც პირველი ხარ მისთვის და მგონი არც უკანასკნელი და ამხელა ამბიციები საიდან? -ეგ მე ვიცი- თვალი ჩამიკრა და ტუჩი კბილებს შორის მოიქცია -აა მეც ვიცი უკვე, გუშინ ისეთი ხმები გამოდიოდა თქვენი ოთახიდან, ვიფიქრე თაგვი დაინახათქო. ისე მართლა, მაგხელა ხმაზე რა გაკივლებდა -დაჟე შენ გვიყურადებ ხოლმე? -ვაიმე როგორ გეკადრება . ყველა მაგის ნაშას რო ყურადღება მივაქციო, ჩემი ცხოვრება აღარ მექნება -როგორ ბედავ- წამოდგა სკამიდან- მე მალე მისი ცოლი გავხდები და შენ თვალითაც ვეღარ ნახავ დავინახე ნუცას რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ გავაჩერე. -ცოლი გახდები? თვითონ გითხრა? ბეჭედი მაჩვენე აბა- დაკვირვებით შევუთვალიერე თითები- რაღაც დამადასტურებელ მოწმობას ვერ ვხედავ. ლიზა სიბრაზისგან გაწითლდა. -აუცილებელი არაა ბეჭედი იმის დასტურად რო ერთმანეთი გვიყვარს -ხო მაგრამ რატო ვერ ხვდები რო ჩვენ ოთხზე მეტად- ხელით ვანიშნე გოგოებზე- მაინც ვერ ეყვარები -ვინ მოგახსენა? სულ იმას მეუბნება ყველაზე მეტად მიყვარხარო - თავი აწია მაღლა და თითები მაგიდაზე ააწკარუნა -ცხოვრებაში არ უთქვამს ეგ სიტყვა და რატო გვატყუებ? -გამეცინა. ტვილდიანი სიტყვით არასდროს გამოხატავდა გრძნობას, მხოლოდ საქმით გიმტკიცებდა და გაგრძნობინებდა რო ძალიან უყვარდი. ლიზამ თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო. - ჩემზე მეტად რო უყვარდე, მე არ გამომყვებოდა დღეს მოტოციკლეტის სატარებლად, მითუმეტეს როცა შენც იქ იჯექი. მიგატოვა და ჩემთან ერთად წამოვიდა როგორც მახსოვს, ხო? -შენ თხოვე -მე სიტყვაც არ მითქვამს, ბიჭებმა შესთავაზეს და ისიც ეგრევე დათანხმდა- თვალი ჩავუკარი და მოსაცმელზე ვანიშნე- ეს ჟაკეტი ვისია გეცნობა? რატო არასდროს მინახავს შენზე მისი ტანსაცმელი ან რამე ნივთი? -სასწრაფოდ გაიხადე- მომვარდა და სახელო მხარზე გადამიწია -ვაიმე რა საქაჯეთია- ხელით მოვიშორე და გოგოებს გავხედე, რომლებიც სიცილით კვდებოდნენ- რითი დაუმტკიცებია შენთვის სიყვარული? რაღაცის თქმა დააპირა რო გავაჩერე -საწოლის ჭრაჭუნი არ ითვლება.- გავუღიმე და გაჩუმდა -კარგი ანიტ, გეყოფა- ჩემი გაჩერება სცადა ანკამ -მე გავაფრთხილე ჩემი გადაკიდება არ გაწყობს-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა -იცი რას გეტყვი?- შემომიტია ეგრევე- იმდენს ვიზამ, რომ რატის ცხოვრებიდან საერთოდ გაქრები. -ვინ ვისი ცხოვრებიდან გაქრება ეგ კიდევ საკითხავია- ყველამ თავი გავაბრუნეთ და კარებში ატუზული ტვილდიანი დავინახეთ- შენ - თითი ლიზასკენ გაიშვირა- შენ მეუბნები რო ანიტას ჩემი ცხოვრებიდან გააქრობ? მაგას შენ კი არა , მამა ღმერთიც ვერ მოახერხებს. არ მინდოდა ქალების საუბარში ჩარევა, მაგრამ ზედმეტები რო მოგდის უკვე ლიზიკო მაგას ვერ ატყობ?- მშვიდი ტონით ლაპარაკობდა და ენაგადაყლაპულ გოგოს მისჩერებოდა. - რა უფლებით ემუქრები იმ ადამიანს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს? აი ამ დროს ეგრევე გოგოებს გავხედე, რომლებიც არანაკლებ გაოცებულები იყურებოდნენ აქეთ-იქით. რატისგან არასდროს გამიგია ეს სიტყვა. შემიძლია დავიფიცო რო არასდროს არავისთვის უთქვამს აქამდე. ნერვიულობისგან პირი გამიშრა და წყალი მოვსვი. ტვილდიანი ისევ განაგრძობდა. -აი ეს ოთხეული ჩემთვის ყველაფერია და საკუთარ დასაც არ მივცემ უფლებას მათზე რამე ცუდი თქვას და შენ ვინ მიგდიხარ? ყველას სათითაოდ ვკითხე რას ფიქრობდა შენზე. ვინმეს ოდნავ მაინც რო ენიშნებინა ან ეგრძნობინებინა რო არ მოწონხარ, ეგრევე ურთიერთობას გავწყვეტდი შენთან იმიტომ, რომ მათი აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. და შენ, ლიზა ყიფიანი, ამბობ რო ვინმეს გააქრობ ჩემი ცხოვრებიდან? სა-სა-ცი-ლო-ა. გაწითლებული და ბოღმისგან გასიებული ლიზა სკამიდან წამოდგა და კარისკენ წავიდა -დაბრუნდი შენს ადგილას- გამყინავი ხმით შეაჩერა და ისიც მობრუნდა- არ დამიმთავრებია ჯერ. სანამ ბარგის ჩასალაგებლად წახვალ ჯერ კარგად მომისმინე. ამ გოგოების გამო რამდენი რაღაც გადამიტანია იცი? აი ჩვენ ყველას -ხელით ბიჭებისკენ ანიშნა- თავისუფლად შეგვიძლია თავის გაწირვა ნებისმიერი მათგანისთვის. 14 წლის ასაკში კინაღამ კაცი შემომაკვდა, შემომაკვდებოდა კიდეც ცოტნეს რო არ გავეჩერებინე. სახლში მარტო რო არ დამეტოვებინა სიცხიანი, დის ქორწილში არ წავედი. და აი ამათ ვისაც უყურებ, ყველა მასთან ვიყავით საქორწილოდ გამზადებულები. რო დაგვირეკა და გვითხრა ძალიან მაღალი სიცხე მაქვს და ელენეს მოუბოდიშეთ ჩემ მაგივრადო, ნახევარ საათში ყველა სათითაოდ დავადექით. 6 წლის წინ ამათი გულისთვის მთელი ბორჯომი გადავიმტერეთ. 5 პატარა ბიჭი მთელ ბორჯომს ვეჩხუბეთ და საავადმყოფოში მოვხვდით, მაგრამ ღირდა. ესენი რო მთელ ღამეებს იქ ათენებდნენ და მედპერსონალი ჭკუაზე აღარ იყო რო დროზე გამოვეწერეთ იქიდან. ექიმის შვილი გვყავდა დაჭრილი და ჰიპოკრატეს ფიცი რო არა, დარწმუნებული ვარ იქვე ჩაგვაძაღლებდა. ყოველ შემოსვლაზე ზიზღით გვიყურებდა და ეს ყველაფერი აი ამ ოთხეულის გამო. ჩვენი მშობლები გადავიმტერეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგმა ესპანეთში წასვლაზე თქვა უარი, ზოგმა საფრანგეთში, ზოგმა ჰავაიზე, ზოგმა მალდივებზე და ზოგმა ბორა-ბორაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთად გვინდოდა დასვენება და ბათუმში დავგაზეთ. პატარაობისას საბა სახლიდან წამოვიდა იმის გამო, რომ დედინაცვალმა დაარტყა და ჩვენ ყველა, 12 წლის ბავშვები, ეზოში ვათენებდით. სახლში არცერთს არ მოგვყვებოდა, მამაჩემი გაიგებს სადაც ვარო და უარესი მოხდებაო. ვინმეს დაბადების დღეზე თუ რომელიმეს არ უშვებდნენ ცუდი ნიშნის ან ცუდი საქციელის გამო, ყველა მასთან მივდიოდით სახლში და იქ ვიხდიდით დაბადების დღეებს. -ხო მაგრამ მან ხო მიგატოვათ, დაგყარათ და ოთხი წლის განმავლობაში არცერთი არ გახსენებიხართ. კარიერაზე გაგცვალათ და კიდევ მას იცავ? ამდენი ხანია შენ გვერდით ვარ და არასდროს მიმიტოვებიხარ- წამოხტა ფეხზე გამწარებული ლიზა და ხელების შლა დაიწყო -დაჯექი და ნუ მაწყვეტინებ - დაიღრიალა ტვილდიანმა და ადგილზე შევხტი.- ანიტას არ მივუტოვებივართ, ანიტა რეალობას გაექცა და არა ჩვენ. შენი ერთგულება რა ჩემ ფეხებად მინდა თუ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს არ სცემ პატივს? გეკითხები -ისინი არ მცემენ პატივს -დაიმსახურე? ჯერ უნდა დაიმსახურო და მერე უნდა მოითხოვო პატივისცემა -არც იმათ დაუმსახურებიათ და მე რატო უნდა ვცე პატივი? -თუ გიყვარვარ, ის ადამიანებიც უნდა მიიღო ვინც მე მიყვარს. ჩემი ცხოვრება ამათ გარეშე ისევე წარმოუდგენელია, როგორც უჟანგბადოდ. ხვდები რამდენს ნიშნავს თითოეული ადამიანი ჩემთვის? -თქვენ ჯინაზე არ წავალ აქედან. მთელი თვე ვიჯდები აქ -ეგდე. ოღონდ ზედმეტი სიტყვა არცერთთან წამოგცდეს, თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ- გააფრთხილა მკაცრად და სამზარეულოს კარი გაიჯახუნა -ლიზუ -რა გინდა - მომმართა უხეშად -ამაზონზე თავმოყვარეობა გამოწერით არ აქვთ ხო? -ბატონო? -არაფერი დაივიწყე- თვალი ჩავუკარი და ოთახში ავედი. -ეს რა ჩაატარა აზრზე ხარ?- გონზე მოსვლას ცდილობდა კაპანაძე -არა რა, რო ვამბობ ვგიჟდები მაგ ბიჭზე-თქო არ გჯერათ- გაიღიმა ნიამ და საწოლზე წამოგორდა -ცოტა არ იყოს და შემეცოდა- თანაუგრძნო ანკამ „დაზარალებულს“ -აი კაი გეხვეწები, ღირსი არ იყო? -კი მაგრამ -არავითარი მაგრამ - გააწყვეტინა ნუცამ და მე გამომხედა - არა თქვი პროსტა როგორ მიასვა -ვგიჟდები რატი ტვილდიანო შენზე - ვთქვი ხმამაღლა და ნიაზე გადავწექი -მეც ვგიჟდები თქვენზე - შემოყო თავი და გაგვიცინა -აუ ეს ბიჭი სულ ისეთ მომენტებში როგორ ჩნდება როცა არ ელი?- გამოშტერდა ნუცა -რატი ვარ ტვილდიანი -თვალი ჩაუკრა - ჩამოდით ქვემოთ, ვითამაშოთ რამე -ისიც იქ არის?- ვკითხე შეპარვით -არა, რა თქმა უნდა. მარა შეიძლება ჩამოვიდეს -კაი რა პრობლემაა- მხრები ავიჩეჩე და წამოვდექი. -აბა რას ვაპირებთ?- იკითხა რეზიმ და პუფში ჩაეშვა -სიმართლე თუ მოქმედება?- წამოაყენა აზრი ანკამ -აუ ძაან გოიმობაა, თან რა უნდა გავიგოთ ეხლა ერთმანეთზე ისეთი, რაც აქამდე არ ვიცით -მაშინ მოქმედება და მოქმედება - ტაში შემოკრა ცოტნემ -კაი ჯანდაბას- დამითანხმეს ბოლოს მაინც -ცოტნე ეკითხებაა.. რატის -მოქმედებას ირჩევ? -კაი რა პრობლემაა -მიდი და ლიზა ჩამოიყვანე, ცოდოა რა -არ გადამსვლია გაბრაზება ჯერ -კაი არაუშავს, მიდი შეასრულე მოქმედება -აუ ციბაძე საცემი ხარ რა- წამოდგა სავარძლიდან და კიბისკენ გაეშურა -კაი სანამ ჩამოვლენ ვაგრძელებთ. ნია ეკითხება ანიტას -სიმართლე -არის შენს ცხოვრებაში რამე ისეთი, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არ ვიცი? ოპა -ალბათ ჰო -რას ნიშნავს ალბათ ჰო -იმას ნიშნავს, რო არ ვიცი არის თუ არა- მხრები ავიჩეჩე და „წყვილს“ გავხედე. -თამაში ხო გინდა?- სცადა ძველებური ურთიერთობის შენარჩუნება ანკამ -რავი კი- მორცხვად ჩამოჯდა სკამზე. გაგიჟდები კაცი რა, ზოგჯერ ისე ნაზად იქცევა, გეგონება ელიზაბეტ მეორის შთამომავალია და სინამდვილეში ისეთი სხვანაირია ვერც წარმოიდგენ. ვაფშე ბუნებრივობას ვანიჭებ უპირატესობას ი ვსო. არ შემიძლია ეს საზოგადოებაში თამაში და რა გავაკეთო ნუ? იყავი ის რაც ხარ . -ანიტა მისმენ?- გამომაფხიზლა ფიქრებიდან ვაკომ -აუ სადღაც წავედი, რა მითხარი? -შენ ეკითხები ლიზას -უი. სიმართლე თუ მეორე -სიმართლე -რატიმდე რამდენი გყავდა? - ნუ მორიელი ვარ და შხამი თუ არ გამოვდევნე ორგანიზმიდან შემჭამს -5.. კიარადა 6 -მოგისწრია- გამეცინა და ბავშვებს გადავხედე, რომლებიც ძლივს იკავებდნენ სიცილს რამდენიმე წუთი კიდევ ვთამაშობდით სანამ ლიზა და რატი არ ამოვიდნენ -რატი, ისევ მოქმედება? -კი ბატონო -ხოდა ანიტას აკოცე -ბატონო? - გამოშტერდა ტვილდიანი. მე მზესუმზირა გადამცდა და ხველება ამიტყდა -რაც გაიგე -რას ნიშნავს საკუთარ დას აკოცო- გაწიწმატდა ნუცა- აღარ მინდა თამაში -ბიოლოგიურად არ არიან და-ძმა. სწორედ ამიტომ, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ- არ იშლიდა თავისას და მზერით მეუბნებოდა „ხო გინდოდა ომი, ხოდა მიიღეო“ -ავდივარ მე ზემოთ- წამოვდექი და კიბისკენ გავემართე -რას ჰქვია ზემოთ ადიხარ? ეს დავალება შეასრულე და მერე ადი -არ ვაპირებ რატის კოცნას - მოვბრუნდი და ზიზღით სავსე თვალებით შევხედე -კარგი მაშინ ისევ ჯობია ძილისწინ იოცნებო- გამომწვევი ხმით მითხრა და ემოციები რო ვეღარ მოვთოკე სილა გავაწანი და გარეთ გამოვვარდი. ცრემლები მახრჩობდა, მთელი სამეგობროს წინაშე დამამცირა და ყველაზე უარესი ის იყო, რომ ჩემი რეაქცია ასე გამოვხატე. არაფერი არ უნდა შემემჩნია, საერთოდ არაფერი მაგრამ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ. უეცრად ძლიერმა სინათლემ მომჭრა თვალი. როცა გავიაზრე უკვე მივხვდი რო სხეულის ყველა ნაწილი მტკიოდა და ბოლოს მთლიანად ჩამობნელდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.