საცდელი
*დაბადებამდე* ვიყოთ გურწრფელები და არ დავმალოთ ის,რაშიც ბნელ ღამეში,მარტოდმარტო დარჩენილები ვიკარგებით.საიდან მოდის ადამიანური საწყისები და სად მთავრდებიან ისინი?ან საერთოდ რა არის ადამიანობა?ბოდიშის მოხდით,მინდა გითხრათ რომ ერთი დიდი სისულელის კითხვას იწყებთ,რომლის არც თავი და არც ბოლო არ არის ცნობილი,თავად მისი შემოქმედისთვისაც კი.მე მარტო ვარ,ყველა მარტოა,მაგრამ მე იმ მარტოდ მყოფებში ყველაზე მარტო ვარ.ვწუხვარ ადამიანებო,ვწუხვარ,გისამძიმრებთ და ვიზიარებ თქვენს არსებობას, რამეთუ თქვენ ღმერთის ყველაზე უბედური ქმნილებები ხართ.ჩემთვის არავის უკითხავს მინდოდა თუ არა საერთოდ დაბადება,არც ის არ უკითხავთ მენდომებოდა თუ არა სიკვდილი ან ეს არსებობას დამსგავსებული ცხოვრება.უკვე გვიანაა,შეთანხმება დადებულია რომ ვიქნებით გურწრფელები.დედამიწა ლამაზია,ბუნება,სიმწვანე,მუსიკა და ოცნებები, მაგრამ იცით რა მაინტერესებს?მე რატომ მაქვს ამ ისტორიაში ს როლი?დავიწყოთ თავიდან: არსებობს საკითხები,რომლებიც ყველას აწუხებს,თუმცა არავის სურს მათზე საუბარი.მე ჩვიდმეტი წლის ვარ და ჩემი თავის უფლება შეზღუდულია!მე არ ვარ წრეში,სადაც პიროვნების ჩამოყალიბება სახარბიელოიქნებოდა.მე არ ვარ წრეში,სადაც დემოკრატია სუფევს.ჩემი ნება,სიტყვა და მოქმედებები გათვლილია ბრბოზე,რომელიც ყოველ წამს ელოდება არასწორ ნაბიჯს,რომ წაქცეულს ზედ გადამიაროს.ჩემს ირგვლივ "კეთილისმყოფელები" მრავლად არიან,რომლებიც არ დაიზარებენ,მანამ მიიტანონ ჩემს მშობლებამდე ამბავი,სანამ ამის განხორციელებას მოვასწრებ და ყველაზე უარესი ის არის რომ მათ არ აინტერესებთ მოცემული მოქმედება კარგია თუ ცუდი,მათთვის მთავარია,რომ ენა გაილესონ.მე არ შემიძლია დილით ადრე ადგომა და ცარიელ ქუჩებში ხეტიალი,ღამით ზღვაში ბანაობა,მარტო სეირნობა,გოგოსთან შეხვედრა,რადგან ეს ჩემი მშობლებისთვის უცნაურ საქციელადაა მიჩნეული.მათთვის უცნაურია ისიც,რომ მე ძალიან მიყვარს მარტოობა.მარტოობა ერთადერთი მონაკვეთია ჩემს ცხოვრებაში,როდესაც შემიძლია გავაკეთო ის,რაც პირველი მომივა თავში,დავჯდე ან თუნდაც დავწვე და ვიტირო, ვიტირო, რადგან ეს ერთადერთია,რისი გაკეთებაც შემიძლია.მე არ შემიძლია შევეწინააღმდეგო მათ , რადგან მეშინია მათი წყენინების,მეშინია მათი ცრემლჩამდგარი თვალების და მომენტის, როდესაც საკუთარი თავის ზიზღს ვიგრძნობ.მე არ შემიძლია ავდგე და გადავიკარგო,რადგან ისინი მაინც ჩემს მშობლებად დარჩებიან, ნებისმიერ შემთხვევაში.მე არ შემიძლია მოვიკლა თავი,რადგან არ მემეტებიან ისინი ასეთი ტკივილისათვის.ისე კი,ეს ერთადერთი გზაა, მივახვედრო მათ თუ რაოდენ დიდ ტკივილს მაყენებს მათი არსებობა.მე არ შემიძლია მოვუსმინო მათ,რადგან მათი მოსმენის შემთხვევაში მე შემზიზღდებიან ისინი.არც მათ შეუძლიათ მომისმინონ მე,რადგან ეზიზღებათ ყველაფერი განსხვავებული და უცნაური.მე არ შემიძლია უქმეები გავატარო სახლში,საყვარელ ადამიანებთან ერთად,ოჯახის წევრებთან ერთად,რადგან მათთან საერთოს ვერ ვპოულობ.ჩვენ არ გვესმის ერთმანეთის,რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს.და რა შეიძლება იყოს ამაზე სამწუხარო?როდესაც საკუთარი ოჯახის წევრები გეზიზღება.როდესაც არ შეგიძლია მათთან საუბარი,შენი გულის ტკივილის გაზიარება და სამომავლო გეგმების განხილვა ან თუნდაც უბრალოდ მათთან ერთად დროის გატარება.მათ არ მოსწონს,როდესაც განვიხილავ სამომავლო გეგმებს,რადგან არ მოსწონს იგი,რადგან არ ავირჩიე ის,რაც მათ შემომთავაზეს,არ ავირჩიე მათივე გაკაფული გზა.არ მოსწონთ,როდესაც მათ საუბარში ვერევი,რადგან მე პატარა ვარ და უფროსების საუბარში ჩარევა უზრდელობაა.დედაჩემი პატარაობიდანვე მეჩიჩინებოდა,რომ წიგნი წამეკითხა,ამას მეუბნებოდა მაშინ,როდესაც ეზოში წრეში ბურთს ვთამაშობდი,სახლში ბარბებს ან კომპიუტერულ თამაშებს და იცით რაა,დღეს,როდესაც მე წიგნების კითხვა დავიწყე მოდის და მეუბნება,რომ წიგნები გამაგიჟებენ,რომ კითხვა ყურადღებას მიფანტავს.მუდამ მასწავლიდნენ,რომ სიყვარული არ არსებობს,რომ უნდა გავთხოვდე მდიდარ ბიჭზე, რომელიც რატომღაც ყველას საუკეთესო მომავლის საწინდარად მიაჩნდა.მთხოვდნენ,რომ ჩამებარებინა ბიზნესზე ან სამედიცინოზე,ან თუნდაც იურიდიულზე.ალბათ ბედის ირონიაა,რომ სამიდან სამივე ფაკულტეტი დასანახავად მეზიზღება.არასდროს ჩემი არცერთი მეგობარი არ მოსწონდათ. არც გოგო,არც ბიჭი,არც დიდი და არც პატარა.მათი ტაქტიკა უცვლელი იყო.გეგმა ა მუდამ ჩემზე გადიოდა,რომ ეს სახელს გამიტეხს,რეპუტაციას შემილახავს და ბლა ბლა ბლა.გეგმა ბ მათზე - რომ უნდა მეფიქრა ჩემს ოჯახზე და ოჯახის სახელზე,რას იტყვის ჩემი მეზობელი ლამარა და ჩემი სოფლის ბებია თამრიკო,კუკურის ინფაქტი დაარტყამს და ღირს ეს ერთი რაღაც ამ ყველაფრად?მერე შენზე კი არავინ იტყვის გზას ასცდაო,რა დედამ გაზარდაო,გველი გაუზრდიათ უბეშიო და ნუთუ არ გეცოდება საკუთარი დედა.გეგმა გ საზოგადოება იყო.ეს ქალაქი პატარაა,ხომ იცი რა უცებ ვრცელდება ყველა ჭორი,სახელს გაიფუჭებ და დედამთილი დაგიწუნებს,მერე რა პირით გავიარო ქუჩაში,შვილიშვილები მყავს ჩასაგორებელი კალთაში.ის თემაც მოახლოვდა,რომელზეც საუბარი ყველაზე მეტად მტკენს გულს.ადრე მხოლოდ ეს სამი გეგმა იყო,ახლა მეოთხეც შეემატა:ეს რა გაგვიკეთე,საცოდავი მამაშენი საფლავში ტრიალებს.მეზიზღება დედაჩემი,ჩემი სანათესაო,საკუთარი მეზობლები,ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი და საკუთარი თავიც,რომ არ შემიძლია ამ ყველაფრის წინააღმდეგ გაბრძოლებაც კი.ყოველი დღე სახლიდან გაქცევით იწყება და ყოველი საღამო სევდით გვირგვინდება,რადგან სახლში მიწევს დაბრუნება.ზოგჯერ სუნთქვა მიჭირს,სუნთქვა ადამიანებში,თითქოს ზაფხულის ცხელ ამინდში ხალხით გავსებული დარბაზის ცენტრში ვიყო მოქცეული.დღეს მამაჩემს ალბათ ყველაზე კარგად ესმის ჩემი.თუკი რაიმე არსებობს და მხედავს,დარწმუნებული ვარ,რომ არ მამტყუნებს,რადგან ჩემს გარდა სხვებსაც დაინახავს,თამაშგარე მდგომარეობა კი ყველაზე კარგია რაღაც-რაღაცეების მისახვედრად და უკეთ გასაანალიზებლად. *ვიღაცის დაბადება* ის ვიღაცა რომ გაჩნდა,რომელიც ახლა ჩემს სხეულშია ჩასახლებული,ყველას უხაროდა.უხაროდა დედას,უხაროდა მამას და რადგან ყველას უხაროდა ეგონათ რომ ამ ყველაში მეც შევდიოდი,მაგრამ იცით რა მაინტერესებს?რატომ მაქვს ს როლი ამ ისტორიაში?მე ვტიროდი,მაგრამ ყველას უხაროდა.ასეთია ადამიანი - შეუძლია სხვის უბედურებაზე ბედნიერების კოშკები ააგოს.იმთავითვე,ჟანგბადის პირველი ულუფა რომ ვიგემე და ტირილის ნოტები ავაჟღერე,უკვე იგრძნობოდა ტრაგედია,რომელიც თან მოჰყვა დაბადებას,ჩემს დაბადებას.დრო გადიოდა,მე ვიზრდებოდი და უფრო და უფრო ვემსგავსებოდი სამოთხიდან გაძევებულ ევას,უფრო და უფრო მტკიცდებოდა ჩემი საკუთარი სახელი - „ევას ასული“.გიფიქრიათ ოდესმე საიდან სად მოხვედით?თითოეული დღე რაღაც ახალი სიბინძურის დასაბამია.ჭუჭყი წურბელასავით ეწებება თქვენს სუფთა და სპეტაკ სულს,მერე შრება და ისე გახმებათ რომ მისი ჩამოფხეკა შეუძლებელი გახდეს.როგორც ჩემმა ერთმა სულიერმა მეგობარმა თქვა „ედემში ვერ დავბრუნდებით“... მერე იყო სტანდარტული აღმზრდელობითი ფორმების მცდელობები,ერთი წარუმატებელი ფორმა მეორეს ცვლიდა და საბოლოოდ მე თოჯინად მაქციეს თავად საკუთარმა მშობლებმა,რადგან ვერ გადაწყვიტეს როგორი მიდგომა იყო საუკეთესო პოზა საუკეთესოთა შორის ჩემს უკეთესად ჩამოსაყალიბებლად.ერთმანეთში აურიეს გაგონილი,წაკითხული და ნაკარნახევი მიდგომები და ამ აჯაფსანდალის ჭამას მაიძულებდნენ,რომელიც საერთოდ არ მჭირდებოდა,საერთოდ არ მჭირდებოდა მათი უგულო,ნაჩქარევი და დავალებული მშობლიური სიყვარული.მე კიდევ შოკოლადი მიყვარდა,მუსიკა და დრამა.რატომღაც ბავშვობიდან ვგიჟდებოდი დრამის შავბნელი ფარდის შემოხვევაზე,მკრთალ ცრემლებსა და სევდაზე,რომელიც ასევე მუდამ ჩემი თანმზდევნი იყო.მახსოვს ოთხეულის პირველი კედელი დედამ ამიგო.მტკიცე,საყრდენი და სქელი იყო.დედაჩემმა ამ კედლის აშენებას ბევრი შრომა და ოფლი დაახარჯა,რამაც ჩემს სულში პირველ უჩინარ ნალექს დაუდო ბინა თბილი კერითურთ.ბოლომდე სავსე არ ვიყავი,ჯერ გადავსებამდე რა ჰქონდათ გაკეთებული.უკვე გაქრა რიდის გარეშე მოფარფატე პატარა,ლაღი გოგონა,მისი ადგილი კი მორცხვმა, კომპლექსებიანმა მოზარდმა დაიკავა.ცოდვაა ადამიანი ამ სამყაროსთვის,ცოდვაა იმთავითვე განწირული რომ არის ამ ჭუჭყიანი ტრილოგიისთვის: დაბადება,ცხოვრება და სიკვდილი. მაგრამ თქვენ იკითხავთ:აბა როგორ უნდა იყოს?ნუთუ საერთოდ აღარ უნდა ვიარსებოთ? იარსებეთ,არსებობით თქვენ ახლაც არსებობთ,იარსებეთ მაგ ნეხვში და ნაგავში,მაგრამ დაიმახსოვრეთ ამ ყოფაში ვერასოდეს იცოცხლებთ,მხოლოდ იარსებებთ,არსებობა კი დიდი ვერაფერი განძია ჩემო უბედურებო.მერე იყო რელიგიის დაბადება.დაიბადა რელიგია და დაიბადა შიშიც.საშინელებაა ყოველი ფეხის ნაბიჯზე თან დაგდევდეს შიში,რომ რაღაცას არასწორად აკეთებ,რომ ეს საქციელი ვიღაცისთვის მიუღებელია,ვიღაცისთვის,ვინც თეთრ ღრუბლებზე ზის და თეთრ წვერზე ისვამს სუფთა მარჯვენას.რა არის შიშის საფუძველი? რატომ შეიძლება გვეშინოდეს ისე რომ უკან დასახევ გზას თავადვე ვიკვეთავდეთ? ადამიანები,რომლებიც გიყვარს,ყოველ ცისმარე დილით მოგიქსოვენ, ახალ,შიშის ტანისამოსს.სიყვარული ბარიკადია,მითუმეტეს თუ ეს სიყვარული ოჯახის მიმართულებით ვლინდება.მეზიზღება დედაჩემი,მეზიზღება ყველა ჩემი ნათესავი,ჩემი ზიზღი განუსაზღვრელი და უსაშველოა.მეზიზღებით,გაიგეთ?მეზიზღებით ჩემი გაჩენისთვის, მეზიზღებით თქვენეული განათლებისთვის,მეზიზღებით აღზრდისა და სიყვარულისთვის. მეზიზღებით,მეზიზღებით,მეზიზღებით. გამოუხატავი გრძნობები და ჩაყლაპული სიტყვები უკვალოდ არ ქრებიან,ერთ დღესაც ამოხეთქავენ,ამოიფრქვევიან,როგორც ფეიქრვერკი,როგორც ერთი დიდი აფეთქების ნაპერწკლები.მნიშვნელობა არ აქვს სად მოხდება ეს,ცარიელ სივრცეში,სავსე სოციუმში თუ თეთრ,ქათქათა ფურცლებზე,მთავარი ის არის,რომ სიცარიელე და სიმშვიდე გყლაპავს ყოველივე ამის შემდეგ.როგორც კვნესად ამოხეთქილი ორგაზმის შემდეგ ეძლევი სიმშვიდეს და იცლები იმ მწებვარე,მოთეთრო სითხისგან,ასეთივე გრძნობა გეუფლება ნაგროვები სიტყვებისა და გრძნობების გადმოფრქვევის შემდეგ.მახსოვს დღეები,ბედნიერებით სავსე დღეები,რომლებიც სულაც არ ჰგავდნენ ცრუსა და ბინძურს,თუმცა ეს დღეები ვერ აქრობდნენ, ვერ ანგრევდნენ იმ კედლებს,რომლებშიც ვიყავი გამომწყვდეული.მეორე კედელი სოციუმმა ამიგო.ერთიანი ძალები არ დაიშურეს და მზე დამიბნელეს, ყოვლისმომცველი დოგმებით,მორალებითა და მოვალეობებით.ამ კედელმა დედაჩემის ნაგებობაც გაამყარა.რას ხედავდნენ ასეთ გასაოცარს ამ მძღნერში დღემდე ვერ ვხვდები. თუმცა ეს ხომ ნასწავლი და ჩაგონებული არსებობაა,ნასწავლი და ჩაგონებული...მხოლოდ ისინი იგრძნობენ იმ რეალობის შხამიან ნესტარს,ვისაც გამოუცდია თუ როგორი საშინელებაა დადიოდე ქუჩაში და თითოეულ ადამიანში ხედავდე მტერს.მე ვხედავდი ჩემსკენ მომართულ ათიათასობით იარაღის ლულას,ვხედავდი როგორ მელოდებოდნენ რომ თავი დამეკრა და გაესროლათ. იცით რა?ადამიანები მიმხედრდებოდნენ და ხვებსაც აიძულებდნენ იგივე გაეკეთებინათ.არ ვიცი რა სიამოვნება იმალება ადამიანის განკითხვასა და გაჭორვაში.ჩემი ერთი არასწორი ნაბიჯი,საბაბს იძლეოდა რომ ჩემი ოჯახი მტრის ბანაკად ქცეულიყო.თქვენ იკითხავთ: რატომ არ გეკიდა?საერთოდ რატომ აქცევდი ყურადღებას?რა ვქნა რომ მიყვარს ჩემი უზნეო და ჭუჭყიანი ოჯახის წევრები,რა ვქნა რომ მათი წყენით სავსე თვალები გულს მიკლავს და თავს დამნაშავედ მაგრძნობინებს...ჩავები,საბოლოოდ მომიწია მეც ჩავბმულიყავი ამ საცოდაობის ფერხულში.მერე იყო გათვლილი და თითის წვერებზე გადადგმული ნაბიჯები,რომელიც იდეაში ფრთებშესხმული ნარნარი უნდა ყოფილიყო ნირვანაში,ათასი ფერითა და გრძნობით გადავსებული,ავსებული სიცოცხლე უნდა ყოფილიყო,ისეთი სიცოცხლე ადამიანი რომ ვერ დაიტევდა და წყლით სავსე ჭურჭელივით გადმოღვრას რომ დაიწყებდა.ყველაფერი ამყაყებული ფერის იყო,ყველაფერი ნაცრისფერი და მკვდარი იყო.ვიყავი მე,იყო მტრის ბანაკი და იყო ღმერთი,რომელმაც დაბადებით, ედემიდან გამოგვაძევა.რატომ ვისჯები ერთი საცოდავი ვაშლის გამო,რატომ ვისჯები ორი ცოდვილი ადამიანის გამო,მითხარით ადამიანებო რატომ ვტკენთ ერთმანეთს ისე,თითქო ეს ჟანგბადის წყარო იყოს და ამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელი იყოს,მითხარით რატომ ვართ უბედურებისა და სიბინძურისთვის განწირულნი,მითხარით თუკი მაინც უნდა მოვკვდეთ რაღატომ ვიბადებით,რად უნდა ღმერთს მისი დამძრახავის დაბადება,რაში სჭირდება ადამიანი თუკი იგი მაინც მიცვალებულს უნდა ჰგავდეს,რაში იყენებს ჩემს ყოველ ღამით დაღვრილ ცრემლებს,საერთოდ რაში ვჭირდები ან მე და ან ეს უბადრუკი არსებები,რაში? თუკი ჩემი შიშით ვინმე საზრდოობს მინდა რომ ყელში გაეჩხიროს დამუშავებული ლუკმა და ისე გაგუდოს რომ ვერც ვერაფერს მიხვდეს,ვერ მიხვდეს რომ ამდენი წელი მძღნერში ცურვაში გაატარა,ვერ მიხვდეს რამდენ ადამიანს ატკინა გული,ვერ მიხვდეს რატომ დაახრჩო და სასიკვდილოდ გაიმეტა ღმერთის მიერ ბოძებულმა ეულმა ლუკმამ,ვერც ჭეშმარიტებას და ვერც თავისუფლებას ვერ მიხვდეს ისე დალიოს ის გაშავებული სული.გამარჯობა,მესამე კედელი შენია ღმერთო!ვიცი რომ შენთან თამაში საშიშია,უძღები შვილის იგავიც წაკითხული მაქვს,მაგრამ ბოდიში უნდა მოგიხადო, მე უკვე დავდე ფიცი რომ ვიქნებოდი გურწრფელი.შენ ყველაზე მეტად გიყვარვარ,ვიცი მე ეს,ამიტომაც ყველაზე დიდი ზომის სწორედ შენი იარაღია.სულისშემაშფოთებელი შიში შენი განრისხებისა,ჯოჯოხეთში მოხვედრისა,ჩემი ცოდვის გამო ჩემი საყვარელი ადამიანების დასჯისა და მომავლის ბუნდოვანებისა.შიში შენი მასალაა,რომლითაც რკინის კედელი ამიგე,რომლითაც ყველანაირი გზა მომიჭერი უდარდელობისა და ცხოვრებისა შფოთის გარეშე.მე არ ვწუწუნებ,მე არ გძრახავთ,უბრალოდ ფიცი მაქვს დადებული რომ ვიქნები გურწრფელი.მე თქვენ გამხელთ,ყველას გამხელთ,მაგრამ ვისთან გამხილოთ,ვისთან რომ თავად ღმერთიც კი სამხილებელი გამიხდა.ღმერთო უბადრულობის განსახიერება ვარ ახლა რომ ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ შენს არარსებობაში და მაინც ამ დასაწვავი შიშის გამო გებოდიშები, გებოდიშები სიმართლისათვის.ვინ დამინგრევს კედლებს?ვინ დამიბრუნებს დაბნელებულ მზის სხივს და ვინ დამაბრუნებს ედემში საიდანაც სხვისი ცოდვის გამო გამომაძევეს? ღმერთო მე რომ ახლა ამას ვამბობ,თუკი არსებობ გეცოდინება რა შიშის ფასად მიჯდება თითოეული სიტყვა.გვერდით ბებო მიწევს,ბებო,რომელმაც გამზარდა,ბებო,რომელსაც საკუთარ ჟანგბადს გავუნაწილებ მე კი თავს დავიხრჩობ,იმდენად ბევრს ნიშნავს ჩემთვის და იცი რა?ყოველ წამს ვჩერდები და ვამოწმებ ისევ თუ სუნთქავს.ეს გსიამოვნებს ღმერთო? გიამოვნებს ჩემი ტანჯვა?მითხარი,გსიამოვნებს ჩემი ასეთ მდგომარეობაში ყურება?ყველა გზა შენით მთავრდება.ყველა შენსკენ იშვერს თითს.მითხრეს გამოცდები რომ ჩააბარო და კარგად იცხოვრო ღმერთს უნდა შეევედროო.ნუთუ გამამართლებ ასეთი უბადრუკი თხოვნით რომ გეახლო,ნუთუ ეს არის ყველაფერი რითვისაც შენ მოგმართავენ...მე ნუ დამადანაშაულებ, სწორედ ისინი შეურაცხგყოფენ, რომლებიც ფარისევლური სსიყვარულითა და რწმენით გიკლავენ ცხვარს,მე სიმართლის არ მეშინია და დაე ვინანო საკუთარი სიტყვები!რა შეიძლება იყოს ყველაზე უარესი ამ ისტორიაში?მეოთხე კედელი თავად მე ავუგე საკუთარ თავს.შიში იმდენად ძლიერი იყო,რომ ამ შიშის გადალახვისა და დაძლევის მცდელობაც კი საშინელ შიშს მგვრიდა.ხედავთ?ნამდვილი,ჭეშმარიტი ტავტოლოგია ეს არის,დატკბით უბადრუკო არსებებო,დატკბი ღმერთო,განა შენი შექმნილი არ არის?გადმოხედე შენს ქმნილებებს და პასუხიც შეჰქმენი შენივე გაჩენილ კითხვებზე.ჰო,ეს მართალია,მზის სხივი საკუთრივ მე წავართვი საკუთარ თავს,მეოთხე კედელი ჩემით მივაშენე იმ სამს და საკუთარი სისხლიც ბლომად დავახარჯე გასამყარებლად.როდესაც დიდებულმა მწერლებმა დარაზული კარებების გასაღებები მაპოვნინეს,როდესაც კარებს იქეთ ახალ-ახალი კითხვები დამახვედრეს და ასე თუ ისე ამ კითხვებზე პასუხები თავად მოვიგონე,მე ვიგრძენი ვაკუუმი და ვიგრძენი სურვილი,რომ კიდევ ერთხელ დამენახა მზის სხივი,ის სუფთა და სპეტაკი სვეტი,რომელსაც ვერასოდეს ვუსწორებდი თვალს,რომელიც მუდამ მაბრმავებდა თუკი გავუძალიანდებოდი,მაგრამ თავისი სიყვარულით არასოდეს მოუყენებია ზიანი,რადგან არც არასდროს ვყვარებივარ.გვიან იყო,მართალია ციხე შიგნიდან ტყდება,მაგრამ მე ჯერ გაბზარვაც კი ვერ მოვახერხე ხეირიანად.ტბილმწარე სევდა მეღვრებოდა ყოველ ღამით ღაწვებზე,კბილებზე მომდგარი ვერ შეკავებული ქვითინი აღვიძებდა მიძინებულ მოგონებებს და მე ყოველ ღამით ვკვდებოდი და ყოველ დილით ვიბადებოდი,რომ ღამით ხელახლა დამელია სული.მამაჩემი მომიკლეს.იცით,აქ მთავარი ის კი არ არის რომ მამაჩემი მკვდარია,არამედ ის რომ მამაჩემი მომიკლეს.სად დავუშვით შეცდომა?სად გაგვეპარა მტვრის სულ პაწაწინა ნაწილაკი,რომელმაც კომაში მყოფი მამაჩემის გული გააჩერა?ჩვენ ვთხოვდით ღმერთს და არა მამაჩემს,ჩვენ გვჯეროდა ღმერთის და არა მამაჩემის,ჩვენ ველოდებოდით სასწაულს და არა ბრძოლით,მამაჩემის თავდადებული ბრძოლით მოპოვებულ გამარჯვებას. მე ხმამაღლა არასდროს არ ვლაპარაკობ მამაჩემზე, მამაჩემი ჩემი ღამის ნაწილია,მამაჩემი ჩემი ცოდვა და სევდაა,რასაც ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებს.არ ვამბობ რომ ეს შეუძლებელია,უბრალოდ გიცნობთ და ვიცი რომ წიგნის წაკითხვა უბრალოდ სხვისი გრძნობების გასაგებად არ შეგიძლიათ,თუკი რაიმე ხეირს არ მოგცემთ, სხვისი სევდა და სასოწარკვეთილებაში ჩამარხული ძვლები ფეხებზე გკიდიათ.ასეთები ხართ ადამიანები,ეს სიმართლეა.უფლება არ მაქვს რომ გაგება და გაზიარება მოგთხოვოთ,რადგან ამის უფლებას საკუთარი მშობელი დედაც კი არ მიტოვებს.ორიოდ საათის წინ მესაუბრებოდა თუ,როგორ ძლიერ სურს დამაყენოს სწორ გზაზე,როგორ სწყინს რომ მე არ მესმის მისი,როგორ ეშინია ჩემი წაბორძიკებისა და დაცემის და როგორ ვენანები,რამეთუ მან გამაჩინა და გამზარდა იმისთვის,რომ გარდაცვლილი დავასაფლავო,ქელეხი გადავუხადო და სასაფლაოზე ინტენსიურად ვიარო,რათა მისი სული დავიწყებას არ მიეცეს.ის ვერასოდეს გაიგებს,თუ როგორ ძლიერ სურვილს აღუძრავს საკუთარ შვილს,რომ ბასრი სამართებლით გადაიხსნას ვენები,როდესაც ამას უხნის და თან ისეთი სახე აქვს,თითქოს სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებდეს.მას არ სურს გაიგოს ის,რაც ნორმალურობის ფარგლებს სცდება, მას არ სურს მხილება,მას არ სურს სიმართლე.ვიცი,ჩაიხრჩობა თავის არსებობაში,ვიცი ჩამყაყდება იმ ჭაობში,იმ სიბინძურეში და ვინ იცის რამდენ ადამიანს ჩაიყოლებს თან,იმ იდეის ბრწყინვალებით რომ მისი მოსაზრება სრული და შეუმცდარი ჭეშმარიტებაა.გული მერევა, გული მერევა ამდენი გრძნობების გადამკიდე,აღარ მინდა,არ ვიცი რა მინდა და არც ის ვიცი რა არ მინდა.რაღაც მაკლია,თითქოს რაღაც ისეთი,რასაც ვერასოდეს ვერ მივიღებ,ის მინდა,რაც არ არსებობს,რაც არც არასოდეს არ იარსებებს,რადგან ისევე,როგორც ილუზიაში ვერ გადასახლდები სტანდარტული ცხოვრებით,ასევე ვერ ამოვა ის ამ მიწაზე,რაც ასე ძალიან მჭირდება.მინდა რომ კედლები დავანგრიო,მინდა რომ სწავლა მივატოვო,მინდა რომ საკუთარი ციხიდან გამოვძვრე და განვთავისუფლდე.არ მჭირდება,გესმით?უბრალოდ არ მჭირდება ყოველივე ეს,სტანდარტული არსებობა და ჟანგბადის გამოანგარიშებული ულუფა. აღარ მინდა ადამიანებში მოჩვენებასავით ფარფატი,აღარ მინდა სიცილი ისე,თითქოს არაფერი მადარდებდეს ქვეყანაზე,აღარ მინდა ცოდვით დამძიმებული სულის ტარება,აღარ მინდა ვიგრძნო საკუთარი თავის მიმართ ზიზღი,აღარ მინდა კიდევ ერთხელ დავნებდე, კიდევ ერთხელ დავინახო უმოქმედობის ცინიკური ღიმილი,აღარ მინდა ბედის დაცინვა,აღარაფერი აღარ მინდა,საერთოდ აღარაფერი,აღარც სიცოცხლე,აღარც ადამიანობა და აღარც ხსნად მონათლული სიკვდილი.ღმერთო რატომ არ მოხვალ და არ გადამარჩენ? რატომ არ მოხვალ და არ მიხსნი ამ ტანჯვისგან?გინდა რომ მეც ისევე ვეწამო, როგორც შენ ეწამე?გინდა რომ შენც ისევე მაწამო როგორც შენ გაწამეს?მაწამე,მაგრამ ასე ხომ შენც მათნაირი იქნები,რაღა განსხვავება იქნება თქვენს შორის ღმერთო?მითხარი, ამიხსენი, მიპასუხე,თორემ მე უკვე აღარაფერი აღარ მესმის,დანებებით არ დავნებდები,უბრალოდ ჩემდაუნებურად ამ ბრძოლას იმდენი ძალა ეწირება,რომ სხვა არაფრისთვის აღარ მრჩება,სხვა ყველაფრის დოზაც ამ ბრძოლას მიაქვს,ჭამს მაგრამ მაინც ვერ ნაყრდება,სკდება,იბერება და მაინც შია.ვერაფერს იტყვი,ადამიანის სრული ასლია...ასეთია იმ ვიღაცის დაბადება,ვინც ჩემს სხეულშია შემოსახლებული,ასეთია მისი არსებობა,ზიზღით,სიყვარულითა და შიშით აღსავსე.ასეთია მისი სევდა და უმოქმედობა,იძულებითი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა,სულში შავად დალექილი ცოდვა,ძრახვა და მდუმარება.გესმით ადამიანებო?არ ვიცი მინდა თუ არა რომ გესმოდეთ ჩემი,არ ვიცი ეს კარგი იქნება თქვენთვის თუ ცუდი,თუმცა ის კი ვიცი,რომ თქვენი გაგება არ გაგებით ჩემთვის მაინც არაფერი არ შეიცვლება,თქვენი ცრემლები ვერ დაალბობს წლობით აგურაგურ აშენებულ კედლებს,სიცრუეში გატარებულ წუთებსა და წამებს.თქვენი ცრემლები და სამძიმარი მზის სხივს ვერ მაჩუქებს,შეიძლება მაჩუქოს კიდეც,მაგრამ ეს ხელოვნური და უსიცოცხლო ნათურის სხივი უფრო იქნება ვიდრე მზისა. ყველაფერ ამის შემდეგ თქვენ გაოგნება გამოგეხატებათ სახეზე და გაგიჩნდებათ სტანდარტულ ყოფაში დაბადებული ლოგიკური კითხვა:მაშინ რას ითხოვ ჩვენგან?არაფერს, სრულიად არაფერს არ ვითხოვ თქვენსგან,უბრალოდ მომისმინეთ და მორჩა,ყველანაირი ღრმადფილოსოფიური ფიქრისა და მსჯელობების გარეშე იგრძენით,მიგრძენით მეც და ჩემი სევდაც,რამეთუ,როგორც ჩემი სულიერი მეგობარი იტყოდა:“ედემში ვეღარასოდეს ვეღარ დავბრუნდებით“. 1 ეს იყო ბედის ირონია,თუკი შეიძლება ამას საერთოდ ბედი ან ირონია ეწოდოს.ოთხშაბათი იყო,ექვსი ივნისი,ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი გზას საკუთარი კაბინეტისკენ,თეთრი ხალათი მეცვა როგორც ყოველთვის და ყვითელი კონვერსები.ცხელოდა და სწორედ ამ სიცხეს ვაბრალებდი უცნაურ შეგრძნებებს ჩემში,დილიდან,რომ არ მაძლევდნენ მოსვენებას.საკუთარი კაბინეტის კარი გამოვაღე და იმავ წამს გაუაზრებლად ვიტაცე ხელი ხალათის ჯიბეზე,სადაც მწვანე კალამი და იასამნისფერი ფანქარი მეგულებოდა... დღემდე არ ვიცი,არც მაშინ ვიცოდი რატომ გამიწია გულმა სანაპიროსკენ იმ ნისლიან საღამოს.ზღვა იყო წყნარი,თუმცა შესაძლოა არც იყო,ვინ იცის...ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი,უფრო სწორად გაუაზრებლად მივდევდი საკუთარ ფეხებს უცხო მიმართულებით,რომ მიმარბენინებდნენ.ფიქრებში ჩაძირულმა,როდესაც საკუთარ საქციელს გამართლებას ვუძებნიდი,ნაპირთან მჯდარი მამაკაცი შევნიშნე.იგი ხატავდა.და მე გამეცინა,გამეცინა გულიანად,ისე,როგორც იცინიან ბავშვები.განა სასაცილო არ არისხატავდე ნისლს ამ ნისლში?უსათუოდ გიჟია,აბა მხატვარი და ნორმალური სად გაგონილა...ფეხები დავიმორჩილე და ნაპირისკენ დავეშვი,სადაც ნისლი მუზად გადაექციათ.დღემდე არ ვიცი,არც მაშინ ვიცოდი რატომ მივედი მამაკაცთან,რომელსაც თავადვე ვუწოდე გიჟი... _რას ხატავთ? ჰაერში გაიფანტა ჩემი სიტყვები. _საიდუმლოა. _იდუმალიც. უცნობმა აუღელვებლად ამოწია თავი და თვალებში მომაჩერდა.წვრილი,შავი თვალები ჰქონდა,გამჭოლი მზერა და სანდომიანი ღიმილი. ტილო სუფთა და ხელუხლებელი იყო,საღებავებიც და ის ხელებიც გულთან,რომ გადაეჯვარედინებინა უცხო მამაკაცს.იცით როგორი თითები ჰქონდა?საოცრად წვრილი და შემოქმედებითი.რამდენი რამის წარმოდგენა შეიძლება... _მე მეგონა,რომ ნისლის ხატვით იყავით დაკავებული. _ნისლის? წარბები ასწია და უცნაურად ჩაეღიმა. _საინტერესოა...ღირს ამაზე დაფიქრება. _შეიძლება ვნახო? თვალით ვანიშნე ნახატზე,რომელიც მის ფერხთით იდო ცივი ქვების გროვაზე.თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ნახატი გამომიწოდა. პორტრეტი იყო,ლამაზი ქალის პორტრეტი,რომელიც არ ვიცი რატომ,მაგრამ ძალიან მეცნობოდა. _რა ლამაზი ქალია,ფანტაზიაა თუ... _არ არის ჩემი ნახატი. _აბა ვისია? _ჩემი პერსონაჟის. მიპასუხა აუღელვებლად. _ვისი? _ჩემი პერსონაჟის. _და ვინ არის თქვენი პერსონაჟი? _ჩემი პერსონაჟი,უბრალოდ ჩემი პერსონაჟია,რომელიც თავად შევქმენი და ის მხოლოდ ჩემია და არა საზოგადო,მხოლოდ მე მეკუთვნის და არა საზოგადოებას. ეს თამაში მომწონდა. _და რატომ არის მისი ნახატი თქვენთან? _მოვიპარე და იმიტომ. _საინტერესოა,თქვენ თქვენივე პერსონაჟს მოპარეთ ნახატი... _დიახ,სწორედ ასეა. _იცით?ძალიან უცნაური ხართ. _თქვენსავით. _ჩემსავით? _ნისლის ხატვა... გვერდით გადახარა თავი და ისევ ისე,უცნაურად ჩაიღიმა.ო,როგორი ორსახოვანი,ღრმა ფსკერიანი,მისტიური თბალები ჰქონდა,როდესაც იღიმოდა.რამდენი სევდა და რამდენი ტკივილი იგრძნობოდა მის ღიმილში,რომელიც ფარივით ჰქონდა აფარებული ხშირი წვერით დაფარულ სახეზე. _ლამაზი ღიმილი გაქვთ. გურწრფელი იყო ჩემი კომპლიმენტი. _ჰოო,ეს მეც შემიმჩნევია. კვლავ ღიმილით მიპასუხა _როგორი თავმდაბალი ხართ. _სულაც არ ვარ თავმდაბალი,თუმცა საკუთარი თავი არ მიყვარს,ყველა მიყვარს საკუთარი თავის გარდა. _რატომ? _გიჟი ვარ და იმიტომ. _თქვენთვის არაფერს აკეთებთ? _სრულიად არაფერს. _სრულიად არაფერს? _სრულიად არაფერს. ისევ გაეღიმა მას. _ყოველთვის,ყველაფერს ვაკეთებ სხვისთვის. წარმოთქვა დამარცვლით. _თქვენთვისაც უნდა გააკეთოთ რამე. _რატომ? როდესაც პასუხი ვერ მიიღო გააგრძელა. _რომ კარგად ვიცხოვრო და იდეაფიქსი ვიყო საკუთარ თავთან?რომ ვიარსებო?რომ ვიგრძნო?იქნებ მაშინ,როდესაც არ ვფიქრობ ჩემზე და ვფიქრობ სხვაზე,სწორედ იმას ვგრძნობ,რასაც ისინი გრძნობენ?ვისთვისაც მიღირს ცხოვრება.ჯერ მე არ ვიცი რისთვის მიღირს ცხოვრება და არც აღსარებას ვაბარებ,მე უბრალოდ ვუყვები ყველას,თქვენნაირ ადამიანებს,რა ემართება სულს,როდესაც იქ ცივა.ჩემი აღსარება ჩემი სიყვარულია და თუ შემიყვარდება ეს იქნება უფალი,გრძნობის სასახლეში ტახტად წარმოქმნილი,იდეის ფიასკო,რომელიც დღეს მოკვდა და ხვალ იქ მარადიულად იცოცხლებს.დამიჯერეთ. _გიჯერებთ. მონუსხულივით შევყურებდი და ვეძებდი სიტყვებს,რომლებიც ნისლის აუარება ფარდებს უგზოუკვლოდ გადაეკარგათ. _მე არავინ მიჯერებს,ვალდებული არ ხართ თქვენც დამიჯეროთ,თქვენ ძალიან ოდნავ,მაგრამ მაინც ახლოს ხართ ჭეშმარიტებასთან.დაახლოებით ცხრა მილიონი კილომეტრით შორს,მაგრამ ეს საკმარისი სიახლოვეა. _თქვენ იცით რა არის ჭეშმარიტება? _იგი ფართო მცნებაა და სიყვარულის ფორმა აქვს.ის საერთოდ არ არის წითელი,ის მწვანეა.ჭეშმარიტებაა სულის ფიასკო,რასაც განიცდის სხეული ყოველდღიურობაში,ეს დედამიწის კანონია,მაგრამ არავინ არ იცის,იქნებ საერთოდ დედამიწა არ არსებობს,ალბათ ეს წარმოსახვაა.ჭკვიანი ადამიანი ნიშნავს სითამამეს,ზედმეტ სითამამეს.მე ხშირად ვარ თამამი!მე თითქმის სულ თამამი ვარ.იყო კიდევ ერთი თამამი.მან მუსიკა შექმნა,ტრაგენია შვა,სადღაციდან,არ ვიცი საიდან,რომ გავიგებ აუცილებლად გეტყვით,ეს მოცარტი იყო,ის ძალიან თამამი იყო.ის იყო კვდემაც და მოსილებაც,ის იყო სული ჭეშმარიტების. _რთულია მესმოდეს თქვენი. _შეუძლებელია,რამეს მაინც გაიგებდით,ასე არ წამხდარა ჯერ ხალხი.უნდა გესმოდეთ,ყური მე კიარ უნდა დამიგდოთ,ერთმანეთს უნდა დავუგდოთ,აქ იქნება სიბრძნე,სწორად ცხოვრებისთვის შეიძლება ძალიან ადრეა.ჭეშმარიტების საძიებლად უტვინო კაცი ჯობია ტვინიანს,თუ უტვინო ნაკითხია,ტვინიანი კი მხოლოდ ნასწავლი. _საჭიროა,რომ ყველას ესმოდეს თქვენი? _ძლიერი კითხვაა.ცხოვრების ეთიკური საფეხურებია მნიშვნელოვანი,თორემ ყველა და ერთადერთი რამ გაყო?ან იშვიათი და ერთ-ერთი? _ბრბო და ინდივიდი,ალბათ ამასთან შემიძლია გავაიგივო. _გაიგივებაც არ შეიძლება!უდებურებაც ისაა,რომ ვერ ვხვდებით რა შეიძლება და რა არა. _ინდივიდუალიზმის სათავეც სწორედ ეგაა.ყველამ,რომ ვიცოდეთ რა შეიძლება და რა არა,ყველანი ერთნაირები ვიქნებოდით. _ყველამ იცის რისი უფლება გვაქვს და რატომ არ ვართ ერთნაირები?იმიტომ,რომ ინდივიდუალურები ვართ?არა,ჩვენ ჩაძირულები ვართ!ღმერთი თუ არსებობს ჩვენ მისი ყველაზე დიდი შეცდომები ვართ. _იქნებ ღმერთმა თავიდანვე იცოდა,რომ ადამი და ევა ცდუნებასა და აკრძალვას არ შეეგუებოდნენ,იქნებ მან თავიდანვე ჩაუნერგა ადამიანს ასეთი ბუნება,რომ რასაც უკრძალავენ იმას აკეთებს ყველაზე დიდი აგღრზნებით,იქნებ ღმერთს სურდა,რომ ბევრი,ბევრი ასეთი ადამიანი ყოფილიყო დედამიწაზე და დაბადებულიყო ასეთ ათას ადამიანზე ერთი,რომელიც მათ გაამტყუნებდა.არ ვიცი, შეიძლება ეს უბრალოდ სიტყვებია,მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით?იქნებ ამ უბრალოდ სიტყვებშიც იდოს სიმართლის მარცვალი. _ანუ მე ვარ ის ერთი?რა ცოტაა ათასში ერთი.თქვენც ცოტათი გიჟი ხართ,ჩემსავით გიჟი. _რაღაც მეეჭვება. _ყველა გიჟი ასრულებს ცხოვრებას საგიჟეთში. _მეც საგიჟეთში დავასრულებ სიცოცხლეს,ოღონდ გიჟი არ ვიქნები. _აბა? _ფსიქიატრი. _ცხოვრება საერთოდ არავინ იცის რა არის,საიდან მოდის და ჩვენგან რაუნდა.თუ ცნობილი ფსიქოლოგი ან ადამიანი გახდებით,არ დამივიწყოთ,საგიჟეთში მომაკითხეთ ხოლმე,დამაკვირდით. იგი იღიმის. _აუცილებლად. _სუფთა სინდის-ნამუსიან პირობას მაძლევთ? _დიახ. _ხომ იცით ნამუსი სინდისთან შედარებით ზღვაში წვეთია,ნამუსი იქონიეთ და შემომიარეთ ხოლმე სადმე საგიჟეთში. _რამე ხომ არ წამოგიღოთ თუ მხოლოდ დაგაკვირდეთ? _მწვანე კალმები,ბევრი,იასამნისფერი ფანქრები და წიგნები,ბევრი წიგნები. _შევთანხმდით,მხოლოდ ჩემი ცხონიბილი ფსიქოლოგობაღა დარჩა. _ჰო ჩემი გზა მინდა არ მინდა მაინც ფსიქიატრიულისკენ მიდის. ორივეს გაგვეცინა,თუმცა არა,როგორც ბავშვებს,არამედ,როგორც ჯერ საერთოდ არ დაბადებულ ჩვილებს.ჩვილებს,რომლებსაც ჯერ კიდევ ხელთ უპყრიათ პირადი განძი,რომელსაც ვინ იცის წაართმევენ თუ არა/ვერა,როდესაც დაიბადებიან. _იქნებ ჰკითხოთ თქვენს პერსონაჟს ეს ქალი მისი ფანტაზიით დახატა თუ რეალურადაც არსებობს? _პასუხი მეც ვიცი. _გისმენთ. _არ გეტყვით. _რატომ? _იმიტომ,რომ საიდუმლოა.შესაძლოა ოდესმე გითხრათ კიდეც,მაგრამ ახლა არ გეტყვით.იცით რომელია თქვენი ფერი? _ჩემი ფერი? _დიახ თქვენი ფერი. _არა,არ ვიცი. _დასანანია. _იქნებ თქვენ მითხრათ? _მე როგორ უნდა გითხრათ თქვენი ფერი? _ასე უბრალოდ. _ისეთი შინაგანი გამოხედვა გაქვთ,ისე ბევრის ფიქრი შეგიძლიათ,ისე უსასრულოდ შეგიძლიათ იყოთ მეოცნებე და ისე არ ნებდებით საკუთარ თავს,იასამნისფერი მოგიხდებოდათ.მე ასე მგონია,მე მგონია,რომ ასეთი ხართ,მე მგონია,რომ ტირილიც ხშირად გინდათ, მგონია,რომ თქვენში სიგიჟის მარცვალი არის,წყალი სჭირდება ახლა,ამ ასაკში ცრემლის სახით და აუცილებლად გაიზრდება. _სამწუხაროა,რომ არასდროს არ მომდომებია ტირილი,არასდროს არ ვტირი. _როგორ არა,იცით თქვენ რამდენს ტირით?ძალიან ბევრს,იმაზე ბევრს ტირით,ვიდრე ოცნებობთ.თქვენ არ იცით რამდენს ტირით,თითქმის სულ ტირით.არაფერს არ მისტირით და არაფერზე ცრემლით არ ტირით.მე მეგონა მიხვდებოდით რომელი ტირილიც ვიგულისხმე,შინაგანი ცრემლი ყველა ადამიანშია,ნუ თუ ჩვენ ზოგადად ადამიანები გვქვია ასეა,მე მგონია,რომ სული როცა ტირის გარეგნულად ძალიან ძლიერდები.მე მგონია,რომ როცა იასამნისფერი შენი ფერია ეს ნიშნავს სულის ზამთარს,გარედან რომ ცივა შიგნით სულ,რომ სითბოა და მაინც ბრბოო,ეს ბრბოო ვერას დაგაკლებთ იასამნისფერო ვერას,რადგან თქვენ ტირით,ისე გამალებით ტირით,რომ ბრბო რად მიქვია ამ ტირილთან! _როგორ მინდა თითოეულ სიტყვას ვიწერდე,რასაც მეუბნებით. _თქვენ წერთ? _დიახ. _წერეთ,ბევრი წერეთ,აფეთქდება ერთ დღეს მუზა,მუზა,რომელიც პირადად თქვენია და არა საზოგადო,თქვენშია და თქვენი სულის მწვანე მხარეა,მწვანე,რომელიც ბალახივით ჯიუტია,რამდენჯერ გაკაფეს და მაინც ამოდის,ასეთი ჯიუტი უნდა იყოს თქვენი სულიერი მუზაც.თქვენ ეს შეგიძლიათ,ბევრი წერეთ,უამრავი წერეთ,ათას კალამს გამოწოვეთ მელანი ვენიდან,ისე გამალებით წერეთ,რომ თითქოს ვიღაც ლამობს დაგასწროთ დაწერა,დამიჯერეთ ეს შეგქმნით,როგორც იდეალს,ეს გახდება სულში საკუთარი თავი,იდეა...ბევრი წერეთ,ბევრი,მე დაგეხმარებით. _თქვენი ფერი უსათუოდ მწვანეა. _დიახ,ჩემი ფერი მწვანეა. _პოეზია გიყვართ არა? _პოეზია მიყვარს,პოეტები არა. _თუ მე თქვენ გაგიცნობთ,აუცილებლად შევქმნი თქვენს პერსონაჟს და იშვიათია,რომ ვინმე პერსონაჟის შესაქმნელად ღირებული იყოს. _ჯერ დამპირდით,რომ ბევრს დაწერთ,ისე ვერ მოვემზადები მე,პერსონა არის ის,რაზეც შეგიძლიათ იფიქროთ უსასრულოდ და იოცნებოთ ბევრი.არ მიყვარს საკუთარი თავი მეთქი ხომ გითხარით,იმიტომ არ მიყვარს,რომ ვერ ვაღიარებ ვერასდროს საკუთარ თავს,როგორ ვაღიარო,როდესაც არავის ჯერა,რომ იმაზე ბევრად ჭკვიანი ვარ ვიდრე მეც წარმომიდგენია.რა ვუყო ამ ეგოიზმს არ ვიცი, ვერ ვკლავ ჩემში,სულ თავში მაქვს და არ მინდა ვცდებოდე,როცა დავრწმუნდები,რომ არ ვცდები,ეს იქნებ ჩემთვის ჭეშმარიტება, თუ არ დავრწმუნდი ერთი გიჟი და ამავდროულად უბედური ვყოფილვარ.მაგრამ გიჟი ხომ ისედაც ვარ და ეს მაიმედებს,რომ არ ვარ აშორებული ჭეშმარიტებას. _თქვენ ბევრი რამის შექმნა შეგიძლიათ,ძალიან ბევრი რამის.არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში,საკუთარ სიღრმეებს ძალუძთ თქვენი დახრჩობა და ჩაძირვა. _ოო ისე ღრმად ვარ საკუთარ თავთან,ისე ღრმად,რომ ვეღარ ამოვდივარ იქედან საერთოდ,მაგრამ მთავარია წყალში არ ვარ,წყლის სული დამახრჩობდა,გამგუდავდა,მე კი მინდა შევხედო და ვუყურო ამ თამაშს,როდემდე გაგრძელდება,იმ სიღრმიდან ვუყურებ,ისეთი სიღრმიდან ვუყურებ,წყალსაც კი მე ვეუბნები როდის უნდა ადიდდეს და როდის დაწყნარდეს.ეს ასეა...მართლა ასეა...არ მინდა,ზოგჯერ არ მინდა ამდენს ვფიქრობდე.არ მინდა ჩემი გონება,ერთი უტვინო კაცის ჭკუა მინდა მქონდეს,ის ხომ ბედნიერია,მეც მინდა ბედნიერი ვიყო,არ ვიცი ეს სიტყვა რას ნიშნავს და მაინტერესებს უბრალოდ,მაგრამ როცა ჩეშმარიტებას ბოლომდე ვნახავ ვიცი ყველაზე ბედნიერი ვიქნები.მე დოსტოევსკის საფლავზე მინდა მისვლა,ძალიან,თქვენ შეიძლება არ დაიჯეროთ,მაგრამ მან იცის,რომ მე მივალ მასთან,მართლა,სერიოზულად გეუბნებით,მელოდება აი მარტო მან იცოდა რა იყო ჭეშმარიტება!იმედია ახლა გიჟი გგონივართ,იმედია ასეა,მინდა ძალიან მინდა სრულყოფილი სიგიჟე,ზარადუსტრა მინდა ვნახო და ტრაგედიაც მინდა ვნახო,ოღონდ ისე არ მინდა ვნახო თქვენნაირ ადამიანებს,რომ არ მივცე რჩევა.მე თქვენ აუცილებლად მოგცემთ რჩევას. _ბევრისთვის მიგიციათ რჩევა? _სამი ოთხისთვის მხოლოდ.ძალიან ახლობელი უნდა იყოთ ჩემი ან ძალიან მეგობარი,რომ მე რჩევა მოგცეთ.ზეპირ რჩევას მირჩევნია მუნჯი ვიყო! _იცით,არის მომენტები,როდესაც ვერ ვწერ,ვერ ვკითხულობ,ვერ ვხატავ...არის მომენტები,როდესაც ყველაფერი ქრება და ამ ყველაფრის ადგილს სიცარიელე იკავებს.ასეთ მომენტებში დრო ძალიან ნელა გადის,მე კი არაფერს ვაკეთებ,უბრალოდ ველოდები, ველოდები, ველოდები...ველოდები იდეას,სიახლეს,პერსონაჟს,ანალიზს,სიგიჟეს,მუზას...ველოდები თუ როდის გავა დრო,რომ მოვიდეს ის დრო, როდესაც დავწერ,წავიკითხავ,დავხატავ,შევქმნი და გავაანალიზებ...ჩვენ არ ვიცით,უნდა დაველოდოთ თუ თავად დავიწყოთ გზის ძებნა. _პაუზის დროს ხართ "მაგარი როჟა",მართებული , მაგრამ აწ დავიწებული ტრილოგიის ჟამს რომ არაფრად აგდებთ და ფიქრობთ რას ნიშნავს ეს "პაუზა",ეგაა ყველაფრის მუზა თორემ ყველაფრის უნარი ან ყველაფრის კეთება არაფრის დასაბამი არ არის. _შესაძლოა,ვისთვის როგორ _მე თითქმის რჩევა მოგეცით.თითქმის. _გმადლობთ,საინტერესოა სრული რჩევა როგორი იქნება _სრული რჩევა ცხოვრებაში 4ჯერ მაქვს გაცემული,ოთხივეჯერ უნაკლოდ გამართლდა,ამიტომ ამ ეტაპზე რჩევისგან თავს შევიკავებ. _ვიცი რომ თავს შეიკავებთ. _საიდან იცით? _რჩევა რომ მომცეთ,უნდა მიცნობდეთ საშუალო დონეზე მაინც,უნდა იცოდეთ რა მინდა და რას ვეძებ.თქვენ კიარა თავად მე არ ვიცი რა მინდა და რას ვეძებ. _მშვენივრად ვიცი უკვე რა გინდათ,რას ეძებთ არ ვიცი,ძალიან კარგადაც რომ გიცნობდეთ რაღაც შინაგანმა უნდა მიკარნახოს,რომ რჩევა მოგცეთ.თქვენც იცით,ჯერ ადრეა,ჯერ არ უნდა მიხვდეთ ამას,დარწმუნებული ვარ,როდესაც საჭირო იქნება მიხვდებით. _და რა მინდა? _ერთი სიტყვით გეტყვით,ოღონდ განავრცეთ იდეაში,კარგით? _შევეცდები. _ფიქრი გინდათ,ოღონდ არა შიშის ფონზე. _რას ნიშნავს შიშის ფონზე? _ვერ გიპასუხებთ,რჩევა გამომივა. მითხრა და მზერა გამისწორა.ერთხანს მიყურა და თვალმოუშორებლად განაგრძო _თქვენ შეგიძლიათ იყოთ ძალიან გიჟი თუ არასდროს არ დანებდებით სოციუმის პიროვნულ ხასიათს,შეგიძლიათ გაგიჟდეთ და ბედნიერი იყოთ,უბრალოდ ბედნიერი,მეტი არაფერი. _და თქვენი აზრით ეს რჩევა არ იყო? გაეცინა. _ჭკვიანი ხართ!მაგრამ მაინც გეტყვით,რომ არა არ იყო. სავარძელში გადაწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო. _ფრთხილი ხართ და ეს კარგია. _სხვასთან ხო ფრთხილი ვარ,საკუთარ თავთან არ ვარ ფრთხილი და ესაა ცუდი. _საკუთარ თავს უშველით და სხვასთან დაშვებული შეცდომა შეიძლება ვეღარ გამოასწოროთ. _ოდნავ პირიქითაა. _უფრო კონკრეტულად? _უკვე რჩევა გამომივა!ცოტა ახლოს ხართ,ოდნავ,მაგრამ რასთან არ მკითხოთ!მაინც არ გეტყვით. _სიგიჟესთან?სრულყოფილებასთან?ჭეშმარიტებასთან?თუ სამივე ერთი და იგივე რამაა? _თქვენ რომელი გგონიათ უფრო ამოუცნობი კაცობრიობისთვის?რომელია ამ სამიდან ისეთი,რომელიც არცერთ რელიგიაში არ არის და არც ერთ კულტურაში? _სამივე,ალბათ.სამივე ერთმანეთის შემადგენელი ნაწილია. _არცერთი არ არსებულა არასდროს,არცერთი აქედან,არცერთი სამიდან,ჯერ არ დაბადებულა და თუ დაიბადება საუკუნეები უნდა,რომ გაიზარდოს. _მიალხოებული ვარიანტები დაბადებულან. _მაგალითად? _მოდილიანი ვინ იყო?დალი? _ხასიათს მეკითხებით თუ პიროვნებას? _ერთსაც და მეორესაც.ადამიანს ორივე გააჩნია.ხასიათიც და პიროვნებაც.და საერთოდ რა არის სიგიჟე?ინდივიდუალური მცნებაა და პროცენტულად განიზომება,ზოგისთვის მაღალპროცენტულია,ზოგისთვის არა,ზოგს სიგიჟედ მიაჩნია ოცი ადამიანი,რომ დადის და ერთი გაჩერებულია.მე არ ვიცი თქვენთვის რა არის სიგიჟე,მაგრამ ჩემთვის თუნდაც წერა - სიგიჟეა,მუსიკის დაწერა სიგიჟეა,მელოდიის შექმნაც,სიყვარულიც და ხატვაც.არსებობს გიჟი და სრულყოფილი გიჟი.ჭეშმარიტებაც სიგიჟე შეიძლება იყოს,განა ყველაფერი სიგიჟე არ არის? _თქვენ რაც ილაპარაკეთ,წელიწადის მეხუთე დროა,სიგიჟე არავინ არ იცის რა არის.თქვენთვისაც მკვდარია სიგიჟე და ჩემთვისაც,დაიბადეთ თუ არა მოკვდა თქვენი სიგიჟე,ყველაფერი სიგიჟეა,ოღონდ ამ სამყაროში და ამ დედამიწაზე არა,სხვაგანაა სიგიჟე,სულ შორს,ძალიან შორს,დაბადებამდე,მაგრამ მისი მიღევა და პოვნა შეიძლება,ოღონდ არა მარტივად,და წარსულში ქექვით,პირიქით იდეის გაცვლით და ინდივიდუალურად რეინკარნაციის ბუნებრივი იდეოლოგიის შფოთვის უნარით.ამ ყველაფერს საუკუნეები სჭირდებოდა,მაგრამ დღეს ვიცი,დარწმუნებული ვარ,რომ ეს შესაძლებელია და დღესაა ამის საუკუნე.თუ ეს საუკუნე გადაგორდება,ის აღარ იქნება. _თქვენ თავს გიჟად არ თვლით? _სანამ მომპარავდნენ მანამდე დავიბადე,ვფიქრობ დააგვიანეს ჩემს შემთხვევაში სიგიჟის წართმევა,ამიტომ მე მაქვს ყველაზე დიდი შანსი. _რატომ გგონიათ რომ თქვენ გაქვთ ყველაზე დიდი შანსი?იქნებ მე უფრო დიდი შანსები მაქვს ვიდრე თქვენ? _თქვენ თითქმის არანაირი შანსი არ გაქვთ,მაგრამ უნდა იამაყოთ,ზოგს თითქმის კიარა საერთოდ არააქვთ! _მე ვფიქრობ,რომ მაქვს შანსები. _ძალიან ცოტა,თქვენ თუ გაზრდით ეგაა,შანსი უნდა გაზარდო,მაგრამ დამეწევით როო?ეცადეთ,იქნებ გადამასწროთ კიდეც. _ძალიანაც ნუ შეგეპარებათ ეჭვი. _ეჭვი საერთოდ არ გამაჩნია.ეშმაკის მონობა გინდათ?დროებით მაინც? _უნდა კი ვინმეს ეშმაკის მონობა? _თქვენ არ გინდათ?ერთი 10 წამი,15. _მახსიმუმ 14 წამი. _14 წამი რატომ? _საკმარისი დროა შეცნობისათვის. _მე,რომ 15 დამჭირდეს? _ეგ არაფერს ცვლის,ზოგს შესაძლოა 13 ეყოს. _და თქვენ რატომ გადაწყვიტეთ მაინდამაინც 14? _ჩემთვის უცნობ საკითხში მირჩევნია სტაბილური ვიყო.არც მეტი არც ნაკლები. იდიოტური სიტყვების კორიანტელი... _არც მეტობა და არც ნაკლებობა სტაბილურობა არაა,პირიქითაა,ჩემი აზრით. _მიამბეთ რამე თქვენს შესახებ. _რისი მოსმენა გინდათ? _რამე საინტერესოს. _იცით,მე რა ლამაზი ცოლი მეყოლება?ძალიან ლამაზი,საგიჟეთში მომაკითხავს და მწვანედ შეღებილ კვერცხებს მომიტანს!მე,რომ მასზე დიდი ვიქნები,მინიმუმ 10 წლით.მე დავანახებ მწვანე ფერს,მე დავანახებ ფერებს,ყველა ფერს,მილიონ ფერს,უამრავ ფერს.ცოლი მეყოლება,თორემ გაჩენით წიწილაც ჩნდება კვერცხიდან.ვიცი,ჯვარს არ დავიწერ არასდროს,მერე,რომ არ ავიყარო იმიტომ.ღმერთს არც ვაწყენინებ,არც მე დავრჩები ნაწყენი,არ ვიცი ჯერ რა ხდება საერთოდ,უკვე ვგიჟდები მგონი,არადა ადრეა ჯერ,არ მინდა ჯერ,ჯერ მართლა არ მინდა... _არადა წესით უნდა გიხაროდეთ!მე დავიწერ ჯვარს იმ შემთხვევაში თუ დარწმუნებული ვიქნები ჩემი გადაწყვეტილების სიმყარეში. _არა,არ მიხარია,ახლა,რომ გავგიჟდე,სრულიად ვერ გავგიჟდები,მე 45 წლის ასაკში მინდა გავგიჟდე ან 39. _რატომ მაინდამაინც 39 ან 45? _ორი იდეალური ასაკია სიგიჟისთვის,უბრალოდ ჯერ საკუთრებრივი მორჩილების იდეა მინდა წამართვას ვინმემ,ვინმემ არა,იმან ვინც მეყვარება. _ეგოისტი ხართ და ეს ძალიან ცუდია. _ჰო,ეგოისტი ვარ და ცოტა ცინიკოსი და ვფიქრობ,რომ ეს მშვენიერია. _ეგოისტი და მყარი სიყვარული?რაღაც ვერ ჯდება მგონი. _ოო რა მშვენიერი იქნება,თუ დომინანტობას არცერთი მოინდომებს,იდეალური იქნება. _დომინანტობა რა შუაშია? _მოკლედ აგიხსნათ თუ ფართოთ? _თავად გადაწყვიტეთ. _მაშინ მოკლედ გეტყვით.შუაში საერთოდ არ არის,არც თავშია,ბოლოშია,უფსკრულში. _რა უცნაური ახსნის მეთოდი გაქვთ. _ჩემს ასაკში,რომ მოხვალთ და თქვენ ტოლა ადამიანს,რომ აუხსნით და თან თქვენნაირს,ასე მარტივად თქვენ თვითონ იქნებით დარწმუნებული,რომ ის ოდესმე გაიგებს რა უთხარით,მეც დარწმუნებული ვარ,ოდესმე მოკლედ ნათქვამსაც გაიგებთ და გაგახსენდებათ და ფართოდ ნალაპარაკევზე,რომ არაფერი ვთქვათ. _გასაგებია. _უცნაურია. _რა არის უცნაური? _რომ თქვენთვის ყველაფერი გასაგებია.ახლა მე მინდა,რომ შავი ფერიც ნახოთ,მე კი სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ.წასვლამდე ორიოდე სიტყვას გეტყვით.აკეთეთ ის,რაც გსურთ,თქვენია საკუთარი გონება.არ დანებდეთ არასდროს,წერეთ,გამალებით წერეთ,ბევრი იფიქრეთ,ბევრი იოცნებეთ და ვინც დაგცინებთ იმას საერთოდ ერთი სიტყვა უთხარით ან ორი,კარგით ნახვამდის.ისეთი პიროვნება უნდა შექმნათ თქვენში,რომ ვისაც ეყვარებით და ვისაც მოეწონებით,გულით და სიცოცხლის ბოლომდე მოსწონდეთ და უყვარდეთ.მე რჩევა არ მომიცია,თუმცა მომავალში რა მოხდება კაცმა არ იცის.ჭკვიანი,თამამი და გემოვნებიანი ადამიანი ხართ.ჩვენ შევხვდებით იქ სადაც საზღვრები არ იქნება,სადაც გამყოფი ზოლი არ იარსებებს და სადაც შესაძლებელი იქნება დავიბრუნოთ წართმეული სიგიჟე,რომელიც ხელიდან გამოგვღლიტეს,როდესაც დავიბადეთ... _მადლობელი ვარ თქვენი და მიხარია,რომ გაგიცანით. _მეც იგივეს თქმა შემიძლია. _მე თქვენი სახელი არ ვიცი,თუმცა რა მნიშვნელობა აქვს სახელს...მე მაინც მწვანეს დაგიძახებთ. _თქვენ რა გქვიათ? გაეღიმა მას. _მე მქვია გერასიმე. დღემდე არ ვიცი,არც მაშინ ვიცოდი რამ მომაფიქრა ამის თქმა. *დიდი მკვლელობა* რამდენი რამე დავწერე,რამდენი ადამიანი გავაჩინე,რამდენი ისტორია გამოვიგონე.წერა-კითხვა სტანდარტულად 6 წლის ასაკში არ მისწავლია,ჭეშმარიტი ფორმა 14 წლის ასაკში შევიძინე.აქამდე ჩემი გზით მივედი,ჩემი გზით მივედი წიგნებამდე.იცით,მე ძალიან მიყვარს ბუნება და ძალიან მიყვარს წიგნები,რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,ისინი ბუნებასთან ყველაზე ახლოს არიან,ყველაზე ახლოს კი არა მათი ნაწილი მათშია,მათში ჯერ კიდევ სუნთქავს მოკლული ხის სურნელი და ცხრა ფერს მოწყვეტილი ერთი ყავისფერი.იყო ბევრი რომანი,იყო ბევრი სიყვაარული და იყო ბევრი დისტანციაც.ურთიერთობაში შებოჭილი ვიყავი,რაღაცნაირად ვერ ვენდობოდი ადამიანს,რომელსაც დღეში საშუალოდ ოცი ოცდაათჯერ ვუცრიცავდი სიტყვა „მიყვარხარს“.პანიკაში ვვარდებოდი,როდესაც მტკიცე დისტანცია დნობას იწყებდა და ყველანაირად ვცდილობდი გავქცეოდი საყვარელი ადამიანის შეხებას,იქნებოდა ეს კოცნა თუ ჩახუტება.მერე მბეზრდებოდა,მბეზრდებოდა უნდობლობა,მბეზრდებოდა სიტყვა „მიყვარხარ“ და მბეზრდებოდა თვითონ ამ სიტყვის ადრესატიც.საბოლოოდ კი იყო განშორების სტანდარტული ახსნა-განმარტება და მეგობრობის ზავი,რომელიც ერთი დიდი შეჩვეული და კანზე ძლიერად მოწებებული სიცრუე იყო,არის და იქნება.იცით ამ ყველაფერს რატომ გიყვებით?იცით რატომ ვლაქლაქებ ამდენს საკუთარ წყალწაღებულ არსებობაზე?მინდა რომ მიგრძნოთ,თქვენ მე არ მიცნობთ, თქვენ არ იცით რა მქვია,არ იცით როგორი ფერის თვალები მაქვს,თუმცა დამიჯერეთ ეს არ არის სავალდებულო ინფორმაცია,რომელსაც უნდა ფლობდეთ ჩემს ან ვინმე სხვის შესახებ. იგრძენით ჩემი სევდა,იგრძენით ჩემი სასოწარკვეთილება და იგრძენით გამხმარი, ამძორებული მძღნერის სუნი,რომელშიც საუკუნეებია,რაც ვიხრჩობით.რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ ავდგეთ და ვისუნთქოთ,რატომ არ შეგვიძლია ვაკეთოთ ის,რაც ბედნიერებას გვანიჭებს,რატომ არ შეგვიძლია დავივიწყოთ ფული,რომელიც არაფერში გვჭირდება, დავივიწყოთ ნივთები,რომლებიც უბრალოდ გვეხარბება და ნაყიდს მტვრიანი კარადის თავზე ვაგდებთ,განათლება,რომელიც მხოლოდ სავალდებულო გამოცდებამდე მიგვყვება, პატიოსანი ნაბიჯი,რომელიც ხალხის დასანახავად იდგმება,ცრუ ქორწინება,რომელიც ორ დაჩასა და მილიონ დოლარზეა წამოჭიმული,რატომ ვერ ვანგრევთ კედლებს ან თუ ვერ ვანგრევთ აცოცებას მაინც რატომ არ ვცდილობთ?პასუხი თავად კითხვაშია.ეს ერთი დიდი დაურულებელი ჯაჭვია.მე და ჩემნაირი ადამიანები გავარღვევთ მას,თუმცა სხვები მაინც გააგრძელებენ მის გამთელებას.ამ ყველაფერს მშობლები უნერგავენ შვილებს,თავისმხრივ მათაც ჩაუნერგეს ოდესღაც თავიანთმა მშობლებმა იგივე კოდი და ასე დაუსრულებლად იბრძვის ყველა რომ ჯაჭვი არ დაზიანდეს,რომ რკინა არ დაიჟანგოს და ჭაობი არ დაშრეს. ერთ დღესაც,არ მახსოვს რომელი დღე იყო ეს,რადგან მას შემდეგ ყოველი დღე ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს,მე ვიყნოსე რაღაც უცნაური,რაც აქამდე არ შემენიშნა ჩემში.მე ვიგრძენი სუნი იმ დიდი ვირუსისა,რომელიც ჩემში იზრდებოდა,იზრდებოდა,როგორც ერთ დროს გაიზარდა ის სანუკვარი ვაშლის ხე ედემში და მე ეს სუნი იმთავითვე შემეზიზღა. არ ვიცოდი როგორ შემეჩერებინა ზრდის პროცესი და გადავწყვიტე აბორტი გამეკეთებინა. ვიცი,ვიცი რომ აბორტი საშინელებაა,რომ ჩვენ არ უნდა ვკლავდეთ ერთმანეთს და არ უნდა ვუტევდეთ არსებას,რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა,მაგრამ იქნებ უკეთესიც კი იყოს,ალბათ უკეთესი იქნებოდა დედაჩემს რომ აბორტი გაეკეთებინა,მე არ დავიბადებოდი და თქვენც არ მოგიწევდათ ამ მძღნერობის კითხვა,თუმცა ჩემსგან განსხვავებით თქვენ გადაწყვეტილების მიღება ძალგიძთ.დავიწყე ფიქრი და განსჯა და რაც თავი მახსოვს,მას შემდეგ აღარც გავჩერებულვარ.ფიქრი სიგარეტივითაა,ერთხელ თუ გაუსინჯე გემო ცხოვრების ბოლომდე მოგიწევს მისი ჯიბით ტარება.მსიამოვნებდა ჩაძირვა,ღრმად ჩაძირვა და რეალობაში ძილის პოზაში ყოფნა.მსიამოვნებდა საკუთარი თავის სხვისი თვალით დანახვა და ანალიზი თუ ვინ ვიყავი,ვინ ვარ და ვინ ვიქნები.მერე წიგნების დაბადება იყო, დაიბადა წიგნი და დაიბადა ახალი ფიქრებიც.რაც უფრო მეტ ბუნების ნაწილს ვეხებოდი,მით უფრო ღრმად ვიძირებოდი და მით უფრო მწებვარე და ბლანტი ხდებოდა ეს მორევიც. როდესაც სამყაროს შორიდან უყურებ ყველაფერი ძალიან ლამაზია,ძალიან ლამაზი და ჰარმონიული.ალბათ ღმერთსაც შეცდომა სადღაც მანდ გაეპარა,იმდენად შორიდან დაგვიწყო ცქერა,რომ ომიც კი ლამაზად მოეჩვენა.შორიდან ყველაფერი ლამაზია,თუმცა იმას ვერ გაექცევი,რაც შენშია.ჩაძირული,საკუთარ თავს ვუყურებდი,როგორც სხვა ადამიანი, თუმცა ცალი თვალი მაინც პირდაპირ იყურებოდა და საკუთარ თავთან ერთად გარე სამყაროს ყურებაც მიწევდა.ვარდისფერ სათვალეს პირველი ბზარი მაშინ გაუჩნდა,ილუზია რომ რეალობად და რეალობა ილუზიად მექცა.ჰო,აი ასე,ავიკარი ჩემი გუდა-ნაბადი და გადავსახლდი ილუზიებში.წიგნებში ყველაფერი სხვანაირია,ყველაფერი უფრო ადამიანური და ღმერთის ხელდატყობილია,განსხვავებით რეალობისგან,სადაც ადამიანს ის ვერ გაურკვევია სიკვდილისთვის დაიბადა თუ სიცოცხლისათვის.ყოველ დილით პაზლებივით ვაწყობდი ჩემს სამყაროს და მშენებლობა რომ დავასრულეე შევნიშნე რომ უკედლებო სახლი ამეშენებინა.მერე,დიდი ხნის მერე მივხვდი,რომ ჩემს სამყაროში მხოლოდ ჩემი ადგილი იყო,სხვა ვეღარ დაეტეოდა,ვინიცობაა და მაინც შემოკვეხებულიყო,აღარც მე აღარ ვიქნებოდი,აღარც ის და აღარც ეს უკედლებო სახლი,რადგან ყველაფერს შეცვლიდა, ყველაფერს გადაასხვაფერებდა და შეიძლება ჩემს სახლზე კედლების მიშენებაც კი ეცადა. სასაცილოა არა?ვის რაში სჭირდება კედლებიანი სახლი?!ნაჭუჭი თბილი,სუფთა და ვარდისფერი იყო,მომავალი მიზნებით დახუნძლული,აწმყოში კი იმედი კაშკაშებდა,როგორც მზე.ყვითელი ამინდი იყო,ილუზიიდან რეალობისკენ ვმგზავრობდი და დანიშნულების ადგილს რომ მივაღწიე დიდი აფეთქებაც სწორედ მაშინ მოხდა.რომ გამოვფხიზლდი და თვალები გავახილე,დავინახე რომ ვარდისფერ სათვალეს მარჯვენა შუშა სულ ჩამსხვრეოდა. წლობით ვეძებდი იმ სასწაულს,ვინც შეძლებდა და აღმიდგენდა ეული ვარდისფერის გარდაცვლილ ნაწილს,თუმცა ყოველი შემხვედრი ხელოსნის თვალებში მანამ ვკითხულობდი პასუხს,სანამ რაიმეს მეტყოდა და უარესად ააბობოქრებდა ტალღებად დაღვრილ სევდის ზღვას.მაშინ მივხვდი,რომ იმედსაც ჰქონია საბოლოო წერტილი და მე ამ იმედმა უიმედობამდე მიმიყვანა.ახლა გაცილებით უფრო ბევრ დროს ვატარებდი ჩემს უკედლებო სახლში,ვიდრე მანამ,თუმცა მგზავრობის დროს ყოველთვის ვხედავდი ჩამსხვრეული შუშიდან მომლოდინე,ხახადაფჩენილ რეალობას, რომლის მზერაშიც ირონიასთან ერთად დაცინვით ნათქვამი სიტყვებიც იკითხებოდა:შე მშიშარა ბალღო,ჩემი გეშინია არა?მიდი,მიდი გაიქეცი,მეორე შუშაც რომ ჩაგემტვრევა მერე შევხვდებით შე ქვეშაჯვია მატყუარავ.უკანასკნელი სიტყვა მუდან საგონებელში მაგდებდა. დამატებითმა ათმა ყავისფერმა და ოც ფურცელ გავსებულმა მელანმა,მტკივნეულ პასუხამდე მიმიყვანა. ერთ დღესაც გავიღვიძე და ვიგრძენი რომ უკედლებო სახლში აღარ მინდოდა ცხოვრება,მე მშიშარა და მატყუარა ვარ,რომელიც რეალობას გაურბის და ემალება,მე ეს არ ვარ,მე არ მეშინია მისი,მე არ გავურბი მას,მე მამაცი და ძლიერი ვარ,დავდგები და თამამად გავუსწორებ თვალს,სხვებივით არც სასმელში და არც გართობაში ვიპოვი სამალავს.მომატყუა და ეს ისეთი ცბიერი და ასიანში გარტყმული ტყუილი იყო,რომ კარგა ხანს გამაბრუა კიდეც . მაშინ მოკვდა იმედი,იმედთან ერთად კი ჩემი ვარდისფერი სათვალის მეორე შუშაც ჩაიმსხვრა.რეალობის პირისპის უკედლებო სახლის გარეშე დავრჩი და თავს ისე ვგრძნობდი,როგორც ღია,შიშველ მდელოზე გამოგდებული შველი.ვუმკლავდებოდი ყველაფერს,რასაც გზაზე ეს ცრუ და არასამართლიანი მატყუარა მახვედრებდა და მოკუჭულ ალტერნატივებს,რომ მეგობრებთან ერთად გასართობად წავსულიყავი ან რაიმე ამდაგვარი,ნაგვის ურნაში ვისვროდი და საკუთარი თავის დასარწმუნებლად ხმამაღლა ვიმეორებდი,რომ რეალობას არას დიდებით არ გავექცეოდი.დიდი ცხოვრებისეული აცდენა მქონდა და ჰო,გეთანხმებით ყველაფერი ჩემი ბრალია.ახალი იმედის დაბადებას არ მოჰყოლია ჩამსხვრეული შუშების აღდგენა,თუმცა მახსოვს,ხშირად ვიდებდი თვალებზე ნამსხვრევების ნაწილებს და უკედლებო სახლსაც კვირაში ერთხელ ვასუფთავებდი მტვრის კორიანტელისაგან.წიგნებმა ბუნებამდე მიმიყვანეს,მათი სახლი,მათი დაბადებისა და ბედნიერი მოგონებების თბილი კერა დამათვალიერებინეს და ჩემი იმედიც ეს იყო.იმედთან ერთად ეს იყო ოცნებაც,ლამაზი და ნუგეშით გაბრწყინებული ოცნება,რომელიც უბრალოდ ლამაზი და ნუგეშით გაბრწყინებული ოცნება იყო და დღემდე არის.მე ვერსაც ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი და რაც ასე ძალიან მჭირდებოდა და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მისი ძებნა მარტოობაში უნდა გამეგრძელებინა.ნაჭუჭიანი ოცნებით გავგორდებოდი ბუნებისკენ ისე, რომ ვერავინ ვერ შემამჩნევდა და მოვშორდებოდი ამ ცრუ და მძღნერის სუნით აყროლებულ ადამიანებს.როდესაც ძალიან მიჭირდა ან ძალიან მოწყენილი ვიყავი,თავს ვიმხნევებდი,რომ ჯერ ადრე იყო,ჯერ კარგად უნდა გადავვსებულიყავი და მერე წავიდოდი სისუფთავეში.მე უკედლებო,სუფთა,ცარიელი და ფრთებშესხმული სიცოცხლე მინდოდა, სადაც მხოლოდ მე და ბუნება ვიქნებოდით.არც მოვალეობები,არც შეზღუდვები,არც ადამიანები და არც მორალები არ იქნებოდნენ ჩემს ირგვლივ,ყველაფერი ხელშეუხებელი, მტვერდაუდებელი და სუფთა იქნებოდა.მჯეროდა და დღემდე მწამს იმის,რომ სადაც ადამიანი არ არის იქ ყველაფერი ბევრად უფრო ლამაზი და მშვენიერია.მე მთელი ცხოვრება მაიძულებდნენ,რომ მეფიქრა მომავალზე,გამომეზოგა დრო და სწორ გზას დავდგომოდი, მაგრამ მომბეზრდა საკუთარი ნაწილების სამხვერპლოზე მიტანა,იმის სამხვერპლოზე,რაც არ მჭირდება,რაც არაფერში არ მჭირდება,სწორ გზაზე სიარულმაც გული ამირია და იცით რა? სხვები ამბობებ რომ მხოლოდ ერთი გზაა სწორი დანარჩენი კი ოღროჩოღროა,მე კიდევ ვფიქრობ რომ ის სწორად მონათლული გზაა სწორედ ოღროჩოღრო დანარჩენი ყველა კი ერთი სწორი და უქვაღორღილო სტანდარტია,რომელსაც არსებობიდან სიკვდილამდე მიჰყავხარ.18 წლის არსებობის მკვლელობას საუკუნეები დასჭირდება,ამ კედლების დანგრევას კი არ ვიცი... დიდი მკვლელობა 14 წლის ასაკში დაიწყო და შეიძლება სიკვდილის ბოლომდე ვერ აღასრულოს განაჩენი.დიდი მკვლელობა საკუთარი არსების მოხრჩობაა, საკუთარი სიცოცხლის სტანდარტის გისოსებიდან გამონთავისუფლებაა,მკვლელობაა იმ ყველაფრის, რაც მაშინ მოგაწებეს,როდესაც თავის დაცვა არ შეგეძლო,მაშინ შეგიკრეს ხელ-ფეხი და გაგწირეს უთავბოლო ხეტიალისა და მთვრალი კაცივით ბრძოლაში,ხელების აცაბაცად ქნევისთვის და წაგართვეს თავისუფლება,ოცნება,სიცოცხლე.მათ შენ ყველაფერი წაგართვეს, მათ მე ყველაფერი წამართვეს,გესმით?ყველაფერი,რასაც ახლა ვეძებ და ვიცი ვეღარ ვიპოვი, ყველაფერი მოკლეს და დაუმარხავი დატოვეს,რატომ?რატომ გააკეთეს ეს? რატომ უკეთებენ ამას საყვარელ ადამიანებს?რატომ ვტკენთ ყოველთვის ერთმანეთს მაშინ, როდესაც ვამბობთ რომ გვიყვარს,რატომ არ შეგვიძლია მოვინანიოთ არჩადენილი ცოდვა და ედემში დავბრუნდეთ,სადაც თავისუფლებაც,ჭეშმარიტებაც და სიგიჟეც იქნება?რატომ არ შეგვიძლია, რატომ?ვარდისფერი სათვალე მკვდარია,უკედლებო სახლი კი მიტოვებული,განა დაგვრჩა იმის უფლება,ვისუნთქოთ იმედი,რომ ოდესმე დავბრუნდებით ედემში? 2 მე არ ვიცი როგორი იყო მის სხეულში ვიღაცის დაბადება,თუმცა ვიცი რომ მან ქურდებს დაასწრო სიგიჟის მოპარვა და ამოისუნთქა,მწვანე კალმით წერტილის დასმის მოლოდინში.იგი აფეთქდა ჩემში და მაშინ დაიბადა იასამნისფერიც.იცით რა ლამაზი იყო მისი დაბადება?ხომ ნახეთ რა მშვენიერი იყო მისი პირველი განავარდება?იგრძენით მიი ფერის ბედნიერი სხივმოილება?ხმა თუ გაიგეთ პირველი ნოტების?ლაღი და თავისუფალი, უზარმაზარი ცისფერებით შეჰხაროდა ამქვეყნად ყველაზე ლამაზ ფერს და ცდილობდა გაეგო მისი.ადვილია იყო იასამნისფერი,თუკი გვერდით მწვანე გეგულება...იმ ღამეს ბევრი ვიტირე.ვტიროდი ბევრს,მანამ სანამ არ ჩამეძინა ჩაძირულს საკუთარ ცრემლებში.ამდენი ემოცია,ამდენი შეგრძნება არასდროს,არასდროს არ მიგრძვნია ჩემს არსებაში. მეორე დღეს გათენება არ დავაცადე და მზის ამოსვლამდე გავიქეცი სანაპიროზე.სამყარო ის ერთი მონაკვეთი იყო ჩემთვის,მთელი დედამიწა ის ნაპირი იყო,სადაც ველოდებოდი მწვანეს გამოჩენას.მზე ამოიწვერა,წვრილ კენჭებს ყვითელი მოედო,თუმცა მე ისევ მარტო ვიჯექი ცივი ქვების გროვაზე.მე,ყვითელი და ლურჯი ვიყავით მხოლოდ და ეს სამეული,ბერმუნდის სამკუთხედივით უცვლელი დარჩა მთელი ერთი კვირის განმავლობაში.საშინელება იყო ღამე,თუმცა უფრო დიდი საშინელება იყო გამთენიოს,მზის სხივებით გაცამტვერებული იმედი ახალი დღისა.დაღვრემილი ვიჯექი ნაპირთან ახლოს და ნაცრიფერებს ვესვროდი უკიდეგანო ცისფერს.პატარა წერტილები გადამინავარდნებდნენ ხოლმე თავს ზემოთ და მე არ მესმოდა მათი ხმა,ვერ ვხედავდი მათი ფრთების მოქნევას,რადგან თვალი ყოველ წამს გამირბოდა უსასრულობისაკენ.ბოლოს მივხვდი რომ ცისარტყელა მანამ არ გამოჩნდებოდა ცაზე,სანამ წვიმა არ წალეკავდა ქვეყნიერებას. *მარტოობა* გიგრძვნიათ ოდესმე მარტოობა?როდესაც სრულიად მარტო ხარ დედამიწის ზურგზე, როდესაც არავინ არ გეგულება,ვინც გაიგებს,ვინც გაგიგებს და პირდაღებული უფსკრულის წინ მდგომს,მოუთმენლად რომ ელოდება შენს სტუმრობას რომ დაგაქუცმაცოს,ჩაგყლაპოს და დანაყრებულმა ამოაბოყინოს შენი ნარჩენების ნარჩენები,გვერდით ამოგიდგება,გაგიცინებს და ხელებგაშლილი გამოგიცხადებს - დაიკიდე დედამიწა,მე შენთან ვარ. გიგრძვნიათ მარტოობის ტკბილმწარე სევდა,როდესაც თქვენს ირგვლივ უამრავი ადამიანი ტრიალებს,ფუსფუსებს,ბზუის,როგორც ბზუიან ფუტკრები,როდესაც თაფლს მოჰპარავენ? თეთრად გაფერადებული ღამეების ფონზე დაბადებული მარტოობა,რომელიც ისე მომეწება, ისე შემესისხლხორცა და დამიახლოვდა,რომ შემდგომ თავად მე ვეღარ გავიმეტე მარტოობისთვის და სამუდამო ერთგულება შევფიცე,ოღონდ ფარულად და არა მხილებულად,უკიდურეს სიტუაციასი სამაშველო ბლოგად მომინათლავს.ერთ დღესაც,ერთ მზიანი ამინდით გაცისკროვნებულ დღეს,როდესაც იგრძნობთ კარზე მომდგარ,თვალებში სევდაჩაგუბებულ სტუმარს,მიხვდებით რომ მარტო ხართ,არა კი არ მიხვდებით,იგრძნობთ, იგრძნობთ რომ ყველაფერი,რასაც აკეთებთ უკვე გაუკეთებია სხვას,იგრძნობთ რომ ყველაფერი რაც გითქვამთ,დაგიწერიათ,გაგიფიქრიათ უთქვამთ,დაუწერიათ და გაუფიქრებიათ სხვებს,იგრძნობთ რომ თქვენ მარტო ხართ ამოდენა დედამიწაზე,ამდენი ადამიანის ცენტრში მოქცეული და იმასაც იგრძნობთ,რომ თითოეული ადამიანი,ვინც სუნთქავს,სუნთქავდა ან ისუნთქებს იგრძნობს იგივეს,რასაც თქვენ.მაშ სად არის ჩამარხული ინდივიდუალიზმის სათავე,სად უნდა ვეძებოთ უნიკალური მხარეები საკუთარ თავში? განხვავებული ფიგურა და გარეგნობა დიდი ვერაფერი შეღავათია ჩემნაირებისთვის. ის, რასაც მე ვწერ შეუძლია დაწეროს ნებისმიერმა ან გადაწეროს და იცოდეთ რომ ამ ორს შორის უდიდესი უფსკრული სუნთქავს,თუმცა განსხვავება ის არის რომ ერთ შემთხვევაში ძაფს ნასკვი აქვს,მეორე შემთხვევაში კი არა.ან ამჩნევ ან თუთიყუში ხარ.თუ ვერ შეამჩნევ,სევდა გვერდს აგივლის,თუ სევდა გვერდს აგივლის ვერ იგრძნობ,ხოლო თუ ვერ იგრძნობ ნასკვი არ შეიკვრება.იმასაც გეტყვით რომ შესამჩნევი ამ ქვეყნად ჰაერზე ბევრია,ჰაერზე ბევრი და ეს სიტყვები გადატანით მნიშვნელობაზე ბევრს ნიშნავს,საკუთარი ცხოვრება თქვენი საკუთრებაა და მას როგორც გინდათ ისე აბრუნებთ და გამოკვებავთ ან თუ გსურთ საერთოდ მშიერს დატოვებთ,მაგრამ ვაი რომ ვცდებოდეთ,ვაი რომ ერთიმეორეს თვითმკვლელობას ღიმილით ვუვლიდეთ გვერდს და კაი სალამსაც ვაძლევდეთ,იქნებ და ვცდებით,იქნებ და უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს,დავაყენოთ სწორ გზაზე,მაგრამ რომელია სწორი გზა და როგორია სწორი გზა ხომ უნდა ვიცოდეთ?აი ეს უკვე სათავეა ინდივიდუალიზმისა. ჩავერიოთ ერთმანეთის ცხოვრებაში?შევეცადოთ ცვლილებების შეტანას ჩვენი სურვილ-ხუშტურისამებრ?თუ გვერდით ჩავუაროთ,ჩვენი გზიდან ხელი დავუქნიოთ და არჩევანის საშუალება დავუტოვოთ?იქნებ,ჯობია თავად გადაწყვიტოს თავის მძღნერში ურჩევნია ტივტივი,თუ ჩვენსაში ჩაძირვა?სხვისაში აუცილებლად ჩაიძირები,აუცილებლად ჩაყლაპავ ერთორ ყლუპს,სანამ ცურვას ისწავლი,რადგან შენი გზიდან სხვისაზე გადახვევა,შენი სულის სხვის სხეულში ჩასახლებას ჰგავს.მოგეწონა სხვის ხაზზე შემჩნეული ქვა?აიღე და შენებური შექმენი,არ ჯობია შენსაზე წამოიკრა ფეხი,რაღა სხვის გზაზე მოიტეხო თავპირი.მარტოობამ საიდან სად წამიყვანა,თუმცა ამად ღირდა.ბუხართან ვზივარ,წიგნის წაკითხვას წერა ვამჯობინე,რადგან დღეს საკუთარი მეგობრების გარემოცვაში თავი მარტოდ ვიგრძენი და ამან ტკივილი აღმიძრა შიგნეულში,ალბათ ძვლების სათითაოდ ჩამტვრევა არ მეტკინებოდა ისე,როგორც მეგობრებად მონათლულ ადამიანებში გაქრობამ,ჩაკარგვამ და გაუცხოებამ. 3 მეცამეტე დღეს,ამოღამებული თვალებით დავეშვი თავქვე და ნაცნობ სილუეტს სიტყვის უთქმელად ჩავუჯექი კალთაში.დამძიმებული თავი გულზე დავადე და დაღლილი, დაქალცული ხელები შემოვხვიე კისერზე. -რალამაზად მთავრდება არა ნოემბერი ?! მკითხა ისე,რომ სხეულის არცერთი ნაწილი არ შეუტოკებია. -ცოტა სევდიანადაც -რას უტოვებ? ან რას ატან? -ვერაფერს თვალები მებლანტებოდა,სითბო მქანცავდა და ნელ-ნელა ჩამრთველი ლაპარაკიდან შეგრძნებისკენ მიიწევდა. -რატომ?ხომ წერდი? წერე გთხოვ. -ახლაც ვწერ -წერე ,წერე,ბევრი წერე, სიმართლე და აღსარება წერე , ნოემბერი და მაისი წერე, გთხოვ - დავწერ,მე ხომ დაგპირდი,შენზეც დავწერ -ნახე,დააკვირდი,ნოემბერი მიდის. -და დეკემბერი მოდის - ნახე რალამაზად მიდის , შენ შეგიძლია ამის დანახვა , უსმინე, ხმა აქვს , ჩუმი მორალი და რაღაც ინსტიქტები აქვს ნოემბერს ხედავ?უსმინე,მე 25 წლის ვხვდები,შენზე ადრე უნდა მოვკვდე,გახსოვდეს რომ ნოემბერი ჩუმად ტირის -დავიმახსოვრებ -ბევრი წერე კარგი?გთხოვ უაზრობაც რომ წერო წერე , გთხოვ ,მაისში კითხვას და ნოემბერში წერას რა ჯობია ?პირველი მაისი და ბოლო ნოემბერი დღესასწაულები უნდა იყოს.ხომ მპირდები მწვანე ფლომასტერებს ?და იმასაც რომ ყოველთვის დაწერ? -უკვე დაგპირდი -არ მინდა შეხსენება გჭირდებოდეს.მხოლოდ საგიჟეთში,არსად სხვაგან.მეც ყველაფერს მოგიტან რაცარუნდა დაგჭირდეს -ისედაც ვიღებ რისი მოცემაც შეგიძლია ნაზად ჩამომისვა მარჯვენა ხელი იისფერ ჟაკეტზე და კულულის ბოლო თითზე დაიხვია. -გესმის ხომ ?ხომ გესმის ?ჩემი გაგება არ არის საერთოდ რთული.ჩვენი შეთანხმება ძალაშია ჩემს სიკვდილამდე , რაზეც და როდესაც არუნდა შევიცვალო აზრი შენ მწვანე ფლომასტერებს მაინც მომიტან -მოგიტან -ვიცი რომ მომიტან, თუ დამჭირდება მომიტან -გადაიფიქრე გაგიჟება? -არა,უნდა გავგიჟდე , იქ უფრო ლამაზად აცილებენ ნოემბერს -შეცვლილი მეჩვენები ავხედე შეწუხებულმა. -საერთოდ არ ვარ კარგად,შენ კარგად ხართ? მზერა გამისწორა და მე ვიგრძენი რომ მწვანეს სიკაშკაშე სადღაც გამქრალიყო. -მე უკვე ძალიან იშვიათად ვარ კარგად -საგიჟეთში ვერ წაგიყვან თორემ ეეეჰ,იყ ქველაფერი სხვანაირადაა _ნუ გეშინია,მეც წავალ და გადავრჩები. _სად? _ტყეში _იქნებ დარჩე? _იქნებ არ გაგიჟდე? _ენამ არ გიყივლოს მოგკლავ. _ვფიქრობ რომელი ჯობია,სამუდამო ოცნება თუ ახდენილი ოცნება? _ტყეშიც გექნება რაღაც ოცნებები _ეს მაინც ყველაზე დიდი ოცნებაა _ოცნება არ კვდება ადამიანში.ოცნებას რო აისრულებ იმ წამისგან კიარ იგრძნობ რომ ბედნიერი ხარ ოცნების ასრულებით,იგრზნობ იმას რომ რაღაც გიახლოვდება ნელ-ნელა,რაც გაბედნიერებს და მის დასასრულს ვერ ხედავ,გგონია და ფიქრობ რომ არ დასრულდება არასდროს _მაგრამ,როცა დასრულდება ოცნებაც გაქრება _ახდენილი ოცნებისგან მიღებული სიამოვნება არ სრულდება , ამიტომ მგონია მეც ოცნებები მარადიული იასამნისფერო. _შენ საიდან იცი? _მჯერა და ღრმად მწამს.რაც უფრო ღრმად გწამს,მით უფრო ახლოს ხარ ყველაფერთან. _მეც ღრმად მწამს რომ ტყეში გადავრჩები. _ანუ გადაწყვეტილია შენი წასვლა?არ მინდა რომ ვცდებოდე. _ანუ გაწყობს ჩემი გაქცევა? _არ მაწყობს,მინდა რომ გაიქცე _რატომ? _მინდა რომ შენი ოცნებები ასრულდეს. _უკან მაინც დავბრუნდები,ვიცი რომ ასე იქნება. _გინდა რომ ასე იყოს? _კი _არ დაგავიწყდეს შენი პირობა! _არ დამავიწყდება. ვთქვი და ამოვიოხრე. _ნუთუ ბევრს ვითხოვ? იკითხა მწვანემ. _რთული იქნება და ბევრ დრო დასჭირდება _რას? ამეების ჩემამდე მოტანას? _არაა,სანამ შენამდე მოვიტან ჯერ ხომ უნდა შევიყვარო?აბა ისე როგორ გაჩუქო უცნაური მზერა მომაპყრო და თვითონაც შემომხვია ხელები. _შეიყვარებ ნუ გეშინია,შეიყვარებ... ღიმილის მომგვრელად უმწეო და უცოდინარი ვიყავი,სულ,სულ პატარა და მწვანეს მიბარებული მებრძოლი ოცნება ვიყავი, რომელიც თოფ-იარაღს მისგან ვიღებდა ხოლმე.ბრძოლა ახალგაჩაღებული იყო,წინ იმდენი გრძნობა და დაბრკოლება ისახებოდა,რომ შიში გავარვარებულ ნიადაგზე მდგარი ახალბედასთვის ბუნებრივიც კი იყო.თუმცა მე მაინც ვვომობდა,ისეთი მეოცნებე ვიყავი,რომ რეალობის მსახვრალ ტორსაც კი ვჯაბნიდა და მე ვხატავდი,ვხატავდი ძალიან ბევრს,როგორც ხატავენ ყველაზე ძლიერი არტისტები - ბავშვები. უცნაური იყო ჩვენი ურთიერთობა.მწვანეს სტანდარტი არ უყვარდა და ჩვენი ურთიერთობაც უკუღმა ტრიალებდა.იასამნისფერი ნელ-ნელა ისხამდა ბუმბულებს,თუმცა გაფრენამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო.სიცოცხლეში არსებობს ისეთი რაღაცები,რაც დროზე და შესაძლოა მთელს სიცოცხლეზე ძვირფასიც კი იყოს.ჭეშმარიტების დაბადების დრო დათქმული იყო.მხოლოდ საგიჟეში,სხვაგან არსად.იგი მაშინ დაიბადებოდა პირველად და უკანასკნელად,როდესაც იასანმისფერი დანაპირებს შეასრულებდა და გაგიჟებულ მწვანეს ჩააბარებდა ოცნების შემადგენელ ნაწილებს,თუმცა ამ პატარა და დაუცველ ფერსაც ჰქონდა თავისი ოცნებები. _იქნებ დარჩე კიდეც. ამოიჩურჩულა გაუბედავად. _სად საგიჟეთში? _ჰო საგიჟეთში. _ჩემი ადგილი საგიჟეთში არ არის,ჩემი ადგილი ტყეშია. -იზრდები? მკითხა შეწუხებულმა. -რა საშინელი სიტყვაა,არ ვიცი. -ყველაფერი უნდა გააკეთო რომ არ გაიზარდო ,მე სულ ასეთი გამიხარდები. -ასეთიც აღარ ვარ მგონი,შევიცვალე,გული მაქვს აცრუებული ყველაფერზე,ინდიფერენტული და მოსაწყენი გავხდი. -მე მიყვარს მოწყენილი ადამიანები...შენზე რას იტყვი?რატომ მოიწყინე? -უბრალოდ მივხვდი რომ ბუნებრივად მოწყენილი ადამიანი ვარ და აქამდე ვცდილობდი ამის დაფარვას.ვიცინოდი იმიტომ,რომ სხვებს არ შეემჩნიათ,რადგან არაჩვეულებრივად გამომდის ჩემი ხასიათით სხვისის გაფუჭება. -შენ დიდი ადამიანობა შეგიძლია...გთხოვ არ გაიზარდო რა - რა უნდა გავაკეთო რომ არ გავიზარდო? -იმაზე ოცნება უნდა შეწყვიტო, რასაც სარგებელი მოაქვს, უსარგებლოზე უნდა იოცნებო, ოცნება თუ ასრულებადია ოცნება აღარ ჰქვია.მომისმინე იასამნისფერო,ცხოვრებაში არსებობს უფრო დიდი ღირებულებები ვიდრე საკუთარი თავია , ცხოვრებაში ოღონდ სიცოცხლეში კი არა ცხოვრებაში , შენ არსად წასვლის უფლება არ გაქვს იჯექი სადაც ზიხარ , ვხედავ მეც მიგითითებ მაგრამ რა ვქნა რომ ასეთი ეგოისტი ვარ.შენი ადგილი ჯერ სახლშია,არსად არ წახვიდე იმის იმედად რომ სხვისთვის ბედნიერების მოტანა შეგიძლია , ბედნიერება ერთადერთი გრძნობაა,რაც სიყვარულის უფლებას მიტოვებს.არსად არ წახვალ,ვიცი და თუ წახვალ ამ სიცოცხლეში აღარსად აღარ გნახავ და რომც გნახო არ მოგესალმები _ანუ სხვა გზა არც მაქვს,მწვანეს დაკარგვა არ მინდა. _სხვა გზა როგორ არ გაქვს, გზები აქ იმდენია ვერ მოთვლი _და ყველა სწორია არა?ყველა ამბობს რომ მხოლოდ ერთია სწორი,მე კიდევ მგონია რომ მხოლოდ ერთია ოღროჩოღრო და დანარჩენი სწორი.ერთი დიდი სწორი ხაზია,რომელსაც მანამ უპოვი დასასრულს სანამ რამეს შეიგრძნობ. _ანუ ჯერ უნდა შეიგრძნო და მერე უნდა დამთავრდეს ? _მთავარი შეგრძნებაა _ახლოს ხარ _არ მინდა ვიცოდე რასთან _ასე კარგია,დამიჯერე,მიუახლოვდები ჭეშმარიტებას,მაგრამ დაკარგავ რაღაც ამ სამყაროსთვის დამახასიათებელ შეგრძნენებებს. იასამნისფერს აღარაფერი უპასუხია.ის ღამეც თეთრ ფერებში გახვეული გაილია.უკუნ სიბნელეში ხან ერთი და ხანაც მეორე დაკარგული ფერი გაიელვებდა,თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ყვითელმა შეძლო შავის დამარცხება. *გალაქტიკუსი* მე აქ არ ვარ,მე სხვაგან ვარ...იქ ვარ,სადაც სიტყვები დნება,სადაც გონება იძინებს და სისავსის საოცარი შეგრძნებით გაჯერებული გალაქტიკა თავის მორევში მითრევს.კამერა არ მაქვს,არც ცურვა ვიცი,თუმცა რომც ვიცოდე რა აზრი ექნებოდა,მე ხომ სხვაგან ვარ,იქ,სადაც დედამიწის კანონები უკვე მიაბარეს მშობელ მიწას.იცით,აქ დრო ძალიან სწრაფად დაფრინავს,ისე სწრაფად იქნევს თავის უზარმაზარ და სრულიად უცხო ფერის ფრთებს,რომ დაფიქრებას კი არა,თვალის შევლებასაც კი ვერ ვახერხებ ხეირიანად.ფრთები მეც მაქვს,მეც მაჩუქეს ისინი, მაგრამ ძალიან პატარა და ნელია.რომ იცოდეთ ეს გალაქტიკა როგორია დედამიწა შეგძულდებოდათ,შეგძულდებოდათ დღის შუქი და შუადღის რუტინული სუნთქვის რიტმი. ეჰ,რომ იცოდეთ როგორ შეიყვარებდით უკუნ ღამესა და გამაყრუებელ მდუმარებაში ჩაძირულ მშვიდ თვლემას.გამაღიზიანებელი ხვრინვის ნოტებიც კი საამოდ მოედებოდა თქვენს სულს და ეს იქნებოდა სახეზე ნეტარად დაბადებული ღიმილი,სისავსითა და ედემისეული სილამაზით გამოწვეული ღიმილი,ეს იქნებოდა სხივისა და ცრემლის ნასახი,რომელიც სასწაულის ხილვისას იღვიძებს და ეს იქნებოდა ბედნიერება, განუსაზღვრელად დიდი ბედნიერება.თქვენ იგრძნობდით, აუცილებლად იგრძნობდით რომ ის დიდია,დიდია მისი სამყარო,მისი გალაქტიკუსი... მთელი დღის ნაგროვებ და სხეულით ნატარებ ტვირთს,ღამით ყველანი ვაბარებთ ჩვენს თბილ და ფუმფულა ბალიშებს. თავდაპირველად მსუბუქი მასაჟით იწყება - ჩვენ გონების თვალი გვსტუმრობს.ფიქრები ერთმანეთს წვიმის წვეთებივით ენაცვლებიან,მათი სისწრაფის შემყურე კომენდატი თავგზააბნეული ცდილობს ყელში გაჩხერილი სიტყვების გადაყლაპვას და უეცრად ცა იხსნება...ნელ-ნელა იჭრებით ჰაერში,უკვე საკუთარ საწოლსაც ზევიდან დაჰყურებთ,ტვირთი ფულმფულა ბალიშზეა დასვენებული და თქვენი საბანი ახურავს. გაბრუებული და მოდუნებული ადევნებთ თვალს უცხო სამყაროს და ცდილობთ სიტყვები გაიხსენოთ მათ აღსაწერად,მაგრამ ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევად გიჯდებათ და თქვენც ნებდებით.ასე უკეთესია,უკეთესია,რადგან ეს სიტყვები არ არსებობს,ამ სამყაროში დედამიწიდან წამოღებული სიტყვებიც იქ უნდა დატოვოთ,სადაც ფეხებს გაიწმენდთ.რომ იცოდეთ იქ რა ფერები ანათებს,რომ იცოდეთ ან რომ შემეძლოს მათი აღწერა არც კი დამიჯერებდით,არც კი დამიჯერებდით დედამიწელებო... ერთხელ,როდესაც ფეხები გავიწმინდე,ჯიბეები სიტყვებისაგან გავინთავისუფლე და კარის კაცს ფრთები გამოვართვი,უცნაურ შუქს მოვკარი თვალი.გადავწყვიტე იმ ადგილას მივფრენილიყავი და მენახა რა ასხივებდა ასე საამოდ,ჩემს სულს რომ ამშვიდებდა და ოცნების საბურველში ჰხვევდა.ცისფერი,უკიდეგანო საიდუმლოებების ქისა ანათებდა მთელ გალაქტიკუსს.იგი საოცრად ჰგავდა ჩვენს პლანეტაზე დაბადებულ ზღვას.მინდორზე დავეშვი და ნაპირთან ახლოს ჩამოვჯექი.ცისფრის ფსკერიდან გამოტყორცნილი თითოეული სხივი სულის ყველაზე ღრმა ადგილებში იდებდა ბინას და ჩემს სამყაროს იდეალურ პოზაში აყენებდა.რომ იცოდეთ,როგორ მიჭირს ამ სიტყვების წარმოთქმა,როგორ მიჭირს იმ მშვენიერების გახსენება,რომელიც ერთხელ ვიხილე და ჩემი სისუსტის გამო ვერ მოვახერხე მისი დამახსოვრება და გონებაში სამუდამოდ აღბეჭდვა,სულ ერთი წამი იყო და ისე ღრმად შევიგრძენი იმისი სიდიადე,ისე ღრმად რომ საკუთარი გონების დათმობაც კი მომიწია.როცა თვალები გავახილე,სიტყვების ძიება დავიწყე უშედეგოდ,მათი გამოგონებაც კი ვცადე,მაგრამ იმ სასწაულის აღსაწერად,იმ ერთი წამის აღსაწერად ვერანაირი ძალა ვერ ვიპოვე დედამიწაზე.ვინ იცის რისი გამოძახილი იყო და რას ვიგრძნობდი ერთ წამზე დიდხანს რომ გაგრძელებულიყო,ვინ იცის რა ერქვა და რატომ ამირჩია მე...რატომ მაინც და მაინც მე? 4 წვიმდა.ცა იყო ნაცრისფერი და სამყარო ისევ იგივე. _მე მინდა შვილები,ბევრი შვილები ვუთხარი ბავშვური გულუბრყვილობით და ხელები გავშალე ამ ბევრის დასამტკიცებლად _ბევრი ბევრი ? შეიძლება საერთოდ არ სჭირდები ამ პლანეტას შენი შვილები.რაში გამოადგება შენ თუ არ სჭირდები ? _პლანეტას...მერე რაა,მე მაინც მინდა ბევრი ბევრი შვილები _სხვაგანაა შეიძლება შენი ადგილი,არ გიფიქრია ამაზე? _ჩემი ადგილი ნამდვილად სხვაგანაა _ხოდა შენი შვილები რატო გამოადგება ამ პლანეტას ? _პლანეტაზე მზრუნველ ადამიანს არ უნდა ვგავდე იდეაში ვთქვი მობუზულმა _რატო მერე ? ღმერთი თუ არსებობს ხო მოგცა შანსი რომ პლანეტას მოუარო ? გიყვარდეს , გენატრებოდეს , მწყურვალმა წყალი დალიო , მშიერმა დაპურდე , შვილებს ასწავლო რომ მადლიერები იყვნენ და უმადურობა ცოდვა არა მაგრამ სირცხვილია , მაგრამ ჩვენ პირიქით ვშვებით , პლანეტას არ ვუვლით , აღარც გვიყვარს ისე როგორც უნდა გვიყვარდეს , გვენატრება სხვანაირად , გვწამს სხვანაირად , წყურვილის მოსაკლავად გაზიანებს ვსვამთ , დაპურების მაგივრად ვსკდებით , ვნაყრდებით , მოკლედ ზრდილობას ვსწავლობთ და ზნეობაში ვერ გადაგვაქვს ეს ყველაფერი , მარტო ზრდილობით არაფერი არ იქნება , ზნეობაში რო გადაიტან მერე გადამდები იყნება გენეტიკურადაც კი.ამიტომ ზნეობას თუ მისცემ შვილს ისეც როგორსაც საკუთარ თავს უსურვებდი , ანუ ჩეშმარიტ ზნეობას,მაშინ შეიძლება შვილის ყოლა , მაგრამ დედამიწა შეშლილთა პლანეტაა,აქ არ მიკვირს არაფერი , მარტო იმის მჯერა რომ სული ყველგან საჭიროა,ყველა პლანეტაზე,ყველა განზომილებაში , დროშიც და სივრცეშიც მათ მიღმაც და მათ გამოღმაც , სულის არსებობის რომ არ მჯეროდეს აქამდე დიდი ხნის დასრულებული მექნებოდა ამ შეშლილ პლანეტაზე არსებობა .არა ცხოვრება ან სიცოცხლე უბრალოდ არსებობა ... _მაინც მეყოლება შვილები,მაგრამ ვიცი რომ აქ არ გავზრდი.იქ სადაც ადამიანები არიან არ ღირს ახალი სიცოცხლის,სუფთა სიცოცხლის მოსპობა,მათნაირად ჩამოყალიბება,ბრბოში გარევა.მე შვილები მინდა და არა ბრბოს პერსპექტიული წევრები.ჩემს შვილებს ბუნება ევარებათ,ისე კი არა როგორც სხვებს უყვართ,ბოლომდე და სულითხორცამდე იქნებიან ბუნებაზე შეყვარებულები,დააფასებენ მის სისუფთავეს,მის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და ეცოდინებათ თითოეულის ფასი.მე ასე მინდა,ასე წარმომიდგენია ჩემი შვილები _ხო შენი შვილებია და როგორც გინდა ისე ვარმოიდგენ მითხრა სიცილით _ჰო ჩემს შვილებს იმას მივცემ რაც ჩემთვის არ მოუციათ ან ვერ _ვერ მისცემ ,ყველაფერი ჩვევააა გესმის ? თუ ერთხელ მაინც არ გითქვამს ეს სიტყვები რომლსაც ახლა მე ვამბობ,მხოლოდ ასოებს წარმოთქვამ სიტყვას ვერ იტყვი.თუ არ გასწავლეს ან მიგაჩვიეს , შენ რაც არ გინახავს და რაზეც არ მიგაჩვიეს იმას შენს შვილებს ვერ მისცემ , მისცემ იმას რაც შენში დევს არ მოუციათ მაგრამ დევს მაინც,სძინავთ.2018 წლის განმავლობაში ჩვენი კულტურა და ცივილიზაცია ამიტომ ვერ გავიდა შორს რომ ყველაფერი ჩვევა არის ან სწავლა ან გენეტიკა.ეს სამი განზომილება თავისუფლების ყველა გზას კეტავს , ჩეშმარიტი თავისუფლება არ არსებობს , არსებობს მიჩვეული არსებობს გადმოცემული და არსებობს ნასწავლი თავისუფლება.მე მეოთხე მინდა რამე , მაგიტომ მინდა ზუსტად საგიჟეში,იქ მეოთხეს ვნახავ ვიცი მივაგნებ , მაგრამ თითქმის დარწმუნებული რომ ჩეშმარიტი თავისუფლება არც მეოთხე იქნება. _იქნებ ჩემს შვილებს არც უნდოდეთ ის რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია _თავისუფლება ისეთი რაღაცაა რაც ადამიანის სურვილზე არაა დამოკიდებული , სჭირდება ადამიანს თავისუფლება, ეს თავისუფლება რაც გვაქვს მხოლოდ არსებობისთვის კმარა მეტი არაფრისთვის.არსებობაზე მნიშვნელოვანი ღირებულები არსებობს , ოღონდ არა დედამიწაზე! _შენ ითხოვ რომ მთელმა დედამიწამ მოგისმინოს და მეტიც დაგიჯეროს,მაგრამ გავივყდება რომ სხვებს სხვა პრიორიტეტები აქვთ. _პრიორიტეტები ? ისინი ჩვეულებრივებს აქვთ მხოლოდ _შენ ერთი ხარ და შენი სამყაროც ერთია,სხვა ყველაც ზუსთად ისეა როგორც შენ,ითხოვენ მოსმენას,დაჯერებას.ყველა თავის სამყაროში რომ დაეტიოს იქნებ აღარც იყოს ამდენი პრობლემა _ აქ არ ამოდიხარ , აქ ბრძოლას აზრი აღარააქვს _ნუ აწმინდავ დედამიწას ხელებს. _არ ვითხოვ მოსმენას , ვისმენ მოთხოვნას და ეს უკვე თავისუფლება აღარააა. ჩაიჩურჩულა და თავი ჩახარა. _ხედავ , ძალიან დიდ სიტყვებს გეუბნები , რჩევას გაძლევ , რჩევა მოგეცი მე შენ რჩევა მოგეცი , პირდაპირ თუ ირიბად არააქვს მნიშვნელობა რჩევა რჩევაა იმეორებდა ერთი და იგივეს და მზერას ვერ მისწორებდა,მე კიდევ ვდუმდი,არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა და იმიტომ ვდუმდი. _მე და შენ სამყაროს ვერ გადავარჩენთ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ამოვიჩურჩულე შეძრწუნებულმა _რამგონია ყველა გზა მოჭრილი იყოს ჭეშმარიტება ჯერ კიდევ დასამტკიცებელია _ჯერ უნდა იპოვო _ჯერ გზაც არ ვიცი რომ მოვძებნო, სადღაც გონების და სულის შუაშია ალბათ _ლამაზია თვალებში ჩავხედე და ღიმილით ვუთხარი _ძაან ლამაზია _რა ? მანამ ღიმილითვე მკითხა _რასაც ვამბობთ,რასაც ერთმანეთს ვეუბნებით ფრთხილად გადავიხარე მისკენ და ჩავეხუტე.ისიც ჩამეხუტა,მაგრამ არა ისე,როგორც მე. -ვხვდები , მესმის მიჩურჩულა ყურთან ახლოს -რა გესმის? -შენი მჯერა , ამაზე მეტი რაღა უნდა მესმოდეს... ხომ არ ნანობ ჩემს გაცნობას ? _ნდა ვნანობდე? _არა, საერთოდ არ მინდა რომ ნანობდე _შენ?შენ ნანობ? _რას ჩემს გაცნობას თუ შენს გაცნობას ? მკითხა სიცილით _რა ხუმარა ხარ.მართლა,ვიცი რომ არ ნანობ,უბრალოდ შენგან მინდა მოსმენა _სინანული ყველაზე წრფელი გრძნობაა,მისი გამოსწორება ბოლომდე თითქმის შეუძლებელია , თუნდაც ერთი წამით ინანო რამე , არა შენს გაცნობას არ ვნანობ , მეც ვაკვირდები ჩემს თავს და ვხედავ რომ არაფრისდამი სინანული არ შემიძლია არც ლმობიერება , საკუთარ თავსაც არ ვუსვამ ხშირად კითხვას,ბოლო ორი წელია ძალიან მოდუნებული ვარ და ამას გადმოვცემ,ადრე უარესად ვიყავი მაგრამ არ გადმოვცემდი და ალბათ მაგითომ. ნაზად ჩამოვუსვი ცერა და საჩვენებელი თითი ხშირი წვერით დაფარულ ლოყაზე,პირველად შევეხე უკუნ,ღრმა ფსკერიან თვალებს,წითლით სავსე ტუჩებს და დაუმორჩილებელ შავ,კუპრივით შავ თმებს.ის კი მიყურებდა,უხმოდ აკვირდებოდა ჩემს მოქმედებებს და ელოდებოდა,ალბატ ელოდებოდა,რომ რაიმეს ვიზამდი.მერე ღიმილით ჩამაშტერდა თვალებში და მკითხა: -წამოხვალ? -წამოვალ -გაგიჟდები ჩემთამ ერთად? -გავგიჟდები და მაშინ პირველად შევეხეთ ერთმანეთს არა სულიერად,არამედ ფიზიკურად. სანაპიროსთვის რომ გადმოეხედა ვინმეს უმალ შეავლებდა თვალს ჩახვეულ წყვილს,თუმცა როდი იგრძნობდა იმას,რასაც ჩვენ ვგრძნობდით მაშინ.ნეტავ იცოდეთ რა საოცარი და არაამქვეყნიური ფერი დაიბადა ჩვენი შერწყმით,ნეტა ცალი თვალით მაინც დაგანახათ,ცალი თვალით მაინც... -დარწმუნებული ვარ ჭეშმარიტება სადმე ახლოს იქნება ჩვენთან. დაიჩურჩულა სივრცეზე თვალმიშტერებულმა და მშვიდად დაამატა: _ოდესმე აშკარა გახდება ყველაფერი. *პატალა ბუცტუკები* ისევ ბუხარი,ისევ რედიოჰეიდი და განდეგილობა.გიგრძვნიათ ოდესმე საკუთარი სამყარო? გიგრძვნიათ საკუთარი სულის სიშიშვლე,რომელსაც მხოლოდ თქვენ ხედავთ?მე მიგრძვნია. მიგრძვნია ჩემი პატალა ბუცტუკი,რომელიც სხვების ბუცტუკებს მხარს გაჰკრავს ხოლმე, გვერდს აუვლის,მიესალმება,თუმცა არასოდეს არ ყოვნდება ერთ ფინჯან ყავაზეც კი, რომელიც ასე ძალიან უყვარს.სხვებს,ბუნების ნაწილით გატენილი ქაღალდის აალებასაც კი არ სთხოვს,არც გაგებას,არც მძიმე ტვირთის შემსუბუქებასა და მჟავე ნაღველის გაზიარებას სთხოვს.თვალებითაც კი არ ამჟღავნებს იდეაში არსებულ შეფარულ სურვილს,მზერასაც კი არ უსწორებს არცერთ ნაცნობ ბუცტუკს,რადგან იგი პატალა ბუცტუკია,რომელიც არ უნდა შეეხოს სხვისას,თორემ უმალვე გასკდება,როგორც სკდებოდნენ ჩვენს მიერ ბავშვობაში სულშთაბერილი საპნის ბუშტები,როდესაც ერთმანეთთან შერწყმას ცდილობდნენ,იმავ წამს ჩაქრება აგიზგიზებული ალი და ნაკვერჩხალსაც კი არ დატოვებს,მის თავიდან გასაღვივებლად.იცით,როდესაც პირველად ვიგრძენი ჩემი სამყარო,წვიმდა,თითებით ნაზად ვეფერებოდი მწვანე კალამს და ვიღიმოდი,რადგან ოვალის ფორმის ბუცტუკის მფლობელი არ ითხოვდა,რომ ჩემი წრეც ოვალი უნდა ყოფილიყო ან უნდა ქცეულიყო ოვალად.ეს კარგია, ეს ძალიან კარგია,რადგან,როდესაც გრძნობ თუ როგორ ჩაუსრიალეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიმავალი მატარებლების მსგავსად,შენმა და ვიღაც უცნობის ნუცტუკებმა, უხილავმა,შეუცნობელმა სამყაროებმა,გეღიმება,როგორც უნდა იღიმოდეს ჯერ არ დაბადებული ბავშვი,ბავშვი,რომელსაც არავინ შეჰხებია,არავის გაუქურდავს და არავის უხილავს,როგორც ღმერთი,რომლისაც გვწამს,რადგან უხილავი და წმინდაა,რამეთუ უხილავის ხილულად გარდასახვა,მუდამ აღუძრავს ედემიდან გამოძევებულ ცოდვილებს მის წაბილწვასა და ჭუჭყში ამოგვანგლას და ეს ღიმილი სწორედ იმ დაკარგული ან წართმეული,თუმცა ორივე ერთი და იგივეა,გამოძახილია,გამოძახილი,რომელიც ყურში საამოდ,უხმოდ გეჩურჩულება,რომ ჯერ არცერთი არ დაბადებულხართ,რომ ჯერ კიდევ ედემში ხართ და თქვენ არ არსებობთ,თქვენ ერთმანეთისთვის არ არსებობთ,რადგან საკუთარი სამყაროდან სხვისას კიარ ხედავ,არამედ გრძნობ.როდესაც ბეგბედერის ექსტაზი წავიკითხე,ვიგრძენი ოკეანის ფსკერზე ჩაძირული ადამიანის სევდა,სასოწარკვეთილება, რომელსაც ხსნად მონათლული სიკვდილიც კი ვერ ამოათრევს გაშავებული სივრციდან. როდესაც უიმედობა თვითგადარჩენის ინსტიქტად იქცევა,სევდა ისე მძლავრად გეწებება, ჩემი პატარა და თბილი სევდუკა ისე შემოდის შენს სამყაროში,ისე ერწყმის შენს პატალა ბუცტუკს,რომ ცრემლმორეული უყურებ და უხმოდ ეუბნები,რომ ისიც შენსავით მარტოა, რომ თქვენ მრავალრიცხოვან მარტოობაში ჩაიძირებით და მელანქოლია პილპილმოყრილი სიკვდილივით გადაუვლის თქვენს ფილტვებს,რომელიც უკვე აღარ არის მთავარი ორგანო, რადგან გულისნადებით სუნთქავთ,იასამნისფერი მელანქოლიით იკვებებით და ექსტაზგარეული არსებობა ფეხებზეც კი არ გკიდიათ ისეთი გაქვავებულები ხართ,ისეთი დანებებულები და გათეთრებულები ხართ.იცით,მელანქოლია იასამნისფერია,თუმცა ხასხასა იასამნისფერი არ არის,რადგან ნაცრისფერიც მისი ნაწილია.ყველანი კი ერთი შტოდან წამოვედით,თავიდან ყველანი მწვანეები ვიყავით,თხელფურცლებიანი იაც კი თავდაპირველად ხასხასა მწვანე იყო,თუმცა ვერც ის და ვერც ჩვენ,ვერავინ ვერასდროს ვერ გამოისხამს მწვანე ნაყოფს ამ ნაცოდვილარ სამყაროში.აქ,მხოლოდ ცისარტყელა ინარჩუნებს ხასხასა მწვანეს სხვა ფერებთან ერთად,რადგან იგი შორეული სიცოცხლეა,შორეთიდან გადმოტყორცნილი თავისუფლებაა,რომელიც ისეთი კაშკაშაა,რომ მისი სხივები ჩვენს საფლავებამდეც კი აღწევს.ცრემლებად დაღვრილი ცა,გულს რომ მოიოხებს და დამშვიდდება,აი ეგ არის ცისარტყელა,თუმცა რა იქნება ის,რაც ჩვენი დამშვიდების შემდეგ დაიბადება,როგორი ფერის იქნება,როგორი სუნი ექნება და რას ვიგრძნობთ,როდესაც მას დავინახავთ?ამაზე არ ვფიქრობთ,ეს არ გვადარდებს,რადგან ჩვენ ვერასოდეს ვამჩნევთ უბედურების,წარღვნისა და ქარიშხლის წინ,შესავლად მოვლენილ გამაყრუებელ სიმშვიდეს , ვერასოდეს ვხვდებით,რომ ვიღაცის მიერ მოვლენილ სიწმინდეს,ვიღაცის მიერ ხელით ნაძერწ ანგელოზს არ უნდა შევეხოთ,არ უნდა შევჭამოთ,მაგრამ ეს კოდი შემქმნელებმა ამოშალეს ჩვენი შიგნეულიდან,წაგვართვეს,რადგან...იქნებ არც წაუშლიათ,იქნებ არც წაურთმევიათ,იქნებ იგი არც არასოდეს გაგვაჩნდა,მაშ ტყუილად ხომ არ დავკარგავდით მწვანეს,მაშ ტყუილად ხომ არ გამოგვაძევეს ედემიდან?ეს ასეა,მორწმუნეები ამბობენ,რომ უნდა გქონდეს იმედი,თუმცა დამსხვრეულ იმედს აღადგენს კი ვინმე?ჭუჭყიან მიწაში ვინ ჩაეფლობა მის ამოსაღებად?არავინ.ხომ გითხარით ერთმანეთის ბუცტუკებს არ უნდა შევეხოთ მეთქი...ამოთხრით,ჩაძვრებით და როდესაც ნაპოვნით ხელდამშვენებული ბედნიერი სახით ამოხედავთ მზის სხივით გაკაშკაშებულ გადარჩენილს,მიწის ნამცეცი დაგეცემათ მაგ ბედნიერ თავზე.შეიძლება თვალებშიც კი მოგხვდეთ,ეს იმ შემთხვევაში თუკი თქვენს არსებაში რაიმე ფერი მაინც მოიპოვება.ისინი ამას სიბოროტით არ აკეთებენ,ეს არ არის ცოდვის დაუოკებელი სურვილის გამოძახილი,უბრალოდ ისინი ასეთები არიან,ჩვენ ასეთები ვართ,ამპარტავნები,ჩვენ არ ვიკადრებთ სხვის მიერ დასახმარებლად გამოწვდილ მარჯვენას. მითხარით,ჯერ დაფიქრდით,წარმოიდგინეთ და ისე მიპასუხეთ,რომელი გირჩევნიათ, ჩაგმარხონ თუ მიგატოვონ?არის ადამიანების ამგვარი კატეგორიაც,ისინი თავს არ შემოგწირავენ გადარჩენისთვის,განა ამას ჩამარხვა არ ჯობია?არ ჯობია მიწა მოგაყარონ და ღმერთის გადაწყვეტილება გაამართლონ,თქვენ კი გმირულად დალიოთ სული, თავდადებული,კეთილი საქმისთვის შეგჭამონ,როგორც ხილული უხილავი? 5 რაღაც ყოველთვის აკლდა,რაღაც მარილივით ყოველთვის აკლდა ამ ყველაფერს, განსაკუთრებით მძაფრი არომატი მაშინ დაეტყო,როდესაც სტანდარტმა ირონიული ღიმილით შემოაღო დარაზული,თუმცა ამდენი გრძნობებისგან გაბრუებულებისგან მივიწყებული დარაბები.რაღაც გვჭირდებოდა,რაღაც ჩვენებური,ახალი ფერი უნდა გვეპოვა, ახალი ემოცია და მიწის პაწაწინა მარცვალი,რომელსაც ყველასაგან მალულად გავაღვივებდით, თუმცა დინებამ წაგვლეკა,დინება გამოგვეპარა და დავმარცხდით კიდეც. _ორი მცნებაა , განათლებული და გაუნათლებელი,შენ რომელი გირჩევნია რომ იყო ? _გაუნათლებელი _სწორი გადაწყვეტილებაა.განათლებული ადამიანები არ მომწონს , ვერ ვუდებ გულს მათთან საუბარს,მე ალბათ ყველაზე გაუნათლებელი ადამიანი ვარ დედამიწაზე.არც დავუშვებ რომ სხვანაირად იყოს. _შენ მეოცნებე ხარ,ასე არ არის? _ასეა. მიპასუხა მომლოდინე მზერით. _გამოდის რომ უიმედოც ხარ და იმედიანიც _მეოცნებე რა სასაცილოდ ჟღერს და რამხელა ჭეშმარიტებაა _რატომ,მე მგონია რომ ძალიან თბილი სიტყვაა,ბავშვურია და ფერადი _ყველა ბავშვი მხატვარია , ამიტომ ვგიჟდები მხატვრებზე და ბავშვებზე.ამ საუკუნეში ვეღარ ვხვდები ნამდვილად მხიარული სიკვდილი ჯობია და უტვინოთ თუ სევდიანად და გენიოსად მოკვდე , არაფერი ღირებული აღარ დაიტოვეს ადამიანებმა,ყველაფერი საკუთარი ხელებით გაწურეს და ახლა გაწურულს ეძებენ _მე მგონია რომ უნდა მოვეშვათ ყველაფრის კონტროლს,ყველაფრის აწონდაწონვასა და ანალიზს,უბრალოდ უნდა ვიცოცხლოთ,ჩარჩოებისა და ბარიერების გარეშე,არ მესმის რატომ იხვევ ამ ხლართებს თავზე,რატომ თვლი წინასწარ რა ჯობია და რა არა,თითქმის ყოველთვის უფრო ბევრს ფიქრობ ვიდრე გრძნობ,არადა ფიქრი გრძნობიდან უნდა მოდიოდეს.გთხოვ,ცუდად არ გამიგო რა,არაფრის დამტკიცებას არ ვცდილობ უბრალოდ ჩემს აზრს გეუბნები _პატივს ვცემ შენს შეხედულებებს , აზრსაც და მოსაზრებასაც , უბრალოდ სხვანაირად ცხოვრება არ შემიძლია არ მინდა სხვა სფეროში ჩემი ნიჭის თუ უნიჭობის გამოყენება,ვერ ვხედავ სხვაგან ვერსად საკუთარ თავს _იცი,იმაზე რაზეც ვამბობ არ მინდა მეთქი,თითქმის ყოველთვის პირიქითაა და კიდევ კარგი რომ იმას ვერ ვიღებთ,რაც ჩვენი აზრით გვინდა,თორემ საშინელება იქნებოდა ცხოვრება, მოსაწყენი და ჩამქვრალი _ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია ვცხოვრობ თუ ვარსებობ . _არ გეწყინება რაღაც რომ გითხრა? _მე არასდროს არაფერი არ მწყინს _ჰო ჩემს სათქმელს ამბობ.შენ მომართულ მანქანას უფრო გავხარ ვიდრე ადამიანს _თავისუფალი რომ არ ვარ ვიცი , სხვას ვერაფერს გეტყვი . _სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,შენ თვითონვე ზღუდავ საკუთარ თავს _მაქსიმუმს ვაკეთებ იმის რაც შემიძლია _მახსიმუმიც იცი რამდენია და შენ გინდა სიგიჯე? _ხომ იცი რასაც გიპასუხებ?ჩვეულებრივ კითხვებს ნუ მისმევ,სიგიჟე ჩემეულია და ჩემი სიგიჟე ჩემში მწიფდება,სულ ცოტაც და იყვავილებს . რათქმაუნდა მინდა, იდიოტობა მინდა უფრო _მითხარი რაში გამომადგება შენი რჩევა? გაკვირვებული მზერა მომაპყრო და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ხმაჩავარდნილმა მიპასუხა _რახან ეგ მკითხე , მაშინ არაფერში არ გამოგადგება _არც ახლა არ გწყენია? _არა,ოდნავადაც,ჩემი ვიცი რომ არავის არ ესმის , რას ვამბობ ვერ ხვდებით , ღმერთმა ადამიანს რაც მისცა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის შეგნებაა , ამიტომ უნდა შეიგნო ნათქვამი კი არ უნდა მოისმინო _დავიჯერო იმედგაცრუებაც ვერ იგრძენი?შენ რომელიც რჩევას ჰაერში არ ისვრი მოგიბრუნდი და ესეთი რამ გკითხე,არც გაგკვირვებია? მივაშტერდი გამომცდელად _არა! იმეორებდა ჯიუტად,თითქოს კი რომ ეთქვა მოკლავდნენ. _საერთოდ არაფერი არ მიგრძვნია , მინდოდა დაგხმარებოდი საკუთარი თავის და სულიერი მდგომარეობის იდეალურ პოზაში დაყენებაში,მაგრამ თუ არ გამოდის რას ვიზამ , მხოლოდ ის ვიგრზენი რომ ვიჩქარე რჩევის გაცემა , ვისაც არ ესმის მე რაღა შემიძლია _მე მახსოვს,ერთხელ გითხარი რჩევა რომ მომცე უნდა მიცნობდე მეთქი,შენ კი მიპასუხე გიცნობო,თურმე ბოლომდეც ვერ გაგიანალიზებია _ზატო ირიბი რჩევა მოგეცი და არა პირდაპირი , ჩემი აზრების ქაოსიდან გამოყვანა გადაწყვიტე ? _ქაოსი... ძალიან ნელა და ხმადაბლა გავიმეორე ცაში თვალებაპყრობილმა _სრულიადაც ვერ ვხედავ ქაოსს _ქაოსია და ქაოსის მართვის უნარი ხომ იცი მხოლოდ ვინებს შეუძლიათ? _რატომღაც მგონია რომ ეგენი ქაოსის წინამძღვრებად ან გულად შემიძლია ჩავთვალო მხოლოდ.ქაოსი თუ მართვას დაექვემდებარება ქაოსი აღარ იქნება _თუ არ მართე აბსურდი იქნება , აბსურდის გამოსწორება შესაძლებელია მაგრამ ისეთ კვალს ტოვებს ჯობია ქაოსი იყოს მართვადი , შენი აზრით გიჟები როგორ მუსიკას უსმენენ ? _ანუ რასაც ვერ ვმართავთ აბსურდია?ამის თქმა გინდა? _არა, მე საკუთარ თავზე ვამბობ იმას რაც არ ვიცი რა არის,ყველაფერი აბსურდია ჩემთვის, იმიტომ რომ საუკუნის მეოთხედს ვასრულებ მალე და ძალიან ბევრი რამ ვიცი , ომს მიცხადებ ? თუ რატო მისმევ ასეთ კითხვებს ? _აბა ყველაზე გაუნათლებელი ადამიანი ვარო? _ხო,ყველაზე გაუნათლებელი ვარ მერე რა? _აბა ბევრი რამ ვიციო?ეს ომია? _ბევრი რამის ცოდნას და განათლებას ვერ ანსხვაბებ ? რაც მეტია გაგება მით მეტია ცდომილება , რაც უფრო გონიერია კაცი მით უფრო არანორმალურია _რატომღაც სულ ერთია ჩემთვის განსხვავდებიან თუ არა _ხოდა ომს მიცხადებ ფაქტიურად უმიზეზოდ.არაფერი არ გესმის,ჩემი არ გესმის და ომს მიცხადებ არაფრის გამო , ჩემს იდეებს,ჩემს მოსაზრებებს,ჩემს 24 განვლილ წელს ამ წლებში ნაფიქრს და იდეაში ნაომარს და უაღრესად გამოცდილს ომს უცხადებ.ვერ ხვდები რომ აუცილებლად წააგებ?შანსიც რომ არ გაქვს ვერ ხვდები ?მირჩევნია სხვას ეომო და დაგეხმარო ვიდრე მე მეომო და სულ ვაიშალო გაცოფებული იყო.ვხედავდი როგორ ცდილობდა რეალური ემოციის სიმშვიდით შენიღბვას,მაგრამ მე მაინც ვხედავდი როგორ დუღდა მისი სამყარო,როგორ იცავდა თავის ნაყოფს,იცავდა მტრისგან,რომელიც შეტევაზე გადავიდა. _იქნებ ზუსტად ეგ მინდა _ჩემთან ომი გინდა თუ უბრალოდ რომ წაიშალო ეგ გინდა ? _მეორე,ჰო,მეორე უფრო მიმზიდველად ჟღერს მოეშვა,სხეული მოუდუნდა და მხრებჩამოყრილს ნერვული სიცილი აღმოხდა _ამ ყველაფერს რა წაშლის ჩემო იასამნისფერო რა?!ვერაფერი ვერ წაშლის ,რომც წაიშალოს მერე ისეთი გიჟი გავხვდები საერთოდ რომ არ მინდა , ანუ გიჟი კი არა დებილი ვიქნები , დებილს და იდიოტს შორის კი რამხელა განსხვავებაა,ეეჰ. _მაინც რამხელა? _ძალიან დიდი , უაღრესად დიდი , ვერ აგიღწერ ისე დიდი. იდიოტი იყოს შეიძლება გენიოსიც,დებილი და ჩლუნგი კი ვერასდროს გახდება იდიოტი _და შენ გინდა რომ იდიოტი იყო? _ჩემი სიგიჟის ნაწილია იდიოტობა ,რატომ არ გინდა რო გავგიჟდე?ხელი უნდა შემიშალო ? _სულაც არა ნაზად გადავუსვი თავზე ხელი და განვაგრძე _ჩემს აზრს ან ჩემს მოქმედებას მეეჭვება ამდენად დიდი მნიშვნელობა ჰყონდეს _არამარტო შენს , ვეღარავინ დამიდგება წინ , რომც დამიდგეს უაზრობად ჩავთვლი და წავალ _ცდები თუ გგონია რომ მაგას ვცდილობ _რამ უნდა შემცვალოს შენი აზრით? _გინდა რომ შეიცვალო? _არა,მინდა რომ უარესად გავხდე _ტკივილი გინდა? _ფიზიკური არა _ვიღაც დაგინგრევს მაგ შენს 24 წლის გამოცდილებას და სწორედ ეგ გაგხდის უარესად, მგონია რომ მერე მართლა იქნება სიგიჟე,ოღონდ იცი როგორი სიგიჟე?ისინთქებს და შეიძლება იმღეროს კიდეც.აღარ იქნება განსაზგვრული და ჩარჩოიანი,თავისუფალი იქნება გესმის?თავისუფალი... _ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს ჩარჩოები დაიმახსოვრე ეს , იქამდე გადავწევ ჩარჩოებს სადამდეც მინდა და მაგაზე მოდი იოცნებოთ შეგიძლიათ რომ ამ 24 წელს დამინგრევთ და საერთოდ რა გინდა?მაბრაზებ ? _სრულიადაც არა!ბრაზდები? _რომ არ ვბრაზდები და მგონია რომ ცდილობ ჩემს გაბრაზებას მაგითომ გეკითხები სწორედ _ახლა დავაკვირდი ჩემს სიტყვებს და რალამაზია არა?იცი რატომაა ლამაზი?იმიტომ რომ აზრი არ დევს,უბრალო ფერებია,ფრთიანი და დაუფიქრებელი _რა აზრი დევს ვერ გავიგე და იქნებ განმიმარტო _არც დევს აზრი საქმეც მაგაშია.პირველი შენთხვევაა როცა უაზრო რაღაცეებს გეუბნები და ხედავ როგორი უცნაური გახადა ჩვენი დიალოგი?არასტანდარტული და მოგიჟო _შენ გახადე უცნაური!მიყვარს უცნაურობები მაგრამ მაინტერესებს რატომ მემუქრებისავით და მეუბნები რომ ჩემს 24 წელს ვინმე გამიქრობს?გგონია რომ დავთმობ ამ ყველაფერს ? აქამდე რაც მოვიტანე,აქამდე რაც ვიკითხე,აქამდე რაც ვიფიქრე და აქამდე რაც გავიგე,აქ მოტანილს ვეღარავინ წაიღებს უკან , ამ ყველაფრის ფინიში საგიჟეშია და ამას ვეღარავინ დაუდგება წინ დაიმახსოვრე,ვეღარავინ _მახსოვს შენი სიტყვები,დაახლოებით ასე ჟგერდა,მე არ ვიცი რისთვის ვცხოვრობ ჯერ. ხედავ?ომმა შენ რაღაც მოგიტანა,იარაღი და სისხლი არა,მაგრამ რაღაც რისთვისაც ბრძოლობ. _არაფერი არ მჭირდება წიგნის და მწვანე ფლომასტერების გარდა საომრად,მეგონა ამდენი ხანი ოდნავ მაინც მიცნობდი , რაში მჭირდება იმის შეხსენება რომ ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია,ისედაც ვიცი,უბრალოდ ამის გარეშე არ შემიძლია სიცოცხლე და ცხოვრება ხომ საერთოდ _გაგიმართლა რომ არ გიცნობ.მე რომ გიცნობდე და მესმოდეს შენი აღარაფერი აღარ გექნებოდა.სიღრმისეულად ძალიანაც გსიამოვნებს,რომ არავის არ ესმის შენი,ეგრე არ არის? _არა,ზოგჯერ მინდა ოდნავ მაინც ესმოდეს ვინმეს , უბრალოდ მისმენდეთ მინდა , შეგრძნებების გამო ხომ ცხოვრობ ?ჰოდა როგორც პირველი კოცნა არ დაგავიწყდება არავისგან,მეც ისე არ დამავიწყდება არასდროს რომ ვინმემ ოდნავ მაინც გამიგოს , მაგიტომ ვამბობ რომ არ მყავს ჭეშმარიტი მეგობარი _მე გისმენ,მე უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც გისმენ _ხოდა მეუბნები შეიცვალეო , თუ კარგად მისმენ მაგას არუნდა ამბობდე _შეცვლისკენ არასდროს არავის არ მივუთითებ _გინდა მიმითითო , გინდა ამიხსნა მაგრამ იცი რომ იმწამსვე ომს გამოგიცხადებ და ომის პროცესში მიხვდები რომ ყველაფერი დაგიკარგავს,ყველა შეგრძნების ემოციურობა,ყველა გაგების მართვის უნარი , ყველა ასპექტში,ყველა დეტალში საკუთარი თავის შეცვალს დაიწყებ ომის დროს , მაგრამ როცა ბოლო ამოსუნთქვა დაგრჩება,გეტყვი რომ არ დამარცხებულხარ , გმირულად იომე და უბრალოდ დანებდი.ჩათრევას ჩაყოლა სჯობს _ცდები თუ გგონია რომ ეგ ომი ახლა დაიწყო ან დაიწყება.საკმაოდ დიდი ხანია რაც ვვომობ,ოღონს ჩემთვის ჩუმად.ზოგიერთი ადამიანი საკუთარი სამყაროს გარდა ვერაფერს ხედავს,იმდენად დიდი კედლები აქვს აშენებული თავისივე ხელით... _არა დამიჯერე არ ვარ მასეთი... შემაწყვეტინა სასოწარკვეთილი ხმით,თუმცა მე მაინც ჯიუტად გავაგრძელე _ადამიანები არ დაობენ ამაზე,თუმცა მე ვდაობ,მე შემიძლია მაგ კედელზე ავცოცდე,პატარა ვარ,თუმცა სიმაღლის არ მეშინია,შემიძლია ჩემი სამყარო სხვას გავუყო ან საერთოდ ვაჩუქო, მაგრამ პრობლემა იცი რა არის?შენი სამყარო არავის არ სჭირდება.მიყურებენ და თავის თავებს ხედავენ,მაგალითს იღებენ,გამოცდილებას,თუმცა არა ჩემს ნაწილს ან თუმდაც რაიმე შეგრძნებას.ეგეთი რომც იყო მერე რა?მართლა გგონია რომ შენი შეცვლა მინდა ან ვცდილობ? შენ საერთოდ არ მიცნობ,მე შემიძლია ისეთი მიგიღო როგორიც ხარ. _მე არ მინდა ვინმესთვის მისაღები ვიყო ისე რომ მან მითხრას ისეთს მიგიღებ,როგორიც ხარ, შენ ჯერ კიდევ პათარა ხარ , გაიზრდები და დაინახავ,იმედი მაქვს ყველაფერს ნათლად, მაგრამ ამისთვის ბევრი ომი გექნება მოსაგები _შენ იომე და დაინახე,შეიძლება გაგიჟდე კიდეც და მართო ქაოსი,მე კიდევ რატომღაც თავს უკვე გიჟურად ვგრძნობ.ჰო,შენ მეტყვი რომ ჩვენი შეხედულებები განსხვავდება,ეგრეცაა,ჩემი სიგიჯე გრძნობების ქისაა,მე კი არ ვფიქრობ,მე ვგრძნობ... ჩაფიქრდა და ძალიან დიდი ხნის შემდეგ მითხრა,უკვე მაშინ,როდესაც წასასვლელად წამოდგა _ვინც შეგუებულია ის აიტანს,ვინც არა ის გაგიჟდება. არ დაცალო კალამი, მოუფრთხილდი, შეიძლება ძალიან მალე დაგჭირდეს. _სადღა ვიპოვით ჩვენს ადგილს მწვანე მეც წამოვდექი და ამოვიოხრე _აზრზე არ ვარ სადაა ჩემი ადგილი _სადღაც მანდვეა სადაც აზრე არ ხარ ვუპასუხე ღიმილით და ლოყაზე მივაკარი ტუჩები _ახლოს რომ იყოს მივაგნებდი _ზუსტად იქაა სადაც არც კი იყურები უხმოდ დავტოვე სანაპირო და სანაპიროზე ჩაფიქრებული მწვანე... *ვიღაცეების დაბადება ჩემში* როდესაც უკანასკნელ სტრიქონებს ჩაიკითხავთ,მიხვდებით რაოდენ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს,გულით მოცემული რჩევა და რაოდენ დიდი როლი შეიძლება ითამაშოს თქვენს სამყაროში იმისმა სიმყარემ.როდესაც მწვანემ რჩევა მაჩუქა,გემოვნება ამერია, რომელიც მისი თქმით ასე გვაკლია ყველას.სწორედ იმ პერიოდში დავიწყე დიდებული დოსტოევსკის გულისნადების გაზიარება და ჩემს ნაწილად გადაქცევა.მე არ ვფიქრობდი,მე ვგრძნობდი.ვივსებოდი აუარებელი შეგრძნებებით,რომლებიც ბარიერს ცრემლების სახით კვეთდნენ ხოლმე,მელანქოლია ჩემი საკუთარი გახდა,თვით მე გადავიქეცი თავით ფეხამდე, სულით ხორცამდე სევდად.მოცინარი სახე უწყლოდ დარჩენილი მცენარესავით ჩამომიჭკნა და იცით,მე საუბრის სურვილი გამიქრა,გულისნადების გაზიარების სურვილი მომიკვდა და გულისწყრომამ გადამაქცია კარჩაკეტილ სასოწარკვეთილებად,რომლის კარი,არც შიგნიდან იღება და არც გარედან,რადგან ხსნა ორივე შემთხვევაში ორგაზმივითაა,ორგაზმივით, რომელიც სიამოვნებასთან ერთად ზიზღსაც გგვრის და მისი პირველივე აკორდი იმის მაუწყებელია,რომ დასასრული აქვე,შენთან ძალიან ახლოსაა და მალე ცალყბა ღიმილით მოგიახლოვდება და ერთი ნახტომით შემოგიძვრება შიგნეულში.არ ვიცი,ამას ალბათ სხვებიც ამჩნევდნენ,რადგან იმ ხანად რატომღაც ყოველ შორეულ ნაცნობსა თუ უცნობს გაუჩნდა სურვილი,რომ ჩემთვის ცივი წყალივით გადაევლოთ ან უარეს შემთხვევაში პირდაპირ სახეში შემოესხათ აუზში ნაგროვები უთქმელი სიტყვები თუ გამოუხატავი გრძნობები.არ ჩამითვალოთ წუწუნში,არა და არა,ეს არ არის წუწუნით მოყოლილი წარსული,ეს აწმყოცა და მომავალიცაა, რადგან ეს ასე იყო,ასე არის და ასე იქნება მუდამ.არ ვიცი,შესაძლოა სწორედ იმ ადამიანის დანახვისას გიჩნდება სურვილი ამოარწყიო საკუთარი ტრაგედია,როგორიც იმ ხანად მე ვიყავი.ისინი მიყვებოდნენ,ჰაერიდან,ყველანაირი შესავლისა და საყრდენის გარეშე მიხსნიდნენ ყველაზე მძიმე ბოქლომით დარაზულ დარაბებს და ზოგიც მთვრალი იყო, ზოგიც კი ფხიზელი,თუმცა არა საღი ან მთელი.დასასრულს,თუკი ფხიზელი ვიყავი უგონოდ გამოთრობა მინდოდა,ხოლო თუკი უკვე მიღებული მქონდა მათრობელა სითხის დოზა, უფრო და უფრო მიძლიერდებოდა ზემოთ თქმული სურვილი.ისინი არ ჰგავდნენ მძიმე ტვირთით დამძიმებულ ადამიანებს,ისინი არ ჰგავდნენ ასეთ მძიმეწონიანებს,პირიქით შესაშურად პოზიტიურები და გადამდებად მხიარულები იყვნენ.ოდესმე გაგიგონიათ დედის მიერ თქვენი მისამართით ნათქვამი სიტყვები,რომ თქვენ წესით არც უნდა დაბადებულიყავით?რომ თქვენი სიყვარულის ნაყოფი,ჯერ არ დაბადებული მწვანე, გარემოს, ევას ასულებისა და ადამის ძენის გამო მოკვდა?ხედავთ,შესაძლებელია ჯერ არ დაბადებულის მოკვლაც კი,აი ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ ყველანი და ყველაზე დიდი უბედურება ის არის,რომ ეს სამყარო ჩვენივე აშენებულია.გიგრძვნიათ სიმწარე,საყვარელი ადამიანის სხვის მკლავებში ხილვისა?იმ საყვარელი ადამიანის,რომელიც დღემდე სიყვარულს გეფიცებათ,დღემდე არ ემეტებით დასათმობად,თუმცა მან,მხოლოდ და მხოლოდ ფართო მოხმარების საგნებში გაგცვალათ,ფულში ამოგვანგლა თავისი სიყვარული და ვინ იცის იქნებ ეს უბრალო გამოძახილია,რომელიც მაშინ მოდის,როდესაც ვიღაც,ვისაც სიგიჟემდე უყვარდით გტოვებთ. გიგრძვნიათ საკუთარ სულში დამპალ ფესვებად გადგმული უფერულობა?როდესაც ემეგობრები ადამიანს,რომელიც შენივე თქმით გიყვარდა,რომელიც გეფერებოდა,ნაზად გეალერსებოდა და თქვენს შორის არსებულ ქიმიას კოცნით ანებივრებდა,რომელიც ვერასოდეს იქნება მეგობრობის თანმსდევნი?გიგრძვნიათ თუ როგორ გეცლებათ ეული ხავსი ხელიდან,როგორ მისრიალებს მომაკვდინებლად ნელა,თან გზა და გზა უზარმაზარ, მოუშუშებელ იარებს გიტოვებთ და საბოლოოდ ტორსაც კი გიქნევთ უკუნისკენ დაშვებულ საცოდავ არსებას?თუმცა თქვენ გგონიათ,რომ ეს დასასრულია?ეს დასაწყისის დასაწყისია, შიშნაჭამ არსებობას განა ერთხელ გადაჩეხვა და სიკვდილი არ ჯობია?დაგიკარგავთ საყრდენი ოდესმე?საყრდენი,რომელიც სახლს ჩამონგრევისაგან იცავს,რომელსაც შეუძლია თან ჩაიყოლოს თქვენი ძვირადღირებული ძვირფასეულობები, რომლების გამოც ნახევარი ცხოვრება მუშაობაში გაატარეთ,ხანევარი ცხოვრება იმ საქმეს შესწირეთ,რომელიც გეზიზღებათ,იმ ფულის გამო,რომელმაც ვინ იცის რამდენი ადამიანის სიცოცხლე თუ არსებობა შეიწირა.გიგრძვნიათ ის,რასაც გრძნობს ადამიანი,რომელსაც სწორედ ის დაემართა,რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა? ადამიანს, რომელსაც ერთადერთი,რაც აშინებდა მარტოობა იყო და საბოლოოდ სრულიად მარტო,ყველასაგან მიტოვებული აღმოჩნდა?იცით,როგორი ფერის იყო მისი ცრემლები?იცით როგორი მოყვანილობის იყო მის სახეზე გაჩენილი ნაოჭები,ასე რომ წააგავდნენ იარებს?იცით რას გრძნობდა იგი იმ წამს,როდესაც მთელი არსებით ცდილობდა შეეწყვიტა ის,რასაც აკეთებდა,შეეწყვიტა რწყევა,რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა მის წყლულებს?ის მაინც თუ იცით,რაოდენ მძიმეა სატარებლად გადამალული გრძნობები,რომელსაც გიკრძალავენ, რომელსაც გასწავლიან და გისწორებენ?იცით,რა რთულია დაიჯერო სიყვარულის არსებობა,როდესაც მთელი ბავშვობა ხედავდი თუ როგორ ჩხუბობდნენ დედა და მამა განუწყვეტლივ,მუდამ და შენ კიდევ ფიქრობდი,რომ ისე ვერასოდეს ვერავის ვერავინ ვერ ეყვარებოდა,როგორც დედას უყვარდა მამა და პირიქით?იქნებ ის მაინც იცოდეთ როგორი შეგრძნებაა,როდესაც ხედავ თუ როგორ ურტყამს სადიდებელი მამათქვენი აცრემლებულ დედათქვენს მძიმე მარჯვენას?რა შემეძლო ყოველივე ამის შემდეგ?რითი შემეძლო მენუგეშებინა მათი დალეწილი სულები?მე მხოლოდ მათი ხელის ჩაბღუჯვა და მათი მოსმენა ძალმიძდა,უხმოდ ტირილი და საკუთარი ბუცტუკის გახეთქვა შემეძლო მხოლოდ,რადგან მათ საკუთარ სამყაროზე მეტად,ჩემს სამყაროში ნაპოვნი ბინა სჭირდებოდათ ალბათ იმ ხანად. *** იგი გაქრა,როგორც ქრება,ხოლმე ნისლი,როდესაც მზე გამოანათებს.მე შევიცვალე, შევიცვალე და ჩემს ირგვლივ სამყაროც შეიცვალა ჩემთან ერთად.იყო,იმედი,იმედი სულ იყო,რომ მას საგიჟეთში უეჭველად შევხვდებოდი,მაგრამ ვერ ვაღიარებდი საკუთარ თავს,როგორც ის.ეს იყო ბედის ირონია,თუკი შეიძლება ამას საერთოდ ბედი ან ირონია ეწოდოს.ჯიბეში მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს მწვანე კალამსა და იასამნისფერ ფანქარს,რომელიც მუდამ მახსენებდა,რომ ყვითელი კონვერსები მეცვა და ვიცნობდი მწვანეს,თავად კი იასამნისფერი ვიყავი.ყველა გიჟი ასრულებს ცხოვრებას საგიჟეთში და ჩვენც,ცისარტყელას მოწყვეტილი ეს ორი ფერი,სწორედ საგიჟეთში ვაპირებდით თამამად,ძალიან თამამად,მოჭრილი,თუმცა ფენიქსივით აღმდგარი ფრთების,ნანატრი ფრთების გაშლას.ეს იყო საგიჟეთი სადაც თავისუფლება უბრალოდ არავის უკვირდა,რადგან საგიჟეთში უბრალოდ არავის არაფერი უკვირს.იცით როგორი იქნებოდა ჩვენი სახლი?მწვანე ფერის პატარა სახლუკა იქნებოდა, ოთახებში ხის სუნი იტრიალებდა,რაც მუდამ გვაგრძნობინებდა რომ ბუნების ნაწილი იქ, სადღაც ჩვენთან ძალიან ახლოს იყო.დიდი ფანჯარა და მტვრიანი შუშები გვექნებოდა,სადაც დავდგამდით ყვითელ მაგიდას და აქეთ-იქეთ მივუსხდებოდით ორი სკამითურთ.ის წაიკითხავდა კაფკას,დოსტოს,კამიუს,მე კი ყავით ხელში ვუყურებდი როგორ ითამაშებდა მზის სსხივებით ნამხილები მტვერი მის თმებში დახუჭობანას,დაჭერობანას,კლასობანას... ჩვენ არ გვეყოლებოდა შინაური ცხოველი,თუმცა ყოველ დილით გაგვაღვიძებდა თავისუფალი ჩიტების ნისკარტით წამღერებული მელოდიები.ჩვენ გვექნებოდა ეზო დიდი, მწვანე ბალახით,მისაღები ბევრი წიგნების თაროებით და გვექნებოდა უამრავი ფუნჯი, ფუნჯი და ფერები,რომ არასოდეს შეგვეწყვიტა ხატვა,ხატვა სიცოცხლის,ხატვა ოცნებებისა და სიგიჟის,მწვანედ შეღებილი სიგიჟის. არადა რეალობაში რომ გადავინაცვლოთ,ყველაფერი სულ სხვანაირად იყო.ორი გზაა,ან მახინჯი რეალობა,ან ლამაზი ოცნება,თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ რომელი ჯობია... *რეალობა* *კიბო* თბილი,ღუღუნა ფეჩის სითბო აქამდეც აღწევს,აქ,სადაც მალე სამარადისო სიცივე დაისადგურებს.თეთრი,ქათქათა ფარდები და საღებავჩამოცრეცილი ხორცისფერი კედლები.23 მარტი იყო,ექიმის კაბინეტიდან სახეგაფითრებული დედაჩემი გამოვიდა,ხელში კი ფარატინა ფურცელი ეჭირა,რომელიც ჩემი განაჩენის მაუწყებელი იყო.შავ მელანს რომ ვაყოლებდი დაბინდულ თვალებს,ვხედავდი ალაგ-ალაგ როგორ ცდილობდნენ თხევადი ბურთულები საბედისწერო სიტყვების წაშლას,გადაფარვასა და გაქრობას.სიკვდილმა შვება მომიტანა.საშინელებაა არა?ჰო,საშინლად ჟღერს,თუმცა ეფექტურია.უკვე შემეძლო აღარ მეფიქრა ფულზე,სამსახურზე,მომავალზე,აწმყოზე,ვალზე,კანონზე,სახლზე,გაუსწორებელ ლოგინზე,ჭუჭყიან საცვლებზე,გამოუხეხავ კბილებზე და აქოთებულ სხეულზე.უკვე შემეძლო დღევანდელი დღის შეგრძნება,შემეძლო იმ ერთ წამში გახვევა და მისი ფერებით შემოსვა,უკვე შემეძლო თავისუფლად მესუნთქა,რადგან ორ კვირაში სიკვდილთან მქონდა პაემანი.ხალხს ვეცოდებოდი,ყველას ვებრალებოდი,რადგან მე ახალგაზრდა ვკვდებოდი, სხვისი სიკვდილით ვმარცხდებოდი და მე ვეღარ მოვიგონებდი მათ სახელს.გულს მირევდა მათი ზრუნვა,მათი ფორიაქი და კითხვები:როგორ ხარ?რამე ხომ არ გტკივა?რამე ხომ არ მოგიტანოთ? ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში ვაგროვებდი ნივთებს,ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში ვმალავდი ჩემი დაქალის სახლში კარავსა და საძილე ტომარას და საბოლოოდ გაქცევის დღეც დადგა.სამნი ვიყავით,თუმცა მხოლოდ მე მივრბოდი,ისინი მაცილებდნენ. მშვიდად ჩამოვზიდე ბარგი ავტომობილიდან და ბორტგამცილებლებს დავემშვიდობე. _ხომ კარგად იქნები? მკითხა ბავშვური გულუპრყვილობით,მე კი გამეცინა. _კარგად ვიქნები,ნუ გეშინია. რა აზრი ჰქონდა ვიქნებოდი თუ არა კარგად,მგლებსაც რომ დავეჭამე რაღა სანერვიულო იქნებოდა?უკვე აღარაფერი იყო სანერვიულო...შიშის დროს აღარ მქონდა. კარავი მდინარესთან ახლოს გავშალე,იქ,სადაც სიმწვანეც იყო და სილურჯეც.მზე მიმალულიყო,უკვე ბნელდებოდა,ამიტომ საძილე ტომარა გავშალე და თბილი ჯემპრით შევწექი ლამპით განათებულ კარავში. ღამე* ვინ ვარ?რატომ ვარ აქ?საერთოდ რატომ ვკვდები ხვალ და არა დღეს?ცხოვრებამ მირაჟივით ჩამიქროლა,მეკიდევ თვალიც ვერ მოვკარი ისე ვიყავი ამქვეყნიური საქმეებით დაკავებული. დღეს,პირველი შემთხვევაა,როცა არ ვფიქრობ თუ რა უნდა ჩავიცვა ხვალ,რა უნდა ვჭამო და როდის გავიღვიძო.დღეს პირველად არ დავაყენებ მაღვიძარას,ხვალ პირველად არ ვიქნები არსად გასაქცევი.უნდა მოვკვდეთ,რომ თვალები აგვეხილოს?ჩემი დრო მკვდარია,ჩემ დროს ვეღარავინ ვეღარ დამიბრუნებს,თუმცა მე შემიძლია დარჩენილი წუთები ოცნებებში გამოვიყენო,რეალობის ნაცვლად.რატომ ვნანობ განვლილ წლებს?რა გავაკეთე არასწორად?მე ხომ ვუნთქავდი?მე ხომ ვმოძრაობდი?მაგრამ განა კმარა ეს სიცოცხლისათვის?რატომ ვიყავი ასეთი შებოჭილი?რატომ ვერ ვიპოვე გამბედაობა საკუთარ თავში,რომ მეცოცხლა და არა მეარსება.ის,რასაც მე ვაკეთებდი არ იყო ბრძოლა,ეს იყო ბრძოლის წამოწყების მცდელობა, რაც არც თუ ისე დიდი გასასამართლებელი მიზეზია დამარცხებულისთვის.იყო კი ყველაფერი ჩემი?რამდენი რამე მოვიპარე,რამდენი რამე ჩავუნერგე საკუთარ თავს?რისთვის? მოდა?თანამედროვეობა?გოიმის იარლიყის შიში?რატომ ჩნდება ამდენი კითხვითი ნიშანი სიკვდილის წინ?რატომ ვხვდებით მაშინ,როდესაც უკვე აღარაფრის გამოსწორება აღარ შეგვიძლია?ნეტავ რას ფიქრობენ ჩემები ახლა?უსათუოდ ნერვიულობენ,ალბათ თავს ძალიან ცუდად გრძნობენ,მაგრამ რა ვქნა,მე რა შემიძლია?მე უფრო ცოტა დრო დამრჩა,მე უფრო ცოტა ჟანგბადი დამრჩა ვიდრე მათ.რა იქნება ორ კვირაში,როდესაც მოვკვდები?იქნებ ახლავე გავაკეთო ეს?ლოდინს ჯობია რომ ახლავე დავარულო ის,რაც მაინც დასრულდება.მაგრამ ბუნება?აქაურ ბუნებას ვინღა მიესიყვარულება?ვინღა გაწვება მწვანე ბალახზე?ვინღა შეცურავს გაყინულ მდინარეში? * იასამნიფერი ნელ-ნელა იცრიცებოდა,ნელ-ნელა გადასდიოდა ფერი,თუმცა მწვანეთი ერთი კვირა საზრდოობდა,მწვანეთი ერთი კვირა იკვებებოდა,მაინც ვერ მოიგო გადამწყვეტი ომი, მაინც დამარცხდა,მაინც მოუწია ფარ-ხმალის დაყრა.სული ყოველთვის გრძნობს სისუფთავესთან სიახლოვეს.დილით მზის ამოსვლამდე გამომეღვიძა.ძვალრბილში ატანდა მსუსხავი ჰაერო,თუმცა ცხვირში საამოდ დაცურავდნენ სისუფთავის ნაწილაკები.მინდოდა მზის გაღვიძებამდე შემეცურა ლურჯში და ყვითელს გასუფთავებული შევგებებოდი. ტყე* ერთი ამოსუნთქვით გამოვძვერი კარვიდან და ტანისამოსისგან განთავიუფლება დავიწყე. ყველაფერს ისეთი სისწრაფით ვაკეთებდი,დარწმუნებული ვიყავი რომ ლოყები აწითლებული მექნებოდა.შეუმცდარი ნახტომი იყო,პირდაპირ თავით გადავეშვი დედიშობილა დედიშობილაში.სუნთქვა შემეკრა,თუმცა ჯიუტად ვიქნევდი გათოშილ მკლავებს და მეორე ნაპირისკენ მივიწევდი.ერთი, ორი,ერთი,ორი, მარჯვენა,მარცხენა, მარჯვენა,მარცხენა,მიდი,რაღა დარჩა,შენ ეს შეგიძლია.დაახლოებით სამი მეტრიღა მექნებოდა დარჩენილი რომ უეცრად სხეული მომიდუნდა.პირველმა სხივმა სახეზე გადამირბინა და აქოშინებულს შვების ღიმილი მომგვარა.ნაზად ამოვათრიე ჩაძირული სხეული ფსკერიდან,ზურგზე გავწექი და დავივიწყე მეორე ნაპირამდე დარჩენილი ნაბიჯები. აღარ მაინტერესებდა რომ კიდევ დიდხანს მომიწებდა ამ სიმძიმის თრევა,უკან რაღაც მელოდებოდა,მიტოვებული ნაპირიდან ვიღაც გადმოჰყურებდა დაგუბებულ ლურჯს და მე დამეძებდა მოუსვენარი თვალებით.ბუნება მწვანედ ხასხასებდა,ბუნება ღიმილით მიქნევდა ხელს და მელოდებოდა როდის გავწვებოდი ხელუხლებელ,შეუდრეკელ სარეველაზე.წყალი თბებოდა,მე ბუნება მელოდებოდა და მელოდებოდა სიკვდილი. ოცნება* მწვანე მართალი იყო,ოცნება მარადიულია და მისი ასრულებით გამოწვეული ბედნიერება არ სრულდება.სულის სისპეტაკე ჩიტის ფრთებივით იდგამს ფესვებს ჩემს სამყაროში და მე ვგრძნობ საოცარ სიმშვიდეს,საოცარ ჰარმონიას ქარიშხლის მოლოდინში.ნეტავ რა ფერის იქნება ის სამყარო?თუმცა რა მნიშვნელობა აქვს,იქ ხომ მწვანე არ იქნება...და უეცრად მოვარდნილმა წამმა მოგონებების ბურუსში გამახვია „-არ მინდა რომ ვცდებოდე. -ანუ შენც ჩემი გაქცევა გაწყობს? -არ მაწყობს,მინდა რომ გაიქცე. -რატომ? -მინდა შენი ოცნებები ასრულდეს. -სამუდამოდ არ წავალ,უკან აუცილებლად დავბრუნდები.“ მეორე ნაპირამდე ვერც მივაღწევდი,მე ხომ მელოდებოდნენ?მე ხომ მწვანეს დავპირდი დავბრუნდები მეთქი.და მწვანე კალამი...მწვანე კალამი და იასამნისფერი ფანქარი მქონდა მისთვის დასაბრუნებელი.ჩემი დანაპირები უნდა შემესრულებინა და თან დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო.ჩვენ ხომ ჭეშმარიტება ჯერაც არ გვქონდა ნაპოვნი?მახსოვს,მწვანე კალამს უკანასკნელ წვეთამდე გამოვწოვე შიგთავსი...ის ეული წვეთი ინგლისურის წიგნზე, სიტყვა promised-ზე დაეცა.უცნაურია არა მწვანე?იქნებ ასეც უნდა ყოფილიყო, დანაპირები ვერ შეგისრულე და უსულო,გარდაცვლილი კალამის ჩუქებას გიპირებ გაგიჟების დღესასწაულზე.თუმცა...თუმცა შენი წილი წერტილი,ერთი პატარა მელნის გუბე ჩემშია ჩაღვრილი,შენი მწვანე კვალი ჩემშია...როგორ მინდა მჯეროდეს,რომ სავსე,ხელუხლებელი იისფერი ფანქარი შვებას მოგგვრის და დაგავიწყებს მწვანე კალამი რომ მოგიკალი.მიიღებ უსულო მწვანეს?იქნებ მაპატიო კიდეც...თუკი დავრჩები?რომ გადავიფიქრო და შენთან დავრჩე,მაპატიებ?მაშინ ხომ იმის სულიც შენთან ახლოს იქნება...რა ლამაზია,ღმერთო, ვგიჟდები,როგორი ლამაზია ეს ნაცოდვილარი სიტყვები... სუნთქვა* იმ ღამით,დაძინებამდე ძალიან ბევრი ვიფიქრე თუ რის გასაკეთებლად არ მყოფნიდა გამბედაობა,რა იყო ისეთი რისი გაკეთებაც ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო.რას ვუფრთხოდი სახელისა და თავმოყვარეობის გამო?და როდესაც სიზმრების სიმძიმე ვიგრძენი,როდესაც არც მეძინა და არც ამ ქვეყანაზე ვიყავი,ვიგრძენი თუ როგორ გამომეყო, როგორ ჩამოლღვა ჩემსა და ვიღაცას შორის არსებული წებო,როგორ გამომეცალკევა უცხო, თუმცა ასე ნაცნობი არსება.და სცენაზე მხოლოდ ჩემი როლი დარჩა სათამაშო,ეს პარტია ჩემი იყო და მხოლოდ მე უნდა შემესრულებინა მომაკვდავი გედის უკანაკნელი ცეკვა. დილით ბუნებასაც გავანდე ჩემი თავსგადახდენილი ისტორია და მოვუბოდიშე რომ ასე გვიან იგებდა ამას,რომ გუშინ დამენანა მათი ტკბილი სიზმრებიდან გამოძევება.მაპატიეს და მეც ბედნიერი ჩავიმალე მათ დედისეულ ფერში.სულ ცოტაც,სულ ცოტაც და შევერწყმებოდით. დაბრუნება* ოცნების ერთი კვირის შემდეგ ყველაფერი ჩავალაგე და ისე გამოვყევი პირველივე გამვლელ ავტომობილს რომ უკან ერთხელაც კი არ მომიხედავს.ვერ შევძელი სიმართლისათვის თვალებში ჩახედვა,ვერ შევძელი გამომშვიდობება მწვანე ველურ ბუნებასთან.უკვე ყველაფერი უცხო იყო ჩემი თვალისთვის,უკვე ქალაქის დუღილს შორიდან ვგრძნობდი და როგორც ახალშობილი თრთის პირველი ულუფა ჟანგბადის დაგემოვნებისას,მეც ისევე მითრთოდა სისუფთავეს მიჩვეული ნესტოები ამ ჭუჭყიან ქალაქში სუნთქვისას.პირველი,რაც გავაკეთე ეს იყო ძლიერი ყავის დაგემოვნება.აშკარად დიდი კვალი მაჩნდა ერთკვირიანი დასვენებისა,რადგან გამვლელები ზიზღით მაყოლებდნენ თვალს და სახე ეჭმუხნებოდათ როდესაც მათ სულამდე ჩემი სუნი აღწევდა.საბოლოოდ მივადექი იმ კორპუსს,სადაც მწვანე მელოდებოდა.კიბის საფეხურებს ვითვლიდი,ვითვლიდი უკანასკნელ წამებსაც და მენანებოდა მისი დატოვება,მენანებოდა იასანმისფერის გაქრობა და მათი განშორება. როდესაც ოთხმოცდათოთხმეტი საფეხური ავიარე,ერთ არაფრით გამორჩეულ კარებთან შევჩერდი და სამჯერ დავაკაკუნე,ორი მიყოლებით და ერთი პაუზით.არავინ გამომეპასუხა და მე ისევ იგივე გავიმეორე,თუმცა ამჯერად უფრო ხმამაღლა.ისევ არავინ ჩანდა.ჩანთა იქვე წავაწვინე და კარებთან ახლოს ჩამოვჯექი.იქნებ შემეშალა?იქნებ დღეს არც აპირებს სახლში მოსვლას?არა,არა,აუცილებლად უნდა მოვიდეს,მე მას ველოდები,უნდა მოვიდეს, აუცილებლად უნდა მოვი...და ის მოვიდა,მაგრამ მე ვერ გავიგონე მისი ნაბიჯების ხმა,რადგან ფიქრებში გართულს ჩამთვლიმა.დროს კვალი არ დაუტყვია მისი გარეგნობისათვის,ისევ ისეთი იყო,ისევ უხდიდა თვალებში ჩაბუდებული სევდა ბინის ქირას და ისევ მე მივედი მასთან,მე მივაკითხე,რადგან ჭეშმარიტება ჯერ კიდევ დასამტკიცებელი იყო... _შენ? აღმოხდა გაშეშებულს. _შენ აქ რა გინდა?შენ,შენ მთელი ქალაქი გეძებს. _წყალს დამალევინებ? უხმოდ გააღო ბინის კარი და წინ გამიძღვა.ჩვენი მწვანე სახლი,ჩვენი ხის სუნი და მტვრიანი შუშები არსად ჩანდა,ალბათ კარადაში ჰქონდა შენახული ან ახალგარეცხილი საშრობზე ეკიდა.მოპირდაპირე სავარძელზე ჩამომჯდარი მომლოდინე მზერას არ მაშორებდა,თუმცა მე არ ვჩქარობდი,რადგან ცისფერის შეხება მეტად მეამა გადაღლილს.ცარიელი ნივთი იქვე, მაგიდაზე დავდე და უზარმაზარი ჩანთის წინა ჯიბიდან დღესასწაულისათვის მომზადებული საჩუქრები ამოვიღე.ღიმილი ვერ შევიკავე,ბაგეები რომ გაეხნა განცვიფრებისგან და ორივე მათგანი აუღელვებლად ჩავუდე მოდუნებულ ხელებში. _მწვანე გამოცლილია.უკანასკნელ წვეთამდე გამოვწოვე შიგთავსი,რომელიც თავდაპირველად ჰქონდა.ახლა იგი სრულიად თავისუფალია,არც არაფერი გააჩნია და არც არაფერს ესწრაფვის,იგი თავისუფალია,თუმცა ცარიელი.შენ მითხარი რომ ნასწავლი და გადმოცემული არ გჭირდებოდა,ხოდა მეც ჯერ არ დაბადებული ნაყოფი მოგიყვანე.ერთი-ორჯერ კი ვცადე რაიმე წიგნი შემეპარებინა,მაგრამ სასტიკად ჯიუტია,ყველაფერზე უარს ამბობდა.ნუ გეშინია,წერტილს დასვამ,წერტილს აუცილებლად დასვამ,მაგრამ მას მხოლოდ შენ დაინახავ,როგორც იგრძნობ საკუთარ თავისუფლებას მხოლოდ შენ და სხვა ვერავინ.აი, რაც შეეხება იასამნისფერს,იგი სრულიად ხელუხლებელია,არც თავისუფალია და არც გიჟი. ერთი ჩვეულებრივი ფანქარია,რომელიც მალე მოკვდება,როგორც ყოველი ჩვენთაგანი. მონოლოგი დავარულე,თუმცა მის სახეზე ვერაფერი ამოვიკითხე ისეთი,რაც დამარწმუნებდა რომ ჩემი მდგომარეობის შესახებ რაიმე იცოდა. _არაფერს იტყვი? _ეს...ეს... _გეგონა დამავიწყდებოდა არა?მე ხომ დაგპირდი?ჩემი ოცნება ავისრულე და დავბრუნდი. _ვიცოდი,ვიცოდი სადაც იქნებოდი. _ჰო,ეს თითქმის ყველამ იცოდა,თუმცა არავის სჯეროდა რომ ამას გავაკეთებდი. _მე მჯეროდა. _ვიცი,ვიცი რომ გჯეროდა. მივუახლოვდი და ლოყაზე ჩამოვუსვი მარჯვენას ზურგი. _გახსოვს,რა დამპირდი?შენ დამპირდი რომ ყველაფერს მომიტანდი,რაც დამჭირდებოდა.მე ახლა მჭირდება შენი დახმარება. ხელის გულზე მაკოცა და ნახევრად მოხუჭული თვალებით ამომხედა. _უნდა დამეხმარო მწვანე. _მითხარი,მითხარი რა უნდა გავაკეთო? _უნდა მაკოცო.მაკოცე! წარბები შეეჭმუხნა და მოუთმენლად დავუყვირე: _არა,გთხოვ ნუ ფიქრობ,არ იფიქრო,უბრალოდ მაკოცე,გთხოვ,ერთხელ მაინც გააკეთე რამე ჩემთვის,უბრალოდ მაკოცე,უბრალოდ მაკო... მომნატრებოდა,თურმე ძალიან მომნატრებოდა ჩვენი შერწყმის წამი.მონაცვლეობით მიკოცნიდა ჯერ ზედა,მერე ქვედა ტუჩს და ისევ თავიდან.კნუტივით გავინაბე ყელზე რომ ჩააცოცა გახურებული ტუჩები და თვალები სიამოვნებისგან მიმელულა.აქოშინებულმა თმებით მოვქაჩე და ამჯერად მე დავეკონე,როდესაც გაწევა დააპირა. _არა,გთხოვ,ახლა რომ გავჩერდე მოვკვდები. ერთი ამოიოხრა და ჩემიანად დაჯდა დივანზე.ერიდებოდა ღრმად შეტოპვას,ამას ვგრძნობდი,მაგრამ მე ეს მჭირდებოდა,ეს უნდა გამეკეთებინა,დღეს და აქ.მაისური გადავიძვრე და ყელზე მივაწებე სველი ტუჩები,გავიგე როგორ ამოიგმინა და მოუთმენლად მომიჭირა მარჯვენა ხელი მკერდზე. _ნუ იკავებ თავს,ეს მე მინდა,ამას მე გთხოვ. ვეჩურჩულებოდი და პარალელურად ყელის მიდამოს ვუკოცნიდი. _გააკეთე ეს ჩემთვის... თავი ამაწევინა და თვალებში მომაჩერდა. _ნამდვილად გინდა? თავი დავუქნიე და ვიგრძენი როგორ შეიხნა ბიუსჰალტერის სამაგრი.სიამოვნებისგან თავი გადამივარდა ცხელი ხელებით რომ ჩამაფრინდა მოშიშვლებულ მკერდზე და ტუჩებით წაეთამაშა კერტებს. წამოდგა და შეცვლილი ხმით მიჩურჩულა: _ფეხები შემომხვიე,არ დამივარდე. თმებში ჩავაფრინდი და მოუთმენლად წავეტანე ტუჩებზე.ვკოცნიდით მთელი ვნებით, მთელი რიგი მოლოდით ვახანგრძლივებდით შერწყმის წამს.საწოლამდე რომ მივაღწიეთ, შარვალი უკვე აღარცერთს აღარ გვეცვა.ნაზად ჩაუყვა ბავშვებითვის დამახასიათებელ ყველაზე ეროგენულ ზონას და ღიმილით ამომხედა მუცელი რომ ჩამეზნიქა სიამოვნებისგან. პირველი ნოტები მაშინ გავამღერე ახურებული ენით რომ მომეფერა საშოზე და ნერვულად ჩავეჭიდე თმებზე,რადგან ერთ ადგილზე უკვე ვეღარ ვკავდებოდი.ყველაფერს ნელა და ნაზად აკეთებდა და ეს უფრო აუარესებდა მის ალერსს.ორგაზმამდე აღარაფერი მეკლო, მაგრამ უეცრად გაჩერდა და ტუჩებთან ამოცოცდა. _არ შეგეშინდეს კაი? მიჩურჩულა დაბოხებული ხმით და ლავიწის ძვალთან დამიტოვა კოცნა. _და არც დაიძაბო,თორემ უფრო მეტად გეტკინება. მიუხედავად იმისა,რომ ეს მინდოდა და ამას მთელი სხეულით ვითხოვდი,მაინც დაძაბული ვიყავი და ეს მეტ-ნაკლებად იმ საუბრების გადმონაშთი იყო,რომლებშიც ბევრ ტკივილზე საუბრობდნენ.ხელით გამაშლევინა მუხლები და ახურებულ გულ-მკერდზე ამეკრო. რამოდენიმე წამით თვალებში ჩამაშტერდა,მერე უეცრად მოიმწყვდია ჩემი ორივე ხელი ერთ ხელში,თავს ზემოთ ამაწევინა და საჩქაროდ შემერწყა.იყო ოდნავი ტკივილი,მაგრამ უფრო მეტი იყო ასრულებული სურვილის სიტკბო,კვნესად რომ ამოხეთქა ჩემი ბაგეებიდან და ფორთოხლისფერ კედლებს მოედო.ჯერ ნელა მოძრაობდა,მაგრამ მალე ბიძგები აჩქარდა,ჩემი გულიც სადღაც შორიდან ეხმიანებოდა რიტმში ჩამდგარ ვნებას და მე ვეჭიდებოდი მწვანეს რომ არასოდეს დასრულებულიყო ის,რაც ერთად წამოვიწყეთ.თუმცა ამ ომში დავმარცხდით, დასასრული მაინც მოვიდა და ის უხმოდ გადაწვა ლოგინის კუთხეში.ღრმად ვსუნთქავდით, ორივე ჭერს ავცქეროდით და არაფერზე ვფიქრობდით,საერთოდ არაფერზე.ვნება რომ ჩაცხრა და მასთან ერთად ჩვენი სუნთქვაც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა მშვიდად მკითხა: _რატომ გააკეთე ეს? _იმიტომ რომ ერთ კვირაში მოვკვდები. აგონია* _ეს რა,ხუმრობაა? წამოიწია და ზემოდან დამაჩერდა. _არა. ვუპასუხე და მხარი ვიცვალე _რას ნიშნავს ერთ კვირაში მოვკვდები? _იმას რომ ერთ კვირაში მოვკვდები. მხრებში ჩამაფრინდა და მაიძულა მზერა გამესწორებინა მისთვის.შეკრთა,ალბათ შეამჩნია რომ თვალები ამიწყლიანდა.ნერვულად ჩამოისვა სახეზე ხელები და ლოგინიდან წამოდგა. ვუყურებდი როგორ ეძებდა თავის ჯინსს და ჯინსის ჯიბეში ჩამალულ სიგარეტის კოლოფს და ვცდილობდი არ მეტირა.მერე აივანზე გავიდა და მეც დაუფიქრებლად ავედევნე უკან. _გთხოვ შედი ოთახში,ცოტა ხნით მარტო მინდა ყოფნა. ხრინწიანი ხმით ამოილუღლუღა და სიგარეტის ღერს გაუკიდა. _გთხოვ იასამნისფერო... არ შემეძლო მისი ამ მდგომარეობაში დატოვება,თავჩახრილი ეწეოდა და მემუდარებოდა რომ წავსულიყავი,მე არ შემეძლო,მართლა...დედიშობილა ჩავუჯექი კალთაში და გაყინული ცხვირი მის ყელში ჩავრგე. _მეც მომაწევინე რა. აკანკალებული თითებით გამომიწოდა თავისივე დაწყებული ღერი და სკამის საზურგეზე გადაწვა.გავცქეროდი შავი სუდარით შემოსილ ქალაქს და ნეტარად ვეწეოდი მწვანეს ნერწყვით დასველებულ სიგარეტს. _ჩემზე საერთოდ არ გიფიქრია? ამოილაპარაკა მოულოდნელად. _ანუ რა გამოდის,რომ აღარ იქნები?როცა დამჭირდები ვეღარ გიპოვი და ვეღარ ჩაგეხუტები? ლუღლუღებდა სასოწარკვეთილი ხმით _ამოიღე ხმა! _რა უნდა გითხრა?ყველაფერი ისედაც გასაგებია... _რა არის გასაგები?რომ შენ კვდები და მტოვებ? _მე არაფერი შემიძლია,შენ ეს იცი. _და მე რა მეშველება?მე რა უნდა ვქნა?შენ,შენ აღარ იქნები,გესმის?აღარ... წითლად მოელვარე ნამწვავი აივნიდან მოვისროლე და გულმკერდზე ავეკარი. _უნდა დამშვიდდე. _როგორ უნდ... _დამშვიდდი! თმებში შევუცურე თითები და ტუჩები მფეთქავ არტერიაზე მივაწებე.ერთი ამოიოხრა და თვითონაც შემომხვია აცახცახებული ხელები.გიგრძვნიათ ოდესმე ბედის ამაოება?როდესაც არაფერი შეგიძლიათ,როდესაც ბრძოლას აზრი არა აქვს,როდესაც ჯერ ომიც კი არ დაწყებულა,თქვენ კი უკვე დამარცხებული ხართ.როგორ მიჭირდა გულმკერდით ნაგრძნობი ცრემლების ატანა,როგორ მიჭირდა მისი მოცახცახე სხეულის დამშვიდება,როგორ მიჭირდა მისი დატოვება...იმ ღამით კიდევ ერთხელ შევერწყით ერთმანეთს,თუმცა ეს არ იყო უბრალო სიახლოვე....ეს იყო ცრემლით გაჟღენთილი ნუგეში,ეს იყო გამოსამშვიდობებელი კოცნა და ხვედრი,რომელიც ჩვენ ორს გვერგო.ზურგზე მეკვროდა,მშვიდად სუნთქავდა,თუმცა ვიცოდი რომ არც მას ეძინა,რადგან მომენტალურად მიჭერდა ხოლმე ხელებს,ალბათ იმის დასამტკიცებლად რომ ჯერ კიდევ თბილი ვიყავი.ყვითელიც გამოჩნდა და შავი, სამგლოვიარო სუდარაც გაქრა,მაგრამ ჩვენი ტრაგედია უძრავად იდგა თავის ადგილას.რა იქნებოდა ყველაფერ ამის შემდეგ?რას გავაკეთებდით ომის მოსაგებად?ამაზე ალბათ მთელი ღამე ფიქრობდა,ალბათ მთელი ღამე ცდილობდა ეპოვა ის გზა,რომელიც გადაგვარჩენდა, თუმცა არა...განა არ ჯობდა ეს ერთი წამი,ერთად გატარებულ მთელ ცხოვრებას?ამ პატარა წამებთან მთელი ცხოვრებაც კი რა მოსატანი იყო?მართლაც „ჩათრევას ჩაყოლა ჯობია“ და მეც მივყვებოდი,რადგან რომც გავძალიანებოდი მაინც ჩამითრევდა,მაინც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.