შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯოჯოხეთიდან სამოთხემდე. თავი 3


24-02-2018, 17:38
ავტორი მია მია
ნანახია 1 068

უჩვეულო სიჩუმეა ჩემსა და ნათიას შორის,უხერხულად ვიშმუშნები და კარში მდგარ ექვთიმეს ცალი თვალით ვაშტერდები
-ნათია-ხმა დაბლა წარმოვთქვამ მის სახელს,ანერვიულებული ვაცეცებ თვალებს დოკამ რომ არ შემომისწროს საუბრისას
-ვიცი რომ არ გაქვს საუბრის საშუალება,შემხვდი დღეს,ვიცი გვიამია მაგრამ დარჩი ჩემთან-მაყრის სწრაფად -მისამართს ყოველი შემთხვევისთვის მაინც გამოგიგზავნი შეტყობინების სახით-ამბობს და თიშავს ყურმილს.
ტელეფონს შარვლის უკანა ჯიბეში ვიდებ,ექვთიმე ცნობისმოყვარედ მანიშნებს ხელით რა მოხდაო მაგრამ პასუხს არ ვცემ,სამზარეულოში შევდივარ და ღუმელთან მდგარ დოკას ზურგს უკან ვუდგები
-მე მივდივარ საქმე გამომიჩნდა-გაოცებული ტრიალდება ჩემკენ.
-ექვთიმეს ვერ დატოვებ,ვერსად წახვალ-მკაცრად მაფრთხილებს.
ვტრიალდები და შემოსასვლელში გავდივარ ისევ,კურტკას და ფეხსაცმელს ვიცვამ,არც მთავარ ატრიბუტს ვივიწყებ და მხარზე ვიკიდევ შავ ჩანთას.
ექვთიმე ჩემთან მოდის და მხარზე მადებს ხელს,ცოტა ბრაზი შეერია მზერაში მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს,ვუღიმი და სახლს უსიტყვოდ ვტოვებ.
როდესაც მწარე წარსულის საიდუმლოებები ჯერ კიდევ თან გსდევს რთულია მშვიდი ცხოვრების აწყობა,ყოველ ნაბიჯზე მახსენდებოდა ნათიას სახე და ხმა აქამდე,ალბად ნიშანიც კი იყო ეს ყოველივე მისი ჩამოსვლის შესატყოვინებლად.
უჩვეულო თრთოლვა მიტანს,თმას თმის სამაგრით კარგად ვიკრავ და გაყინული გაჩერებაზე მდგარ ნაცრისფერ სკამზე ვჯდები.
ჯერ მხოლოდ მაშინ შევიტყვე ნათიას არსებობის შესახებ როდესაც თორმეტი წლის ვიყავი,მამის გარდაცვალრბიდან კარგა ხანი იყო უკვე გასული. მასთან შეხვედრა ზეცაზე ელვის განათებას გავდა,ბევრი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა თან.
მეორე კანონიერი შვილი აღმოჩნდა ჟორჟოლიანების ოჯახისთვის,დამალული და საგულდაგულოდ დაფარული ამბავი ნათიას დედამ მამის გარდაცვალების ოთხი წლის თავზე გვახარა ყველას,პირველი მიკრო ინფარკტდი მაშინ მიიღო დოკამ შოკისგან. ჩემი დანაშაული ის იყო რომ ნათიაზე არ ვთქვი უარი,ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილის ხელიდან გაშვების სურვილი სავსებით არ მქონდა იმ დროს და ძლიერად ჩავებღაუჭე დურ ურთიერთობას შვების შესაგრძნობად.
არც შევმცდარვარ,ყველადგან მალულად შეხვედრების მიუხედავად აღმაფრთოვანებელი და შესაშური დური და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა იქამდე სანამ ხუთი წლის შემდეგ ქალბატონმა სალომემ (ნათიას დედა) საფრანგეთში არ გადაგზავნა ნათია საცხოვრებლად,ალბად იეჭვა რამე თუმცაღა ჩვენს ურთიერთობას არასდროს უშლიდა ხელს.
რამდენიმე წლიანმა განშორებამ მონატრების სასტიკი შეგრძნება გამიჩინა,სამწუხაროდ იმ დროისთვის არც თუ ისე ბევრს ქონდა კომპიუტერით სარგებლობის საშუალება,ვისაც ქონდა კი უეჭველად მდიდარი იყო.
საფრანგეთში წასვლის დღიდან დღევანდელ დღემდე ხუთი წელია გასული და დღეს პირველად უწინდელივით მალულად მიწევს მასთან შეხვედრა,თუმცა სულ არ ნახვას მაინც სჯობს...
ფიქრებში გართული ვერც კი ვამჩნევ როგორ მივლის ცივად ორი ტაქსი,გამოფხიზლებული კი უკვე კარგა შორს წასულ მანქანას მუდარის მზერას ვაყოლებ და შემდეგ მომავალ ტაქსიში ვჯდები.
ნათიას სახლის კართან მდგარი ანკანკალრბულ ხელს ძლივს ვწევ და სამჯერ ვაკაკუნებ,შემდეგ ზარს ვრეკ და ისიც არ აყოვნებს.
ჩემს წინ ის ნათია აღარ დგას ვისაც ხუთი წლის წინ ვუყურებდი,გაუმჯობესებული ნათიას ვერსია თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე მაბედნიერებს და გაუცნობიერებლად ვაფრინდები კისერზე. იატაკზე ვეცემით მაგრამ ერთმანეთს ჯერ კიდევ არ ვშორდებით,გრძელ ფეხებს წელზე მხვევს და მთელი ძალით მიჭერს ხელებს..
მისაღებში უკვე გამზადებული ფინჯანი ცხელი კაკაო მხვდება და გემრიელად შევექსევი გაყინულ-გათოშილი
-არც კი მჯერა რომ გიყურებ-ჩემს წინ მჯდარი მზერას ვერ მაცილებს
-დამპირდი რომ არასდროდ წახვალ მეტჯერ -ფიმჯანს ვდგამ და მოწყენილი ვეკითხები.
-გპირდები აღარ დაგტოვებ,ამ დროის მანძილზე სხვა თუ არაფერი ის მაინც ვისწავლე რომ დას ვერავინ შემიცვლის-მის სიტყვებზე მეღიმება.
-როგორ არის სალომე?
-დედაჩემზე მეკითხები ? -წარბებს გაკვირვებისგან ზემოთ ზიდავს
-კი რა იყო ?
-არ თქვა არ ვიციო-ისტერიული სიცილი უვარდება-დოკამაც კი იცის
-რას გულისხმობ?
-სალომე გათხოვდა მეორედ,ბავშვივით ბენიერი და გაბრწყინებულია-გაოცებისგან სავარძლიდამ ვხტები და ხელებს ვშლი
-არ არსებობს -ორივეს სიცილი გვიტყდება. როგორც იქნა ბედნიერება იპოვნა სალომემ დიდ ხნიანი ტანჯვის შემდგომ.
მთელ საღამოს სასიამოვნოდ ვატარებთ,ჭორაობით ვწვდებით თბილისის ყველა მაცხოვრებელს ვისაც ორივე ვიცნობთ და ვიცნობდით.
ტელეფონზე ზარი ცოტა ხანს გვწყვეტს სიცილისა და კისკისისაგან,ვდგები და ჩანთაში ჩაგორებულ ტელეფონს გაჭირვებით ვაძვრენ,ეკრანზე დოკას ნომერი ნათდება და უხალისოდ ვპასუხობ
-ჰო რა იყო ?
-სად გდიხარ ? ამ ღამით ? ასე უნდა დაეთრეოდე ? -ყვირის.
-ვინმემ არ მომიტაცოს
-სახლში გაჩნდი დროზე
-კარგი დამელოდე...უი,არ მცალია ახლა გამახსენდა-ირონიულად ვიცინი.წარმომიდგენია დოკას სახე ახლა ჩემი მოსმენის პროცესში.ყურმულს ვთიშავ და ტელეფონს ვახერდები,შემდეგ ტელეფონსაც ყოველი შემთხვევისთვის ვრთავ რომ არ შემაწუხოს მეტად ვინმემ.
პირ ღია მჯდარი ნათია თვალს არ მაშორებს ყველაფრის მოსმენის შემდგომ
-რა ხდება შენსა და დოკას შორის ?
-კარგი არაფი.უწინდელივით მონსტრის როლშია -მხრებს ვიჩეჩავ.
-მშვიდობა გაქვთ?
-მშვიდობას ვერ დავარქმევდი ამ ყველაფერს,იმდენი რამ შეიცვალა რაც შენ წახვედი... რამდენიმე თვის წინ,კონკრეტულად ორი გამყიდა მდიდარ ადამიანზე
-რას ქვია გაგყიდა ?
-მოკლედ.. უკიდურეს სიღარიბეში აღმოვჩნდით,დოს საკვებზე მეტად სასმლის არ ქონამ შეაშფოთა.. არც ჩასაცნელი და არც წყურვილის დასაკმაყოფილებელი არ გაგვაჩნდა,რამდენიმეგან დამლაგებლად კი იმუშავა მაგრამ გამოაგდეს.ერთ დიდ შენობაში ღამის კლუბია,იქ მივიდა და დაიწყო მუშაობა,კარგად უხდიდნენ და გამიკვირდა კიდეც,თურმე სხეულს ყიდდა და საქმე საშიშ ადამიანებთან დაუჭერია,ძალიანაც რომ სდომოდა თავს ვერ დაიხსნიდა ადვილად მათგან..
ნუ წლებმა თავისი ქნა,აღარ აკმაყოფილებდა დავითს თანაც რაღაც მიქარია,ხოდა გამოაგდო.. რამდენიმე დღოს შემდეგ სამსახურიდან სახლში მისულს ორივე წაშოტილი დამხვდა ჩვენთან და რა მახარეს? მე უნდა დავტანჯულიყავი დოკას გამო ექვსი თვით,ამოტივტივდა დოკას ნამოქმედარი,თურმე საათი მოუპარავს დავითისი და უკან დაბრუნება მოუთხოვია,საიდნა მიუტანდა ? დაალომბარდა და ფულიც მიხარდჯა ერთ-ორ დღეში ქალბატონმა,ვალის გადახდა მაინც მოუწევდა მაგრამ ფული არ ქონდა,ბევრი იფიქრეს თუ ცოტა დოკას გონება გაუნათდა და იფიქრა რომ თუ ჩემს თავს მიყიდიდა დავითს შეეშვებოდა ისიც.ასეც აღმოჩნდა მართლა,ვალი კი გადავიხადეთ მაგრამ ხელშეკრულების გამო ჯერ კიდევ ოთხი თვე უნდა ვიყო იქ.
ერთი სიტყვით სხეულს მაყიდინებს,რამდენჯერმა წამოსვლა ვცადე,მაგრამ ყველგან მიპოვნა დავითმა,ნუ დოკაც ეუბნებოდა სად ვიმალებოდი. ერთი-ორჯერ მცემეს დავითის კაცებმა,ერთხელ დოკასგანაც მომხვდა... ახლა გადის თვეები და ბიღაც იდიოტი გამომეცხადა,ფულს მაძლევს მაგრამ ხელს არ მკიდებს ზედმეტად,მაიძულებს რომ წამოვიდე სამსახურიდან მეც კი მინდა მაგრამ არ შემიძლია-ვჩუმდები და ღრმად ვსუნთქავ.
-მოიცადე.. დოკა გაიძულებს ? -თვალებს ათამაშებს
-კი და რომც არ მაიძულებდეს დავითი გამხდის იძულებულებს
-უნდა მოვაგვაროთ ეს საქმე-ფეხზე დგება.-ამის გაგრძელების უფლებას ვერ მოგცემ-აცხადებს მტკიცედ.
-ამას დასასრული არ აქვს მგონი
-აქვს ! ჩაიცვი ადექი-მისაღებიდან შემოსასვლელში გადის და ქურთუკს იცვამს,მეც უკან მივდებ და ჩემს გაყინულ ტყავის კურტკას ვავლებ ხელებს. ცოტა ხანს მაჩერდება,კურტკას ხელებიდან მგლეჯს უხეშად და გრძელ კარადაში შეკიდულ შავ გრძელ ქურთუკს მაწვდის-მაგით აღარ ივლი,ეს ჩაიცვი-ვართმევ და მივცვამ უსიტყვოდ. ჯერ არ ვიცი რა აქვს ჩაფიქრებული,კითხვისაც კი მეშინია. ზედმეტი აუფზაურის გარეშე სახლიდან გავდივართ და ნათიას მანქანაში ვსხდებით. მთელ გზას სიჩუმეში გავდივართ. ჩემს სახლთან აჩერებს მამქანას სადარბაზოსთან. კარზე ძლიერად აკაკუნებს,დოკა აღებს თუარა კარს სახის ფერი ეცვლება
-გამარჯობა-ზრდილობიანად ესალმება ნათია. -მიდი აიღე ჩემოდანი და რაც აუცილებელია ის ჩადე მხოლოდ უსიტყვოდ-ოთახში შევდუვარ და კარადის თავზე შემდოებულ წითელ საშუალო ზომის ჩემოდანს ვწვდები,ტანსაცმლის ჩალაგებას ვიწყებ მაგრამ ოთახის გარედან საუბრის ხმას მაინც გულდასმით ვისმენ
" -რა ხდება აქ ? ეს რა სერიალი მომიწყვეთ- დოკა ჩხუბობს.
-სერიალი ის არის რის კეთებასაც აიძულებ ოცდა ერთი წლის გოგოს !
-ვერსად წამოვა
-მართლა ? ხელს რა შეუშლის ? შენ ? გინდა პატრულს დავუკავშირდე და ყველაფერი ზედმიწევნით მოვყვე შენზე და დავითზე ? ვფიქრობ არ შეგრჩებათ
-რეებს ბოდავ ?
-მშვენივრად ხვდები რას ვგულისხმობ,შენი ზარი არ დავინახო მარიამის ტელეფონში,თუმცა უკეთესი იდეა მაქვს."
ოთახიდან გავდივარ ჩემოდნით ხელში და ორივე მაშინვე ჩუმდება.
დოკა განზე დგება და მატარებს,გამჭოლ მზერას ჯერ კიდევ ვგრძნობ. ნათია ჩემოდანს მართმევს და შეხსნილ კარს კარგად შორდება,ჯერ მე მატარებს და ჩემს უკან მეორე მოდის. კარის მოჯახუნების ხმა მაყრუებს,გაავებული დოკას ქოთქოთის ხმა სადარბაზოშიც გამოდის მაგრამ პირველად ხდება რომ არ მაინტერესებს მისი წყევლა.
მანქანის უკანა საბარგულში დებს ჩემოდანს ნათია,შეშდება და ჰაერს ღრმად შეისუნთქავს
-რა ხდება ნათი?-აკანკალებული ხმით ვეკითხები
-ჩემთან იცხოვრებ ამ წამიდან. ახლა იმ შენობის მისამართი მითხარი-გვერდს მივვლის და მანქანაში ჯდება.ვიცი ტყუილ შეკამათებას არ ექნება აზრი და მისამართს მაშინვე ვეუბნები.
რამდენიმე წუთში შენობის წინ ვჩერჩებით. ნათიას სიძლიერე და გამბედაობა სიამაყით მავსებს,ვგრძნობ რომ მარტო არ ვარ ამ ქვეყნად და წელში გამართული მივუძღვები წინ დავითის კაბინეტამდე.
დაკაკუნების გარეშე ვეჭრებით სამუშაო პროცესში,უფერული სათვალის ქვემოდან მზერას გვაპარებს,შემდეგ იძრობს და მაგიდაზე დებს.
-რა ხდება მარი? -ცალ წარბს წევს .
-მე მაქვს საქმე,ნათია ვარ მარიამის და
-მერე და იყავი.. ჩემთან რა საქმე გაქვს ?
-ახლავე გეტყვი-ჯიბეში ჩადებუკ ტელეფონს იღებს ნათია და ბლოკს ხსნის-პატრულში ვრეკავ,ყველაფერს მოვუყვები თუ როგორ აწამებთ ამ გოგოს
-ნათია საჭირო არაა-ხელს ხელზე ვკიდებ მაგრამ გაცეცხლებული თვალებიდან ნაოერწკლებს ყრის და შეხებისთანავე მიშორებს.
-გაგიჟდით?
-კი გავგიჟდი,ახლავე ხელშეკრუკებას გადახებ ჩემს თვალწინ,მკვალეობისგან მოხსნი ამ გოგოს და შენ გზას გაუდგები,ან არადა ვრეკავ-აკრეფილ ნომერს კარგად აჩვენებს დავითს
-მე ჩემ ფულს ვუნ დამიბრუნებს ?
-მე მოგცემ,რამდენი გინდა ? ათასი ? ორი ათასი ? სამი ? რამდენი თქვი,თუმცა ვიცი რომ ფული დაბრუნებულია უკვე და ოთხთვიანი ხელშეკრულების გამო არაკანონიიერად აჩერებ მარიამს აქ -კივილში გადასდის მშვიდი საუბარი. დავითი უჯრას ხსნის და დიდ ფაილს იღებს უჯრიდან,ფაილიდან კი ათ ფურცელს და მაგიდაზე ყრის
-მოკიდე ხელი და გაქრით-მოძულე თვალებს არ გვაშორებს,წარა-მარა მაჩერდევა და დარცხვენილი ვიშმუშნები. ნათია ფურცლებს კიდებს ხელს კარგად კრავს ერთად და შუაზე ხევს,კარგად ანაკუწებს და ფეხებით დგება ზემოდან.
-რომელიმე შენმა დაქირავებულმა კაცმა არ შეგვაწუხოს-აფრთხილებს და ხელს მკიდებს ხელზე. კაბინეტიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვდივართ და ქუჩაში გავდივართ..ჯერაც ვერ მოვდივარ აზრზე,ცალ თვალს ნათიასკენ ვაპარებ მაგრამ წარბსაც არ ატოკებს.
-ვსო! მორჩა,ყველაფერი მორჩა-მეუბნება ის.
-არა მგონია ასე ადვილად მორჩეს ყველაფერი -თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ
-თუ ბრძოლა იქნება საჭირო ვუბრძოლებთ,მაგრამ ვეღარავინ შეგეხება-მისი სიტყვები გულზე მალამოდ მედება
-ბედნიერი ვარ რომ ჩემი და ხარ-ვეხვევი და თვალებს ვხუჭავ.
მომღიმარე ფრთხილად ვახელ თვალებს და ჩვენკენ მომავალ უცნობ მამაკაცს ვხედავ თუარა ვშრები ადგილზევე
-რა მოხდა ?-გაოგნებული ნათია მშორდება. უკან იხედება და წინ მიდგება-ვინაა ?
-ეს ის არის რომ გიყვებოდი
-ეს ის ბიჭია ? -გაკვირვებისგან პირს აღებს და მშორდება. მალევე გვიახლოვდება უცნობი და დიდი ხნის ნაცნობივით გვკითხულობს .
-როგორც გავიგე აქ ერთი ამბავი დაგიტრიალებიათ-იცინის მაგრამ თავის ცივ სახეს მალევე უბრუნდება
-მომიწია..-ნათია კბილებიდან ცრის
-მიხარია.. აღსანიშნავად ჩემთან გეპატიჟებით-გვთავაზობს უცნობი. არას ნიშნად თავის გასაქნევად ვემზადები მაგრამ ნათიას პასუხი ჩემზე სწრაფია
-უი რა კარგია- რაა? გაგიჟდა ?
-ძალიან კარგი,ჩემი მანქანით წავიდეთ-ხელს გვიწვდის,წინ გვიშვებს და შავ და მაღალ ჯიპიში ვსხდებით. ნათია უკან ჯდება მე კი წინ დაჯდომას მაიძულებს.
-ცოტა უცნაურია-ძლივს გასაგონად ვბუტბუტებ
-რას გულისხმობ? ჩემთან სტუმრობას ?-ეშმაკურად უელავს თვალები
-რა გქვია ის მაინც თქვი-ნათია უკნიდან წინ იწევა
-არ გაგეცანით ამომივარდა თავიდან. ნიკოლოზი
-მე ნათია ეს კი მ..-საუბარს აწყვეტინებს ნათიას
-მარი -იღიმის ნიკოლოზი-ვიცი ვინც არის-გაოგნებისგან თვალებს ვაფართოვებ
-საიდან ? -დაბნეული ვეკითხები



№1 სტუმარი სტუმარი Mariamo

არ დაიგვიანო იცოდე.

 


№2  offline წევრი talia

საოცრება ხარ.შენი მოთხრობას კი სახელს ვერ ვუფიქრებ, ჯერ ასეთთემას არავინ შეხებია, მოკლედ ისარის რისი წაკითხვაც მინდოდა. წარმატებები და არ შეწყვიტო. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent