1999 #წერილები
,,რა გამიკეთე მამა, ეს რა გააკეთე." *** ნიკომ მშობლიურ მიწაზე ფეხი დადგა თუ არა, მაშინვე გადააწყდა ალექსის შეშფოთებულ სახეს. მასთან მივიდა. ალექსს ოდნავ გაეღიმა და მეგობარს გადაეხვია. -ნიკო, მგონი დამენ**ა. ნიკოს ნერვიულად გაეცინა. -რას გულისხმობ? -ანამარია... იცი, რა ლამაზია? ფალავანდიშვილმა სახეზე ხელები აიფარა. -ალექს... არ მითხრა, რომ... -კარგი, არ გეტყვი, თუ ასე გირჩევნია. ნიკოს გაეცინა. -თვითონ? ალექსმა წარბები აზიდა და გაეღიმა. ნიკოს გაეცინა. სიცილით წაუთაქა თავში მეგობარს და გასასვლელისკენ გაემართნენ. *** -ჩამოენ**ა ის ა*ვარი? -კი. დღეს დაინახეს. -მერე? -რა მერე. -რას ვაპირებთ. -დავრეკავ და გავიგებ. -არ ვაპირებ, ვიღაც მარგიანის ლაყბობაზე ბოდიალს. მაგ ნაბი**რის გამო კინაღამ სამუდამო ხეიბრობა მომიწია. ჩემი ხელით ჩავაძაღლებ. -კარგი და მერე მე წარბშეუხრელად ვადევნებ გეგეს მიერ შენი ყელის გამოჭრის ცერემონიალს! გიგა, ერთხელ მაინც მომისმინე! გეგეს ანასტასია უყვარს. ანასტასიას გარეშე რომ ჩამოვიდა, გეგეს აღარაფერში სჭირდება. ისე მოკლავს, რომ თვალს არ დაახამხამებს. -ორი დღე, გაგი. ორი დღე. ორ დღეში მის გვამს თუ არ დავაფურთხებ, მერე მე ვიცი, რასაც ვიზამ. *** აქ შეცდა ორივე. *** -გეგე... -ვიცი. -ანასტასია... -ეგეც ვიცი. -მო...მოკლავ? მარგიანმა შავი თვალები სივრცეს გაუშტერა. ღრმად ამოისუნთქა და სკამში კარგად ჩაეფლო. თავი ოდნავ გადახარა. ენა გააწკლაპუნა და თავი გააქნია. *** ,,ანამარია, ახალი რაღაცები გავარკვიე. უფრო დაწვრილებით მოგწერ, რადგან მთელი თბილისი ჩოლოყაშვილის გამოფხიზლებას ელოდება და მიმოწერების შემოწმებისთვის არავის სცალია. ჰო, სროლა იყო. ანასტასია უგონოდაა. ჩემ თვალწინ გადაეფარა ფალავანდიშვილს. მერე ზაალი მოვიდა და ერთ-ერთ ჩოლოყაშვილს ესროლა. პირდაპირ წელში. ალბათ ეტლში ჯდომა არ ასცდება იმ უდღეურს. იქვე ახლოს, ამირეჯიბის ბიჭი შევნიშნე, ბუჩქის უკან იმალებოდა თოფით ხელში. რას აპირებდა ნეტავ. ნიკომ ტყუპებიდან ერთ-ერთი (ალბათ ის, ანასტასია რომ უყვარს) დასისხლიანებამდე სცემა. ბიჭი გონზე ვერ მოდიოდა. ანასტასია კომაშიაო, ახლა დაიყვირა ვიღაცამ მის ბინასთან. ალბათ, სიმართლეა. " *** ანამარია თეზის ბინაში, დოკუმენტებში იქექებოდა. მხოლოდ მან იცოდა საიდუმლო სამალავის შესახებ. თეზის ტანსაცმლის კარადის სიღრმეში გამოჭრილი შეუმჩნეველი კვადრატის უკან. სეიფის პაროლიც იცოდა. ანამარიას დაბადების თარიღი. სეიფი გახსნა. შიგნით ფული და რამდენიმე ქაღალდი იყო. ერთ-ერთს დასწვდა. ეს იყო. ზუსტად იცოდა. მიხვდა. ფურცლის ბოლოში მათი საიდუმლო ფიგურა იყო მიხატული. სამკუთხედი წრეში. ეს იყო წერილი. ბოლო წერილი, რომლის გამოგზავნაც «კოხტამ» ვერ მოასწრო. *** ანასტასია ისევ ტიროდა. აკანკალებულ ხელში ფურცელი ეკავა. ,,ანამარია, იმ ამბების გაგრძელებას მოგიყვები. ხომ გახსოვს, ქორწინებაზე, გიორგი ამ შეთანხმებას დათანხმდა. დაპირდა, რომ როგორც კი ანასტასიას 18 წელი შეუსრულდებოდა, გეგეზე გაათხოვებდნენ. თან ამაში ცუდს ვერაფერს ხედავდა. ანასტასიას გეგე ისედაც უყვარდა. მაგრამ, აბა გამოიცანი, ვინ გადაუდგა(გადაუდგნენ) ამ შეთანხმებას! არც მეტი, არც ნაკლები - ჩოლოყაშვილები და თვითონ გეგე. გეგე მარგიანი. ჩოლოყაშვილები თავიდანვე. ხოლო გეგე მოგვიანებით, როცა წამოზრდილმა გაიაზრა, რომ 3 წელში ცოლი უნდა მოეყვანა. დემნა ჩოლოყაშვილი გაგიჟდა, როგორთუ პატარა ბავშვებს რევთ ამ ბინძურ საქმეებში. დათანხმებას ვაპირებდი, დემნას წამოწყებას რომ ჩავწვდი ბოლომდე. თვითონ 2 თავზეხელაღებული ბიჭი ეზრდებოდა ოჯახში და მილიონები სხვისთვის რატომ ენდომებოდა! დაიწყო ღია დაპირისპირება ჯაფარიძეების ქონებისთვის. ეს... გულისამრევი იყო ანა... დავიფიცე, რომ ამ კოშმარს არასდროს დავუჭერდი მხარს. შენი თავი დავიფიცე. გეგე 18 წლის იყო, როცა შემთხვევით გაიგო, რომ მალე ცოლი უნდა მოეყვანა. დიახ, სწორად მიხვდი. გიორგიმ მარგიანების ოჯახთან გადაწყვიტა გაერთიანება. გეგე ცოფებს ყრიდა. გაიძახოდა, უსიყვარულოდ ანასტასიას ცოლად არ მოვიყვანო. სანამ ანასტასია არ მეტყვის, რომ ვუყვარვარ, არაფრის უფლებას არ მოგცემთო. გეგეს მართლა გულით უყვარს ანასტასია. მისთვის ცუდი არასოდეს სდომებია. და სწორედ მაშინ გამოჩნდა ანასტასიას ცხოვრებაში ნიკო ფალავანდიშვილი. " *** ანასტასია გრძნობდა, რომ ყველაფერს კარგავდა. სახელს, რწმენას, ნდობას, გონებას... ცრემლები თავისით მოიკვლევდნენ გზას მის სახეზე. სასოწარკვეთილმა შემდეგ წერილს დაუწყო ძებნა. ვერ იპოვა. "დასასრულის გამოგზავნა ვერ მოასწრო." კარების ჩხაკუნის ხმა გაიგონა. ყველა ფურცელს ერთად დაავლო ხელი, ჩანთაში ჩაკუჭა და ახლადაღმოჩენილი საძინებლის ფანჯრიდან, მეორე სართულიდან გადახტა. *** -ნიკო, ტასოს არ დაურეკავს? -არა, რაღაცას აგვარებს. როგორც კი მოიცლის, დამირეკავს. *** ანამარიას ღვარღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები თვალებიდან. "ანამარია, წინა წერილის ამბავს გავაგრძელებ. ასე მარტივად ჩაერთო ფალავანდიშვილების ოჯახი ამ ბინძურ საქმეში. თავდაპირველად, ამ ამბავს გეგეს არ ეუბნებოდნენ, მაგრამ ვაი, რომ სწორედ იმ დღეს გადაწყვიტა ანასტასიასთვის თვალის შევლება, როცა მთელი სკოლის დასანახად აკოცა ნიკომ გოგონას. ახლა მთავარი ნაწილი იწყება, ანამარია. ყურადღება კარგად დაძაბე. ეს ყველაფერი შენ უნდა დაიმახსოვრო, რომ ჩემი... საფრთხეში ჩავარდნის შემთხვევაში შენ ატარო გონებით ეს ამბები. ხომ გახსოვს, ანასტასიას მშობლების და სანათესაოს სიკვდილი? გახსოვს, როგორ მიეწერა ეს საქმე ზაალ ფალავანდიშვილს, თითქოს მას ცუდი ოჯახის გოგო არ სურდა რძლად? ამ ამბის ნახევარი ტყუილია. მაგრამ ზაალი სასოწარკვეთას ყავდა მოცული. ეს ამბები არასდროს დაივიწყო. ჩემმა სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ზაალს მარგიანი ემუქრებოდა. თითქოს, თუ ანასტასიას და ნიკოს დაქორწინების უფლებას მისცემდნენ, მთელ ოჯახს ამოუხოცავდა. და ალბათ მიხვდი, რა მოიმოქმედა ზაალმა ამის შემდეგ იმისთვის, რომ თავისი ოჯახი გადაერჩინა. წარმოიდგინე, როგორ დაისაჯა 17 წლის გოგო მხოლოდ იმის გამო, რომ მამამისმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. " *** კულმინაციას ვუახლოვდებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.