შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (ნაწ.2 თავი 3)


25-02-2018, 20:39
ავტორი tatiachelo
ნანახია 1 614

თებერვლის დასასრულს გადმოხედა მზემ სიცივისგან დაზაფრულ თბილისს. სითბოთი აავსო გარემო, დიდი ხნის ნანატრმა სხივებმა. აივნიდან უყურებდა მომცინარ ბავშვებს ეზოში, რომ დარბოდნენ. გაღიმებული უცქერდა მფრინავ მტრედებს, ერთ გუნდად შეკრულები ლამაზად მოფარფატე შემოდგომის ფოთლებს, რომ გავდნენ.
-ბაბალე არ წასულხარ სკოლაში? მისაღებში შესულს კითხა ლამრომ.
-არა ბე, შაბათია დღეს.. მოხუცს მიუახლოვდა და ლოყაზე ხმაურით აკოცა. -ეზოში ჩავდივარ.. ოთახში შესულმა ტყავის ქურთუკი მოიცვა და ისევ მისაღებში გავიდა. - წამლების დალევა არ დაგავიწყდეს, საღამოს ამოგიტან რაც აღარ გაქვს და სამსახურში წავალ მერე. კიდევ ერთხელ აკოცა ქალს და კარებისკენ წავიდა.
-ფრთხილად იყავი ბებო.. მიაძახა შვილიშვილს და წნევის აპარატის ასაღებად წამოდგა..
კიბეები სირბილით ჩაირბინა, სადარბაზოდან გასულმა თვალები დახუჭა, სახე ცისკენ აღმართა და ფართოდ გაუღიმა მის იქით არსებულ სამყაროს.
-ბაბალე.. მეზობლის ბავშვი მიუახლოვდა. -როგორ ხარ? გაღიმებულმა ახედა გოგონას და ველოსიპედიდან გადმოვიდა.
-არამიშავს.. ლოყაზე უჩქმიტა მასზე 7-6 წლით უმცროს ყმაწვილს. -შენ როგორ ხარ ვანიჩკა?
-კარგად.. გაუცინა და მის უკან მყოფს ხელი აუწია.. -პრივეტ..
-სდაროვა.. ხიონაკის ხმის გაგებაზე მისკენ შებრუნდა. მამაკაცი მის გვერდით დადგა და ბიჭს თავზე დაყრილი ხუჭუჭა თმები აურია.. ბაბალეს ყურადღება არ მიუქცევია გიკასთვის, ისევ ვანოს მიუბრუნდა.
-არ მათხოვებ? ღიმილით ანიშნა ველოსიპედზე..
-კი.. წაიყვანე.
-ყველაზე კარგი ბიჭი ხარ. ლოყაზე სწრაფად აკოცა და ველოსიპედზე მოთავსდა. ქურთუკის ჯიბიდან ნაოშნიკი ამოიღო, მობილურს მოარგო, მუსიკა ჩართო და ადგილიდან დაიძრა.
გიკამ თვალი გააყოლა გამხიარულებულ ბაბალეს.
-ლამაზია ხო? ვანიკომ ახედა გაშეშებულს.
-ვიზე ამბობ?
-ბაბიზე.
-არაუშავს რა. თავი გადააქნია და ნიაკოს სახლისკენ ფეხით წავიდა.
ქვაფენილზე მიდიოდა, თან სიგარეტს ეწეოდა და ნერვიულად ისვამდა მარჯვენა ხელს კეფაზე. რაღაც აწუხებდა და ვერ ხვდებოდა რა ვერ ასვენებდა. აკვიატებულად ექცა ქებურია მის აზრებს და ცხოვრებას. გრძნობდა, როგორ ცვლიდა ეს წითური მის შინაგან სამყაროს და საშინლად არ მოსწონდა ეს ყოველივე.
კორპუსთან მისულმა გოგოს მიწერა და ისიც წამებში გაჩნდა მასთან.
ამ ბოლო წლებში ყოველთვის ასე იყო.
ბაბალესგან გასაქცევ ადგილს ნიაკოსთან პოულობდა. სწორედ ამ თავშესაფარს უწოდა სიყვარული და დაარქვა შეყვარება.. ტვინის რომელიღაც წერტილში არსებული საღი აზრი კი იმდენად მძვინვარებდა ამ თავდაჯერებას უნგრევდა ხიონაკს.
-მიყვარხარ! რამოდენიმეჯერ ამბობს თან ისეთი ტონით თითქოს გოგოს კი არ ეუბნება, თავის თავს აჯერებს ამაში. ნიაკოც იგივე ტონით იმეორებს ბიჭის ნათქვამს და კისერზე მოხვეულ ხელს უფრო მეტად უჭერს.
-არ გინდა ეს ორი დღე სადმე წავიდეთ? ეშმაკურად უღიმის ხიონაკს.
-სად? ნიაკოს აციმციმებული თვალების დანახვაზე ტუჩის კუთხეს სწევს.
-არ ვიცი სადმე.. თავს გვერდით ხრის
-ჩაალაგე რაც გჭირდება და გამოგივლი ორ საათში. ვნებამორეული კოცნის ტუჩებზე და უკან იხევს.
-არ მალოდინო იცოდე! აფრთხილებს წარბებ შეკრული, მერე სწრაფად ბრუნდება უკან და თავისი ბინისკენ მირბის.
ბაბალე თავის სტიქიაში მყოფი ველოსიპედით დასეირნიბდა ქუჩებში. ჰეიდარ ალიევის ბაღს, რომ მიუახლოვდა სვლა შეანელა. სკვერი მოათვალიერა და ქუჩას გაუყვა.. აბანოთუბანში არსებულ ჩაიხანაში შეიარა, ულამაზესი ძველი თბილისური გარემო, რომ ტრიალებდა შიგნით. კუთხეში ფანჯარასთან მოთავსდა და მიმტანს ანიშნა მისთვისაც მიეტანა ის შავი ჩაი მის გვერდით მჯდომი მამაკაცი გემრიელად, რომ მიირთმევდა. მისთვის მიტანილ ფინჯანს ხელები შემოხვია და მის გვერდით მჯდომს გახედა დაჟინებით, რომ აკვირდებოდა ბაბალეს.
-შეიძლება? ცარიელ სკამზე მიანიშნა.. ბაბიმაც თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად.. ბიჭიც იმწამსვე ჩამოჯდა. -მე ლაშა პაპასკირი ვარ.. გაუღიმა გოგოს.
-ბაბალე ქებურია.. ხელი გაუწონა მამაკაცს.
-სასიამოვნოა შენი გაცნიბა.. თვალებში მიაჩერდა.. -აქ დიდი ხანია დავდივარ მაგრამ არასოდეს მინახიხარ ამ ჩაიხანაში.. როგორც ჩანს პირველად ხარ..
-ასეა.. ჩაი მოსვა და მის წინ დაკიდებულ ნახატს დააკვირდა ძველი აბანოთუბანი, რომ იყო გამოსახული.
-მოგწონს?
-რა თქმა უნდა.. გასაოცარი ნახატია.
-ჩემი დახატულია.. სიცილით უთხრა.
-ხუმრობ?
-არა, მართლა.
-არ მჯერა.
-აი ნახე. ჩარჩოში ჩასმული ნახატი კედლიდან ჩამოხსნა და გოგოს აჩვენა უკან დაწერილი ინიციალებით მისი სახელი და გვარი.
-მხატვარი ხარ?
-არა.
-აბა რას მოღვაწეობ?
-იურიდიულზე ვსწავლობ.. ნახატი ისევ კედელს დაუბრუნა და სკამზე ჩამოჯდა...-მეორე კურსელი ვარ. შენ?
-ახლა ვამთავრებ სკოლას.
-რა პროფესიაზე გინდა, რომ ჩააბარო?
-საერთაშორისოზე ალბათ.
-წარმატებები.. გულწრფელად გაუღიმა. ბაბალემ მობილურზე საათს დახედა, სამსახურში უნდა ყოფილიყო ერთ საათში.
-ჩემი წასვლის დროა.. დაცარიელებული ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და ფეხზე წამოდგა.. ფული უნდა ამოეღო ჯიბიდან ბიჭმა მაჯაში, რომ ჩაავლო ხელი და თვალი ჩაუკრა.. ხუთ ლარიანი დადო მაგიდაზე და მიმტან ბიჭს გასძახა.
-გიგა წავედი მე საღამოს შემოგივლი..
ერთად გამოვიდნენ შენობიდან, ბაბალე ველოსიპედს მიუახლოვდა და ბიჭთან ერთად დაუყვა გრიშაშვილის ქუჩას. სასიამოვნო მოსაუბრე იყო პაპასკირი. კარგად ფლობდა საქართველოს ისტორიას და ამ ცოდნას ავლენდა ბაბალესთან.
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.. გაუღიმა მამაკაცმა..
-ჩემთვისაც. ველოსიპედზე დაჯდა.
-ბაბალე შეიძლება შენი ნომერი, რომ დამიტოვო? უხერხულად აიწურა გოგოს წინ. ქებურიას გაეცინა მის დაბნეულობაზე. მობილური გამოართვა და მისი ნომერი ჩაუწერა.
-ნახვამდის. ბოლოჯერ შეავლო თვალი პაპასკირს.
-დროებით. ბაბალეს ოდნავ მოცილდა და გზა დაუთმო.
იმ გაცნობიდან ორი კვირის თავზე დაურეკა ბიჭმა და შეხვედრა სთხოვა. მანაც არ უთხრა უარი და დათანხმდა.
მამაკაცი მეტროს წინ ელოდა ბაბალეს.. სპორტული, ნაჭრის ნაცრისფერი შარვალი და დუტის შავი კურტკა ეცვა. გაღიმებული მიუახლოვდა შორიდან შემჩნეულ გოგოს და ნაზად აკოცა ლოყაზე. ფეხით მიდიოდნენ და თან ლაპარაკობდნენ..
სიარულ სიარულში ჯორბენაძის ქუჩას მიადგნენ, რომელიც მეტეხის კლდეზე გადმოკიდებული აივნიანი სახლების უკანა მხარეს მდებარეობდა და ერთ მშვენიერ ნაზავს ქმნიდა დამშვენებული უძველესი სახლების გამო. ქუჩის დასაწყისიდან ეზოებში გამომწყვდეული ძაღლების ყეფა ისმოდა. იქვე დაწოლილი უპატრონო თეთრი, მაგარმ ჭუჭყისგან მონაცრისფრო ძაღლი აედევნა ლაღად მოსეირნე წყვილს . შიშისგან აღელვებული ბაბალე ლაშას მიეკრო.
-ნუ გეშინია. მარჯვენა ხელი წელზე მოხვია და ძაღლის მხარეს თავად დადგა.
ქუჩა იმდენად მშვენიერი იყო, რომ თვალით ნანახის გადმოცემაც შეუძლებელი გახლდათ.
მშვენიერ მოჩუქურთმებულ აივნებს ძველი იერი არ დაკარგვოდა, არც გზის განათებებს შეუცვლია იერ სახე წლების გასვლის მერეც. წითელი ქვით ნაგები სახლები, თავისი მინიატურული აივნებითა და დახვეწილი პატარა ეზოებით გარკვეულ იდიალს ქმნიდა ეგრედწოდებულ სიმშვიდის უბანში.
ქუჩის დასასრულს მყოფი სწრაფად მიტრიალდა უკან.
- "ადამიანი ოდითგანვე მიისწრაფოდა, ღვთისაგან შექმნილისათვის თვითონ მიემატებინა რამე. ადამიანი ბუნებისაგან შექმნილს ხან აუმჯობესებს, ხან აფუჭებს"
-გაოცებს ეს უსულო ლოდები? გოგონას გახედა ლაშამ.
-განა არ არის საოცარი? ქუჩას გააყოლა თვალი.
-არის. ბაბალესთვის მზერაც არ მოუცილებია ისე ამოთქვა.
სიცილით მიდიოდნენ, ბაბიმ კორპუსთან მდგომი ანდრია, რომ დაინახა ხიონაკთან ერთად. წამიერად შეჩერდა. ლაშას გახედა, მაგრამ უკან არ დაუხევია. ისევ მშვიდად გააგრძელა გზა. თორიას გაყინულ მზერასა და გიკას თაფლისფერ მნათობ თვალებს აკვირდებოდა.
სადარბაზოსთან დაემშვიდობა პაპასკირს და კიბეები ღიმილით აირბინა.
ღამის საათები იყო კარებზე კაკუნმა, რომ გააღვიძა. საწოლიდან სწრაფად წამოდგა, თავისი ფუმფულა ხალათი მოიცვა და კარები გამოაღო.
-ბაბალე.. მთვრალი თორიას დანახვაზე ისე სწრაფად გამოფხიზლდა ვერც კი იფიქრებდით, რამდენიმე წუთის წინ სიზმრის სამყაროში თუ იმყოფებოდა.
-ანდრია? შენ? აქ რა გინდა? ხელი შეაშველა დაცემის პირას მყოფს.
-მაპატიე ბაბი. ის ბავშვური უაზრობა შენზე უარი, რომ ვთქვი.. ძლივს გაარჩია ანდროს ნათქვამი სიტყვები და ფრაზაც მალევე გაიაზრა.
-ეგ უკვე წარსულია.. კედელს მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა.
-დაგკარგე ხო? მთვრალი მზერით მიაჩერდა მწვანე სფეროებს.. - დაგკარგე!. დადასტურებით თქვა და ნელი სვლით ჩავიდა კიბეზე.
ქებურია მეხუთეზე ავიდა და ზარი დარეკა.
-გამარჯობა ლუკა ბიძია გიკა სახლშია?
-კი ოთახშია..
-შეგიძლიათ, რომ დაუზახოთ.
-ახლავე. შემოდი შენ.
-არა აქ დაველოდები.
ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა კიბეებზე ჩამავალ თორიას უმზერდა ზევიდან.
-რა პატივია შენი ხილვა ძილის წინ..
-ჩემთვისაც.. ირონიულად გაუღიმა. -ანდრიას მიხედე ქვემოთ არის მთვრალი. მოაძახა და კიბეები ჩაიარა.
სადარბაზოდან გასულმა დაინახა ეზოში მდგომ სკამზე მჯდომი და მისკენ წავიდა. გვერდით მიუჯდა, სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო.
-სხვა ყავს.. სიჩუმე ანდრომ დაარღვია.. -შენც ხომ დაინახე? ხომ ნახე?
-მერე რა?
-მიყვარს.
-ნუ გაახურე რა..
-ყველაფერი შენ გამო ხდება.
-აზრზეც არ ხარ რეებს ბაზრობ.
-შენი ცინიზმის წყალობით ვინგრევი შინაგანად. იმ დაცინვის და დამცირებების გამო ვარ ახლა აქ და ვუყურებ მას სხვასთან ერთად.
-ასე როგორ შეგიყვარდა?
-ბაბალე? ის სუ სხვაა.. ყველაზე სუფთააა. გაუმართლა იმ ბიჭს ბაბიმ, რომ შეხედა..
-შენ რამე მოწიე სასმელთან ერთად?
-მივდივარ.
-სად მიდიხარ?
-გამოცდების შემდეგ მამაჩემთან გადავდივარ პოლონეთში.
-მის გამო?
-შენ გამო.
-მე? მე ვარ დამნაშავე?
-აბა ვინ? სხვა ვინ ? ისე მართალი ხარ.. მეც დამნაშავე ვარ.. ყველაზე მეტად მე ვაღ დამნაშავე შენს დადგმულ დაცინვის სპექტაკლს, რომ ავყევი..
-მგონი ჯობია გამოფხიზლდე და მერე ვილაპარაკოთ.
-აღარ იქნება მერე.. ფეხზე წამოდგა და ბარბაცით გაუყვა ქუჩას.
აივანზე გამოსულ ბაბალეს შეხედა. სიბრაზისგან ძარღვები დაებერა. უფრო მეტად შეზიზღდა ქებურია. მისი სისუფთავე მას, რომ აბინძურებდა და თელავდა.. ყოველთვის ის იყო ანგელოზის როლში და ყველას მოხიბლას ახერხებდა.. პირველი ანასტასია მიითვისა, მერე თავისი მშობლების ყურადღებაც მიიპყრო იმ წითურმა მისთვის აუტანელმა ბავშვმა.. ბოლო წვეთი კი ანდრია იყო.. ასე გაბოროტდა პატარა ხიონაკი და ეს გულში ჩადებული ბოღმა მოზარდობაშიც თან გაყვა..
ანასტასიას დაბადებისდღეს ემთხვეოდა ბაბალეს დაბადებაც. 27 მარტი ყოველთვის ჩვეულებრივი იყო ქებურიასთვის, სანამ ტასო არ გამოჩნდა მის ცხოვრებაში. მის გარეშე არასოდეს არ აღნიშნავდა ამ დღეს. დილით ბებომ მიულოცა, შუადღეს დვალმაც დაურეკა, დაბ დღე მიულოცეს ერთმანეთს, მერე ტასომ განუცხადა საღამოსთვის მოემზადე მისამართს მოგწერ და იქ მოდიო. წინა დღისით აღებული ხელფასი აიღო და საჩუქრის საყიდლად გავიდა ქალაქში. ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, აქსესუარების მაღაზიაში შესულს. ვერცხლის ცეპზე დაკიდული გვირილის კულონი უყიდა, საყურეებთან ერთად.. ნაზი და ლამაზი იყო, ისეთი ტასიკოს, რომ მოუხდებოდა. კონსულტანტს შეაფუთინა და სახლისკენ გაემართა.
ღია იისფერი შიფონის არც თუ ისე ტანზე გამოყვანილი კაბა ჩაიცვა, ფეხზე ლაკის შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო, თმები კოსად გაიკეთა და მანტო მოიცვა. ვერცხლისფერი კლაჩი ხელში დაიკავა, ლამროს დაემშვიდობა და ბინიდან გავიდა. კარებს კეტავდა ხიონაკი, რომ დაინახა კიბეებიდან ჩამომავალი.
ბიჭმა გოგონა, რო შენიშნა ადგილზე შედგა. თავიდან ფეხებამდე ნელა ააყოლა თვალი. ბაბალემ კიბეებზე ჩასვლა დაიწყო, გიკას გვერდით ამოუდგა.
-რა თქმა უნდა, შენც მოდიხარ ხო?
-რა თქმა უნდა.. გაუღიმა
-ეჭვიც არ შემპარვია, შენს იქ ყოფნაში.
უცებ ფეხი დაუცდა ქებურიას და ხიონაკს ჩაჭიდა მაჯაში ხელი. -თუ მაგეებზე სიარული არ იცი მაშინ არ უნდა ჩაიცვა. ნიშნის მოგებით უთხრა და მანქანისკენ წავიდა.. -წამოდი!
-შენ, რომ მანქანაში ჩაგიჯდე თვითმკვლელი უნდა ვიყო.
-რადგან ფეხით გასეირნება გინდა, კარგი.. მხრები აიჩეჩა, ავტომობილში ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა.
-მშვენიერია.. უკვე მოასწრო ჩემი ნერვების აშლა. ფეხები ადგილზე ააბაკუნა.
ტაქსით მივიდა ტასოს მიერ მიწერილ მისამართზე. რესტორანში შესულმა, მაშინვე მიიქცია ზოგიერთი ადამიანის ყურადღება.
-ბაბ გილოცავ.. ანასტასია მივიდა მასთან და გადაეხვია.
-მეც გილოცავ. გაუცინა წინ მდგომ ტასოს.
თითქმის მთელი რესტორანი ტასიკოს სტუმრებით იყო სავსე. ანდაც როგორ არ იქნებო იმდენი მეგობარი და ახლობელი ყავდა მის მშობლებს. ლიკა და ლუკა მოინახულა, ნიკა და ნიდას ქალიშვილის სრულწლოვანება მიულოცა და სუფრაზე ტასოსთან ერთად მოთავსდა.
მაგიდაზე მსხდომებს გადახედა. თითქმის ყველას იცნობდა.. რატომღაც, ამ სასტავიდან განსაკუთრებით იოანე ჩოხელი უყვარდა ბაბის. ანასტასიას ბიძა, რომელსაც 13 წლის გოგონა ჰყავდა, ქეთო. ცოლი მშობიარობას გადაყვა და სულ მარტომ გაზარდა ბავშვი. სწორედ მის გვერდით იჯდა და წინ მჯდომ ქეთოს ელაპარაკებოდა.
დალოცვების, დღეგრძელობისა და კარგად მოლხენის მერე ხალხი აიშალა.
ყველა ერთობოდა.
ბაბალე მაქსიმესთან ერთად ცეკვავდა, ტასიკო მის ბიძაშვილ გიორგისთან. ხიონიკი კი ნიაკოსთან.
საერთო ჯამში ძალიან კარგად გაერთო იმ დღეს. შინ წამოსვლისას ლუკასა და ლიკას დაემგზავრა და ასე მივიდა სახლში.
აპრილის თვე ისე გავიდა სკოლაში არც მისულა. მაისში იყო მისული, ისიც გამოცდების გამო.. ოთხივე გამოცდა წარმატებით ჩააბარა და მაქსიმალურად მობილიზირებულმა დაიწყო ეროვნულებისთვის მზადება.
სამსახურსი იყო იმ დღეს გიკა ხიონიკმა, რომ დაურეკა. არც კი უფიქრია აღება. მაგრამ როცა მობილური არ გაჩერდა, მიხვდა რაღაც რიგზე, რომ ვერ იქნებოდა და მოზუზუნე მობილურს უპასუხა.
სწრაფი ნაბიჯით მიაბიჯებდა წვიმიან ქუჩაში. ყურადღებას არ აქცევდა ირგვლივ მყოფ, ქაოსურად მოძრავ მანქანებს. ერთი მიმართულებით მიდიოდა, გონება გათიშული ჰქონდა, მხოლოდ რეფლექსურად ახერხებდა იმის გადახარშვას რაც მობილურით შეიტყო. თეთრ, ოთხ სართულიან ნაგებობას, რომ მიუახლოვდა სირბილი დაიწყო.. წამში დაფარა მანძილი ქვის უსულო შენობასა და მას შორის. მინის კარები გააღო და აცრემლებული შევიდა შიგნით. დერეფანში მსხდომი ხიონაკების ოჯახის დანახვაზე ღრმად ამოისუნთქა და პირდაპირ მიეჭრა მათ.
-როგორ არის?
-კარგად იქნება. გიკა მივიდა მასთან და ისე გაუღიმა, როგორც არასდროს.. იმედის მომცემი იყო ის ღიმილი.. ლიკას გვერდით ჩამოაჯინა და წყალი მიაწოდა.
-გუშინ კარგად იყო.. ჩუმად ჩაილაპარაკა და თვალებ ამღვრეულმა გახედა გიკას.
-დაწყნარდი ბაბალე ლამრო არ დაგტოვებს. თბილად მიმართა და თავზე გადაუსვა ხელი.
იცოდა.. იცოდა ეს დღე, რომ დადგებოდა, მაგრამ ასე მალე? არა .. არ უნდოდა.. მის საყვარელ ერთადერთ ბებიას ვერ შეელეოდა.. არავინ არ ყავდა მის მეტი.. ვერ შეძლებდა მის გარეშე არსებობას.. არ გამოუვიდოდა..
აივანზე იყო გასული ექიმი, რომ გამოვიდა საოპერაციოდან. თავი დანანებით გააქნია და ერთადერთი სიტყვა თქვა " ვწუხვარ". უმცროსი ხიონაკი ადგილზე შებარბაცდა, აივნისკენ გაიხედა, თვალები რამდენიმეჯერ დახუჭა და ნაბიჯები ისე გადაადგა არც გაუაზრებია მისი ქმედება ტვინს. ლიკა, ქმარს მიეხუტა და თვალი გააყოლა შვილს.
გიკას დანახვაზე თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი..
-აღარ არის ხო? ატირებულმა კითხა გადაფითრებულს.
-ის ზეციდან დაგ..
-მორჩი!
-ბაბალე. ხელი გაყინულ თითებზე დაადო.
-შენი შეცოდება არ მჭირდება. ცრემლები მოიწმინდა და დერეფანში გავიდა. თავს ძლივს იკავებდა, რომ არ დაცემულიყო. ჰაერს ღრმად ისუნთქავდა თითქოს ჟანგბადი არ ყოფნიდა. ცრემლებს ვერ ინარჩუნებდა და დაუფარავად ღვრიდა თვალიდან წამოსულ კამკამა, სუფთა, პატარა მრგვალ წყლისებ მარგალიტებს.
ლუკა ხიონიკმა დაფარა ხარჯები და გარდაცვლილი იმდღესვე გადაასვენეს სახლში. ლიკა გვერდიდან არ მოცილებია ბაბალეს. გიკაც მის გვერდით იყო. ანასტასია თავის თავად.
ყველაფერს ნიკოლოზ დვალი და ლუკა ხიონიკი აგვარებდნენ. იცოდნენ ბაბალეს, რომ არავინ ყავდა და მის გვერდში ბოლომდე იდგნენ.
თავის ოთახში იყო, საწოლზე წამოწოლილი და ბავშვობას იხსენებდა.. ბებიასთან გატარებულ თითოეულ წამს. თვალებ დაწითლებულმა გახედა ოთახში შესულ გიკას.
-ლიკამ გამომატანა. საჭმლით სავსე სინი ტუმბოზე დადო.
-როგორ აღმოჩნდი ლამროსთან? კარებთან მისულს კითხა.
-სახლში ავდიოდი რაღაც ხმაური, რომ გავიგე. კარი ღია იყო, რომ შემოვედი ლამარა ბებო ძირს იწვა, უგონოდ. ნაღვლიანი, ამღვრეული თვალებით უყურებდა. -ინსულტმა დაარტყა.
-ახლა რატომ არ დამცინი?
-ბაბალე მე..
-ახლა ხომ სრულიად მარტო ვარ.. არავინ აღარ მყავს.. თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა.
-მე მართლა ძალიან ვწუხვარ.. თავი ძირს დახარა.
ბაბალეს არაფერი არ უთქვამს. ფანჯრისკენ გადაბრუნდა..
პირველ დღეს მერეორე მოყვა, მეორეს მესამე.. ეს სამი დღე ერთი და იგივე იყო.. შავებში ჩაცმული იჯდა უსულოდ მწოლიარე ბებიის გვერდით და ყვავილებით მორთულს უცქერდა. მეოთხე დღეს გაასვენეს.. ქელეხზე კატეგორიული უარი განაცხადა ბაბიმ. ლუკაც არ შეწინააღმდეგებია გოგონას.
მიწა მიყრილი ბებიის არარსებობა ტვინმა თითქოს იმ წამს გაიაზრა. ატირებული მივარდა და ზედ დაემხო.. ანასტასია აქვითინებული მივიდა ბაბალესთან და ფეხზე წამოაყენა..
გიკა ხიონაკი ამ კადრებს უყურებდ და იმაზე მეტად ტკიოდა ვიდრე ბაბალეს.
ღამით, სახლში მარტოდ მარტო დარჩენილი ბოლო ხმაზე აბღავლდებოდა. 18 წლის მოგონებებს ინახავდა ის სახლი..ბედნიერ და ტკივილიან მოგონებებს..
შეშლამდე ცოტაღა აკლდა. ოთხ კედელში მყოფს არსად გასვლის სურვილი აღარ ქონდა..
ლიკა და ტასო არ ანებებდნენ თავს. სულ მასთან იყვნე .. ლუკამ შესთავაზა ჩვენთან ამოდი ცოტახნით იქ იყავიო, მაგრამ ბაბალემ უარი უთხრა.
რთული ერთი კვირა ძლივს გადააგორა ქებურიამ. ერთ დილას ანასტასია მიუარდა საწოლში მყოფს და გაბრაზებულმა უყვირა.
-ერთი კვირაა გიყურებ და ვეღარ გცნობ.. ასე როგორ დანებდი? ხელი რანაირად ჩაიქნიე შენს მიზნებზე? ცხოვრება გძელდება ბაბალე.. შენ ვერ დაგელოდება დრო, როდის მოხვალ გონს. გამოცდები რამოდენიმე კვირაშია, შენ კი თვითგვემაში ჩავარდნილხარ და წარსულს დატირი..ასე თუ გინდა იყავი.. აღარაფერს აღარ გეტყვი. იყავი და ელოდე როდის მოვა შენთან სიკვდილი.. გამწარებული გავარდა ბინიდან.
თითქოს გამოაფხიზლა ტასოს ნათქვამმა. მართლაც არ მთავდებოდა ცხოვრება ამ წერტილში. საღამოს ხიონაკებთნ ავიდა.
-მოდი ბაბალე. ღიმილით შეიპატიჟა ლიკამ. მისაღებში მყოფ ლუკას მიუახლოვდა და სახლს თვალი მოავლო. უმცროსი ხიონაკი არსად ჩანდა, ალბათ სახლში არც იყო.
-ბაბალე როგორ ხარ?
-არამიშავს..
-ვახშამზე ხომ დაგვეწვევი?
-კი.. თავი ღიმილით დაუკრა.. -ლუკა ბიძია, ძალიან მერიდება მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება და..
-რა ხდება?
-სახლის გაყიდვა მინდა..
-კი მაგრამ..
-მე უკვე გადავწყვიტე.. ცხოვრების თავიდან დასაწყებად წარსულის მოგონებების დატოვება მინდა.
-არ ინანებ?
-შესაძლოა ვინანო კიდეც როდესღაც.
-კარგი, ამ კვირისთვის შევეცდები მოვაგვარო ეს საქმე. ბინა შერჩეული გაქვს უკვე?
-კი, დღეს ვნახე.. პატარა მყუდრო ბინაა, ნაძალადევზეა, კინოთიატრთან.
-მე მოვაგვარებ მაგას. მისამართი მითხარი მაგ ბინის და მე ვნახავ.
-ძალიან დიდი მადლობა.
-როდესაც რამე დაგჭირდება ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით. გაუღიმა გოგოს და ცოლს ანიშნა მობილური მიეწუდებინა მისთვის.
-ვერასოდეს დავივიწყებ თქვენს თანადგომასა და დახმარებას.
რამოდენიმე დღეში უფროსი ხიონაკის დახმარებით ახალ ბინაში გადავიდა.. ცხოვრება სრულიად თავიდან დაიწყო.. გამოცდებისთვის მომზადებას შეუდგა და მუშაობაც იმავე ტემპით განაგრძო.



№1  offline მოდერი Mathew

შესანიშნავია,მიყვარს ეს ისტორია და მისი წაკითხვა არასდროს მომბეზრდება.გეფიცებ ავტირდი იმდენად ვიგრძენი ბარბარეს ტკივილი,შეგიძლია ამ გრძნობების მკითხვეისთვის გადმოცემა რაც შესანიშნავია.მეტი არ ვიცი არ ვთქვა.

 


№2 სტუმარი სტუმარი nina

gaagrdzele dzalian kargia momwons

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიშკა

დუ-დიკოს როდის აგრძელებ?

 


№4 სტუმარი ნაინა

შესანიშნავიააა,არ მყოფნის მალე დადე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent