შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილმისჯილი (მეშვიდე თავი)


26-02-2018, 11:00
ავტორი gulia
ნანახია 1 028

სასტუმრო ოთახში მხიარულობით შემოვიდნენ და იოანემ ყველა გამაცნო. საკმაოდ მხიარულებიც ჩანდნენ.
-ბავშვებო ეს ჩემი საცოლეა, მია!_ ეს რომ თქვა სახეზე სიამოვნების ღიმილმა გადამიარა.- მია ეს დათოა, ეს ლუკა, ეს რატი. ეს სანდრო, ეს ანდრეა, ეს კი თაკო.
ყველას ხელი ჩამოვართვი და მაგიდასთნ მივიპატიჟე. მე იოანეს მივუჯექი, ხოლო ნია ნიკუშას. დანარჩენები ერთმანეთს მოუსხდენენ.
-დიდი ხანია მეგობრები ხართ?_ჩემს წინ მჯდომ ანდრეას შევხედე.
-კი, თითქმის ბავშვობიდან.!_წამოიყვირა მის გვერდზე მჯდომმა თაკომ.
-კარგია._წყანარად ვუთხარი, მაგრამ მისმა ჩარევამ ნერვები ამიშალა. რაც იოანემაც შეამჩნია და წელზე ხელი შემომხვია და თავზე მაკოცა.
-იოანე გახსოვს ბავშვობა აქ რა მაგარი იყო ხოლმე? მე და შენ შეყვარებულებს, რომ გვეძახდენენ ხოლმე?_ ამაზე, ხომ მე ჩემი დამემართა და რამდენიმე წუთის შემდეგ მაგიდიდან წამოვდექი და მეორე სართულზე ავედი. ნიაც უკან გამომყვა.
-რა მოგივიდა, რატომ წამოხვედი?
-მაგ გოგოზე ნერვები მეშლება, ჩემი გაღიზიანება უნდა და ეგ კარგად არ დამთავრდება!
-კაი რა, მია! რა ეჭვიანი ხარ? გაიხსენა უბრალოდ.
-ეჭვიანი? არა რა სისულელეა! და საერთოს როცა მე იქ ვზივარ ეგეთბი არც უნდა გაიხსენოს._ და ფანჯრისკენ შევტრიალდი.
-შეიძლება?_ ოთახში თავი შემოყო იოანემ.
-შემოდი, მე ისედაც მივდიოდი!_ ნია ოთხიდან აორთქლდა.
-ჩემი ეჭვიანი._უკნანიდან მომეკრო.
-სულაც არა!
-როგორ არა, აბა რატომ ამოხვედი?
-ისე.
-ნეტავ არ გიცნობდე._ჩაიცინა და ყელში მაკოცა. თანაც როგორ მჭირდებოდა მისი სითბო, მაშინვე ხასიათზე მომიყვანა. -რაღაც მინდა შემოგთვაზო?
-რა?
-ჩვენს ქორწილში ესენიც დავპატიჟოთ.
-კარგი, როგორც გინდა._ ქორწილი მაინც ძალიან პატარა იყო, და ცოტა გაფართოება ჭკუაში დამიჯდა.-ეგეც იქნება?
-თაკო? კი ალბათ სხვებივით თავის შეყვარებულთან წამოვა.
-კაი, მაშინ._ და ეშმაკურად გავუღიმე.
-მიხვდი, რომ მე არ ვევესები და მოუნდა მისი ქორწილში მოსვლა.
-ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მომეწონა. ბევრი ლაპარაკი იცის. _ ხელი მივკარი და დაბლა ჩავედით. ყველა ერთმანეთში ლაპარაკით და სიცილით იყო გართული სანამ იოანეს ხმამ არ გამოაფხიზლათ.
-ბავშვებო, ჩვენ რაღაც უნდა გითხრათ._ ეს "ჩვენ" ისე ჟღერდა სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა ტანში.
-გისმენთ._ და ღიმილით შემოგვხედა ლუკამ.
-31 დეკემბერს, საღამოს ჩვენს ქორწილში გეპატიჟებით, თქვენს შეყვერებულებთნ ერთად. მგონი აქ მეორე ნახევარი ყველას ყავს ხო?
-აუ რა მაგარია._დათო ფეხზე წამოდგა და ორივეს გადაგვეხვია.
ყველამ მოგვილოცა და მერე ისევ მაგიდას მივუსხედით. ოღონდ ახლა ღვინის ბოთლებთან ერთად.
-ჩემო მეგობრებო._ ერთი საათის შემდეგ ფეხზე ოდნავი წაბორძიკებით წამოდგა რატი.- მე მინდა ამ წყვილის სადღიგრძელო დავლიოთ. _ სახით ჩვენსკენ მოანიშნა.
-მართლაც._ წამოიყვირა სანდრომ.
ეს საღამოც ასე მხიარულად გავატარეთ და იოანეც კარგად შეთვრა. ლიზას მე და ნია მაგიდის ალაგებაში მივეხმარეთ და დასაწოლად წავედით.
-ხომ იცი როგორ მიყვარხარ, მია?
-ვიცი, დათუნია. მეც მიყვარხარ.
-არავისში არ გაგცვლი, არასოდეს არ მიგატოვებ.
-ჩემი საყვარელი. _მაგრად ჩავეხუტე.
-მია.
-რაიყო?
-პატარა არ გინდა?_ ამაზე ჩემდაუნებურად შევცბი, არ ვიცოდი რა მეთქვა. არასოდეს მიფიქრია შვილებზე.
-არ ვიცი. შენ?_ ესღა ამოვთქვი.
-ძალიან. ის პატარა ჩვენს ცხოვრებას უფრო გაალამაზებს._ ამას ისე ამბობდა, რომ რამის გული ამიჩუყდა.
-ალბათ._ამის მეტი არც არაფერი არ მითქვამს და იოანეს მალევე ჩაეძინა, მაგრამ მე დიდ ხანს თვალი ვერ მოვხუჭე. იოანეს ნათქვამმა იმ სიტყვებმა ჩემში ყველაფერი ააფორიაქა და არია. თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა. თან მეშინოდა შვილის ყოლის, თან მიხაროდა.
-იოანე!
-რა იყო?
-გაიღვიძე დათუნია!
-რატომ?
-გარეთ გავიდეთ რა. აქაურობა დამთალიერებინე. თან თოვლს.
-მერე გავიდეთ რა.
-აუ, მერე არ მინდა.
-ჰო, კაი._ და ნელ-ნელა წამოდგომა დაიწყო._ არ დაგაძინებენ რა._ჩაიცინა.
ტანსაცმელი ჩაიცვა და ჩემკენ წამოვიდა. მაკოცა და მერე ხელჩაკიდებულები დაბლა ჩავედით.
-ჩვენ გარეთ მივდივართ.
-კარგი._ გამოეპასუხა სკამზე მოკალათებული ლიზა.
იოანეს ხელი გავუშვი და მაშინვე გარეთ გავარდი.
-ნელა გოგო არ წაიქცე!
-ოჰ. ასე დარდობ ჩემზე?_ და გავიცინე.
-თუ არ გინდა წადი მარტო.
-არა, როგორ არ მინდა.
-ხოდა, მაშინ ხელი მომკიდე და ბრთხილად იარე.
მასთან მივედი და პატარა ბავშვივით ჩავკიდე ხელი, თან ფეხებით ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.
-მიყვარხარ.
-მეც._ღიმილით ჩამომხედა.
-რა ლამაზი ყოფილა აქაურობა.
-მართლაც, ყოველთვის მიყვარდა აქ ყოფნა.
-კარგია._ უცებ წუხანნდელი ლაპარაკი ამომიტივტიბდა გონებაში და გადავწვიტე ამაზე მელაპარაკა. მაინტერესებდა ახლაც იგივე აზრზე იქნებოდა თუ...-დათუნია, გახსოვს გუშინ რაზე მელაპარაკებოდი?
-როდის? ღამე?
-კი.
-მახსოვს.
-მერე?
-რა მერე?
-მართლა გინდა შვილები ასე მალე?
-კი, მინდა. ისინი ცხოვრებას გამილამაზებენ.
-მე ვერ გილამაზებ.
-კარგი რა. რა კითხვაა ეგ? შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სილამაზე და სიხარული ხარ. შენს ადგილს ვერავინ დაიკავებს. ვერავინ და ვერასოდეს.
-მართლა?_ თვალებამღვრეულმა ავხედე.
-მართლა._ და თავზე მაკოცა.-მაგაში ერთი წუთითაც ნუ შეგეპარება ეჭვი. ჩემს ცხოვრებაში შენ სულ სხვა ადგილი გექნება, შვილებს სხვა.
-მე პირველი ხო._ ბავშვივით წამოვიძახე, რაზეც იოანეს გაეცინა.
-პირველი და სამუდამო._ დაიხარა და ყელში ხმაურიანად მაკოცა. ისე მომხიბლა ამ კოცნამ სად მივდიოდი ვეღარც ვხედავდი. თითქოს ღრუბლებში დავდიოდი და სად იყო და სად არა ფეხი ამისრიალდა და ძირს გავიშხლართე.
-ვაიმე ფეხი._ იოანე შეშინებული ჩემთან ჩიმუხლა და არ იცოდა რა გაეკეთებინა.
-ხომ არ მოიტეხე.
-მე რავიცი ექიმი კი არ ვარ. მტკივა.
-ესღა გვაკლდა აქ ქორწილის წინა დღეეში. ხომ გითხარი ბრთხილად იარეთქო.
-შენ ბიჭო ქორწილზე დარდობ თუ ჩემზე._ შევუბღვირე.
-შენზე.
-სულ შენი ბრალია რა.
-ჩემი საიდან.
-რომ არ გეკოცნა არ წავიქცეოდი.
-რომ არ მეკოცნა, მეტყოდი აღარ გიყვარვარო.
-არ გეტყოდი.
-მოდი ჩემთან._ ხელში ამიყვანა.
-ბრთხილად მტკივა ფეხი.
-კაი ბოდიში._ ღავი მას მივადე და ბურტყუნით მივედით სახლამდე. კარზე დავაკაკუნე და ნაიმაც იმ წუთას გააღო.
-გოგო შენ სულ ასე ხელში აყვანილი უნდა დაყავდე ამ ბიჭს?
-მგონი ფეხი მოვიტეხე. ძალიან მტკივა.
-რააა?! შემოდით მალე. სად მოასწარი გოგო.
-ნელი. ნელი მოდი მიას მოხედე რა მგონი ფეხი მოიტეხა._ დაიყვირა იოანემ.
სამზარულოდან შეშინებული ლიზა და ნელი გამოვარდნენ. მე უკვე დივანზე ვიწექი სახეშეწუხებული.
-რა იყო? რა მოუვიდა?
-ნელი, მგონი ფეხი მოიტეხა და შენ ხომ იცი საექიმო რაღაცეები. მიხედე რა._ ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა.
ნელი ჩემსკენ წამოვიდა ფეხებთან დამიჯდა.
-აქ გტკივა?
-ცოტა.
-აქ?
-არა.
-აქ?
-მანდ არა.
-არა მოტეხილი არ იქნება. მალე გაუვლის. ეხლა ოთახში აიყვანე იოანე და ხვალამდე იწვეს.
-ხვალამდე?_ შევიცხადე.-ხვალამდე წოლას არ ვაპირებ. თან მოტეხილიც არ მაქვს.
-როგორ არა აპირებ. _ შემიბღვირა იოანემ და ისევ ხელში ამიყვანა.- ჩვენ ზევით ავალთ.
-აუ არ მინდა რა ამდენი ხანი წოლა._ ვებურტყუნებოდი კიბეებზე.
-ეგ მაშინ უნდა გეფიქრა სანამ წაიქცეოდი.
-და ვისი ბრალია, რომ წავიქეცი.
-შენი!_ მკაცრად განაცხადა.-დაწექი ეხლა და დაისვენე._საწოლზე დამაწვინა და კარისკენ წავიდა.
-მიდიხარ?_ სახემუღუშელმა შევხედე.
-არ წავიდე?
-არა, დარჩი.
-კარგი._ გვერდზე მომიწვა.
-მიყვარხარ.
-მეც.
-ნეტავ უშენეოდ რა მეშველებოდა.
-ჩემი ბუზღუნა._ და უფრო მაგრად ჩამეხუტა.
-ერთი სული მაქვს ქორწილი, როდის გვექნება.
-მალე.
-მოდი ხვალ წავიდეთ, რა. დავიწყოთ მზადება.
-ასე მალე? აქ არ მოგწონს?
-როგორ არ მომწონს. უბრალოდ ვეღარ ვძლებ.
-ჰო, კაი შუადღით წავიდეთ.
-მშია. მიდი რამე ამომიტანე.
-რა გინდა.
-რავიცი. ომლეტი და ცხელი შოკოლადი.
-კაი. ამ ცხელ შოკოლად არ ეშვები.
-არც მოვეშვები.
-კაი, ამოვალ მალე.
-კაი.
ოთახში მარტო ყოფნა მომწყინდა და იოანეს ტელეფონს დავავლე ხელი. კამერა ჩავრთე და ფოტოების გადაღება დავიწყე.
-რას აკეთებს ჩემი ცოლი?
-ფოტოებს ვიღებ შენი ტელეფონით.
-ოჰ, როდიდან გახდი ფოტოების მოყვარული.
-აბა რა მეკეთებინა.
-ჰო, კაი ჭამე ეხლა.
-მომეცი.
ლანგარი ფეხებძე დავიდე და ჭამა დავიწყე.
-შენ არ გინდა?
-არა. სანამ ამოგიტანდი ვჭამე.
-კაი.
იოანე ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან აეყუდა. ჭამაში გართულმა დავინახე რომ მისი ტელეფონი რეკავდა.
-ვიღაც გირეკავს.
-მოვდივარ._ ტელეფონი აიღო და სწრაფად უპასუხა.
-ალო... დიახ... კი... ანუ დღეს მოგვარდება ორივე... კარგით... მადლობა._ და ტელეფონი საწოლზე დააგდო.
-ვინ იყო?
-სასტუმროს მენეჯერი.
-ჰოო.
-მორჩი ჭამას?
-კი.
-წავიღებ მაშინ.
-კაი და ნიას უთხარი ამოვიდეს ცოტას წავეჭორავები.
-კაი._ ლოყაზე მაკოცა და ოთხიდან გავიდა.
-შეიძლება?_ ოთახში გაღიმებული ნია შემოვიდა.
-შემოდი.
-მეძახდი?
-კი.
-რამე მოხდა?
-არა ისეთი არაფერი. უბრალოდ ლაპარაკი მინდოდა. დიდი ხანია მარტოოებს არ გვილაპარაკია.
-ჰო, ეგ კი მართალია.
-იცი მინდა რაღაც გკითხო.
-გისმენ.
-შვილებზე ოდესმე გიფიქრია?
-იცი..._ ჩაფიქრდა.- სიმართლე ამ დღეებში ვფიქრობ.
-მერე.
-მინდა. თანაც ძალიან. შენ?
-არ ვიცი. დაბნეული ვარ. იოანეს ძალიან უნდა. მე კი მგონია რომ ისინი ერთმანეთისთვის დროს გაგვინადგურებენ. არა მე კი იმას არ ვამბობ, რომ...
-ვიცი... ვიცი რასაც ამბობ. გეშინია რომ მის სიყვარულს დაკარგავ და ისინი შენს ადგილს დაიკავებენ. და ეს იმათააა გამოწვეული რომ იოანე ძალიან, ძალიან გიყვარს.
-ასეა._ თავი ჩავხარე.
-ნუ გეშინია. მას ძალიან უყვარხარ და მის ცხოვრებაში პირველი და მუდმივი ადგილი გიკავია.
-მანაც ასე მითხრა, მაგრამ შენი აზრიც მჭირდებოდა.
-ნუ გეშინია, თავიდან მეც ასე მეგონა, მაგრამ, რომ ვხედავ, რომ ასე ვუყვარვარ ყველა შიში გამიქრა.
-მოდი ჩამეხუტე._ ჩემსკენ მოიწია და თბილად ჩამეხუტა.
მთელი საღამო ლაპარაკში გავატარეთ და ქვემოთ მყოფები არც გაგვხსენებია, სანამ საღამოს ცხრის ნახევარზე იოანემ და ნიკუშამ არ მოგვიკაკუნეს.
-რა იყო. არ დაგვაცდით ორი წუთი ლაპარაკს._ შებუღვირე. არადა მთელი ხუთი საათი ვლაპარაკობდით.
-ოხ ეს დაქალები. ამათი ერთად დატოვება არ ღირს რა. ხუთი საათია ლაპარაკობენ და ორი წუთი ლაპარაკს არ გვაცდითო._ გაიცინა ნიკუშამ.
-ნელი და ლიზა დაწვნენ?_ იოანეს შევხედე.
-კი.
-ასე ადრე?
-ხო რავიცი.
-კაი წამო ჩვენც დავწვეთ. ძილინებისა._ ნიამ ლოყაზე მაკოცა, ნიკას ხელი მოკიდა და ოთახიდან გავიდნენ.
-ძილინებისა._ მივაძახე ოთახიდან გასულებს.
-ჩვენც დავიძინოთ?_ გვერდზე მომიწვა.
-რავიცი, მე ჯერ არ მეძინება.
-მთელი დღე ლაპარაკობდი და არ დაიღალე?_ხმამაღლა გაიცინა.
-სერიოზულ თემებზე ვლაპარაკობდით და ნუ იცინიხარ.
-ჰო, კაი. მაინც რაზე ილაპარაკეთ.
-საიდუმლოა.
-კაი._ ყელში ხმაურიანად მაკოცა.-ფეხი კიდე გტკივა?
-აღარ.
-კაი მაშინ ხვალ გაემზადე და თბილისში წავიდეთ.
-კაი.
-ეხლა დავიძინოთ. ადრეა, მაგრამ მე დავიღალე.
-კაი._მისკენ გადავტრიალდი და მაგრად ჩავეხუტე.
ისე ჩამეძინა პირველ საათამდე არც გამღვიძებია. ეგეც ოანემ გამაღვიძა.
-მიდი ჩაიცვი, ვჭამოთ და წავიდეთ.
-კაი._სწარფად გავემზადე და დაბლა ჩავედით.
-დედა გვშია.
-მოდით დედა გენაცვალოს, მაგიდა უკვე გავშალე.
ყველანი მადიდაზე ჩამომწკრივდით.
-დედა ჩვენ დღეს უნდა წავიდეთ.
-ჩვენც წამოვალთ._ ჩაერია ნიკუშა.
-რატომ ასე ადრე?_ შეწუხდა ლიზა.
-ქორწილისთვის მზადება ხომ უნდა დავიწყოთ, მერე ოცდაათში თქვენც ჩამოდით და ბავშვებიც წამოიყვანე.
-კარგი, დედა როგორც გინდათ.
-თქვენ ქორწილამდე მიას სახლში იქნებით სულ ყველანი. მისამართს ბიჭებს ვეტყვი და.
-კარგი.
საუზმე დავამთავრეთ და წასასვლელათ მოვემზადეთ.
-მია ქურთუკი ჩაიცვი ეგრე არ გამოხვიდე.
-კაი ჰო. ნია თქვენ მზად ხართ?- მივმართე კიბეებზე ჩამომავლებს.
-კი.
-კაი, წავიდეთ მაშინ.
გარეთ გავედით და თვალცრემლიანი ლიზა ყველას დაგვემშვიდობა.
-დედა ნუ ტირიხარ. სამუდამოდ ხომ არ მივდივართ?
-კარგი. ბოდიში._ ცრემლები შეიმშრალა.
-ნიკუშა თქვენც ჩვენი მაქნქანით წამოდით._ გადასძახა სანამ მანქანაში ჩასხდებოდნენ.
-მერე მანქანა.
-დათოს უთხარი და წამოიყვანს.
-ეგ სულ დამილეწავს.
-მოდი დასხედით რა. გავერთობით მაინც.
-ჰო, კაი.
ნელის და ლიზას კიდევ ერთხელ გადავეხვიეთ და თბილისკენ გავემართეთ. კარგა ხანს ყველანი ჩუმად ვიყავით სანამ მე არ ამოვიღე ხმა.
-კაბის საყიდლად ნია წამომყვება და ქორწილამდე შენ და ნიკუშა ჩემს სახლში იქნებით. ჩვენ სახლი თავზე უნდა დავიმხოთ._ ვუთხარი სიცილით.
-რაა?_ ერთდროულად წამოიძახეს ბიჭებმა.
-რაიყო, რა არ მოგეწონა?
-მართალია, რა არ მოგეწონათ?_მხარი დამიჭირა ნიამ.
-და ჩვენ იქ რა ვაკეთოთ?
-ეხლავე გეტყვით. ჯერ დარბაზს აარჩევთ, მერე მე გამომიგზანით მისამართს, რომ მოვართვევინო. მერე შეგიძლიათ თქვენ ჩაცმულობაზე იზრუნოთ. ასევე ჩვენ ფულით მოგვამარაგოთ._ სიცილით შევხედე ნიას.
- სისატიკეა. და თქვენ რა უნდა აკეთოთ?_ შემოხედა დაბღვერილმა იოანემ.
-ჩვენ ხელის მოწერის ადგილს შევარჩევთ, ასევე ჯვრისწერის, კაბას ვიყიდით და დაბრაზს გაფორმებაზე ვიზრუნებთ. თუ დრო დაგვრჩა სადმე გავერთობით.
-კარგი. გასაგებია. მაშინ ჩვენც დავივლით კლუბებს და..._ აღარ დაამთავრა ნიკამ და სიცილი აუტყდათ მას და იოანეს.
მაშინვე მივხვდი რაც იგულისხმა, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ ვერც ერთი ვერაფერს ვერ გაბედავდა.
-და მაგით რას მოიგებ დავინახავთ._ მოგებულის სახით გავხედე ნიკუშას.
-მოკლეთ შენ ვერ გაგაჩერებს კაცი.
-ნია, დღეს დავისვენოთ და ხვალ დავიაროთ მაღაზიები.
-კიბატონო. ხომ იცი მე არ მეზარება.
-კარგია. მერე ხელის მოწერის ადგილი შევარჩიოთ.
-აჰამ.
გზაში კარგა ხანს დღეებს ვგეგმავდით და ბიჭებს ნერვებს ვუშლიდით. მაგრამ მგზავრობით მალე დავიღალე და ჩამეძინა და სანამ სახლამდე არ მივედით არც გამღვიძებია.
-მოვედით._ ჩამჩურჩულა იოანემ.
-ჩვენ კი არა, მე და ნია მოვედით. თქვენ ჩემთან მიდიხართ. წავედით ნია.
-კაი, მაკოცე და წადი რახან შენსას არ იშლი.
-კარგი._ წამიერად ვაკოცე და მანქანიდან გადავედი.
-მოიცა რაღაც გრჩება.
-რა?_ და ხელში ტელეფონი შემრჩა.
-ეს ჩემი არაა.
-როგორ არა შენია. გზაში გიყიდე, რომ ამ დღეებში უყურადღებოდ არ დაგტოვო.
-ჰო, კაი. _ კარი დავხურე.
ნიას ხელი მოვკიდე და სახლისკენ წავედით. კარი ისევ დაცვამ გაგვიღო. მე მეგონა მხოლოდ ეს იქნებოდა, მაგრამ აუზთან და ბაღში ათამდე დაცვა იდგა.
-რაა?!_ გაბრაზებული ერთ-ერთისკენ წავედი.
-თქვენ აქ რა გინდათ?!
-ბატონმა, იოანემ თქვენს დასაცავად გამოგვგზავნა._ თითქმის არც განძრეულა ისე მიპასუხა._ თუ სადმე წასვლა მოგინდებათ, მანქანაც აქ არის და ჩვენ წაგიყანთ.
-კარგი!_ დაცვას გავშორდი და სახლში შევედით. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და იოანეს ნომერი ავკრიფე.
-ალო. რამე მოხდა?
-კი მოხდა._ გაბრაზებული ხმით ჩავყვირე.
-დაცვაზე ამბობ?
-კი!
-კარგი, რა დაწყნარდი. მე უბრალოდ შენზე ვზრუნავ.
-და ყოველი ნაბიჯი უნდა მიკონტროლონ? ამას ვერ ავიტან! თუ გინდა აქ იდგნენ, მაგრამ მართვის მოწმობა მეც მაქვს და სადაც მინდა მე თვითონ წავალ.
-მია!
-იოანე!
-ჰო, კარგი. მხოლოდ მანდ იდგებიან.
-ასე არ ჯობია._ ხმა ეშმაკურად გამითბა.
-ცუღლუტო.
-მიყვარხარ.
-მეც._ ეს თქვა და ტელეფონი გავუთიშე.
-რაო მოარჯულე?
-კი._ გავიცინე.- მხოლოდ მანდ იდგებიანო და არსად არ გამოგყვებიანო. მე მხოლოდ შენს უსაფრთხოებაზე ვზრუნავო.
-ოჰო. ის ამდენს აკეთბს შენ კიდე ეჩხუბე.
-არ გშია?
-აუ, კი.
-წამო, რამე გავაკეთოთ. ან მოიცა ჯერ გამოვიცვალოთ და მოვწესრიგდეთ.
-კაი. მარა მე რა ჩავიცვა? ბარგი მანქანაში დამრჩა.
-ჩემებს მოგცემ.
მეორე სართულზე ავედით, შხაპი მივიღეთ და გამოვიცვალეთ. მერე ცოტა ვივახხშმეთ და მისაღებ ოთახში გავედით.
-აუ ეხლა რა გავაკეთოთ?_ დივანზე მოწყენილი გადავეშვი.
-რავი, ამხელა ტელევიზორია და ფილმს ვუყუროთ.
-კაი. მაგრამ პოპკორნი, რომ არ გვაქვს.
-მაშინ ისე ვუყუროთ.
-გამახსენდა. ამათ გავაგზავნი, მაინც ისე დგანან აყუდებულები და მოგვიტანენ გამზადებულს. თან პიცასაც დავაბარებ.
-ისე მართალი ხარ.
ზურგზე პლედი მოვიხვიე და გარეთ გავედი. პირველი, რომელიც იდგა. იმასთან მივედი.
-თქვენი სახელი შეიძლება?
-ლუკა.
-ბატონო ლუკა, მე და ჩემს დაქალს პოპკორნი და პიცა გვინდა ვინმე ხომ არ მოგვიტანდა.
-კი რა თქმა უნდა.
-კარგით მადლობა.
სახლში შევედი და ფილმის არჩევა დავიწყეთ. ტხუთმეტ წუთში ჩვენი შეკვეთაც მოვიდა.
-ასე მალე?
-რათქმა უნდა._გამიღიმა ლუკამ.
-მადლობა. თქვენც რამეს ხომ არ დალევთ ან ყავა ან ჩაი?
-არა გმადლობთ.
-კარგით.
-მოვიდა? რა კარგი სუნი აქვს ამ პიცას.
-ჰო.
კომედიურ ფილს ვუყურეთ და კარგადაც გავერთეთ. მერე მეორე სართულზე ავედით და ჩვენს ოთახებში შევედით. ჩემს ოთახს სახურავი გადავხადე და იოანეს დავურეკე.
-ალო.
-ხომ არ გაგაღვიძე?
-არა. თქვენს რას აკეთებთ.
-ფილს ვუყურებდით. ეხლა დავწექით და მე შენ დაგირეკე. მომენატრე.
-როგორც ჩანს ნიაც ეგრეა. ნიკაც ტელეფონზე ჩამოკიდებული._ გაიცინა.
-მომენატრე.
-ოჰ, მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა მანდ რომ მარტო აიჩემე დარჩენა.
-აუ მოდი რა. შენი ნახვა მინდა.
-ეხლა?
-ჰო.
-მერე ნიკა მარტო დავტოვო? ან რა ვუთხრა სად მივდივართქო?
- უთხარი საქმე მაქვსთქო. გთხოვ რა._ ხმაში ცრემლი შემერია.
-კაი ეხლა არ იტირო, ჩავიცმევ და მოვალ.
-კარგი._ სახე გამიბრწყინდა.
ტელეფონი საწოლზე დავაგდე და ლოდინი დავიწყე. ნახევარ საათში ესემესი მომივიდა.-„ ჩამო მოვედი უკვე“
საწოლიდან წამოვხტი და პიჟამოებიანი გარეთ გავარდი. დაცვა არსად ჩანდა. იოანე აუზთან იდგა უკვე. გავიქეცი და მაგრად ჩავეხუტე.
-მომენატრე. უკვე უშენოდ ვეღარ ვძლებ. პატარა ბავშვივით მოგეჩვიე.
-ჩემი მტირალა. მეც მომენატრე.
-მიყვარხარ.
-გოგო ასე როგორ გამოხვედი? მაინც უნდა გაცივდე?
-არ შემცივა._ ქვემოდან ავხედე.
-შეგცივა. ხომ მნახე, შედი ეხლა სახლში.
-არ მინდა.
-მაშინ ძალით შეგიყვან._ ისევ ხელში ამიტაცა, სახლში შევიდა და ოთახშიც შემიყვანა.
-ეხლა დაიძინე. მიყვარხარ. _ საწოლზე დამაწვინა, თავზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. თან კი დიდი სითბო და სიყვარული დამიტოვა, რომლითაც ვარსებობდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent