შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბალთაზარი


26-02-2018, 19:54
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 098

თავი მესამე

სიკვდილი?! მხოლოდ დასაწყისია...

ვიღაცის ყოვლისშემძლე ხელმა ჯერ საავადმყოფოს პალატა გააქრო თვალსაწიერიდან, შემდეგ კი ფართო, ტრიალ მინდორზე აღმოვჩნდი.

ზურმუხტისფრად ხასხასებდა არემარე, ხელმარცხნივ, ჩემგან ოდნავ მოშორებით, კუდფუმფულა, თეთრი ბაჭიები დაკუსკუსებდნენ. პატარა ტუჩებს

საყვარლად აცმაცუნებდნენ და რაც ყველაზე საოცარია, იმისდა მიუხედავად რომ ბევრნი იყვნენ და ცმაცუნს არ წყვეტდნენ, სიმწვანეს არა აკლდა რა.

შუა მინდორზე ჟუჟუნათვალება ნუკრები ბალახობდნენ, ო, რა ენითაუწერელი სილამაზე მედგა თვალწინ და უეცრად შევწუხდი რომ გამახსენდა ჩემს

სხეულზე ახორხლილი ნემსები. შეცბუნებულმა დავიხედე მკლავებზე და ძალაუნებურად ჩამეღიმა, როცა აღმოვაჩინე რომ საავადმყოფოს ხალათიც და

ნემსებიც სადღაც გამქრალიყო. სულ რამდენიმე წუთით ისე ბედნიერი ვიყავი, ვეღარაფერს ვხედავდი, მაგრამ რაღაც მოუსვენარმა აზრმა მაიძულა მეორედ

დამეხედა ჩემი თავისთვის. ფიჭისებრი წითელი სამოსი მეცვა, სწორედ ისეთი, რომის იმპერატორები რომ უბოძებდნენ ხოლმე სტრატეგოსებს, წითელი

ჩექმები..
შეცბუნებულმა მოვავლე თვალი მინდორს და.. ვიცანი..
მზიანეთში ვიყავი. იქ, სადაც, ოდესღაც..
-დილა მშვიდობისა, ძამიკო - მომესმა ვიღაცის მშვიდი, ძალზე ნაცნობი ხმა ზურგსუკან - ვხედავ, ნოსტალგია შემოგაწვა?!
მიტრიალებულს თვალში პირველ რიგში ოქროსფრად მოლიცლიცე მზის სხივები მეცა. მხოლოდ ერთადერთი ნაცნობი მყავს ისეთი, ვისაც შეუძლია თავს

ასეთი ხუმრობის და ჩაცმის უფლება მისცეს
- დილა მშვიდობისა, მიქაელ - ცალ მუხლზე კომიკურად წამოვიჩოქე - რას მიბრძანებს ჩემი მხედართმთავარი ძმა, ასე ადრიანად რამ შეაწუხა?!
- ტაოსკარს მოადგნენ თურქნი - კეთილმა ღიმილმა გაუცისკროვნა სახე - შენ კი გძინავს, ჰოდა თავს უფლება მივეცი დაგხმარებოდი
- მადლობელი ვარ, ძმაო, ხომ იცი, ბევრი საქმე დამიგროვდა და გადავიღალე, ახლავე გავამხნევებ მეომრებს და დავიძრათ, დაყოვნება სახიფათოა
- ბულთუ - მხარზე ხელი დამადო მიქაელმა, მაგრამ წამოვდექი, ზურგი ვაქციე, მივუბრუნდი შვლებსა და ბაჭიებს და ომახიანად შევძახე
- ეჰა, მეომარნო ქრისტესანო - საწყალმა ბაჭიებმა ხმაურზე ყურები ცქვიტეს, თვალები დააჭყიტეს და საოცარი სისწრაფით გაეცალნენ იქაურობას,

შვლებმა გაოცებით ამომხედეს ჟუჟუნა თვალებით..
- ბალთაზარ! - ხმაში ფოლადი გაურია მიქაელმა, რიგითივით დავბზრიალდი და წინ ავეტუზე.
- გეყოფა, კმარა მეთქი - მშვიდად ვუღიმოდი - მოიშორე ეგ ცინიზმი სახიდან სანამ მარჯვენა ყბაზე გემთხვია ჩემი მადლმოსილი ხელი - არ თმობდა

სერიოზულობას
- მეყოფა? - როგორც მოწმენდილ ცას შეეპარება საავდრო ღრუბელი, ისე შეეპარა ჩემი სახის ნაკვთებს ბრაზი - ამ დაწყევლილ სამყაროში,

ერთადერთი რამ ვითხოვე, ერთადერთი რამ მეძვირფასებოდა, ნუთუ შეუძლებელი იყო ეს ერთადერთი რამ დაგეთმოთ ჩემთვის?!
- ბულთუ..
- ყოველ ღამე დავდივარ მკვდრებში, უბედურ, განადგურებულ, ბნელ სულთა სამყაროში, თავადაც იცი, ჯოჯოხეთი სამოთხეა მასთან შედარებით,

პირნათლად ვცდილობ ჩემი საქმის კეთებას, ერთი სტიმული მჭირდებოდა, ერთადერთი სტიმული და ისიც დავკარგე. მიპასუხე, რა უფლება გაქვს

ჩემთან მოხვიდე და ლექცია წამიკითხო?!
- იქნებ გგონია, მონა ვარ და ვალდებული ვარ გემსახურო?! ეშმაკსაც წაუღია ეს დაწყევლილი სამყარო, თუკი იქ ვერ ვიცხოვრებ, რაში მჭირდებიან

ადამიანები?!
- დამშვიდდი, ძმაო, მე..
- ანდა სად არის ახლა მამაჩემი, რომელმაც პირობა მომცა მე, რომ რჩეული არ დამტოვებდა და..
- სუუ, ჩუმად, უბედურო, დაჩუმდი, გთხოვ, ოღონდ ახლა.. - და პირველად, ცხოვრებაში ბავშვობის შემდეგ, მუდამ მშვიდი მიქაელი ჩამეხუტა,

პირზე ხელი ამაფარა და როგორც ადრე, როცა ზღაპარს მიყვებოდა ძილის წინ, შუბლზე მემთხვია. გავჩუმდი?! ალბათ იმიტომ რომ გაოცებისაგან ენა

ჩამივარდა. მოწყვეტილი ჩავემხე სიმწვანეში და ავქვითინდი. ვინ თქვა რომ ანგელოზები არ ტირიან, არაფერი აწუხებთ, არ სტკივათ.. სტყუის

უსაქმურობისგან მოცლილი ყოველი ასეთი სილუეტი, სტყუის, რადგან არც იცის და ვერც გაიგებდა ოდესმე..
- ჩემო პატარა ძამიკო, რომ შემეძლოს.. მაგრამ ნუ იქნები უსამართლო. მეტი არაფერი გითხოვია?! აბა ერთი კვირის უკან ის ყმაწვილი ვინ

გადაარჩინა? გაბუს ვინ სთხოვა შინ მშვიდობით დაებრუნებინა შენი მეგობარი? მყინვარზე სასიკვდილოდ მიტოვებული ვინ დაიფარა? ვინ გამოითხოვა

იღბალი და ბედნიერება ნაპოვნი დაიკოსთვის?! განა შენ არა?! მაშ რად ჩივი?! განა ნებისმიერი მათგანი ახლა ბედნიერი არ არის და ჯანმრთელი?

რა გადაწყვიტა მამამ შენს საზიანოდ?
მაინც დავბერე ლოყები. სიმართლის მაცნეთაგან, ყველაზე მეტად მას ვუფრთხოდი მუდამ, ვიცოდი რომ ერთი ვერ გადაწონიდა სხვათა სიცოცხლეს,

მაგრამ თავს ვერაფერი მოვუხერხე.
როცა დამატყო რომ დავმშვიდდი, გვერდზე ჩამომიჯდა და მკითხა:
- რამდენი ხანი იყავით ერთად?!
- ერთი ამოსუნთქვა
- ბალთაზარ
- ცოტა ხანი
- რა ადგილი გეკავა მის ცხოვრებაში, როგორ ფიქრობ?
- რატომ მეკითხები? - ვიგრძენი როგორ დამასხა ცივმა ოფლმა
- მაინტერესებს
- მნიშვნელოვანი - მწარედ გავიცინე, ვინ მსურდა მომეტყუებინა...
- ასე ფიქრობ? - გამომცდელად შემომხედა
- მან ასე მითხრა - პასუხს თავი ავარიდე და მოვიწყინე.. ო, ნეტავ სად არის საწამლავი..
ქიმუნჯმა გამომაფხიზლა
- და შენ, შენ რას ფიქრობ? - თვალებში ჩამყურებდა, ო, დახურეთ ვინმემ სულის კარები..
- რას მერჩი?! - მწუხარედ შევხედე
- ორივემ ვიცით, თქვენი სიყვარული მართლა იყო პირველი ამოსუნთქვა, მაგრამ შემდეგ..
ჰო.. შემდეგ იგნორი.. ცრემლები.. სიცარიელე და ვიღაც სხვა.. ვიღაც, ვინც უნდა მომკვდარიყო..
- ძმაო, რატომ ვარ გულმოწყალე? რატომ არ მოვკლავ იმას ვინც გზაზე მეღობება? - შემომხედა და..
- იმიტომ რომ გულს ვერ უბრძანებ.. მან ვერ შეგიყვარა.. ეცადა, მაგრამ.. ის ადამიანია.. სხვა არა იყოს რა, არ შეგიძლია ისე მოექცე,

როგორც ადამიანები ექცევიან ერთმანეთს. მეტიც, როცა მიხვდი რომ დასრულდა, უბრალოდ უნდა გაგეშვა.. გულისტკენა არ იყო აუცილებელი, ეს ხომ

იცი.. განა რა შეცვალა სიტყვებმა უკეთესობისკენ?!
- მაგრამ მე ხომ მას ვუყვარდი
- ადამიანები ხშირად იცვლიან სიყვარულის ობიექტს. მე რომ მიყვარდა, დღემდე.. - თავი ჩაღუნა, მივხვდი, რატომ მოვიდა ის და არა სხვა..

- ათასწლეულების მერეც კი, მასთან ვარ. არსად წავსულვარ.. სიყვარულში მნიშვნელოვანი არავინაა, პატარა ძმაო, ან ძვირფასია ადამიანი შენთვის,

ან არა. ამით განირჩევა სიყვარული ყოველდღიურობისგან. განა ჩვენი მეგობრები შეიძლება მნიშვნელოვანნი იყვნენ? ან ოჯახის წევრები? არა, ისინი

ძვირფასნი არიან ჩვენთვის. სიყვარული ხომ ყველაზე ფრთხილად სიტყვებს არჩევს როცა საქმე საყვარელ ადამიანს ეხება. ძლიერ ვწუხვარ, მაგრამ შენ,

მისი ბედნიერებისთვის დანთებული სანთელი ხარ და ის ბედნიერი იქნება, მაგრამ მისი ბედნიერება შენს გვერდით ცხოვრება არ არის, ძმაო. მის

სუსტ, ნაზ სხეულს იმ ტვირთის ზიდვა არ შეეძლო, რასაც შენთან ცხოვრება ჰქვია, ვინაიდან შენ რომ უყვარდე ვინმეს, ცოტა მეტი უნდა გაგიგოს,

ვიდრე ზოგადად მოეთხოვებოდა ადამიანს. თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია ძამიკო, ახლა დედამისის გამო უძილობა აღარ დაგეწყება. აღიარე რომ არც

თუ მარტივია მასთან თანაცხოვრება მაშინაც კი, როცა უზომოდ კეთილია.
- მაპატიე, თავის დროზე უნდა შემეგნო რომ ადამიანი ტანჯვისათვის არის გაჩენილი. მითხარი, ძმაო, როდის მოვკვდები?
- გგონია, თუ მოკვდები დაისვენებ? სიკვდილი ხომ მხოლოდ დასაწყისია..
- ვიცი, ვიცი მაგრამ ვგრძნობ, როგორ შემოდის ჩემს სულში წყვდიადი და სიცარიელე. ახლა კი, როცა ვიცი რომ მათი კლანჭებისგან ვერავინ

მიხსნის, რწმენას და იმედს ვკარგავ.
- ძმაო, ვგონებ, მოვიდნენ, შენი წასვლის დროა, მოგვიანებით ვისაუბროთ და შეეშვი სისულელეებს, კარგი?
- კარგი - მოღლილად გავუღიმე და..
- ვაა, აი, იცინის თქვენი ვაჟკაცი, რა ეტყობა ახლა ამას რო სიკვდილს ძლივს გადარჩა - გადაიროხროხა ექიმმა. საწოლთან დედა და ჩემი ძმა

იდგნენ. შევხედე დედაჩემის დაღლილ, უძინარ, განერვიულებულ სახეს და პირველად შემრცხვა ჩემი სულმოკლეობის. ჯერ ხომ არავის ეთქვა რომ

მთელი ღამე ჩემი პალატის კართან იჯდა ჩემი მარტოხელა, ძლიერი, ფოლადის ნებისყოფის მქონე სამგზის რკინის ლედი, მაგრამ უკვე ვხედავდი მის

ნახევრად აცახცახებულ ხელებს, ნამტირალევ თვალებს და მაოცებდა მისი მშვიდი, აუღელვებელი ღიმილი, ვითომც არაფერი მომხდარიყოს.
- როგორ ხარ დეე - მშვიდი, მაგრამ მზრუნველი ხმით მკითხა ერთადერთმა მშობელმა, რომელიც შემომრჩა ჩემი ოჯახიდან. დედის გვერდით ჩემი

ძმა ატუზულა. ჰო, ნამდვილად სხვა ვერაფერი ითქმის ოცდაერთი წლის ბიჭზე, რომელიც დედის ზურგს მოფარებული მიბღვერს შეშინებული

თვალებით, ვინაიდან თან წუხს რომ ცუდად ვარ, თან ბრაზობს ორ რამეზე, ერთი, დიდი ალბათობით ის ფული, რითაც ახალი კომპიუტერი უნდა

გვეყიდა დაიხარჯა და მეორე, უახლოესი პაემანი ჩავუშალე. ბოლოს, როგორც იქნა მანაც ამოიდგა ენა
- მოგინდება ხოლმე შენც რაღა, შენი გულისთვის რუსებმა ორი სტრატეგიული პუნქტი წაგვართვეს - ჰო მართლა, მე და ჩემი ძმა იმპერიათა ეპოქა

სამს ვთამაშობთ, სადაც რუსეთს ვებრძვით. წინა კვირაში კავკასია დავიპყარით და ჩანს რუსებმა თავდაცვის ხაზის გარღვევა შეძლეს. ეს თამაში შუა

საუკუნეების კოლონიზაციას ეხება. ახლაც, როგორც ყოველთვის, ამჯობინა ჩემს სისუსტეზე ხმა არ ამოეღო.
- და ჰო, არ გეგონოს, ზედ გადაგყვები, ახალი კომპიუტერი ვიყიდე ამ დილით - უეცრად ორივეს სიცილი აგვიტყდა. გულში ძლიერმა ტკივილმა

შემაწყვეტინა მხიარულება
- რით ვერ გაიზარდეთ - ამოიოხრა დედაჩემმა და ოთახიდან გავიდა. მე კი მთელ საათს ვუხსნიდი როგორ აღედგინათ და დაეცვათ თავდაცვის ზოლი

კავკასიის ირგვლივ...


*****



უცნაურია, ყველაფერი ისევე დამთავრდა, როგორც დაიწყო. წყლის წვეთები მომაცოცავს ლოყებიდან, შუბლიდან, ყურებიდან.. აგერ ერთი ცხვირზე

ჩამომეკიდა და ხმაურით დაეშვა ქვემოთ.. წვეთები მოდიან და მიდიან. არაფერზე ვფიქრობ, უფრო სწორად არაფერზე ფიქრის თავი არ მაქვს.
- ასე ჯობს - ვარწმუნებ ჩემს თავს, თუმცა რა სჯობს ან რატომ, თავადაც არ მესმის.
გადავიღალე.
დავიღალე ყველაფრით.
დამღალა ამ სამუშაომ, ხალხმა, უფროსმა..
ყველაზე მეტად კი ალბათ მან დამღალა თავისი უაზრო შენიშვნებითა და პრეტენზიებით.. იდიოტი.. თითქოს მისი მონა ვიყო, თურმე

ვალდებული ვარ ის გვაკეთო რაც მას მოსწონს, იმასთან ვიმეგობრო ვინც მას მოსწონს.. ყელში ამოვიდა, დიდი ამბავი რომ მთავარანგელოზია,

წავიდეს და თავისნაირი მონახოს თუ არ მოვწონვარ.. სადაც მინდა იქ წავალ და ვისთანაც მინდა იმასთან.. მორჩა, ტყუილად კი არ

მეუბნებოდნენ...
ან საკითხავია, საერთოდ თუ არის მთავარანგელოზი?! იქნებ ყველაფერი დამასიზმრა? მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა, მორჩა! გადაწყვეტილია, ვერ

ეღირსება კიდევ ერთ კომპრომისს.. ჰმ, ახლა იტყოდა ლოყები დაბერეო, ამ დროს სულაც არ მებერება ლოყები.. ნუ ცოტათი მებერება მგონი..

მართლა მებერება?! ამეკვიატა ისევ, ჰმ.. მახსენებს ალბათ..
პირსახოცი მოვიხვიე და ვანიდან დემონსტრაციულად გამოვედი.. ალბათ ასე ვიგოგმანებდი კიდევ ცოტახანს ნაპოლეონივით ცხვირაბზეკილი, ტელეფონს

რომ არ დაერეკა.
- გისმენთ - ისეთი ხმით ჩავძახე, უცხო ყურმილს დაკიდებდა, მაგრამ ყურმილიდან ნაცნობი ხმა მომესმა
- დილა მშვიდობისა პრინცესა, როგორ გიკითხოთ - გვანცა იყო. რამდენი ხანია აღარ მინახავს. გულში ძლიერ მესიამოვნა, - ახლა აქ იყოს და ამას

ხედავდეს - ჩავიცინე უნებლიეთ, მაგრამ მალევე გამომარკვია მისმა კისკისმა
- ამო, გოგო, რო იცოდე როგორ ხაჭაპურებს გიცხობ, მმ.. - თვალები ამიციმციმდა ხაჭაპურის ხსენებაზე. ერთი დავბზრიალდი და არც მახსოვს,

ისე ჩავიცვი და ნახევარ საათში უკვე გვანცასთან, სამზარეულოში ვიჯექი და მადიანად ვილუკმებოდი.
გვანცა ჩემი ბავშვობის მეგობარია. იქნებ მეგობარზე მეტიც. მისგან სიკეთის მეტი არაფერი მახსოვს. სულ ზრუნავს ჩემზე, ყოველთვის მისმენს და რაც

მთავარია, უგემრიელეს ხაჭაპურს აცხობს. ცხოვრებაში შეუცდომელი არავინაა, მათ შორის არც ის. თბილისში ალბათ მის შეცდომებს ვერც კი

შეამჩნევდნენ, აქ ხომ ყველა ასე ცხოვრობს, უყვართ, მერე ტოვებენ და შემდეგ ისევ ეძებენახალ სიყვარულს.. ცხოვრება ხომ სასტიკია და ასე

გრძელდება დაუსრულებლივ.. გვანცა კი.. რაღაც თავისებურად ეშხიანია, თამამია მაგრამ საოცრად უბრალო.. მისთვის არ არსებომს მიუღებელი და

გაუგონარი შეცდომა, რადგან ყველაფერი შედარებითია.. როცა ცოდვილი ხარ, მნიშვნელობა აღარ აქვს, ფეხებს აჭყაპუნებ თუ ღრმად შესცურავ,

მთავარია არ დაიხრჩო. დახრჩობა კი არ უწერია. ღმერთი ხომ ჯერ არ წასულა ჩვენგან.. სანამ ღმერთია, მხსნელიც გამოჩნდებაო.. უფროსი დასავით

მყავს, იმან კიდევ, არც უნახავს ისე შეიძულა. თურმე არაა კარგი ადამიანი..
- რაკი შენ იტყვი რაა - წამოვიყვირე უეცრად. გვანცა ჯერ გაოცდა, მერე გამიღიმა, თეფშზე ახალი ნაჭერი გადმომიღო და სიცილით მკითხა
- ისევ იმაზე ფიქრობ?
- არა - ავიბზუე ცხვირი - მეტი საქმე არ მაქვს, მე მამაკაცი მჭირდება და არა პატარა ბავშვი. ისევ იმან მოხოცოს ცხვირი, ვისაც ნერვები აქვს, მე

შემეშვით - ალბათ ხაჭაპურით პირგამოტენილი ძალიან სასაცილო ვჩანდი, ისე გულიანად კისკისებდა, შემდეგ კი გამამხნევებლად მითხრა
- აკი გეუბნებოდი.. არა უშავს, ბევრად უკეთესს იმსახურებ და მიიღებ კიდეც. ლამაზი ბიჭების მეტი რაა...


****
როგორც იქნა დაღამდა.
რამდენი ხანია ღამეს ასე არ დავლოდებივარ.
წასვლა მინდოდა.
მინდოდა სამუდამოდ დავრჩენილიყავი იქ, საიდანაც მოვედი. ნელა გადიოდა წამები..
მხოლოდ საათის ისრები უთანაგრძნობდნენ ჩემს ტკივილს. ათ და თორმეტ საათზე მედდამ შემოიხედა, წნევა გამიზომა, წვეთოვანი შეცვალა და შუქი

ჩააქრო. ვთხოვე, კარები ღია დაეტოვებინა რომ სინათლე შემოსულიყო. ბავშვობიდან მეშინოდა სიბნელეში მოლივლივე სილუეტების. დიდი ხანია

ვეღარაფერს ვხედავდი, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი რომ ისინი ისევ იქ იყვნენ.. წყვდიადში...
როცა ორს ათი წუთი აკლდა, უკანასკნელად ჩაესმათ ყურებს საათის ისრების ხმა და ჩამობნელდა..
არასდროს მინახავს ჩემი სამეფო ასეთი პირქუში. ბევრჯერ ვყოფილვარ იქ დღისითაც და ღამითაც, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი სად ვიყავი. თაღოვან

დარბაზებში სიბნელე გამეფებულიყო. უკვე ვაპირებდი შემელოცა და გამეფანტა ეს წყვდიადი, რომ უეცრად სებასტიანის ფრაკს მოვკარი თვალი. კიბეზე

იჯდა და ვიღაცას ესაუბრებოდა. მივუახლოვდი, ჩემი აურა დავმალე და ყური მივუგდე. ლაისტი იყო.
- აქ რას ჩამომჯდარხარ, სებასტიან, ბატონი რატომ მიატოვე?!
- მასთან და-ძმა დავტოვე. გადავიღალე.. სიმართლე გითხრა ჩვენს მბრძანებელზე ვნერვიულობ.. ამ ბოლო დროს.. ის.. - ტანში გამცრა როცა მის

ხმაში მწუხარება დავიჭირე.
- დასუსტდა?! - გადაიკისკისა ლაისტმა
- არა, არ ვიცი.. მოტყდა.. თითქმის დარწმუნებული ვარ, ის გოგო რომ დაბრუნდებოდეს, მეორე შანსს მისცემდა..
- არა მგონია - სიცილი შეწყვიტა პატარამ
- სამწუხაროდ, ასეა. ჩვენს მბრძანებელს შეუყვარდა და.. - აქ უხერხული დუმილი ჩამოვარდა. აშკარა იყო, მხოლოდ სებასტიანი არ წუხდა ამაზე
- რა შეგვიძლია გავაკეთოთ?!
- ჩვენ რომ შეგვეძლოს, თავად ვიქნებოდით მბრძანებლები.. - ამ სიტყვებში რაღაც ისეთი იმალვოდა, რაც არ მომეწონა - რაკი არაფერი შეგვიძლია,

მსახურნი ვართ. ეჰჰ, რა ეპოქა წავიდა.. - ამოიოხრა მძიმედ და ისე გაიღიმა, როგორც ყოველთვის, როცა ვიღაცის საწამებლად ვაგზავნიდი,

დემონურად. ალისფერმა თვალებმა სისხლისფრად გამოანათეს და შემდეგ ნელნელა ჩაიწვნენ, მიინავლნენ, ბნელმა შესუდრათ.
- ჰო, მითების ეპოქა შესანიშნავი იყო - გაიღიმა ლაისტმა - მაგრამ, იცი რა, სებასტიან, უმიზნო თავისუფლება მონობაზე უარესია. რანი ვიყავით

ჩვენ ამ ეპოქის მიწურულს?! მოხეტიალე, ძალაწართმეული სულები, რომელნიც სამარადისო მარტოობისთვის ვიყავით განწირულნი და მან კი..
- ო, გამხნევებას არ ვსაჭიროებ, მე ვიცი რაოდენ ბევრი გააკეთეს ჩემთვის, მბრძანებელი რომ არა ხომ აქამდე მომძებნიდნენ ნერიდები.. - გაიღიმა

მან - ამ საბრძანებელში მას არ ჰყავს ჩემზე ერთგული მსახური, არასდროს ვუღალატებ ჩემს პირობას, მაგრამ ვწუხვარ, როცა ვხედავ, დახმარება

სჭირდება და ვერაფრით ვეხმარები.
ლაისტმა ხმამაღლა გადაიკისკისა.
- რომანტიკოსი მსახური, ა, ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა, ერთი ახლა მბრძანებელი გხედავდეს, რა გული აქვს ყინულის დემონს.. - გულიანად კისკისებდა
სებასტიანმაც გაიღიმა.
ჰო, მართლა, რაკი ახსენე, მაგ გოგომ ჩვენს ბატონს ცხვირმოუხოცავი და იდიოტი უწოდა - სებასტიანი წითლად აალდა ამის გაგონებაზე, მიუხედავად

ჩემი ძალისა, მცირედ უკან დავიხიე. ლაისტი უყურებდა, ნაწნავებს ეთამაშებოდა და აგრძელებდა - და კიდევ...
უეცრად სებასტიანი დამშვიდდა, უფრო სწორად გაცივდა, სახე დემონურმა ღიმილმა მოუქცია და ლაისტს გაუცინა:
- მისმინე, ალტმერ, მაინც რით არის გოგონა განსაკუთრებული?!
- არაფრით - იყო პასუხი, მაგრამ სიმწვანემ მაგრძნობინა რომ ჩემი პატარა მრისხანებაში იყო. ვერ იტანდა როცა ალტმერს ვინმე ეძახდა ჩემს გარდა.
- როგორც ვიცი, რჩეული აღარ არის, რაც იმას ნიშნავს რომ.. - ო, ღმერთო, როგორი ცინიკური ღიმილი აეკროთ ორივეს სახეზე
- ჰო, შეგვიძლია. ვერავინ აწყენინებს მამიკოს - ფეხები აათამაშა სიმწვანეში
- როდის შევუდგეთ?! - ახლოს მიჩოჩდა სებასტიანი
- ხვალ, მამლის პირველ ყივილამდე...
არ ვიცი რა დამემართა. ცივი, გამყინავი აურა მოედო მთელ დარბაზს და მათკენ წავედი. ვგრძნობდი მათ გაყინულ ნაკვთებს, შიშნარევ, მფრთხალ მზერას, ცხელ სუნთქვას...
- შუაღამე მშვიდობისა - არ ვიცი რატომ, უცნაურად, ბოღმიანად მივესალმე და მათ შორის ჩამოვჯექი
- რას განიხილავდით?! - უნებურად ისევე ცივად გამეღიმა, როგორც ისინი იცინოდნენ
- ჩვენ.. - სცადა თავის დახსნა სებასტიანმა
- ყველაფერი გავიგონე - თითქმის ამოვისისინე
- მამაჩემმა - შევხედე ორივეს შეშფოთებულ სახეებს - ბრძანა რომ ის ბედნიერი უნდა იყოს. თმის ერთი ღერიც არ უნდა ჩამოუვარდეს.. ის, ვინც გაბედავს მის ნებას წინ აღუდგეს, პირადად გავუსწორდები. ხომ გასაგებია?
- მაშინ აღალ გაგაბლაზოს - გამებუტა ლაისტი
- აღალ გამაბლაზებს, ალტი, ყველაფერი დასრულდა. მოეფელები მამიკოს თმებზე?
პატარამ გამიცინა. თავი კალთაში მძიმედ ჩავუდე.
- რატომ გაუშვით, მილორდ?! - გამიღიმა სებასტიანმა - მის გარეშე ხომ..
- სიკვდილი?! მხოლოდ დასაწყისია.. პასუხი შენს კითხვაზე კი თავადაც გესმის
ფეხები მუხლებზე დავაწყე. სისუსტე მერეოდა მრისხანების შემდეგ
- ალტი, მომიყევი აბა რა თქვა ჩემზე ფერიამ - გავუღიმე მშვიდად.
- ლა და.. - ნელ ნელა ბურუსში ვიძირებოდი.. ბოლო სიტყვა, რაც უსასრულობაში მოგზაურობისას გავიგონე, მენაცნაურა, რატომღაც გავიღიმე დაუდევრად. ვიცოდი, მას როდი ჰგავდა, მაგრამ..
მაშ გვანცა?!...
თენდებოდა...


ძვირფასო მკითხველებო! ვწუხვარ რომ ასე გალოდინებთ, სამწუხაროდ არ მომეცა აქამდე საშუალება დამედო ახალი თავი. უახლოეს დღეებში დავდებ შემდეგ თავს. გთხოვთ, ისიამოვნეთ და მადლობას გიხდით მოთმინებისათვის



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

შესანიშნავია ძალიან მომწონს... ისე უყვარდათ ერთმანეთი და როგორ დაშორდნენ :/

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ანი ანი
შესანიშნავია ძალიან მომწონს... ისე უყვარდათ ერთმანეთი და როგორ დაშორდნენ :/


ასეთია მათი ბედი,
ბუდე ეჭვის, დარდის, სევდის..

მადლობა რომ კითხულობ heart_eyes

 


№3  offline წევრი გეგა

კარგი ნამუშევარია ლაზარე 13. დაშორებამ ცოტა "გატეხა" მაგრამ კარგი ისტორიის ნაწილია ესეც.
--------------------
ერთი შეხედვით შენთვის ვიღაც არაფერია, მაგრამ ზოგჯერ არაფერიც ყველაფერია

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

გეგა
კარგი ნამუშევარია ლაზარე 13. დაშორებამ ცოტა "გატეხა" მაგრამ კარგი ისტორიის ნაწილია ესეც.


დიდი მადლობა, რა ვქნა, მეც გამიტყდა მარა თავს ზევით ძალა არ არის blush

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ბალთაზარ... ლაზარე... დიდი დრო გავიდა, მგონი რაღაცეები დამავიწყდა... უნდა გადავხედო...
მგონი გაცილებით კარგია

 


№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ვცდილობ. მართალია ისე ხშირად ვეღარ ვდებ, მაგრამ.. მადლობა რომ ყოველთვის კითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent