შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადაზნაურული ამბები (14)


27-02-2018, 22:58
ავტორი Ioana
ნანახია 3 830

იმ ღამით ნიკოლასთან დავრჩი,მაგრამ მეორე დილით აშკარად უარესად ვიყავი.პირღებინება დამეწყო და თავის საშინელი ტკივილი.ამას თან ერთვოდა ბატონი ექიმის წუწუნი და საყვედურები.
-ვერ ვხვდები,რატომ ხარ ასეთი ჯიუტი? ექიმმა ხომ გითხრა,უნდა იწვეო? არ შეიძლება მოძრაობა და მითუმეტეს აქეთ-იქით სირბილიო! მაგრამ ვის ესმის? ესმის ვინმეს? შენი თავი მომცა ახლა ჯანმრთელი,ერთი კარგად მიგტყიპავდი!-ბობოქრობდა ნიკოლა და თან სასწრაფოში რეკავდა.
-ნიკოლა სასწრაფო რათ მინდა,ამხელა ექიმი კაცი ტყუილად მყავხარ?-მეცინებოდა მის ნერვიულ შეტევებზე.
-მე ექიმობას შევეშვი!-ისე უდარდელად თქვა,თითქოს მოსალოდნელიც ყოფილიყო.
-რას ქვია შეეშვი?-გაოცებისგან ისე წამოვფრინდი საწოლიდან,რომ არც გამიაზრებია.
-გოგო ნორმალური ხარ?-დამყვირა და საწოლში დამაბრუნა-შენ სულ გაგიჟდი ხო? რა გინდა,ჭკუიდან უნდა გადამიყვანო?
-შენ მაგიჟებ და კიდე მე ვარ დამნაშავე? საიდან წამოხვედი,თუ ხარ ნორმალური?
-ახლა მაგის დრო არ არის!
-ზუსტადაც,რომ მაგის დროა! ეს დედა აფეთქებული ტელეფონი კიდე გადააგდე,არ მჭირდება სასწრაფო-ფეხზე ისევ წამოვხტი და ტელეფონი კედელზე ისე შემოვკარი,რომ ნაწილებად დაიშალა.
-ძალა გერჩის გატყობ! მოეშვი ამ ისტერიკას,არავის ეშინია შენი წიკვინის!-მომაძახა და შემოსასვლელისკენ წავიდა,რომ სახლის ტელეფონით ესარგებლა.
-დაბრუნდი,იცოდე დაბრუნდი თორემ საერთოდ წავალ აქედან!-დავუყვირე და უკან გავეკიდე.
-ღმერთო გამძლეობა მომეცი!-მლოცველივით ზევით აღაპყრო ხელები-რას ავიკიდე ეს საბავშვო ბაღის ბავშვი?-ამის თქმა იყო და ხელში ამიტაცა,მერე საწოლზე გადაწვა,ისე რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია.
-ახლავე შემეშვი და ამიხსენი ყველაფერი!-მაქსიმალურად მკაცრად ვუთხარი,რომ ჩემი აჩქარებული პულსაცია დამემალა.
-პულსი ჩემი სიახლოვის გამო გიჩქარდება,თუ სიბრაზის?-ეშმაკურად შემომხედა და გვერდულად გაიღიმა.
-არ მეცინება!-სერიოზული სახით ავხედე და შევეცადე განვთავისუფლებულიყავი მისგან.
-მე კიდევ მეცინება,როდესაც წითლდები!
-უკვე ნერვებს მიშლი და ტვინის შერყევას შენ მიგაღებინებ ახლა!
-ეგ ძალები შეინახე და სხვა რამეში დავხარჯოთ!
-უზრდელო კაცო,რას მასწავლი?
-მე სირბილი ვიგულისხმე,შენ სულ ს..ქსზე რატო ფიქრობ?-ისეთი შეურაწყოფილი სახით მითხრა,რომ ორმაგად გავწითლდი.
-აუუუ შემეშვი,სპეციალურად მიკეთებ! ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ!
-შენ კიდე ყველაზე გარყვნილი-თავზე ხელი გადამისვა და ახარხარდა.
-არ მეცინება!
-რამე ახალი თქვი.
-კაი,მაშინ რატომ აღარ ხარ ექიმი?-გამომცდელად დავაშტერდი,თან მის კალთაში კონფორტულად მოვეწყე.
-თათიაა-ოხვრით ამოილაპარაკა და მზერა ამარიდა.
-იცოდე ყველაფერს მეტყვი,თორემ წავალ აქედან ახლავე და არც დავბრუნდები! აზრი არ აქვს,მაინც დამკარგავ! ასე,რომ ან ყველაფერს მეუბნები,ან მივდივარ!
-სიმართლეს რომ გაიგებ მაინც წახვალ და აზრი? ერთი განსხვავება ისაა,რომ ახლა თუ წახვალ და კარს გაიკეტავ,ყოველთვის კარგად გემახსოვრები.შენთვის კარგ ადამიანად დავრჩები და ყოველთვის გაგეღიმება ჩემი გახსენებისას.სიმართლის გაგებისას კი რა მრჩება? შენგან ზიზღიანი მზერა და ჩემგან ცუდი ადამიანის ფიტული.
-მორჩი ამ სისულელეებს! უკვე დავიღალე,ახლავე მეტყვი რა გააკეთე-შევკივლე და ცოტა მაკლდა,რომ სახეც არ დამეხოკა.
-სამსახურიდან წამოვედი!
-და რატო? საქმე,რომელიც სიგიჟემდე გიყვარს,უბრალოდ მიატოვე? ერთ დღეს ადექი და გადაწყვიტე,რომ მთელი ცხოვრება ექიმი კი არა დეპრესიული მამაკაცი გინდოდა ყოფილიყავი?გამაგებინე რა ჯანდაბა ხდება შენ თავს?
-გითხარი სამსახურიდან წამოვედითქო და ამ საქმეს საბოლოოდ შევეშვი,მეტის გაგებას ნუ მოითხოვ!
-და თუ გეტყვი,რომ ყველაფერი ვიცი?
-და რა იცი?-უდარდელად შემომხედა და ირონიულად გაიღიმა.
-მიზეზი იმის,თუ რატომ წამოხვედი-მეც მშვიდად მივუგე და თვალებში მივაშტერდი.დავინახე წამით მზერა,როგორ შეეცვალა და აემღვრა,მაგრამ მოახერხა ემოციების შეკავება და ისევ მშვიდი ნიკოლას სახე მიიღო.
-და რა არის მიზეზი,შენი აზრით?
-ჩემი აზრით,არ ვიცი.მაგრამ რეალობით ის არის,რომ შენი პაციენტი....-სიტყვის თქმა არც მაცალა,რომ გიჟივით წამოხტა და მოქნეული მუშტი სარკეს დასცხო,რომელიც საძინებელში იყო.
-ნიკოლააა-წამოვკივლე და მის სისხლიან ხელს ვეცი-შენ ნორმალური ხარ?რაზე ფიქრობ საერთოდ? როდიდან ხარ ესეთი ფსიქოპათი?
-ვინ გითხრა?-ჩემი სიტყვებისთვის ყურადღება არც მიუქცევია,გიჟივით მიყურებდა და ემოციებს ვერ თოკავდა.მის თვალებში უდიდეს ტკივილს და იმედგაცრუებას ვხედავდი,რომლის გაქრობაც არ შემეძლო.
-არავინ! და ამის დრო არ არის,სისხლი მოგდის ხელიდან-მე ისევ მის ხელს წავეტანე,მაგრამ ხელი ამიკრა და მეორე ხელით მკლავში მწვდა.
-ვინ გითხრა მეთქი-გამოსცრა კბილებში და შეშლილივით დამაშტერდა.
-არავინ!-მეც დავუყვირე და ხელი გავაშვებინე-შემთხვევით მოვისმინე და ამდენი ხანი ველოდები,ველოდები,როდის მეტყოდი სიმართლეს! ნუთუ ასეთი გგონივარ,იმ ადამიანს ვგავარ,რომელიც გაჭირვებისას მიგატოვებს და ზურგს გაქცევს? ამდენი შანსი მოგეცი,რომ გამოგესწორებინა სიტუაცია.სპეციალურად გიმალავდი,ვფიქრობდი,გონს მოვა და ყველაფერს თვითონ მეტყვისთქო.მაგრამ არაფერი მსგავსი.ესეთი ადამიანი როგორ გეგონე,რატო ჩათვალე,რომ მიგატოვებდი და მითუმეტეს შეგიზიზღებდი?!-უკვე ბოლო ხმაზე ვკიოდი და თან ნიკოლას ვანჯღრევდი,მეგონა რომ მის გონზე მოყვანას შევძლებდი.ის კი ჩემს თვალებს მიშტერებოდა და არც კი ინძრეოდა,ხელიდან სისხლი თქრიალით მოსდიოდა და საშინელ ბრაზს აფრქვევდა მთელი მისი ორგანიზმი.
-ხო მოვკალი,ხელებში ჩამაკვდა ახალგაზრდა სხეული.ის სხეული,რომელიც ჩემგან ხსნას ელოდებოდა.ყოველ ღამე მესიზმრება მისი ცისფერი თვალები,ისევ ისე მიღიმის,როგორც ოპერაციის წინ მიღიმოდა.ყოველ ღამე ვხედავ და ვერ ვშველი,ხელ-ფეხი შეკრული მაქვს ყველა სიზმარში,ის კი სიკვდილს ებრძვის,თვალებით შველას მთხოვს,მე კი ადგილიდანაც ვერ ვიძვრი.ოთხი თვეა ადამიანი აღარ მქვია,მე მკვლელი ვარ,გესმის? ამის გაგება გინდოდა ხოო? ხომ გინდოდა და ხომ მიიღე,ხო და წადი ახლა აქედან-დამიღრიალა და კარებისკენ ხელი მკრა-წადი და გახსოვდეს,რომ მკვლელი ვარ.რომ ვერ შევძელი ვყოფილიყავი კარგი ექიმი!
-ეს შენი ბრალი არაა,შენ ექიმი ხარ და არა ღმერთი! გაიგე და ჩაიბეჭდე მაგ ტვინში.ნებისმიერი ექიმი ვერაფერს გახდებოდა შენ ადგილზე,ოჯახიც კი არ გიჩივის,რადგან შანსი დაბალი იყო მისი გადარჩენის.რატომ იტანჯავ თავს გამაგებინე? არსად წასვლას არ ვაპირებ და მითუმეტეს შენს შეზიზღებას!
-თათია წადი,თორემ ემოციებს ვერ ვაკონტროლებ და რამეს დაგიშავებ!-კბილებში გამოსცრა და თავით კარებზე მანიშნა.
-არ მაინტერესებს შენი ემოციები და ისტერიკები!-დავუყვირე და ტუმბოს თავზე მდგარი ლარნაკი კედელს შემოვკარი-რა გინდა? ეს გინდა? ემოციებისგან განთავისუფლება გინდა? გინდა ყველაფერი დალეწო? გინდა ყველაფერს შეეხო და დაამსხვრიო?-გიჟივით ვუყვიროდი და აქეთ-იქით დავდიოდი-ხო და დალეწე! რას ელოდები,ნახე რა მარტივია-იქვე მდგარი ჭიქა ავიღე და ძირს დავახეთქე.
-რას აკეთებ?-გაოცებულმა გამომხედა და მერე ნამხსვრევებს დახედა.
-ვცდილობ გამოგაჯანმრთელო! შენზე ნაკლები გიჟი არავინაა! რას მიყურებ,მიდი შენც დალეწე! დალეწე მეთქი-ბოლო ხმაზე დავუყვირე და ხელში სურათის ჩარჩო მივეცი-დალეწე,თორემ მეორე ჩარჩოს მე გესვრი-ეტყობა მართლა გიჟის სახე მქონდა,რადგან ნიკოლამ გამეტებით მოისროლა და კედელს შეაფშვნა.
-ყოჩაღ ბატონო ნიკოლა!-სარკასტულად დავუკარი ტაში-ნუ გერიდება,კიდე დალეწე რამე! აი მე ამის დამსხვრევა მინდა-ვუთხარი მისი სუნამოს ფლაკონზე და ნიკოლასკენ გავისროლე.თავი რომ არ ჩაეხარა,ნამდვილად ტვინს გავახსმევინებდი.
-ნორმალური ხარ?-დამიყვირა შეშინებულმა.
-თავი ყველაზე ცუდი და არანორმალური გეგონა ორი წუთის წინ და რამე შეიცვალა?-გაკვირვებულმა ვკითხე და ვანიშნე მიდი დალეწეთქო.
მანაც საათი ჩამოხსნდა და დაამსხვრია,მერე საწოლს ეცა მთლიანად ამოატრიალა,გიჟივით იქცეოდა.მთელ ემოციას ხარჯავდა,ყველაფერს ეხებოდა,ყველაფერს ამსხვრევდა,ბოლომდე ცდილობდა იმ ტკივილის გარეთ გამოტანას.სულ ოცი წუთი დაგვჭირდა,რომ სახლში ერთი მთელი ნივთი არ დაგვეტოვებინა.ბოლოს ძალაგმოცლილები და დაღლილები კედელთან ჩავიმუხლეთ და სახლს გადავხედეთ.რომელიც სახლის გარდა ყველაფერს გავდა,ჩვეულებრივი ბუნაგი იყო,ათასობით ნამსხვრევით და არეული,დალეწილი ავეჯით.
-დავიღალე!-ამოვილაპარაკე და თან ცალი ხელით დანიავება ვცადე,რადგან საშინლად მცხელოდა.
-არ ხარ ნორმალური!-გვერდულად გამომხედა ნიკოლამ.
-შენ კიდევ კარგად არ მიცნობ! არა და ჩემი გაგდება გინდოდა!
-აღარ მინდა იგივე თემა!
-აღარ გინდა რას ქვია? თუ არ ილაპარაკებ,რა აღარ იარსებებს რეალობა? ყველაფერი გაქრება,ვითომ არაფერი მომხდარა?პირიქით,უნდა ილაპარაკო,უნდა გამოხატო,უნდა იყვირო,უნდა იმოქმედო და მიეჩვიო რეალობას.უნდა ისწავლო ცხოვრება ტკივილით,თორემ ვერასდროს შეძლებ მის დამარცხებას! ტკივილს ვერასდროს დაამარცხებ,მას უნდა შეეგუ და მასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო!
-და შენ ამდენი საიდან იცი,პატარა ქალბატონო?
-პატარა ვარ,მაგრამ დალხენილი ცხოვრება არც მე მქონია.ჩემ ოჯახსაც უჭირდა,მამა დავკარგეთ,დედა და მე მარტო დავრჩით.ბევრის გადატან მოგვიხდა,ბერჯერ მიფიქრია,რომ ყველაფერი კარგად აღარასდროს იქნებოდა,რომ ყველაფერი მამამ წაიღო.მაგრამ როდესაც ვხედავდი დედას,მამიდას,რომლებიც რა გატყდნენ,ისინი იბრძოდნენ,რომ მე ეს ყველაფერი არ მეგრძნო.ორივე ქალმა მთელი დარჩენილი ცხოვრება მე შემომწირა და არ იმასახურებდნენ ჩემგან,შენსავით დეპრესიულ ადამიანად გადაქცევას.თავს შემოვუძახე,ვუყვირე,ვეკამათე,ვეომე ჩემს თავს და ბოლოს დავამარცხე! საკუთარ თავთან ბრძოლა მოვიგე,ტკივილით ცხოვრება ვისწვალე და საყვარელი ადამიანები ორმაგად დავაფასე.საერთოდ,ყოველთვის ვთვლი,რომ უმიზეზოდ ჩვენს ცხოვრებაში არაფერი ხდება.ყველაფერი კანონზომიერია.მამა ყოველთვის მეუბნებოდა,რომ არ არსებობს მჟავე ლიმონი,რომელსაც ტკბილ ლიმონათად ვერ გადააქცევო.ასე რომ,ტკვილს ყოველთვის აქვს,მეორე დადებითი მხარეც.რომელიც უნდა ეძებო და შენში გაზარდო.
-მაპატიე!-უცებ ამოილაპარაკა და თბილად შემომხედა.
-რა?
-ის რომ გიყვირე,ის რომ არ გენდობოდი,ის რომ ამდენი ხანი გაწვალე!
-მაშინ გაპატიებ,თუ შემპირდები,რომ ესეთი ნიკოლა აღარ იქნები.თუ შემპირდები,რომ იბრძოლებ და მარტივად არ დანებდები!
-გპირდები!-გვერდულად გამიღიმა და უცებ დააცხრა ჩემს ტუჩებს.გაშმაგებული მკოცნიდა,რომ შეძლებოდა ტუჩებს მომაჭამდა.მის ენას ვგრძნობდი,რომელიც სასიამოვნოდ დასრიალებდა და ჩემში ვნების ქარცეცხლს აძლიერებდა.სხეულზე მიკრავდა და თან საძინებლისკენ მიდიოდა,მის მთელ სხეულს ჩემზე ვგრძნობდი.მაიკა უცებ გადაიძრო და ჩემს ბრეტელებიან ზედას ეცა,რომელიც წამებში ბიუსჰალტერთან ერთად ნაკუწებად იქცა.მის შიშველ სხეულს მთელი არსებით ვგრძნობდი და სიამოვნებისგან ვითიშებოდი.ადრენალინისგან ყველა კუნთი დაჭიმული და გაქვავებული მქონდა,ის კი არ ჩერდებოდა.საძინებელში გასულებს,გაგვახსენდა,რომ საწოლი ნაწილებად იყო დაშლილი,მაგრამ ვნებისგან გაგიჟებულს აღარაფერი ადარდება.ისიც კი რომ პირველი ს..ქსი იატაკზე გვექნებოდა.ზემოდან მომექცა და ახლა ჩემ კერდს დაუყწო კოცნა,მე კი ხელებს მის ზურგზე ვატარებდი.ბევრჯერ მიფიქრია,როგორი იქნებოდა ჩემი პირველი ღამე,რატომღაც,ყოველთვის ჩემ თავს საქორწინო კაბაში წარმოვიდგენდი ხოლმე,რომელსაც ჩემი ქმარი გამხდიდა.მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგავარად იყო,ნიკოლა მთიშავდა,ყველას და ყველაფერს მავიწყებდა მისი ცხელი ხელების შეხება.კვნესა წამომცდა,როდესაც ხელი საცვალში ჩამიცურა და შეეხო.სიამოვნებისგან გაგიჟებული ისე ჩავაფრინდი მკლავებში,რომ მგონი სისხლიც კი წასკდა.მისი ხელები მოძრაობას არ წყვეტდა,მე კი კვნესას ვუმატებდი.უცებ ხელი მომაშორა და საცვალიც თან გაიყოლა,სიამოვნებისგან გონებადაბინდულმა ვერც გავიაზრე,როდის შევერწყეთ ერთმანეთს.თითქოს დამშვიდებულიყო,იმდენად ნაზად და მშვიდად მოძრაობდა ჩემს სხეულში.ყოველი მისი ბიძგი მტკივნეულიც იყო და თან ჯოჯოხეთურად სასიამოვნოც.არ ვიცი,ვისთვის როგორ ხდება,მაგრამ ჩემთვის პირველ ღამეს ტკვილიც ახლდა,ჯოჯოხეთური სიამოვნებაც,ვნებაც,სიყვარულიც და ბედნიერებაც.ორგაზმს მიღწეულებმა ერთდროულად ამოვიკვნესეთ და ზემოდან დამემხო.ისეთი შეგრძნება მქონდა,რომ მთელი ორგანიზმიდან გამომაცალეს ყველა სასიცოცხლო ძალა და ერთადერთი რისი თავიც მქონდა,სუნთქვა იყო.ნიკოლა კი არ ჩერდებოდა,ზემოდან გადმოწოლილი ხელებს დაატარებდა მთელ სხეულზე და მეფერბოდა,თან რაღაცას ბურტყუნებდა ხრინწიანი ხმით,მე კი ძალაგამოცლილი უკვე ძილის საბურველში ვეხვეოდი.
-მე უფრო ენერგიული მეგონა-ჩემი დახუჭული თვალები რომ დაინახა,ეგრევე აღადავდა.
-ეს პირველია და მეპატიება,დავიხვეწები!-ეშმაკურად გავუცინე და ენით ტუჩი გავილოკე.
-მიწვევ და ეჭვი მაქვს,მეორეს ვეღარ გაუძლებ!
-შენ ასაკს ვუფრთხილდები,გულმა არ გხიოს!
-დაიმსახურე,ნამდვილად დაიმსახურე-ვითომ გაბრაზებულმა დამიყვავა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.
ამჟამად კიდევ უფრო ნაზად მეხებოდა,მე კი გათამამებულმა ზემოდან მოქცევა გადავწყვიტე.
-ოჰოო,ამას არ ველოდი-გაოცებულმა წამოიყვირა და ხელებით ჩემ კერდს შეეხო.
-ახლა განახებ დაღლას!-ეშმაკურად გავუცინე და ვნების მორევში გადავეშვით ორივე.ამჯერად მართლა მოვკვდი,სუნთქვის თავიც აღარ მქონდა.ერთადერთი რაც მინდოდა ძილი იყო,მაგრამ უცებ რაღაც გამახსენდა და გიჟივით წამოვიყვირე.
-რა ხდება?-შეშინებული ნიკოლა ხელებს მიფათურებდა აქეთ-იქით,რამე ხო არ გტკივაო.
-ვაიმეე..
-რა გჭირს გოგო,გატკინე რამე?
-არაა რა მატკინე! მე ხომ ტვინის შერყევა მაქვს!
-აღმოჩენაა ნამდვილი-დამცინა დამშვიდებულმა ნიკოლამ.
-მერე შეიძლებოდა?
-რა?-გაოცებულმა გამომხედა.
-რა და სახლის დალაგება!-გავბრაზდი,რადგან სპეციალურად იდებილებდა თავს.
-ვერ გავიგე და იქნებ ამიხსნა?-ინტერესით შემომხედა.
-რა და ს..ქსი შეიძლება ტვინის შერყევის დროს?-ამის თქმა და მისი ხარხარი ერთი იყო.იმხელა ხმაზე იცინოდა,რომ ჭურჭელი ხელახლა დაიმსხვრა.
-გეყოფაა,რა ვიკითხე ასეთი-გაბრაზებულმა მუჯლუგუნი ვკარი და გვერდი ვაქციე.
-რაოო? რა თქვიი? -სიცილისგან უკვე ცუდად იყო,ცრემლებიც კი სდიოდა.
-შემეშვი!
-არ შემიძლია,ისეთი რაღაც იკითხე,რომ სხვაგვარად არ შემიძლია!-თანდათან სიცილს უკლო და გონზეც მოდიოდა.
-ხო და შემეშვი!-გაბრაზებულმა ცხვირი ავიბზუე.
-მაგ სისულელისთვის მესამედ დაგსჯიდი,მაგრამ ცოდო ხარ!-გამეკრიჭა და თავის მკლავებში მომიწყვდია.მეც ბევრი აღარ მიჯიუტია და მის მკერდზე გაწოლილს წამებში ჩამეძინა.

პ.ს. მოფრინდა ახალი თავუნია,რადგან ცოტა პატარაა და თავს ვერც ვუწოდებ :დდდ პატარა თავუნია მოვიდა და იმედია,თქვენს მოწონებასაც დაიმსახურებს heart_eyes kissing_heart



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

ძლივს არ ეშველათ ამათ

 


№2  offline წევრი tamuna.s

აუ დადე რა დღეს გთხოვ

 


№3  offline მოდერი bla.ell

აუ იმედია არ დააგვიანებ და არ დამტანჯააავ

 


№4  offline წევრი blondeangel631

ვაიმე ეს რა იყო მაე დადე heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი ani

Ohoo es tavi bombi iyooo magaria momewona dzaliann imedia axalsc male vixilavt

 


№6  offline წევრი ქეთიtaisia

ყველა თავი ერთად წავიკითხე ძააააან მომეწონა????
ეს ოთხი მიყვარს უკვე სიგიჟემდეეეე❤❤❤❤
ველი ახალ თავს ❤ იმედია მალე დადებ და ვიმედოვნებ რომ ნიკოს ახლა მაინც შეეცვლება ხასიათი:)????
ძველი ნიკო მინდააა!!!❤❤❤
დამიბრუნეე!!!❤❤❤
აბა წარმატებები))????❤

 


№7 სტუმარი mariami

gtxov male dade ra shemdegi tavi ❤️❤️

 


№8  offline წევრი tamuna.s

როფის დადებ ახალ თავს?

 


№9  offline მოდერი bla.ell

აუ რა უკვე ძაან აგვიანებ დამავიწყდა უკვე რა მოხდა კარგი რააა

 


№10 სტუმარი ani

აუუუ გთხოვ მალე დადე რააააააააააააააა

 


№11  offline წევრი Ioana

ხალხნო ორი დღეა ვერ ვდებ და ჩემ ნიკს ჭირს რამე,თუ საიტს? იცით ვინმემ?

 


№12 სტუმარი იოანა

ბავშვებო მე ვარ,სტუმრის სახელით! რა ჯანდაბა ჭირს,მგონი ჩემ ნიკს სჭირს მარტო! პროფილი სადაც გახსნილი მაქვს,იქიდან ვერც კი შემოვდივარ და რა ვქნა ???????????? დაწერილი მაქვს არადა ????????

 


№13  offline წევრი tamuna.s

როგორც ვიცი საიტზე ხარვეზებია და ადმინები ვერ შედიან რომ სიახლეები დაამატონ.

 


№14 სტუმარი სტუმარი ანი

იოანა
ბავშვებო მე ვარ,სტუმრის სახელით! რა ჯანდაბა ჭირს,მგონი ჩემ ნიკს სჭირს მარტო! პროფილი სადაც გახსნილი მაქვს,იქიდან ვერც კი შემოვდივარ და რა ვქნა ???????????? დაწერილი მაქვს არადა ????????

ანუ საიტს აქვს ხარვეზებიი მე ტელეფონიდან ვერ შევდივარ

 


№15  offline მოდერი bla.ell

სტუმარი ანი
იოანა
ბავშვებო მე ვარ,სტუმრის სახელით! რა ჯანდაბა ჭირს,მგონი ჩემ ნიკს სჭირს მარტო! პროფილი სადაც გახსნილი მაქვს,იქიდან ვერც კი შემოვდივარ და რა ვქნა ???????????? დაწერილი მაქვს არადა ????????

ანუ საიტს აქვს ხარვეზებიი მე ტელეფონიდან ვერ შევდივარ

ახლა აღარაა პრობლემა

 


№16  offline წევრი tamuna.s

შეიძლება უკვე ატვირთვა, ოპერით შედის ჩვეულებრივ და იქნებ დადო ახალი თავი რა

 


№17 სტუმარი სტუმარი ანი

tamuna.s
შეიძლება უკვე ატვირთვა, ოპერით შედის ჩვეულებრივ და იქნებ დადო ახალი თავი რა

მეც ეგ მინდაააა

 


№18 სტუმარი ani

პრობლემა აღარაა და იქნებ დადო ? ძალია გთხოვ დადებას თუ ვერ ახერხებ ის მაინც გაგაგვებინე როდის დადებ გთხოვ უკვე ორი კირაა ველოდები ახალ თავს მესმის საიტს პრობლემები ჰქონდა მაგრამ ახლა პრობლემა აღარააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent