შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (ნაწ.2 თავი 5)


28-02-2018, 20:32
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 043

დილის გარიჟრაჟზე ჩაძინებულს დაადგნენ თავზე მაქსიმე და ანასტასია. გამოფხიზლებულიც არ იყო ისე გავიდა, თავისი ბარგით ხელდამშვენებული ეზოში.
მაქსიმემ ძლივს იცნო, ამ ორ წელში შეცვლილი, გალამაზებული და დაქალებული ქებურია.. ბაბალესაც არა ნაკლები გაოცება ეხატა სახეზე, მის წინ მდგომი დვალის დანახვაზე.
-ბაბალე ეს შენ ხარ? მანქანაზე მიყრდნიბილი გოგოსკენ გაემართა.
-მაქს, რა სიმპატიური ხარ.
-და შენ? როგორ გალამაზებულხარ. გოგოს მიეჭრა და მოეხვია. -ტასიკოს თავს გეფიცები მგონი შემიყვარდი. სიცილით მოსწყვიტა მიწას და რამდენიმე წამში კვლავ უკან დააბრუნა მოკისკისე.
-მეც შეყვარებული ვარ მგონი შენზე..
-აყვა ღლაბუცში ესეც. თვალები გადაატრიალა ტასომ და მანქანაში დასკუპდა.
-წავედით ახლა ჰე.
-ეს ხომ არ აცლის ადამიანს არაფერს. უკანა კარი გამოუღო გოგოს, მერე სწრაფად მოუარა ავტომობილს და თავისი ადგილი დაიკავა საჭესთან.
-ჰე ახლა მოყევი რა ხდებოდა ამ ორ წელში? სარკიდან გახედა უკან მჯდომ ბაბის.
-უფ იმდენი რამ მოხდა.
-დაიწყე..
-სულ თავიდან?
-ხო აბა?
-ვიწყებ.
-მნიშვნელოვანი მომენტები უფრო დაწვრილებით. გაუცინა და საჭე მარჯვნივ მოაბრუნა.
ლაპარაკ ლაპარაკში თბილისს მალევე გაცდნენ. ღრუბლებით მოცულ მთებს ჯერაც ეძინათ, არა მარტო ბუნებას არამედ მზეც მიმალულიყო და ნისლში გახვეულიყო. დახვეული გზები ბურუსში აღარც მოჩანდა, რაც საფრთხეს წარმოადგენდა მათთვის.
ბევრი სოფელი და ბუნებაში ჩაძირული დასახლებების გავლის შემდეგ, გუდაურის ე.წ. „გადასახედის“ სანახავად გაჩერდნენ.
მზე ოდნავ გამოსულიყო ცაზე და კაშკაშა სხივებით დანათოდა ულამაზეს ნაგებობას, რომელზეც საქართველოს ისტორია მოზაიკის სახით გამოსახულიყო კედლებზე. საერთო ჯამში კი სამოთხის მაგვარ ადგილს მოგაგონებდათ.
ხელში დაკავებული სათვალე ცხვირზე მოათავსა და მზის სხივებისგან დაფარული მწვანე სფეროები მიაპყრო ცას. სურათები გადაიღეს, თვალი უკეთ მოავლეს უმშვენიერეს ხედებს, მერე ბაბალეს დაჟინებით პარაპლანითაც იფრინეს. ზევიდან დანახული მთები, გარემო, ხალხი, ბუნება ეს ყოველივე აღუწერელი გრძნობა იყო, რაც არასოდეს განეცადა არც ერთს.
ძლივს მოსწყდნენ ამ მშვენიერებას და გზა გააგრძელეს.
სოფელ სნოსაც ესტუმრნენ, რომელიც ბაბის ყოველთვის გამორჩეულად მოსწონდა.. ალბათ იმიტომ, რომ სოფელი ისევ ძველ იერსახეს ინარჩუნებდა..
გასაოცარი იყო სუფთად დაგვილი ვიწრო ქუჩები და ფლეთილი ქვის ლამაზი წყობით აშენებული სახლები.
ღუდუშაურის ციხეც მოინახულეს უძველეს ისტორიასა და გადმოცემებს, რომ ინახავდა. ქართველი მწერლების გიგანტური ქანდაკებებიც შეათვალიერეს, რომლებიც ღია ცის ქვეშ ზღვის დონიდან 1 760 მეტრზე მდებარეობდა..
ბუნებაში მყოფი თვალისმომჭრელი შედევრები ერთ დიდ მუზეუმს ქმნიდა.. იქ იყო შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე ყაზბეგის გიგანტური სკულპტურები.
ასე, არა დაგეგმილი თვითნებურად შექმნილი ტურით დაღლილები გაემართნენ ჯუთასკენ.
სასტუმროს წინ გააჩერა მაქსიმემ ავტომობილი და გადავიდა..
ბაბალე და ტასოც მას მიყვნენ.
სასტუმროდან რამოდენიმე ნაბიჯზე მარკეტის სტილში, ჟეშტისგან გაკეთებული, პატარა მაღაზია შენიშნა ქებურიამ და ნაყინის საყიდლად შევიდა. გამყიდველი იქაური ბებო იყო, რომელიც გაფაციცებით ადევნებდა თვალს გვერდით მინდორზე მყოფ კაცებს, რომლებიც ცხენს თოკებით იჭერდნენ . მოხუცს ღაჟღაჟა ლოყები ისე დაჭკნობოდა მაშინვე მიხვდებოდით ცხოვრების მძიმე წლები, რომ ქონდა გატარებული . მის გამოხედვაში ყაზბეგი ქალის კუშტი მზერა და თბილი თვალები ერთ დიდ ნაზავს ქმნიდა . შავი თავსაბურავი უფრო მეტად გამოკვეთდა ხორბლისფერ კანსა და დამჭკნარ სახეს..
მაქსიმე შეკრებილებისკენ წავიდა.
-ბებო ცოდო არ არის? ცხენისთვის მზერა არ მოუცილებია პატარა ბავშვს ისე მიმართა მოხუცს.
-ცოდოა ბებო მეც მეცოდება მარა წესია ასეთი . გაუღიმა პატარა ბიჭს და თავზე ხელი გადაუსვა.. სიტუაციაში ვერ გარკვეულიყო ბაბალე , ჯერ მოხუცს შეხედა მერე ისევ ცხენს, რომელიც უკვე მიწაზე ეგდო და მამაკაცები თავს ეხვეოდნენ.
-ბებო რას უშვებიან იმ ცხენს ? დაბნეულმა იკითხა და თვალი გაუსწორა თბილად მომზირალს.
-კოდავენ.
-ცოდოა. ტასიკო ლამის ატირდა.
მაღალ ბიჭს გახედა მისკენ ზურგით, რომ იდგა და ცხენს ზევიდან დაჰყურებდა. თითქოს იგრძნო დაჟინებული მზერა, ისე მიტრიალდა ქებურიასკნ და აი ის წამი მათი თვალები ერთმანეთს, რომ გადააწყდნენ. ყველა მოგონებამ გაუელვა თვალწინ..
გარეგნულად ძალიან შეცვლილი იყო ხიონაკი.
იმდენად შეცვლილი, რომ ვერც იცნობდა სადმე ქუჩაში რო შეხვედროდა.
გიკამ არც კი იცოდა ყაზბეგში ბაბალეს თუ ნახავდა. ორი წლის წინ დავიწყებული ქებურია ახლა მის წინ იდგა.
-გიკა.. მხარზე ხელი მიარტყა მაქსმა.
-ის?
-ხო ბაბალეა.. სიცილით დაეთანხმა.. -ხო მაგარი შეცვლილია?
-ხო..
გოგოს თვალი ძლივს მოაცილა.
შინაგანი აფორიაქება როგორღაც დამალა, მაგრამ ის რაღაც მოუსვენრობა, რომელიც ამდენი ხანი ჩაკლული იყო, თითქოს ისევ გაცოცხლდა.
-ბაბალე არ მოდიხარ? სასტუმროსკენ წასულმა ტასომ კითხა.
-მოვდივარ..
ოთახში ასულმა თავს ფიქრის საშვალება არ მისცა და მაშინვე დაიძინა. მობილურის ხმამ გამოაღვიძა ტკბილად მძინარე.
-გისმენ. თვალები არც გაუხელია ისე უპასუხა.
-მომენატრე ბაბ.
-მეც მომენატრე. ლაშა, როდის ჩამოდიხარ?
-კიდევ რამოდენიმე დღე მიწევს დარჩენა და ამ კვირის ბოლოს ჩამოვალ ალბათ. შენ რას შვები ?
-ჯუთაში ვარ.
-ვიცი, ხომ მითხარი გუშინ მივდივარო. მოგეწონა ჭაუხები?
-ჯერ არ მინახავს.. ხვალ ვნახავ და გეტყვი. გაეღიმა.
სასტუმროს ეზოში მყოფი ხიონაკი ლუდს სვამდა და იმ ოთახს უყურებდა სადაც ბაბალე ეგულებოდა.
-გიკ..ნიაკო მიუჯდა გვერდით და ბიჭს მოეხვია.
-ჰო.
-ქორწილი არ გინდა აქ, რომ გადავიხადოთ?
-შენ როგორც გინდა..
-ძალიან კარგი.. კმაყოფილმა გაიღიმა.. -ბაბალე ნახე?
-შორიდან დავინახე.
-სად მიდიხარ?
-მეძინება.
ოთახში შესულმა მაისური გაიხადა და საწოლში მოწყვეტით ჩაეშვა. ნიაკოც გვერდით მიუწვა და მალევე ჩაეძინა. ვერ შეძლო დაძინება, ამიტომ აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად. მთელი კოლოფის ჩაცლის შემდგომ დაბრუნდა ოთახში.
არსებობს სხვა , საოცარი განზომილება დედამიწაზე , სადაც დაჰყურებ ბუნების ნამდვილ საოცრებას და გული სიამაყით გევსება? უეცრად თითქოს დრო რომ ჩერდება და სუნთქვა, რომ გეკვრის?
კი ნამდვილად არსებობს ასეთი სამოთხე საქართველოში და მას ჯუთა ქვია..
დილით თვალს, რომ ახელ მზეც კი სხვანაირი გეჩვენება იმ ადგილას..
ყველაფერი იცვლება..
ბუნების სილამაზეს თვალით, რომ აღიქვამ და სამყარო ყველაზე მაგარი გგონია ამ უსაზღვრო სილამაზის შექმნისთვის.
დილის 10 საათზე დაადგნენ გზას ჭაუხებისკენ. სასტავი წინ მიდიოდა, ბაბალე და ტასო ყველაზე წინ იყვნენ.
ნიაკო და გიკა ბოლოში მოჩანჩალებდნენ, რადგან ხახუბიას ჩქარა სიარული არ შეეძლო.
-თუ სიარული არ შეეძლო ნეტავი აქ რას მოდიოდა.. ანასტასია ვერ ისვენებდა.
-დაანებე შენ თავი მიხედავს ვაჟბატონი.
-ილაპარაკეთ შენ და გიკამ?
-არ მინახავს ახლოდან.
-ნეტა რა დამალობანას თამაშობთ ერთი თქვენც რა.. ხელი აიქნია და ცხვირ აბზუებული წავიდა წინ.
პირველ წერტილში ასულები , იქ დაკიდებულ ჰამაკებში ჩაჯდნენ და ცოტახნით მისცეს თავს დასვენების უფლება. იქვე მყოფი სასტუმროდან მუსიკის ხმაც ისმოდა და ესენიც მშვიდად უსმენდნენ მუსიკას.
-აი ამას ქვია ნეტარება.. ტასიკომ წყლის ბოთლი აიღო და გარემოს თვალი ხარბად მოავლო.
-ძაან მაგარია.. არა სასწაულია. ბაბალეც დაეთანხმა.
-პირველად ხარ შენ ააქ? მაქსიმეს ძმაკაცი ჩამოჯდა გოგოების წინ.
-შენი რა საქმეა ? ანასტასიამ ცხვირაწეულმა გადახედა ცისფერთვალებას.
-შენ არაფერს გეკითხებიან მგონი.
-მაქსიმეეეე. დაუყვირა გვერდით მდგომ ძმას.
-რა გაყვირებს გოგო აქ ვარ.. ყურზე ხელი აიფარა.
-გაიყვანე ეს აქედან.
-რა დღეში გაქვს ამ პაწუკა გოგოს ეს ნერვები.. თავი გააქნია თორნიკემ.
-პაწუკა?
-უფს. დაგინგრიე შენს სიმაღლეზე შექმნილი ილუზია?
-ახლა გისვრი ამ მთებიდან.
-ერთად გადავხტეთ წამო. ხელზე დაქაჩა.
-შენთან ერთად სიკვდილიღა მაკლია.
-ამ ორ წელში უფრო დაგგძელებია ეგ ენა.
-ვაიმე ბაბი წამოდი თორემ თუ ვწვდი ამას თმებში ქაჩალს დავტოვებ. ფეხზე წამოხტა, ზურგჩანთა მხარზე მოიკიდა და სწრაფად გაუყვა გზას.
-რას ერჩი გოგო ამ ბიჭს?
-აუტანელია.
ჩანჩქერთან მისულებმა ჩამომავალ ველურ წყალს ხან იქედან უარეს ხან აქედან, მაგრამ დიდ ლოდებზე გადასვლა ვერანაირად ვერ მოახერხეს.
-დაგჭირდა ხო ჩემი დახმარება? თორნიკეს გამხიარულებული ხმა მისწვდა მათ ყურთასმენას.
-მეხი დაგეცეს შენ ანასტასია დვალო ამას დახმარება, რომ სთხოვო. ზეცას აპყრობილი ხელები წამში ჩამოსწია და ძმას მიუბრუნდა. -მიდი ახლა იჯელტმენე და გადაგვიყვანე.
-ნეტა ჩემი თავი გადამათრევინა ახლა და შენზე არც ვიდარდებ.
-აი ესაა ნამდვილი ძმა. ბრაზისგან ანთებული თვალებით გახედა ქვებისკენ მიმავალს.
-გიკაააა.. ხმამაღლა დაუყვირა ნელა მიმავალს -რას მოლასლასებ ბიჭო გამოადგი ფეხები.
ბაბალემ გიკას დანახვისთანავე ისე ისკუპა ლოდიდან ლოდზე ლამის ჩანჩქერს გაყვა.
-ბაბალიკ საღოლ შენ.. წყლით გალუმპულმა მაქსმა გახედა გოგოს.
-რანაირად? როგორ? გაოცებული უყურებდა დაქალს. -სადაა შენი სატრფო? მიახლოვებულ ხიონაკს კითხა.
-დაიღალა და სასტუმროსკენ გაბრუნდა..
-არ მესმის ადამიანი ამ სილამაზის სანახავად როგორ არ უნდა ამოხვიდე.. მხრები აიჩეჩა და მეორე მხარეს გადასასვლელად მოემზადა.
-მოიცადე.. თორნიკე ჩქარ დინებაში ჩახტა და ტასიკოს ხელზე მოკიდა ხელი. -მოდი..
-არა.. ჩამაგდებ.
-არ ჩაგაგდებ ტასუ...
-მეშინია.
-დაივიწყე შიში..
-არ ჩამაგდო!
-არათქო.
-მპირდები?
-გპირდები. ღიმილით მოხვია გოგოს წელზე ხელი და ფრთხილად გადაიყვანა მეორე მხარეს.
-ყველაზე კაი ხარ.. გახარებულმა ტასიკომ ბიჭს ლოყაზე აკოცა და ქებურიასკენ გაიქცა. თორნიკე გაღიმებული უყურებდა მიმავალ დვალს და ხელს ლოყაზე ისვამდა..
-აუფ რა დარხეული გაქ. გიკამ მიარტყა ხელი მხარზე.
-დარხევა შენ მერე ნახე რამეს თუ მიქარავს.. მაქსიმე ამოუდგა გვერდით ბიჭებს.
-ეჰ.. გაძლება მოგცეს ღმერთმა. ხიონაკმა თავი გადააქნია..
-დაახვიეთ რა.. თორნიკემ ხელი აიქნია და მხარზე დაყრდნობილი გიკა მოიცილა..
ტბაზე ასულებმა ტასიკო დაინახეს, იქვე მჯდომი გვირილას რო პუტავდა.
-რაო უყვარხარ? ყვავილზე მიუთითა თოკომ
-არაო.. მხრები აიჩეჩა დვალმა
-მატყუარა გვირილაა ეგ.. გიკამ თქვა და გარემოს თვალი მოავლო. -სადაა შენი წითური?
-ჭაუხები უნდა დავლაშქროო და..
-იქ უნდა ავიდეს? ხელი უზარმაზარი კლდეებისკენ გაიშვირა.
-აჰამ..
-სუ გაგიჟებულა ეგ ამ ორ წელში.
-რო ნახავ არ მოუშალო იცოდე ნერვები..
-მეე?
-დიახ შენ..
-სულ არ შევეხები.
-ძალიანაც კარგს იზამ.. შენ გყავს შენი გასართობი და მიხედე იმას.
-მიხედილია.. ერთი სიტყვა მიუგდო და ბალახზე გაგორდა.
თითქმის ერთი საათი იყო გასული მშვიდად რაც იჯდნენ, მაგრამ ანასტასია ვის დააცდიდა მშვიდად ყოფნას.
იქვე შემჩნეულ ცხენზე დაჯდომა აიტეხა. თორნიკემ მთელი ისტორიები შეთხზა თუ რა საშიში იყო ამ გარემოში ცხენზე დაჯდომა, ნუ მაგის ბოდვას ვინ უსმენდა საერთოდ . მაინც თავისი გაინაღდა და გაექანა ცხენისკენ.
ამაყად იჯდა გაჭიმული უეცრად ცხენი ორ ფეხზე, რომ შედგა. ტასომ თავი ვერ შეიმაგრა, ვერც პატრონმა ვერ განახორციელა სწრაფი რეაქცია და ამგვარად ანასტასია ცხენიდან გადმოვარდა. ყველა ერთად მიეჭრა ძირს დავარდნილ გოგოს, რომელსაც თითქმის არაფერი არ აწუხებდა.
-ტასუ.. ხელებს სახეზე უსვამდა თორნიკე. -ტას კარგად ხარ?
-ფეხი მტკივა..
-ხომ გეუბნებოდი?
-ნუ მეჩხუბები.
-არ გეჩხუბები.. უბრალოდ ჩემს გაფრთხილებებს არ ითვალისწინებ და შედეგსაც ხედავ.
-ადექი სასტუმროში წავიდეთ. დას ხელი მიაშველა მაქსმა.
-აუჩ. ძაან მტკივა. ფეხს ძალა ვერ დაატანა.
თორნიკემ ცხენზე შესვა ქალბატონი, თვითონაც უკან მიუჯდა და პატრონს მიუბრუნდა. შეუთანხმდა რომ უკან დაუბრუნებდა ხვალ დილას ულაყს. კაციც უპრობლემოდ დათანხმდა.
-მეც წამოვალ ბარემ. მაქსმა თავისი ზურგზაკი მოიკიდა.
-ბაბალე ჯერ, რომ არ ჩამოსულა? ტასიკომ ჭაუხებისკენ გაიხედა.
-მე დავრჩები და დაველოდები არ ინერვიულო მაგაზე, შენ ფეხს მიხედე.
-გიკა
-არაფერს არ ვეტყვი..
-იცოდე..
-ვიცი..
-არ დატოვო მარტო.
-ჩამოვიყვან უკან უვნებლად.. მეტი რა ვქნა ტო?
-დაიფიცე!
-ლიკას თავს გეფიცები..
-ვსო.. დავმშვიდდი.
როგორც კი სასტავი დაიშალა და გიკა ხიონაკი სრულიად მარტო დარჩა ტბაზე, მოსაღამოებულ ადგილას ნერვებმა პიკს მიაღწია და ბაბალეს მოსაძებნად წავიდა.
-მომინდომა გოგომ ალპინისტობა..თავჩაღუნული მიემართებოდა მთებისკენ თან იღრინებოდა..-ეგეც არ მყავდეს ახლა ალექსანდრა ჯაფარიძე. ხო უნდა დაგტანჯოს ამ წითურმა კაცი. მეტი საქმე არ მქონდა მეც კიდე ამის ლოდინი რო დავიჩემე? გეგონება ამის ძიძა ვი...
-უკვე გააფრინე ხო? შენ თავს დაუწყე ლაპარაკი? გაღიმებულ ქებურიას ახედა მის წინ გაბრწყინებული სახით, რომ იდგა.
-სად იყავი აქამდე?. ვერ ხედავ რო დაღამდა?.
-8 საათია ჯერ..
-1საათის და დაჟე მეტის სავალი გზა გვაქვს გასავლელი და მგონი ეს გავიწყდება.
-სხვები სად არიან?
-წავიდნენ..
-ტასო?
-ეგეც.
-ნუ იტყუები, ტასიკო არ დამტოვებდა.
-ფაქტია, რომ დაგტოვა.
-შენ რაღატომ დარჩი?
-ასე მომინდა.
-არ შეცვლილხარ.
-უნდა შევცვლილიყავი?
-ნამდვილად.
უეცარმა ჭექა ქუხლმა ისე შეაშინა ბაბალე უნებურად წამოიყვირა. ამინდი საგრძნობლად იცვლებოდა, ღრუბლები ჩაშავებულიყვნენ. რამდენიმე წამის შემდგომ იწყო ციდან წვეთების უგზო უკვლოდ ცვენაც.. სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდნენ თავი, რომ დაეხწიათ წვიმისთვის.. ჩანჩქერთან მისულები შეჩერდნენ..
-უნდა გადავხტეთ.
-მეშინია.
-რისი გეშინია ბაბალე ამოსვლისას ხომ გადახტი?
-გადავხტი მარა მეც არ ვიცი როგორ.
-მომკიდე ხელი.
-ჩავარგდებით გიკა.
-არ ჩავარდებით ბაბი მენდე.
-ქვა სველია ფეხი დაგვიცდება.
-არ მენდობი?
-გიკა ვერ გადავალთ. ჩანჩქერს მოუაროთ.
-უკან რო დავბრუნდეთ და ჩანჩქერს მოუაროთ დაგვიღამდება
-მასე ჯობს.
-წვიმა მატულობს ბაბალე.
-ჰო კარგი..
-მზად ხარ?
-არა.
-სამ თვლაზე გადავხტეთ.
-არა.
-ბაბი..
გოგომ აწყლიანებული თვალებით შეხედა. ხიონაკმა ღრმად ჩაისუნთქა და ისე ისკუპა მეორე მხარეს არც კი უფიქრია ბევრი. ქებურია აკანკალებული დაჰყურებდა ჩანჩქერს.
-ხელზე ჩამეჭიდე.. გიკა მეორე მხრიდან ცდილობდა ბაბალეს გადაყვანას.
-გიკა გთხოვ. ატირებულმა ჩაკიდა ხელი.
-არ ჩაგაგდებ მენდე..
თითქოს ეს სიტყვები სჭირდებოდა დასამშვიდებლად. თაფლისფერ თვალებს მწვანე თვალებმა ნდობა გამოუცხადეს. გოგომ ხელი ისე ჩაკიდა ბიჭს, რომ დომოდა გიკას მაინც ვერ ჩააგდებდა და გააყოლებდა წყალს. თუმცა ხიონაკს ეს არც უნდოდა. რამდენიმე წამში გიკას მკლავებში იყო თვალებ დახუჭული, გულ აფანცქალებული, სუნთქვა გახშირებული და შიშისგან კანკალებდა.
-გადავრჩი.
-გადარჩი. ღიმილით დაუდასტურა მამაკაცმა და ხელით სველი თმები გადაუწია სახიდან.
საშინლად წვიმდა..
-რა ვქნათ? ჩვენს სასტუმრომდე კიდევ დიდი მანძილია.
-იქ დავჩეთ. შორიდან გამოჩენილი ხის შენობა დაანახა გოგოს.
სირბილით ფარავდნენ დარჩენილ მანძილს. ჰამაკებთან მისულები ხის ნაგებ სასტუმროში შევიდნენ. დერეფანში უცხოელები ირეოდნენ.
-ორი ნომერი გვინდა მხოლოდ ერთი დღისთვის. ხიონაკი მიეჭრა კუთხეში მჯდომ ბიჭს.
-ორი?
-დიახ, ორი.
-არ გვაქვს.. არც ერთი ნომერი არ არის თავისუფალი.
-ჯანდაბა.
ორივე სუ მთლად გალუმპული იყო წვიმისგან, სირბილისგან კი დაღლილები.
უეცრად ვიღაც გოგო მივიდა მათთან.
-მე დაგითმობთ ჩემს ნომერს. მე ჩემს დასთან გადავალ.
-მადლობა.
-არაფერს. გასაღები გაუწოდა, გაუღიმა და გასცილდათ.
მეორე სართულზე ასულები მითითებულ ნომერში შევიდნენ. ბაბალემ წამში მოათვალიერა ოთახი. ერთი საწოლი იდგა, პატარა ტუმბო, მის გვერდით მოთავსებული სასმლით სავსე თარო და ორი სანთელი იდო.
გიკას გახედა ტანზე უკვე, რომ გაეხადა და შარვლის ელვას იხსნიდა.
ფანჯრის რაფაზე ისხდნენ..
ბაბალე სრულიად შიშველი საბანში შეფუთული იყო.
ხიონაკი საცვლის ამარა იჯდა მის წინ და სასმელს სვამდა.
არც ქებურია ჩამორჩებოდა სმაში.
-ორი წელი გავიდა..
-გავიდა...
-რა შეიცვალა შებთან ბაბალე?
-გაინტერესებს?
-რავი..
-ფსიქოლოგიურზე მოვხვდი იმწელსვე..
-ეჭვიც არ შემპარვია, რომ ჩააბარებდი. გაეღიმა
-შენ?
-არქიტექტურაზე ვარ.
-კარგია.
-ხო, არის რა. დალაშქრე ჭაუხები? გაეცინა.
-არა.. არ ამიშვეს.. მანაც გაუცინა.. -საშიშიაო.. მაგრამ იმდენი რამ მიამბეს ნამდვილად ღირდა ის საათები იქ ყოფნისთვის.
-ისევ იგივე ხარ, შენ არც შეიცვლები.
-არც შენ.
ჭიქები მსუბუქად მიარტყეს ერთმანეთს და სასმლის კიდევ ერთი, დაცარიელებული მინის გამოყვანილი, მოოთკუთხედო ბოთლი შეჰმატეს ორ ჩაცლილ ბოთლს.
-სიბნელის ფონზე მწვანე მოელვარე თვალები უფრო აბრუებდა სასმლისგან გაბრუებულს. ამას დამატებული ბაბალეს კისკისი, რაც გონებას უბინდავდა..
-ლამაზი ხარ..
-არასოდეს გითქვამს ეგ.
-მე ბევრი რამ არ მითქვამს.
-მაინც?
-ბევრია..
უყურებდა, აკვირდებოდა იმ წითურ გოგოს ასე ძაან, რომ ვერ იტანდა მისი გონება, მაგრამ შინაგანად სულ სხვა გრძნობა სუფევდა მასში..
-მგონი დავთვერი. ამღვრეული თვალებით შეხედა გიკას და მხრიდან გადავარდნილი საბანი სწრაფად წამოიფარა.
ქებურიას მოშიშვლებული მკერდის დანახვაზე გონება სრულიად გაეთიშა.
ბაბალემ თავი ჩახარა.
გიკა მისკენ გადაიწია და ბაბის ისე ეძგერა ტუჩებზე, გოგოს მოულოდნელობისგან ხელში დაჭერილი ჭიქა ხელიდან გაუარდა. რამდენიმე წამში მოსცილდა და თვალებში ჩააჩერდა.
თითქოს დრო გაჩერებულიყო..
სურვილმა, რომ მისი ტუჩების გემო კიდევ ეგემა მთლიანად მოიცვა და უკან აღარც დაუხევია.. ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა, ყელიდან ლავიწებამდე გაიკვლია გზა.
მალევე მოაშორა საბანიც და სრულიად შიშველი ქებურია აიკრა სხეულზე.
-შეცდომას ვუშვებთ. ბაბალეს თითქოს საღი აზროვნების უნარი დაუბრუნდა, მაგრამ ის საღია აზრი ხიონაკის ცხელმა ტუჩებმა გადაფარა.
-დავუშვათ.. საწოლს მიახლოვებულმა განუცხადა.
სამყაროდან მოწყვეტილებმა და ბუნებაში ჩაკარგულებმა გააქრეს მათ გარდა ყველა და ყველაფერი და ასე დაეპატრონნენ ერთმანეთს.



№1 სტუმარი სტუმარი shalo

damireke...

 


№2  offline მოდერი Mathew

ააააააა,ვუაიმეე დედაა.ცჯდათ ვარრ,რა იყო ესს??არ შემიძლია მოთმენა,ახალინთავი მინდა.მოვკვდებიი!!ვუაიმეე არ ვიცი რა ვთქვა,ახლაც სისულელეს ვბოდიალებ იმხდენად დაბნეული და აჟიტირებული ვარ

 


№3  offline წევრი blondeangel631

ამათი საცოდაობით დავიწვი ჯერ ასეთი ურთერთობა ახლა ორი წელიო ერთი ბედნიერებაც აჩუქქე ცოდოები არიან შეიცოდე heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიშკა

როდის დადებ ახალ თავს?

 


№5 სტუმარი სტუმარი megi

ar apireb gagrdzelebas?au dade ra shemdegi tavi dzaan magaria da ese ar shewyvito gaagrdzele ra

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიშკა

Rodis dadeb srulad?

 


№7  offline წევრი tatiachelo

სტუმარი მარიშკა
Rodis dadeb srulad?

iqita orshabats savaraudod )

 


№8 სტუმარი სტუმარი თაკო

დადებ დღეს?

 


№9 სტუმარი რატი

რატომ აღარ დებ?

 


№10 სტუმარი nia

ყველა ნაწილი დღეს წავიკითხე და უზომოდ ვარ შევარებული ამ ისტორიზე თავის პერსონაჟებიანად. ბაბალეზე ვგიჟდები, როგორი საყვარელი გოგოა. ამ თავის მერე გიკამ რომ ნიაკოზე იქორწინოს, სამუდამოდ შევიძულებ ამ ბიჭს! ნუთუ არ ეყოთ ბავშვობაში რაც დაჭამეს ერთმანეთი, მერე ეს 2 წლიანი სიშორე და ახლა ისევ რომ გაიყოს მათი გზები ბარბარე ძალიან შემეცოდება.
იმედი მაქვს მალე გააგრძელებ და ასეთ საოცარ ისორიას ასე არ შეწყვეტ <3

 


№11 სტუმარი 123

agar agrdzeleb?

 


№12 სტუმარი :)))

გაგრძელებას ვითხოოვ...♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent