შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსი და სუში ნ2/თავი 1


1-03-2018, 21:43
ავტორი Auroram
ნანახია 2 805

-პირი გააღეთ ქალბატონო- ისევ გაისმა თხოვნა ოთახში,სადაც უამრავი ხელსაწყო იდო. განათებული თუ გაუნათებელი–ქალბატონო პირს თუ არ გამიღებთ მე უბრალოდ ვერ გავიგებ...–გოგონა კი ისევ თავის აზრზე იდგა და თავს აქეთ–იქით აქნევდა–მაშ რა გაეწყობა,ისევ გადავდოთ შეხვედრა–ამოიოხრა ექიმმა და სკამიდან წამოდგა. გოგონამ პირი უმალ გააღო და კივილი დაიწყო,გახარებული ექიმი კი მის გაღებულ პირის ღრუს მივარდა–მშვენიერია,ეგრე გაჩერდით უახლოესი ოცი წუთი ქალბატონო ლილია–მუდარა გაისმა ქალის ხმაში და ხელი დასტაცა ბურღს.

–იცოდეთ,რომ მეტკინოს...–ამოილუღლუღა რაღაც
რისი გამკეთებელი ხარ ერთი,ადამიანის გალანძღვა შენ არ შეგიძლია და მკვლელი
არამგონია იყო ირონიულად ჩაისისინა კონსტანტინემ და ფანჯარაში ყურება გააგრძელა. ლილიამ ამოისუნთქა და თვალები დახუჭა. ვერაფერს ვერ გრძნობდა,მხოლოდ ცხვირს ამოძრავებდა და ამითაც კმაყოფილდებოდა.

–ცხვირი ლილია!–დაიღრინა კონსტანტინემ

–ღა ღინდა ჰენ?!–გაოცებლმა ამოიხავლა შეძლებისდაგვარად სიტყვები და თავი სწრაფად მიაბრუნა,მაგრამ ვაი,რომ პირში ბურღი იყო. ექიმმა თავი ძვლივს გაუკავა,თავის დროზე–გადავრჩით!

–აღარასდროს,აღარასდროს წამოგიყვან ჩემთან ერთად არსად!გესმის?! არსად!–თან კამერებს უღიმოდა და თან კონსტანტინეს უბღვერდა. საოცარი ტანდემია.

ნუთუ ასე უნდა გაგრძელდეს სიცოცხლის ბოლომდე? მთავარი ის არის,რომ მკვლელი არ გამოჩენილა–საოცრება!არც გამოჩნდება სანამ კონსტანტინე არის ლილიას გვერდით და სანამ სუში მფარველობს მათ. გეგმა?! არანაირი გეგმა! მიზანი?! სასაცილოა–ბატონი დეტექტივი უნდა გაქრეს ლილიას ცხოვრებიდან,იქამდე მაინც სანამ მკვლელი არ გამოჩნდება მათ ცხოვრებაში,მაგრამ ბატონი გამომძიებელი ვერ რისკავს მსხვერპლის სიცოცხლეს. რა თქმა უნდა კოტიკო ეს ,ხომ უბრალო მსხვერპლია. მსხვერპლი,რომელიც უნდა დაიცვა და გადაარჩინო არა?!

–მე არც ვყოფილვარ ინიციატორი ლილია,ისედაც აშლილ ნერვებს უარესად ნუ მიფოფრავ–თვალების ტრიალით მიახვედრა,რომ გაჩუმებულიყო და მის ღრმა დეკოლტეს თვალი გააყოლა. ლილიამაც გამარჯვებული მზერა სტყორცნა და მანქანაში უპატიჟოდ ჩაჯდა. გვერდით მომჯდარ კონსტანტინეს ვნებიანად გახედა და თვალი ჩაუკრა. ცოტა ახლოს მიიწია და ხელი ლოყაზე ჩამოუსვა.

–არ გინდა,რომ შენი მეგობრები გამაცნო?–ლილიას ინიციატივით გაოგნებულმა სიამოვნებაში გაპარულმა კოტიკომ თვალები უმალ ჭყიტა და მისას ჩააშტერდა.

–რატომ უნდა გაგაცნო ჩემი მეგობრები?–გაოგნებულს უნებურად დასცდა ის რაც პირველად მოაფიქრდა და სულ არ განსაზღვრა ის,თუ რასამბობდა. მაოცებს კაცის ლოგიკა. მკითხველო,შენ ახლა ფიქრობ,რომ სიძულვილის მეტს ვერაფერს ვერ ვგრძნობ,მაგრამ ეს ხომ ასე არ არის?! როგორ დაგიმტკიცო? როგორ მიგახვედრო? რა ვიცი–არ ვიცი–განა ვიცი?!

–თუ არ გინდა,საერთოდაც არ ვნახავ,მე ვიფიქრე...–ამოიოხრა–არაფერი,სულ ტყუილად ვიფიქრე. წავიდეთ თუ შეიძლება–ღიმილით მიუბრუნდა მძღოლს და კონსტანტინეს ზურგი აქცია.

მთელი გზა ფიქრობდა და ფიქრობდა. არაფერი არ აკავშირებს ამ ზეციურ არსებასთან,მაგრამ მოსწონს,მოსწონს თანაც ძალიან. ვერ ამბობს ვერაფეს,იმიტომ,რომ მხოლოდ ვნებას იღებს საპასუხოდ,არადა რა იცის ჩვენმა ლილიამ რა ქარცეცხლი ტრიალებს კოტიკოს გულში არა?! თვალები აუწყლიანდა,და სახელურს მიაპყრო მზერა,შემდეგ მანქანის ხალიჩას მოავლო მზერა და პატარავარდისფერი ფურცელი შენიშნა.

შეუმჩნევლად დაიხარა და აიღო დაკუჭული ქაღალდი-გაშალა. უხეში კალიგრაფიით ნათარგმნი იყო შექსპირის ცნობილი ციტატა: ,, ძალიან ნუ აანთებთ ცეცხლს ღუმელში თქვენი მტრებისთვის, თორემ თქვენვე დაიწვებით“. თვალებ გაფართოებული კითხულობდა ლურჯი კალმით შესრულებულ წარწერას და წითელ წერტილებს,რომლებიც ალაგალაგ იყო დაწვეთებული. სისხლის იმიტაციას ტოვებდა,თანაც სუნიანი სისხლის! თვალები ისევ აუცრემლიანა ამ ამაზრზენმა აირმა და სახე გაატრიალა. მკვეთრ მოძრაოაზე კონსტატნინემ გამოიხედა და ვარდისფერი ფარატინა ფურცელი დაინახა,შემდეგ სუნიც იგრძნო და ნელ–ნელა მიხვდა თუ რა ხდებოდა.

–რა არის ეს?!–სიმკაცრეს არ კარგავდა ის.

–ჩემმა თაყვანისმცემელმა გამხმარი ყვავილი მაჩუქა და სუნი ასდის,შენ რა გესაქმება ჩემ ფურცლებში?–გაკაპასებულმა უმალ გამოაცხო ნოყიერი ტყუილი და თვალებში ჩააშტერდა. ვერავინ იფიქრებდა,რომ იტყუებოდა,ან როგორ გაუბედავდნენ თვით ლილიანას,მაგრამ კონსტანტინე,ხომ ყველა არ არის.

–მანახე!–რატომ?! რა ვალდებული იყო ლილია ეჩვენებინა ყვავილი? ამიხსენი მკითხველო!

–ახლავე,გულსაც გადაგიშლი და სულშიც შემოგიშვებ კიდე!–სარკასტულად მიუგო კოტიკოს და ვარდისფერი ფუცელი ჩაიჯიბა.

–ერთხელ ვიმეორებ, მანახე!–ტონს არ ცვლიდა ვაჟბატონი.

–საინტერესო ფენომენი ხარ,არ გესმის რას გეუბნები?! არა! ა რ ა!–ტუჩები აუკანკალდა.ჩვენი ეშმაკუნა კონსტანტინე მიუახლოვდა ლილიას. კისერში თითები მოათავსა,მეორე ხელი ფეხებზე დაადო და ტუჩებით ლოყას აუყვა. მძღოლმა სასწრაფო წესით მათ შორის არსებული ფანჯარა ასწია და ცეცხლოვან წყვილს გამოეყო.

ლილია ამ დროს გათიშულია,რომ გეკითხათ ვინმე გიყვარს თუ არაო დაუფიქრებლად გიპასუხებდათ კონსტანტინეს,ეს ოხერი ბიჭი კი არ ჩერდებოდა და განაგრძობდა თითებით თამაშს, ხელი მკერდისკენ გააპარა და მსუბუქი მოჭერით დაკმაყოფილდა. კრუსუნებდა გოგონა და სიამოვნების გახანგრძლივება სურდა კოტიკოსაც,მაგრამ გაახსენდა ეს ყველაფერი რისთვის წამოიწყო და ახლა უკვე დეტექტიური ინსტინქტით ჯიბეებისკენ გაუყვა თავისი გრძელი და მეტად ლამაზი თითებით.

ლილია გონმიხდილი,სულიერად გამოშტერებული იწვა და კონსტანტინეს უყურებდა,აღსაღნიშნავია,რომ ამ დროს ვაჟიც გოგონას ცქერით ტკბებოდა,ოღონდ ყოველგავრი სპექტაკლების გარეშე,ტკბებოდა დამორჩა.

ნელი მოძრაობით ჩამოცილდა მილულულ თვალებიან ლილიას და თავის ადგილს დაუბრუნდა ვითომც არაფერიო. ან მოსვლა რა იყო ამ წასვლა რა არის?! სიცივემ გონზე მოიყვანა ქალბატონი და თავი ზანტად წამოსწია,მიხვდა,რომ ჯიბეში აღარ ედო შეუხედავი კონვერტი. გაბრწზდა და თანაც როგორ.

-ამას ეგონა,რომ გამომაშტერებდა და ვერ შევამჩნევდი?-გაიფიქრა თავისთვის და მუხლებით მოთავსდა სკამზე-იცი კონსტანტინე?! სუში მინდა!-პატარა ბავშვივით გამოუვიდა,მაგრამ ზუსტად იცოდა,რომ ვერაფერს იეჭვებდა-თანაც მინდა,რომ მასწავლო გაკეთება,თუ რა თქმა უნდა საიდუმლოარ არის შეფ!-ბოლო სიტყვები ყურში ჩასჩურჩულა აწ უკვე გაოგნებულ კონსტანტინეს და ხელებიდან ფურცელი ნაზად აიღო და ამ გარყვნილმა გოგომ ბიბილოზეც კი დაუტოვა ნაკბენი-გაჩერებული მანქანიდან კმაყოფილი გადავიდა!

სახლის გზას დაადგა,სადარბაზოში შევიდა და მოძრავ ყუთს ლოდინი დაუწყო,ისევე,როგორც კონსტანტინეს.

-აღარ გადმოხვალ დღეს?!-დაღლილი ხმით შეაგება სიტყვები და გამოფხიზლებულ კონსტანტინეს შეხედა,განრისხებული თვალებით,რომ მოემართებოდა.

-შენთვის აჯობებს არ დამენახო ლილუ!-გამწარებულმა ჩაუარა გვერდი და ფეხით ავიდა კიბეზე.რაღა თქმა უნდა გოგონაც გაეკიდა და მკლავზე ჩამოეკიდა.

-კონსტანტინე-ჩაიჩურჩულა ლილიამ-გთხოვ დამელაპარაკე-თვალების ფახულით უყურებდა-ასეთი არაფერი არ გამიკეთებია,პირიქით მე უნდა ვიყო გაბრაზებული!-ნერვები მოეშალა ქალბატონსაც და კიბეზე გაასწრო კონსტანტინეს,თან ბურტყუნებდა-გაბრაზდა ბიჭი,ჩემი ნივთები ,რომ აიღო ეგ არაფერი?!-წარბშეკრული მთელი ძალით აჭერდა კიბეს ფეხს-კონკიას თაგვი ეგ!-ლილე აბა შენ რა იცი თორემ,მსგავს რაღაცებს ამხელა გამომძიებელ კაცს არ უბედავენ.

მკლავი აეწვა,ზურგი ეტკინა და თვალები აუცრემლიანდა.იმდენად მოუკოდნელად ეცა კონსტანტინე ლილიას,რომ ვერაფერი ვერ გაიაზრა.მთავარის თქმა დამავიწყდა-აკოცა!
ვნებიანად უკოცნიდა ჯერ ზედა შემდეგ კი ქვედა ტუჩს,ორივე ხელი ახლა მის კისერს შემოხვია და შეირგო ის რასაც დიდი ხანი ვერ მიიღებდა,შეუძლებელი გახდა მამაკაცისთვის ამ ბურტყუნის გაძლება,ხოდა აკოცა,რა ექნა მეტი

-ახლა თუ არ გავჩერდები,ვერ მოვითმენ ლილია-ოხვრით ამოთქვა სიტყვები და თვალებში ჩააშტერდა.

-არ მოითმინო კონსტანტინე-ტუჩები გაილოკა და ახლა უკვე თავად გამოიჩინა ლილიამ ინიციატივა. კიბეზე კისრის ტეხვით ავიდნენ. კარი წვალებით გააღეს და ოთახისკენ გაემართნენ. ლილიას კვნესა მთელ სახლს ავსებდა, კონსტანტინეს თითები მთელ ტანს წვდებოდა,შეუდარებელი იყო მათი ემოციები.თვალები,ტუჩები,სუნთქვა,ცეცხლი და რაც მთავარია სიყვარული იგრძნობოდა,მაგრამ აუხსენი ეს მათ.

საწოლზე გადაწვნენ.ლილიას ზემოდან მოექცა გამომძიებელი და ბედნიერმა ვნებიანად დაუკიცნა ტუჩები, მუცლის ხაზს თითი დაუსვა და ზედმეტი მატერიისგან გაათავისუფლა. ტუჩებიდან ყელზე იმდენად ოსტატურად გადავიდა,რომ ლილიას კვნესა დასცდა და თითები ზეწარს მოუჭირა. ღიმილი უთამაშებდა სახეზე კონსტანტინეს,ასეთი ნაზი და გაწონასწორებული,ოროენტირებული ქალზე არასდროს არ ყოფილა. ახლაყველაფერი სხვანაირად იყო.

-ვაიმე,კონსტანტინე- ვერ ჩუმდებოდა ლილია და თავადაც ეფერებოდა მამაკაცს. საქმე საქმეზე,რომ მიდგა კონსტანტინეს მობილურმა სიმღერა დაიწყო-მალე გაჩერდა, შემდეგ ისევ დაიწყო-ისევ გაჩერდა.

ბოლოს ნერვებ აშლილმა კონსტანტინემ,ლილიას თხელი მატერია ფრთხილად გადააფარა,ტუჩებს კიდევ ერთხელ შეეხო და დაუკმაყოფილებელმა დახედა ეკრანს. გოგონასკენ ისევ გაიხედა,თვალი ჩაუკრა და ოთახი დატოვა-ალფონსი!

-ვერ მოითმენდი?–გაბრაზებულმა ჩუმად დაუყვირა დამიანეს.

–ვერა–სიცილით გასცა პასუხი მეგობარმაც.

–გისმენ–დაგვიბრუნდა დეტექტივი.

–ახალი ცნობებით ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა,ჯერ–ჯერობით მისი სახელი არსად არ არის ფიქსირებული,გაქრა,არ ჩანს,ლილიას ვერ მოშორდები კონსტანტინე ახლა მასთან უნდა იყო,გეგმა იცვლება–მკაცრი იყო დამიანეც.

–ვნახოთ,გნახავ მერე და ვისაუბროთ– ჩაფიქრებულმა ხელი თავზე გადაისვა და ჩაახველა.

–შეგიყვარდა?

–ჯერ არა

საუბრის დასასრული...
მკითხველო,განა კონსტანტინე ადამიანი არ არის? მას რა არ აქვს გრძნობები?! უყვარს აბა რა,მაგრამ მან რა იცის წინ რა ელის–სუშის მოყვარულის სიყვარული ასეთი ადვილია–განა?!
,,სიყვარულის მოკვლა ერთი მზერითაა შესაძლებელი, თუმცა ერთი მზერით მისი გაცოცხლებაც შეიძლება"-უილიამ შექსპირი.


–––––––––––––
ბოდიში!
უბრალოდ ვერ მოვახერხე გამოქვეყნება და რედაქტირება,ახლაც მესამე თავს ვწერ,მაგრამ ჯერ პირველ თავს შემოგთავაზებთ. მეორეს მაშინ ავტვირთავ მესამის წერას,რომ დავასრულებ <3 გამიხარდება თუ მოგეწონებათ <3 თქვენი აზრიც მითხარით სასიამოვნო წასაკითხია <3
მადლობა <3
ა.მ.



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

ოჰო! smiley ნამდვილად არველოდი გაგრძელებას flushed
მიხარია რომ დაბრუნდი sweat_smile

 


№2  offline წევრი Auroram

ბელუ შეროზია
ოჰო! smiley ნამდვილად არველოდი გაგრძელებას flushed
მიხარია რომ დაბრუნდი sweat_smile

მიხარია თუ მოგეწონათ❤️

 


№3  offline წევრი Teo tegi

ძალიან კარგია მალე დადე რა მოუთმენლად ველი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent