შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი 18 +


2-03-2018, 03:30
ავტორი miranda mira
ნანახია 3 767

საკუთარ ცრემლებს ზემოდან დავყურებ.
არ მჯერა !
არ მჯერა რომ ბრბოს წინაშე შიშველი და დარცხვენილი ვაგდივარ .
თვალებს გაჭირვებით ვახელ,ჩემს გარშემო ასობით ადამიანია შეკრული,რომელთა გონებაშიც წესები ფილმის კადრივით ტრიალებს და ადამიანურ გრძნობებზე ბევრად მაღლა დგას.
მათი თვალები ჩემსას ერთვის,სულს მიყინავენ და ძარღვებში გამავალ სისხლს აჩერებენ.
სახეზე კმაყოფილებისგან გამოწვეული ალმური ეფინებათ,ბაგეები ორად ეპობათ და ჭორაობას განაგრძობენ.
კმარა ! კმარა ჩემი ცემა ! კამრა დამცირება ! გონებაში ვყვირი,მუშტებს ძალიან ნელა ვკრავ და ფრჩხილებიდან წამოსულ სისხლს მკაფიოდ შევიგრძნობ.
მტკივა სხეული,მტკივა კანი და ყველა ის ნაწილი რომელზედაც ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ ძლიერად მოქნეული მუშტები და წიხლი მხვდებოდა,თვალებში მეტად მიდგება ცრემლები და ვაანალიზებ რომ დღეს ჩემი უკანასკნელი დღეა.
- უსირცხვილო ძუკნავ - მაძახებს ჩემს წინ მდგარი მოხუცებული,სათვალეს ორივე ხელით ისწორებს კიდევ უფრო კარგად რომ მომაშტერდეს.

ვგრძნობ თვალებს,რომლებიც ჯერ კიდევ შეუწყვეტლივ ჩემს მოშიშვლებულ სხეულს ათვალიერებენ. ვიკუნტები და მუხლებზე ვიბჯენ ხელებს ძლიერად,თვალებიდან წამოსული ცრემლები ბაგეებზე მეხეთქება და უნებლიედ შევიგრძნობ მარილიანი სითხის გემოს.
ცივა... ძალიან ცივა ,ერთიანად მეყინება ათრთოლებული ფეხის თითები,შეძლებისდაგვარად ვკუმავ და უფრო და უფრო ვქაჩავ ჩემკენ.
-ააყენეთ და წამოათრიეთ-ჩამესმის ყურებში მამაკაცის ძლიერი მჭახე ხმა. შიშისგან თვალებს ვაფართოვებ,ნუთუ ჯერაც არ კმარა ? ინსტიკტურად ვიწევი მაგრამ ვიცი რომ გაქცევას აქედან ვერ შევძლებ.
ჩემკენ მომავალი ორი დედაბარი ხელებს ხელებში მავლებენ ძლიერად და ზემოთ მექაჩებიან.
ღონე მიხდილი ძლივსღა ვახერხებ ფეხზე წამოდგომას,დაწკეპლილ ფეხის გულებს ცივ ბეტონზე ვადგამ და ტკივილისგან კვნესა მცდება ბაგეებიდან. საქონელივით მექაჩებიან წინ,კოჭლობით მივდევ მეც და ძალიან მალე იმედდამსხვრეული ერთიანად ვეშვები,ვგრძნობ როგორ მეცლება ფეხებიდან შერჩენილი ძალები.
ხოხვა ხოხვით მიმათრევენ,უკან სოფლის ამალა მოგვდევს შეძახილებით,ხელში ჯოხები უკავიათ და ცბიერი სახეებით ზეცისკენ აქანებენ ჯოხებს გამარჯვების ნიშნად.
აქ,ადგილზე სადაც დავიბადე და გავიზარდე ჯერაც წინაოართაგან შემორჩენილი წესები მეფობენ !
უაზრო და ულოგიკო ადათ-წესების მსხვერპლი მე და მოძალადე ისინი ყიჟინით იკლებენ სოფლის ბილიკებს.
ჩვენს წინ მაღალი და ახოვანი მამაკაცია,თმაში აქა-იქ ჭაღარა შეჰპარვია,ეს ის არის ვინც ჩემი წამების მთელი რიგი გეგმები შეადგინა და განახორციელა კიდეც,მხოლოდ იმის გამო რომ ქვრივი შემიყვარდა.
სისხლის კვალს ვტოვებ,ჩემს ნაკვალებზე კი ბინძურ ფეხებს იწმენდენ,
მთის კენწერომდე თრევით ავყავარ,ორივე ქალი ხელს მიშვებს და უხეშად მაბერტყებენ თოვლში. ჩემს წინ აშხვართულ უზარმაზარ ხის ბოძს ვუსწორებ თვალს,რომელზედაც აქა-იქ გამოშვერილი ხის ნაწიბურებია.

მამაკაცი ხელს თმაში მკიდებს,მთელი ძალით მითრევს და ფეხზე მაყენებს. ტირილი მინდა ! მინდა რომ ცრემლებმა დამახრჩოს ვიდრე მის ხელში მოვკვდე.
ხის ბოძზე მთელი ძალით მანარცხებს და ანთებულ თვალებს ფეხებიდან თმის ღერამდე მატარებს,ორივე ხელით ხელებს ზენოთ მაწევინებს,ჩამოკიდებულ ჩანთაში უზარმაზარ ბაწარს ექაჩება და წვალებით აძვრენს .
ხელებს ძლიერად მიკრავს და მის უკან მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს რაღაცას ანიშნებს,ისიც მაშინვე მორბის და ჩემს უკან დგება,ახლა ის იჭერს ჩემს უსიცოცხლოდ გათოშილ ხელებს ისე თითქოს გაქცევის ან შანსი ანდაც ძალა მქონდეს.
ბოძის უკან მდგარ მასზევე მიყუდებულ ხის კიბეზე ასვლას იწყებს მამაკაცი და მეოთხე საფეხურზე მყარად შეშდება
-მომაწოდე-უბრძანებს ბიჭს და ისიც უმალვე თეძიებზე მებღაუჭება და ბუმბულივით მისვრის ზემოთ.
ფეხებზე მის გაყინულ თითებს ვგრძნობ თუ როგორ ძლიერად მიჭერენ რომ არ დავუსხლტე,მამაკაცი თოკს ქაჩება და ხვნეშით ადის მეხუთე კიბეზე,ბიში საბოლოოდ მაშორებს ხელებს.
მაშინვე ბიძზე ვეხეთქები,ზემოთ და ზემოთ მექაჩება,ნაწიბურები ზურგს მიხეხავს და საშინელ ტკივილს მაყენებს,წარმოდგენაც კი არ მინდა რა მდგომარეობაში მაქვს ახლა სხეული და რა ლამაზად ეჩვენებათ მათ ეს ყოველივე.
შუაში ჩერდება ბაწრის შემორჩენილ ნაწილებს გაჭირვებით კვანძავს ბოძის გარშემო რომ არ ჩამოვვარდე.
განძრევა მიჭირს,უკვე სურვილიც დავკარგე ბრძოლის.
კიბეზე უკუ სვლას იწყებს და ჩასვლისთანავე აშორებს ბოძს კიბეს.
მასაში მომარჯვებულ და კარგად დამუშავებულ თოვლის გუნდებს ვამჩნევ,წინ ბავშვი გამოდის,გუნდას ოხვრით მესვრის მაგრამ მცდება.ბავშვს უკან ქალი უდგება და ახლა ის მესვრის გუნდას,ცივი მასა მუცელზე მხვდება და ტკივილისგან კივილს ვიწყებ,სასოწარკვეთილს აღარაფრის მრცხვენია და მათ წინაშე ცრემლების ღვრას ვიწყებ
-კახპა ! -მაძახებს ქალი და ახალ გუნდას ატრიალებს ხელის გულებით-გეგონა შეგრჩებოდა შენი საქციელი არა ? გაიძვერა ქალო,რაც დედაშენია ის ხარ შენც -კიდევ მესვრის გუნდას და კიდევ მუცელში მხვდება..

გამწარებულს დედაჩემის გაავებული სახე მიდგება თვალწინ,საბრალოს ჩემ გამო ტკივილის გაძლება უწევს და საბოლოოდ ჩემს ბედს გაიზიარებს ისიც. სიბნელეში ძალაობით მიახოხებდნენ ჩემს თვალწინ,ყურებში ახლაც ჩამესმის მისი წვრილი კივილის ხმები...
მძულს სიცოცხლე ...
მძულს ყველაფერი რაც აქაურობას უკავშირდება..
მძულს წინაპრებიც და ის ოხერი კაციც ვინც რამდენიმე წლის წინ დაქვრივდა და თავი დაბრმავებამდე შემაყვარა ..
მძულს საკუთარი თავი..

-დავტოვოთ და მოკვდეს-წრიდან ხნიერი ქალი კივის -ჩაძაღლდეს რომ მისი ბინძური და წაბილწული სული არ აბინძურებდეს სოფლის ბილიკებს
-მოკვდეს !! მოვკლათ !! ჩავქოლოთ ! არა ჩამოვათრიოთ და დავახრჩოთ -ყველა ყვირილით იწყებს გარჩევას
-ჯობია ასე დავტოვოთ,გაიყინოს -ქვემოდან ამომყურებს მამაკაცი და წიხლს ბოძზე არტყამს -გაეყინოს ძარღვებში სისხლი უბადრუკს
- გაიყინოს !!! დავტოვოთ ხო !! -ეთანხმება ყველა



№1 სტუმარი სტუმარი keti

cxovelebii, araadamianebi. Mainteresebs ra moxda da rogor, iseti tema gakvs archeuli darwmunebuli var kargadgaagrdzeleb, velodebi shemdeg tavs <3

 


№2  offline წევრი kaisha13

არვიცი ასეთი მძიმე თემა როგორ უნდა წაიკითხო და მის გაგრძელებას სულ მოუთქმელად არ დაელოდო?მართლა ძალიან მომეწონა იმდენად აღწერ ისე საოცრად, ვკითხულობდი და თან თავი ერთერთი გმირი მეგონა იმ ბრბოდან რომრლიც შორიდან მისდევდა და ყველა დეტალს აკვირდებოდა...

 


№3 სტუმარი სტუმარი shalo

mtvrali var

 


№4  offline წევრი skida

ასეთი მძიმე თემაზე წერა მართლაც რომ საპასუხისმგებლო საქმეა იმედია მის აღებას შეძლებ წარმატებები იმედები არ გამიცრუო ეს ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა

 


№5  offline წევრი miranda mira

სტუმარი keti
cxovelebii, araadamianebi. Mainteresebs ra moxda da rogor, iseti tema gakvs archeuli darwmunebuli var kargadgaagrdzeleb, velodebi shemdeg tavs <3


მიხარია რომ დაინტერესდი ჩემი ისტორიით,ვეცდები იმედები გაგიმართლოთ

kaisha13
არვიცი ასეთი მძიმე თემა როგორ უნდა წაიკითხო და მის გაგრძელებას სულ მოუთქმელად არ დაელოდო?მართლა ძალიან მომეწონა იმდენად აღწერ ისე საოცრად, ვკითხულობდი და თან თავი ერთერთი გმირი მეგონა იმ ბრბოდან რომრლიც შორიდან მისდევდა და ყველა დეტალს აკვირდებოდა...


უღრმესი მადლობა ჩემო კარგო

skida
ასეთი მძიმე თემაზე წერა მართლაც რომ საპასუხისმგებლო საქმეა იმედია მის აღებას შეძლებ წარმატებები იმედები არ გამიცრუო ეს ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა


მადლობ საყვარელო,ვეცდები იმედები გაგიმართლო. უდაოდ მძიმე და მტკივნეული თემა არის

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთ

ოხ მირანგულა ძმის გულა რა ნიჭიერი ხარ შემოგევლე შენ გულმკერდში <3
მალე გააგრძელე და ნუ გვალოდინებ ^_^ <3

 


№7  offline მოდერი bibo

არა ფაქტია დასაწყისი კარგია
ისიც კარგია რო კარგი ისტორია ჩანს
ისიც მომწონს რო ახალი ხარ
მეეხაგნახეეგეც ფაქტია
ხო იცი ფაქტია მძიმეა
სულის შემსძვრელი
დაცრემლები ტკიილი
სევდა და უბრალოდ სულის ჩაშავწბის გარეშე არ ჩაივლის
ისიც ფაქტია დიდს მტკივნეულ
თემას ეკიდები და მომწონს
მე ესო
მგონია არა ეს ბოლო თავია ანუ რაც ხდება
ჩემთვის მძიმეა
რადგან მე ჰეფი ენდებს მივზდევ
ისინიც მომზდევენ
ალბათ ბოლოს დაველოდები
ბოლოს ვნახავ და მაგით წავიკითხავ
უბრალოდ კარგი ხარ
მჯერა რო სასწაულს შექმნი
საოცრებას პატარა ქალო
კოჭებშივე გეტყობა რა ხარო
ასე რო წარმატებები
მალე დადე რო მალევე წავიკითხო მეც
აბა გახსოვდეს გემრიელო
რო მე გელი
წარმატებები და ლავები შენა

 


№8  offline წევრი miranda mira

bibo
არა ფაქტია დასაწყისი კარგია
ისიც კარგია რო კარგი ისტორია ჩანს
ისიც მომწონს რო ახალი ხარ
მეეხაგნახეეგეც ფაქტია
ხო იცი ფაქტია მძიმეა
სულის შემსძვრელი
დაცრემლები ტკიილი
სევდა და უბრალოდ სულის ჩაშავწბის გარეშე არ ჩაივლის
ისიც ფაქტია დიდს მტკივნეულ
თემას ეკიდები და მომწონს
მე ესო
მგონია არა ეს ბოლო თავია ანუ რაც ხდება
ჩემთვის მძიმეა
რადგან მე ჰეფი ენდებს მივზდევ
ისინიც მომზდევენ
ალბათ ბოლოს დაველოდები
ბოლოს ვნახავ და მაგით წავიკითხავ
უბრალოდ კარგი ხარ
მჯერა რო სასწაულს შექმნი
საოცრებას პატარა ქალო
კოჭებშივე გეტყობა რა ხარო
ასე რო წარმატებები
მალე დადე რო მალევე წავიკითხო მეც
აბა გახსოვდეს გემრიელო
რო მე გელი
წარმატებები და ლავები შენა


მადლობები შეენო ...
სამწუხაროდ ვერ ვახერხებ დადებას ჯერ ახალო თავის რატომ არ ვიცი :/

სტუმარი ქეთ
ოხ მირანგულა ძმის გულა რა ნიჭიერი ხარ შემოგევლე შენ გულმკერდში <3
მალე გააგრძელე და ნუ გვალოდინებ ^_^ <3


გულო სულო :D

 


№9 სტუმარი მირა

ყველას ისტორია დაიდო თითქმის და ძალიან მაინტერესებს ჩემი რატომ არ იდება ? კაი დადებაზდ ზედმეტია ლაპარაკი საერთოდ არც იგზნება -_- უმჯობესი იქნება თუ ყურადღება მიექცევა ამას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent