შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეთოთხმეტე თავი (26)


8-03-2018, 03:34
ავტორი fireending
ნანახია 1 839

სესილიმ ლევანის სახლთან გააჩერა მანქანა.საჭეს დაეყრდნო და თავი ქვემოთ დახარა.არ უნდა იმ სახლში შესვლა.ცოტა ხანს მანქანაში იჯდა.შემდეგ გადმოვიდა და ნელი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ.მთელი სხეული უკანკალებდა.გასაღები საკეტს მოარგო და ორჯერ გადაატრიალა.სახლში შევიდა და სინათლე აანთო,იქაურობას თვალი მოავლო,ასეთი სიცარიელე არასდროს უგრძვნია.დერეფანს გაუყვა და საძინებელ ოთახში შევიდა.ცარიელი ოთახის დანახვაზე სული შეეხუთა.ვეღარ სუნთქავდა.ფანჯარასთან მივიდა და შეაღო.რაფას დაეყრდნო იატაკზე იყურებოდა.თვალწინ ყველა ის ბედნიერი წამი დაუდგა,რომელიც ლევანთან ერთად ამ სახლში გაატარა.ცრემლები ახრჩობდა,მაგრამ მაინც გაეღიმა,როდესაც მაგიდაზე მათი ქორწილის ფოტო დაინახა,ფოტო ხელში აიღო და ცოტა ხანს უყურებდა.
ეს იყო მომენტი,როდესაც მიხვდა,რომ აღარაფერი იქნებოდა ძველებურად.ფოტოდან ლევანი უყურებდა,ბედნიერი სახით,მისთვის დამახასიათებელი თბილი ღიმილით,მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ფოტო იყო,ცივი გაყინული,უსულო,სწორედ ამ რეალობას შეეჯახა სესილი.პირისპირ იდგა იმასთან ,რასაც გაურბოდა,თუმცა ერთხელაც მოგვიწევს მწარე რეალობის პირისპირ დავდგეთ.იძულებულნი ვხდებით თვალი გავუსწოროთ იმას ,რომ ყველაფერი დამთავრდა და აღარასდროს იქნება ძველებურად.დამთავრდა და მორჩა.ზოგჯერ ასეც ხდება,საყვარელი ადამიანები გვტოვებენ,მიდიან,მათი სურვილის საწინააღმდეგოდ,მათთან ერთად კი ჩვენი სული სნაწილიც კვდება,იმარხება და აღარასდროს ბრუნდება.სესილიც აცნობიერებდა იმას,რომ ყველაფერი დამთავრდა,დროს უკან ვეღარ დააბრუნებდა.ეს ყველაფერი კი საშუალებას არ აძლევდა ჭრილობას,რომელიც ისედაც ღრმა იყო,შეხორცებულიყო,პირიქით უფრო და უფრო აღრმავებდა მას და ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს მალე სისხლისგან დაიცლებოდა.
ფოტო მაგიდაზე დააბრუნდა.გონებაში ლევანზე ბრაზობდა,საყვედურობდა რატომ დამტოვეო,თითქოს მას პასუხის გაცემა შეძლებოდა,მაგარასმ არავითარი პასუხი ,მხოლოდ სიჩუმე იდგა,საზარელი სიცუმე და სიცარიელე,რომლის ამოვსებიდ იმედი აღარ ჰქონდა სესილის.უფრო სწორი იქნება რომ ვთქვათ,რომ არც ცდილობდა მის ამოვსებას,რადგან ეს ყველაფერი შეუძლებლად მიაჩნდა.ვერ წარმოედგინა ცხოვრების გაგრძელება ახლა,ცოცხალი იყო,სუნთქავდა,ფეხზე დადიოდა,მაგრამ შინაგანად მკვდარი იყო.ლევანის გარდაცვალებიდან მხოლოდ ერთი თვე იყო გასული,თუმცა ეს დრო საუკუნედ ეჩვენა,ეგონა დრო ძალიან ნელა გადიოდა,რაც კიდევ უფრო უხანგრძლივებდა ტანჯვას.
გოგონა საწოლზე ჩამოჯდა,დიდხანს ფეხზე დგომით დაიღალა.სახეზე ჩამოშლილი თმა გადაიწია და თვალზე მომდგარი ცრემლები შეიმშრალა.ისევ წუხანდელი ღამე გაახსენდა,ისევ საშინელი შეგრძნება დაეუფლა,საკუთარ თავზე ბრაზობდა და ისევ თავს იდანაშაულებდა.თავს დამნაშავედ თვლიდა ლევანის წინაშე,ფიქრობდა,რომ მის ხსოვნას შეურაცხყოფა მიაყენა,გულზე ბასრი დანასავით ესობოდა კოცნა,რომელმაც თითქოს სხეული მოუწამლა,საწამლავით,რომელიც არ კლავს,მაგრამ უარესს აკეთებს,დამალულ,ჩაკლულ ვნებას აღვიძებს ,სწორედ მაშინ,როცა ამის დრო ნამდვილად არ არის.ამ კოცნაზე ფიქრსაც კი დანაშაულად თვლიდა და ცდილობდა თავიდან მოეშორებინა მსგავსი აზრები,მაგრამ ამაოდ,თვალწინ ისევ სანდრო ედგა.საშინელი სიბრაზე იგრძნო ამის გამო,ბრაზობდა მხოლოდ საკუთარ თავზე და არა სანდროზე.
როცა ცხოვრება დიდ დარტყმას გვაყენებს ძალაუნებურად ფიქრს ვწყვეტთ ბედნიერებაზე,თუმცა ის მაინც ახერხებს ჩვენ ცხოვრებაში შემოღწევას,თუნდაც ასეთ უდროო დროს და სინათლე მაინც გაიკვლევს გზას ჩვენკენ,რაც არ უნდა ვეცადოთ მის გაგდებას და დამალვას.ეს ყველაფერი კი მხოლოდ დროის საკითხი იყო.მართლაც,რომ მძიმეა ტკივილი,რპმელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვითაა გამოწვეული,მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს მთავარი,შენ ცოცხალი ხარ და სანამ ცოცხალი ხარ არ უნდა დანებდე სიბნელეს.იბრძოლე,იარე,არ უნდა გაჩერდე,გაჩერება დანებებას ნიშნავს.ჭრილობა შეხორცდება,ნაიარევი გაუფერულდება და თანდათან უფრო და უფრო ნაკლებად შეგვახსენებს თავს.
...
-სოფია,ჩაის დალევთ?_ჰკითხა ნაირამ სოფიას.
-სიამოვნებით_გაუღიმა სოფიამ,რომელიც ისე იყო ჩაფიქრებული,რომ ნაირას შემოსვლა ვერ შეამჩნია.
ქალმა ჩაით სავსე ფინჯანი მიაწოდა და მის გვერდით ჩამოჯდა.
-მადლობთ_უპასუხა სოფიამ და ჩაი მოსვა.
-უგუნებოდ ხართ?_ჰკითხა ქალმა და სოფიას მხარზე მოეფერა.
-არა,არა.რატომ მეკითხებით?
-აშკარად გეტყობათ უგუნებობა.სესილის წასვლის შემდეგ სულ უგუნებოდ ხართ.
-ჰო,მიჭირს მის გარეშე ყოფნა.მგონია სახლი დაცარიელდა_სევდიანად თქვა ქალმა.
-მესმის,თქვენ ძალიან კეთილი ხართ_უთხრა ნაირამ
-ასე ფიქრობთ?_გაეღიმა სოფიას
-რა თქმა უნდა ,სესილი ისე მიიღეთ,როგორც საკუთარი შვილი,თქვენ და ბატონი დათო ძალიან კარგი ადამიანები ხართ.
-იცით,სესილის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები მაქვს,ისეთი გრძნობა მაქვს,რომ ჩემთვის ძალიან ახლობელია,დათოსაც მსგავსი გრძნობა აქვს,მასზე ზრუნვა ორივეს სიამოვნებას გვანიჭებს._უპასუხა სოფიამ.სესილიზე ლაპარალოს დროს კი ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან
-ვხედავ_უპასუხა ქალმა-თუმცა არ მომწონს,რომ დარდიანს გხედავთ
-არა,არ ვარ დადარდიანებული,თუმცა ვაღიარებ,რომ მის გარეშე ყოფნა მიჭირს.თავს იმით ვიმშვიდებ,რომ მალე დაბრუნდება
-რა თქმა უნდა ,დაბრუნდება_გაუღიმა ნაირამ და ფეხზე წამოდგა-სამზარეულოში გავალ,ალბათ ნამცხვარი უკე გამოცხვა
-კარგი _გაუღიმა სოფიამ
...
მოსაღამოვდა.მზის ბოლო სხივიც გაქრა და ახლა დედამიწას მხოლოდ მკრთალი მთვარე ანათებდა,რომელსაც სანახევროდ ღრუბლები ფარავდნენ.შემოდგომის ცივი ქარი კი კიდევ უფრო სევდიან ხასიათზე აყენებდა სანდროს.მანქანა შეანელა და სასაფლაოსთან გაჩერდა.ცოტა ხანს შიგნით იჯდა,საჭეს დაეყრდნო.ლევანის საფლავზე მისვლისაც კი რცხვენოდა.ბოლოსდაბოლოს მანქანიდან გადმოვიდა,რობოტივით მოძრაობდა.საფლავთან მივიდა და ჩამოჯდა.გულზე საშინელი სევდა დააქვა,როდესაც ცივი და სასტიკი რეალობა უყურებდა მას,საფლავის ქვის სახით.ფოტოს ხელი გადაუსვა და სევდიანად გაიღიმა.ღრმად ამოიოხრა და ფიქრი განაგრძო.
-არ ვიცოდი,გეფიცები...არ ვიცოდი...მაშინ ხიდზე რომ დავინახე...მაშინ..._წინადადება შუაზე გაუწყდა სანდროს და თავი დამანაშავესავით ჩაღუნა.ვერ ბედავდა წინადადების დაბოლოვებას,მაგრამ გონებამ თავისი გაიტანა და რაც ხმამაღლა ვერ წარმოთქვა გონებაში დაასრულა.
-რატომ დაგვტოვე?რატომ?_ცრემლით სავსე თვალებით უყურებდა ლევანის ფოტოს.
შემდეგ ბავშვობა მოაგონდა,თვალები მოიწმინდა და გაეღიმა.ყოველთვის ტკბილად აგონდებოდა მისი ბავშვობა.გაახსენდა ზაფხულობით ბათუმში რომ იკრიბებოდნენ ,ზურასთან.სანდრო ბიჭებზე უფროსი იყო,მაგრამ სიამოვნებით ატარებდა მათთან დროს,თამაშობდნენ,ერთობოდნენ.მაშინ ყველაფერი კარგად იყო.მაგრამ ყველაფერი მალე დასრულდა,როცა ბედნიერი ხარ ვერც კი ამჩნევ ისე გადის დრო.შემდეგ კი ყველაფერი მთავრდება,ფხიზლდები და გიწევს რეალობას გაუსწორო თვალი,რეალობას,რომელშიც უკვე ყველაფერი შეიცვალა .
ძველი დრო ენატრებოდა.რას არ გაიღებდა,რომ დრო უკან დაებრუნებინა,ისევ ერთად ეთამაშათ,ლევანი ცოცხალი ყოფილიყო.ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო,მაგრამ იცოდა,რომ ეს არასდოს მოხდებოდა.ახლა იძულებული იყო ყველაფერს შეგუებოდა.ვითარებას კი მისი გრძნობები ამძაფრებდა ,რომლის დამალვასაც ამაოდ ცდილობდა,თუმცა უშედეგოდ.საკუთარ თავზე კი,კიდევ უფრო ბრაზობდა,მაშინ როცა თავის მართლებას ცდილობდა,მან ხომ არ იცოდა ვინ იყო სესილი,როცა ხიდზე შეხვდა.სწორედ იმ დღეს,როდესაც სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან და თვალებში ჩახედა,სწორედ მაშინ გაჩნდა ეს გრძნობა მის გულში და მას შემდეგ ამაოდ ცდილობდა მის ამოგდებას გულიდან.პირიქით თანდათან უფრო და უფრო იზრდებოდა და ამასთან ერთად მატულობდა დანაშაულის გრძნობაც.ამაზე საუბარი არავისთან შეეძლო,დათოსაც კი ვერაფერს ეუბნებოდა და ეს ანადგურებდა.ყველას წინაშე დამნაშავედ გრძნობდა თავს.სესილიც სახლიდან წავიდა.ეს კი მის გამო მოხდა,უჭირდა სოფიასთვის თვალის გასწორება.ბოლო დროს სახლშიც გვიან ბრუნდებოდა,სასახურში დიდხანს რჩებოდა,საუბარს თავს არიდებდა.
კარგა ხანს იჯდა,ფიქრებიდან რომ გამოერკვა უკვე ბნელოდა,მთვარეც ოდნავღა ანათებდა ღრუბლებიდან.წამოდგა და მანქანისკენ წავიდა.თავს შედარებით მშვიდად გრძნობდა.
...
სანდრო სახლისკენ მიდიოდა,მაგრამ მანქანა უკან მოაბრუნა,ახლა ასეთ მდგომარეობაში სახლში მისვლა არ შეეძლო,გადაწყვიტა გიორგისთან მისულიყო.თითქმის ათ წუთში ადგილზე იყო.გიორგის ძალიან გაუხარდა მისი მისვლა.ბევრი ილაპარაკეს,ძველი დროც გაიხსენეს.სანდროსაც ხასიათი ცოტათი გამოუკეთდა.
-რა კარგია ,რომ მოხვედი.სახლში ისე ვიწყენ ხოლმე..._თქვა გიორგიმ
-მიხარია შენი ნახვა,ხომ იცი ყოველთვის სიამოვნებით ვატარებ დროს შენთან ,ლუკასთან.
-ჰო,ლუკა ძალიან ხშირად მოდის ჩემთან.თუმცა ბევრმა მიმატოვა იმ ამბის შემდეგ.თურმე მხოლოდ ასეთი გაჭირვების დროს ხვდები ვინაა ნამდვილი და ვინ ყალბი
-ჰო,რას ვიზამთ.მართლა ასეა,მაგრამ ხომ იცი,მარტო არ ხარ.არასდროს იფიქრო,რომ მარტო ხარ_მხარზე ხელი დაადო სანდრომ
-არც ვფიქრობ.მოდი რამე კარგზე ვილაპარაკოთ._თემის შეცვლა სცადა გიორგიმ-როგორ შეეგუე აქაურობას?
-ვერ ვიტყოდი,რომ ძნელად,თუმცა თავიდან გამიჭირდა.ახლა კი მიხარია კიდეც რომ აქ ვარ,ჩემ ოჯახთან ახლოს.
-შენ რომ გხედავ ბავშვობა მახსენდება_ღიმილით თქვა გიორგიმ
-ჰო,კარგი დრო იყო,სულ ზაფხული და ბათუმი მახსენდება რამდენ სისულელეს ვაკეთებდით ერთად ,მე,შენ,ლუკა და...
ლევანის გახსენებაზე სახე ორივეს მოეღუშა.უჭირდათ იმაზე ფიქრი,რომ ლევანზე წარსულ დროში მოუწევდათ ლაპარაკი,ვეღარასდროს ნახავდნენ.
სიცოცხლე ისეთი ხანმოკლეა,არასდროს გვყოფნის,გვგონია არაფერი შეიცვლება.არავინ ფიქრობს სიკვდილზე,როცა მათთვის ძვირფასი ადამიანები ყავთ გვერდით,რა თქმა უნდა არ ფიქრობენ,რადგან ბედნიერები არიან,ვინ წარმოიდგენს ცუდ რამეს,ვინ იტყვის რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება, და როცა ერთ დღეს ფხიზლდები,იგვლივ მიმოიხედავ და სიცარიელეს იგრძნობ,სწორე მაშინ ხვდები,რომ დრო ძალიან სწრაფად მირბის და არასდროს გვყოფნის.
-სისულელე მგონია ყველაფერი,ცუდი სიზმარი,როგორ მინდა ერთ დღეს გავიღვიძო,ლევანი ცოცხალი იყოს,დილით დავურეკო,ბუზღუნით_გიორგის ჩაეცინა-გავახსენო,რომ რეპეტიციაზეა მოსასვლელი.სხვა რა გზაა,ახალ რეალობას ვეგუები,თუმცა არ ვიცი ოდესმე თუ შეიძლება ასეთ ყოფას შეეგუო,არ ვიცი...
-გიო,მართლა რთული სიტუაციაა,მაგრამ ვიცი,რომ შენ შეძლებ და ცხოვრებას გააგრძელებ...მისი ხსოვნისთვის უნდა შეძლო ეს,შენ ცოცხალი ხარ,ხომ იცი ეს ბევრს ნიშნავს
-თავს უსარგებლოდ ვგრძნობ.ამ მდგომარეობის გამო ყველაფერი თავდაყირა დადგა...
-ამას ნუ ამბობ გთხოვ_მხარზე ხელი დაადო სანდრომ
-არა,ფიზიკურ მდგომარეობას არ ვგულისხმობ_თითქოს მიხვდა სანდრო რასაც ფიქრობდა.-ფიზიკური მდგომარეობა პრობლემა არაა,ცოცხალი რომ ვარ იმაზეც მადლობელი ვარ,ვგულისხმობ იმას,რომ საუკეთესო მეგობარი დავკარგე,ყველაფერი თავდაყირა დადგა,მე კი ისიც არ შემიძლია რომ დამნაშავეს პასუხი ვაგებინო,რომ მახსენდება,რომ ის ტიპი თავისუფალია სისხლი ყელში მასხამს...როგორ ვერ დაიჭირეს,როგორ..._ზიზღით თქვა გიორგიმ
-მესმის,რასაც გრძნობ,მაგრამ გთხოვ ნუ ინერვიულებ.ადრე თუ გვიან დაიჭერენ,პასუხს აგებს ყველაფერზე,რაც შეეხება მის თავისუფლებას,ის ვერ დატკბება ამით,დარწმუნებული ვარ მუდამ შიშში ატარებს დროს,ეშინია,რომ ადრე თუ გვიან დაიჭერენ და სულ გაქცევა უწევს.
-აღარ ვიცი ეგ დღე დადგება თუ არა
-დამიჯერე,დადგება ეგ დღე და თანაც მალე.
-იმედია_უპასუხა -კარგი,მოდი არ გვინდა ცუდზე ლაპარაკი.შენზე მითხარი,როგორ ხარ?როგორ მიდის საქმეები?
-ნორმალურად,აქაურობას ვეგუები
-დარჩენას ხომ არ ფიქრობ?
-რატომაც არა,ოჯახი აქ მყავს,თანაც აქაც მომწონს მუშაობა,დროდადრო წავალ ამერიკაში,მაგრამ ძირითადად აქ ვიქნები
-კარგია,მიხარია შენი დაბრუნება
ცოტა ხანს ისხდნენ კიდევ,ბევრი ილაპარაკეს.ახლა საუბარი ორივეს ჭირდებოდა,ბევრი კარგი რამ გაიხსენეს,რომელიც ერთად გადახდათ თავს.ცოტათი გამხიარულდნენ კიდეც.მართალია სანდრო დიდი ხნით იყო წასული,მაგრამ აღმოჩნდა,რომ მათ მეგობრობას ამან ვერაფერი დააკლო და ყველაფერი ისევ ძველებურად იყო,ნამდვილი მეგობრობაც ხომ ესაა,არა აქვს მნიშვნელობა მანძილს,არც იმას რამდენად ხშირად ხვდებით ერთმანეთს,პირიქით სწორედ ამ დროს ხვდები რამდენად ძლიერია ეს მეგობრობა.უნდა ჩათვალოთ რომ გაგიმართლათ თუკი ნამდვილ მეგობარს იპოვნით,თუმცა ხშირად ვცდებით და მერე საკუთარ თავზე ვბრაზობთ,რომ არასწორ ადამიანებს ვენდეთ,სწორედ ამას გრძნობდა გიორგი,როდესაც გასაჭირში მყოფი მიატოვეს მეგობრებმა,რომლებიც სინამდვილეში ყალბები აღმოჩნდნენ,მაგრამ ამის გამო დარდს საჭიროდ არ თვლიდა,ის არ იყო მარტო,მის გვერდით ნამდვილი მეგობრები იყვნენ,შესაძლოა ძალიან ცოტა ,მაგრამ არა ყალბი.სწორედ ესაა მთავარი,გულწრფელობა.
...
დილით ცოტა დამშვიდებულს გაეღვიძა,გიორგისთან ერთად ისაუზმა და შემდეგ გადაწყვიტა სამსახურში წასულიყო.მართალია გიორგისთვის არაფერი უთქვამს სესილისთან მომხდარ გაუგებრობაზე,მაგრამ მეგობართან საუბარი მასზე მაინც დადებითაც აისახა.ბევრ რამეზე დაფიქრდა.გადაწყვიტა სანამ სამსახურში მივიდოდა სესილისთან მისულიყო და დალაპარაკებოდა.იცოდა,რომ ძნელი იქნებოდა,მაგრამ ეს უნდა გაეკეთებინა.არ უნდოდა გოგონა მის გამო უხერხულ მდგომარეობაში ყოფილიყო.თავს დამნაშავედ გრძნობდა,რომ ის სახლიდან წავიდა.დანაშაულის გრძნობას კი სოფიას სევდიანი თავლები უმატებდა,როდესაც სესილიზე საუბრობდა.სანდროს სურდა საკუთარი შეცდომა გამოესწორებინა.
...
-სანდრო_გაკვირვებული ხმით წარმოთქვა სესილიმ მამაკაცის დანახვისას
-სესილი,მაპატიე,რომ ასე ადრე შეგაწუხე,მაგრამ აუცილებლად უნდა დაგლაპარაკებოდი
-არ გინდა გთხოვ...
-არა ,მომისმინე,რაც მოხდა
-გთხოვ ნუ მახსენებ_სიტყვა გააწყვეტინა გოგონამ
-მაპატიე,ვიცი მხოლოდ ჩემი ბრალია ყველაფერი.არ ვიცი რა დამემართა.ძნელია ჩემი პატიება,ვიცი,ვიცი_სინანულით წარმოთქვა მამაკაცმა-მაგრამ გთხოვ,დაბრუნდი ,დედა და მამა უშენოდ ძალიან ცუდად არიან,სოფიას განსაკუთრებით აკლიხარ.ჩემ თავ ვერ ვპატიობ,რომ თქვენ შორის ასე სულელურად ჩავდექი.ეს აღარ განმეორდება.
სესილის გული ეტკინა მისი სევდიანი ხმის მოსმენისას.ხვდებოდა,რომ მამაკაცი გულწრფელი იყო.თანაც სოფია და დათო მასაც ძალიან ენატრებოდა.სიამოვნებით დაბრუნდებოდა,მაგრამ გულის სიღრმეში დამალული შინაგანი ხმა არ აძლევდა საშუალებას.ახლა კი სანდროსგან ამის მოსმენის შემდეგ დაბრუნებაზე კიდევ დაფიქრდა.ფიქრობდა,რომ უნდა დაევიწყებინა მომხდარი და ცხოვრება განეგრძო.ყველაზე მეტად სოფიას და დათოს წყენინება აერ უნდოდა და მათთან ურთიერთობის გაწყვეტა.
-სანდრო,არ ვიც ძალიან დაბნეული ვარ.რაც მოხდა იმის დავიწყება მინდა.თუმცა ეს ძნელი იქნება,იმიტომ რო არასწორი იყო
-ჰო,მაგრამ უნდა ვცადოთ.შენ არ ხარ ვალდებული ჩემ გამო მიატოვო საყვარელი ადამიანები.მარტო არ უნდა იყო.დაბრუნდი გთხოვ.
-ახლა ვერაფერს გადავწყვეტ,მაგრამ ვიფიქრებ ამაზე,გპირდები.მეც ძალიან მიჭირს სოფიას და დათოს გარეშე ყოფნა,მათ მე შვილივით მიმიღეს და არ მინდა ვაწყენინო_უპასუხა გოგონამ
-მადლობა.მიხარია შენგან ამის მოსმენა.იფიქრე ამ ყველაფერზე.რაც შემეზება მე,რა შემიძლია გითხრა სესილი,შემიძლია კარგი მეგობარი ვიყო შენთვის,თუკი მოისურვებ.დაფიქრდი,ჩემგან პრობლემა არასდროს გექნება.მაპატიე.ახლა კი უნდა წავიდე.სამსახურში მაგვიანდება.
-კარგი_უპაუსხა გოგონამ და სანდრო კარამდე მიაცილა.
კარი ჩაკეტა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.სანდროს სიტყვებმა მასზე იმოქმედა.დაბრუნებაზე დაიწყო ფიქრი.ხვდებოდა,რომ მომხდარი უნდა დაევიწყებინა.გულს ტკენდა სანდროს სევდიანი თვალები,როდესაც ამბობდა დამნაშავე ვარო,სიამდვილეში კი არცერთი იყო დამანშავე.გრძნობა დანაშაული არ შეიძ₾ება იყოს,როცა ეს გრძნობა სიყვარულთანაა კავშირში.მას მხოლოდ ჩვენივე შიში ეწინააღმდეგება,შიში რომელიც განოწვეულია რამე ახლის დასაწყისით ცხოვრებაში.
სესილიც მსგავს შიშს განიცდიდა,სინამდვილეში არ უნდოდა მარტო ყოფნა,სოფიას და დატოს მიტოვება,მაგრამ შიშმა აიძულა ეს გაეკეთებინა,ეშინოდა,რადგან ყოველ ახალ გრძნობას დანაშაულად თვლიდა.მაგრამ ახლა ხვდებოდა,რომ დაბრუნების დრო იყო.შიშს უნდა შეწინააღმდეგებოდა.ჯერ არ იყო სიახლისთვის მზად,არც იცოდა ოდესმე იქნებოდა თუ არა,მაგრამ ერთი რამ ,რაც ნამდვილად იცოდა იყო რომ სოფიას და დათოს მშობლებად თვლიდა და არ სურდა გაუგებრობის გამო მათი ურთიერთობის დამთავრება.

...
დილით კარგ ხასიათზე გაეღვიძა სოფიას.ფანჯარა გააღო და დილის მზის სხივებს საშუალება მისცა ოთახში შემოეღწია.თაროდან ღია ფერის კაბა ამოიღო.ჩაიცვა და სარკეში ჩახედვისას გაეღიმა,საგრძნობლად წამოზრდილ მუცელს მოეფერა.თმა დაივარცხნა და ქვემოთ ჩავიდა.კართან დათო იდგა და წასვლას აპირებდა,მაგრამ სოფიას დანახვისას უკან მობრუნდა,ქალს მოეხვია და აკოცა
-უკვე მიდიხარ?
-ჰო,სოფი_უპასუხა მამაკაცმა-დღეს რამდენიმე ოპერაცია მაქვს დაგეგმილი,არ გაგაღვიძე,ისე ტკბილად გეძინა
-ანუ გვიან დაბრუნდები?_მოიწყინა ქალმა
-ვეცდები არ დავიგვიანო_შუბლზე აკოცა ქალს და გულზე მიიკრა
-კარგი.ჰო მართლა სანდრომ მომწერა,რომ პირდაპირ სამსახურში მოვა,სახლში აღარ გამოივლის
-კარგია რომ მითხარი.კაბინეტში საქაღალდე დავუტოვე და მაშინ სამსახურში წავიღებ
მამაკაცი სახლში შებრუნდა,კაბინეტიდან საქაღალდე აიღო,ცოლს დაემშვიდობა და წავიდა.
სოფია სამზარეულოში შევიდა,ნაირა ქურასთან იდგა და საუზმეს ამზადებდა.სოფიას დანახვაზე მოტრიალდა და ქალს მიესალმა.
-ისაუზმებთ?_ჰკითხა სოფიას
-არა,მოგვიანებით,ჯერ არ მშია.მხოლოდ ხილის წვენს დავლევ.
-ახლავე_ღიმილით უპასუხა ქალმა და მაცივრიდან წვენი გამოიღო
ჭიქა ქალს მიაწოდა და გაზქურისკენ უნდა მიბრუნებულიყო,მაგრამ თიტქოს რაღაც გაახსენდა და სოფიასკენ მობრუნდა
-სოფია,შვილო.სანდრო სახლში ისაუზმებს?
-არა,წუხელ გიორგისთან დარჩა და სამსახურში იქედან წავა
-კარგი შვილო_უპასუხა ქალმა-ისე,სანდრო ძალიან საყვარელია,ალბათ გეამაყებათ ასეთი ბიჭი რომ გყავთ
-ნამდვილად_უპასუხა სოფიამ-მისი წყალობით მე და დათო კიდევ უფრო ბედნიერი გავხდით
-უცნაურია,იცით ცუდად არ გამიგოთ_თქვა ნაირამ-მაგრამ მგონი რაღაც მოხდა,მაპატიეთ რომ თქვენ საქმეში ვერევი
-რას ამბობთ?რას გულისხმობთ?_ჰკითხა სოფიამ
-სესილიზე ვამბობ,სანდროს ჩამოსვლის შემდეგ წავიდა
-რა შუაშია?_გაუკვირდა სოფიას
-არ მინდა ამის თქმა,მაგრამ მათ შორის რაღაც მოხდა,რასაც მალავენ
-არა,რას ამბობთ?
-მართლა მეუხერხულება ამის თქმა,მაგრამ სესილიმ ალბთ უხერხულად იგრძნო თავი და წავიდა...ჯობს დაელაპარაკოთ და ყველაფერს მოგიყვებათ
სოფია ღელავდა.აბსურდად მიაჩნდა ნაირას ნათქვამი.ვერც ხვდებოდა რაში უნდა ყოფილიყო საქმე.დაბნეული უყურებდა ქალს.
-თქვენ რამე იცით?თუ რამე იცით...
-არა_სიტყვა გააწყვეტინა ქალმა-დანამდვილებით ვერაფრეს ვიტყვი,მაგრამ ალბათ ჯობს თვითონ სესილის დაელაპარაკოთ
-უკაცრავად,უნდა გავიდე...ძალიან გთხოვთ ამ თემაზე აღარ მინდა საუბარი_მკაცრად თქვა სოფიამ და სამზარეულოდან გავიდა.
ფიქრობდა,რომ ნაირამ შესაძლოა რამე არასწორად გაიგო.ვერ ხვდებოდა რას გულსიხმობდა,ან რა შეიძლებოდა მომხდარიყო სესილისა და სანდროს შორის.ამაზე ფიქრს ვერ იშორებდა.ბოლო დროინდელი მოვლენებიც აღიდგინა,სანდრო ლაპარაკს თავს არიდებდა,სესილიც მოულოდნელად წავიდა.სოფიას ამაზე ფიქრი არ უნდოდა,მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა.სესილისაც როცა ურეკავდა ცოტა ხნით ელაპარაკებოდა,გოგონა ცდილობდა მალე დაემთავრებინა საუბარი,თითქოს რაღაცას გაურბოდა.სოფია ამას ყურადღებას დღემდე არ აქცევდა,სანამ ნაირა არ დაელაპარაკა,მისმა ნათქვამმა ძალიან იმოქმედა ქალზე.სოფიამ გადაწყვიტა სესილის დალაპარაკებოდა.
ნაირა დერეფნის კუთხეში იდგა,კარისკენ მიმავალ სოფიას თვალი გააყოლა,ისეთი სახით უყურებდა,თითქოს ნიშნს უგებდა.ქალი გავიდა თუ არა ნაირა მისაღებ ოთახში შევიდა.სოფიას და დათოს ფოტო ხელში აიღო და ღვარძლიანად ჩაიცინა,შემდეგ ფოტო მაგიდაზე დააგდო.
-ეს პატარა არეულობა ჯერ დასაწყისია_ჩაილაპარაკა მან და დივანზე კმაყოფილი სახით ჩამოჯდა.
...
სოფიამ მანქანა სესილის სახლთან გააჩერა და გადმოსვლას აპირებდა,თუმცა მანქანის კარი სწრაფად დახურა,რადგან სადარბაზოსთან სანდროს მანქანა შეამჩნია და მალე სანდროც გამოჩნდა.მამაკაცი სესილის სადარბაზოდან გამოვიდა,მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
სოფია გაკვირვებული იყო.ნაირას ნათქვამი კი ისევ ჩაესმოდა.ნუთუ ყველაფერი სიმართლე იყო.ვეღარაფერზე ფიქრობდა.დაბნეული იჯდა და სივრცეს გაჰყურებდა.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

რატოარდებ ახალს.

 


№2  offline წევრი fireending

სტუმარი მარიამი
რატოარდებ ახალს.

გამარჯობა,ამაღამ იქნება ახალი,მადლობთ რომ კითხულობთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent