შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის ძახილი 13


10-03-2018, 00:11
ავტორი zia-maria
ნანახია 3 944

შუა ოთახში დგას,უნდა ამ სახლში კედლები შეცვალოს და ისეთივე პირქუში გახადოს როგორც მისი ცხოვრებაა.საწოლზე გაწვა,თვალები დახუჭა და მძინარე იმიტაცია შეიქმნა,მაგრამ არ გამოუვიდა რადგან მარტოა და სიმარტოვე აშინებს.მიეჩვია დაძინებამდე რაღაც ამოჩემებულ წერტილს მიაჩერდეს დაჯინებულად,ირგვლივ უფერულობა და უიმედობაა,მაგრამ სულის სიღრმეში განცდა აწუხებს,განცდა მთელ სხეულში მოძრაობს ბოლოს ბზრდება შიგ გულის სიღრმეში ყოფნა და ყელში ამოსდის,ახრჩობს რაღაც.დგება,გარეთ ღამეა და ღამის სიმყუდროვეს დაგვიანებული მძღილების დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანის ბორბლების ღრჭიალი არღვევს.დამღლელია ეს ყველაფერი,მაგრამ მაინც დამაფიქრებელი.შესცივდა და ისევ შეწვა საწოლში,კარგად გამოეხვია და სულ მალე ძილმაც წაართვა თავისუფლება,მაგრამ თითქმის ჩაძინებული ღამის სიმყუდროვე ტელეფონის ხმამ დაარღვია,ხელი გამოსწია საბნიდან,შუქი აანთო და ცალი თვალით დახედა ტელეფონს,ნომერი დაფარულია,ხელის კანკალით ხსნის ტელეფონს და ნაცნობი ხმის მოლოდინში ჩუმად არის,მაგრამ გაკვირება გაოცებაში გადადის,როცა მამაკაცის ბოხი და დაფიქრებელი,თან შიშნარევი ხმა ესმის.
-გისმენთ.არ უნდოდა ხმაში შიში დასტყობოდა და რაც შეეძლო თავი ხელში აიყვანა.
-ვიცი,რომ გვიან არის,მაგრამ ეს აუცილებელია.სესილი მგალობლიშვილს უნდა დაველაპარაკო.
-დიახ,გისმენთ მე ვარ სესილი.
-სესილი თქვენ იყავით დანიშნული ლუკა ჯაფარიძეზე.
-დიახ,ვიცნობთ ერთმანეთს?
-არა,პირადად არ გიცნობთ,მაგრამ ძალიან ბევრი მსმენია თქვენზე.ეს შემდეგ განვიხილოთ,სესილი ახლა კი ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა დაგელაპარაკო,თემა რომელიც ორივესთვის მტკივნეულია.ჩვენ ორივემ დავკარგეთ საყვარელი ადამიანი.
-თქვენ ვინ ხართ,რას ითხოვთ ჩემგან.
-სესილი უნდა დამიჯერო,დრო არ ითმენს მე ხელთ მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რამ.რაც თქვენთვის აუცილებელია და ძიებას გამოადგება.
-თქვენ იცნობდით ლუკას?
-ვიცნობდი,ვიცნობდი ძალიან ახლოს და ისიც ვიცი როგორ მოკვდა და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.
-რას გულისხმობთ ვერ გავიგე,ლუკას შემთხვევით დაიღუპა ავტო საგზაო შემთქვევით.
-გეთანხმები,სესილი მართალია,მაგრამ ეს შეტაკება მოწყობილი იყო და რატომ ან ვინ გააკეთა ეს არ გაინტერესებს გაიგო?მე ვიცი ვინ არის ლუკას მკვლელი და სად შეიძლება მისი ნახვა.
-თქვენ ვინ ხართ და საიდან იცით ეს ყველაფერი.
-მეტს ვერაფერს გეტყვით ტელეფონით,უნდა შევხვდეთ.
-არ შემიძლია შეგხვდეთ,სანამ არ მეტყვით ვინ ხართ.
-მე ის ადამიანი ვარ,ვინც წლებია სიმართლის დამტკიცებას ცდილობს.სესილი მე და თქვენ, ერთი მტერი გვყავს.როგორც თქვენ,ისე მეც წამართვეს საყვარელი ადამიანი,თქვენი აღარ არის ამ ქვეყნად,მაგრამ მე ვეძებ,ვეძებ რადგან ის ცოცხალია და მონობაში ჰყავთ ჩაკეტილი.გთხოვ,ყველა წვრილმანს შეხვედრის დროს გეტყვი.
-დავფიქრდები,ასე უცებ ვერ გადავწყვიტავ.და როგორ დაგიკავშირდეთ?
-მე დაგირეკავ რამდენიმე დღეში და გეტყვი როდის და სად შევხვდებით.
-რატომ ახლა არა?გაუკვირდა სესილის.
-ახლა არ შემიძლია,მე თავად შეგეხმიანები.სესილის ისედაც შიშით იყო მარტო სახლში და უფრო აიტანა შიშმა არადა რა გაბედულად უთხრა ახლა შევხვდეთო?შიშისაგან კანკალებდა,ალექსანდრას ნომერი აკრიბა და დაელოდა როდის უპასუხებდა ალექსანდრა.
-სესილი?რა მოხდა ხომ მშვიდობაა.
-ალექსანდრა მჭირდები.
-რა მოხდა,რატომ გიკანკალებს ხმა რაღაც სერიოზულია თორემ ამ დროს არ დამირეკავდი.
-სერიოზულია,უნდა მოხვიდე.ალექსანდრა ადგა და ანდრეას საძინებელში შევიდა,გააღვიძა და ანდრეამ გაოცებულმა შეხედა მის წინ ნახევრად შიშველ ალექსანდრას.
-რა მოხდა,აქ რას აკეთებ.ალექსანდრამ სესილის ზარის შესახებ უთხრა და არც დაფიქრებულა ისე მოისროლა საბანი და იქვე დადებულ შარვალს დაავლო ხელი.-წადი ჩაიცვი რას მიყურებ,დემეტრეს დაურეკე და იქ მოვიდეს.უთხრა და სააბაზანოში შევიდა,წყალი შეისხა სახეზე გამოსაფხიზლებლად.ალექსანდრამ უცებ ჩაიცვა და დემეტრეც გააღვიძა,უთხრა სესილის უცნაური ზარის შესახებ და დემეტრეც გაოცებული უსმენდა და უკვე ისიც ემზადებოდა სესილისთან წასასვლელად.თითქმის ერთდროულად მივიდნენ სესილის ბინასთან და უკვე ღიად დატოვებულ კარებში შევიდნენ სამივე.სესილი ანდრეას ჩაეხუტა შეშინებული და თან სიტყვა-სიტყვით უთხრა უცნობის სიტყვები.დემეტრემ ჯერ ყველაფერი აწონ-დაწონა და შემდეგ სესილის უთხრა.
-იყავი ლუკას სახლში?სესილიმ გაოცებულმა შეხედა და მხრების აჩეჩვით უთხრა.
-არა,ვერ გავბედე მარტო იქ მისვლა.
-სესილი სახლის გასაღები შენ გაქვს,უნდა წახვიდე და უნდა მოძებნო სქელ-ყდიანი ლურჯი რვეული,სადაც ლუკა საქმის ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს წერდა.ის უნდა ვნახოთ,ეს აუცილებელია.
-ეს არ არის ძნელი,ნუ ძნელია გამიჭირდება იქ შესვლა მაგრამ მოვახერდხებ.მაგრამ რომ დამირეკოს და შეხვედრა მთხოვოს რა ვუთხრა,რა ვქნა.
-არ შეხვდები,პირველივე ზარზე არ შეხვდები.თუ ამ ყველაფერს მართალს ამბობს,ის თავად მოვა და ჩვენ შეგვხვდება.ხვალიდან შენს შორი-ახლოს დაცვას დავაყენებ,ისე რომ ვერავინ ვერ შენიშნოს,ეს საჭიროა რომ ვიცოდეთ რა ხდება და მზად ვიყოთ ყველაფრისთვის,მაგრამ ლუკას პირადი ჩანაწერების ის რვეული უნდა ვნახოთ და წავიკითხოთ რას წერდა,რას ინიშნავდა.იქნებ წავაწეყდეთ რაიმე საინტერესო და კვანძის გასახსნელ ინფორმაციას.დემეტრე,ანდრეა,ალექსანდრა და სესილი მსჯელობდნენ,თომა კი უკვე ქალაქგარეთ იყო გასული,უნდოდა გასცლოდა თბილისის ჩაგუბებულ ჰაერს.საათების მგზავრობა დასჭირდა და მალე,ისე რომ თავადაც ვერ გაიგო სად მიდიოდა ზღვას მიადგა.ერთ მშველიერ ადგილზე გააჩერა,სადაც ზღვის ჰაერი ურტყამდა და ნელი სიო არხევდა ჯერ კიდევ ფოთლებ შერჩენილ ტოტებს.მის წინ ამაყად იდგა მუდამ ყელმოღერებული თვალუწვდენელი პალმები,იქვე ზღვასთან ახლოს ორსართულიანი სახლი იდგა წინ ულამაზესი ბაღით,ახლოს მივიდა ბაღთან და ბაღში მოფუსფუსე ასაკოვანი წყვილი დაინახა.მათაც დაინახეს უცნობი და მისკენ წამოვიდნენ, ღიმილით მიესალმა მოხუცებს და უთხრა.
-დილა მშვიდობის.
-დილა მშვიდობის შვილო.
-ვიცი,სეზონი დასრულებულია,მაგრამ მინდა რამოდენიმე დღით,თუნდაც თვით ოთახი ავიღო ხომ ვერ მიმასწავლით სად შევძლებ მშვიდად ყოფნას?
-საიდან მოდიხარ შვილო,აქაურს არ ჰგავხარ.შეეკითხა მოხუცმა.
-თბილისიდან მოვდივარ პაპა.
-შორი გზა გამოგივლია აქ მოსვლამდე,ჯერ აქ შემოდი,იქნებ აქ ყოფნა მოგეწონოს.ხედავ რამხელა სახლია? ჩვენ ორნი ვართ სახლში მხოლოდ,ძალიან გამახარებ აქ დარჩენას თუ ისურვებ,თუმცა გპირდები მყუდროებას არ დაგირღვევ.ვინ იცის,ვის ან რას გამოექეცი დიდი ქალაქიდან და ფიქრებისთვის გჭირდება დრო.გიორგი ეზოში შევიდა,მოხიბლა მოხუცების ბაღმა.სახლში შევიდა და სახლიც მოეწონა,ძალიან მყუდრო იყო,გარეთ ვერანდაზე მყუდროებას ზღვის შრიალი არღვევდა,რადგან ზღვის ოხვრა და ღრმა სუნთქვის ხმა მკვეთრად ისმოდა.ტელეფონი ამოიღო და ანდრეას დაურეკა.
-გიორგი რა კარგია რომ დამირეკე,სად ხარ უნდა გნახო.
-ანდრეა მე წავედი,ცოტა ხნით ფიქრი მჭირდება.ვიფიქრებ,დავმშვიდდები და დავბრუნდები.
-ვფიქრობ ლოგიკურ დასკვნას მიიღებ საბოლოოდ გიორგი.სად ხარ ახლა,ბინა ნახე უკვე სადაც დაისვენებ?
-ვნახე ერთი სახლი,ძალიან მშვიდი და მყუდროა.ვერანდაზე ვარ ახლა და ზღვის ოხვრას ვუსმენ.წუთიერად მომეჩვენა,რომ ზღვაც ისეა აღელვებული როგორც ჩემი გული.ისეთი ადგილია ანდრეა რომელიც მართლა დამამშვიდებს სულიერად.აქ ვჩერდები,დაგირეკე რომ არ ინერვიულო,მე თავად შეგეხმიანები.
-გიორგი ბათუმში ხარ?რატომ ჩემს სახლში არ მიდი.
-არა ანდრეა,იქ ყველაფერი ისევ ლუკას მომაგონებს და გამიჭირდება ფიქრი.შენ რისთვის დამირეკე,რა გინდოდა გეთქვა.
-არაფერი ისე მოგიკითხე,როგორ არის გუშინს მერეთქო.
-კარგად ვარ,კარგად რა უკეთესად ვარ.ანდრეა სესილი ნახე?კითხა მორიდებულად.
-მე ვნახე,მაგრამ შენ რატომ არ ურეკავ.
-ვფიქრობ ეს დრო მეც და სესილისაც დაგვაფიქრებს და მივხვდებით,გვინდა თუ არ გვინდა ერთად ყოფნა.
-შენ თავად დასვი წერტილი იქ,სადაც მძიმე იყო საჭირო გიორგი.
-არა,სცდები ანდრეა.მე სესილი მიყვარს და მინდა მხოლოდ მე მეკუთნოდეს ის და მხოლოდ ჩემზე ფიქრობდეს.
-დამშვიდდი და იფიქრე რა გინდა ბოლო-ბოლო.
-სწორედ მაგიტომ წამოვედი.გიორგიმ ტელეფონი გათიშა და ზღვას გახედა.სახლში შევიდა,ტანისამოსი ამოალაგა მოხუცებთანაც ისაუბრა და უკვე დაბინდებულზე ისევ ვერანდაზე გავიდა.ზღვის სიღრმეში ჩაძირული მზის სხივებში სესილის თვალები დაუდგა წინ,ენატრებოდა,მასთან უნდოდა,მაგრამ თავს ებრძოდა,ეომებოდა გრძნობებს,მონატრებას და სიყვარულს ერთად.გრძნობა იმდენად დიდია გულში სესილის მიმართ,რომ არანაირი მანძილს არ შეუძლია ჩააქროს ის გრძნობა.ენატრებოდა თვით გიორგის და ენატრებოდა გულსაც,სულს კი სწყუროდა სესილი და მარტოდ დარჩენილს სამყარო პატარა ეჩვება მის გარშემო.დაღამდა ასე სიგარეტით ხელში ისევ ვერანდაზეა და მხოლოდ ბებერი მთვარე იყო მის გვერდით უხმოდ,ვარსკვლავები აქა-იქ კიაფობდა დიდ და შავ ცაზე.ფიქრები და ფიქრები მხოლოდ,რომელიც უსასრულობას უერთდება ოცნებასთან ერთად,როგორ უნდოდა მისი ეს ოცნებები რეალური ყოფილიყო.ღრმად ამოისუნთქა,რადგან ისევ წარსულში გადავიდა,აიძულა წარსულმა მის წინ,შორეულ ფიქრებში დაენახა ლუკა და სესილი ბედნიერი ღიმილით,მაგრამ ახლა თავად გრძნობდა ამ ღიმილის სურნელს.მხოლოდ სესილიზე ფიქრები აცოცხლებს,მაგრამ იმდენად მიუწვდომელია ეს ყველაფერი მირაჟი ჰგონია მხოლოდ,არ უნდა შეეჩვიოს მარტო მირაჟში,უნდა ეს ყველაფერი რეალობა გახადოს და სესილი მხოლოდ მისი იყოს,მხოლოდ მისი ქალი.სახლში შევიდა,წყალი გადაივლო და ტელევიზორს მიუჯდა,დაღლილს ჩათვლიმა და მოულოდნელად ლუკა გამოეცხადა.
-გიორგი,გიორგი ნუ განიცდი ასე ძალიან და მძიმედ,ხომ ხედა ყველანი წავალთ და ჩვენს გარშემო ჩვენი  მოგონებები დარჩებიან.ცხოვრება ხანმოკლეა ძმაო და ძალიან უსამართლო.შეეცადე იყო  ბედნიერი და რომ მოიპოვო ეს ბედნიერება უნდა იბრძოლო,გიორგი უნდა შეეცადო და იბრძოლო ბოლომდე შენი ბედნიერებისათვის.ნუ განიცდი ასე ძალიან,სესილი შენთან ბედნიერი იქნება მე დარწმუნებული ვარ.შეშინებულმა გაახილა თვალი და ირგვლივ მიმოიხედა,ფეხზე წამოდგა წყალი დალია,სიგარეტს  მოუკიდა და ისევ ვერანდაზე გავიდა.
-ლუკა,ლუკა ყველაფერს ხედავ და ყველაფერი გესმის მეგობარო.ცრემლით აევსო თვალები და იქვე ჩაჯდა.დილამდე იყო გარეთ,დილით ინათა თუ არა პიჯაკი მოიმცვა და ეზოში გაიარა.ბაღში ფუსფუსებდა მოხუცები,გაკვირვებულმა შეხედა გიორგის და უთხრა.
-ვერ დაისვენე კარგად?უძილოს ჰგავხარ,რა გაწუხებს შვილო შენს ჯავრს ძილიც რომ დაუფრთხია შენთვის.
-ბევრი რამ პაპა,ძალიან ბევრი რამ.
-აქ კარგად იქნები,არ შეგაწუხებს არავინ და დრო გაქვს ფიქრისთვის.გიორგიმ ღიმილით შეხედა მოხუცებს და უთხრა.
-რამდენი წელია რაც ერთად ცხოვრობთ პაპა.
-სულ მალე 55  წელი გახდება შვილო.ნუ ფიქრობ ჩვენ დალხენილი ცხოვრება გვქონდა,არც ჩვენთვის ყოფილა ცხოვრება იოლი,მაგრამ როცა სიყვარული ძლიერია და გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს,ყველაფრის მოგვარებას შეძლებ.
-სიყვარული ძალიან რთულია და მტკივნეული.
-ისე ცხოვრებას რა აზრი აქვს შვილო,გეტყობა სწორედ ეს სიყვარულია იმის  მიზეზი ახლა აქ რომ ხარ.
-სიყვარულმა გულიც მოკლა და სულიც მომიწამლა.
-იფიქრე შვილო,იფიქრე თორემ მარტოობას  მიეჩვევი და ეს ახალგაზრდა მამაკაცი გაშრები,აღარაფლის ხალისი აღარ გექნება,სიყვარული კი გაფრინდება და წავა.ჩემთვის კარგია აქ რომ ხარ,მაგრამ იქ უნდა იყო,მის გვერდით და ის დაიცვა შენი ძლიერი ფრთებით ძლიერი ავდრისგან.
-ბედს თუ უნდა,ერთად ვიქნებით პაპა.
-არა,სცდები შვილო.ბედს არა,შენ უნდა გინდოდეს,მას უნდა უნდოდე რადგან ეს ბედის საკითხი არ არის,ეს თქვენი გადასაწყვეტია.ბედმა ერთად შეგყარათ,ახლა უნდა იბრძოლოთ და უნდა დაიცვათ ეს გრძნობა,გაანთავისუფლოთ იმ ეკლებისაგან,რაც შემორტყმული აქვს გარშემო და თქვენ ვარდებით შეამკოთ.არავინი არ არის საუკეთესო.გული არ უნდა გაცივდეს,ის ცხელი უნდა იყოს იმ ქალის მიმართ ვინც გაიძულა აქ იყო ახლა,ვის გამოც გამოექეცი თბილისს და დრო ითხოვე შენი თავისთვის.
-მიჭირს,მაგრამ იმედია ეს მარტოობის დღეები მიშველის სწორი აზრის გამოტანაში.
-როგორც გინდა,შენ როგორც გინდა.ახლა კი მინდა ერთად ვისაუზმოთ.ხელი გადახვია გიორგის და ნელი ნაბიჯით წავიდნენ სახლისკენ.
  რამოდენიმე დღე ფიქრობდა სესილი და იმდენად უშიშარი გახდა ლუკას სახლში მარტო წავიდა,გააღო კარი და პირდაპირ ლუკას კაბინეტში შევიდა.თვალი მოავლო დიდ ბიბლიოთეკას და შემდეგ მის საწერ-მაგიდასთან მივიდა,სათითოდ გამოაღო უჯრები მაგრამ ვერაფერი ნახა ისეთი რაც გამოძიებას წაადგებოდა.სახლში წავიდა ცარიელი ხელით დაღონებული,სახლში მისულს კი კარებთამ მედეა დახვდა.
-არ ხარ სახლში?მე კი მეგონა გეძინა.
-არა,ადრე გავედი დილით.
-სად იყავი ასე ადრიანად.
-ლუკას სახლში მივედი.მედეას გაუკვირდა და თვალებგაფართოებულმა მიაჩერდა.სესილიმ მოკლედ აუხსნა საქმის არსი და ორივე ჩუმად იჯდა.
-სესილი გიორგიმ იცის ეს ყველაფერი?ან თუ შეგეხმიანა საერთოდ მას შემდეგ.
-არა,არ დაურეკავს.მიდი რა გთხოვ,ყავა მოადუღე.მედეამ ყავა მოადუღა და სესილის გვერდით დაჯდა.
-შენ როგორ ხარ,სულ ჩაიკეტე და აღარ გამოდიხარ.ერეკლე იყო მოსული?შენზე თქვა უნდა ვნახოო.
-არა,არ  მოსულა,ან მოვიდა და არ მახსოვს.
-მოეშვი სესილი რას გავხარ,იცი რომ ძალიან გახდი?ძალა გჭირდება წინ ძალიან დიდი და რთული გზა გაქვს გასავლელი.
-ეს დღეები ვფიქრობ მედეა და იცი რა დასკვნამდე მივედი?მედეა სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი იპოვო ის ადამიანი,რომელიც ერთიანად შეცვლის მთელი შენი ცხოვრების აზრებს და დასახულ გეგმებს.მე და ლუკა ყველაფერს ვუყვებოდით ერთმანეთს,მაგრამ არ მქონდა ისეთი ძლიერი გრძნობა,როგორი გრძნობაც მაქვს გიორგის მიმართ.ახლა იცი როგორ ვარ?მოუთმენლად ველოდები წამს, როდის ვნახავ რომ ყველაფერი მოვუყვე,დარწმუნებული ვარ არ შემაწყვეტინებს თხრობას და ისეთი ყურადღებით მომისმენს ერთი სიტყვაც არ გამოეპარება.შემდეგ კი ჩაფიქრდება და ისე მიპასუხებს დაკვირვებულად ამიხსნის ყველაფერს.გიორგისთან ყოფნისას ვგრძნობ ,რომ სავსე ვარ.არ მაქვს სტრესი,დეპრესია როცა ჩემს გვერდითაა და შემიძლია ვიყო ის ვინც ვარ სინამდვილეში.
-სესილი შენ ხომ ბედნიერი იყავი ლუკასთან.
-კი,ნამდვილად ბედნიერი წყვილი ვიყავით,მაგრამ თითქოს შებოჭილი.მიყვარდა ლუკა და ახლაც მიყვარს,ალბად არც იყო ის სიყვარული,ის უფრო შეჩვევა იყო  რადგან,ვგრძნობ რომ სიყვარულით გიორგი მიყვარს.ვგრძნობ,რომ მაკლია და ის ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად  მიმაჩნია.
-დაურეკე და დაელაპარაკე.სესილიმ შეხედა მედეას და გაუბედავად გამოართვა ხელში შეჩეჩებული ტელეფონი.-დაურეკე,აქ ჯდომით,გლოვით და ლოდინით რას აკეთებ.გაბედე,დაურეკე და დაელაპარაკე. მოიკითხე,თუ არ გინდა გაიგოს შენ რომ ხარ დაფარე ნომერი და ხმას გაიგონებ,ესეც დაგამშვიდებს რომ მიხვდები ხმით კარგად არის.დაუჯერა მედეას აკრიბა ნომერი და გულის ფრიალით დაელოდა გიორგის ხმას.გიორგი ზღვის სანაპიროზე სეირნობდა მისმა ტელეფონმა რომ დარეკა და დაფარული ნომერი რომ დაინახა წარბი მაღლა ასწია.არ დაფიქრებულა ვინ უნდა ყოფილიყო,გახსნა და სერიოზული,თავისი ჩვეული ბოხი ხმით უპასუხა.
-გისმენთ.ჯერ სიჩუმე შემოესმა და შემდეგ მისთვის მონატრებული ხმა გაიგონა რომელმაც მთელ სხეულში დაიარა.
-მე ვარ გიორგი.შეიძლება არც გინდა ჩემი ხმის გაგონება,მაგრამ შენ არ დამირეკე,მე კი უბრალოდ მოგიკითხე.
-კარგად ვარ სესილი შენ?შენ როგორ ხარ.
-აქ რომ იყო,უფრო კარგად ვიქნები.მაგრამ არ გთხოვ დაბრუნდითქო,ეს შენ თავად უნდა გადაწყვიტო.მინდა ჩემს გვერდით იყო,რადგან ახლა ძალიან მჭირდები,შენს გვერდით ყოფნა მჭირდება გიორგი.
-სესილი ახლა ძალიან შორს ვარ შენგან,მართალია წამოვედი ისე რომ არ გნახე,მაგრამ მინდა ჩემივე თავი ვიპოვო რომ ცხოვრება გავაგრძელო ყოველგვარი სინანულის გარეშე.
-რატომ გგონია,რომ შენი თავი დაკარგული გყავს და მისი პოვნაა საჭირო.უბრალოდ დაბნეული ხარ,მაგრამ მე მადლობელი ვარ რადგან შენს გვერდით,მე ყველაზე ლამაზი წუთები  გავატარე.კარგი,აღარ გაგაცდენ და ეცადე მალე იპოვო შენში შენი თავი.
-სესილი......................................
-გისმენ გიორგი.გიორგიმ თვალები მაგრად დახუჭა და ხელები მომუჭა,შემდეგ კი ჩვეული სიმშვიდით თქვა.
-არა,არაფერი თავს მიხედე.გიორგიმ ტელეფონი გათიშა და სესილიმ ცრემლებით სავსემ დახედა უკვე გათიშულ ტელეფონს.მაგრამ უეცრად ისევ დარეკა სესილის ტელეფონმა დაფარული ნომრით,გაღიმებულმა უპასუხა მაგრამ ღიმილი თანდათან გაუქრა სახიდან.
-სესილი გამარჯობა.დავრეკე რადგან გითხრა,რომ დღეს 10 საათზე შევხვდეთ ერთმანეთს.დღეს გაიგებ ყველა იმ სიმართლეს რაც ლუკას მკვლელობაზე ვიცი.
-რატომ არ თქვი,როცა გარდაიცვალა ლუკა და რატომ ამბობ ახლა,თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ.
-არ შემეძლო,მემუქრებოდნენ და არც ახლაა გამორიცხული ჩემს ნომერს უსმენდნენ.თუ გაიგო მოულოდნელად ჩემი გარდაცვალების შესახებ და ჩვენ ვერ შევხვდით,ვერ ვისაუბრეთ,მე ჩემს ერთ სანდო კაცს მივცემ ყველა იმ დამამტკიცებელ საბუთებს რაც მოგეხმარებათ მკვლელის დაჭერაში,მაგრამ ძალიან მინდოდა ეს ყველაფერი პირადად გადმომეცა.სესილი ვიცი როგორი ბედნიერი იყო ლუკა და როგორ ძალიან უყვარდი.მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი,როცა ჩემი და ჩემს გვერდით,ჩემს სახლში მყავდა სანამ ის არაკაცი წაიყვანდა პორნო კლუბში.მე და ლუკას ერთი მტერი გვყავს,ის ვინც ლუკა მოკლა,მას ჩემი და ჰყავს დატყვევებული და მისით ფულს აკეთებს,არა მარტო ჩემი და მან ძალიან ბევრ ბავშვ გოგოებს მოუსპო ახალგაზრდობა და წაართვა ბავშვობაც და თავისუფლებაც.სესილი გაოცებული უსმენდა უცნობს და აღარ იცოდა რა ეღონს,რა გაეკეთებინა,შეხვედროდა თუ არ შეხვედროდა.რომ ყველაფერი მართალი იყოს?თუ მართლა იცის მკვლელის ვინაობა?დაფიქრდა და დაეთანმა შეხვედრაზე.
-10 საათზე შეგხვდები და მომწერე სად.უთხრა სესილიმ ჩუმი ხმით.
  გიორგი?როგორ იყო გიორგი სესილისთან საუბრის შემდეგ?იჯდა და ფიქრობდა,მიხვდა რომ სესილის რაღაც უჭირდა და უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო,ამიტომ ჩქარი ნაბიჯით ჩაალაგა ნივთები და წასასვლელად  მოემზადა.კმაყოფილებით სავსე ადევნებდა თვალს გიორგის მოხუცი და შემდეგ ღიმილით უთხრა.
-როგორც ვხედავ,გინდა წახვიდე რადგან მიხვდი,რომ მხოლოდ მის გვერდით არის შენი ადგილი.ღამეები არ გძინავს,რადგან სხეულით ხარ აქ და ფიქრებით იქ ხარ,მის გვერდით.
-ვფიქრობ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე და აღარ შევცვლი აღარაფერს პაპა.
-როცა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე იღებ გადაწყვეტილებას,ჯერ შენი შინაგანი თვისებებში ყველაზე მთავარი,შენი ეგოიზმი ამოიღე.სწორედ ამიტომ ხარ გაორებული და ვერ გადაგიწყვეტია რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის.ამიტომ მიხარია,რომ გაიგე შენით რა უფრო გჭირდება .წასვლის წინ,მოდი ჩემი ხელით მოდუღებული ყავა დაგალევინო და გზას დაგილოცავ,მაგრამ შემდეგში გელოდები შენს საყვარელ ადამიანთან ერთად.მოხუცი წავიდა და  გიორგი ჩაფიქრებული უცქერდა ღიმილით,უეცრად ტელეფონის ხმამ შეაშინა დახედა და გაეცინა ანდრეა უყო.
-გისმენ ანდრეა.
-გილოცავ ძმაო.
-რას მილოცავ,დღესასწაული გვაქვს რამე დღეს?
-შენ რა მართლა გამოშტერდი თუ მე მაღადავებ.გაუბრაზდა ანდრეა.
-არა,მართლა რას მილოცავ.
-13 ნოემბერია დღეს და დაბადების დღეს გილოცავ.
-ღმერთო  სულ დამავიწყდა.თქვა გიორგიმ.
-რას შვრები,როდის აპირებ დაბრუნებას.
-ჯერ კიდევ ვფიქრობ,ვნახოთ.
-კარგი შენი საქმის შენ იცი,მაგრამ წელიწადი  ნუ გაჩერდები მანდ.გიორგიმ გემრიელად მიირთვა  მოხუცის მოდუღებული ყავა და ღიმილით დაემშვიდობა ორივეს.ღიმილით დაადგა გრძელ გზას და თბილიში შესულმა ტორტი იყიდა,პირდაპირ ანდრეასთან მივიდა.ზარი მისცა კარებზე და კარს მიღმა გაოცებული ანდრეა რომ დაინახა გაეღიმა.ანდრეას გაუხარდა რა თქმა უნდა გიორგის დანახვა,მაგრამ გაბრაზდა კიდეც.
-რომ დაგირეკე,რატომ არ  მითხარი მოვდივარო.
-შემდეგ მოვიფიქრე და წამოვედი,არ შემეძლო რომ არ მომელოცა.
-რა უნდა  მოგელოცა.კითხა გაკვირვებულმა გიორგის და იქვე მდგარ ასევე გაოცებულ ალექსანდრას შეხედა.
-ღმერთო ანდრეა რა გულმავიწყი გახდი ამ ბოლო დროს.რა უნდა მომელოცა და ჩემი დაბადების დღე და თან ერთად გავჭრათ ტორტი ისე როგორც ადრე ბავშვობაში.ანდრეას გაეცინა და სიცილისაგან ტორტი ლამის გააგდო ხელიდან,რომელიც ალექსანდრამ გამოართვა.
-რადგან ტორტი თავად მოიტანე,მოდი სანთელი ავანთოთ და ერთი სურვილი ჩაიფიქრე.მოდი თვალები დახუჭე და ისე ჩაიფიქრე.
-კარგი რა,რა უნდა ჩავიფიქრო,განა პატარა ბავშვები ვართ?
-მაშინ,მოდი იმ ასაკში დავბრუნდეთ,სამივე რომ ვაქრობდით სანთლებს ერთმანეთის ტორტებზე.თქვა ანდრეამ და თვალი ჩაუკრა გიორგის.
-თუ გინდა სამივემ ჩავიფიქროთ,რადგან სამივეს ერთი სურვილი  გვაქვს ვიცი.თქვა ალექსანდრამ.
-ასე აჯობებს.თქვა გიორგიმ და სამივემ ხელი ჩაჭიდა ერთმანეთს და ერთად შეუბერეს სული ანთებულ სანთელს.
-მშვენიერია,მე რასაც ჩავიფიქრებ მალე მისრულდება,ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება.
-არ გინდა გამანდო რა ჩაიფიქრე?ეს ხომ მეც მეხება და უნდა ვიცოდე რას ფიქრობ ჩემზე.
-გიორგი ორი წელია რაც გიცნობ და ვფიქრობ ამ დროში კარგად გაგიცანი.წადი და სესილი ნახე.თქვენ ორივეს ძლიერ გიყვართ ერთმანეთი და ახლა მას ისე ჭირდები როგორც არასდროს.
-რა ხდება,რამე უჭირს სესილის?იკითხა ცოტა შეშინებულმა.ალექსანდრამ ყველაფერი მოუყვა გიორგის.
-გიორგი უნდა წახვიდე,უნდა შეაჩერო შესაძლებელია ტყუილი იყოს ეს ყველაფერი და მისი მოკვლა უნდოდეს ვინმეს.ჩვენ კი არც მოგვისმინა,მაინც მიდის შესახვედრად.
-ანდრეა დაურეკე და შეაჩერე,უთხარი არ წავიდეს,ჩემზე არაფერი არ უთხრათ,სახლიდან არ გავიდეს.ანდრეამ დაურეკა სესილის და თხოვა არ წასულიყო უცნობთან შეხვედრაზე,მაგრამ ვერ გადააფიქრებინა.გიორგი წამოდგა გაბრაზებული ფეხზე,პიჯაკს დაავლო ხელი და სახლიდან გავიდა,ჩქარი ნაბიჯით ჩაირბინა კიბეები და საათს დახედა,მხოლოდ ნახევარი საათი ჰქონდა დრო სესილისთან მისასვლელად.არ მიდიოდა,მიჰქროდა და არ უყურებდა გზაზე შუქნიშნებს,პირდაპირ გადადიოდა წითელზე,სესილი კი ამ დროს უკვე თითქმის მზად იყო.ჩანთას მოკიდა ხელი და კარებზე ზარია,გაუკვირდა და გაუბედავი,ნელი ნაბიჯით მივიდა კართან გააღო და მის წინ სიბრაზით ანთებული გიორგი იდგა.სესილიმ შეხედა და იგრძნო ეს იყო ადამიანი,რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრია.გასაოცარი,ყველაზე ძვირადღირებული და მისი ერთადერთი იმედი.ადამიანი,რომელიც მისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.



№1 სტუმარი სტუმარი nina

momwons kargia male dadee

 


№2  offline წევრი mia15

ძალიან კარგი თავი იყო.გამიხარდა რომ ახალი თავი დავინახე.ველოდები ახალ თავს

 


№3  offline მოდერი zia-maria

სტუმარი nina
momwons kargia male dadee

დავდებ შეძლებისდაგვარად საყვარელო,მადლობა. kissing_heart

mia15
ძალიან კარგი თავი იყო.გამიხარდა რომ ახალი თავი დავინახე.ველოდები ახალ თავს

შენ ყოველთვის ადგილზე ხარ ჩემო ფერიავ. kissing_heart დავდებ ხვალ აუცილებლად.

 


№4 სტუმარი manana

ძალიან მომწონს , საოცარი თავი იყო, იმედია მალე დალაგდება ყველაფერი, ველი ახალ თავს. პ.ს. სხვა ავტორების სიახლეები რატომ აღარ იდება, ხომ არ იცით?

 


№5  offline მოდერი zia-maria

manana
ძალიან მომწონს , საოცარი თავი იყო, იმედია მალე დალაგდება ყველაფერი, ველი ახალ თავს. პ.ს. სხვა ავტორების სიახლეები რატომ აღარ იდება, ხომ არ იცით?

მადლობა ქ-ნო მანანა.ხარვეზებია საიტზე და სანამ არ გასწორდება საიტი ჭირს სიახლეების დადება.

 


№6 სტუმარი manana

zia-maria
manana
ძალიან მომწონს , საოცარი თავი იყო, იმედია მალე დალაგდება ყველაფერი, ველი ახალ თავს. პ.ს. სხვა ავტორების სიახლეები რატომ აღარ იდება, ხომ არ იცით?

მადლობა ქ-ნო მანანა.ხარვეზებია საიტზე და სანამ არ გასწორდება საიტი ჭირს სიახლეების დადება.

უღრმესი მადლობა

 


№7 სტუმარი marina

zalian momesona es tavi daisko sinsvla sikvarulma.????????????????????

 


№8  offline მოდერი zia-maria

marina
zalian momesona es tavi daisko sinsvla sikvarulma.????????????????????

და უკვე ასე გაგრძელდება. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent