აკრძალული სიყვარული ( თავი 3 )
ვიწექი და ველოდი, როდის გათენდებოდა.ვიცოდი, რომ მას ვნახავდი. ღამე საშინლად გრძელი იყო,ან უბრალოდ მე მეჩვენებოდა ასე.გამთენიისას ჩამთვლიმა, მაგრამ მალევე მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა. საათი რვას აჩვენებდა. სკოლაში წასვლის დროა. ავდექი, წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი.ჩანთაში ჩავალაგე,მაღალწელიანი ჯინსი, შავი ზედა და შავი ბოტასი მოვირგე. ოქტომბრის დასაწყისი იყო, გარეთ სუსხი იგრძნობოდა, ამიტომ ქურთუკიც მოვიცვი.თმა ჩამოშლილი დავიტოვე. ამასობაში საათი 08:35-ს აჩვენებდა. ტელეფონი ავიღე და ლიზისთან დავრეკე. - ჰოუ _ ნამძინარევი ხმით მიპასუხა ლიზიმ. - რასშვები, ხო მოდიხარ? - მოკლედ ჩემს გარეშე ვერ ძლებ ხო შენ. მოვდივარ ხო. - კაი მაშინ, გამოგივლი მე გამოვდივარ. ლიზი ჩემს ახლობლად ცხოვრობდა, სკოლაც სახლთან ძალიან ახლოს იყო, მაქსიმუმ 10 წუთის სავალზე. კიბეზე ჩავირბინე, მამა უკვე წასული იყო. ამიტომ კარი გასაღებით ჩავკეტე და ლიზის სახლისკენ წავედი. კარი დედამისმა გამიღო, გადამეხვია, ძალიან თბილი ქალი იყო ირმა დეიდა. მაგრამ ბევრი საუბარიც უყვარდა,მე კი ეს არც ისე კარგად მეხერხებოდა, რადგან უკვე აღვნიშნე კიდეც, რომ უამრავი კომპლექსი მაქვს. მალე ლიზიმაც იკადრა ჩამოსვლა, ირმა დეიდას დავემშვიდობეთ და სკოლისკენ ავიღეთ გეზი.ლიზი ძალიან გახარებული ჩანდა, თვალები უბრწყინავდა. იმდენად, რომ ჩემი ცუდად ყოფნა ვერც კი შეამჩნია. თუმცა ასეც მაწყობდა, რადგან არ მინდოდა მასთან ლუკაზე საუბარი, საერთოდ არავისთან მინდოდა მასზე საუბარი. - დაიწყე. - ღმერთო ჩემო, მგონი სიზმარში ვარ. მიდი აბა გამარტყი, ან მიჩქმიტე, მიდი მართლა, ეს რეალობაა? - კაი რეებს ბოდიალობ ეხლა. - კაი ხოო, ბედნიერებას ხო არ დააცდი ადამიანს რაა, უჟმურო. ესეიგი....ჰმ...ჰო...ამ.... - ლიზიი _მხარი გავკარი სიცილით. - კარგი ვსოო. მოკლედ, ჩვენი პარალელი როა ის ბიჭი ხო იცი. სანამ წინადადებას დაასრულებდა, ამ სიტყვების გაგონებაზე გავშეშდი მაგრამ საბედნიეროდ ლიზიმ ვერც ეს შეამჩნია. - მამულაშვილი, გიო აი ის მწვანე თვალები როაქ, სულ შავებში რო დადის ხოლმე. - ღმერთო, რამის ერთი წელია მაგ ტიპზე ლაპარაკობ, რა დამავიწყებდა მაგის თავს. მერე? - მერე ის,რომ სიყვარული ამიხსნა. - ღადაობ ხო? - შენ თავს ვფიცავარ. შენ წარმოიდგინე მე როგორ გამიკვირდა. რამდენი ხანია მომწონს და ტიპს ერთხელ არ მოუქცევია ყურადღება, ეხლა კიდევ უცბად მეუბნება რომ გრძნობები აქვს ჩემს მიმართ. - რაო მერე? - რავი,გუშინ საღამოს დამირეკა, ისიც არ ვიცი საიდან აქვს ჩემი ნომერი, რომ ვკითხე მითხრა, პატარა უბანია, გავიკითხე და გავიგეო. გარეთ გასვლა მთხოვა, თავისუფლებაზე გავედით და იქ მეტროსთან პარკი როა, იქ დავჯექით. ბევრი ხალხიც არ ყოფილა, მოკლედ, რომანტიული სიტუაცია იყო. რამდენიმე კვირაა უკვე მომწონხარო, თავიდან ესეც უბრალო თინეიჯერული გატაცება მეგონა, მაგრამ როგორც წესი რამდენიმე დღეში მივლის ხოლმე, ამიტომაც დავაცადე ჩემს თავს, ანუ არ მინდოდა, რომ ტყუილი იმედები მომეცაო,მაგრამ ჩემი გრძნობები არ შეცვლილა შენს მიმართ, ამიტომაც გადავწყვიტე მეთქვაო. შენ რას გრძნობ ჩემს მიმართ, მაგის კითხვას არც ვაპირებ, და არც მგონია უარი მითხრა, შეგამჩნიე სკოლაში სულ მე რომ მიყურებ ხოლმეო. ამაზე კიდე რამის გადავყირავდი, ისე შემრცხვა. - გამოვშტერდები ეხლა. მერე შენ რა უთხარი? და საერთოდ ასეთი რაღაც ხდებოდა გუშინ და მე არაფერი მითხარი? ეს ვთქვი თუ არა, გამახსენდა ჩემს თავს რაც ხდებოდა გუშინ და გავჩუმდი. - რა უნდა მეთქვა, მეც დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ მართლა ხდებოდა ეგ ყველაფერი. მე საერთოდ არაფერი მითქვამს. მივედი და ჩავეხუტე, ამის გაკეთება თვეები მინდოდა, და დროის ლაპარაკზე დახარჯვას ნაღდად არ ვაპირებდი.მაგას კიდევ გაეღიმა,და გულზე მიმიკრა. მერე სახლამდე გამომაცილა, ღამით დამირეკა, ტკბილი ძილი მისურვა და სულ ეს არის. - " სულ ეს არის"? გაჩუმდი ეხლა, თორე შემოგარტყავ. - კაი ჰო, ჩუმად ვარ. შენ რას შვებოდი გუშინ? - ჰმ... რავი... არაფერს. - ლიზიმ ეჭვის თვალით გამომხედა, მაგრამ ამ დროს ზარი დაირეკა,უკვე სკოლასთან ვიყავით და რაზგონით ავირბინეთ კლასისკენ. ლიზის ბედნიერება მეც მიხაროდა, მაგრამ თვითონ მე უბედური ვიყავი. ლიზი ქერაა,ნორმალური ტანის.ჩემზე ცოტათი მაღალი. უცნაური ფერის თვალები აქვს, მოცისფრო. ჩემს მახლობლად ცხოვრობს, დედასთან ერთად.მამამისმა ოჯახი მიატოვა, როცა ლიზი პატარა იყო. და დედამ გაზარდა. მოკლედ არაჩვეულებრივად ვუგებთ ერთმანეთს, მას მამა არ ჰყავს, მე კი დედა. პირველი გაკვეთილი ქიმია გვქონდა, ვგიჟდებოდი, როგორც ამ ქალზე,ასევე საგანზეც, ერთადერთი გაკვეთილი იყო, სადაც ლიზი საუბარში ვერ მიყოლიებდა,და მთლიანად ვიყავი ხოლმე ჩაფლული. გაკვეთილების 95% დაფასთან სულ მე ვიდექი.თანაც წელს საატესტატო გამოცდები მქონდა.იმ გაკვეთილის უარყოფითი მხარე, რომელზეც გიჟდები, ისაა რომ გაკვეთილი საშინლად მალე გადის. დასვენებაზე ლიზის ვთხოვე დერეფანში გავსულიყავით,მაგრამ ცივი უარით გამისტუმრა. საერთოდ პირიქით არის ხოლმე,ის მთხოვს გარეთ გავიდეთ, მე კი ცივ უარს ვეუბნები სანამ არ დამიყოლიებს. მაგრამ ამ დღეს მისი მესმოდა. რადგან ჯერ კიდევ "შოკში" იყო. რაც შემეხება მე, მე აუცილებლად უნდა გავსულიყავი და ლუკა მენახა. მაგრამ ჩემი იმედი არ გამართლდა, როგორც ყოველთვის. ლუკა არ გამოსულა, მაგრამ სამაგიეროდ გიოს მოვკარი თვალი,( ლუკას ხშირად ვხედავდი გიოსთან ერთად, და ჩემი დასკვნებით, ისინი კარგი ძმაკაცები იყვნენ, ანუ გიოს აუცილებლად ეცოდინებოდა სად იყო ლუკა.) და საბედნიეროდ სანამ მე მივიდოდი მასთან დასალაპარაკებლად, თვითონ მოვიდა.ჯერ ვაპირებდი მეკითხა, საიდან მიცნობდა, მაგრამ მე საიდან ვიცნობდი მას? რათქმაუნდა ლიზის მზრიდან მიცნობდა. - ჰეი. - ჰეი. - რას შვები? რა მარტოსულად გამოიყურები, ლიზა არაა დღეს? - როგორ არა, უბრალოდ შენი რცხვენია და თავს გარიდებს. წამომცდა უნებლიედ, და ხელი პირზე ავიფარე.ღმერთო ჩემო, არ უნდა გამერისკა, კიდევ რამე ამაზე სისულელე რომ მეთქვა, იქვე მოვიკლავდი თავს.თუმცა არა, ეს არ მომიწევდა, რადგან მანამდე ლიზი მომიღებდა ბოლოს. ჩემდაგასახარად გიოს გაეღიმა. - ყველაფერი რიგზეა, შეგიძლია შემდეგ დასვენებაზე გამომიყვანო როგორმე? - კარგი, ეს არ გამიჭირდება. - ძაან ჯიგარი ხარ. გავუღიმე, ზარიც დაირეკა და გიო კლასისკენ წავიდა, მაგრამ ვერ მოვისვენებდი, ლუკაზე რომ არ მეკითხა. - გიო. - ხო? - იცი... მე მაინტერესებდა...მაინტერესებდა.... ანუ....კი არ მაინტერესებდა, დავინტერესდი უბრალოდ.... კი არადა ისე გეკითხები რა....უფროსწორედ სხვას აინტერესებდა....... და მე კიდევ.... - ელენე, ლუკა არარის დღეს, სახლში დარჩენა ამჯობინა. მგონი დღეს არსად აპირებს გასვლას, თუ გინდა დავურეკოთ და გაუარე სკოლის მერე. - ლუკა? ჰაჰ, საიდან მოიტანე რომ ლუკაზე მაინტერესებდა რაიმე? - კარგი, აბა რის კითხვას აპირებდი? - მე... მე ვაპირებდი... ვაპირებდი....რომ... - აი აქედან. გამო დასვენებაზე და დავურეკოთ. ხო და ლიზიც გამოიყოლე. ეხლა კიდევ კლასში შედი, თუ არ გინდა ოქმი აგვარტყან, თორე მერე ვერსად ვეღარ დავრეკავთ. გიომ გამიცინა, საპასუხოდ თავი დავუქნიე და ღიმილით შევედი კლასში. ქართულის გაკვეთილი დაწყებული იყო, მობოდიშებით შევედი კლასში და ჩემი ადგილი დავიკავე.უცნაური გრძნობა იყო, როცა უცხო ადამიანი, ახლობელი მეგობრისავით გელაპარაკებოდა.ჩემთვის ეს ყველაფერი უცხო იყო, გიოსთან საუბარმა ხასიათზეც მომიყვანა, მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ლიზის წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა ბიჭი ყავდა გვერდით.როგორც შევედი ლიზიმ ყველაფერი გამომკითხა, ყველაფერში კი იგულისხმება: აქაა გიო? სკოლაშია გიო? ნახე გიო? რა აცვია გიოს? როგორაა გიო? როგორ გამოიყურება გიო? ვისთან ერთად დგას გიო?ჩემზე რამე ხოარ თქვა გიომ? დამიჯერეთ, არც კი მკითხოთ ამ დროს რა იყო ჩემი რეაქცია. მოკლედ მოვუყევი, როგორ გამოიყურებოდა გიო, რა ეცვა და ა.შ. მაგრამ რათქმაუნდა ყველაფერი არ მითქვამს. საუბრის დასრულების შემდეგ, ქანდაკებასავით მივაჩერდი საათს, და ზარამდე დროის თვლა დავიწყე. წუთები საუკუნესავით გაიწელა, მაგრამ უტკბილესმა დასვენების ზარის ხმამ, რომელზეც ყველა ბავშვი გიჟდება, ჩემამდე მაინც მოაღწია. ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია, ლიზის გარეთ გატყუებაზე ადვილი, ჩემთვის ქვეყნად არაფერი იყო. - ლიზი, წამო გავიდეთ დერეფანში. - არა, არა და არა და კიდევ ერთხელ არა. - კარგი რა, ადექიი. ერთი ბიჭი შემიყვარდა მგონი, გარეთ დგას და მინდა განახო. - ღმერთო ჩემო, არ არსებობს...... ყვირილით წამოდგა ლიზი და კლასიდან გავარდა, მის ასეთ ქმედებაზე გამეცინა. გარეთ კი გიო დახვდა, და მთელი ძალით ჩაიხუტა ლიზი. მერე მე გამომხედა, და თვალი ჩამიკრა. ეს ორი, ისეთი კარგი სანახავი იყო ერთად. ერთმანეთს არანორმალურად უხდებოდნენ.გიო ლიზიზე მაღალი იყო, მასზე გამხდარს ვერ ვიტყოდით, მაგრამ კარგი სხეული ჰქონდა.ღია ფერის თმა, და მომწვანო თვალები. ლიზიმაც მოხვია ხელები, მაგრამ ორივე მიხვდა იმას, რომ სკოლაში ამის ადგილი არ იყო, და როცა ჩაიხშეს მონატრება, ერთმანეთს მოცილდნენ. - ღმერთო, ელენე ნამდვილი გიჟი ხარ, რა უთხარი ასეთი, ასე რომ წამოფრინდა ადგილიდან? სიცილით მკითხა გიომ. - ვერ დაიჯერებ, მაგრამ უბრალოდ ის ვუთხარი ერთი ბიჭი შემიყვარდა და იქ დგასთო.მეტი არაფერი. - ესეიგი, ეს ყველაფერი გამიჩალიჩეთ? ღმერთო, ორივეს მოგკლავთ.და მერე თქვენი თავებით ფეხბურთს ვითამაშებ. მმ, და ერთმანეთს საიდან იცნობთ? - მოგიყვებით სიხარულო, მარა ჯერ ელენეს რაღაც საქმე აქვს ხო? - მეე?....იცი... აუცილებელი არ არის...... მე უბრალოდ.... არარის საჭირო. - კარგი. - რა კარგი? არ ურეკავ? ესეიგი აღარ აპირებ რომ დაურეკო? გიოს ჩემს ნათქვამზე სიცილი აუტყდა, მე კი თვალები მოვჭუტე და თავის აქეთ-იქით ქნევა დავიწყე. - დებილო. გიომ ნომერი აკრიფა. - ვინმე ამიხსნის რა ხდება, და ვის ურეკავთ? - მოგვიანებით მოგიყვები ყველაფერს ლიზი. გიომ გვანიშნა, და ისეთ ადგილას მივედით, სადაც ხმაური ნაკლებად იყო. ლუკამაც უპასუხა ტელეფონს.ჩემი დიდი თხოვნის შემდეგ, გიომ სპიკერზე ჩართო. - ლუკა,რასშვები შ*ჩემა. - რავი ბიჭო, არაფერს ისეთს, შენ? სკოლაში არ ხარ? - კი სკოლიდან გირეკავ, რასშვებოდი ხო არ გაგაღვიძე. - არა არა ძმაო. ლუკასთან ერთად, კიდევ ისმოდა ვიღაცის ხმა, რომელიც როგორც იქნა გავარჩიე. - ლუკაა,საყვარელო, სად წახვედი? გოგოს ხმა იყო. სულში თითქოს რაღაც ჩამწყდა. თავი ისე დამცირებულად ვიგრძენი, რომ ამას ვერ გადმოვცემ. მინდოდა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე.მინდოდა აღარავის აღარ დავენახე, აღარასდროს. გიოს მიმიკით ვანიშნე, რომ ტელეფონი გაეთიშა. ლიზი ხან მე შემომხედავდა თვალებგაფართოებული, ხანაც გიოს. წინ წავედი, ლიზის ვთხოვე არ გამომყოლოდა, და კიბეზე ჩავირბინე,მომხდარზე ვფიქრობდი, ვფიქრობდი რა საცოდავი ვიყავი. ნელ-ნელა საშინელი წვა ვიგრძენი რომელსაც დიდი დრო არ დასჭირვებია, ჩემს თვალებამდე ამოსაღწევად, და თვალების ცრემლებით გასავსებად. არ ვიტირებ, არ ვიტირებ...... ვეუბნები ჩემს თავს. იმის მიუხედავად, რომ ვხვდები, ეს არ მშველის, ცრემლები ნელ-ნელა მთელს სახეს მისველებს.ვფიქრობ, ვფიქრობ და მეც არ ვიცი რაზე. გონებაში დედაჩემს ვიხსენებ, ვცდილობ მისი სახე აღვიდგინო, მამაჩემი მახსენდება, მისი რეაქციის წარმოდგენას ვცდილობ როცა გაიგებს, რომ რამე ცუდი შემემთხვა.ლუკას ვიხსენებ....ტირილის შეკავებას ვერაფრით ვახერხებ, მალე ჩემს თვალებში სიბნელე ისადგურებს, რასაც თან სდევს ხველაც, ვერ ვჩერდები. თავს ვერაფრით ვიკავებ. გონებაში მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებს... ოღონდ ასთმის შეტევა არა, ოღონდ ახლა არა, ოღონდ აქ არა... --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი,შედარებით პატარა თავია, მაგრამ თუ ბევრი მკითხველი ეყოლება, ამ საღამოს დავდებ შემდეგ თავს . <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.