1999 #განკითხვა
გარბოდა. ისევ გარბოდა. მეტი არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ცივი ქარი სახეზე ეცემოდა და ლოყაზე ახლადჩამოსრიალებულ ცრემლებს ადგილზევე აშრობდა. "რა გამიკეთე მამა, ეს რა გააკეთე." უახლოეს ტელეფონთან მიირბინა. აკანკალებული ხელით აკრიფა ნომერი და მისი ხმის გაგონებას დაელოდა. -ჰო! ტასი, სად ხარ ამდენ ხანს! კარგად ხარ? პატარავ! ანასტასიამ ღრმად ამოისუნთქა. -ნიკუშ... -რა... რა ხდება ტასი? -ვიცლები. დავიღალე. აღარ მინდა სიცოცხლე. დედასთან მინდა, ნიკუშ... ლუკასთან, ანანოსთან, ნიკუშ... დედასთან მინდა. ჩუმად ამოისლუკუნა. ნიკუშა ყურმილთან გახევდა. -პატარავ, რამე სისულელე არ გააკეთო, გესმის ჩემო ციმციმა? ხომ დამპირდი. დამელოდე, ხვალ ჩამოვალ. სასტუმრო "რაფაელში" დარჩი დღეს. ფული ხომ გაქვს? იქედან არ გამოხვიდე. ფრთხილად იყავი. მე 1დღეზე ნაკლებ დროში მნახავ. მერე დაგახრჩობ კოცნაში. ძალიან მენატრები. -ნიკუშ... ანასტასიას ძალაგამოცლილი ხმის გაგონებისას, ისევ შეშფოთებამ შეიპყრო. -მამა დათანხმდა. ჩემს გათხოვებას. როგორც კი 18 წლის გავხდებოდი, გეგეს ცოლი უნდა გავმხდარიყავი... მამამ გადაწყვიტა. არავინ შეეწინააღმდეგა გეგეს გარდა... ჩოლოყაშვილებს მხოლოდ ფული უნდოდათ, მე არ ვადარდებდი... მხოლოდ გეგე დარდობდა ჩემზე... გეგემ თქვა უარი... -ტასი, პატარა. ნუ ტირი. ნუ მაშინებ, ხო? ახლა დაალაგე აზრები და სწორად მომიყევი ყველაფერი. სწრაფად უამბო ყველაფერი, რაც წერილებიდან გაიგო. მომენტებში ატირდებოდა, ყურმილის მეორე მხრიდან ნიკუშა აწყნარებდა, თითქოს იქ იყო და მისი ჩახუტებაც შეეძლო. -ნიკუშ, დედასთან მინდა. -არა, არა, არა, ტასი! დედასთან არ შეიძლება. ჯერ არა! სასტუმროში წადი ტასი და არ გამოხვიდე გარეთ. მე იქ მოვალ პირდაპირ. დამელოდე. მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ. არ იტირო, ყველაფერი კარგად იქნება. იქ წავიდა, სადაც ყველაფერი დაიწყო. *** -როდის შევხვდეთ გეგეს? -რა დროს გეგეა, ანასტასიამ დაგირეკა? -ჰო. დამირეკა. -რაო მერე? *** ოფისში გიჟივით შეაჭრა. ხელი ჩანთაში ჰქონდა ჩაყოფილი და იარაღისთვის თითები ჩაბღუჯული. არ მოუსმინა ადმინისტრატორის მოთხოვნას, რომ გარეთ მოეცადა. არც დაცვის ბრძანებას, რომ გაჩერებულიყო. არც ჩარაზულ მინის კარს დაუყოვნებია, უახლოეს მაგიდაზე მდგარი ლარნაკი მთელი ძალით შეანარცხა კარს. იმ ადგილში, სადაც წამის წინ კარი იყო, თავისუფლად ჩაიარა და კაბინეტში შევარდა. როგორც იქნა, ამოიღო იარაღი და ის ნანატრი ტკაცუნის ხმაც გაიგონა, ორი წამის შემდეგ ვიღაცის სიკვდილს რომ გულისხმობს. არანაირი შეშფოთება არ დაუნახავს მის სახეზე. არც ერთი ნაკვთი უკრთოდა. ოთახში სიმაღლის მიხედვით შემოლაგდნენ დაცვის წევრები და თანამშრომლები. იარაღმომარჯვებული მათკენ მიტრიალდა და იმავე თანმიმდევრობით გავიდა ყველა ზემოთხსენებული კაბინეტიდან. ეს იყო მომენტი, როცა მარგიანის ფული აღარ ახსოვდათ. გეგემ ხელი ნელა ასწია და ანამარიას სახეზე შეეხო. ანამარია გაიწია და სახე ზიზღით დამანჭა. -რაო, ანამარია. მოგენატრე? -მკვლელო. -არც უარვყოფ. -ეს კარგია. უფრო მეტი მიზეზი მაქვს შენს მოსაკლავად, ნაბი*ვარო. -მაშინ, რატომ არ მკლავ?! იღრიალა გეგემ და ანამარიას ამ ხმის გაგონებაზე მთელ სხეულში დაუარა სიცივემ. -რატომ არ მკლავ, ამის დედაც?! არაფერს პასუხობდა. იარაღს ისევ მისი მიმართულებით იშვერდა. -იცი, რატომ?! იმიტომ, რომ მე ისედაც მკვდარი ვარ! ყოველ დაწყევლილ დღეს თავიდან ვკვდები, ანამარია! და შენ, როგორ მომკლავ, როცა სიკვდილის გარეშეც მკვდარი ვარ?! -იმსახურებ... იმსახურებ ასეთ სიკვდილს... შენივე შექმნილ სიბინძურეში სიკვდილს. გეგე თავს ნელა აქნევდა. -არც ამას უავყოფ, ანამარია! თეზის სიკვდილი ჩემს ნამუსზეა! ვაფრთხილებდი, რომ შეეწყვიტა ეს... რებუსები, ჩანაწერები თუ რაცაა! მაგრამ ის რას აკეთებდა?! ჩემ დასანახად ჩაივლიდა კომპანიის წინ თავისი ჩანთით, რომლიდანაც ვითომ შემთხვევით, მიკროფონი ჩანდა! -ჯაფარიძეებზე რას იტყვი, გეგე?! ანასტასიას თვალებში როგორ ჩახედავ?! როგორ გაბედავ მის სიახლოვეს ყოფნას იმის მერე, რაც გააკეთე?! ანასტასიას ხსენებაზე გეგეს მთელი შიგნეულობა ამოუტრიალდა. -ანასტასია... აქ არის? -მოდიან, გეგე. ანასტასია და ნიკო. შენთან მოდიან. ანასტასიას კი უამრავი კითხვა აქვს. -შენ უთხარი?! ანამარიასკენ გაიწია შემართული ხელით, მაგრამ გოგონამ მარტივი მოძრაობით აგრძნობინა, რომ იარაღი მის ხელში იყო. გასროლის ხმაზე გარეთ მყოფმა ხალხმა კივილი ატეხა. გეგე ხელებაწეული დაუბრუნდა თავდაპირველ მდგომარეობას. -როგორ შეგეძლო... -მე არ ვკლავ იმათ, ვინც ჩემი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს, ანამარია. ასე რომ იყოს, შენ დიდი ხნის ჩაძაღლებული იქნებოდი. იცი, რატომ ხარ ცოცხალი?! იმიტომ, რომ დღემდე მახსოვს, რა გააკეთე, როცა თეზიმ ჩემი მოწამვლა სცადა! როგორ წაიბორძიკე ვითომ შემთხვევით და როგორ გატეხე ის ჭიქა, რომელშიც მოწამლული სასმელი ესხა. ანამარიამ წარბშეუხრელად მიუგო: -არ მინდოდა, რომ მამაჩემი მკვლელი გამხდარიყო შენს გამო! -სასაცილოა, როგორ უწოდებ მამას, როცა მას შენთვის შვილი არასოდეს დაუძახია. -შენ უნდა იცოდე, რა ფასი აქვს სიტყვას ქმედებასთან შედარებით, გეგე მარგიანო. ასე, რომ იყოს ახლა ანასტასია შენთან იქნებოდა. ბოხი ხმა გაისმა კართან და კაბინეტში ნიკო და ალექსანდრე შემოვიდნენ. *** გეგე მარგიანი ამაყად მიემართებოდა რესტორნის კუპეში, სადაც თეზი ჩაკვეტაძესთან საიდუმლო შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. კუპეს მიუახლოვდა და არე-მარე მოათვალიერა. ირგვლივ არავინ იყო. კარი შეაღო და უკვე იქმყოფ თეზის თავი დაუკრა. გვერდით მჯდომ გოგონას არ იცნობდა. -ეს ანამარიაა. ანამარიამ გაუღიმა. -სასიამოვნოა. გეგემ პასუხად ცივი მზერა დაუბრუნა. -მე გეგე მარგიანი ვარ. ანამარია მისი ცივი ხმის გაგონებაზე მოიბუზა. თეზი მკაცრად უყურებდა გეგეს: -ვხვდები, რასაც აპირებ, გეგე. და ვთვლი, რომ ეს არასწორია. მეტიც, კატასტროფა. იცი, რომ მე შენთვის ცუდი არ მინდა. შარში გაყოფ თავს და უდანაშაულო ოჯახის ცოდვას დაიდებ მხრებზე. გეგემ ნიშნისმოგებით გაუღიმა: -არ ვიცი, რაზე მელაპარაკები. ანამარიამ უხერხულად ჩაახველა. -ეს შენი შვილია? თეზიმ უხერხულად გაიღიმა. -ჯანო ყაზბეგის შვილია. ჯანო ხომ გახსოვს, ომში რომ დაიღუპა. -მამას ემახსოვრება. -გეგე, ცხოვრებაში ყველას ერთხელ უყვარდება ვიღაც. თუმცა, მათ გამო ყველაფერზე მაინც არ მიდიან. შენ... უდიდეს შეცდომას უშვებ. ძალიან დიდ ცოდვაში დგამ ფეხს და ისეთ ანგელოზს, როგორიც ჯაფარიძეა, იცი, რომ ეს არ მოეწონება. -ანასტასიასთვის ვაკეთებ ყველაფერს. ჩაისისინა გეგემ და თეზის თვალი თვალში გაუყარა. ანამარიამ თავი ჩახარა. -მე... გავალ. ანამარია გასვლას აპირებდა, როცა მიმტანმა ჭიქით სასმელები შემოიტანა. ერთი შეხედვით გეგონებოდა, რომ შემთხვევით მოუვიდა, მაგრამ გეგეს მახვილ თვალს ანამარია ვერ გამოაპარებდა იმას, რომ მან რაღაც იცოდა და სასოწარკვეთილი ცდილობდა ამის შეჩერებას. უკვე კარში გამავალი ანამარია მთელი ძალით შეასკდა მიმტანს და სასმელი დააგდებინა. ჭიქები გატყდა და ნამსხვრევები აქეთ-იქით მიმოიფანტა. ანამარია ბრინჯივით დაიბნა: -ვაიმე... უკაცრავად... ეს რა დამემართა. ყველაფერს გამოვასწორებ... ავანაზღაურებ, დიდი ბოდიში... თეზი უკმაყოფილებას ვერ მალავდა: -ანამარია, რა გჭირს, რა დაბნეული დადიხარ! -მაპატიეთ... ანამარიას ცრემლები წასკდა და გარეთ გავარდა. გეგემ გაკვირვებით გახედა თეზის: -რა იყო, რატომ ეჩხუბე, ყველას შეიძლება მოსვლოდა... ეს იყო იმ წელს, როცა ჯაფარიძეები გამოასალმეს სიცოცხლეს. *** კომპანიის ადმინისტრატორმა ანამარიას სახელზე რაღაც ფურცლები და დოკუმენტები შემოიტანა. მაგიდა დამლაგებელს უკვე აელაგებინა. თუმცა ფირი, რომელიც გაუხსნელი იდო მაგიდაზე წარწერით "urgent"(სასწრაფო), ანამარიას გაუხსნელად დაუტოვებია. ადმინისტრატორმა იფიქრა, რომ ეს ფირი შვებულებაში გასვლის შემდეგ მოუტანეს და ფირი სამსახურის საქმედ ჩათვალა. ფირი არქივში ჩაიტანა და ჩართო. ქართული სიტყვებიდან ვერაფერი გაარჩია, მაგრამ მაინც უსმენდა. *** "ანამარია, სიკვდილი ძალიან ახლოსაა. სანამ მოვკვდები, მინდა ყველაფერ იმაზე გესაუბრო, რაზე საუბარიც სიცოცხლეში შენთვის ვერ მოვასწარი. როცა შარშანწინ სამი დღით ჩამოხვედი, მაშინ უნდა მომეყოლა შენთვის ყველაფერი, მაგრამ არ მინდოდა შენი ამ საქმეებში გარევა. მითუმეტეს, როცა ისეთ გარეწარ ადამიანს ეხება საქმე, როგორიც გეგეა. მაგრამ როცა აღმოვაჩინე, რომ მარგიანი მოსაკლავად დამდევდა, ვერ მოვითმინე და წერილების წერა დავიწყე. ანამარია, ყველამ უნდა იცოდეს სიმართლე და ვინმემ გონებით უნდა ატაროს. შენზე ახლობელი არავინ მყავდა და მყავს. ამიტომ გენდე და გაგანდე ყველაფერი, რაც ვიცოდი და რასაც ვვარაუდობდი. გიყვებოდი ყველაფერს და არასოდეს ვახსენებდი ერთს. ჰო, ვერასდროს დაგიმტკიცე ჩემი სიყვარული. არ დამაცადეს. ყოველთვის საქმეზე მიწევდა შენთვის ლაპარაკი და არც ერთხელ მომეცა საშუალება რომ მეთქვა, როგორ მიყვარხარ. შენ ბევრად მეტს იმსახურებდი, ბევრად მეტს, ვიდრე იმ ადამიანს ვისაც შენთვის ერთხელაც კი არ უწოდებია შვილი. გაგტეხე, ანამარია. გაგტეხე სულიერად. არ მინდოდა ჯანოსთვის იმედები გამეცრუებინა, მაგრამ მაინც ასე მოხდა... ახლა ის მაინც გეცოდინება, რომ ვნანობ... და ვინანებ ცხოვრების ბოლომდე იმას, რომ ისეთი მამობა ვერ გაგიწიე, როგორსაც სიკვდილის წინ ჯანოს დავპირდი, რომ გაგიწევდი... " დუმილის შემდეგ დაამატა: "და მაინც, ანამარია... მექნებოდა შანსი შენთან ყოფნის, იმ დღეს მარგიანს ის სასმელი რომ დაელია..." *** ანამარიამ აღარ იცოდა, იარაღი სად წაეღო. -ეს ფალავანდიშვილია? გეგემ წარბაწეულმა ჰკითხა ანამარიას. ანამარიამ უსიტყვოდ დაუქნია თავი. ნიკო თავს ძლივს აკონტროლებდა. იქვე წაქცეულ სკამს წვდა და წამოაყენა. დაჯდა და ცნობისმოყვარე თვალები მიაპყრო ანამარიას. -ესეიგი, შენ ხარ ანამარია. თეზის შვილი. გეგემ ჩაიცინა. ანამარიამ გეგეს მრისხანე მზერით გახედა და ნიკოს თავი დაუქნია. -მამაშენი კარგი კაცი ყოფილა. ესეიგი, შენ ჩვენზე ყველაფერი იცი. ანამარიამ თავი ამაყად დაუქნია. -მამას სურდა, ვინმეს დარჩენოდა ის ცოდნა, რის წართმევასაც ეს ნაბი*ვარი ცდილობდა მისგან. ისეთი ჭკვიანიც ვერ აღმოჩნდი, როგორიც ყველას ეგონე. გეგეს გაეღიმა. -არც ისეთი მზრუნველი, როგორიც ყველას ეგონე. მათ შორის, ანასტასიასაც. შენ რომ გულწრფელად გეზრუნა მასზე, სანაპიროსთან სროლისას ის გაიძვერა ჩოლოყაშვილი ანასტასიას ვერაფერს დაუშავებდა და გოგო 1 თვე კომაში ვერ იქნებოდა. შენი ბრალია! შენ ამოწყვიტე ყველა მისიანი დაბოლოს მასზეც გადახვედი! ნიკო გააფთრებული წამოვარდა სკამიდან. გეგე შეუჩერებელი ნაბიჯებით გაემართა ანამარიასკენ. ყველა ძარღვი დასჭიმვოდა. -როგორ ბედავ მისი სახელის ხსენებას... როგორ ბედავ რამის თქმას, როცა მამაშენი ხის უკან იმალებოდა და არაფერს აკეთებდა მის გადასარჩენად?! მამაშენი ლაჩარი იყო, ანამარია! შეიგნე! მარტო ლაპარაკი შეეძლო და იმიტომაც გაასხა ტვინი ყველაზე ადრე! ანამარიამ არაადამიანურად იღრიალა და ისროლა. -არა! -ფალავანდიშვილმა ბოლო წამს ჰკრა ხელი გეგეს და მეორე მხარეს გადააგდო. ტყვია მოპირდაპირე მხარეს მდგარ კარადას მოხვდა. -ვინ გვახსენებდა? მორიგი ბოხი ხმა გაისმა კართან და ჩოლოყაშვილები იარაღმომარჯვებულები შემოვიდნენ ოთახში. -აბა, პრინცესა. შენით მიხვდი, რა უნდა გააკეთო. გამეორება არ გვიყვარს. ტყუპებიდან ერთ-ერთს სიარული უჭირდა. "ეს ალბათ გიგაა." -დაასკვნა ანამარიამ და იარაღი აკანკალებული ხელით დადო იატაკზე. მანამდე უმოქმედოდ მყოფმა ალექსანდრემ ოდნავ მოქაჩა მკლავზე და თავისკენ გასწია. ოდნავ ამოეფარა. გეგე გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და დანანებით ჩაილაპარაკა: -იმ დღის დედა ვატირე, ჯუბას ამ კაბინეტში მინის კარი რომ ჩავასმევინე. ჩოლოყაშვილებმა ცნობისმოყვარე მზერა მოავლეს ოთახს. -ანასტასია სადაა? გეგემ მხრები აიჩეჩა. ნიკომ ცარიელი მზერა ესროლა კარში მდგომ ორს: -რა თქვენი საქმეა? -არა უბრალოდ... საზიზღრად გაიღიმა გაგიმ და მხრები აიჩეჩა. ნიკო ნელი ნაბიჯით გაემართა ტყუპებისკენ, როცა გეგემ ჩაავლო მხარში ხელი და ადგილზე გააკავა. სანაცვლოდ, თვითონ წავიდა წინ და ტყუპებს გაუცინა: -როგორ ამბობენ დღეს? თქვენ ვისთან ხართ ჩაწერილები? გიგამ ხვნეშით მიუგო: -აი, ამ ვაჟბატონებთან. - ალექსანდრესა და ნიკოსკენ გაიშვირა ხელი, -ლამის ყოველღამე ვიზიტი რომ აქვთ გამოწერილი მამაჩვენის არქივში. სად დაძვრები, ამირეჯიბო? ალექსანდრემ წყნარად უთხრა: -მაინტერესებდა ამ მარგიანს ბოლომდე შეუძვრებოდით თუ არა და ხვრელში ვიყურებოდი. გაგი მხნედ გაემართა მისკენ. -შენი დედა... ანამარია წინ გადაუდგა ალექსანდრეს. -აბა, სცადე! დავივიწყებ, რომ გოგო ვარ. -შენ გაიწიე, სანამ მეც დავივიწყე, რომ გოგო ხარ. ანამარიას მხრებში სტაცა ხელი და გვერდით გადააგდო. ამირეჯიბთან დადგა და თვალი თვალში გაუყარა. ანამარია დამტვრეულ მინებზე დაეცა. ოდნავ, სულ ოდნავ წამოიკვნესა ტკივილისგან და ისევ ფეხზე წამოხტა. მთელი ძალით ეცა ჩოლოყაშვილს და მუშტი გამეტებით მოუქნია. ალექსანდრემ ნელა მოხვია ხელი და წამოაყენა გოგონა. გაგის ცხვირიდან სისხლი სდიოდა. -გოგო ხარ თუ ქაჯი? ანამარიას გაეცინა. -კიდევ ბევრს თუ ილაპარაკებ, როგორი ქაჯი ვარ, მაგის ნახვასაც მოასწრებ. ალესანდრე შეშფოთებული უყურებდა ანამარიას მხარს. გეგემ მოულოდნელად იყვირა: -ეხლავე დასხედით სუყველა! რაღაც ქაოსში ამოვყავი თავი! დროზე! ამ დროს შემოვარდა კარში ბუბა. -ბუბა მოდი... -გეგე ეს... -ჩვენი ძველი ნაცნობები... ან ახლები. სულერთია. გაიცანი: ნიკოლოზ ფალავანდიშვილი და მისი გამომძიებელი მეგობარი, ბუბა, ხომ გახსოვს? ალექსანდრე ამირეჯიბი. ესენი ტყუპები არიან, კოსტავაზე რომ ისროლეს, გახსოვს? ეს გიგაა, სანაპიროს სროლის მერე კინაღამ რომ დაინვალიდდა, ეს გაგია, ანასტასიასთან რაღაცას რომ ცოდვილობდა... და ეს ქალბატონი... ანამარია ყაზბეგია. -ჩაკვეტაძე ვარ მე... კბილებს შორის გამოსცრა ანამარიამ და გეგეს მრისხანე მზერით ახედა. ბუბას გულწრფელად გაუკვირდა: -"კოხტას" შვილია? მე მეგონა, პარიზში იყო. -მე ზედმეტად ბევრ "მეგონაში" ხომ ხედავ რა დამემართა. ხუთი შეიარაღებული ნაგიჟარი დამადგა თავზე. ნაგიჟრებო, გაიცანით. ეს ბუბაა, ჩემი მრჩეველი და ერთგული მეგობარი. მზერა გეგესთვის არცერთს მოუშორებია. უზარმაზარი კაბინეტის კუთხეებში მოთავსებული "სტუმრები" რაღაცას ელოდნენ. ერთ კუთხეში ნიკო და ალექსი ისხდნენ, მეორეში ჩოლოყაშვილები, მესამესთან ანამარია და კაბინეტის შუაგულში მდგარ მაგიდასთან გეგე. ნიკომ დანანებით ჩაილაპარაკა: -ამ კაბინეტში გადაწყვიტეთ 8 წლის ბავშვის გათხოვება რაღაც კაპიკებში? გეგე 180 გრადუსით მიტრიალდა მისკენ. -მე არაფერი დამიგეგმავს! ნიკომ თავი დაუქნია და სკამზე ოდნავ გასწორდა ისე, რომ მისთვის მზერა არ მოუშორებია. -გულწრფელად მითხარი, გეგე... ანასტასია გიყვარს? გეგე შედრკა. მის ხსენებაზე სულ ასე ემართებოდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რატომ. -კი, ნიკო. მიყვარს. იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ნებისმიერ სულიერს შეუძლია მეორე უყვარდეს. დამიჯერე, შენზე მეტადაც მიყვარს. გარწმუნებ, ის რომ მართლა ჩემი ცოლი გამხდარიყო... ნიკომ ყბები გააღჭრიალა. გიგა ჩოლოყაშვილმა ჩუმად დაიღრინა. -შენ! - გეგე ჩოლოყაშვილებისკენ მიტრიალდა და გიგას გამაფრთხილებლად აუქნია თითი - შენ... შენ ხმა არ გაქვს არაფერზე ამოსაღები. შენი სამარე შენივე ხელით გაითხარე! შენც და შენიანებმაც! დღემდე ვერ გავარკვიე, როგორ გეყო იმის გამბედაობა, რომ ჩემ წინ ანასტასია ასეთ დღეში ჩააგდე! ან საერთოდ ის სიმამაცე საიდან მოიტანე, რომ მასთან ახლოს გამოჩენილიყავი! გეგე განრისხებული ლაპარაკობდა. ნიკო ხვდებოდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გეგე ანასტასიას ცხოვრებიდან არ გამქრალა. გეგე მშვიდად მოუტრიალდა ნიკოს: -ნიკო... მე... მარტო მისი ბედნიერება მინდოდა... მინდოდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო ჩემთან. უნდა იცოდე ყველაფერი... მე... -ნიკუშ! ოთახში გიჟივით შემოვარდა ის ერთადერთი, რომელსაც ფალავანდიშვილისთვის ამ სახელის დაძახების უფლება ჰქონდა. *** იქ მყოფნი გამოშტერდნენ. პირველი ანამარია გამოერკვა და ანასტასიასკენ გაიქცა. ახლო მეგობარივით მხრებზე მოეხვია და მთელი სხეულით გადაეფარა, თითქოს ტყვიისგან იცავსო. აქოშინებულ ანასტასიას გაუკვირდა. -შენ... ანამარია? -ჰო. ერთი წუთით, არაფერი თქვა. მიდი, გეგე! მოყევი ბოლომდე, რასაც ყვებოდი! ანამარია ანასტასიას ეფარებოდა და მონუსხულ გეგეს მისი დანახვის საშუალებას არ აძლევდა. გეგე დაჰიპნოზებულივით წამოვიდა ანასტასიასკენ და ანამარიასგან მოშორებით დადგა. -არ მიგაკარებ, სანამ ყველას გასაგონად სიმართლეს არ მოყვები! ანასტასიამ თავისზე გადაფარებული სხეული ოდნავ გასწია გვერდზე და გეგეს მიაშტერდა. გეგეს თვალები ცრემლით ევსებოდა: -ოდნავაც არ შეცვლილხარ, ანასტასია. ზუსტად ისეთი ხარ, ბოლოს სვანეთში რომ გნახე... გახსოვს? ანასტასიამ ცრემლიანი თვალები დახუჭა და თავი ოდნავ დაუქნია. გეგემ ოდნავ ასწია ხელი, მისკენ გაშვერა დააპირა... სურდა შეხებოდა, მისი ყველა ნაკვთი სათითაოდ ეგრძნო, მოფერებოდა და რბილი და ტკბილი ლოყები დაეკოცნა მისთვის. აწეული ხელი უკან გამოსწია და უმოქმედობისგან მთელი სხეულით აკანკალდა. ანასტასიამ მერე შეამჩნია კუთხეში დამჯდარი ნიკუშა. მისი მზერა რომ დაიჭირა, ნიკუშა ფეხზე წამოდგა. გოგონა მისკენ გაიქცა და მთელი ძალით მოეხვია მონატრებულ თბილ სხეულს. -აღარ დამტოვო... მარტო აღარ დამტოვო... ნიკუშა მთელი ენერგიით ისუნთქავდა ანასტასიას მონატრებულ სურნელს: -ჩემი პატარა... როგორ მოენატრე ნიკუშას, ტასო... სიყვარულით სავსე თვალებით ჩახედა ანასტასიას ცრემლიან თვალებში და ისევ ნაზად მიიხუტა სხეულზე. ჩოლოყაშვილებმა ჯიბისკენ წაიღეს ხელი, მაგრამ ვერაფერი მოასწრეს, რადგან ანამარია აღრიალდა: -გეგე, ამოღერღე სიმართლე! გეგე... ტიროდა. -ანასტასია, ბოდიში... ანამარია ცოფებს ყრიდა: -თქვი! ანასტასია გაოგნებული იყურებოდა აქეთ-იქით. უცებ გაიაზრა ყველაფერი და ანამარიას იატაკზე დადებულ იარაღს დასწვდა... ნიკუშას კვნესა აღმოხდა პირიდან. შოკში მყოფმა სხვა ვერაფერი მოასწრო. ანასტასიამ იარაღის ლულა შუბლზე მიიდო. ნიკუშა გიჟივით ალაპარაკდა: -ტასო... ტასო, ჩემო პატარა... ეგ დადე, კარგი? სისულელე არ გააკეთო. მაგას ნუ გამიკეთებ, ტასო... დადე. უბრალოდ დადე და წავიდეთ. წავიდეთ, გესმის? ანასტასიას ცრემლები მოსდიოდა. ნიკუშა ფრთხილი ნაბიჯებით უახლოვდებოდა. ანასტასიამ გამაფრთხილებლად ჩაისისინა: -ნიკუშ... გაიწიე, გთხოვ... დავიღალე, მე არავინ არაფერს მიყვება... შენ სულ სადღაც გარბიხარ, ალექსანდრე არაფერს მპასუხობს... გეგე, გელოდები. გეგე თავზარდაცემული იდგა ერთ ადგილას. -ანასტასია... შენ ასე არ მოექცევი ნიკოს... ბევრი იწვალა იმისთვის, რომ შენ კარგად იყო... მე მარტო შენი ბედნიერება მინდა... ანასტასიამ იარაღი გადატენა და ისედაც აკანკალებული ნიკუშა ციებიანივით აცახცახდა. -ანასტასია, შენ მაგას არ გამიკეთებ! გთხოვ... მე... შემიცოდე, გთხოვ... ტასო, შენს გარდა არავინ არ მყავს. გეხვეწები, დადე ეგ... ანამარია ღრიალებდა: -გეგე! გეგემ თვალები დახუჭა და ცრემლები თვალებიდან ლოყებზე ჩამოუსრიალდა. ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და საბედისწერო სიტყვები ამოიყვირა: -მე მოვაკვლევინე შენი მშობლები! ყველა ადგილზე გახევდა, მათ შორის ჩოლოყაშვილებიც. ანასტასიას მოულოდნელობისგან იარაღი გაუვარდა. ფალავანდიშვილი იმდენად გახევებული იდგა, იატაკზე დაგდებულ იარაღსაც კი ვერ დასწვდა. ანასტასიას დაჰიპნოზებულივით გაშტერებოდა თვალები. გეგე აგრძელებდა: -მე... მეგონა, რომ არავინ გიყვარდა... იმ დღეს ჩავიარე სკოლის წინ, ნიკომ ყველას თვალწინ რომ გაკოცა... დავბრმავდი, დავყრუვდი, გავბოროტდი, ანასტასია... ზაალს იმ ღამესვე მივწერე, რომ მთელ ოჯახს ამოვუხოცავდი, თუ თქვენს ერთად ყოფნას ხელს არ შეუშლიდა... ჩოლოყაშვილებს ყბები ჩამოვარდნოდათ. იდენტური ფერის თვალებში ორივეს გაოცება აღიბეჭდვოდათ. პირველი გაგი გამოერკვა, ხელები პროტესტის ნიშნად გაშალა: -და შენ რამეში მდებ ბრალს?! ანამარია გიჟივით დასწვდა იარაღს და გეგეს დაუმიზნა: -გააგრძელე გეგე! -მე არავისი მოკვლა არ მიბრძანებია. ზაალს ვუთხარი, ანასტასიას თავი დაანებოს შენმა შვილმა და ამისთვის ყველაფერი იღონე, თორემ მთელ ოჯახს ამოგიხოცავთქო. ნიკომ სახე ხელებში ჩარგო. -ანასტასია... მე არ მეკუთვნის არცერთი სიტყვა, რომ რამე გითხრა და დანაშაულია, რომ ბოდიშთან ახლოს მოსულიც კი, რაღაც სისულელე რამდენიმე მარცვალი გაკადრო... თითქოს მთელი ეს დრო ბრმა და ყრუ ვიყავი... ყური და თვალი რომ ამეხილა, გაუაზრებლად უკვე შენს კართან ვიყავი... და შენი გულამოსკვნილი ქვითინის ხმა გავიგე... მოვკვდი ანასტასია, და იმ დღის მერე ყოველდღე თავიდან ვკვდები... არ მაქვს უფლება ვიცოცხლო, მაგრამ უნდა იცოდე... მე მკვლელი არ ვყოფილვარ... არავინ მომიკლავს, მაგრამ ჩემი მიზეზით წაგართვეს მშობლები ანასტასია და ეს... ეს მე მანადგურებს. ანასტასია შუშის თვალებით იყურებოდა. -მე მაშინაც მთელი გულით შენთან ვიყავი... ვკვდები, ანასტასია... ვკვდები. სანამ მოვკვდები, უნდა მოვასწრო თქმა: მიყვარხარ. მე ყველაზე მეტად მიყვარხარ. შეიძლება ნიკომ ცოლი და ნიკოს შვილმა დედა დაგიძახოს მაგრამ... მე ყოველთვის ყველაზე მეტად მეყვარები... შენთვის ცუდი არასოდეს მდომებია... მე მარტო შენი ბედნიერება მინდა. შენი ბედნიერებისთვის ვიცოცხლებ მხოლოდ. თუნდაც ეს ბედნიერება შენს სხვასთან ყოფნას გულისხმობდეს. თანახმა ვარ, ანასტასია. ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ შენ იყავი ბედნიერი. ანასტასია... ეს უკვე შეშფოთების ბგერები იყო. ანამარია ინერციით დაეშვა აკანკალებული ანასტასიას გვერდით: -ანასტასია, ისუნთქე. მე მიყურე, არ გაბედო წასვლა! აქ დარჩი! მიყურე! თვალები არ დახუჭო! მე აქ ვარ. ნიკომ უღონოდ აიქნია ხელი და ანასტასიასთან მიახლოვება სცადა, მაგრამ ანამარიამ ინერციით გადააგდო უკან: -არ მიეკარო! ალექსანდრემ მარდად მიირბინა მეგობართან და მისი შეკავება სცადა. ნიკომ არ იცოდა რა ექნა. სურვილი კლავდა, გეგეს ცემაში მოკვლისა, მაგრამ უგონოდ მყოფი ანასტასიას წინ ამას ვერ იზამდა. -ტასო! ტასო! უღონოდ ყვიროდა. არავის ესმოდა. -ალექს, კვდება? არა, რა. ტასო! ჩოლოყაშვილებმა ბოთლით წყალი იშოვეს მაგიდის გვერდით. გიგა შეშფოთებული უყურებდა გეგეს, რომელიც ადგილზე საეჭვოდ ქანაობდა. -ბუბა... ტა...ტაბლეტი... ბუბა სასწრაფოდ დაფაცურდა და აბი დაალევინა მარგიანს. -ბუბა, ვკვდები... ჯიბიდან დანა ამოიღო და ბუბას ხელში ჩაუდო. -მეტი აღარ შემიძლია, ძმაო. დაამთავრე ეს ყველაფერი, გთხოვ. ბუბას თვალები გაუფართოვდა. ანასტასიამ ოდნავ შეარხია თვალები. ანამარიამ წყლით დასველებული თითები შუბლზე მიადო. მისი თავი კალთაში ედო და საკუთარი დასავით დასტიროდა ჯერ კიდევ უგონოდ მყოფს: -მე მიყურე, გთხოვ... ანასტასიას ოდნავ გაეღიმა: -სამოთხეში ვარ? რა გატირებს? ანამარიას გაეცინა. ნიკომ ისევ უღონოდ გაიბრძოლა ანასტასიასთან მისასვლელად: -ტასო! ანასტასიამ ძალაგამოცლილმა იკითხა: -ამ ოთახში არის ვინმე, ვისაც არ გამოვუყენებივარ და ჩემზე გულწრფელად ზრუნავს? ან ამ სამყაროში დარჩა ვინმე ისეთი, ვინც მხოლოდ მე მხედავს და არა უსულო საგანს? ნიკო ამაოდ ეწინააღმდეგებოდა ალექსანდრეს. ბოლოს მაგრად ჩაეჭიდა მხრებში, რომ წონასწორობადაკარგული იატაკზე არ ჩაკეცილიყო. ალექსანდრემ მეგობარს ხელები მოხვია: -მომისმინე, ნიკო! მომისმინე... დააცადე გააზრება... თავს ნუ მოეხვევი. დააცადე ცოტა ხანს... *** -გეგე, ხვდები მაინც, რა ჯანდაბას მეუბნები?! -ბუბა, დავიღალე. ბუბამ მარგიანი უახლოეს სკამზე ჩამოსვა. ბიჭს მზერა ერთ წერტილზე გაშტერებოდა. ბუბა ამაოდ ულაწუნებდა სახეში. -გეგე! დამელაპარაკე, გეგე! შემომხედე! მაგრად გცემ, იცოდე! მიყურე! გეგე! ბუბა ამაოდ ცდილობდა აცახცახებული მეგობრის გონზე მოყვანას. *** უწყვეტი სიჩქარით მიქროდა. ქვემოთ არ უნდოდა. ცდილობდა, შეწინააღმდეგებოდა იმ ძალას, რომელიც ქვემოთ მიათრევდა. უმწეოდ იქნევდა ხელებს. იკლაკნებოდა. ვერა, ვერ ახერხებდა უკან დაბრუნებას. ირგვლივ ყველაფერს ჩრდილები მოდებოდნენ. შავს ჰქონდა მოცული იქაურობა. მოულოდნელად, წამით მოჰკრა იმ არსებას თვალი, ქვემოთ რომ მიათრევდა და ფართხალი შეწყვიტა. უცებ გაჩერდნენ. სივრცეში მარტო დარჩენილი მხოლოდ სილუეტსა და სიბნელეს ხედავდა. სილუეტი თეთრი იყო. სიბნელე შთანთქავდა ნელ-ნელა სილუეტს. თითქმის განაცრისფრებულიყო. ხელი უმწეოდ გაიწვდინა მისკენ. სილუეტი მხიარულად დაფარფატებდა აჩრდილთა შორის. თითქოს ჩუმად ღიღინებდა კიდეც. ზემოთ აიხედა, იმ იმედით რომ გასასვლელს დაინახავდა. არა ხსნა არ იყო. უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იყო. *** ანასტასია ირხეოდა. ანამარიას მთელი ძალით ჰყავდა სხეულზე მიკრული. ტასო რაღაცას გრძნობდა. ანანოს მსგავსს. ლუკას მსგავსს. აკანკალებული თითებით ჩააფრინდა მკლავზე და უფრო მაგრად მოიხვია ირგვლივ. -მე შენთან ვარ. სიმტკიცე აკლდა ამ სიტყვებს. და ხმას. მაგრამ დაიჯერა. *** უაზროდ დახტოდა სილუეტი. თითქოს უფრთხოდა ჩრდილებს. და ჰაერში გამოკიდებულთან მიახლოების სურვილიც არ ჰქონდა. უცებ განათდა და აბრდღვიალდა ყველაფერი. მზერა მოსჭრა სინათლემ. თვალთ დაუბნელდა. თვალები დახუჭა და დაელოდა, სინათლე როდის აისროდა ზემოთ. ადგილიდან არ იძვროდა. იგრძნო, ისევ დაბნელდა. თვალები ნელა გაახილა და სილუეტის ნაცვლად თეთრი ანგელოზი დაინახა. გრძელი ფრთები ჰქონდა. ძალიან გრძელი. აქეთ-იქით დაფრინავდა ჩრდილებს ნათელში ხვევდა. სიბნელეს ჯერ ვერშეუჩვეველმა თავბრუ დაახვია. გრძნობდა, ტრიალებდა. და ანგელოზი გაფაციცებით უყურებდა. მის ოქროსფერ თვალებს გრძნობდა. თვალებს ვერ უსწორებდა. გულმა უკარნახა, ზემოთ აეხედა. ზემოთ აიხედა და სინათლე დაინახა. ანგელოზი იღიმოდა. სინათლის დანახვაზე გრძელი, თეთრი ფრთები ააშრიალა და დატრიალდა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, რომ რაიმე გაეგო ან დაენახა. ანგელოზი ატირდა. სურდა, მასთან მისულიყო, დაემშვიდებინა, მაგრამ თვითონაც ატირდა. სინათლიდან შავი წვეთები გადმოესხათ თავზე. ანგელოზმა თავზე ხელები აიფარა და საწყალობლად დაიკივლა. თვითონ ვერაფერს გრძნობდა. ანგელოზს ვეღარ ხედავდა. მხოლოდ მისი კივილის ხმა ესმოდა. არაფრის გაკეთება არ შეეძლო. სივრცეში გამოკიდებულს მხოლოდ თვალების დახუჭვა შეეძლო. გულისგანმგმირავმა კივილმა სივრცე გააპო და ანგელოზის ხმა შეწყდა. არამარტო ხმა. თვალები დაახუჭა და აღარ გაუხელია. *** მთელი ეს დრო თურმე არ სუნთქავდა. ავირიე, ძალიან. აქაც ავურიე ყველაფერი. მაინც დიდი იმედებითა(ისევ გრძელი ფრთებით) და გულისფანცქალით ველოდები შეფასებას. მარიკუნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.