შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (11 თავი)


13-03-2018, 00:07
ავტორი Stranger things
ნანახია 1 854

დილით მზის სხივებმა გამაღვიძა,დივანზე ვიწექი ალექსი ჩემს გვერდით არ იყო ამიტომაც მისი ძებნა დავიწყე, ბოლოს აივანზე ვიპოვე მოაჯირზე იყო მიყრდნობილი და სიგარეტს ეწეოდა.
-არ ვიცოდი თუ ეწეოდი.-ვუთხარი და აივანს გადავევლე.
-ღმერთო...-წამოიძახა ალექსამა და შეშინებულმა მომკიდა ხელი,შემდეგ კი თითქოს გამოერკვა და ნელა წაიღო უკან.- მაპატიე დამავიწყდა.-შემდეგ სიგარეტს დახედა და მითხრა.-არ ვეწევი.
-შენი მეგობარი როგორაა?
-კარგად.
-როდის აპირებ წასვლას და მონახულებას?
-არ ვიცი,ჯერ სამსახურში უნდა წავიდეთ და ვიფიქრე შესვენებაზე გავუვლიდი.
-ხომ იცი,რომ წამოსვლა საჭირო არაა.
-ვიცი,მაგრამ ახლა მაინც არ იქნება გამოფხიზლებული,მე კი საავადმყოფოებს ვერ ვიტან.თან ისე დგომა და ლოდინი უარესია.
-ჯამრთელობის მდგომარეობა როგორია?
-სტაბილურად.გუშინ რომ ჩაგეძინა საავადმყოფოდან დამირეკეს და წასვლა მომიწია,ვნახე, ჯერ არ გაუღვიძია,მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
-კარგი,მოვწესრიგდები და წავიდეთ.—აივნის მოაჯირიდან მარტივი მოძრაობით შევხტი სახლში.
-არ გეშინია?-მკითხა უეცრად.
-იმის რომ გადავვარდები?
-არა...სიკვდილის.-უკან მივბრუნდი, გვერდით დავუდექი და ხელბით მოაჯირს დავეყრდენი.
-არა.
-ასე უბრალოდ?
-ხო ასე უბრალოდ.
-უცებ რომ გადავარდე?
-არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი.
-აქამდე გადავარდნილხარ?
-ხო,მიკამ ხომ მოგიყვა.
-კი,მაგრამ სხვა დროსაც,როდესაც უფრო სერიოზული რაღაც მოგსვლია?
-კი.
-მომიყვები?
-არა.-ვუთხარი და აბაზანაში შევედი,იქიდან გამოსული თეთრი ხალათით წავედი საძინებლისაკენ,თმას პირსახოცით ვიშრობდი,როდესაც ალექსის ხმა გავიგე.
-მერი...ღმერთო,ეს ის დამწვარია?-შეშინებული მომვარდა და გადაწეული ხალათი მკლავზე უფრო გადამიწია.-ეს მაშინ ყავა რომ გადმოგესხა იქიდან გაქვს?
-არა...შეეშვი და ეგ ის დამწვარი არაა.-ვუთხარი და მოვშორდი.
-მივხვდი...ყავით ასეთ დამწვრობას ვერ მიიღებდი.საიდან გაქვს?
-შენი საქმე არაა!-დავუღრიალე და ოთახიდან გავვარდი.
-რატომ გარბიხარ?!
-შენი საქმე არაა—თქო.
-მითხარი მერი!-ალექსმა ხელი მომკიდა და თავისკენ შემომაბრუნა.
-რა გითხრა ალექს?!-დავიწყე ყვირილი,თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.-მითხარი რა გითხრა?!გინდა რომ ორი კვირის ნაცნობს ყველაფერი მოგიყვე და ჩემი ყველაზე ბნელი კარი გაგიღო?!ჰა?!რა გინდა!რა?!რას მთხოვ?!ისედაც ბევრი იცი უკვე! ადამიანებს არ ვენდობი!ასეთი ვარ და ვერაფერი გამომასწორებს! მსოფლიოში ყველაზე გიჟ ადამიანს გადაეყარე და გინდოდა ეს გაგეგო?!კარგი,მიდი და თუ გაუძლებ გაჩვენებ!-მაისური ავიწიე და ჩემი პირველი ღრმა ჭრილობის ნაიარევი ვაჩვენე.-აქ კანი სამი წლის წინ გამეხია,როდესაც მესამე სარტულიდან გადავვარდი და ხის ტოტს დავეჯახე.-ახლა წელისკენ გავაქანე ხელები.-აი ეს რამდენიმე თვის წინანდელია.- თან იმ ჭრილობაზე ვანიშნებდი,რომელიც სულ რაღაც ორი ან სამი თვის წინანდელი იყო და საშინლად გამოიყურებოდა.მეორე მხარს ვაპირებდი მაისურის აწევას,როდესაც ძლიერი ხელების მოხვევა ვიგრძენი და ალექსის მკლავებში ჩამიკარგე. მოვიკეცე და ისიც გამომყვა,ახლა უკვე იატაკზე ვისხედით მე კი ალექსის მკლავებში ვტიროდი.-ბოდიში...მაპატიე,არ მინდოდა...არ ვიცი რა დამემართა.
-ჩუუ...ლამაზო,არაფერი დაგიშავებია.-ალექსი თმზე მეფერებოდა და ცდილობდა,დავემშვიდებინე.-ჩუ...
არ ვიცი,რამდენ ხანს ვისხედით ასე,დროის შეგრძნება დავკარგე აღარაფერი მახსოვდა.
-ვერ ვიგებ მერი,ვერაფერს ვიგებ.თუ ამხელა ტკივილს გაყენებს ამას რატომ აკეთებ?
-ალექს,შენ არ გესმის და ვერ გაიგებ...მე...მე მიყვარს,როდესაც ჩემს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მხოლოდ ის აივნის მოაჯირია.
-გადარეული ხარ...ვერ გიგებ...მაგრამ ვეცდები გაგიგო.
-ახლა რა ხედება?-ვკითხე ისე,რომ თავი არ ამიღია.
-წარმოდგენა არ მაქვს...არანაირი ლოგიკური ვარაუდი.-ის ჩემი თმის ფერებას განაგრძობდა.
კიდევ დიდ ხანს ვისხედით ასე.
-სამსახურში უნდა წავიდეთ.-ვთქვი მე და წამოვდექი.
-დარწმუნებული ხარ?
-სრულებით.
-კარგი,მე ქვევით დაგელოდები.
გავემზადე და ქვევით ჩავჯექი,ალექსი მანქანასთან მელოდა,რომ მივუახლოვდო კარი გამიღო.მე მის ამ ჟესტს ყურადღება არ მივაქციე და უკანა სავარძლისაკენ წავედი.
-კიდევ?-მკითხა მან
-რა?-თავი ისე მოვაჩვენე რომ თითქოს ვერაფერი გავიგე.მან მანქანას მოუარა და მძღოლის ადგილი დაიკავა.
-ერთ დღესაც დავიმსახურებ ქალბატონო მერი და თქვენ მანდ კი არა წინ იჯდებით ჩემს გვერდით.-მითხრა და სათვალე გაიკეთა.
მთელი გზა ისე გავიარეთ,რომ არც ერთს არ ამოგვიღია ხმა. მანქნა კომპანიასთან გააჩერა და ორივე გადავედით.ჩემს მძღოლს ანიშნა, რომ მანქანა წაეღო.მე ლიფტში შევედი და ისიც უკან მომყვა,დავინახე როგორი მოწყენილი სახით იდგა,ვერ მოვითმინე და ლოყაზე მოვეფერე.
-არ ინერვიულო...კარგად იქნება...
მან ჩემს ხელს თავი დაადო.მე სწრაფად წავიღე ხელი უკან და ვეცადე საქმეზე გადამეტანა ყურადღება.
-ორ კვირაში დიდი ჩვენება იმართება და რა თქმა უნდა,ჩვენი კომპანიაც იღებს მონაწილეობას....
-მერი...კარგად ხარ?-ალექსმა დარდიანი თვალებით გამომხედა.
-ბატონო ალექს,თუ შეიძლება საქმეზე კონცენტრირდით და დაივიწყეთ დილით მომხდარი.
-კი მაგრამ...
-ბატონო ალექს,აქ მე პროფესიონალიზმს მოვითხოვ და თუ შეიძლება ისე ნუ იზავთ,რომ იმედები გამიცრუოთ.
-კარგი,აქლბატონო მერი.-ხმაში წყენა ემჩნეოდა.
-როგრორც ვამბობდი,ეს იქნება წლის ერთ-ერთი საუკე...-წინადადება მიკამ გამაწყვეტინა,რომელც უეცრად გაჩნდა.
-მერი!გთხოვ მერი,არ გინდა გეხვეწები ხომ შეიძლება იქ...-ამ დროს ალექსი შეამჩნია და წამში დადუმდა.
-რა ხდება?-იკითხა ალექსმა.
-არაფერი!
-უბრალოდ ხომ იცი... ქალური საკითხები.-თქვა მიკამ.
-კარგი,მაშინ მე ხელს აღარ შეგიშლით.მოგვიანებით ვისაუბროთ ქალბატონო მერი.-თქვა ალექსმა და დაგვტოვა.
-რაოოო?რა ქალბატონო მერიო?გადაირია დილიდან?-გაუკვირდა მიკას
-არა,მე ვუთხარი,რომ ასე უნდა მომმართოს.
-გეფიცები რაა შენზე გადარეული არავინ მინახავს.ბიჭის მოსწონხარ შენ კიდე ქალბატონი დამიძახეო!
-მიკა გეყო!
-კარგი,ამ საკითხს შემდეგ მივიბრუნდებით.-თქვა მიკამ.
-ახლა რაა?
-რა და გეხვეწები რაა,გთხოვ არ მიიღო მონაწილეობა იმ დაწყევლილ რბოლაში,იცი რა საშიშია,უცებ ვინმე რომ დაგეჯახოს...ჩემზე არ ფიქრობ?
-მიკაა!თავიდან იწყებ?
-ხო გთხოვ რაა გეხვეწები არ გინდა.
-მიკა ტყუილად მეხვეწები,მაინც ვერ გადამაფიქრებინებ.
-რატომ ხარ ასეთი მაზოხისტი?რატომ ილტვი ასე სიკვდილისაკენ მაინც ვერ გავიგე.-არ ცხრებოდა.
-მიკა!
-კარგი ხოო,მაშინ მეც მოვდივარ.
-არა.-ვუთხარი მკაცრად.
-რატო?
-იმიტომ რომ, სუსტი ხარ.იქ შენნაირების ადგილი არაა.
-კარგი.
-კარგი?ასე უცებ დამთანხმდი?—გამიკვირდა.
-მე ვიგულისხმე, კარგი მაშინ სხვასაც წამოვიყვან—თქო.
-მიკა!
-რა იყო?ვინმე ძლიერს ვიპოვი და წამოვიყვან.
-გიჟი ხარ.
-ვიცი,მაგრამ ეგ არაფერია იმსთან შედარებით,რის გაკეთებასაც დღეს აპირებ.
-გეყო მიკა!პირველად ხომ არ ვაკეთებ?!მორჩა, საქმე მაქვს და ისე რომ იცოდე არსადაც არ მოდიხარ.
-მორჩა მიკა...გეყოს მიკა...მოვდივარ_მეთქი-მითხრა და კაბინეტიდან სწრაფად გავიდა.მალე ჩემმა ტელეფონმა დარეკა.
-როგორ არის ჩემი გოგო?-ტელეფონში ჯონათანის ხმა გაისმა.
-რამ შეგაწუხა?-ვკითხე მკაცრად.
-კარგი რა პატარა,დღეს შენ გაიმარჯვებ და წამო რა ჩვენს ბარში ავღნიშნოთ.მე,შენ და ჩვენი ბიჭები.
-და,რომ ვერ გავიმარჯვო.
-არა პატარა,არც კი გაბედო წაგებაზე ფიქრი,აქ ყველა შენზე დებს ფსონს.
-ვერ გავიგე რისთვის მირეკავ.
-მეგობარმა რომ მოგიკითხოს არ შეიძლება?
-ჯონათან!მე ვიცი შენი ოინები თქვი რა გინდა...
-ხო იცი შენზე როგორ ვგიჟდები,შენ რომ არა...
-ნუ მეპირფერები და საქმეზე გადადი.-გავაწყვეტინე.
-კარგი,მოკლედ დღეს ფსონი შენზე ძალიან მაღალია,აქ არიან ისეთი ადამიანები,რომლებსაც შეუძლიათ უფრო მარტივად გაგამარჯვებინონ,მიკლე გზები,ჩანაცვლება...ხომ გესმის პატარა...
-არა.
-რა?
-არა.ვერ გაიგე?არა.
-ჯერ დაფიქრდი კარგი შემოთავა...
-გეყო.საქმეები მაქვს,საღამოს შევხვდებით.
-მერი,იცოდე ბევრს კარგავ.
გავუთიშე და საქმე გავაგრძელე



№1 სტუმარი gggg

Kide axali hipoteza misi yof sheyvarebuli rbolashi daigupa da ro mazoxistobs mashin imas xedavs?
P.S vici sisulelea winazec davtove comi

 


№2  offline წევრი Stranger things

gggg
Kide axali hipoteza misi yof sheyvarebuli rbolashi daigupa da ro mazoxistobs mashin imas xedavs?
P.S vici sisulelea winazec davtove comi

თქვენი წინა კომენტარი წავიკითხე და მომწონს თქვენი „ჰიპოთეზები",მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით.სულ რამდენიმე თავში გაიგებთ ყველაფერს.

 


№3 სტუმარი ჟუჟუ

gggg
Kide axali hipoteza misi yof sheyvarebuli rbolashi daigupa da ro mazoxistobs mashin imas xedavs?
P.S vici sisulelea winazec davtove comi

მე ასე ვფიქრობ, რომ არამგონია რბოლაზე იყოს საუბაი აქ უფრო ბრძოლა წესების გარეშეზეა მინიშნება გაკეთებლი წინა თავში.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent