აკრძალული ხილი 18 + თავი 3
" შეშინებულ ადამიანს შეუძლია ის გააკეთოს რისი ძალაც აქამდე არ ჰყოფნიდა " ადრენალინი ერთიანად მიტრიალებს მუცელსა და ძარღვებში,ტყეში ღრმად გადაკარგული ხეს ვეფარები და ხვნეშას ვიწყებ. ძალიან დავიღალე.. ვიხრები და მუხლებზე ვიბჯენ ხელებს,ვცდილობ ძალები აღვიდგინო,ვცდილობ სუნთქვა გავათანაბრო. დრო და დრო უკან ვიყურები,ჯერ არავინ ჩანს,იმედ მოწოლილი ვჯდები ხის ძირში და თოვს ხელებში ვათამაშებ. ნეტავ რას აკეთებს ახლა ლეილა ან დედაჩემი როგორ არის ? მეორე მე კითხვებს მაყრის რომელზეც პასუხები საუბედუროდ არ მაქვს,არც კი ვიცი რომელ ერთზე ვინერვიულო ? იმაზე რომ მოკვლა მემუქრება და ახლა მართლაც გარანტირებული,იმაზე რომ ლეილა შესაძლოა ახლა საკუთარ სახლში განისვენებდეს თუ იმაზე,დედაჩემს რა ბედი ეწია ? გონებაში მრავალი აზრი მიტრიალებს,განსაკუთრებით უბედურ დედაჩემთან დაკავშირებით. მომენტი როდესაც მიპოვნა,საკუთარ შვილად მიმიღო, მომენტი როდესაც მისმა სისხლმა და ხორცმა ჩემი გაუპატიურება სცადა.. არა.. ამ ყველაფერზე ფიქრი აშკარად მასუსტებს ! ფეხზე ვდგები და სირბილს განვაგრძობ,უკვე ბნელდება მე კი ისიც არ ვიცი სად გავათენებ ღამეს. ცაზე ნამგალა მთვარე მკრთლად მოჩანს,სულ მალე ვარსკვლავებიც გამოჩნდებიან და მარტო აღარ ვიქნები უღრან ტყეში. - ჰე ახლა აიღე და დაჩეხე,როდემდე უნდა გემუდარო?-მესმის უცხო ხმა..თვალები მიბრწყინდება,ნელი ნაბიჯით მივყვები მას და უზარმაზარ ქვას ვეფარები რომელიც წლებია უკვე აქ ძევს. თვალებ მოჭუტული ვაჩერდები სამ მამაკაცს,უზარმაზარ ქურტკებში არიან გახვეულნი,თავზე ყველას ქუდი ახურავს და ერთ-ერთ მადგან ნაჯახი აქვს მომარჯვებული,ძლიერად აქნევს ზეცისკენ და მთელი ძალითარტყამს გასწორებულ ხის ნაჭერს. ნაჭერი ორად იყოფა და გარდი-გარდმო ებერტყებიან,დაღლილ-დაქანცული ნაჯახს ხეს აყუდებს და მოჭრილ ხეზე ჯდება. რაღაცას ბაასობენ ხმადაბლა,არცერთი სიტყვა არ არის ჩემთვის ნაცნობი,მგონი არც არიან ქართველები.. აქვე გვერდითა სოფელში შესახლებული ჩეჩნები კი არიან,მაგრამ ამ ტყეში შემოსვლა კარგა ხანია რაც აეკრძალად.. დაეჭვებული ვიშმუშნები,არ მინდა შემამჩნიონ მაგრამ ამაოდ -იქ ვიღაც არის-დაფეთებული ტრიალდება ერთ-ერთი მათგანი. ფეხზე ადგომას ვერ ვბედავ,გაქცევაზე ლაპარაკი ზედმეტია სამნი არიან და თანაც აშკარად ძლიერები. უფრო მეტად ვიკუნტები ქვის მიღმა,თვალებს მთელი ძალით ვხუჭავ,ვგრძნობ როგორ მახებს მხარზე ხელს და ადგილზევე ვიყინები.. გაჭირვებით ვახელ ცალ თვალს და შეშინებული ვაშტერდები,გრძელი და აშკარად უხეში ბეწვი ყბებზე ჰკიდია სხვა დანარჩენს სიბნელეში ვეღარც ვარჩევ. ვდგები და თვალს თვალში ვუყრი, დაგეშილი მზერით მათვალიერებს, სახეზე დარდისგან ალმური მეკიდება და მინდა ადგილზევე გასკდეს მიწა და შიგნით ჩავვარდე. გაიქეცი,რაღაც უცდი ? ჩამკივის გონებაში რაღაც მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი,უხეშ ხელს ლოყაზე მახებს და ეშმაკურად იღიმის,ხელს ვკიდებ და ვიცილებ -აქ რას აკეთებ? თანაც სოროს თაგვივით ჩამალულხარ -ხმადაბლა იცინის სხვებმა რომ არ გაიგონ,დარცხვენილი თავს ვხრი. -ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებ-მეგობრულად ჟღერს.. ხელს ხელზე ვკიდებ და ქვას ვახტები,დანარჩენებისკენ მივდივართ და მეც მოჭრილ ხეზე ვჯდები -აქ რა დაგკარგვია ?- მეკითხება მეორე,ხელში განათებული ფარანი უკავია და პირდაპირ სახეზე მანათებს,თვალებს ვჭუტავ -არაფერი..-მოკლედ ვუჭრი -აშკარად ყველაფერი.. ამ სიბნელეში აქ მხოლოდ გიჟი თუ მოვიდოდა და გვითვალთვალებდა -ეცინება. ცოტა ვბრაზდები კიდეც საკუთარ თავზე,რა მინდოდა და რას ვუსმენდი ? ან რას ვაცქერდებოდი რას აკეთებდნენ ? თითქოს ჯერაც არ მაქვს ნანახი შეშის ჭრის სცენა. -ანუ გიჟები ხართ ? თქვენ,სამივე ? არავის უთვალთვალებთ მაგრამ ხომ ხართ ტყეში..თანაც ახლა. -ნიშნის მოგებით ვეკითხები. აშკარად გამხიარულებული ჩემი სიტყვებით ფეხზე დგება და ცხვირწინ მიკიდებს სიგარეტს, პირში იჩრის და ღრმად ოხრავს -მართლა,რა გინდა აქ ? -ხმა უსერიოზულდება. არ ვიცი რა გავაკეთო ან რა ვუპასუხო -მინდა.. -გოგა..ბესო.. გთხოვთ დაგვტოვეთ მარტო-ბიჭებს თითქოს შიშის ზარი სცემთ,უხმოდ დგებიან ფეხზე და ტყის სიღრმეში იკარგებიან. წვერიანი და უხეში დრო და დრო უკან იყურება. კიდევ კარგი რომ ფარანი მათაც აქვთ -აბა..არ მეტყვი რას აკეთებ აქ ? საიდან მოდიხარ ? -ვფიქრობ არ ღირს დაზუსტებით ყველაფრის ამოშაქვრვა -გვერდზე სოფლიდან ვარ -გაიგე რა მომხდარა გუშინ ?-თემას ცვლის -არა,რა მოხდა ? -ვიღაც გოგო რომ დაიჭირეს და მოკვლას უპირებდნენ -მხრებს იჩეჩავს,აშკარად არ გრძნობს თავს კარგად მაგრამ რატომ ? -გავიგე კი,საწყალი -მებრალება.. კი გაიქცა მაგრამ გოჩა არ აპატიებს -ელდა ნაცემივით ვდგები ფეხზე-რამე მოხდა? -ხელებს მხრებზე მკიდებს -მოხდა..მოხდა.. მე ვარ ის "სოფლის შემარცხვენელი" და "ბილიკების გამბილწველი" -ფარანს ქვემოთ უშვებს,მის სახეს ახლა უკვე ვეღარ ვხედავ,შესაბამისად ისიც ვერ ამჩნევს როგორ ბიღუშები წამში -რას მეუბნები,მართლა ? მეც არ ვთქვი საიდან მეცნობა-თქო? ღმერთო რა რთულია ეს ყველაფერი,მორბენალ კვიცს ვგავარ. თანხმობის ნიშნად თავს ვაქნევ,მახსენდებს რომ ვერ დაინახავს ჩემს პატარა მოძრაობას და ცრემლ გარეული ხმით ვპასუხობ -მართლა -მერე და არ იცი რომ ტყეშიც მოგძებნიან ? -რომ არ შეგეხსენებინა მოკვდებოდი ? ვღიზიანდები -ვიცი -მოიცადე აბა -ცოტა ხანს მშორდება. სადღაც მიდის,სიბნელეში მარტოდ დარჩენილს რაღაც ხმები ჩამესმის,აშკარად რომელიღაცა ღამის ფრინველია. უჰჰ.. ვვოხრავ,თვალებს ვაცეცებ და ვამჩნევ მომავალ უცხო მამაკაცს. -ჰე ახლა,წამოდი-ხელს ხელზე მკიდებს და მექაჩება -სად ? -ნუ გეშინია,სადმე ხო უნდა გაათიო ? -არა იყოს.. მადლობ .. რამეს მოვიფიქრებ -უხერხულად ვიგრიხები -კარგი მაშინ მე წავალ და შენ აქ დარჩი მგლები რომ მოვლენ და შეგჭამენ მერე ნახავ -ეშმაკურად იღიმის და ფარნიან ხელს. წამიერად სხეულში ეკლების დავლას ვგრძნობ,მართლაც მოვლენ მგლები ? -კარგი კარგი დამელოდე -მაგრად ვებღაუჭები ხელზე და მკლავზე მალევე ვეკვრი ათრთოლებული. არ იმჩნევს არც ის და ფარანს წინ იშვერს. მივაბოტებთ ხმაურით თოვლზე დაუსრულებლად -ვერავინ შეგვამჩნევს -მაფრთხილებს . დამშვიდებული ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ცივი ჰაერითვე ვიყინავ ფილტვებს. ირ სართულიან სახლთან ვჩერდებით,სინათლე ჩამქვრალია,ალბად მარტო ცხოვრობს..თუ ვიმსჯელებთ სახლის სილამაზესა და დახვეწილობაზე ვითყვი რომ შეძლებული შესაძლოა იყოს. ჰმ... გამიმართლა მართლაც ! ხომ შეიძლებოდა რომ ვინმე უბედური გადამყროდა გზად.. თავს ვიქნევ და ცუდ ფიქრებ ვიცილებ თავიდან. კარს აღებს და შესვლისთანავე ანთებს სინათლეს, აგიზგიზებული ბუხარი მახარებს ! -მოშინაურდი-კურტკას იხდის და სკამზე კიდებს. სავარძელზე მორცხვად ვჯდები,ფეხებს ერთმანეთს ვაჭერ მთელი ძალით და ვცდილობ უხერხულება გავფანტო..თუმცა,ჩვენ ორს შორის მხოლოდ მე ვგრძნობ თავს დარცხვენილად. -რის გამო გიმეტებდნენ ?-თვალს არ მაშორებს. -ქვრივი შემიყვარდა..და..-შუბლს ვისრეს -და რა? -არაფერი.. არ მინდა ამის განხილვა,გთხოვ -თვალებს ატრიალებს და სკამზე ჯდება -გშია ?- უკვე მეორე დღეა არ მიჭამია,საკვირველიც კია მაგრამ არც კი მშია,თუმცა ლეილას ხაჭაპურის ის ერთი ნაჭერი გულში ეკალივით ჩამყვა -არა,მადლობ -ბოლოს როდის ჭამე რამე ?-ესღა მაკლდა .. -არ მშია ნუ დამატან ძალას-ვუღიმი მეგობრულად,საპასუხოდ თავს აქნევს და დინჯად იცქირება ირგვლივ.. სახლი გარედან და შიგნიდანაც მთლიანად ხის არის. ვიწრო ჭაღი შუა გულშია განათებული და მთელ ოთახს ისე ანათებს რომ თვალსაც კი მჭრის. ზოგჯერ მგონია რომ წარმოუდგენლად იღბლიანი ადამიანი ვარ,მაგრამ როგორც კი საკუთარ თავში პატარა ძალას ვპოულობ მაშინვე უკან-უკან ვიწყებ სვლას და იღბალი უჩინარდება. ცის კამარაზე გამოჩენილი ცისარტყელასავითაა ჩემ გარშემო ყველაფერი,ზოგჯერ ფერები თვალს რომ გჭრის და ბედნიერ ადამიანად გაგრძნობინებს თავს,ზოგჯერ კი ვერც კი ამჩნევ წვიმის შემდეგ როგორ ჩნდება და მერე ისევ ქრება...არც კი ვიცი... იქნებ ყველაფერი ზუსტად იმიტომ ზდება რომ ეს მე ვარ და არავინ სხვა ? მაშინ დავითიც უნდა დასჯილიყო.. ჩემი ქვეცნობიერი როგორღაც ძალებს იკრეფს მაგრამ დაბნეული იატაკზე ენარცხება,ახლა ამის დრო არ მაქვს.. ნერვიულად ვათამაშებ თითებს .. ჭრილობები ჯერ კოდევ მტკივა,თვითოეულს სათითაოდ და შემდეგ ერთად ვგრძნობ,საშინლას შეკაძრწუნებელი შეგრძნება მეუფლება. ტკივილი კანში მივლის და ძვლამდე აღწევს,თითქოს სამუდამო იარას დავატარებდე,შევეჩვიე კიდეც. -რა გქვია?-ფრთხილად მეკითხება -ანასტასია,შეგიძლია ანა დამიძახო -მე არ მკითხავ სახელს ?-წარბებს ათამაშებს,არც კი ვიცი მიღირს ამ ადამიამთან ღამის გათევა ? იქმებ მანიაკია და სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი როგორიც მგონია გულის სიღრმეში.. დაბნეული თავს ვხრი და ვწითლდები -კი თუ შეიძლება -ვგრძნობ როგორ იღიმის -ლაშა-თავს ვწევ. ის ისე ამაყად მაშტერდება თითქოს მსოფლიოს ბედს წყვეტს,მეცინება და ცოტა ხანს ყველა პრობლემა ჩემს ზურგს უკან იტუზება. თითქოს დედამიწა წყვეტს ჩვეული რითმით ბრუნვას და სხვა ორბიტაზე ებჯინება,სიახლის გამო კი ცოტა ხანს იჭედება. საკუთარ ცხოვრებაში ახალი ორბიტა ვარ თუ გაჩერებული დედამიწა ვერ გამიგია. კარზე ძლიერი კაკუნის ხმა მაფხიზლებს,საწოლში ვტრიალებ,რაღაც არ მასვენებს,მეშინია პირისპირ გოჩასთან შეხვედრის მაგრამ როდემდე ? შეძრწუნებული ვიწევი და გადაწმენდილ ჭერს ვაშტერდები ფართოდ გახელილი თვალებით. კაკუნი წყდება,უჩვეულო სიწყნარეა. ფეხზე ვდგები და ტანსაცმელს ვიცვამ,კარისკენ ფრხილად მივდივარ და ოდნავ ვაღებ რომ დავინახო ვინ არის. თვალებს სულელივით ვატრიალებ,ჯერ არავინ ჩანს.. ღრმა ამოსუნთქვა და გოჩას დანახვა ადგილზევე მაწებებს,თითქოს ცხოვრებამ შემაფურთა,თავს სასოწარკვეთილად და შეშინებულად ვგრძნობ. უკან ვიხევ და კარს ვხურავ,გოჩას ძლიერი ხმა ახლა უკვე ჩემს ყურამდეც აღწევს -არ ვიცი..ხელიდან დამისხლტა ის პატარა აბეზარა.ჯობს ვერც ვერასდროს ვიპოვნო,ამოვაბრუნებ სოფლებს მისი ძებნით..ღმერთო როგორ მძაგს მისნაირი უტიფრები-გულში ეკალივით მესობა მისი სიტყვები -კი მაგრამ,მერე რა თუ შეუყვარდა ? -ლაშას ხმაში ეჭვი იგრძნლბა,აშკარად მეტის გაგებას ცდილობს.. ჯერ იმასაც ვერ ვაანალიზებ ვინ არიან ერთმანეთისთვის -მერე რა ?-წამით ფეთადება გოჩა-მერე რა თუ შეგიყვადა ერთია,მერე რა თუ უჩუმრად ცოლობაზე თანხმდებოდე მეორე ! -უფალო..როგორ მოვიქცე ? ვიგრიხები და ოთახში ერთადერთ ფანჯარას ვხსნი. უკვე ცხოვრების წესად მექცა ფანჯრებიდან გაპარვა ისე თოთქოს ჩემთვის უველა გასასვლელი კარი სამუდამოდ დაიკეტა. ქირთუკს ვიფარებ და ვხტები,ნელი ნაბიჯებით მივუყვები ბილიკს,გოჩას მაინც ვერ გავექცევი და თუ ჩემი ბედი სიკვდილია ბედს ვერ შევცვლი.. მოქუფრული სახით ვათვალიერებ ყველაფერს,სად შეიძლება რომ წავიდე ? გზად დანგრეული ორ სართულინი შენობა მხვდება,ერთიანად აქა იქ ჩამოშლილი კედლები აქვს,ფანჯრები კარგა ხანია რაც ჩამოცვივდა და ძირს შეყავისფრებული ტალახისგან დასვრილი ნამსხვრევები ყრია. ერთადერთი უკარებო შესასვლელი მოჩანს ერთადერთი ლამპიონის ხარჯზე,რომელიც გაჭირვებით ანათებს. ფრთხილად ვაბიჯებ შესასვლელამდე,ცალი ფეხი დაგროვილ ტალახში მივარდება და მთელი ძალით ვეწაჩემი ზემოთ. გაჭირვებით ვიძვრენ თავს,ფეხებს ვიბერტ და შენობაში ღრმად შევდივარ,რთულია გაარჩიო ყველაფერივუკუნითი სიბნელეში,მაგრამ სულ ერთია.. ძირს ვჯდები და ხელებს ვიშველიებ თან,თავს ჩემს უკან მონგრეულ ქვაზე ვდებ და ვხვნეში. დავიღალე.. ერთიანად გამშრალი ახლაღა ვამჩნევ რომ საშინლად მშია. ალბად რამდენიმე საათი გადის სიმარტოვეში,ვამჩნევ მკრთალ სილუეტს რომელიც ჯერ აქა-იქ დადის,შემდეგ კი ჩემკენ მოიმართება. კატასავით ვიფხორები,დაგეშილი ძაღლივით ვემზადები საბრძოლველად,ტკივილი და დაღლა უმალვე მივლის. წელში ვიმართები,თვალებს ძლიერად ვაფართოვებ -ანა-მესმის ლაშა ხმა. ღრმა ოხვრას ვყვები,ღმერთს მადლობა ამ საჩუქრისთვის.. -ლაშა ?- ძლივს ვუბრუნებ პასუხს -აქ ყოფილხარ...ასეც ვიცოდი ! -სხვაგან წასასვლელი ვერ ვნახე ვერსად-წარბებს ვჭმუხნი -აქ რას აკეთებ ? -შენ რას აკეთებ აქ ? ან გოჩა...ვინ არის ? შენთვის ვინ არის ? -მიახლოვდება და მხრებზე მახებს ხელებს -მისმინე..არ მინდა შეგაშინოს სიმართლემ,მინდა ჩემო გჯეროდეს ! გესმის ?- არაფერიც არ მესმის..-გოჩა მამაჩემი არის,მაგრამ არ გეგონოს რომ მხარს ვუჭერ -აბა ? რატომ მეხმარები ? სიცოცხლე მოგბეზრებია...-ვბრაზდები და უკან ვიხევ -გთხოვ,ნუ ფიქრობ იმას რაც არ არის. ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება რასაც შენზე ვერ ვიტყოდი -რა გინდა -ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. ღვარღვარით ვუშვებ თვალებიდან და ლოყებს ერთიანად მისველებს,მუჭებით ვიწმენდ და პატარა ბავშვივით ვსლუკუნებ -ნუ ტირი.. -გაჩერდი ! -ჩემკენ მომავალს ისევ ვაჩერებ- ნუ მოდიხარ ახლოს ! -მისმინე.. ყველაფერი ძალიან მარტივია.. შენ უბრალოდ,უბრალოდ ძალიან გავხარ -ხმა უწყდება,ვერ ვხვდები ვის შეიძლება მამსგავსებდეს და არც მაინტერესებს -არა,უკან დაიხიე -შენ მართლა ძალიან გავხარ დეფნეს-ადგილზევე ვხევდები. დეფნე ? დეფნე ხომ არ შეიძლება რომ იყოს ქართველი ? ის უბრალოდ და ერთი სიტყვით ან თურქია ანდაც არ ვიცი -დეფნეს ? -მოგვიანებით აგიხსნი.ხელი ჩამჭიდე და წამომყევი,არაფერს დაგიშავებ -არა ! -ვყვირი,უკამ უფრო მეტად ვიწევ,არ მინდა შემეხოს,არ მინდა რაიმე კავშირი მქონდეს იმასთან ვინც ცოდვის შვილია.. ღრმა,უკიდეგანო ჭაობისგან ამოხეთქილი ტალახი... გოჩა მამამისია,ის მისი შვილი,ვერ შეძლებს ჩემს დაცვას და მამამისისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ვამჩვენ რომ სუნთქვა მეკვრის,გულზე ვიბჯენ ხელებს და თითებით ვიზილავ კანს. დაძაბულობა მატულობს,ჩვენს შორის არსებული სივრცე ღვარძლით ივსება,ერთმანეთს მტრებივით ვაშტერდებით,არ ვიცი რას ფიქრობს ან რას მოიმოქმედებს,მაგრამ ერთი რამ ცხადია,ის უბრალოდ გოჩას შვილია,კაცის რომელიც ჩემს სიკვდილს ისე ნატრობს როგორც სხვა არაფერს. -დავიღალე ხვეწნით და მუდარით-თავს გვერდით სწევს,ტანხე ეკლები მაყრის შიშისგან,მუხლები ცოტაც და მომეკვეთება და მის წინ დავეცემი. -მერე და ვინ გეუბნება რომ მეხვეწო ? წადი და შენს საქმეს მიხედე-ვჯიუტდები. ჩემკენ იწევს,მე ისევ უმან ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს და გახეხილ კედელს ვეკვრი,ერთიანად მიტანს ცახცახი,წასასვლელი არსად დამრჩა.მიახლოვდება,ჩემს წინ დგება და ცოტა ხანს სიჩუმე ისადგურებს, იხრება და წამიერად მხარზე მიკიდებს. სასიწარკვეთილი ჯერ ვდუმმვარ,ხმა მიბრუნდება და ყვირილს ვიწყებ -გაჩუმდი,ვინმე გაიგებს შენი ყვირილის ხმას-მაფრთხილებს და ორივე ხელს პირზე ვიჭერ. ცრემლები უფრო მეტად მომდის,ყელში უზარმაზარი ბურთი მეჩხირება და საზიზღრად მტკენს,სხვა გზა არ დამრჩენია. ნუთუ იმიტომ მიმარბენინებს ახლა ისევ თავისი სახლისკენ რომ იქ გოჩაა და ჩემი თავი უნდა მიუყვანოს ? უფრო სწორედ როგორც იტყვიან ისე უნდა მიართვას ჩემი თავი როგორც ლანგარზე დადებული შემწვარი დედალი.. სირბილისგან წამდაუწუმ მუცლით ძიერად ვეხეთქები მხარზე,ჭრილობაზე ძლიერად მაწვება ტკივილი და ჩუმად ვკვნესი. ისევ იმ სახლში შევყავარ საიდანაც რამდენიმე საათის წინ გამოვიქეცი,ამჯერად უკვე სახლი ცარიელია,არც გოჩა ჩანს და არც სხვა სოფლის მაცხოვრებელი არავინ. მსვამს ძირს ისევე იღუშება ამინდი როგორც მე,წვიმა ზეციდან ბომბებივით ეშინება და ძლიერად ეხეთქება თოვლზე,ფანჯრებზე მოხვედრილნი საზარელ ხმებს გამოსცემენ,სხვა ბედნიერება არ მაკლდა და შუქიც ქვრება. სანთებელას ანთებს და მაგიდაზე მდგარ პატარა ყავის ჭიქაში დამაგრებულ თეთრ სანთელს ანთებს,ჭიქას მარჯვენათი იმარჯვებს და მეორე სანთელს ბუხრის ზემოდან აძრობს,ახლა იმასაც ანთებს და სიბნელე ოდნავ იდევნება სახლიდან. შეცბუნებული,გაურკვევლობაში მყოფი სკამზე ვჯდები,ქურღუკს ვიხდი და ისე ვიხუტებ თითქოს ხურჯინში ჩაყრილ ოქროს ვმალავდე. -ისეთივე ხარ როგორც მამაშენი-მცდება ბაგეებიდან,უკანასკნელ ცრემლს ვიმშარებ და ძალებს ვიკრებ -ცდები...თანაც როგორ ! - მაკვირდება,ხმა იმაზე უფრო მკაცრი აქვს ვიდრე საჭიროა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.