შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული სიყვარული ( თავი 4 )


13-03-2018, 23:56
ავტორი Elena)
ნანახია 2 026

უცხო ადგილას მეღვიძება, იქაურობას თვალს ვავლებ. უკუნეთი სიბნელის
მიუხედავად,მაინც ვარჩევ - ეს საავადმყოფოს პალატაა. მე საავადმყოფოში ვარ.
ალბათ შუა ღამე იქნება. ვცდილობ გონებაში მომხდარი აღვიდგინო,
ყველაფერი მაგონდება, ლუკა.... მის გახსენებაზე, თვალებს მაგრად ვხუჭავ
და ვცდილობ მასზე აღარ ვიფიქრო.
არ ვიცი აქ საიდან აღმოვჩნდი, მხოლოდ მახსენდება... ასთმა. მახსენდება
როგორ გავითიშე სკოლის საპირფარეშოში, მერე კი... მეტი არაფერი ვიცი.
იქაურობას თვალს ვავლებ, მგონი პალატაში არავინ არის, მაგრამ მაინც ვაზუსტებ.
- არის აქ ვინმე?
პასუხს არავინ მცემს, ყრუ სიჩუმეა. ჩემი ხმა ექოსავით ჩამესმის, და
ვრწმუნდები რომ პალატაში მარტო ვარ.ძალას ვიკრებ, რომ ფეხზე ავდგე, კარს
ვაღებ და პალატიდან გავდივარ, დერეფანში, სკამზე, კაცის სილუეტი მოჩანს. მას ვუახლოვდები, ნელ-ნელა ვარჩევ, მამაჩემია. მისკენ მივდივარ,
ფხიზლად ნამდვილად არ არის, მხარზე ხელს ვადებ, რაზეც სწრაფი
რეაქცია აქვს და ფხიზლდება.ჩემს დანახვაზე, მის სახეზე ერთიანად
რამდენიმე ემოცია იხატება, მათ ამოკითხვას ვცდილობ. მამა მეხვევა და ფრთხილი მოძრაობით უკან, პალატაში შევყავარ. საწოლზე მაწვენს და ჩემს თავთან ჯდება.
მეუბნება რომ ახლა დასვენება მჭირდება, ასეც არის, დასვენება ახლა ყველაფრისგან მჭირდება.მაგრამ მამასთან უნდა ვისაუბრო, აუცილებლად, თანაც ახლავე.
- მამა, უნდა გელაპარაკო.
- ელენე ,გთხოვ, ახლა დაიძინე. სხვა დანარჩენი უბრალოდ მოიცდის.
- არა მამა, არაფერი მოიცდის.
ვიცი, რომ საუბარი მასაც ჩემსავით სჭირდება,ვიცი, როგორ აინტერესებს,
რა დამემართა. ვიცი როგორ ცდილობს, თავის თავში უბრალოდ ჩაიკლას ის
ინტერესი, რომელიც არ ასვენებს. ზურა ხვდება, რომ ჩემთან ვერაფერს გააწყობს
და სახეზე ეწერება, რომ ნებდება.
- რამდენი ხანია საავადმყოფოში ვარ.და საერთოდ შენ რამდენი ხანია, რაც აქ ხარ?
- სამსახურში ვიყავი, შენმა დამრიგებელმა რომ დამირეკა. ღმერთს ვთხოვდი, რომ ცუდი არაფერი ეთქვა... ლიზის უპოვნიხარ, უგონო მდგომარეობაში.თქვა რომ არ იცოდა რა დაგემართა, რაც თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ, შეუძლებელი იყო, ასეთ მდგომარეობაში ტყუილი ეთქვა, მითუმეტეს, როცა საქმე შენ გეხებოდა.ამიტომაც ახლა არ ვიცი... უნდა მითხრა ელენე, არ ვიცი რა გჭირს,მაგრამ რაც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა მითხრა... ეს ყველაფერი...შენი უცნაური საქციელი, ნერვიულობა, ახლა უკვე გონების დაკარგვაც... აღარ ვიცი რა უნდა ვიფიქრო, ეს ყველაფერი იმ ბიჭს უკავშირდება? ლუკას?
- მამა... ლუკა არაფერ შუაშია. მასთან კონტაქტიც კი არ მაქვს.
ვთქვი და თითქოს რაღაც ჩამწყდა. მამას მოტყუებას ვერ ვიტანდი, მაგრამ ჩემი სიმართლით, მას ტკივილს ვერ მივაყენებდი.
- უბრალოდ გადავიღალე, ხომ იცი, სკოლა, გაკვეთილები, ყოველდღე იმდენი სამეცადინოა... მასწავლებლებთან სიარული... ამოსუნთქვის დროც კი არ მრჩება. ისე გადავიღალე, ჭამაც კი დამავიწყდა, და ყველაფერმა ერთად ჩემზე იმოქმედა. ამიტომ უბრალოდ გონება დავკარგე, სერიოზული არაფერია, მართლა.
- იმედია მართალს ამბობ ელენე, შენ რომ რამე დაგემართოს, ასეთი რამ კიდევ რომ განმეორდეს..თავს არ ვიცოცხლებ.. დედაშენის მერე ამას მართლა ვეღარ გადავიტან, მე...
მამაჩემის თვალზე ცრემლს ათასში ერთხელ თუ ნახავდით, ხოდა ახლა სწორედ ის შემთხვევა იყო, ათასში ერთი. დედას გახსენებაზე, მამაჩემის ყველა სიტყვაზე, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მებღავლა. მამას სიტყვა აღარ დავამთავრებინე,და გულზე მივიხუტე. თავს საშინლად ვგრძნობდი, როცა მას ასეთს ვხედავდი.ამის გაგრძელება აღარ მინდოდა. თავს დაძინების საშუალება იქამდე არ მივეცი, სანამ მამას არ ჩასთვლიმა.
***
ხმაურზე მეღვიძება, თვალებს ვახელ, მამა აქ აღარ არის, მგონი ჯერ არც კი გათენებულა,საათს შევხედე, 6 ხდება.
- სად არის ?
წამის მეასედში ჩემი გული ფეთქვას წყვეტს.
- სად არის
ხმა ისევ მეორდება. არაფერი მეჩვენება, ეს ლუკაა.წარმოდგენა არ მაქვს, აქ როგორ შემოაღწია, მაგრამ ეს სწორედ მისი ხმაა. ბედნიერებისგან მეღიმება, მაგრამ ჩემს გულს გონება სჯობნის, გონება, რომელიც მომხდარს იხსენებს, იხსენებს იმ გოგოს ხმას. და ჩემი ხასიათიც მაშინვე რეაქციას განიცდის და სწრაფად იცვლება.ოთახში ლუკა შემოდის, რომელსაც უკან ექიმი მოყვება და თხოვს რომ გარეთ გავიდეს. ჩვენი მზერები იკვეთება. ჩემი გრძნობები, ჩემი ყველა გრძნობა ერთმანეთშია არეული, არ ვიცი, ბედნიერი უნდა ვიყო, თუ ტკივილისგან ბოლო ხმაზე უნდა ვტიროდე. პალატაში მამაჩემი შემოდის, და თეთრ ხალათში გამოწყობილ მამაკაცს, სთხოვს უკან დაიხიოს, ეუბნება რომ ამ ბიჭს იცნობს , და ყველაფერი რიგზეა. ექიმი არ თანხმდება, მაგრამ მამას დიდი თხოვნის შემდეგ,უკან იხევს და მკაცრი გამოხედვით შორდება მას. ლუკა კი ჩემსკენ მოიწევს.
- ლუკა, აქ რას აკეთებ?თანაც ამ დროს.
- ბატონო ზურა, ელეს სანახავად მოვედი, როცა გავიგე და... ბოდიშს გიხდით ამ არეულობისთვის. აუცილებლად უნდა შემოვსულიყავი.
- გასაგებია, ახსნა არ არის საჭირო.
ელენე მე აქვე ვიქნები.მამას მხოლოდ თავის დაქნევით ვპასუხობ,ახლა ზედმეტად შოკირებული ვარ, რომ ხმა ამოვიღო. თუმცა სამაგიეროდ სიჩუმეს ლუკა არღვევს.
- ელე.
არაფერს ვპასუხობ. მის ხმაში ვიკარგები.
- ელე, რამე მითხარი რა გთხოვ.
ვფიქრობ, იმაზე ვფიქრობ, რა მოხდებოდა ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო.ვფიქრობ, რომ მგონი ლუკა მიყვარდება.არა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ამას მხოლოდ ჩემი გული მეუბნება. თავს ზემოთ ვწევ და თვალს ვუსწორებ, წამით მის თვალებში ვიძირები. თუმცა ის რის თქმასაც ვახერხებ, მხოლოდ ეს არის:
- წადი აქედან.
ლუკა თვალებში მიყურებს და აღარაფერს ამბობს, საპასუხოდ ჩემს ხელს იღებს და თავის თბილ ხელებში იქცევს. ვგრძნობ როგორ თბება ჩემი ხელი, მაგრამ ამავე დროს, როგორ მეყინება სისხლი ძარღვებში. მომწონს, მომწონს რომ ის აქ არის, ჩემთან არის. მაგრამ ამის გაგრძელება როგორც არ უნდა მინდოდეს, წინააღმდეგობას ვუწევ.
- წადი მეთქი, ვერ გაიგე?
ვამბობ და ვცდილობ ხელი გავინთავისუფლო, თუმცა უშედეგოდ.
- გამიშვი.
- ელენე,მორჩი ეხლა, უნდა დაისვენო. მე კიდევ ,არსად წასვლას არ ვაპირებ და ტყუილად ნუ დაიღლი თავს მცდელობით. აქ იმდენ ხანს ვიქნები, რამდენიც საჭირო იქნება.
- საიდან გაიგე, რომ აქ ვიყავი?
- აი მაგაზე უკვე მერე დავილაპარაკოთ.
ამოვისუნთქე, ისე ღრმად, რომ თითქოს ფილტვებიც ამოვაყოლე. ვიცოდი რომ ლუკასთან ვეღარაფერს გავაწყობდი, და წინააღდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ აღარაფერს მითქვამს.
ფიქრებში ვიძირები, ვფიქრობ, ახლა ლიზი რა დღეში იქნება, ალბათ არც უძინია.მამაზე ვფიქრდები, რომელსაც ვუთხარი " მე და ლუკას კონტაქტიც კი არ გვაქვს" ახლა კი ლუკას ჩემი ხელი უჭირავს, როგორც მზრუნველ შეყვარებულს.გონებაში ისევ იმ გოგოს სიტყვები მიტივტივდება. ფიქრებიდან სწრაფად გამოვდივარ, და რაც შეიძლება ძლიერად ვცდილობ ხელის გამოწევას, რომელიც ისევ ლუკას უჭირავს.ისევ არაფერი გამომდის.ჩემს ქმედებაზე ლუკას ეღიმება, და ვხედავ როგორ ეჩხვლიტება ლოყები, ეს ჩემი სუსტი წერტილია. ჩემს გულში სითბო იღვრება და მეც მეღიმება, ამის დასაფარად თავს გვერდით ვატრიალებ. მაგრამ მალევე ვიბრუნებ სერიოზულ სახეს და თვალს ვუსწორებ.
- რა გაცინებს?
- ჯიუტი ხარ.
- შენზე ჯიუტი მაინც არ ვარ. როდემდე აპირებ ასე? ხელს აღარ გამიშვებ?
არანაირი რეაქცია და ისევ დუმილი.
- ლუკა შენი არ მესმის, საერთოდ არაფერი მესმის. ერთ დღეს ჩემზე გაბრახებული კარს ცხვირწინ მიჯახუნებ, მეორე დღეს კი მოდიხარ და ჩემზე ზრუნავ თითქოს...
- თითქოს რა ?
- ღმერთო... არაფერი.უბრალოდ ხელი გამიშვი.
- კარგი, თუ ასე გინდა.
ლუკა ხელს ფრთხილად და აუჩქარებლად მიშვებს. ჩემს ხელს დავყურებ და მის სითბოს მაინც ვგრძნობ.
პალატაში მამაჩემი შემოდის.
- ლუკა, მგონი შენი წასვლის დროა. ასე არ ფიქრობ?
- დიახ, კარგით. ნახვამდის.
ფეხზე დგება და სწრაფი მოძრაობით გადის პალატიდან.
ჩემთან ახლა მამა ჯდება, თუმცა თავს ხრის და არაფერს ამბობს.
- მა, როდის გამწერენ? სახლში მინდა.
- დღეს საღამოს უკვე სახლში იქნები, მაგრამ შენს სკოლაში გაშვებას ჯერ არ ვაპირებ. ცოტა დაისვენე, სახლში იყავი. სწავლას მერეც მოასწრებ.
- მამაა...
- ელენე, მგონი უკვე აგიხსენი, რომ მთავარი შენი ჯანმრთელობაა.
***
საღამოს 6 საათზე უკვე სახლში ვიყავი, კართან ლიზი დამხვდა. გადამეხვია.ჩემს ოთახში ავედით,ჯერ კარგად გამომლანძღა, მერე კი რათქმაუნდა ყველაფერი მომაყოლა. მისი საბოლოო დასკვნა კი ასეთი იყო:
- ღმერთო ჩემო, შეყვარებული ხარ.
მის ნათქვამზე გამეღიმა, ვიცოდი რომ მართლაც ასე იყო. ვიცოდი, რომ ლუკა მიყვარდებოდა. მაგრამ მაინც ამის უარყოფა ვარჩიე. არა, მე ლიზის მოტყუებას არ ვცდილობდი, ვცდილობდი ჩემი თავი გადამერწმუნებინა. რას მომიტანდა ეს სიყვარული? უბედურებას? თუ გაუსაძლის ტკივილს?
- ონიანი არ მიყვარს ლიზი, არანაირად, არასდროს ის არ შემიყვარდებოდა. უბრალოდ... მეც არ ვიცი. შეიძლება გადაღლილობის ბრალიც არის. მოკლედ ეს დაივიწყე. და დაიდან გაიგო საავადმყოფოში რომ ვიყავი?
- საიდან უნდა გაეგო, გიოსგან. როგორც უთხრა, გაგიჟებული გამოქცეულა გამთენიისას.
- მოკლედ რაა...
ლიზიმ ჩემთან დარჩენა გადაწყვიტა, მარტო არ დაგტოვებ არავითარ შემთხვევაშიო. მამაც ვერ დავითანხმე სამსახურში წასვლაზე. ღამით მამას ძილინებისა ვუსურვე, მაგრამ მე და ლიზის ასე მალე რა დაგვაძინებდა.ჯერ ბევრი ვიჭორავეთ, მერე გადავწყვიტეთ რამე ფილმისთვის გვეყურებინა, რადგანაც ცუდად ვიყავი, უპირატესობა მე მქონდა, ამიტომ ფილმიც ჩემი არჩევანით ჩავრთეთ - " მკვდარი სიჩუმე". იმის მიუხედავად რომ ეს ფილმი 1000ჯერ მაინც მქონდა ნანახი, მაინც ვგიჟდებოდი, და ისევ ძალიან დიდი ინტერესით და სიყვარულით ვუყურე, რასაც ლიზიზე ვერ ვიტყვით, მთელი ფილმის მანძილზე, ეგონა რომ მერი შოუ მოგვაკითხავდა, ან თოჯინები გაცოცხლდებოდნენ, რის გამოც მთელი ღამე თვალი არ მომახუჭინა და ამ ფილმის ყურებაც მანანებინა. ფფეისბუქის ანგარიშზე შევედი და ლუკას პროფილი გავხსენი. მისი ფოტოების თვალიერება დავიწყე, მაგრამ ბევრ რამეს არ მანახებდა, რადგან მეგობრებში არ მყავდა. გიო მამულაშვილი მოვძებნე, და მეგობრებში დავიმატე.ლუკას დამატება ვერ გავბედე რათქმაუნდა. ლოზის ჩასთვლიმა, მე კი ლუკას ფოტოების თვალიერებაში დამათენდა, 8 საათი ხდებოდა. ლიზის მართალია ძალიან საყვარლად ეძინა, მაგრამ მაინც იძულებული გავხდი გამეღვიძებინა, რადგან ჩემგან განსხვავებით, ის სკოლაში უნდა წასულიყი. ალბათ გონებაში ჯერ კიდევ ფილმი ჰქონდა ჩარჩენილი და როგორც ხელი შევახე, მაშინვე წამოხტა.მორჩა, დავიფიცე, რომ მასთან ერთად საშინელებათა ჟანრის ფილმს აღარ ვნახავდი. ლიზი სკოლაში გავუშვი, მე კი ისევ ოთახში ავბრუნდი და დავწექი.ჩემი ფიქრები მხოლოდ ლუკას გარშემო იყო.
როგორი უცნაური ადამიანი იყო, ერთ დღეს სხვანაირად მექცეოდა, მეორე დღეს სულ სხვანაირად. მართლა ვერ ვხვდებოდი, ჩემგან რა უნდოდა და რის მიღწევას ცდილობდა საერთოდ. ამ ყველაფერთან ერთად კი, ისე წავიდა, მას მერე ჩემი მდგომარეობა არც უკითხავს, არც კი შემხმიანებია. ეს ყველაფერი ჩემზე მართლა ძალიან მოქმედებდა. კვლავ სოციალურ ქსელში შევედი, დელენას გვერდზე და ფოტოების თვალიერება დავიწყე. ( ჩემი ფავორიტი წყვილია )
მერე გადავწყვიტე ნულოვანი არხისთვის მეყურებინა, ყველაფრის მერე კი მოწყენილობისგან რამის მოვკვდი. აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა.
ოთახში მამა შემოვიდა, იმის მიუხედავად, რომ სამსახურში ვერაფრით გავაგდე, მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა და მაინც მოუწია წასვლა, ბოდიშები მიხადა, ათასნაირად დამარიგა ,ბოლოს შუბლზე კოცნით დამემშვიდობა და სახლიდან გავიდა.
ლიზის მივწერე:
- რასშვები?
ცოტახანში, მისი პასუხიც მოვიდა.
- რავი არაფერს, დასვენებაა ეხა, დერეფანში ვართ მე და გიო. შენ რას შვები? გვაკლიხარ:*
- მომწყდი თავიდან, წეღან არ გნახე? გიო მომიკითხე.
- ეგრე ხო? კაი.
- :*
- ამ დებილმაც მოგიკითხა.
- სხვა რა ხდება სკოლაში?
- ელენე, არ შეგიძლია პირდაპირ მკითხო? სკოლაშია ლუკაც , მარა დასვენებებზე არ გამოსულა.
- მოკლედ, შენთან ნორმალური ლაპარაკი არ შეიძლება რა. წავედი ეხა ,რო გამოხვალ მომწერე.
***
ესემესი მოვიდა, ტელეფონი ავიღე. მეგონა ლიზი იყო, თუმცა შევცდი.შეტყობინება
უცხო ნომრიდან იყო გამოგზავნილი. კითხვა დავიწყე და სისხლი გამეყინა. ჩემი გულისცემა არანორმალურად აჩქარდა.
- მოგენატრე პატარავ? გამოდი, შენს სახლთან ვარ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
იმედია მოგეწონებათ, გთხოვთ ყველამ დააკომენტარეთ თქვენი აზრი. <3



№1  offline წევრი qeti.ii

ვაიმე ლუკიტო,ნუ მოკლედ რა ბიჭია,დღეს დადებ იმედია,თორე გუშინ ლოდინში გავილიე,მინდა რაც შეიძლება ბევრი ელე და ლუკა,როგორც შესაძლებელი იქნება,ძალიან მომწონს ზოგადად ასეთი სტილის ისტორიები და ველი მოუთმენლად ახალს,ეს სად გაწყვიტე,უკვე წარმოვიდგენ მათ დიალოგს და ვთბები,მოკლედ მალე და დიდი გამოაცხვე,დდ❤❤❤

 


№2 სტუმარი ანუკა ♡

აუუ დღესს დადეე რა ჩემიი ლუკიტოო ^^<3 ორივეეე როგორი ჯიუტები არიაან რაა ???? სიყვარულეეებიიი აიმეეე მალე დადე ვეღარრ ვითბენნ ¤♡♡♡

 


№3  offline წევრი Elena)

qeti.ii
ვაიმე ლუკიტო,ნუ მოკლედ რა ბიჭია,დღეს დადებ იმედია,თორე გუშინ ლოდინში გავილიე,მინდა რაც შეიძლება ბევრი ელე და ლუკა,როგორც შესაძლებელი იქნება,ძალიან მომწონს ზოგადად ასეთი სტილის ისტორიები და ველი მოუთმენლად ახალს,ეს სად გაწყვიტე,უკვე წარმოვიდგენ მათ დიალოგს და ვთბები,მოკლედ მალე და დიდი გამოაცხვე,დდ❤❤❤

მადლობა, მიხარია თუ მოგწონს ^_^ შემდეგი თავი მთლიიანად მათზეა ^_^
დღეს საღამოს დავდებ <3

ანუკა ♡
აუუ დღესს დადეე რა ჩემიი ლუკიტოო ^^<3 ორივეეე როგორი ჯიუტები არიაან რაა ???? სიყვარულეეებიიი აიმეეე მალე დადე ვეღარრ ვითბენნ ¤♡♡♡

ახლა მოვრჩი წერას და საღამოს დავდებ აუცილებლად ^_^ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent