შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თითქმის დაქორწინებული XI


14-03-2018, 00:12
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 937

-სად მივდივართ?-ვკითხე მე
-თბილისში.. სახლში!-მეტი არაფერი უთქვამს,მაგრამ სიჩქარეს არ უკლებდა მე კი ძალიან მეშინოდა და მთელი ძალით კარების სახელურს ჩავეჭიდე..
თბილისში ცოცხლები და სახსლამათები ჩავედით,თუმცა გზაში ერთი სიტყვაც არ დაგვცდენია..
ისეთი სისწრაფით ატარებდა მანქანას,რომ შიშისაგან ხმის ამოღებისაც კი მეშინოდა.. მთელი ძალით ჩავჭიდებოდი კარების სახელურს.. როცა მანქანა თბილისში ჩვენს სახლთან გაჩერდა ხელი ისე მტკიოდა,თანაც გამლურჯებოდა..
მიედით თუ არა დიტო სააბაზანოში შევიდა და დიდიხნის მანძილზე იქედან არ გამოდიოდა..
მე დივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი ასეთი რა დავუშავე ჩემს დედამთილს,რომ მსგავსი რამე გააკეთა.. მან მხოლოდ მე არ მატკინ.. თავისი შვილიც გააუბედურა და ჩემიც.. მხოლოდ ერთი განსხვავებით,დიტო ზრდასრული და სახსალამათია,რომელიც ქვეყნად დადის და ხარბად სუნთქავს ჰაერს,მაგრამ ჩემმა შვილმა ჰაერიც ვერ ჩაისუნთქა..
რა თქმა უნდა შოკირებული ვიყავი მომხდარით.. ნუთუ მაიას(დედამთილი) წინაშე მხოლოდ ის ბრალი მიმიძღვის,რომ მისი შვილი შევიყვარე მთელი გულით და არსებით..
დიდხანს გრძელდებოდა ჩვენი „მდუმარება“ ბოლოს ვეღრა მოვითმინე და დივანზე გვერდით მივუჯექი.. მაგრად მოვხვიე ხელები და კისერში ვაკოცე.. სევდიანი თვალებით დამხედა,ჩამეხუტა და ცხვირზე მაკოცა..
-როგორ შეიძლება ვინმეს არ უყვარდე,როცა ასეთი სათნო და მოსიყვარულე ხარ?!-ორაზროვნად თქვა და თავი გადააქნია.
-როგორც ჩანს შესაძლებელია.-გავუღიმე ძალდატანებით და ასე ჩაცუტებულებს დაგვეძინა..
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.. ტელეფონს დავხედე და დიტო რეკავდა,ამის შემდეგ გადავწიე თავი და დავინახე,რომ საწოლში ვიწექი,მაგრამ დიტო ჩემს გვერდით არ იწვა..
მასთან სამსახურში მისვლა მთხოვა,რა საკვირველია დავთანხმდი..
საწოლიდან წამოვდექი თუ არა თავბრუ დამეხვა,სწორედ ისე როგორც ძროხის სადგომში.. გულის რევის შეგრძნება მკლავდა..
ტანსაცმელი სასწრაფოდ ჩავიხვი და ფანჯრები გავაღე,რომ სუფთა ჰერი ჩამესუნთქა.
ყავის შემდეგ ამ შეგრძნებამ გადამიარა..
უკვე დიტოს სამსახურთან ვიყავი,როცა ყველაფერი თავიდან დაიწყო,თავის ტკივილი მკლავდა.. მივხვდი გონებას ვკარგავდი და ასე.. ავტოსადგომზე ვერავინ მიპოვნიდა.. ამიტომ „გაზს“ დავაჭირე და იქვე მდებარე მანქანას დავეჯახე.. სიგნალიზაცია ჩაირთო თუ არა გონრბა დავკარგე..
გონს რომ მოვედი თავზე უამრავი ადამიანი მეხვია,მათ შორის დიტოც ,მაგრამ გაორებული ვიყავი მიჭირდა სილუეტების გარჩევა,თუმცა მისი ხმა ყურში მკაფიოდ ჩამესმოდა..
არ ვიცი რა მჭირდა,მაგრამ თავს იმედიანად ვგრძნობდი,რადგან საყვარელ ადამიანს ჩემი ხელი ეჭირა,ვიცოდი არაფერი გამიჭირდებოდა ის თუ ჩემს გვერდით იქნებოდა.. ასე ვთქვათ დაიმეებული ვიყავი.
საავადმყოფოში უამრავი გამოკვლევა ჩემიტარდა,ბოლოს ექიმმა თავის კაბინეტში შეგვიყვანა მე და დიტო.
-ახალგაზრდებო კარგს ვერაფერს გეტყვით.. -დიტომ გაკვირვებული გახედა ექიმს.-ქალბატონო სოფია წლებისწინ ძალიან რთული მდგომარეობა გქონდათ,ვიფიქრეთ ყველაფერმა ჩაიარა და საფრთხე აღრა არსებობდა თუმცა შევცდით..
-რას ნიშნავს შეცდით? რა სჭირს ჩემს ცოლს?-ხმაგაბზარული დიტო თავის თავს აღარ გავდა,მაგრამ მე ხმასაც ვერ ვიღებდი.
-ბატონო თქვენმა მეუღლემ უამრავი ენცეფალური დაავადება გადაიტანა,ამას აბორტიც დაემატა.. სწორედ აბორტის დროს მის ორგანიზმში მცირეოდენი ნარჩენები გაიფანტა.. ანალიზებში ცვლილება არ იყო,ამიტომ ვიფიქრეთ რომ იქ არაფერი იყო,მაგრამ შევცდით..
-ექიმო თუ არ გინდათ ეს საავადმყოფო თავზე დაგამხოთ მითხარით რა სჭირს ჩემს ცოლს!-დიტო უკვე უყვიროდა ექიმს,ის კი სიტყვებს ეძებდა როგორ გაემართლებინა „შეცდომა“.
-თქვენს ცოლს სეფსისი აქვს.. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სისხლი მოეწამლა.-ირონიულდ გამეღიმა.. დიტო მოწყვეტით დაეშვა სავარძელში..
სრულმა სიჩუმემ დაისადგურა კაბინეტში,მე მხოლოდ ცრემლებით შემოვიფარგლებოდი როგორც ყოველთვის.. მეგონა ორსულად ვიყავი და ამიტომ მეხვეოდა თავბრუ.. მეგონა ამ სასიხარულო ამბავს შემატყობინებდნენ,მაგრამ ისედთი დიაგნოზი დამისვეს რომელსაც ნამდვილად არ მოველოდი... სასიკვდილოდ განწირულს სიტყვებიც კი აღრა დამრჩა სათქმელი.. რა მეთქვა? ვისთვის მეთქვა? რატომ?-რამეს შეცვლიდა? ყველაფერი უიმედო და უშედეგოდ მეჩვენებოდა.. ამ დიაგნოზის მოსმენისას მე უკვე მოვკვდი.. დიტოც მოკვდა..
გაყინული სახით მიყურებდა.. ასეთი ტკივილი მის სახეზე არასოდეს მინახავ,სწორედ ეს სახე მიღებდა ბოლოს.. სწორედ ეს სახე მანადგურებდა..
-რა სტადიაზეა დაავადება?-იკითხა დიტომ.
-უკვე ვეღარაფერს შევცვლით. ის მეთოდები,რომელითაც ვებრძვით ამ დაავადებას მხოლოდ ტკივილს მიაყენებს პაციენტს.-დიტო გაღიზიანებული წამოდგა სავარძლიდან,ერთხან ნერვიულად იჭამდა ტუჩებს შემდეგ კი ექიმი მაგიდაზე ორივე მუშტები დაარტყა და დაჟიებული მზერით უყურებდა.
-იმ „შეცდომისთის“ მკაცრად დაისჯებით რაც ჩეს ცოლთან დაუშვით,პირველ რიგში კი ლიცენზიას დაგაკარგინებთ.. დანარჩენს კი გზადაგზა გაიგებთ.-შემდეგ დიტო მე შემომიბრუნდა და ხელი მაგრად ჩამავლო,ფეხზე ამაყენა და კარებისაკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა.
შეწინააღმდეგების სურვილი არ მქონდა,მივყვებოდი უკან თვალცრემლიანი..
-ნუ ტირი გასაგებია!-შემომიყვირა,როცა გარეთ გავედით.
-ნუ მიყვირი..-ძლივს წავიკრუტუნე და თვალები შევიწმინდე.
-მაპატიე.. არ ვიცი რას ვაკეთებ,გაოგნებული ვარ,მაგრამ ნუ ტირი.. მე ყველაზე კარგ ექიმებს ჩამოვიყვან.. მსოფლიოს ნებისმიერი კუთხდან ჩამოვიყვან ექიმს ვინც შენ დაგეხმარება.-ჩემი სახე ხელებს შორის მოიქცია და ისე მესაუბრებოდა.
-ხომ გაიგონე ექიმმა რა თქვა?
-არ მაინტერესებს რა თქვა ექიმმა! ახლა კი სახლში წავიდეთ დასვენება გჭირდება.
სახლში მივედით თუ არა საწოლში ჩავწექი.. არ მინდოდა მასთან საუბარი..
ვფიქრობდი რომ ყველაფერი მაიას ბრალი იყო,რადგან ერთმანეთს დაგვაშორა,მაგრამ ამ საქმეში სამივენი ერთნაირად ვიყავით გასვრილი..
მაია იმის გამო,რომ ქალი მიუგზავნა ჩვენს დასაშორებლად..
დიტო იმის გამო,რომ ცდუნებას აჰყვა..
მე კი იმის გამო,რომ ვერ შევძელი მოღალატეს ცოლად გავყოლოდი..
მე რომ დავრჩენილიყავი ყველაფრის მიუხედავად მის გვერდით ეს ყველაფერი არ მოხდებოდა,მაგრამ რა ვუყო სიამაყეს რომელიც არ მაძლევდა მოსვენებას.. რომელიც მაიძულებდა ის ნაბიჯი გადამედგა რაც გადავდი?!
განა ჩემთვის იოლი იყო ყველაფერი?!
ასე რატომ ვისჯებოდი არ ვიცი.. დავაშავე ქვეყნად რამე იმის გარდა რომ დავიბადე?
ჩემი ცხოვრების გზა არ ყოფილა ია- ვარდებით მოფენილი.. მე მძიმე და ეკლიანი გზა გავიარე და კვლავ ამ გზაზე დავდიოდი..
ბავშვობიდან ტანჯვა მიწევდა.. ჯერ ჩემი მშობლების გაუთავებელი კამათების გამო.. შემდეგ მათი განქორწინების შემდეგ დაუსრულებელი სასამართლოების გამო,რომლებიც ჩემი მეურვეობის მოსაპოვებლად იბრძოდნენ,რეალურად კი როცა პროცესები დასრულდა ორივემ მიმატოვა.. მართალია ყოველკვრეულად თანხა ჯდებოდა ჩემს ნგარიშზე,რომ უზრუნველი ცხოვრება მქონოდა,მაგრამ მე არ მყავდა ოჯახი.. მე მხოლოდ მოხუცი ბებოს აღსაზრდელი აღმოვჩნდი.. ის იყო ჩემთვის დედა,მამა,ბებია,ბაბუა,ძმა და დაც,მეგობარიც და მოსაიდუმლეც..
შემდგ დიტოს ამბავი მოხდა და ბებოდანაც წამოვედი..
ავადმყოფობა ბოლოს მიღებდა,როცა ესეც დავძლიე საშინელი დეპრესიის პერიოდი მქონდა და ჩემი მშველელი ჩემი მეუღლე კოსწია აღმოჩნდა.. ორი წლის მანძილზე ცდილობდა ჩემთვის ის იარები მოეშუშებინა რაც ცხოვრებამ მომაყენა,მაგრამ თავად დასნეულდა ჩემი შემყურე.. იმხელა ტკივილს ვაყენებდი მასაც,რომ მივხვდი ჩემს გვერდით დაიღუპებოდა და დავშორდით,თუმცა ის ჩემზე ზრუნვას კვლავ აგრძელებდა..
კდევ უამრავი რამ,რაც ასე ერთბაშად არ მახსენდება,მაგრამ კულმინაციაც საკმაოდ „აღმაფრთოვანებელი“ აღმოჩნდა..
თითქმის მივაღწიე საწადელს.. მე ჩემი ბედნიერება კვლავ დიტოში ვპოვე,მაგრამ ცხოვრებამ კვლავ ჩემთან თამაში გადაწყვიტა..
-ძვირფასო გაიღვიძე.-დილით შუბლზე კოცნით გამაღვიძა დიტომ..
-რა მოხდა?
-გერმანიაში მივემგზავრებით სამკურნალოდ,რეისზე ვაგვიანებთ მალე ჩაიცვი.
-რა? წამოსვლა არ მინდა
-შენ რა გინდა არ მაინტერესებს,ჩაიცვი თუ არ გინდა ძალით ჩაგაცვა..
-თავს ცუდათ ვგრძნობ..
-აი ეგ მაინტერესებს.. თუ ასე ხშირად ხდებოდი ცუდად,რატომ არასოდეს მეუბნებოდი?
-ხშირად არ ვხვდებოდი ცუდად.. როცა რაჭაში ცუდად გავხდი,მეგონა ცხოველების სუნმა გამოიწვია,როცა იქედან დავბრუნდით ნერვიულობისაგან მეგონა,მაგრამ როცა შენს სამსახურთან გავხდი ცუდად ვიფიქრე რომ ორსულად ვიყავი..
-ეგ სასიხარულო ამბავი იქნებოდა,მაგრამ ახლა მხოლოდ შენი ჯანმრთელობა დგას პირველ ადგილზე.. ბავშვები შემდეგ ჯერზე იყოს.-გაიცინა და ჩამეხუტა.
-შემდეგი აღარ იქნება..-დიტო გაბრაზდა და საწოლიდან ადგა..
-არ მოგცემ უფლებას დანებდე პირველივე შესაძლებლობაზე.. გამხნევდი და ძალა მოიკრიბე! მოვითხოვ რომ ბრძოლო სოფი.. არც ჩემთვის და არც შენთვის არ გთხოვ ამას.. ჩვენი სიყვარულისთის..სიყვარულისთვის... ?!
აი, ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა და არავინ არ თქვას , რომ სიყვარული ომი არაა.
ომია სადაც დაჭრილიც კი უნდა წამოდგე , გულმოკლულმა ტკივილს უნდა გაუძლო.
ნამდვილი სიყვარული განშორებასაც უძლებს და ყოველდღიურ სიახლოვესაც. ნამდვილ სიყვარულს ბევრი მტერი ყავს და არავინ , თითქმის არავინ ახლობელი. ის იმდენად იშვიათია , რომ ხშირად მისი აღქმაც კი გვიჭირს,მე კი მინდა რომ ჩვენი ნამდვილი გრძნობისთვის იბრძოლო.. ნუ გამწირავ კვლავ სოფი.. ნუ მაიძულებ ისევ უშენობას,ამჯერად ვეღარ გადავიტან.-მისი მკაცრი ტონი თანდათან მოლბა.. ვგრძნობდი ჩემზე მეტად ის განიცდიდა.. ჩემზე მეტად მას ტკიოდა.. არ ვიცი ალბათ იმის გამო,რომ არასოდეს შემეძლო რეალურად მსგავსი რამის გააზრება.
ერთი კი დაზუსტებით ვიცოდი ის ამ ყველაფერს ვერ გაუძლებდა.. ის იმდენად იყო ჩემზე შესისხლხორცებული,რომ ვერ აიტანდა ჩემი დატანჯული სახის ყურებას..
ისევ დავრჩი მარტო,ჩემს ფიქრებთან ერთად და კვლავ საშინელი გადაწყვეტილება მივიღე..
ეს ყოველივე კი მხოლოდ და მხოლოდ მისთვის..
როცა სააბაზანოში იყო მისი პასპორტი და ბილეთები მოვიპარე,ჩემს ბარგს ხელი დავავლე და გავიქეცი.. გავიქეცი უსასრულობაში.. არ ვიცოდი რას ვაპირებდი,მაგრამ ის კი ნათელი იყო რომ მის გვერდით ვერ დავრჩებოდი და მას ვერ დავტანჯავდი..
აეროპორტში ვერ წავიდოდი,რადგან დიტო როცა აღმოაჩენდა ჩემი „გაქცევის“ გაქტს,ის პირველ რიგში იქ დამიწყებდა ძებნას..
გამიმართლა დღეს შაბათი დღე იყო და გერმანიის მიმართულებით ავტობუსები გადიოდა.. ბილეთიც კი იყო სახელდახელოდ.. ავტობუსი კი ნახევარ საათში გადიოდა.. ასე არასოდეს გამმართლებია,ამიტომ ჩავთვალე რომ ჩემი ნაბიჯი ჭეშმარიტებასთა ძალიან ახლოს იყო..
თავგზააბნეულობის დრო უკან მოვიტოვე.. ერთი წლის მანძილზე გერმანიაში საუკეთესო კლინიკაში „ვცხოვრობდი“ დედასთან ერთად,რომელიც წაითაც კი არ მტოვებდა მარტოს,მხოლოდ ამ მომენტში ვიგრძენი რომ მე ისევ ის ბავშვი ვარ,რომელსაც დედის სითბო ყველაფერს ურჩევნია..
მიუხედავად იმისა,რომ მასზე უსაზღვროდ გაბრაზებული ვიყავი,ამ ერთმა წელმა გადაწონა ყველა ის უკმაყოფილება რაც ჩვენს შორის იყო..
მკრუნალობდნენ „დეესკალური მეთოდით“,შემდეგ კი ისეთი ანტიბიოტიკები მოძებნეს,რომელიც იოლად შეეგუებოდა ჩემი ორგანიზმი,მაგრამ ბევრი მედიკამენტი რეზისტენული აღმოჩნდა. ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა ერთი წამლის კომპანია,რომელმაც დაამზადა განსაკუთრებით ჩემთვის პრეპარატი,რაც დღითიდღე უკეთ მხდიდა..
ამ ერთი წლის განმავლობაში გოგონებს,მარიამს და ნანაკოს ხშირად ვესაუბრებოდი,მაგრამ არც ერთხელ დიტოს..
გოგონებმა მითხრეს,რომ მან ცხოვრება განაგრძო,მთელი ყურადღება სამსახურზე გადაიტანა,მაგრამ ხშირად ამჩნევენ კლუბებში და ბარებში სასმელის ჭიქით ხელში..
რა თქმა უნდა დიდი წვლილი მე მიმიძღვოდა მის უბედურებაში.. იქნებ მე რომ არ შემხვედროდა,მისი ცხოვრება უფრო განვითარებულიყო,როგორც ეს დედამის სურდა..
-საყვარელო რაღაც საბუთები მოვიდა შენს სახელზე საქართველოდან.-პალატაში შემომიტანა დედაჩემმა კონვერტი.მაშინვე გავხსენი.. მე თავადაც არ ვიცი რას მოველოდი,მაგრამ შოკში ჩავვარდი.-რა არის?-მკითხა დედამ,როცა ჩემი განცვიფრებული სახე დაინახა.
-განქორწინების საბუთებია..-გამეღიმა ბოლოს.
-რაა?
-ჰო.. სწორად გაიგე.
-ხელი მოაწერე და ახლავე გაუგზავნე,ჯობს ახლავე მოიშორო და იმ წარსულ ცხოვრებაში ჩატოვო სამუდამოდ.
-არა!-ვთქვი მკაცრად და ცალი წარბი ზემოთ ავზნიქე.-ვერასოდეს დამაღწევს თავს..
-ის შენ გკლავს ხომ ხედავ რა გააკეთეს მისმა ახლობლებმა.
-მასთან ერთად ჯოჯოხეთში ჩასვლაზეც თანახმა ვარ. ის ჩემი ოპიუმია, უფსკრული, რომელშიც საკუთარი ნებით ვეშვები.სწორედ იმიტომ რომ სხვებს უნდათ არ დავშორდები!-უკმაყოფილოდ გადააქნია თავი დედაჩემმა და პალატიდან გავიდა,რომ ისევ არ გვეკამათა..
წელიწად ნახევარი გავატარე მედიკამენტების ქვეში.. ქიმიოთერაპიის ორი კურსიც კი ჩავიტარე,რადგან სეფსისმა სიმსივნე გამოიქვია..
თავს მსოფლიოში ყველაზე „დანგრეულ“ ადამიანად ვგრძნობდი..
გაწერის დღეს დერეფანში მამა დავინახე.. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.. მიუხედავად იმისა,რომ უკვე 21 წლის ვიყავი,პატარა ბავშვივით ვიტირე მის დანახვაზე..
მართალია მის ყურადღებას სრუალიად მოკლებული ვიყავი,მაგრამ მაინც ყველაზე მაგარი მამიკო მყავდა.. უსიმპატიურესი.. მაღალი,შავგრემანი.. თვალშისაცემი გარეგნობის.. იდეალური ნაკვთებით.. ძალიან მინდოდა მას დავმგვანებოდი,მაგრამ 100% ით დედას ვგავდი..
-ჩემო პატარავ.. ვერ მოვახერხე შენი ნახვა.. ძალიან მომენატრე..-თქვა მან როცა საავადმყოფოს კაფეში ყავას მივირთმევდით.
-ვისთვსაც გჭირდება იმისთვის დროს სულ გამონახავ ადამიანი.. ამბობ მომენატრეო,მაგრამ ჩემს სანახავად არაფერი მოგიმოქმედებია.. მოსკოვში იყავი მე კი პეტერბურგში და ჩემი ნახვაც კი არ მოისურვე,ახლა ნუ მეუბნები რომ გენატრებოდი.. ჩვენ მამა-შვილური ურთერთობა არ გვქონია და ვერც ვერასოდეს გვექნება.. ახლა მხოლოდ შეგვიძლია ერთმანეთს თანატოლებივით ვესაუბროთ და მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები გვქონდეს,რადგან მე მამამდ ვერ აგღიქვამ,შენ კი შვილად.. ერთმანეთისათვის იმდენად უცხოები ვართ,რომ სასაუბრო თემასაც ვერ ვპოულობთ. ძალიან მიყვარხარ,მიყვარს შენი საუბარი,მანერები,საქმიანი იმიჯი,მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო,რომ ვიზუალობა გაქვს იდეალური და არა იმის გამო რომ მამაჩემი ხარ.იმედია პრეტენზიები არ გაქვს რამეზე..-მამაჩემს სიტყვაც არ უთქვამს. მხოლოდ ირონიულად გაეღიმა..
-ანუ ასე?
-კი ასე! არ გაწობს? კარებს თავადაც გააგნებ,მივეჩვიე რომ ჩემს გვერდით არასოდეს არ ხართ არც შენ და არც დედა.. თქვენ მიმატოვეთ და საკუთრაი ბედნიერებისათვის ყველაფერს აკეთებდით,ახლა კი უცებ შვილი მოგინდათ? რატომ? იმიტომ რომ სიკვდილის ზღვარზე ვიყავი? თუ გეგონათ რომ როცა მოგესურვებოდათ მაშინ დაბრუნდებოდით შვილთან და ის უკან მიგიღებდათ?!მაპატიეთ ორთავე მაგრამ მე არარ მჭირდება დედა და მამა.. მაგ წლებმა დიდიხნის წინ ჩაიარეს..
-შვილო..-სცადა დედამ სიტყვა ეთქვა.
-საკმარისია დედა! მე შენს შეცდომებს არ გავიმეორებ. ვიცი აქ რატომაც ჩამოხვედით ორთავე.. გინდათ დამარწმუნოთ ან საბერძნეთში წამოვიდე,ან მოსკოვში,მაგრამ მე უკან.. საქართველოში ვბრუნდები ჩემს ქმართან!-ჩემი გადაწყვეტილების განხილვა არცერთს არ დაუწყიათ,რადგან იცოდნენ შედეგი არ ექნებოდათ.
-რითი შეგვიძლია დაგეხმაროთ?-მკითხა მამამ.. აქ კი გამეღიმაა..
-შენი ნაცნობები ჩარიე და შინაგან საქმეთა სამინისტროში ადგილი მიშოვე,რომ მაიორ დიტო სოფრომაძესთან რაც შეიძლება ახლოს ვიყო!-მამა თანხმობის ნიშნად ტავი დამიქნია დედამ კი სასოწარკვეთილი სახით გამომხედა.
საქართველოში დავბრუნდი თუ არა ჩემი გოგონები მოვინახულე.. ჭორაობით გული ვიჯერე და მხოლოდ ამის შემდეგ გავემართე ჩემი ახალია სამსახურისაკენ,რომელიც სიმართლე ვთქვა არც კი ვიცოდი რას მოიცავდა..
განყოფილებაში ქუსლების კაკუნით შევედი და მთელი განყოფილების ყურადღება შემთხვევით მივიქციე..
ყველა უაზროდ მიღიმოდა,ალბათ გზააბნეული წიწილა ვეგონე,მაგრამ რა იცოდნენ რომ თავს ლომად ვგრძნობდი..
უცებ დავუმეგობრდი „კოლექტივს“ ბევრი ისე დამიხასიათეს,რომ სიცილი ვერ შევიკავე.. ყვველანი ვიცინოდით და ეს სიცილი ვიღაცისათვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა.
-ხმადაბლა! ზოგიერთი მუშაობს აქ!-ზურგს უკნიდან მომესმა ხმა.. გამეხიმა,რადგან ვიცანი მისი ხრინწიანი ხმა,თითქოს მის სუნთქვასაც კი ვგრძნობდი..
მუცელში პეპლები აფარფატდნენ,მუხლები ლამის მომეკეცა.. თავბრუ დამეხვა და გული ლამის საგულედან ამომივარდა.. სუნთქვა გამიხშირდა და როგორც ჩანს ფერიც დავკარგე,რადგან ყველა მე მიყურებდა,ან დიტოს რომელიც ჩემს უკან იდგა და ნესტოებდაბერილი სიჩუმისაკან მოუწოდებდა თანამშრომლებს.. უცებ გაჩუმდა.. თითქოს სილუეტით ამომიცნოო..
-სოფი?..-აღმოხვდა მას..
დღეს პირველად შემხვდა წელიწადნახევრის შემდეგ.. მთელი ძალდატანებით ვეცადე გამეღიმა. გადაკოცნა ვერ გავბედე.თვითონ უხასიათოდ იყო,სავარაუდოდ ჩემი ნახვის გამო და ღრმა ნაფაზებს არტყამდა, უცხოპლანეტელივით მაკვირდებოდა. დავიბენი... არ ვიცოდი რა მეთქვა, ან რა მქონდა სათქმელი? ისევ გავიღიმე სულელივით..
-როგორ ხარ?- ხმა მიკანკალებდა,ჯერ კიდევ არ მყოფნიდა გამბედაობა თავისუფლად მელაპარაკა მასთან.ზურგი მაქცია და კაბინეტში დაბრუნდა..
ადგილზე გავიყინე და თვალს ვერ ვწყვეტდი კარებს,რომელიც ჩემს ცხვირ წინ დაიხურა.. თითქოს ბურთივით რაღაც გამეჩხირა კისერში და ხმის ამოღების საშუალებას არ მაძლევდა.. თუმცა სხვა რეაქციას მისგან არც მოველოდი.
-მაიორს იცნობ?-მკითხა გიგიმ რომელიც საკმარისზე მეტად დაინტერესდა ჩემით.
-ნაცნობი სახე აქვს.-გამეღიმა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვჯექი.
-ისეთი სახე გაქვს მგონი მოიხიბლე.-აღნიშნა ირმამ,რომელიც თითქოს და ეჭვიანობდა.
-მაიორით?-მეამიტურად გავიღიმე,რადგან ეს ირმა სულაც არ მომწონდა და ძალიან მაინტერესებდა რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია.. თითქოს დიტო მისი საკუთრება იყო და მე რიგითი გამვლელი.
-ის ცოლიანია.-დაამატა დიტომ ირმამ კი გაღიზიანებული სახით გახედა მას.
-სად არის მისი ცოლი?-თქვა ტუჩებდაპრუწულმა.-ახლა მის გვერდით მე ვარ და იმ ძუკნას ურჩევნია არც გამოჩნდეს.-შემდეგ მე გამომხედა გამაფრთხილებელი მზერით,რაზეც ბოროტულად გამეცინა.
-შენ რა მისი საყვარეი ხარ?-ვკითხე სიცილის სემდეგ. აშკარა იყო ეს გოგო ვერ მიტანდა,როგორც დიტოს ცოლს და ასეევე,როგორც თანამშრომელს,თუმცა მან არ იცოდა რომ მე დიტოს ცოლი ვიყავი.
-ვინ აღირსა ამ საცოდავს,მაიორი ახლოსაც არ იკარებს,აშკარაა ცოლზეა გაგიჟებით შეყვარებული.-თქვა გიგიმ,მე კი ჩემთვის გამეღიმა.
ჩვენს დიალოგში ვიყავით გართული,როცა დიტო კვლავ გამოვიდა თავისი კაბინეტიდან,ამჯერად ქურთუკი მხარზე გადაეკიდა და საქმიანი ,მძიმე ნაბიჯებით მიიწევდა წინ.. მინდოდა დგავყოლოდი,მაგრამ სანამ აზრზე მოვედი ირმა უკან გაეკიდა და წინ გადაუდგა.. არვიცი რაზე საუბრობდნენ,მაგრამ რამოდენიმეჯერ დიტოს მზერა დავიჭირე,რომელიც თავს იმაზე ცუდად გრძნობდა,ვიდრე რეალურად გამოხატავდა.
ირმამ თავისი ვერ გაიტანა,უკან დამწუხრებული დაბრუნდა,დიტომ კი განყოფილება დატოვა..
-რა ირმა არაო?-დასცინა გიორგიმ რომელიც ძალიან მეცნობოდა,დარწმუნებული ვარ მასაც ვეცნობოდი,რადგან ჩაფიქრებული მიყურებდა.
-მოკეტე იდიოტო!-იუკადრისა მან და გვერდი აგვიარა..
მე და გიორგი პირისპირ აღმოვჩნდით.. ისე გამიღიმა თითქოს ამოცანა ამოხსნა,შემდეგ თავი გადააქნია.
-რა გაცინებს?-ვკითხე ცნობისმოყვარე მზერით..
-ძალიან ლამაზი გოგონა ხარ,ეფექტური.. ერთხელ თუ გნახა ადამიანმა ვერასოდეს დაგივიწყებს.. ძალიან მეცნობი,მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ სად შეგხვდი..-ისევ ცნობისმოყვარე მზერით შემომხედა.. გამახსენდა. ის ჩვენს ქორწილში იყო,მაშინაც თვალს არ მაშორებდა,მაგრამ კარგია რომ ვერ იხსენებს.
-სავსებით შესაძლებელია რომ გეშლებოდე,მე ახლახან ჩამოვედი საქართველოში საკმაოდ დიდიხანია აქეთ არ ვყოფილვარ.-გვერდი ავუარე და სასწრაფოდ გავერიდე.. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ჩემი ვინაობის დამალვა,ალბათ ირმას გამო,რომელიც იმდენად „ეპატკუცებოდა“ ჩემს საყვარელ ქმარს რომ მისი თმებიდან გაცლაც კი დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა.
ჩემს ძველ სახლში არც კი მიფიქრია წასვლა.. გასაღები მოვძებნე და დიტოს სახლის კარები შევაღე..
დიტო არსად ჩანდა,მაგრამ მისი ქურთუკი მისაღებში მდგარ გარდერობში ეკიდა.. კარები ფრთხილად დავხურე და მისაღებში შევედი რომელიც გვირილებით იყო მორთული..
ძალიან მესიამოვნა „მათი“ დანახვა.. თუმცა პრდაპირ საძინებელში წავედი და ბარგის ამოლაგება დავიწყე..
მოულოდნელად კარები დიტომ შემოაღო,რომელიც პირსახოცშემოხვეული შემოვიდა ოთახში..როგორც ჩანს სააბაზანოში იყო და ჩემი მოსვლა სულაც არ გაუგია.. გაუკვირდა,მოულოდნელობისაგან შეხტა კიდეც მე გამეცინა,მაგრამ მისი სერიოზული სახის შემყრე მალევე მოვიღუშე..
-აქ რას აკეტებ?-მკითხა წარბაწეულმა.
-მე აქ ვცხოვრობ.-უტეხად ვუპასუხე
-შენ აქ აღარ ცხოვრობ,ასე რომ ბარგის ამოლაგებით თავს ნუ დაიღლი.-შემდეგ კარადიდან თავისი ტანსაცმელი გამოიღო და მე შემომხედა..-უნდა ჩავიცვა.. ოთახიდან გადი.
-არ თქვა ახლა შენი მრცხვენიაო.. ისეთს ვერაფერს დავინახავ რაც უკვე ნანახი არ მაქვს.-არც კი უფიქრია მეორედ შემოეთავაზებინა ჩემთვის ოთახი დამეტოვებინა.. თავი გადააქნია და პირსახოცი შეიხსნა..
-შენ ნებაა..
-სადმე მიდიხარ?
-კი.
-სად?
-შენი საქმე არ არის.-მითხრა და კარადიდან პიჯაკი გამოიღო.
-ირინასთან ერთად მიდიხარ და სწორე ამიტომ გამოიფრანჭე?-ჩემმა კითხვამ იმდენად გააღიზიანა რომ მთელი ძალით დაჰკრა კარადას მუშტ რომელიც მთლიანად სარკის იყო და ჩამოიმსხვრა.. შეშინებულმა ვიკივლე და სახეზე ავიფარე ხელი,მაგრამ ის არ მშვიდდებოდა.
-არ გაქვს უფლება რაიმე მკითხო ან იეჭვიანო!ახლა მივდივარ და როცა დავბრუნდები აქ აღარ დამხვდე!-ზურგი მაქცია და წავიდა..
რა თქმა უნდა ამ სურვილს არ შევუსრულებდი.. ბარგს თავი მივანებე და უკან გავყევი.. ერთ-ერთ კლუბში შევიდა,მეც შევყევი..
ბართან დაჯდა,როგორც ყოველთვის და ბურბონი შეუკვეთა,მის გვერდით კი ძუკნა ირინა აღმოჩნდა.. ძალიან გავბრაზდი.. შესაძლოა მართლაც აღარ მქონდა ამის უფლება,მაგრამ ნერვებს ვერ ვთოკავდი.. სიბრაზისაგან ერთიანად ავწითლდი..
-სოფი შენც აქ ხარ?-მომესმა უკნიდან გიგის ხმა.ძალაუნებურად გავიღიმე და ისე გავხედე..
-კიდევ ვინ არის ?-ვითომ მე თავად არ გამოვყევი დიტოს და ის ძუკნაც არ დამენახა ისე ოსტატურად ვიცრუე..
-ირინკა და დიტოც აქ არის.. წამოდი შევუერთდეთ..
-უხერხული ხომ არ იქნება?-ვიკითხე სხვათაშორის..
-არა რატომ? ჩვენი მაიორი მკაცრია,მაგრაჯმ ეს მხოლოდ სამსახურში.. ნუ გეშინია არ იკბინება.-ეს უკანასკნელი სიტყვები კი მათაც გაიგონეს იმდენად ხმამაღლა საუბრობდა გიგი.ირინამ და დიტომ გამოგვხედეს,როცა ბართან დაჯექით.
-ვინ არ იკბინება?-იკითხა სიცილით რინიამ.
-სოფი მაიორს არ იცნობს და ცოტა ერიდებოდა თქვენთან მოსვლა.-ყბედმა გიგიმ ყველაფერი დაფქვა.
-არ ვიცნობთ?!-შემომხედა დიტომ.
-უფრო სწორად კი თქვენთვის ხელის შეშლა არ გვინდოდა,გეტყობათ მარტო გინდათ ყოფნა.-ირინას თვალები გაუბრწყინა დიტომ კი დამცინავად გამომხედა.
-არაუშავს თუ ასეა ჩვენც ცალკე დავსხდეთ.. ძალიან მინდა განმარტოებით ვისაუბროთ.-შემომთავაზა გიგიმ,დიტომ კი კბილები გააღრჭიალა. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე თამაში.
არ ვიცი რა მემართება დიტოს გვერდით.. თითქოს სხვა ადამიანი ვხდები.. განსაკუთრებით მაშინ,როცა უნდა თავი მომაჩვენოს რომ არ ვაინტერესებს,სწორედ მაშინ ვიწყებ მოქმედებას მისი გრძნობების გამოსავლენად.. უფრო მეტად მიზიდავს..
-იყავით!-გამოსცრა კბილებში დიტომ,ირმამ კი მოიღუშა.
ვსვამდით და არცერთი არ ვსაუბრობდით.. ბოლოს ცნობისმოყვარე და ჭარტალა გიგიმ მკითხა..
-გერმანიაში რას აკეთებდი?-ამალვა არც მიფიქრია.. ვიცოდი ეს დიტოსაც ძალიან აინტერესებდა,მაგრამ იმდენად იყო ჩემზე გაბრაზებული რომ არც კი მეკითხებოდა.
-ვმკურნალობდი.
-რაზე?
-სიმსივნე მქონდა,უფრო სწორად ჯერ ისევ მაქვს,მაგრამ საფრთხეს არარ წარმოადგენს სიცოცხლისათვის..
-ასეთ ლამაზ და ახალგაზრდა გოგოს სიმსივნე საიდან?
-სიმსივნემ არ იცის სილამაზე ან ახალგაზრდომა..
-ჰო მაგრამ რამ გამოიწვია?
-გრძელი ამბავია..-ცოტა მოვიწყინე,მართლა არ მინდოდა ამის გახსენება,მაგრამ დიტოზე შემოხვეული ირმას ხელები რომ დავინახე გავღიზიანდი და გადავწყვიტე მომეყოლა.-მაგრამ მოკლედ მოვყვები.. საქმრო მყავდა,რომელმაც მიღალატა და ეს ყველაფერი ქორწილის წინა დღით გავიგე,ვერ შევძელი ცოლად მოღალატეს გავყოლოდი და საკურთხეველთან დავტოვე.-დიტოს გავხედე,რომელიც თვალებით მჭამდა,ირმა კი ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებით მომშტერებოდა.-იმ ღამით წვიმაში მოვყევი და გავცივდი.. უამრავი ენცეფალური დაავადება გადავიტანე და ეს ყველაფერი მოღალატე ადამიანის გამო,რომელსაც ნებისყოფა არ გააჩნია დარჩეს საყვარელი ადამიანის ერთგული.
-შემდეგ რა მოხდა?-მკითხა ირინამ
-დროთა განმავლობაში ამ ვირუსებმა მდგომარეობა დამიმძიმა და სეფსისი ავიკიდე,საქართველოში სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს,ამიტომ გადავწყვიტე გერმანიაში წასვლა სადაც უარესი.. სიმსივნე დამიდგინეს,მაგრამ ყველაფერს გავუმკლავდი.-გიგი აღტაცებული მისმენდა.
-იმ მოღალატეს რა ბედი ეწია?-მკითხა დიტომ ირონიულად და თავისი სასმელი მოსვა,მე გამეღიმა.
-მან ცოლი მოყვანა,რომელსაც საზღვარგარეთ მოუხდა წასვლა.. ქმარმა კი განქორწინების საბუთები გაუგზავნა.
-შენ ეგ საიდან იცი?
-ჩემი ყოფილის ცოლებთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
-ბევრი ყოფილი გყავს?-ისევ კითხვა შემომიბრუნა დიტომ.
-საკმარისად იმისთვის,რომ დავადგინო ჩემს წინ მჯდარი ადამიანის როგორია..
-მართლა? და მე როგორი ვარ?
-შენც მოღალატე ხარ,როგორც ჩემი..-მინდოდა მეთქვა ქმარითქო,მაგრამ თამაშში უკვე ღრმად შევტოპე,ამიტომ სხვა სიტყვა მოვიშველიე.-როგორც ჩემი ყოფილი.
-საიდან მოიტანე?
-შენც გყავს ცოლი,მაგრამ ბარში ირინასთან ერთად ზიხარ.
-ბარში ჯდომა ღალატს ნიშნავს?-უკვე მეკამათებოდა,ვხვდებოდი როგორ ევსებოდა მოთმინების ფიალა.
-მე შენ ამოგიცანი,ახლა შენი ნებაა ბატონო დიტო თავს გაოუტყდები თუ არა რომ მოღალატე ხარ.
-მე კი ვერ ამოგიცანი,მიუხედავად იმისა რომ ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი განხრა ადამიანების ამოცნობაა.-გავუღიმე და გიგის შევუბრუნდი,მინდოდა უფრო გაღიზიანებულიყო.
-ხომ არ გავისეირნოთ? მომენატრე თბილისის ქუჩები..-ვუთხარი გიგის
-კი წავიდეთ.-ამ იდიოტს მხოლოდ ჩემი მარტო დაგულება უნდოდა,ეგონა თუ მარტო დავრჩებოდით უფრო მომხიბლავდა.
-საით?-ხელი ჩამავლო დიტომ როცა გიგისთან ეთად ბარის მაგიდიდან ავდექი.გიგიმ დიტოს ხელზე გადაიტანა აქცენტი,მაგრამ ვერაფერი უთხრა,რადგან ის მაიორი იყო.
-სასეირნოდ,რამე პრობლემა გაქვს მაიორო?-ირინაც დაეჭვებული გვიყურებდა.
-ბარგი ამოალაგე და სამსახურში არ დააგვიანო.
-თორემ?-ვკითხე სიცილით.
-ნახავ რაც.. წამოდი წაგიყვან სახლში.-ირინა დაიბნა.
-საყვარელო მე ხომ უნდა მიგეცილებინე სახლში?-ჰკითხა მან.
-ბატონო დიტო თქვენ თქვენს პარტნიორს მიხედეთ,დარწმუნებული ვარ მე გიგიც მშვენივრად მიმაცილებს სახლში.
ხელი აგვაშვებინე და წამოვედით..
ჩემსას მივაღწიე.. მან იეჭვიანა,ამიტომ არ გამიჭირდებოდა მისი გულს თავიდან მოგება..
სახლთან მისული გიგი კიდევ უფრო დაიბნა,რადგან მაიორის ბინის წინ ვიდექით..
-შენ და მაიორი..-შევატყვე როგორ ცდილობდა დავეკავშირებინეთ ერთმანეთთან.
-მე და მაიორი ახალი მეზობლები ვართ. პირველად რომ შევხვდით ვიკამათეთ,ამიტომ არ მოვუვედი თვალში.
-ახლა უკვე გასაგებია..
-რა არის გასაგები?
-ის თუ რატომ შემოგთავაზა სახლში წაყვანა.
გიგის ცოტა ვესაუბრე და სახლში ავედი..
ისეთი გვიანი იყო,რომ ბარგის ამოლაგების თავიც კი არ მქონდა და პირდაპირ დასაძინებლად დავწექი..


პ.ს აი თქვენთან ვარ.. საიტის პრობლემის გამო ვერ ვახერხებდი დადებას.. თან ამ პერიოდში ძალიან ცუდი ამბავი გადავიტანე და ასე რომ მხოლოდ საიტს ვერ დავაბრალებ..
იმედია მოგეწონათ.. გამიზიარეთ შეხედულება..



№1  offline წევრი Gotham

აუფ ახლა იწყება თუ იწყება
ვგონებ ამ ორმა პოზიციები გაცვალეს :დდდ

 


№2 სტუმარი სტუმარი lia

kargia..sauketesoa imedi maqvs axal tavis dadebas ar daagvianeb

 


№3  offline წევრი TrustYourSoul

ძალიაააან ძალიაააან კარგიაააა ❤️❤️
გელოდებოდი და აშკარად მიღირდა ლოდინად❤️❤️აი ნელ-ნელა ხომ მიდის ისტორია დასასრულისკენ და უფრო მეტად ვრწმუნდები,რომ სათაური 100% შეეფერება :დდდდ თითქმის დაქორწინებული ერთიერთშია რა :დდდდ სხვა ყველაფერი ძალიან მომწონს❤️საინტერესოდ წერ და აბა ველი შემდეგს❤️❤️ისე მეც მინდა ერთი დიტოს ნაირი მაიორი :დდდ ❤️შემდეგ ისტორიაში იქნებ გამოიმეტო ჩემთვისაც :დდდ
მე დავაწყვე უკვე გეგმები რაა❤️❤️

 


№4 სტუმარი Ani

Au ar vici ra vtqva saitis problemebis gamo dadeba rom gagiwhirda megona shewydeboda am temis dadeba ar vici sofi udzlieresi qalia martlac netav aseti bevri iyos ditoc arachveulebrivia magram yvelaze kargi shen xar arasodes agvianeb tu rame sashineli ar xdeba roca temas asruleb meore sagamos axlit gvibrundebi warmatebebi da imedia im cud ambavs male shens cxovrebashi kargic moyveba warmayebebii

 


№5 სტუმარი სტუმარი shalo

Gotham
აუფ ახლა იწყება თუ იწყება
ვგონებ ამ ორმა პოზიციები გაცვალეს :დდდ

chvenc gavcvalot pozicia

 


№6  offline წევრი naniko mindia

Zan magari xar kargi iyo, sauketeso xar mixaria rom ase kargat wer warmatebebi, veli shemdegs
--------------------
lomidze

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

მომეწონა ძალიანნნნნ ველოდები ააალ თავს იმედია არ დაგვიანებ

 


№8  offline მოდერი Mathew

აი ახლა იწყება ყველაფერი!! წინა თავები ხო სასწაული იყი,მაგრამ ესს...არ ვიცი რა.მოკლედ ველი შემდეგს საყვარელო)))

 


№9  offline წევრი kaisha13

ვაიმეე ეს რა იყოო?როგორ მაგრამ ნდოდა არ დამთავრებულიყო...გამაგიჟეს ამ პერსონაჟებმა...

ვაიმეე ეს რა იყოო?როგორ არ მინდოდა დამთავრებულიყო...გამაგიჟეს ამ პერსონაჟებმა...

 


№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

მომწონს მაიორის დაბრუნებისა და გაგიჟების ხერხები.კარგი იყო მართლაც,თან საკმაოდ დიდი თავი იყო.ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent