შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (13 თავი)


15-03-2018, 17:22
ავტორი Stranger things
ნანახია 1 679

თავი 13
***************
ალექსი
***************
ხმაური შეწყდა და იქვე დროშით ხელში გოგონაც გამოჩნდა.
-სამი...ორი...ერთი.-დროშამ ჰაერში აიფრიალა და მოტოციკლები ადგილს მოსწყდნენ.-ხალხის ხმამამ ნელ-ნელა იფეთქა და მე და მიკაც წინ გავიჭერით, თითქმის აღარ ჩანდნენ, მხოლოდ და მხოლოდ პატარა წერტილებიღა იყო,რომლებიც მალე მთლიანად გაქრნენ თვალათა ხედვიდან.მიკა მანქანასთან მივიდა და ჩამოჯდა.
-ღმერთო...მეშინია....-ჩურჩულებდა.
-ნუ გეშინია...დაწყნარდი,ყველაფერი კარგად იქნება.-ვაწყნარებდი,მაგრამ მეც საშინლად ვნერვიულობდი.
-მეგონა ცოტა ხნით მაინც დაივიწყებდა და ნორმალურად დაიწყებდა ცხოვრებას.
-რას დაივიწყებდა?
-ამას...-მითხრა და თვალი მოავლო გარემოს.-...პირველად რომ გავიგე მისი ამ გატაცების შესახებ,ყურებს არ დავუჯერე.
-რატომ?-ჩავაცივდი.
-ალექს...ის ასეთი არ იყო...არ არის...ამ დროს მასში სხვა ადამიანი იღვიძებს და თვალები უცნაურად ენთება...არ გითხრა მიკა წაიყვანეო?
-საიდან მიხვდი?
-არასდროს რჩება...რბოლას იგებს და მერე მთელი დღით იკარგება.
-სად მიდის?-დამაინტერესა.
-არავინ იცის...არც მე.
-არავის არ უყვება არაფერს?
-ნწ...იცი მის შესახებ მეც კი რამდენად ცოტა ვიცი?!
-მისი თვალები...თითქოს მთელი სამყაროს ცოდვებს იტევს.-ამოვიოხრე.
-ხო...ყოველთვის ვიცოდი,რომ ბევრი გადაიტანა...შეიძლება ამაზე შენთან არ უნდა ვსაუბრობდე,მაგრამ ვხვდები,რომ შენც ისევე განაღვლებს მისი ბედი,როგორც მე.
-წარსული?
-წარსული...რომელზეც არადროს ყვება...მხოლოდ ერთხელ მითხრა რაღაც...ღამე მასთან დავრჩი,როდესაც მისმა ყვირილმა გამომაღვიძა,ძალიან შემეშინდა და ვკიხე თუ რა სჭირდა...მან კი იცი რა მიპასუხა?! „თოვლი მოდისო".
-რა?ეს რატომ გითხრა?!
-თოვლს არ ეხება,როდესაც თოვს სამსახურში არ მოდის და თუ მაინც გადაუდებელი საქმე აქვს,ისე იქცევა,რომ ერთი ფიფქიც კი არ შეეხოს....
-ეშინია?
-არა...არ ვიცი...არაფერს ვეკითხები,ასე ურჩევნია.
-შენი აზრით ესეც მის წარსულს ეხება?
-კი.-ძალიან თავდაჯერებულად მიპასუხა.
-თქვენ როგორ გაიცანი ერთმანეთი?-ვცადე თემა შემეცვალა.
-ხიდზე იჯდა.-წარსულის გახსენებამ ღიმილი მოჰგვარა სახეზე.
-მოიცა გამოვიცნობ...მოაჯირზე იჯდა და შენ გეგონა,რომ გადახტებოდა.
-ზუსტად.მივედი და იმაზე დავუწყე ლაპარაკი რა კარგია სიცოცხლე და რა საცოდავი იქნებოდა ქვეყანა მის გარეშე თუ თავს მოილავდა.-გაეცინა.-მან კი ისეთი სახით შემომხედა,თითქოს უკანასკნელი დებილი ვყოფილიყავი და მისი ჩვევის შესახებ მომიყვა.
-შემდეგ?
-შემდეგ,ერთად დავიწყეთ მუშაობა,დავმეგობრდით,მან კი თავის ნიჭის წყალობით,სწრაფად მიაღწია მწვერვალებს,ამ ამბის შემდეგ ერთად მოვდივართ უკვე ოთი წელია.
-მე ბავშვობის მეგობრები მეგონეთ.
-არა,ის აქედან არაა...
-აბა საიდანაა?-კითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა,რადგან ჩვენსკენ მომავალი მოტოციკლები დავლანდეთ და მერის წითელი თმაც შევნიშნე,დიდ სიჩქარით გადმოკვეთა ფინიშის ხაზი და ჩაფხუტი მოიძრო,რამდენიმე წამში მეორე და მესამე ადგილოსნებიც მოვინენ,მერის სახეს დვაკვირდი,არანაირი ცვლილება არ ემჩნეოდა,ერთი გამომხედა,მანიშნა მიკა სახლში წაიყვანეო და ადგილს მოსწყდა.
-აი ხომ ვამბობდი...-ამოიოხრა მიკამ.
მიკა სახლში მივიყვანე,მე კი ქუჩაში ხეტიალი დავიწყე, ვფიქრობდი მერიზე,მის უცნაურ ჩვევებზე,ერთი შეხედვით ვერაფერს მიხვდებოდა ადამიანი,სულ ჩვეულებრივი გოგოს შიგნით რა იმალებოდა...მე ხომ უკვე რამდენიმე კვირაა რაც ვიცნობ მაგრამ მაინც ვერაფერი გავარკვიე მის შესახებ...ბარი დავინახე და შიგნით შევედი.ერთი ჭიქა დავლიე...შემდეგ მეორე...მესამე...მეოთხე..........მეშვიდე.....სათვალავი ამერია,თვალებში დამიბნელდა და ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მამოძრავებდა,მერი უნდა მენახა....ვერც მივხვდი,ისე აღმოვჩნდი მის სახლთან,კარზე დავაკაკუნე...რამდენიმე წუთის შემდეგ თვალების ფშვნეტით გააღო.
-გამარჯობა...-ალბად დაძინებას აპირებდა, ყვავილებიანი კომბინიზონი ეცვა...თმა დაეწნა...იმ წამს მსოფლიოში მასზე ლამაზი არავინ და არაფერი არსებობდა...ალბად შენიშნა,რომ უცნაურად ვუყურებდი და ლოყები აუწითლდა...
-ვიცი...მაპატიე,საშინლად გამოვიყურები...უბრალოდ დაძინებას ვაპირებდი და...-მის ნათქვამზე გამეცინა.
-...ულამაზესი ხარ.
ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო,ისე ჩავეხუტე,თავი მის კისერში ჩავრგე.
-ალექს...-მაგრად მომხვია ხელები.
-კარგად ხარ...ვნერვიულობდი...
-არაფერია...კარგად ვარ...-
-გილოცავ ლამაზო...გაიმარჯვე....-ჩავიცინე.
-მთვრალი ხარ?
-კი...
-ანუ ხვალ აღარ გემახსოვრება?-ეშმაკურად ჩაიღიმა.
-რა?
-ეს...-მითხრა და კისერში მაკოცა,მე ამ შეხებამ უცნაური გრძნობა მომგვარა,რაღც სიმსუბუქის...საოცარი...
-წამოდი ჩაი დავლოთ...-მითხრა ხელი ჩამკიდა და სამზარეულოსაკენ წამიყვანა. ჩაი დავლიეთ,მომიყვა,როგორი იყო რბოლა,დივანზე ვისხედი,ფეხები აკეცილი ჰქონდა და მშვიდად სვამდა ჩაის.
-შენი მეგობარი როგორაა?-მკითხა მან.
-კარგად...მდგომარეობა სტაბილურია.
-გამოიღვიძა?
-ჯერ არა.-მის გახსენებაზე ავნერვიულდი.
-არ ინერვიულო...ყველაფერი კარგად იქნება...-მითხრა და მომეხუტა.-რომელ საავადმყოფოშია?
მე საავადმოყოფოს მისამართი ვუთხარი.
-ოჰ მართლა?!იქ ჩემი მეგობარი მუშაობს!...ერთი წუთით,-ხელით მანიშნა და ვიღაცასთან დარეკა.
-გამარჯობა...კარგად შენ?....მადლობა...შენი დახმარება მჭირდება...არა მე კარგად ვარ ...მეგობარი არის ცუდად...სახელი?-ტელეფონი მოიშორა და სახელი მკითხა.
-დემეტრე...დემეტრე ახალაძე.-სახე შეეცვალა და ენის ბორძიკით გაიმეორა იგივე სახელი,შემდეგ გათიშა და მე მომიბრუნდა.
-რა თქვი?
-რა?
-შენი მეგობარი საიდანაა?-გამაკვირვა ამ კითხვამ.
-ქართველია.
-მართლა?
-კი.რატომ მეკითხები?
-გვარი მეცნო...იმიტომ რომ მეც ქართველი ვარ.-მიპასუხა მან.



№1 სტუმარი gggg

Xo vtkvi xo vtkvi :-* :-*

 


№2  offline წევრი Stranger things

gggg
Xo vtkvi xo vtkvi :-* :-*

ხო თქვი joy joy იმედია მოგეწონათ ახალი თავი.

 


№3  offline წევრი Stranger things

ლათინო
ვაიმე..მალე დადე,გეხვეწები მალე დადე. არ დააგვიანი თორე თავს ჩამოვიხრჩობ გეფიცები თავს ჩამოვიხრჩობ ...გელოდები,ძალიან კარგია heart_eyes

ვწერ უკვე...ვწერ არ გაბედო,მერე ვიღა წაიკითხავს ახალ თავს?! joy kissing_heart

 


№4  offline მოდერი zia-maria

gggg
Xo vtkvi xo vtkvi :-* :-*

joy joy joy joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent