შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაც ზაფხულში ხდება, ზაფხულშივე რჩება..


15-03-2018, 19:32
ავტორი judi N
ნანახია 3 570

- მალაქია ადექი გავდივართ.
დედას დაძახებაზე ნაძალადევად გავახილე თვალები..
ისევ კახეთი. შეიძლება ერთი ზაფხული ისე გავიდეს, რომ იქ წასვლა არ მაიძულოთ ?! ბურტყუნით ჩავირბინე კიბეები. მანქანაში ჩავჯექი, ყურსასმენები გავიკეთე და ფანჯრიდან ვუყურებდი გზას. ფიქრებმა თავისით გამიტაცა.. - ოჰ.. ახლა დაიწყებენ რამხელა გოგო გაზრდილხარს ძახილს.. ისევ ახალი იდიოტები, რომელთაგანაც ერთერთს მოვეწონები და დაიწყება ზაფხულის დრამები. როგორი მოსაწყენია ღმერთო. ალბათ სახალხო განხილვის თემა იქნება ჩემი შავ-წითელი თმის ფერი. დაიწყებენ - დედა გოგო გაიგე გიორგის გოგოს თმა შეუღებავს. ნეტა ხომ არ აცდა გზას? ასეთ მომენტებზე ვიცინო თუ ვიტირო აღარ ვიცი. ნეტავ ის ვაჟბატონიც იქ იქნება?! იმედია არა. ნამდვილად არ მინდა მისი სახის ყურება. ან რამ გამასულელა შარშანწინ და რამ მათქმევინა მეც მიყვარხარ მეთქი. ეტყობა მისი დაბუშტული ტუჩების ბრალი იყო. ისე სიმპატიურია.. ნუ რაც არის ვერ დაუკარგავ. ვერც იმას, რომ იდიოტია.
ისე გავიცინე მამამ მანქანა გააჩერა. - კარგად ხარ შვილო?
- კი მამ, ისე მიხარია კახეთში წასვლა ემოციებს ვერ ვმალავ. თვალები ავატრიალე და მუსიკას მეტად ავუწიე..
ერთადერთი ის მახარებდა, რომ იქ ელენეს ვნახავდი. ჩემგან განსხვავებით მას ძალიან უყვარს სოფელი და ალბათ უკვე მმილიონჯერ მომწერა ადგილმდებარეობის გასაგებად. ის რუსთავიდან ჩამოდის ხოლმე. არ მახსოვს როგორ გავიცანი. რადიკალურად განვსხვავდებით. ის ზედმეტად აქტიური და სიცანცარეში გადაბიჯებულია. ყოველწელს უჟმურის ძახილით დამსდევს და მაიძულებს ყალბად გავუცინო ყველას..
ძლივს ჩავაღწიეთ. მაშინვე სახლში შევვარდი, მაგრამ უკანვე გამოვვარდი. ოხ ეს ძაღლები ,სანამ თავიდან მიმეჩვევიან ასე უნდა მარბენინონ?! ნეტავ რათ გვინდა სამი ძაღლი . ერთი იმხელაა, რომ თავისუფლად გადამყლაპავს. მეორე პატარაა, მაგრამ ყეფით ამას ვერ ვიტყოდი. მესამეს კი თვითონაც ვერ გაურკვევია რა უნდა.
- ბებია, ბაბუა როგორ ხართ?
- შვილო თმაზე ალი წაგეკიდა? ჩვეული იიუმორით შემომეგება ბაბუ.
- მალაქია როგორც იქნა ჩამოხვედი, გენაცვალოს ბებო. ასე უნდა მოგვანატრო თავი?
- ერთი სული ჰქონდა როდის წამოვიდოდა. დილაადრიან წამოხტა და სულ ფრენა-ფრენით წამოვიდა. გაიცინა მამამ. თან დააყოლა - კარგი, მე უკან უნდა დავბრუნდე. თქვენ გაბარებთ და იცოდეთ ყველაფერს ნუ შეუსრულებთ, თორე მერე ამას რაღა გაუძლებს. ჰო და კიდევ 11- ზე სახლში იყოს.
- ანუ 12 ხო მამ?
- 12 ის ნახევარი და დავამთავრეთ.
- -კარგი მამიკო. ლოყაზე ვაკოცე, ფული დავატოვებინე და სახლში შევედი. თორმეტის ნახევარი ანუ პირველამდე თავისუფლად შემიძლია გარეთ ვიყო. ტანსაცმლის ამოლაგება დავიწყე.. ნეტავ პარიზში მივდიოდი თუ იტალიაში ამდენი ტანსაცმელი, რომ წამოვვიღე.. მობილურმა გაანათა.
ელენე: სიყვარულიკო!!! დღეს 8-ზე ჩამოგივლი და გარეთ გავიდეთ. უი ჰო ისიც აქაა და შენზე მკითხა როდის ჩამოდისო.
- კარგი, ელე. ცხრაზე მზად ვიქნები. იმედია არ შემეფეთება. გკოცნი.
გავემზადე. ელენეც კართან იყო და მელოდებოდა.. მივუახლოვდი, სადაცაა კარი უნდა გამეღო და გავიგე ნაცნობი ხმა ... ოოოხ ამან მაინც და მაინც ჩემს სახლთან გადაწყვიტა დაბირჟავება? დეგენერატი. აბა მალაქია, თავი მაღლა და არ შეიმჩნიო!!! არ გაბედო! სახელურს ხელი მოვკიდე, ბგერები მიახლოვდებოდა. ის არის , ნამდვილად ლუკაა...

მეგობრებო გამარჯობათ.. იმედია დასაწყისი მოგეწონებათ.. ცოტა ვღელავ, რადგან დამწყები ვარ.. მაგრამ ვეცდები საინტერესო და ლამაზი ისტორია შემოგთავაზოთ.. გაგახსენოთ ზაფხულის დრამები და ადამიანები



№1  offline წევრი Gotham

Satauri asociacias miqmnis istoria "rac yazbegshi xdeba yazbegshi rchebas"

 


№2  offline წევრი D-I-A-N-A

საინტერესო დასაწყისი აქვს <3
სათაურს რაც შეეხება ,,რაც ყაზბეგში ხდება ყაზბეგში რჩება'' გამახსენდა მაგრამ არაუშავს , 1000 ისტორია გამოქვეყნდა ამ საიტზე და ფაქტობრივად ყველა ერთმანეთს გავს .
ხო , ჩემი რჩევა იქნება არ დაიგვიანო , იმიტომ, რომ მერე აღარაა საინტერესო წასაკითხი
წარმატებებს გისურვებ <3

 


№3  offline წევრი judi N

D-I-A-N-A
საინტერესო დასაწყისი აქვს <3
სათაურს რაც შეეხება ,,რაც ყაზბეგში ხდება ყაზბეგში რჩება'' გამახსენდა მაგრამ არაუშავს , 1000 ისტორია გამოქვეყნდა ამ საიტზე და ფაქტობრივად ყველა ერთმანეთს გავს .
ხო , ჩემი რჩევა იქნება არ დაიგვიანო , იმიტომ, რომ მერე აღარაა საინტერესო წასაკითხი
წარმატებებს გისურვებ <3

გმადლობ ???????? ვეცდები არ დავაგვიანო.. და რაც შეეხება იმ ისტორიას , წავიკითხავ აუცილებლად, არ მაქვს წაკითხული ????

Gotham
Satauri asociacias miqmnis istoria "rac yazbegshi xdeba yazbegshi rchebas"

უი არ ვიცი..წავიკითხავ ????

 


№4  offline წევრი judi N

dzadzamia25
სათაურზე სამწუხაროდ,ძალიან გავღიზიანდი.
წარმატებები.

უი რატო?... სათაური პირდაპირი გაგებით არ მიიღო, უფრო მეტს მალავს

 


№5  offline წევრი dzadzamia25

judi N
dzadzamia25
სათაურზე სამწუხაროდ,ძალიან გავღიზიანდი.
წარმატებები.

უი რატო?... სათაური პირდაპირი გაგებით არ მიიღო, უფრო მეტს მალავს

ასოცირდება,იმ სათაურთან რომელიც უკვე კომენტარებში ახსენებ.
მაგრამ,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შენ არაფერ შუაში ხარ.
უბრალოდ,ცუდად მოხვდა თვალს.

 


№6  offline წევრი judi N

dzadzamia25
judi N
dzadzamia25
სათაურზე სამწუხაროდ,ძალიან გავღიზიანდი.
წარმატებები.

უი რატო?... სათაური პირდაპირი გაგებით არ მიიღო, უფრო მეტს მალავს

ასოცირდება,იმ სათაურთან რომელიც უკვე კომენტარებში ახსენებ.
მაგრამ,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შენ არაფერ შუაში ხარ.
უბრალოდ,ცუდად მოხვდა თვალს.

გასაგებია <3 არვიცოდი მსგავსი სათაურით თუ იყო რამე, თორე სხვას ავარჩევდი

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

არც იმ ისტორიის ავტორს “მოუგონია” ეგ ფრაზა, ბევრგან არის და ორიგინალსაც გადახედეთ, სანამ ამ გოგოს შენიშვნის მსგავსს მისცემთ რამეს.

წარმატებები გელოდები მალე დადე <3

 


№8  offline წევრი judi N

სტუმარი მარიამი
არც იმ ისტორიის ავტორს “მოუგონია” ეგ ფრაზა, ბევრგან არის და ორიგინალსაც გადახედეთ, სანამ ამ გოგოს შენიშვნის მსგავსს მისცემთ რამეს.

წარმატებები გელოდები მალე დადე <3

Gmadlob.. Davde gagrdzelebac da dadeben male albat

 


№9  offline წევრი Mariami 1408

დამიჯერე მართლა კარგია heart_eyes wink არ მესმის რატო ბრაზდებიან შენზე, შენ შენი გემოვნებით ააურჩიე სათაური, მე მომწონს kissing_heart მალე დადე გთხოვ, და უაზრო კომენტარებზე გული არ დაგწყდეს relaxed

 


№10  offline წევრი judi N

Mariami 1408
დამიჯერე მართლა კარგია heart_eyes wink არ მესმის რატო ბრაზდებიან შენზე, შენ შენი გემოვნებით ააურჩიე სათაური, მე მომწონს kissing_heart მალე დადე გთხოვ, და უაზრო კომენტარებზე გული არ დაგწყდეს relaxed

Dzalian didi madloba.. Aseti komentarebi stimulia chemtvis..gagrdzeleba ukve davde da daetanxmebian male albat

 


№11  offline წევრი khatia khatia

კაია დზანნ დზანნნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent