შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშო ჯორდიანზე გსმენიათ? (თავი 3)


15-03-2018, 21:29
ავტორი TrustYourSoul
ნანახია 1 813

- მეორე დღეს შვიდზე ყველა ჯორდიანების ჭიშკართან უნდა შეკრებილიყვნენ,როგორც შემდეგ გაირკვა ქეთათო თორნიკეს გარეშე არ მოდიოდა და ამის გამო მისი წამოყვანაც აუცილებელი გახდა,ანუ მოკლედ რომ აგიხსნათ იქ კარგი არაფერი მოხდებოდა,ან მიშოს შემოაკვდებოდა თორნიკე ან პირიქით,ყველა უკვე მზად იყო და მხოლოდ მანქანებში გადანაწილება სჭირდებოდათ ვაჩე რომ გამოვიდა სიტყვით.
- მოკლედ ჩემო საყვარლებო,რადგან დამდეთ პატივი და მობრძანდით,თავი ვალდებულად ჩავთვალე ყველა საკითხი მე მომეგვარებინა და დიდად არ დამეტვირთეთ.....
- ზედმეტი ემოციების გარეშე რა, ჩამოცხა უკვე
- ხეპრე - თავისთვის ჩაიდუდღუნა ქეთომ მაგრამ აშკარად ვერ გაითვალისწინა ბიჭის სიახლოვე.
- კამათი მოგენატრა ქეთუშ? - მიშო მისკენ გადაიხარა და ყურთან უჩურჩულა,მერე ბიბილოსთან სველი კოცნა დაუტოვა,გასწორდა და ვითომც არაფერიო გვერდით მდგომ ლევანს რაღაც გადაუჩურჩულა,შემდეგ ისევ ქეთათოს გახედა,ავის მომასწაებლად უელავდა გოგოს თვალები - ყოველ ჩემ გადმოლაპარაკებაზე ნუ შეშდები თორემ უფრო სააშკარაოზე გამოდის შენი გრძნობები - ვაჟის სუნთქვა ყელთან რომ მოეფრქვა უფრო დარწმუნდა თავის სისუსტეში,რაღაცის თქმას აპირებდა განრისხებული ვაჩეს თვალებს,რომ შეეჩეხა მალევე დაიგრგვინვა უფროსი ჯორდიანის სიტყვებმა.
- გავაგრძელო? თუ ჯერ არ მორჩენილხართ თქვენ მანდ ბაას? - მკვლელი თვალებით გადახედა ორივეს და ისევ განაგრძო - არა როცა საჭიროა მაშინ დაჭამენ ხოლმე ერთმანეთს და ახლა მოგინდათ ეს ტკბილი საუბარი? რავარც გინდათ ისე გადანაწილდით რა - მანქანის სახურავიდან პირდაპირ ფანჯარში შეხტა და დაელოდა როდის ჩასხდებოდნენ.ორი მანქანით მიდიოდნენ,ვაჩესთან თებე, მიშო და ტყუპები უნდა ჩამსხდარიყვნენ, თორნიკესთან კი ქეთათო,თეკლა და ლევანი.მაგრამ ყველაფერი ვაჩემ არია როცა თეკლა თავის მანქანაში ჩატენა,განაცხადა დაეცადათ ზოგ-ზოგიერთებს და იქნებ გაგეგოთ ჩემი გეგმებიო.
- ვაჩე ირევა ახლა ყველაფერი რაა - ამოიბუზღუნა ქეთომ - მე და თეკლა ერთად უნდა ვყოფილიყავით ვაა
- გადმოდი შენც და თებე დვსვათ მანდ - ისე წყნარად თქვა ვაჩემ თითქოს გუშინ არ გაეგოს თორნიკეს სიყვარულის ამბავიო,თებეს ხველება აუტყდა,მიშო სულ გადაწითლდა,თორნიკე კიდევ იმზირებოდა ამაყად,მაგრამ ქეთათოს და მიშოს ამბავი გაახსენდა და უარი განაცხადა ამგვარ გადანაწილებაზე,თებემ ღვედი გადაიჭირა და ამით ბოიკოტი გამოუცხადა თითქოს ყველასო - არ გადავალ არსად მე!
- აუ რას ბავშვობთ ეე,თეკლა არ გადავა არსად და თუ გინდათ მარტო ჩვენ წავალთ
- ვაჩე ნუ სულელობ რა - მუდარით სავსე თვალები შეანათა ძმას
- თებე რა შუაშია სულელობა,მიდი არ გამიტეხო რა,გადასკუპდი
- გეყოთ ახლა,შუა გულ მზეში მოგვიწევს ხეტიალი,გადავიდეს თეკლა და როგორც ვიყავით ჩავსხდეთ ისე - ძლივს შეკავებული ტონით მიმართა მიშომ ძმას.
- მე გასაგებად არ ვთქვი? თუ მართლა მარტო ჩვენ წავიდეთ
- ბიჭო ნერვები არ მომიშალო ახლა,თებე არსად არ გადავა და არც ის ქალბატონი გადმობრძანდება აქეთ, ტყუპებმა გაცვალონ ადგილები მაშინ
- არაა - ერთხმად წამოიყვირეს ორივემ
- აუ ჩემი...ე ბიჯო გაცვალეთ ახლა რომელიმემ ადგილი - არავინ არ იძვროდა ადგილიდან,ბოლოს იმ მზეში დგომა მოსწყინდა ქეთოს და სახლში შებრუნება დააპირა, დაიბარა რომ გადაწყვეტთ შემეხმიანეთო,ჭიშკრის ზღურბლთან იყო ჯორდიანის მძიმე ბარიტონი,რომ მისწვდა სმენას.
- მე,თებეა და ქეთო თორნიკეს მანქანით წამოვალთ...მორჩა? დაისვენეთ? ჩალაგდით ახლა - თებეს უკანა კარი გაუხსნა და თვითონაც მოთავსდა მანქანაში,თორნიკეს ზედაც არ უყურებდა,ყურსასმენები გაიკეთა და თვალები დახუჭა.თებე გაბრაზებული ჩანდა,შეიძლება ნაწყენიც...არა,შეიძლება არა,მართლაც ნაწყენი იყო,ალბათ იმიტომ თორნიკემ მასთან ერთად მგზავრობაზე უარი რომ განაცხადა,მთელი გზა მობუზული იჯდა,მანქანაში გამეფებული სიჩუმე ნახევარი სათის მგზავრობის შემდეგ ქეთომ დაარღვია და Tove lo - Cool girl - ჩართა,სამივეს ეშმაკურად უყურებდა და თან ღიღინებდა,იცოდა თავისი საუკეთესო მეგობრის გრძნობები და ცდილობდა თებეს მზერა გამოეჭირა,ერთი და იგივე მიმიკა ჰქონდათ აკრული სამივეს,გაიბუსხა და ახალი სიმღერა ჩართა Soul rebel project - king (My life & your life) - ის ჰანგები გაისმა თუ არა მაშინვე დაიძაბა თებე,ამას თორნიკეს მკვლელი მზერაც მოჰყვა და ქეთათოს ისევ აუციმციმდა თვალები.
- My life is my life, i'll alwyas hold my own, your life is your life got to be the king to your own throne ეეე ამყევით რა - ამოიფრუტუნა და საწყლად გადახედა სამივეს.ოც წუთში დანიშნულების ადგილასაც მივიდნენ და მაშინვე ჩამოხტნენ მანქანიდან.უკვე ყველა ჩამობარგებულიყო სავარძლის ქვეშ ბეჭედი რომ შეუვარდა,როგორღაც გამოაძვრინა და კარს ჩაებღაუჭა,ჩაკეტილი იყო.
- არაა არააა,ჯანდაბა! გააღეთ ვინმემ - მინას ხელები გამეტებით დაუშინა და მალევე იგრძნო ხესთან მდგარი თორნიკეს მზერა,ვიღაცას ელაპარაკებოდა,დაბურულ მინებში არ ვიცი რა შეამჩნია მაგრამ ფაქტია მანქანისკენ დაიძრა,მერე ახლოს რომ მოესმა სანატრელი ხმა,ჯიბიდან გასაღები ამოაძვრინა,ღილაკს დააჭირა და წამშივე გამოხსნა მანქანის კარი,ხელში გაფითრებული თებე შერჩა.
- მეე..მე...ჰაერის უკმარისობაა,ცხელა - მანქანიდან ჩამოხტა და ხელების ფრიალს მოჰყვა - დამელოდე,დაჯექი მიდი,წყალს მოგიტან,ისუნთქე თებე - უცებ მოეგო გონს და ნახევრად შებრუნებულმა თებეს ხელი იგრძნო მკლავზე,გულში რაღაც უჩვეულომ გაჰკრა,მიხვდა თებეა იმაზე მეტად შეჰყვარებოდა ვიდრე წარმოედგინა,შებრუნდა და თვალებ დახუჭულს დააკვირდა,ლოყაზე ხელი ნაზად დაუსვა და მის წინ ჩაიმუხლა - აქ დამიცადე რა,აი ნახავ წამებში მოვალ - უცბად გავარდა,მაღაზიაში ცივი წყალი იყიდა და უკან გამობრუნდა. მანქანასთან მისულს თებე უკვე ფეხზე დახვდა.
- ბოდიში რა,ტყუილად გარბენინე,მჭირს ხოლმე კლაუსტროფობიის მსუბუქი სახის გამოვლენა იყო - გაეცინა და ბიჭის კუპრივით შავთვალებს გაუსწორა მზერა,ნელა გადაიხარა,ლოყაზე ნაზად შეახო ბროწოეულის ფერი ტუჩები,წყალი ხელიდან ააცალა,მადლობა გადაუხადა და შორს მყოფი ბავშვებისკენ გაემართა. სახლში მეორე დღეს დაბრუნდნენ,ყველაფერი ისევ ერთ ტემპში მიედინებოდა,ყველა თავისთვის ინახავდა გრძნობებს და გამხელას ალბათ კარგა ხანს არ გადაწყვეტდნენ,უბრალოდ უცნაური ის იყო ყველამ ყველას გრძნობები,რომ იცოდა და ვისაც წესით უნდა სცოდნოდა მათ ვერ უმხელდნენ....არ შეეძლოთ..ან რაღაც მნიშვნელოვანს ელოდნენ.ქეთათოსთვის რომ გეკითხათ ყველაზე მეტად,რომელი სპორტი უყვარდა ყოველთვის კალათბურთს გიპასუხებდათ,უბნის ბიჭებთან სტადიონზე გადიოდა და სულ თაბაშობდა ხოლმე,იმ დღესაც ფოთიდან იყვნენ ჩამოსული სპორტსმენები და ჩვენმა ბიჭებმა ძალიან გვასახელეს,აღსანიშნად ერთი დიდი დარბაზი დაიქირავა გამგეობამ და შინაური ხალხი მოიპატიჟა,ერთ ხუთას კაციან ქორწილს მიამგვანებდით რომ დაგენახათ,რა თქმა უნდა ამაღლობლები და ჯორდანიები პირველი ეწერა სიაში,გალიანიც არ გამორჩენიათ და სამივე ოჯახი სრული შემადგენლობით გაემართა,რადგან ქეთათოს და-ძმა და მშობლები ჩამოვიდნენ თავისი მანქანით უწევდათ წასვლა და მიშოს ეგონა მანქანაში ჩაჯდომამდე იხილავდა ქეთოს,მაგრამ არც თუ ისე სახარბიელო რამ შეიტყო იმ დღეს,მოპირდაპირე ჭიშკრიდან გამოსულ გეგა ბიძიას მიესალმა და სანატრელი ვერსად,რომ ვერ შენიშნა აქეთ-იქეთ დაიწყო თვალების ცეცება.
- ქეთათო არ მოდის გეგუშ? - ძმის ცოდვით გაწამებულმა ვაჩემ იკითხა და ეშმაკური ღიმილით გადახედა მიშოს.
- თორნიკეს არ ეცალა და ჩემი კუდრაჭა ბიჭებს გაჰყვა მატჩიდანვე,ჩვენც ვერ ვნახეთ წესიერად ხო იცი კალათბურთი როგორ უყვარს...ისე მიშო შენ რატომ არ ითამაშე? -დილანდელი დიალოგი გაახსენდა,სადაც ქეთომ წაყვანაზე მტკიცე უარი განუცხადა ვაჩეს,მამიკო წამომიყვანსო - მიშოო - ხელი აუფრიალა სახესთან თებემ - ჰა? კალათბურთზე? რავი არც გამხსენებია და - იგრძნო გულმა რამდენიმე დარტყმა როგორ გამოტოვა,ხელი ძლიერად მომუშტა და მანქანის კარებს შეუმჩნევლად დაჰკრა,მერე გამოხსნა და უჩუმრად დაიკავა თავისი ადგილი.დარბაზში ვაკოს ეცეკვებოდა კარებში მდგომი მიშო რომ შენიშნა,უხერხულად შეიშმუშნა და ბიჭს უთხრა ცოტახნით გავალო,მაშინვე ჯორდიანისკენ აიღო გეზი,წინ დოინჯ-შემორტყმული დაუდგა და ბოლოს შენიშნა ბიჭის ჩაწითლებული თვალები.
- ვაიმე მიშო! არ თქვა,სიმსივნე გაქვს და მანებებ ხომ ერთხელ და სამუდამოდ თავს - ზედმეტად კარგ ხასიათზე მყოფ ქალბატონს მკლავში სწვდა და კედელზე ააკრა,ბევრი ხალხი მაინც არ იყო და იმ ჩაბნელებულ კუთხეში,ხომ საერთოდ არავინ.
- წამოგიყვანა მამიკომ? - კბილებს შორის გამოსცრა და მწვანე მოელვარე თვალები შეანათა ერთი თავით დაბალს.
- შენ...შენ ველურო..მტკივა,გამიშვი - რომ გაიზრა როგორ უჭერდა ხელი სხარტად შეუშვა და მომლოდინე თვალებით დააკვირდა - რა ჯანდაბა გინდა? რას ქვია წამოგიყვანა მამიკომ? ან რა უფლებით ბედავ ჩემთან ამდენს...
- არაერთხელ გაგაფრთხილე ჩემთან ამგვარი საუბარი არ გაგივა მეთქი! - იმ ღამეს მიშომ თავისი დიდი გეგმების აღსასრულებლად პირველი ნაბიჯი გადადგა! დიახ,სწორედ მიხვდით,24 ივლისს პირველად შეეხნენ ამაღლობლისა და ჯორდიანის მხურვალე ბაგეები ერთმანეთს.

ბოდიში დაგვიანებისთვის ..დრო არ მქონდა და რაც დღეს დავწერე ის ავტვირთე..ვეცადე ის შეცდომები გამომესწორებინა,იმედი მაქვს შევძელი და ველი ისევ შეფასებებს



№1  offline წევრი TrustYourSoul

სამწუხაროდ სხვა ფოტო დაიდო და შემდეგზე ვეცდები ის ავტვირო რომელიც შერჩეული მქონდა❤️❤️

 


№2  offline წევრი ჟიზელი

რა შედარებაა,გამოსწორებულია. დანარჩენს მე ვერაფერს მიგითითებ, უკვე შენს წარმოსახვაზეა მთლიანად დამოკიდებული...

 


№3  offline წევრი TrustYourSoul

ჟიზელი
რა შედარებაა,გამოსწორებულია. დანარჩენს მე ვერაფერს მიგითითებ, უკვე შენს წარმოსახვაზეა მთლიანად დამოკიდებული...

მადლობა საყვარელო❤️❤️იმედია ჩემი წარმოსახვა მცირეოდენ სიამოვნებას მაინც მოგანიჭებს❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი nina

kargia lame dade

 


№5  offline წევრი TrustYourSoul

სტუმარი nina
kargia lame dade

მადლობ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი Waka

Sad daikarge ra dade axali taviiii ... :(( dzaliiiaan momwooons da gaagrdzsle raa --- :(

 


№7  offline წევრი TrustYourSoul

სტუმარი Waka
Sad daikarge ra dade axali taviiii ... :(( dzaliiiaan momwooons da gaagrdzsle raa --- :(

დღეს დაიდება ❤️❤️არ მეცალა უბრალოდ ძალიან დიდი ბოდიში რა ❤️❤️ :(((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent