შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენამდე ჯოჯოხეთი გამომივლია (თავი 2)


16-03-2018, 02:47
ავტორი teona184
ნანახია 1 337

სულ მაწუხებდა ის ფაქტი რომ მე ჩემს საუკეთესო მეგობარს გულს ვატკენდი უბრალოდ დავივიწყებ გუშინდელ ღამეს და შევეცდები ეს ყველაფერი ალექსანდრესაც დავავიწყო, პირი დავიბანე და დასაძინებლად მოვემზადე, თბილ ლოგინში ჩავწექი და საბანში გავეხვიე ვკანკალებდი ისე ციოდა, ხელში ტელეფონი ავიღე და სანდროს დავურეკე
-სანდრო მალე მოხვალ?
-რა ხდება ნიაკო?
-არაფერი უბრალოდ გადავამოწმე ვიძინებ და...
-დაიძინე, არ მოვდივარ ჯერ არ ინერვიულო, ძილინებისა
-კარგი
ვთქვი ხმაში შეპარული სიცილით და მშვიდად დავიძინე...
დილით მაღვიძარას ხმამ გამომაღვიძა და უცებ თეო შემოვიდა ოთახში საწოლში ჩამიხტა და მითხრა
-ბებომ სანდლო დაღლილია და ნიაკომ წაგიყავონსო ბაღსიო
-ნიაკომ რაო?
სიცილით ვკითხე
-წაგიყავონსო
მიკვირს სამი წლის ბავშვი როგორ ამბობს ამ მის მოგონილ სიტყვას? მე რომ ვეცადო მაინც ვერ ვიტყვი
-მიდი გაიქეცი და გამოვალ მეც
რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა თითქოს არ მინდოდა სალისთან პირისპირ შეხვედრა მეგონა ყველაფერს გაიგებდა. მოვწესრიგდი ჩავიცვი და თმა ავიწიე სამზარეულოში გავედი და ხილის ასორტს შევექციე
-ისევ არ ჭამ ხო ბებო ნორმალურად
-დალი იცოდე არც ამას შევჭამ
ვუთხარი თეოს შევხედე და თვალი ჩავუკარი
-ნია ხო იცი შენ უნდა წაიყვანო თეონა ბაღში სანდროს ძინავს გვიან მოვიდა
-მითხრა უკვე თეონამ
ვუთხარი და გავუღიმე ყავა დავისხი დავლიე და სახლიდან გავედით, თეო ბაღში დავტოვე და მე სალისთან წავედი დილით ლექცია არ მქონდა მასთან ავედი და ანერვიულებული დამხვდა
-რა ხდება?
-ალექსანდრე, ცუდად არის?
-რა?
მისმა ნათქვამმა თითქოს შემაშინა მაგრამა რ ვიცი რატომ
-რა ჭირს?
-მაღალი სიცხე აქვს და რაღაცეებს ბოდავს, არა ვერ ვხვდები რატომ არ შეიძლება ისიც წამობოდოს სალი მიყვარხარო
შვებით ამოვისუნთქე და ვუთხარი
-მეგონა რამე სერიოზული ჭირდა
გავიღიმე
-და სიცხე სერიოზული არ არის?
-მეგონა რამე დაავადება ჭირდა ისე მითხარი
-გაგიჟდი გოგო? და ესე წყნარად ვიქნებოდი? ხო გადავატრიალებდი სახლს ნერვიულობით და შევძრავდი ქვეყანას ტირილით, ბოლოს და ბოლოს ალექსანდრე ხომ სიცოცხლეს მირჩევნია?
თქვა და გაიღიმა, ამ დროს მივხვდი რომ მას მართლა უყვარდა ალექსანდრე, არა ნიაკო შენ ის აუცილებლად უნდა დაივიწყო! გავიფიქრე ჩემთვის და სალის ვუთხარი
-არ აპირებ ყველაფერი უთხრა?
-ცოტას კიდევ დავიცდი
-არ მინდა პირველი ნაბიჯი სულელურად გადავდგა არ ვეტყვი ვაგრძნობინებ
გავიღიმე და ვუთხარი
-კაი წავედით ეხა თორე დავაგვიანებთ
ვუთხარი და საწოლიდან წამოვაყენე
-მოიცა ჯერ ბლესკი უნდა წავისვა
-მარტო მე არ მადარდებს ბლესკი და თვალის ჩღდილები?
ვკითხე სიცილით
-როგორც ჩანს
მიპასუხა ასევე სიცილით
აუდიტორიაში შევედი და საბას გვერძე მოვუჯექი
-არ გადამკოცნი?
ლოყაზე ვაკოცე და თავი მაგიდაზე დავდე შემდეგ გავსწორდი და თავზე ხელები დავიდე
-აუ როგორ მეძინება
ვთქვი და ისევ დავუბრუნდი მაგიდას
-კაი ეხა ნუ დაიძინებ ორი საათი გაქვს ლექციაზე და მერე დაიძინე
-საბა! მე შენგან განსხვავებით ვუსმენ ლექტორებს
-აი მე არა!
-რატო არ უსმენ რომ მერე სახლში ტვინი იჭყლიტო?
-არც სახლში ვიჭყლიტავ ტვინს
მითხრა ამაყი სახით
-ისე მიყურებ პრეზიდენტი მგონიხარ
-და ვინ გითხრა რო არ ვარ
-რომელი ქვეყნის?
-ევროპის
-ეგ ქვეყანაა იდიოტო?
-არა მე მთელს კონტინენტს ვარ დაუფლებული
-ნეტავ დებილი არ იყო
-მორჩით ახლა როგორ არ დაიღალეთ
შევაგწყვეტინა სალიმ და ზარის ხმაც გაისმა, სულ ასეთ წვრილმანებზე ვჩხუბობთ და დღეში ათასჯერ...
საღამოს ისევ ავედი სალისთან-მოწყენილი ხარ
-არა
-მატყუებ ხო
მითხრა და ყავა მომაწოდა
-აუ უბრალოდ გვიან დავიძინე და დაღლილი ვარ
გაბრაზებულმა შემომხედა და დაჯდა
-აბა რა მოხდა გუშინ?ძაან მაინტერესებს?
-არაფერი რს უნდა მომხდარიყო?
-არ მჯერა რომ ალექსანდრემ რამე არ ჩაიდინა სისულელე რა თქმა უნდა
თქვა და გაიცინა
-თავი მტკიოდა და მალევე წამოვედი
-ახალი ამბავი მაქვს აბა გამოიცანი
-რა ამბავი?
-მე, ნატკა, ალექსანდრე და შენ ზაფხულში მივდივართ ჩვენს აგარაკზე
ამ სიტყვების გაგონებაზე ღრმად ამოვისუნთქე და ვუთხარი
-ძალიან მაგარია მაგრამ ალბათ ვერ შევძლებ
-აუ კაი რა!
-მაპატიე, ზუსტად არ ვიცი შეიძლება მოვიცალო
-იმედია!
გაბრაზებულმა გამომხედა მე ვერც შევამჩნიე ისე წამომივიდა ცრემლი
-რა გატირებს
-რა? თვალში ჩამივარდა რაღაც
ვუპასუხე და გავუღიმე
-სალ მე წავედი თორემ უკვე საღამოა და დავიღალე
-კაი მიდი კარგად
სალიმ გამაცილა. სახლში ავედი და აბზანაში შევედი წყალი გადავივლე და ჩავიცვი, შემდეგ პლედში გავეხვიე მე და სანდრო დივანზე მოვკალათდით ბატიბუტი მოვხალეთ და კინოს ყურება დავიწყეთ შიგადაშიგ თეონა მოვარდებოდა ხოლმე და ხელს გვიშლიდა მაგრამ ეს ბედნიერება იყო ბედნიერებაა როდესაც გყავს პატარა ესეთი ლამაზი და მსოფლიოში ყველაზე საყვარელი და.
ფილმი დამთავრდა დაახლოებით რვა საათი იყო უცებ მესიჯის ხმა გავიგე ტელეფონს დავხედე და მოწერილი დამხვდა
-შემხვდი, ალექსანდრე ვარ
მინდოდა რომ თავიდან ამომეგდო მაგრამ არ შემეძლო კიბეებზე ჩავირბინე და უნდა დამერეკა სადარბაზოსთან რომ დამხვდა მანქანით
-ჩაჯექი
-არა იყოს
-ჩაჯექი მეთქი
მეორე თქმაზე დავემორჩილე და მანქანაში ჩავჯექი უცებ მანქანა დაძრა და სრული სისწრაფით გაქანდა
-როგორ ხარ?
ვკითხე და თან ისე რომ ნერვიულობა შემეტყო
-სიცხეზე თუ მეკითხები როგორც ხედავ არაჩვეულებრივად
-ძალიან კარგი
რაღაც კაფესთან გააჩერა გადავედით და შევედით დავჯექით და მითხრა
-იმ კოცნას ვერაფრით ვივიწყებ და ცუდია რომ ეს მარტო ჩემთვის ნიშნავდა რაღაცას პატარავ
"პატარა"-ს გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა გამიარა
-ხო სამწუხაროდ მხოლოდ შენთვის ნიშნავდა რაღაცას
ვუთხარი მკაცრად და წამოდგომა ვცადე მაგრამ ხელი მომკიდა მოულოდნელად გამახსენდა მომენტი როდესაც მანქანიდან გადმოვდიოდი და შემაჩერა მაშინაც ასე მომკიდა ხელი...
უცებ რეალობაში დავბრუნდი და ისევ დავჯექი
ალექსანდრე ჩემს გვერდით გადმოჯდა და ხელი მომკიდა მინდოდა გამეშვა, მაგრამ თან არ მინდოდა უცებ ჩემსკენ წამოიწია და უცებ რაღაც თბილი სასიამოვნო შევიგრძენი ჯერ თვალებზე რომლებიც დახუჭული მქონდა, მერე ლოყაზე, და ბოლოს ტუჩებზე, ტუჩებზე ვიგრძენი ეს სითბო თანაც მეორედ, მაგრამ ეს იმაზე უკეთესი იყო და თანაც ამ კოცნამ ჩემში რაღაც გამოაღვიძა, ზუსტად არ ვიცი რა...
-ალექსანდრე ეს ძალიან სასიამოვნოა მაგრამ არის რაღაცეები რის გამოც ყველაფერი უნდა დავივიწყოთ...
ერთი სიტყვით ორი საქმე მაქვს პირველი ვიცი რომ სალის ვუყვარვარ და ეს არის პრობლემა ყველაფერს მეთვითონ ავუხსნი და მეორე...
მაგრამ ლაპარაკი შეწყვიტა ტელეფონის ხმის გაგონებაზე ტელეფონს გაკვირვებულმა დახედა და სწრაფად უპასუხა
-მაპატიე უნდა წავიდე
მითხრა და სასწრაფოდ გაიქცა...
ალექსანდრე აღარსად ჩანდა არც უნივერსტეტში, არც ქუჩაში, არც სალი ამბობდა არაფერს გარდა იმისა რომ სულ იმეორებდა ზაფხულში აგარაკზე რა კარგი იქნებაო...
__________________________________________
"ზაფხული"
მართლაც დიდი ხნის შემდეგ მანქანაში ფეხ მოტეხილი ალექსანდრე ჩაჯდა და აგარაკზე წავედით მხოლოდ ორი დღით და ბევრი ვერაფრის გაკეთება მოახერხა მაგრამ ესეც საკმარისი იყო...
"დღე პირველი"
დილით გავიღვიძე და ჩემს ოთახში მჯდარი ალექსანდრე რომ დავინახე მთლად გადავირიე სწრაფად მოვიცვი პერანგზე ხალათი და ვკითხე
-აქ რა გინდა?
თან ხალათის ქამრის მჭიდროდ შეკვრას ვცდილობდი
-მეორე საქმე რომელიც არ დამიმთავრებია, შეიძლება ეს სიტყვები ძალიან ცუდად მოგეჩვენოს, ვიცი ტელევიზიის დიდი მოყვარული არ ხარ მაგრამ როგორც არ უნდა გაგიკვირდეს მსახიობი ვარ და ჩვენს კოცნას ჩემს ფართიზე "დიდი ამბები" მოყვა
-ვიცი რომ მსახიობი ხარ მაგრამ ვერ ვხვდები რას გულისხმობ
-ჩემი ცოლი უნდა გახდე სამი წლით...



№1 სტუმარი Tika

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3

კარგიააააააა, მომწონს kissing_heart

 


№2  offline წევრი teona184

Tika
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3

კარგიააააააა, მომწონს kissing_heart

მადლობა <3

 


№3  offline წევრი კირა

გააგრძელე რაა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent