შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (თავი 14) დასასრული


16-03-2018, 17:55
ავტორი Salivan
ნანახია 3 213

მოგესალმებით მეგობრებო თქვენი დაკარგული, არაა გადაკარგული სალივანი. ამდენი ხნის შემდეგ გიბრუნდებით იმ ისტორიის დასასრულით რომელიც თავის დროზე დავდე მაგრამ ბოლო თავი წაიშალა. იმედი მაქვს გაგახსენებთ თავს და ისტორიასაც. მე უდიდესი სიამოვნება მივიღე ამდენი ხნის შემდეგ ისევ კომპიუტერთან მოკალათებით და წერით. იმედი მაქვს თქვენც გასიამოვნებთ.
პატივიცემით სალი
------------

- მერე?- დაელამებული თვალებით მიყურებს ნანუკა.
- რა მერე?- ვუბრიალებ თვალებს.
- აუ კაი რაა... ერთხელ მაინც დაგცდეს რამე რა..-მეხვეწება ყელგამოწეული.
- რა უნდა დამცდეს, ხომ არ გაგიჟდი შენ? ლენა უთხარი რა რამე.- საშველად ვუხმობ ლენას.
- ახურებ რა!- მიქაჩავს ქალბატონი წარბს - მოყევი თუ გვიყვები. თუ არადა წავედი იცოდე.- გამაფრთხილებლად მიქნევს თითს ლენა და მეც გაოგნებული შევყურებ.
- შენც ბრუტუს? - ვეკითხები გაოცებული.
- შობე აწი!- მმოძღვრავს ნანუკა და გემრიელად ეწყობა სავარძელში.
- რატო დაგკბინეო? - მისვამს პირველ კითხვას ლენა.
- აუუ ესენი ვინ არიან!- ვიცხადებ გულშეწუხებული და თვალებ დაქაჩული ვპასუხობ. - არ მივიკარე და იმიტომ!
- ნორმალურად ისაუბრე! - წარბებს მიქაჩავს მწარე.
- ამდენი ხანი ჩუმად რატომ ვიყავიო? - მორიგ კითხვას მისვამს ნანუკა.
- ერთობოდა ბიჭი და იმიტომ - ვპასუხობ მე.
- არა რა რა საძაგელი კაცია რა - ოხრავს გაღიმებული ნანუკა.
- სამაგიეროდ კაცი ვარო მაგან უნდა თქვას - აწყვეტინებს ლენა. - მიხვდე შენს დანაშაულს, მოინანიო, იბრძოლო ოჯახისთვის და ბოლოს დაღეჭო. ჰმ, რა გინდაა, იდეალურად გამოუვიდა ყველაფერი. მაგრამ ერთი ეს გამაგებინე ამ შუა ღამეს აქ რა გინდა?- მეკითხება ლენა.
- ვსჯი! - ვპასუხობ გაღიმებული.
- რისთვის? მთელი ღამე რომ იჯადოქრა და აგაყვავა იმისთვის? - გაოცებული მეკითხება ნანუკა.
- მაგისთვის არა. - ძლივს ვითქვამ სულს - რომ მანერვიულა და მეთამაშა იმისთვის. ნახოს ახლა არაფრის გამო ნერვიულობა როგორ უნდა.- ვამბობ აზარტში შესული.
- სულელი ხარ შენ. წადი და შენს ქმარს ხელები მაგრად შემოხვიე და აღარასდროს გაუშვა.- მარიგებს ლენა.
- მაცადე გოგო!- ვუქაჩავ თვალებს ლენას - ბავშვებს მოვაკითხე.
- აი კაკ რაზ მაგის გამო მოხვედი.-ალმაცერად შემომყურებს ლენა.- მშვენივრად იცი ჩვენ ბავშვებს არაფერს გავუჭირვებთ. მაგრამ გაიღვიძა შენში ეტყობა ძველმა გველმა თეონამ და აგიხვანცალდა მუცელში სიკვდილის ანგელოზი.
- რას იწყევლები შე გაუთხოვარო?- ვუბღვერ და მწარედ ვბრწკენ ლენას.
- უხხ გაგიხმეს ხელი - ჩუმად ღმუის ქალბატონი და მკლავს იზელს.
- თეოო - უცოდველი სახით იწყებს ნანუკა - ერთი რამ რომ გთხოვო შემისრულებ?
- ვაიმეეეეე, პირველი ღამის მოყოლას ნუ მთხოვ და დანარჩენზე თანახმა ვარ.- შეწუხებული ვესვენები სკამის საზურგეს.
- პირველი ღამე არა და მაქამდე რომ მოგვიყვე თქვენი ისტორია არ გინდა? მე ამ ანაკონდასგან განსხვავებით გაკვრით ვიცი თქვენი ამბვი.- თვალებით ლენასკენ მანიშნებს და ეშმაკურად მიღიმის. -თუ ვათენებთ აზრიანად მაინც გავათენოთ.
- მიდი რა თეო მოყევი რა. ხომ იცი როგორ მიყვარს თქვენი ისტორიის მოსმენა, თან ამ ცხოვრებას ჩამოჩენილსაც მოასმენინე, იქნებ ასე მაინც გაუგოს სიყვარულს გემო- მართლა გველივით გაყურებს ნანუკას და ნერვების მომშლელად იწყებს მაგიდაზე თითების კაკუნს.
- ოღონდ თქვენ არ დახოცოთ ერთმანეთი და მაგაზე გაწყენინებთ? - სასწრაფოდ ვერევი მათ შორის და სკამზე კომფორტულად ვეწყობი.
- მაშინ დაიწყე სულ თავიდან, მაგალითდ სად ნახეთ პირველად ერთმანეთი? - სწრაფად მეკითხება ნანუკა და მთელი ტანით წვება მაგიდაზე.
- ბათუმში, მამიდაჩემთან. ზაფხულის არდადეგებზე იქ ვისვენებდი ხომ გახსოვთ? სურათებში რომ გაჩვენებდით დიდ თეთრ სახლს, აი იქ დამხვდნენ იმ წელს ეს და მისი ძმაკაცები ჩმოსულები. მთელი თვით ქონდათ სახლი ნაქირავები. მე 19 წლის ვიყავი მაშინ, ის 24. ნიკაც ახლდა მაშნ, ზუსტად მახსოვს და კიდევ რამოდენიმე ძმაკაცი, იმის შემდეგ თვალით რომ არ მინახავს.
- ფუ რა მესაკუთრე და ეჭვიანი გორილა ქმარი გყავს რაა - დადებილებული ღიმილით აკომენტარებს ნანუკა.
- ჰოდა, ამხდარი წონდა სამეზობლოში თურმე ყველას თვი. სულ ფართები ქონდათ. ქეიფები და ამბები. მთელი უბნის ახალგაზრდები მათთან ატარებდნენ თურმე ყველა საღამოს. მე რომ ჩავედი დამხობილი ქონდათ უკვე ყველაფერი. პირველივე ღამე თეთრად გამათენებინეს, ისეთი ხმაური და ღრიალი ისმოდა. მახსოვს ერთი გაფიქრება კი ვიფიქრე, წავალ და დავუმტვრევ იმ ცენტრსთქო, მაგრამ მერე დამეზარა ბალიში თავზე დავიმხე და ხმაც დაიხშო.
მეორე დღეს რომ გაიგეს გოგონებმა თეონა ჩამოვიდაო, ხუთივე მოასკდა მამიდაცემის სახლს და შუადღის ორისკენ წამომაგდეს ფეხზე. იყო ერთი წივილ-კივილი და ჟრიამული. ნახევრად მძინარე მაცეკვეს გიჟებმა, მერე აივანზე გამათრიეს სარამურის ამარა და იქ დამაბზრიალეს. "უნდა შევამოწმოთ ხომ მშვიდობა გაქვს, ამ დრომდე რომ გძინავსო"
მეთქი ჩემი ყრუ მეზობლების ბრალია, სმენადაქვეითებული ხალხია გვერდით დასახლებული და ფაქტიურად მთელი ღამე გამათენებინესთქო. აივნის მოაჯირს მივეყრდენი და ზემოთ აქაჩული ვარდისფერი პენუარი უკან ხელით დავქაჩე.
- შენ არც კი იცი რა ბიჭები არიან - მიჩურჩულა ნიამ.
- ეგ არ ვიცი, მაგრამ ყრუები რომ არიან ეგ ფაქტია- გავაგრძელე მათი ლანძღვა.
- რომ გაიცნობ დარწმუნებული ვარ მაგასაც აპატიებ - თვალებ მინაბული ჩურჩულებს ნელიკო.
- თეთრად გათენებულ ღამეს, თან ამხელა გზაზე ნამგზავრი როგორი დაღლილი ვიყავი, არავის ვაპატიებ. ამეხადა წუხელ თავი და ერთი ეს მითხარით, ყოველ საღამოს ასეა?- თვალებდაწვრილებული ვეკითხები გოგონებს და ჩვეული მოძრაობით კულულებს უკან ვიყრი.
- ხო და ჩვენც სულ გადავდივართ ხოლმე. ბიჭებს მივყავართ. რომ იცოდე რა მაგარი სახლია შიგნიდან და რა სასმელები აქვთ. პლიუს გემოვნებიანი მუსიკა და გასაგიჟებელი ბიჭები. ენა ჩაგივარდება რომ ნახავ, ერთმანეთზე უკეთესები არიან. მე მაგალითდ ნიკაზე მებოდინება, ყველაზე თბილი და ყურადღებიანია.- ოხრავს ნია.
- აუუ, საბაც კარგია და ნიკაც. დიმიტრი ხომ ჩასაყლაპია, მაგრამ სანი ყველას ჯობია - ჭიკჭიკებს სოფო.
- აუუ რა გინდოდა? რატომ გამახსენე ალექსანდრე? - დაბნედილი სახით წუწუნებს ნინი - რომ ნახო რა ბიჭია. რა გარეგნობა, რა სხეული, რა თვალები, რა ტუჩები. თან რომ იცოდე როგორი ცივი ტიპია. უხეში და ირონიული, მაგნიტივითაა. მთელი ბათუმის გოგოები მაგას დავდევთ.
- ისეთი მაღალია და მხარბეჭიანი, სანაპიროზე რომ ნახო დაიშოკები, რა პრესი აქვს იცი და რა დამპლური ღიმილი. მე პირადად მადებილებს როცა მიღიმის. - გულახდილად ლაპარაკობს ტყუპისცალი.
- ყრუ და სიმპატიური? მაგარი ტანდებია- ვაგრძელებ ჩემსას ხმამაღლა - ისე ინაზებით ვითომ ბიჭი არ გენახოთ - ვუბღვერ ტყუპებს.- ამაღამაც ასე თუ იხმაურებენ ჩავუჭრი დენის ხაზს და მერე ადგნენ და თვითონ იმღერონ. - საკუთარი იდეით აღფრთოვანებული ადგილზე ვბზრიალებ და ყრუების სახლის აივნის მოაჯირზე დაყრდნობილ წელს ზემოთ გარუჯულ ინდივიდს ვამჩნევ. - ან უკეთესი- ვაგრძელებ გოგონებისკენ შემობრუნებული, რომლებიც დაშტერებულები იყურებინ ჩემს უკან. - იმ დენის ბუტკას იგივე ჩამკეტი აქვს? - ვეკითხები ნიას.
- კი. - მპასუხობს განაზებული. - უკან არ გაიხედო, ალექსანდრეა გამოსული აივანზე და აქეთ იყურება.
- ვიცი!- ვპასუხობ გაღიზიანებული მათი სახეების შემყურე.
- აუუ, როგორ გაგიმართლა თეო. ეტყობა ეგაა მაგის საძინებელი და აივანი. თან ზუსტად შენი ოთახის წინ, აივნებიც რომ ერთმანეთს შეყურებს. აუუუ,- წუწუნებს სოფო.
- აბა როგორ გამიმართლა?! არ ვიცი პირდაპირ რით დავიმსახურე ეს ბედნიერება - რატომღაც უარყოფითად ვეწყობი ჩემი აივნის მეზობლის მიმართ. - მომყევით! - ხმამაღლა გავცემ ბრძანებას და ოთხში შევდივარ. გოგონები ფეხის თრევით მომყვებიან და ფარდის მიღმა ვხედავ როგორ უთამაშებს თითებს ვაჟბატონი გოგონებს დამშვიდობების ნიშნად. უნდა აღვნიშნო მსგავსი აღნაგობის ბიჭი მართლა პირველად მაშინ ვნახე. მაგრამ ყველაზე მეტად რამაც ჩემი ყურადღება მიიპრყრო მისი დიდი და წითელი ტუჩები იყო. მაგრამ მე რის თეონა ვიყავი ეგ რომ შემემჩნია.
- რა გეშველებათ რა. ხელის დაქნევაზე რა დღეში ხართ და მაგან სახელით რომ დაგიძახოთ ალბათ ჩააკვდებით ხელში - დავგესლე დაშტერებული გოგონები. - იცით დღეს რა ვქნათ?- მოულოდნელად გავაჟღერე ჩემი იდეა - დღეს ჩვენი სამეგობრო წავიდეთ ბარში, როგორც ადრე. როგორი აზრია? - შევაცქერდი გოგონებს ეშმაკური ღიმილით და მათ საპასუხო კივილს მეც წიწკინით შევხვდი.
- თან ჩვენს ბიჭებსაც ვუთხრათ- შემომთავაზა ტყუპმა ლიზამ.
- ამათ არა?- ჩაგვეკითხა სოფო.
- არა! - ვპასუხობ მკაცრად - ეყოფათ რაც იგუგუნეს ჩემს არ ყოფნაში. ახლა ჩვენ გავერთობით და თან ძაან მაგრად.- ვაცხადებ თვდაჯერებული და გარდერობის კარებს ვაფრიალებ - აბა ვის რა გინდააათ? - ვკითხულობ ხმამაღლა და მათთვის ჩმოტანილ პარკებს ჰაერში ვაფრიალებ.
- თეოოოო - კივიან გოგონები და კაბა, მაისურ, შარვალ და შორტ მიხუტებულები "გვიყვარხარს" იმხელა ხმაზე გაკივიან რომ დარწმუნებული ვარ მთელს სანაპიროს ესმის. ჩემზე მოხვეულ მკლავებს შორის თავს ვაკვეხებ და ღია კარში მშვენივრად ვხედავ აივანზე დაყრდნობილ კისერ წაგრძელებულ "ალექსანდრეს", რომელიც მზერით ცდილობს კარში შემოძრომას. "ცნობისმოყვარე ჭორიკანა" ვამკობ გონებაში და ფეხის კვრიტ ვკეტავ კარს.
- თეონააა!- ისმის ეზოდან ნაცნობი ბღვილი და მეც სასწრაფოდ ვუსხლტები გოგონებს. ერთი ხელის მოსმით ვიცვამ პენუარზე თეთრ სარაფანს და გიჟივით ვაფრიალებ კარებს. მოპირდაპირე აივანზე ისევ ვხედავ ნახევრად შიშველ სხეულს ახლა ზურგით მდგარს, რომელიც მისი ფორმებით თვალს მჭრის, მაგრამ ვის სცალია მისთვის.
- თეონააა! - ისევ მეორდება ბღავილი და მეც ფეხშიშველი ჩავრბივარ მოხვეულ კიბეებზე. ქვემოთ ვიხედები და ხელ გაშლილ ჩემი ბავშვობის მეგობარ ნუგოს ვხედავ გაკრეჭილ ხუთეულთან ერთად.
- ბავშვებოოო- გავყვირი მთელი ხმით და ბოლო სამ საფეხურს ვაფრინდები. ნუგოც ხელებს იწვდენს და მეც პირდაპირ მათში ვუხტები.
- თეონია თხაოო- გაყვირის ძველებურად და მატრიალებს. ამ ბზრიალში რატომღაც ისევ გამირბის თვალი თეთრი აივნისკენ და ახლა ჩაცმულ "ჭორიკანას" ვხედავ მასავით ახმახ სამეულთნ ერთდ.
მოგვიანებით მამიდას გამზადებულ ცივ ყავებთან ერთად ვსხედვართ სასტავი მისაღებში და მთელი თვის გეგმებს ვაწყობთ.
დიდ მხიარულებაშ ვატარებთ მომდევნო კვირას. სხვებისთვის გასაოცრად და რა თქმ აუნდა ჩემთვის არა, თეთრ სახლში ხმაურმა იკლო. კვირის ბოლოს კი იკადრეს ჯეელებმა და მზის შუქსაც დაენახვნენ. როგორია აბა მთელი 11 ბავშვი მოაკლდა მათ ღამის ფართებს.
- ეტყობა არ ყოფნით ხალხი დროის სატარებლად - ვაკომენტარებ მათ გამოცენას ქუჩაში და ჯიუტად არ ვიყურები ზედმეტად სიმპატიური ოთხეულისკენ.- წარმოგიდგენია როგორი იქნება ამ ოთხეულის ფართი მხოლოდ ოთხი ადამიანით - ვკისკისებ ხმამაღლა და გოგონებსაც ვიყოლებ.
ისინი ჩვენს ბირჟას უახლოვდებიან და ბიჭებთნ ჩერდებიან. ღიმილით ესალმებიან გოგონებს და ინტერესით მათვალიერებენ მე. ერთი ქერაა, ცისფერთვალება, ვარდისფერი ტუჩებით. სოფის ჩურჩულით ვხვდები რომ დიმიტრია. მეორეც ღია ფერებშია ოღონდ თაფლისფერი თვალებით, ნიას კრუსუნზე ვხვდები რომ ნიკაა. მესამე კი ისე საყვარლად საყვარლად მიღიმოდა რომ მეც გავუღიმე საპასუხოდ. ჩემი ღიმილით გათამამებულმა ხელიც კი დამიქნია და ჩვენსკენ დაიძრა.
- ეგ საბაა- მიჩურჩულა უკნიდან ლიზიმ. ავტომატურად გადავიტანე მზერა მეოთხე შავთმიან ალექსანდრეზე, რომელიც საუბრით გართული იყო ნუგოსთნ. "ჭორიკანა" გავიფიქრე ჩემთვის და მისი დათვალიერება დავიწყე. უტეხად არ იყურებოდა ჩემსკენ, ის კი არა ლამის იყო ზურგი ექცია ჩვენთვის.
- ამ თავხედური საქციელებით მოგხიბლათ? - ვეკითხები გოგონებს გაღიმებული. ისინიც უმალ ხვდებიან ვისაც ვგულისხმობთ და "არაო" თავით მანიშნებენ.- არ გიცნობდეთ მაინც- თვალებს ვუწკურავ მათ და ისევ ვიღიმი - არც ისეთი მაგარი ტიპია, რომ დაიზაფრეთ- რატომღაც ვიწუნებ მართლაც და ყველაზე სიმპატიურ ბიჭს ვინც კი მინახავს მათ შორის. ვიტყოდი ზედმეტად სიმპატიურიც კი. იდეალური თავის ფორმით, აპრეხილი ცხვირით, მუქი მეტყველი თვალებით და მამაკაცური სახის ნაკვთებით. ტუჩები კი მართლაც გასაგიჟებელი აქვს, პროფილშიც კი რომ მიფანტავს აზრებს. წითელი, დიდი და ირონიულად მომღიმარი. რაო? სწრაფად ავყურებ ტუჩების პატრონს თვალებში და ვხვდები რომ ამდენ ხანს მიყურებდა. მისი ირონიული ღიმილი კი პასუხია ჩემი დაჟინებული მზერის. კარგიიი მე შენ გასწავლი ჭკუას ვიქადნები გულში.
- საზიზღარი- ვამკობ ჩუმად და ჩემს წინ აღმართულ სხეულს ავყურებ.
- მე საბა ვარ - ხელს მიწვდის ბიჭი და თბილად მიღიმის. მეც ვერ ვიკავებ საპასუხო ღიმილს და ხელს ვართმევ.
- თეონა - ვპასუხობ კეკლუცად.
- მე დიმიტრი - მარჯვნიდან მესმის ხმა და ცისფერთვალება ადონისს ღიმილით ვართმევ ხელს.
- მე კი ნიკა ვარ - სულ მიჩრდილავს წინა ხედს თაფლისფერთვალება ბიჭი და რბილად მიჭერს ხელს.
ვხვდები რომ ახლა იმ საძაგელის ჯერია, მაგრამ ის ჯერ კიდევ ნუგოსთან დგას და გაცხარებით საუბრობს.
- ძალიან სასიამოვნოა ბიჭებო. - ვუღიმი სამეულს და თავში მოსულ ახალ იდეას ვახორციელებ. - იცით რა? დღეს სამივეს გეპატიჟებით ლაშქრობაზე ტყეში. - ვთავაზობ მათ იდეას და ფეხზე წამომდგარი ქუდს ვიფხატავ თავზე. - ექვსისკენ წყაროსთან ვიკრიბებით - ვუზუსტებ დეტალებს და გოგონებთან ერთდ ნელა ვშორდები მათ. - დროებიით - ვბრუნდები მათკენ და ღიმილით ვემშვიდობები, ამ დროს კი "ჭორიკანას" გაბრაზებულ სახეს ვაწყდები. ეს კი ისე მახალისებს რომ სულ ღიღინ ღიღინით ვხვევ ტყუპებს ხელს.
- იდგეს ახლა და მიყუროს- ხმამაღლა ვაგრძელებ ფიქრს - სამაგიეროდ ისწავლის გოგონებთან მოქცევას - ვამატებ სერიოზული ხმით და აკისკისებულ გოგონებს მეც ვყვები.
როგორც მოსალოდნელი იყო, იმ საღამოს არცერთი არ წამოსულა ოთხეულიდან ლაშქრობაზე. ჩვენ კი წავედით და მაგარი დროც ვატართ.
ერთ საღამოს კითხვით გართული ვიჯექი ჩემს აივანზე გაშლილ შეზლონგზე. ხომ მითქვამ დაჟინებულ მზერას ყოველთვის ვგრძნობთქო, ხოდა რომ ვიგრძენი როგორ ამეწვა ფეხები და ნელ-ნელა ამომყვა ზემოთ, ფრთხილად ჩამოვწიე წიგნი და ვაჟბატონის თვალებს შევეფეთე. კიდევ არ ვყავდი გაცნობილი. მეც ხომ გახსოვთ როგორი მეტიჩრა ვიყავი. ხოდა წარმოიდგინეთ შეწუხებულმა თვალები ავატრიალე, წიგნი დავხურე და კარები დემონსტრაციულად მივუჯახუნე. ფარდის მიღმა დავინახე როგორ გაბრაზდა ჩემს საქციელზე. რამოდენიმე წუთი იქ იდგა და რომ მივხვდი რომ მიცდიდა, ავდექი და ქვემოთ ჩავედი. ეზოში გავედი, ჩემს პატარა მამიდასშვილს ხელი დავავლე და სასეირნოდ წავიყვანე ტყეში. ღმერთო, როგორი მეტიჩარა ვიყავი, მჯეროდა რომ გამომყვებოდა. ქუჩაში გასულმა რომ ვერ დავლანდე, გავბრაზდი რატომ არ მომდევს კუდშითქო. ავდექი და სხვა ხერხს მივმართე, თმები გავიშალე, ღიმილი ავიკარი და უფროს ბიჭ გიორგის გავუბი ლაპარაკი. ისიც აოხუნჯდა და საპასუხოდ მეც ავკისკისდი. წუთში გაიმა მათი ჭიშკრის ხმა და მეც ეგრევე დავემშვიდობე გიორგის. პატარას ხელი მჭიდროდ ჩავკიდე და სირბილ-სირბილით წავიყვანე წყაროსკენ.
- რა გველიც იყავი კარგად მახსოვს. კი არ ლაპარაკობდი დასისინებდი- ეშმაკურად გამიღიმა ლენამ და თავით მანიშნა განაგრძეო.
- ტყეში დაახლოებით 100 მეტრზე ლამაზი სკვერი ქონდათ მოწყობილი უბნელებს. წყაროსთან ერთად ულამაზეს სანახაობას ქმნიდა ეს ყველაფერი. იქ მისულს კი უნელები დამხვდნენ და ვაჟბატონის ძმაკაცები. ბიჭებთან ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ხშირადაც ვნახულობდი და ვსაუბრობდი მათთან ერთდ. მხოლოდ "ჭორიკანას" არ ვაძლევდი ჩემთან მოახლოვების უფლებას. სკვერში მისულმა მხიარულად მოვიკითხე ბავშვები და შეუმჩნევლად დავზვერე უკან გზა. ჯერ არ ჩანდა. "საზიზღარი" დავგესლე გულშ და ბავშვებს ლაპარაკში ავყევი. 10 წუთში ისიც გამოჩნდა. მე საბასთან ვიყავი საუბრით გართული და გამომეპარა. როგორც კი მოვიდა ყველას თბილად გაუღიმა და მათ შორის მეც მომესალმა. საპასუხოდ მხოლოდ თავი დავუქნიე სერიოზული სახით და ისევ საბას მივუბრუნდი. მის კალთაში მოკალათებულ იკაკოს ლოყაზე მოვეფერე და წამოვდექი. "პატარას ძილის დროა" მახსოვს რომ ვთქვი და როგორ წამოვარდა ფეხზე "გაგაცილებო" ეგრევე შემომთავაზა. გაოცებული სახით გავხედე და "არ მჭირდებათქო" მკაცრად ვუპასუხე. მერე ყველას ძალიან თბილად დავემშვიდობე და საბას სურვილს ბავშვს მე წამოვიყვან არ გამოფხიზლდესო თანხმობით შევხვდი. რა დამავიწყებს მის თვალებს, ჯერ თვის ძმაკაცს როგორ უყურებდა და მერე მე რა სახით შემომხედა. აი მაშინ მივხვდი რომ ჩემმა უარმა გაანაწყენა. ხოდა ეგ იყო და რომ დავიწყე მისი წამება, მთელი თვე ვამწარებდი. ვემალებოდი, არ ვენახვებოდი, ყოველთვის მეძებდა. მეც ამით კარგად ვერთობოდი. სადაც ვიყავი და მოვიდოდა, ორ-სამ წუთში ვდგებოდი და ვტოვებდი იქაურობას. ჩუმად საჩუქრებს მიკეთებდა, რომ გაეგო რამე მინდოდა ისე შემისრულებდა სურილს რომ ვერც მიხვდებოდი მისგან თუ იყო. მაგრამ მე რას გამომაპარებდა. სანამ ეგ გაიცნობდა იქაურებს, მანამდე ისინი უკვე წლები ჩემი მეგობრები იყვნენ. ბოლოს უკვე შოკში ვიყავი, ან დევნით არ იღლება ან ჩემი კაპრიზების ასრულებითთქო?
მაგრამ წამოსლამდე ერთი კვირით ადრე ჭკუით მაჯობა. ის და მისი ძმაკაცები სასმლით და ნაყინებით ხელდამშვენებული დამადგნენ სახლში. თურმე ბიძაჩემთან ჩაძმაკაცებულან და ქეიფი გადაუწყვეტიათ. ბიძაჩემს ჩვენთან დაუპატიჟებია და მეორე დღესვე დაგვადგნენ ესენიც. მე ეგრევე პატარას დავსტაცე ხელი მეთქი გავიყვანთქო, მაგრამ მამაიდაჩემმა დამეხმარე, მარტო ვერ აუვალ ამდენ კაცსო და მომიწია მთელი საღამო მის წინ თეფშებით ხელში ტრიალი. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ხელი წამავლო მაჯაზე ხაჭაპურებს რომ ვდგამდი მაგიდაზე. "თუ მოვკალით ეს მშვენიერი ქალბატონები წინ და უკან სირბილით ჩვენ როგორ უნდა შევირგოთ რამეო?" ჩაიწია და მის გვერდით ჩამომსვა საკუთრ სკამზე. ასადგომად რომ გავიწიე და ხელი დავქაჩე, ხელი მომხვია წელზე და მთელი ძალით დამქაჩა ქვემოთ სკამისკენ. "ა, კაციო" ბიძაჩემმა და ძალით მოისვა გვერდით მამიდაჩემი. "შენ მანდ იჟექიო" თვალები დამიქაჩა მე და მეც საბოლოოდ მოვეშვი. დარწმუნებული ვარ იფიქრა, თეონას კარგი ნაცნობიაო. ამ საზიზღარმა დამიგულა თუ არა გვერდით, ისე დამიწყო ფერება ჯერ თითებზე, მერე მკლავებზე, მერე თმებზე და ბოლოს ფეხებზე რომ კინაღამ მოვკვდი. ვერაფრით მოვიცილე მისი თითები და თავბრუსდამხვევი სურნელი. ის იყო გაქცევას ვაპირებდი რომ ბიძაჩემმა სიყვარულის სადრეგრძელო შესვა და მეც ახალი იდეა გამიჩნდა თავში. ამ ვაჟბატონმა კი განსხვავებულის ჭიქა აავსებინა და ფეხზე წამომდგარმა ადღეგრძელა "იქ, დიდი ქალაქის სიმხურვალეში მომლოდინე სიყვერული". ისე გავმწარდი რომ მეგონა ბოლი ამივიდოდა. ეს საშინელა ადამიანი თურმე ჩემთან მხოლოდ გართობის მიზნით ცდილობდა დაახლოვებას და მეტი არაფერი. მეწყინა და მეტკინა კიდეც. ამიტომ ბოლო მე წამოვდექი, ბიძიას სიტყვა ჩმოვართვი და ჭიქის შევსება მოვითხოვე.
- ხომ იცი ბიძი ეს ჩემთვის როგორი მნიშვნელოვანი თემაათქო -უტეხად შევაჩერდი ბიძაჩემს და მანაც ხმამაღალი როხროხით რატომღაც დამეთანხმა.
- მართლა პატარა ქალბატონო?- ვიგრძენი მთელი ტანით როგორ მობრუნდა ჩემსკენ ალექსანდრე და ბრაზიანი თვალებით შემომხედა. ისე მიყურებდა ერთი გაფიქრება კი ვიფიქრე ვაღიარებ ვხუმრობთქო, მაგრამ მაინც არ დავნებდი მის თვალებს.
-აჰამ- თვი უტეხად დავუქნიე და ჭიქა ავწიე.
- მაშინ გისმენთ, რაც არ უნდა იყოს თქვენს მშვენიერ ხმას მაინც გავიგონებთ - დამგესლა გაღიმებულმა და დაჟინებით დამაშტერდა. მე კიდევ სუფრას მოვავლე თვალი და მაშინ დავაფიქსირე რომ ყველა მისი მეგობარი თვალს მარიდებდა.
- იმ ადამიანს გაუმარჯოს რომელიც ერთადერთი და შეუცვლელი გახდება თქვენს ცხოვრებაშითქო. იმ ადამიანს გაუმარჯოს რომელიც ერთი სიტყვით, ერთი ჩახუტებით და ერთი ღიმილით ყველა ტკივილს დაგავიწყებს დაყველა პრობლემას მიგიგვარებსთქო. იმ ადამიანს გაუმარჯოს რომლისთვისაც დროს, ადგილს, მანძილს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და როცა ინატრებ დილის ახდენილ სიზმრად მოგევილებათქო. მე მყავს ასეთი ადამიანი და გისურვებთ თქვენც ისევე გაბედნიერდეთ ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნით როგორც მეთქო. ჭიქა ბოლომდე დავცალე და სუფრა დავტოვე. მისკენ არ გამიხედავს, არც ის გამიგია როდის ადგა და გამომყვა. საძინებელში რომ ავედი კარებთან დამეწია და ხელები დამავლო. " როგორი ლამაზიც ხარ, ისეთი ლამაზი საუბარი გცოდნიაო" ასე მითხარა და რომ დაიხარა მივხვდი კოცნას აპირებდა და სასწრაფოდ დავუხეთქე "სიყვარულიც ასეთი ვიცითქო და თუ არ გჯერა დათა კორინთელს კითხემეთქი" ეგრევე გამიშვა ხელი და ჩამომშორდა. ისე გახსოვთ რა პოპულარული იყო ჩემი დეიდასშვილი? დათას ხსენებაზე გაკანკალებდათ ხოლმე... ჰოო დათა ვუხსენე თუ არა დაიძაბა ალექსანდრე და შუბლი შემიკრა "მაგას საიდან იცნობო?" მეთქი ეგ ვადღეგრძელე წეღანთქო და რომ აიჭრა და გავარდა გარეთ იმის შემდეგ თვალი არც მომიკრავს.
მთელი კვირა ველოდი რომ გამოჩნდებოდა, სადაც მივდიოდი ყველგან ვეძებდი. და ზუსტად მაშინ მივხვდი რომ ძალიან ბევრს ვფიქრობდი ალექსანდრეზე. ზედმეტად იყო უკვე ჩემს გონებაში შემოჭრილი და გულს დაპატრონებული. და ამის გააზრებამ ძალიან შემაშინა.
მერე კი ის იყო ოქროს დაბადებისდღე რომ გადავიხადე თბილისში ჩამოსულმა. კინაღამ თავზე რომ დავიმხეთ მთელი ბარი. გახსოვთ როგორ ფორმაში გამომეცხადა საძაგელი? რომ დავინახე უკვე ვიცოდი რომ მის გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, ისე მენატრებოდა ის საძაგელი. ვითომ ჩანგალზე რომ მოყვე დათას და მალე უნდა გავიდეო.
- კედევ კარგი ზურაც რომ დაგიპატიჟე მაშინ- ახარხარდა ლენა.- თორე მაგის გარეშე კიდევ დიდხანს გაწამებდა ეგ.
- აბა გოგო - მეღიმება მე.
- სამ ჭიქაში რომ დათვრა და ეგრევე გაახსენდა რომ უყვარდი. სახალხოდ რომ შემოგფიცა ერთგულება და ახლა ჩვენი პირველი ცეკვა მაჩუქეო.- ხარხარით გადაემხო ლენა მაგიდას და ტირილამდე მისულ ნანუკას ხელი დაკრა ფეხზე.- შენ მაშინაც ასეთი გამოშტერებული სიფათით მოძრაობდი და იმიტომაც ვერ მიხვდი ვერაფერს.- დაგესლა ნანუკა და ისევ განაგრძო ხარხარი.
- მართლა ანაკონდა ხარ! უხსენებელი!- დაბღვერილმა ნანუკამ საპასუხოდაც უკბინა და ისიც მე მომიბრუნდა გაღიმებული სახით- ამის გესლობებს ნუ უყურებ, ერთხელაც იქნება ენაზე იკბენს და დავისვენებთ მერე.-თვალებტ ლენაზე მანიშნა და ახლა მან დაიწყო კაკანი.
- განაგრძე რა თეოო, ზურაზე გავჩერდით- შემეხვეწა ლენა და სავარაუდოდ კარგა სილურჯე დაუტოვა ნანუკას იდაყვზე.
- აბაა, ზურამ მიშველა მაშინ და გადამარჩინა, თორე იმ ტყუილისთვის მაგრად გამამწარებდა ალექსანდრე.
- იქნებ ახლა მაინც მითხრა სად გაქრი მაშინ მთლი საათით?- მეკითხება ნანუკა.
- არსად იქ ვიყავი ფიზიკურად. ისე კი გონებრივად მგონი უკვე აქ - ვიღიმი იმ მომენტების გახსენებისას.
- მაინც, მაინც.- არ მეშვება ნანუკა.
- არ გახსოვს? როგორ აიჭრა მაშნ ალექსანდრე. ჯერ ზურა ჩატენა სავარძელში, მე შენ გიჩვენებ პირველ ცეკვასო. როგორ წამომაგდო ფეხზე ეს ცეკვაც და დანარჩენიც მარტო მე მეკუთვნისო, ყველას გასაგონად რომ დაახეთქა. ჯერ საცეკვაოდ გამიყვანა, ვუძალიანდებოდი მაგრამ ისე მიწერდა ხელებს ვერაფერს გავხდი. ისე მქონდა მისი საქციელის გამო ნერვები დავგესლე "მეთქი ვინ მოგცათ თქვენ უფლება ჩემს პირადში რომ ერევითთქო. ახლავე გამიშვით ხელი და ბოდიში მოუხადეთ ზურასთთქო- ვიხსენებ ჩემს წარსულ გველობებს და კაკანა ორეულს მეც ვყვები ხარხარში.
- ეგ რამ გათქმევინა ქალოო- იხრჩობა ლენა.
- ძაან დამპალი ყოფილხარ თეო, მე შენ ეგეთი არ მახსოვხარ- მლანძღავს ნანუკა.
- ხოდა ეგ იყო რომ გამაქანა ვიაიპი კუთხისკენ და დამიქაჩა თვალები. იმ ზურას იქნება რომ დაგიკეცავ და მოსალოც ბარათად მოგართმევ ჩვენს ქორწილზეო. მეც ეგრევე გავაღე პირი საპასუხოდ მაგრამ ვინ გაცადა. რომ დამეტაკა მხეცივით, მთელი საათი სულს მაცლიდა მგონი- აშკარად გამოშტერებული სახით ვყვები, იმიტომ რომ ლენას დამცინავ და ნანუკას აბრწყვიალებულ თვალებს ვაწყდები.- მარტო ჩემი ხარო ეს მითხრა და ერთი საათის მერე ძალაგამოცლილი მომათრია ისევ თქვენთან.
- იქედან წაგაბრძანა ხევსურეთში და დაგღეჭა ხო? - ფაქტების დაზუსტება მომთხოვა ნანუკამ. და საპასუხოდ ჩემი და ლენას დაშტერებული სახეები მიიღო.-ხო კაი ხო.- ჩაიბურდღუნა ეგრევე.
- მე რა გითხარი შენ პირველ ღამეზე? - გაცინებული ვეკითხები ნანუკას და ვდგები - წავედი გოგონებო დავწვეთ აწი ხო?- ჩემი ადგომა და კარებზე კაკუნი ერთია.
- ჰე მოვიდა რომეო- წამოიძახა ნანუკამ.
- რომეო კი არა ატილაა ეგ- ფხუკუნებს ლენა.
- ჩუმად ხო?- ვანიშნებ ორივეს და კარებთან მივდივარ.-ვინ არის?
- მე ვარ. გააღე კარები- მესმის მისი დაძაბული ხმა.
- არ შემიძლია ალექსანდრე- ვაბრეხვებ რაღაცას და გოგონების ხელების ქნევასა და თვალების ქაჩვას ცოცხალი თავით არ ვიმჩნევ.
- გემუდარები თეონა გამიღე კარები- მესმის მისი წამხდარი ხმა და მეც ვტყდები. სულ არ მინდა მისი წვალება. მარტო ის მინდა ჩამეხუტოს და აღარასოდეს მომშორდეს.
- კარგი-ვპასუხობ ჩუმად და კარებსაც ვუღებ. ქარიშხალივით იჭრება ოთახში და კედელთან მიმწყვდევს.
- რატო წამოხვედი?- მკითხა დაძაბულმა.
- აღარ შემეძლო ასე გაგრძელება და იმიტომ- უპასუხე მოულოდნელად და ისიც გაფითრდა.
- რა არ შეგეძლო? რაზე მელაპარაკები თეონაა? ხომ აგიხსენი ყველაფერი? ხომ დაგიმტკიცე რომ არანაირი ტყუილი და ღალატი არ არსებობს ჩვენს შორის. მიყვარხარ ისევ ისე, თუმცა არა თეონა უფრო მეტადაც. ახლა უკვე ყველაფერი შეიცვლება, ვერ ვხვდები რა გიშლის ხელს?- ანერვიულებული თმებზე იტარებს ხელს და სახეს ისრესს. ჩემი საყვარელი ბიჭი მეფიქრება მის შემხედვარე და ღიმილი მეპარება ტუჩის კუთხეში.
- ოხხ თეონააა- ღმუის ჩუმად და ისევ ისე გამხეცებით მაკრავს კედელს როგორც მშინ 10 წლის უკან. ცოტა ხანში ძლივს წყდება ჩემს ტუჩებს და გაყურსული გოგონების მხარეს იხედება.- ძილი ნებისა გოგონებო. მე კი ჰაერში მწევს და მათთვის გამზადებულ საძინებელში მიმათრევს.
- სირცხვილია ლექს- ვეჩურჩულები და მის მოშორებას ვცდილობ.
- რაა სირცხვილი? რომ მიყვარხარ ის თუ რომ მინდიხარ ის? -ურცხვად მეკითხება და ზურგიდან მეკვრის.
- რამ გადაგრია ლექს რა?-ვეწუწუნები უძლურად. სწრაფად მაბრუნებს ადგილზე და გულზე მიკრავს მკლავებით. ოთახში ბნელა მაგრამ მისი შავი თვალების გარჩევას მაინც ვახერხებ. იქ კი უსაზღვრო სიყვარულს და სიფრთხილეს ვხედავ.
- შენი დაკარგვის საფრთხემ გადამრია. უშენოდ გატარებულმა სამმა თვემ და ცარიელმა სახლმა. უშენობით დამუნჯებულმა ტელეფონმა და შვილების სიცივემ. ახლა კი დიდ ბოდიშს ვუხდი შენს მეგობრებს და ჩვენი შვილების ნათლიებს, მაგრამ უსაზღვროდ მინდა შენი სინაზე შევიგრძნო და ჩემი ველური თეონა გავაღვიძო. შეიძლება?- კითხვით სავსე თვალებთ შემომცქერის და უკვე მეორედ მაძარცვავს ტანსაცმელს ისე რომ მხოლოდ გაშიშვლებული ვხვდები რომ ისინი უკვე აღარ მაცვია.
დილა კი დამაყრუებელი ხმაურით იწყება. "მამიკოოო" იმის ახლოდან და ჯერ ვიღაც სწრაფი მაბიჯებს ხერხემალზე ფეხს და მეც სიმწრისგან ვღმუი, მერე კი მეორე ბოთე მეცემა ზემოდან და საწოლში მმარხავს.
- ანდრი რას შვები მამი?- იცხადებს ალეხანდრე და სწრაფად აგორებს მისკენ ანდრიას. -ცოცხალი ხარ?- მეკითხება შეშფოტებული.
- მგონი- ვკვნესი საპასუხოდ.
- სალი მოდი მამიკოს ანგელოზო- ეძახის სალომეს და საწოლზე ამომხტარს მთელი ძალით იკრავს გულში. - ჩემი ლამაზი და ჭკვიანი გოგო. სულ დედაშენს რომ ემგვანები ციც?-ეკითხება გაღიმებული.
- ამიტომ უკვე ვდარდობ შენს მომავალზე შვილო- თანაგრძნობით სავსე სახით შევყურებ სალის. გაჩუმეულ ალექსანდრეს თვალს ვავლებ და მისი მზერის მიმართულებთ ვიხედები. იქ კი კარებში გახიდულ დიმიტრის ვხედავ.
- მოდი- საწოლში ჯდება ალექსანდრე და დიდი სიფრთხილით შეყურებს მას. დიმიტრი კი მე შემომყურებს და დაკვირვებით სწავლობს ჩემს გამომეტყველებას.
- ჩვენი დიდი ბიჭი - სიყვარულით შევყურებ ჩემს გულს და ჩუმად ვეუბნები ალექსანდრეს - დაუძახე მიდი. მაგრამ დაძახეის მაგიერ ალექსანდრე საწოლიდან დგება, ჩემს ხალათს იცვამს და დიმიტრის უახლოვდება. ხელს აწვდის ალექსანდრე და თვალებში შეყურებს, ისიც საპასუხოდ ხელს ართმევს მამას და მის გაშლილ მკლავებში იკარგება. სანამ შემიძლია თავს ვიკავებ, მაგრამ ბოლოს მაინც ხეთქავს სიცილი და მე და სალი ახარხარებულები ვასკდებით ერთმანეთს.
- რა?- ერთდროულად გვეკითხება მამა და შვილი. ჩვენც როგორც ვახერხებთ ისე მივუთითებთ თვალებითა და თითებით ალექსანდრესკენ. ჩემი ხალათი იმდენად ვიწრო და მოკლეა მისთვის რომ მის დანიშნულებას ვერც კი ვხვდებით.
- რას გავხარ მა?- კისკისებს სალომე და საწოლიდან თავზე ახტება მამამისს.
ამ დროს კი ჩემს სახლში გამაყრუებელი ხმაურია. მე კი ეს სულ არ მაწუხებს, ამაზე ბედნიერი მგონი არც არასდროს ვყოფილვარ. ახლა იცით ყველაზე მეტად რა მინდა? მეც ვისკუპო ამ საწოლიდან და მოხტუნავე ხუთეულს შევუერთდე. ამიტომ სასწრაფოდ დაგემშვიდობებით და ჩემი ოცნებების ახდენას შევუდგები ჩემს დიდ და ლამაზ ოჯახთან ერთდ.



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

როგორ არ მახსოვს იცი როგორ მიყვარს ეს ისტორიააა მახსოვს მაშინდელი ემოციები ყოველი ახალი თავის წაკითხვის დროს რომ მქონდააა, გამიხარდა დასასრული რომ დადე და შენი გამოჩენაც მიხარია იმედია იმ ისტორიასაც დაასრულებ. მე ველოდებიიი

 


№2 სტუმარი სტუმარი თეა

უმაგრესი ისტორიაა.როგორ გამიხარდა რომ დავინახე.❤❤❤❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმე უკვე არ მეგონა თუ დაასრულებდი. დღეს ნამდვილად განტვირთვის დღე მოვიწყვე და მადლობა თქვენ ყველას. დასასრული ნამდვილად კარგი იყო❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent