არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (15 თავი)
კომპანიას მივუახლოვდით,მანქნა არ იყო გაჩერებული,ისე გადმოვხტი და მიკას კაბინეტისკენ ავიღე გეზი. -რა ხდება?-ოთახში დაუკაკუნებლად შევედი და წინ დავუჯექი. -მერი...გეხვეწები არ ინერვიულო...-სახეზე ფერი აღარ ედო. -მიკა!ამოღერღე!-ცეცხლს ვგავდი. -დევიდმა...მან ჩვენი კოლექცია მიითვისა.-თქვა და თავი ჩახარა. იმ წამს ერთდროულად შემიმიტია სიბრაზემ...ზიზღმა...ავფეთქდი. -რას ნიშნავს მიითვისა?!რას!რას ქვია მიითვისა?!საიდან იცი?...მიკა ამიხსენი!ჩქარა!-ვყიროდი და მაგიდას ხელებს ვურტყამდი. -მე...არ ვიცი,დილით გავიგე...მერი გეხვეწები დამშვიდდი, მოვაგვარებთ,ადვოკატს დავურეკავ, გეხვეწები არ ინერვიულო... -რა არ ვინერვიულო?!საერთოდ გესმის ახლა რას მეუბნები?! კოლექცია ორ კვირაში უნდა იყოს მზად!ახლა რა ვუთხრა უცხოელ ინვესტორებს?!-გამოვვარდი და ჩემი კაბინეტისაკენ წავედი. -მერი,რა მოხდა?-ალექსი გზაში შემხვდა,მე ყურადღება არ მივაქციე და უთქმელად გავიარე. კაბინეტში შესულმა, რაც ხელთ მომხვდა ყველაფერი დავლეწე,გაცეცხლებული დავვარდი დივანზე და სახე ხელებში ჩავრგე. ცოტა ხნის შემდეგ კარი გაიღო და ალექსი შემოვიდა. -მერი....-მითხრა და ჩემს ფეხებთან დაიხარა. -დიახ ბატონო ალექს. -მარიამ...კარგი რაა.... -გისმენთ ბატონო ალექს. -გავიგე რაც მოხდა... -დიახ...სასწრაფოდ უნდა ვუჩივლოთ,არც მეტი არც ნაკლები ერთი საათი გაქვთ,რომ ჩემს მაგიდაზე მტკიცებულებები გაჩნდეს იმისა,რომ კოლექცია ჩემია... -მერი...მკერავები,მუშები,ყველა მოისყიდა...-თქვა მან. ეს უკვე ბოლო წვეთი აღმოჩნდა,ტელეფონი ავიღე და გამწარებულმა დავურეკე დევიდას. -დიახ ქალბატონო მერი.-გაისმა ტელეფონში დამცინავი ხმა. -შე ბებერო იდიოტო...-ჩავყვირე ტელეფონში.-როგორ გაბედე?! -შეამჩნიეთ უკვე ცვლილებები? -ინანებ...არ შეგარჩენ... -მეგონა თქვენი ახალი პარტნიორით იყავით დაკავებული და კიდევ რამდენიმე დღე ვერ მიხვდებოდით... -კოლექცია დააბრუნე და ხელს არ გახლებ...-ჩემი ხმა გველის სისინს უფრო ჰგავდა. -არა,არა ჩემო ახლაგაზრდა ქალბატონო. -იცოდე ჩაგძირავ...-დავემუქრე. -მაშინ ხელს აღარ შეგიშლი,სასიამოვნო დღეს გისურვებ.-მითხრა და გამითიშა. -იდიოტი...-დავიღრიალე და ტელეფონი კედეს მივანარცხე. -რა გითხრა? -არ აპირებს დაბრუნებას. -რა უნდა ვქნათ?-ძალიან მშვიდი ჩანდა. -აქ მხოლოდ მე ვაზროვნებ?!-არ ვიცი,რატომ მაგრამ საშინლად მომინდა ახლა ჯავრი მასზე მეყარა.—მიდი...რას მიყურებ იმუშავე! მტკიცებულებები მჭირდება! -მარიამ...დამშვიდდი.... -ბატონო ალექს,რამე გაუგებრად ვთქვი? -გეყოფა მერი,ჯავრს ჩემზე ნუ იყრი! -რა მეყოფა,ისედაც დროა ყველაფერი მორჩეს,ვერ უყურებ?! ორი დღეა ამ დაწყევლილ ტვინში არაფერი მიტრიალებს შენს გარდა!- თითით თავზე მივანიშნე.-რაღაც გამომრჩა და ახლა ხედავ სად ვართ?!-ვყვიროდი ბოლო ხმზე.-მორჩა...გვეყო...! -რა მრჩა?!-ახლა უკვე ალექსიც გაბრაზდა.-მარიამ...გეკითხები, რა მორჩა?! გამგებინე,რა უნდა დამთავრებულიყო?რა?!რა უნდა დამთავრებულიყო,როცა არაფერი დაწყებულა?!რატომ მკრავ მუდმივად ხელს?!-კარი გაიჯახუნა და გავარდა. -ჯანდაბა..ჯანდაბა...ჯანდაბა...ეს რა გავაკეთე?!-ცრემლები ვეღარ შევიკავე და ავტირდი. ორი წუთი არ იყო გასული,რომ ალექსი შემოვარდა და მაგრად ჩამეხუტა... -ალექს...მე...მაპატიე არ მინდოდა...-ვსლუკუნებდი მის მკლავებში. -ყველაფერი კარგადაა,ყველაფერი კარგადაა...მე მაპატიე,არ უნდა მეყვირა...არ იტირო რაა...-მითხრა და კისერში მაკოცა.-გეხვეწები ნუ ტირი... -რა უნდა ვქნათ?ყველაფერი წყალში ჩაიყარა,თვეებია ამ კოლექციაზე ვმუშაობ... -ყველაფერს გავუმკლავდებით,გპირდები,ასე მარტივად ვერ მომიშორებ...ახლა მე ვარ შენს გვერდით...გპირდები,ყველაფერს მოვაგვარებთ...-თმაზე მეფერებოდა და მამშვიდებდა. -დიდი ბოდიში ყველაფრისთვის,შენ როგორ გაგიბრაზდი...-ვლუღლუღებდი მე. -წამოდი,შენი საყვარელი წვენი დავლოთ.-ხელი მომკიდა და კაფეში წამიყვანა.მალე ორი ჭიქით დაბრუნდა და გვერდით მომიჯდა.მე თავი მხარზე თავი დავადე და არ მაინტერესებდა,რომ ახლა ყველა ჩვენ გვიყურებდა. -უკეთესად ხარ?-მკითხა ალექსმა. -კი,მადლობა,ბოდიში შეგაშინე... -მორჩი რაა ამ ბოდიშების მოხდას. -აბა რა გავაკეთო? -არაფერი,უბრალოდ გაიღიმე...-ისეთი სახით შემომხედა,რომ ძალიანც რომ მდომებოდა ღიმისლს ვერ შევიკავებდი.-ასე ჯობია... -დემეტრე როგორაა?-ვკითხე ქართულად. -კარგად,დღეს გამოიღვიძა.-მიპასუხა გახალისებულმა. -ღმერთო,რა კარგია!-მისი ბედნიერება მეც გადმომედო.-თავს როგორ გრძნობს? -ერთი სული აქვს,როდის ადგება და ცოლს როდის მოიყვანს.- გაეცინა. -ვეღარ ითმენს? -ვერა,ისეთი აჟიტირებულია,ამ წამს რომ უთხრა ხელი უნდა მოაწეროო, იტყვის აბა სადო. -ბედნიერია,თავისი ცხოვრების სიყვარული იპოვა. -მის გამო ძალინ მიხარია. -ბოლოს რა ქნა,გოგოს ოჯახი დაითანხმა? -კი,ყველაფერი მოაგვარა. -აუცილებლად უნდა გამაცნო ის და თავის საცოლე. -აუცილებლად.-მითხრა და გამიღიმა. ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით და წვენს ვსვამდით. -მორჩი?-მკითხა ალექსმა და მეც თავი დავუქნიე.-მაშინ წამოდი,რაღაც უნდა გაჩვენო. -რა უნდა მაჩვენო? -შენთვის საჩუქარი მაქვს. -ჩემთვის?! -ხო,წამოდი შენს კაბინეტშია, ზევით ავედით და მაგიდაზე ყუთი შევნიშნე,მის სანახავდ დავიხარე და გამეღიმა,როდესაც საჩუქარი დავინახე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.