შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (12 თავი)


14-03-2018, 03:10
ავტორი Stranger things
ნანახია 1 726

**************
ალექსი
**************
ისევ დილანდელზე ვფიქრობდი და მექანიკურად ვმოძრაობდი, კაფეში ჩავედი ყავის დასალევად და დასასვენებლად,მაგრამ ვინ გაცადა?ნიკო (კომპანიის ერთ-ერთი მოდელი) მოვიდა და დაიწყო რაღაც უაზრობებზე ლაპარაკი.
-ალექს,როგორ ხარ?-მომესალმა.
-კარგად შენ?
-კარგად....კარგად გამოიყურები.
-გმადლობ...შენც მშვენივრად გამოიყურები.-„დაიწყო " გავიფიქრე და მოვემზადე უაზრო ისტორიისათვის.
-აუუ იცი რა უნდა მოგიყვე?! გუშინდელი დღე დაქალთან ერთად გავატარე,ფილმებს ვუყყრებდით და სელფებს ვიღებდით.-არც ნიკომ დააყოვნა ჩემი წამება.
-მმმმ....
-მოიცა შენ მთავარი არ იცი შეყვარებულს დაშორდა და....-ის თავის მეგობარსა და მის შეყვარებულზე მიყვებოდა რაღაცას, მაგრამ საერთოდ ვერ ვუსმენდი,რადგან იმ წამს მერი შემოვიდა როგორც ყოველთვის,თავისი საყვარელი წვენი შეუკვეთა და ისე მიუჯდა მაგიდას ჩემსკენ არც გამოუხედავს. ანდრეა დავინახე, რომელმაც გვერძე გაგვიარა.
-გამარჯობა ანდრეა როგორ ხარ?-გამიხარდა მისი დანახვა.
-ალექს!კარგას შენ?
-კარგად.
-როგორ გაატარე შვებულება?
-კარგად,მშვენივრად.
-ოჰ მიხარია,მომიყევი...წამოდი გარეთ გავიდეთ...სუფთა ჰაერზე.
-აუუუ,ალექსსს....-დაიწყო ნიკომ და ხელები შემომხვია.-ჯერ არ დამისრულებიააა....
-შემდეგში მომიყევი კარგი?-ვუთხარი ანდრეას ხელი ჩავკიდე და გავედი.გზაში მერის თვალებს წავაწყდი,ჯერ ჩემი და ანდრეას ჩაკიდულ ხელებს შეხედა,შემდეგ მე შემომხედა და მათში წამში ცეცხლი დავინახე.წინ მიიხედა,თითქოს ორი წამის წინ ასეთი თვალებით არ მიყურებდა და მშვიდად განაგრძო წვენის დაგემოვნება.
-დაიწყე...-თვალებში შემომციცინა ანდრეამ.
-რა?-დაბნეული ვიყავი.
-როგორ გაატარე შვებულება.
-ააა...მეგობართან და მის საცოლესთან ერთად ვიყავი ქალაქგარეთ.
-შემდეგ?
-მაპატიე უნდა წავიდე საქმეები მაქვს.
-ოჰ...კარგი.-მითხრა და დამშვიდობების ნიშნად გადამეხვია.
წასვლას ვაპირებდი,როდესაც ფეხსაცმლის ხმა გაისმა დერეფანში და მერი გამოვიდა.
-უ...უკაცრავად.-„მკვლელი" თვალებით შემომხედა და სწრაფად გაგვშორდა.
-რაო?-გაშტერდა ანდრეა.
-არაფერი...არ მიქციო ყურადღება.-ვუთხარი და მერის გავეკიდე.
-მერი...-დავუძახე და ისიც წამში შემოტრიალდა.
-დიახ ბატონო ალექს რამე გნებავთ?-მკითხა სერიოზული სახით,მაგრამ მის თვალებში სწორედ ის ცეცხლი დავინახე,რაც რამდენიმე წუთის წინ.
-შენ არასწორად გაიგე...ჩვენ უბრალოდ...-დავიწყე ახსნა.
-არაფრის ახსნა არ არის საჭირო ბატონო ალექს.
-კი მაგრამ...
-თქვენ ზრდასრული ადამიანები ხართ, არაფერს არ უნდა მიხსნიდეთ...
-მერი...ისე არ იყო როგორც იფიქრე...
-გეყო!ალექს გეყო!მე რატომ მიხსნი?!შეყვარებული ვარ?მეგობარი?-გაბრაზდა.
-მერი...მე...
-თუ სხვა საქმე არ გაქვს წავალ.- მიბრუნდა და დერეფანს გაუყვა.
-სიმართლე გითხრა მაქვს.-დავეწიე და შემოვაბრუნე.
-გისმენ.
-ვერ გავიგე...ვერაფერი გავიგე...დილით ის ნაიარევები...შენ... ჩვენ...ვერაფერს ვიგებ...ერთ წუთს აქ ხარ,მეორე წუთს მიდიხარ...ვერ გიგებ...ამოუცნობი ხარ.-ვუთხარი, სახე ახლოს მივუტანე,ცხვირი ლოყაზე დავადე და მისი სუნი შევიგრძენი.
-გეყო...გეყო ისე მოქცევა თითქოს მე ყველაფერი ვიცოდე და გიმალავდე,ოთხი წელია...გესმის?ოთხი წელი რაც ვართ მარტო მე და მიკა და ამ დროს ჩნდები შენ...შენი აზრით მე მესმის რამე?!- სწრაფად წავიდა,ისე რომ სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი.
ახლა მხოლოდ ერთი ადამიანი თუ მიშველიდა,დერეფანი გავიარე და მიკას ოთახისკენ ავიღე გეზი.
-მიკა...-დავაკაკუნე და შევედი.
-ალექს?!რა მოხდა?!
-შენი აზრით?
-გადამრევთ რაა...ახლა რაო?
-რა და...მე და ანდრეა დაგვინახა ჩახუტებულები და უეჭველი სხვა რაღაც იფიქრა,გავეკიდე მინდოდა ყველაფერი დამელაგებინა და იმან უარესად ამრია.
-რაა?აბა რა უნდა ეფიქრა?გეჩხუბა?
-ოჰ...არა,ხო იცნობ„ბატონო ალექსო" და დაიწყო თქვენობით ლაპარაკი.
-დაანებე,დღეს რთული დღეა და ნერვებზეა მოშლილი.
-რატო რა ხდება.
მიკას სახე გაუნათდა და ფეხზე წამოხტა.
-ალექს...
-ხო...
-რაღაც უნდა გთხოვო.

**********
მერი
**********
სასწრაფოდ მოვშორდი ალექსს და კაბინეტში წავედი.არ ვიცი რა დამემართა,როდესაც ის და ანდრეა ერთად დავინახე,დიდი ხანია ეს გრძნობა არ გამჩენია.დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.
-არა...არა მერი,გეყო დღეს არა...არაფერს უნდა მისცე უფლება ყურადღება გადაგატანინოს.
ჩემი ნივთები ავიღე და კომპანიიდან გამოვედი,იქიდან პირდაპირ სახლში წავედი გამოვიცვალე,მოტოციკლი გამოვიყვანე და ვერც კი გავაცნობირე როგორ აღვმოვჩნდი სტარტის ხაზთან.
-შეჯიბრება თხუთმეტ წუთში დაიწყება-გამოაცხადა ვიღაცამ.
-ჯონათან.
-ლამაზი მოტოციკლია.
-ვიცი.რა გინდა?
-დილანდელ შემოთავაზებაზე იფიქრე?
-არა.
-მერი...
-არ მცალია...-ვთქვი და სათვალე გავიკეთე.
-კარგი,როგორც გინდა,მაგრამ იცოდე,რომ ბევრს კარგავ.-მიხრა და წავიდა.
გარემო მოვათვალიერე და უეცრად მიკა დავინახე.
-მიკა?!
-მოვედი...
-რა მოხვედი,დროზე ადექი და წადი აქედან.
-არა,არა გეყო!თუ არ დამემორჩილები,იმის უფლება მაინც მაქვს,რომ გიყურო.
-მიკა,ამას შენთვის ვამბობ,აქ საშიშია.
-არ ვარ მარტო.
-ვინ არის შენთან ერთად?
-იცოდე არ დაპანიკდე.
-მიკა?!
-ალექსი წამოვიყვანე.
-რა ქენი?!
-ხო რა იყო.
-მიკა!ხომ გითხარი არავის უთხრა—თქო.
-აბა რა მექნა,მითხარი იქ საშიშიაო და ვინმე ხომ უნდა წამომეყვანა.
-მერე რაღა ალექსი წამოიყვანე.ან სადაა?
-იცვამს.
-რას შვრება.
-იცვამს.მერი,მისმინე...უფრო მშვიდად ვიქნები,თუ შენს უკან იჯდება.
-არა...გამორიცხულია...შანსი არაა...ვერ დამეხმარება,პირიქით...
-კარგი რაა,დავიღალე უკვე.
-არა—მეთქი მიკა...ა რ ა!
-ღმერთო რა ჯიუტი ხარ.
-კარგი,წავედი მე და უთხარი მაგ ვაჟბატონს კარგად მოგხედოს, თორემ თუ რამე დაგემართა ჩემი ხელით დავახრჩობ.-გამეცინა.
-ხო აბა რაა...
იქვე მდგომ მანქანაზე ჩამოვჯექი და წანში ალექსიც მომიჯდა გვერდით.
-ახლა რაა?-დავიწყე მე.
-არ მაინტერესებს რა გინდა და რა არა,მოგყვები.
-ხოო?მე კი ის არ მინტერესებს შენ რა გინდა...ან საერთოდ აქ რას აკეთებ, წაბრძანდი შენს ანდრეასთან დარწმუნებული ვარ უკეთესი საქმე გექნება, ვიდრე აქ ჩემთან ერთად ჯდომაა.
-შეწყვიტე მერი!ხომ გითხარი,რომ არაფერია ჩვენს შორის და საერთოდაც,აქ იმისთვის არ ვარ,რომ ვიჩხუბოთ.
-კარგი,მაშინ არ ვიჩხუბოთ.
-არ ვიცოდი მოტოციკლს თუ ატარებდი.-სწრაფად შეცვალა თემა.- დიდი ხანია რაც რბოლებში იღებ მონაწილეობას?
-კი.
-რა არის მერი რა ლაკონური პასუხებია.
-აბა რა გითხრა?მე მერი მარშალი უკვე ხუთი წელია მოტოციკლს ვატარებ და ოთხი წელია ვიღებ რბოლებში მონაწილეობას.ასე კარგია?
-კიდე გაბრაზებული ხარ?
-რაზე?
-იცი რაზეც გეკითხები.
-რბოლა იწყება უნდა წავიდე.-ვთქვი და მოტოციკლისკენ წავედი.
-წარმატებები.
-მადლობა.რომ მორჩება პირდაპირ ვაპირებ წასვლას,მიკა მანქანაში ჩასვი და სახლში მიიყვნე.
-კარგი...ფრთხილად იყავი.-ალექსმა ლოყაზე მაკოცა და ისე სწრაფად წავიდა,რომ ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent