შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ და ქობულეთი


17-03-2018, 03:17
ავტორი truelove
ნანახია 1 333

მთელი ენერგიით და შესაძლებლობით ვუკრავ..კლავიშებს თითებს ვაჭერ სიამოვნებით ვუსმენ ჩემივე დაკრულს და ნეტარებით ვასრულებ “მთვარის სონატას”
-შესანიშნავი იყო..გამიღიმა მასწავლებელმა.
-მადლობა სერ. მეც ვეუბნები და ნოტებს ვიღებ..მაჯის საათზე ვიხედები და უნდა გავიქცე..მაგვიანდება..
-ნახვამდისს სწრაფად ვუთხარი და გამოვიქეცი მან კი მომაძახა ხვალ არ დაიგვიანოო..ერთი კლასიდან მეორეში გავრბივარ და გზაში ფორმას ვიღებ..გასახდელ ოთახში შევდივარ..სავარჯიშო ფორმას ვიცვაბ და პუანტების შეკვრით შევრბივარ დარბაზში..
-მაპატიეთ ამოვიხვნეშე და ხაზში დავდექი.
-ისევ დააგვიანეთ ჭავჭავაძე!
-მაპატიეთ მე...
-მხოლოდ იმიტომ ვიტან ამ ქცევას,რომ ნამდვილად დიდი მომავალი გაქვთ..
დანანებით ვიხედები ძირს და მასას ვუერთდები.
-მეტი ჭავჭავაძე მეტი! გაყვირის ქალბატონი ლანა და მეც დიდი მონდომებით ვცდილობ მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას..
-ისევ ფორტეპიანო?
გადმომძახა ნინამ..
-ხოო სახე დავმანჭე და რევერანსით დავასრულე.
-თავისუფლები ხართ-დაიყვირა ლანამ..-ოღონდ თქვენ არა მარიამ..მანიშნებს და მეც დამნაშავე ბავშვივით მასთან მივდივარ...დარბაზიდან ხალხი გაიკრიფა მე კიდევ მასთან მივედი.
-მარიამ,მესმის ფორტეპიანო,და ზოგადად მუსიკალური სამყარო გიყვარს,მაგრამ ბალეტს ბევრი მუშაობა სჭირდება..ყველაფერს ერთად ვერ მოასწრებ და მინდა ეს სწორად გაიგო..ბალეტში დიდი წარმატება გელის თუ შესაფერისად გააგრძელებ მუშაობას,მაგრამ ასე არამგონია ეს ყველაფერი მოახერხო.
-დიახ,გასაგებია. ვუთხარი და გვერძე გავიხედე იქ ნინა მელოდებოდა..ღმერთო როგორ მინდა ახლა მასთან ვიყო და არა აქ..ბევრი მეუბნება,რომ ამდენს ვერ გავუძლებ და რომელიმე უნდა დავთმო,მაგრამ არ შემიძლია..დაკვრაც და ცეკვაც ერთნაირად მიყვარს მათ გარეშე ვერ ვიცოცხლებ.
-კარგი,თავისუფალი ხარ..იფიქრე იმაზე რაზეც ვილაპარაკეთ..
-დიახ..ვუთხარი და გასახდელში შევედი..
-როდემდე გაქაჩავ ასე? მკითხა ნინამ.
-არვიცი ნიინ ძალიან დაღლილი ვარ..გუშინაც არმიძინია ვმეცადინეობდი თან ფეხები ძალიან მტკიოდა..
-ამდენ დატვირთვას დიდხანს ვერგაუძლებ თან აბიტურიენტები ვიქნებით მომავალ წელს და ასე ძალიან გაგიჭირდება.
-ხო ვიცი. თავს ვუქნევ და ჩანთას ვიღებ..
-წავედით? მეკითხება და კარისკენ მიდის..მეც უკან მივსდევ და შენობიდან გავდივართ..
-წამოდი გუჯა უკვე მოვიდა და მიგიყვანთ ვუთხარი ნინას მაგრამ მეგობართან მიდიოდა,რომელიც ახლოს ცხოვრობდა ამიტომ დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი..
-ვაი მარიამ ძალიან ცუდად გამოიყურები..მეუბნება გუჯა.
-ხოო ძალიან დავიღალე..ვუთხარი და ფანჯარას თავი მივადე..მან კი მანქანა დაძრა და გზას გაუდგა..გუჯა ჩვენი ოჯახის მძღოლი იყო თუმცა როგორც ოჯახის წევრს ისე ვექცეოდით..მე 17 წლის მარიამ ჭავჭავაძე ვარ და როგორც ნახეთ საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მაქვს..თუმცა ეს არავის ბრალი არარის მე მოვინდომე ასე..ცეკვა დაკვრა და სიმღერა ჩემი ცხოვრებაა..ამის გარეშე არაფერს წარმოვადგენ..არც გარეგნობით ვარ განსაკუთრებული უბრალო,მუქი ქერა თაფლისფერთვალება გოგოვარ..თუმცა ჩემთავს ტანს ნამდვილად ვერ დავუწუნებ თუ არ ჩავთვლით ფეხის თუთებს,რომელიც მუდამ დალურჯებული მაქვს..დედაჩემი ნანი ჭავჭავაძე და მამაჩემი გიორგი ჭავჭავაძე კეთილი და მზრუნველი ადამიანები არიან..მამაჩემს თავისი ბიზნესებიაქვს.დედაჩემს კი თავისი ატელიე სადაც ტრიალი უზომოდ უყვარს თუმცა ისიც ყოფილი ბალერინაა...რაუნდავთქვა მადლობა ღმერთს არ გვიჭირს..თუმცა ცუდი ის არის,რომ და-ძმა არმყავს...მე დედაჩემის და მამაჩემის სანატრელი შვილი ვარ ამიტომაც ყველანაირად ცდილობენ,რომ არაფერი მომაკლდეს..ლისზე ვცხოვრობთ კერძო 3 სართულიან სახლში რომელიც გემოვნებიანად არის მოწყობილი...მამაჩემის ფულების გამო ყველა მიიჩნევს,რომ თავშიავარდნილი ძუკნა ვარ თუმცა ამავდროულად ყველა მეტენება ეს არ მსიამოვნებს...დაქალიც არასდროს მყოლია..რათქმაუნდა ნინა ჩემი მეგობარია მაგრამ საუკეთესოს ვერ დავარქმევდი ერთადერთი ბიძაშვილი მყავდა..ისიც ჩემნაირად მუსიკით იყო გატაცებული თუმცა ის უპირატესობას გიტარას ანიჭებდა და ფორტეპიანოს ხსენებაც არუნდოდა..გუჯამ სახლის ეზოსთან მანქანა გააჩერა მოვკიდე ჩანთას ხელი.
-ჩაარტყი ხელი გამომიწოდა
-მეც ჩავურტყი და მანქანიდან გადავედი..ეზოში შესულს ჩემი ლოკი შემომახტა ლოკი ჩემი ძაღლია მალამუტის ჯიშის მამალია ოღონდ ლეკვი თუმცა მაინც დიდი ტორებიაქვს..
-ჰეი ლოკი მოვეფერა და ჩავეხუტე..მან კი დამიყეფა და ფრიზბი მომიტანა.
-მაპატიე მეგობარო,მაგრამ ძალიან დაღლილივარ ვუთხარი და გვერდი ავუარე თუმცა წინ გადმომიხტა წკმუტუნით..სხვა რა გზა მქონდა კბილებიდან გამოვართი ფრიზბი და ეზოში მოვისროლე ის კი მას გაეკიდა და უკან წამში მომიტანა..
-ყოჩაღ კარგი ბიჭიხარ..ხელი გადავუსვი და შიგნით სახლის კარი გავუღე ისიც შეტანტალდა და მეც მივყევი..
-მარიამ რაკარგია,რომ მოხვედი ახლახანს დავასრულე ვახშმის მომზადება წინ თინა შემომეგება.
თინა ჩვენი ოჯახის სიამაყე და ნათელი წერტილია მასზეა დამოკიდებული როგორ გამოვიკვებებით...ერთი სიტყვით ის ჩვენი დიასახლისია..
-მადლობა თინი,მაგრამ ძალიან დაღლილივარ..დასვენება მირჩევნია ვუთხარი და ძვლივს გახელილი თვალებით თვალი ჩავუკარი.
-მარიამ დილასაც ვერ მოასწარი საუზმე ისე გაიქეცი მითხრა თინამ.
-ხვალ აუცილებლად შევჭამ გადავეხვია და მეორე სართულზე ავედი..
-გამაგიჟებს ეს გოგო თქვა თინამ და სამზარეულოში დაბრუნდა იქ გუჯა დახვდა რომელიც უკანა კარიდან შემოსულიყო..
-რამოხდა?
-მასზე ვმერვიულობ..ნორმალურად არც კი იკვებება და ამდენ ენერგიას ხარჯავს...პრაქტიკულად ჩემი გაზრდილია ახლა კი ძალიან არმომწონს მისი სხეული..ბავშვობაში ისეთი ფუმფულა და საყვარელი იყო..საყვარელი ახლაც კია,მაგრამ რათგინდა ისე წურავენ ის მასწავლებლები ასეთი ლამაზი გოგო ჩონჩხს დამიმსგავსეს არადა როგორ მახსოვს მისი პატარაობის დღეები.
-თინა უნდა შეეგუო,რომ ის პატარა ბავშვი აღარაა და თავისი მიზნევისთვის იბრძვის.
-შენ მე ჭკუას ნუმასწავლი! ქალი გაუწყრა მამაკაცს და აივანზე ყვავილების მოსარწყავად გავიდა..გუჯამ კი ამოიხვნეშა და ყავა მოსვა.
ოთახში ასულმა ფეხსაცმლის გახდაც ვერ მოვახერხე ისე გავითიშე..ღრმა სიზმრებში ვიყავი,როცა სახლში კივილი ატყდა ერთი ალიაქოთი აიწია ვერ მივხვდი რა ხდებოდა გვერძე ლოკი მეწვა და ეძინა წამოვდექი და ქვემოთ ჩავირბინე იქ კარებში დაკრეჭილი დათა იდგა..დათა ჩემი ბიძაშვილია,რომელიც გერმანიაში იყო წასული სასწავლებლად ახლა კი 5 წლის უნახავი ჩემი სახლის კარის ზღურბლზე იდგა..
-დათააა! დავიმივლე და მაგრამ მოვეხვიე..
-მარიამ რამხელა ხარ სკაიპში ვაფშე არჩანდი ამხელა გაიცინა და ხელში ამიტაცა..
-როგორ მომენატრე! ვიკივლე და ისევ მოვეხვიე.
-ჩვენც მიგვიშვი გოგო! გაიცინა დედაჩემმა რომელიც ატელიედან დაბრუნებულიყო..დათა სახლში შემოვიდა იმდენი აჭამეს,რომ რამის გასკდა..მერე ჩემს ოთახში ავედით და საწოლზე გავიშოტეთ..
-აბა უფრო კარგად მომიყევი რა ხდება. დაინტერესებული თვალებით შემომხედა..
-რავიცი რასაც სკაიპში გიყვებოდი ის..ძველებურად რა..
-მოკლედ რა,12 წლის იყავი რო წავედი და იგივეს აკეთებდი 5 წელი გავიდა და ისევ დაღლილობისგან ჩაშავებული თვალებით დადიხარ...შეყვარებული მაინც არგყავს.
-ნწ,რა დროს შეყვარებულია ძილს და ჭამას ვერ ვასწრებ თავი გავიქნიე...სიყვარულზე ასე არასდროს მიფიქრია,ალბათ იმიტომ,რომ არავინ მომწონებია ოდნავაც კი თან ბიჭები რომელბსაც მოვწონდი მხოლოდ ფულის გამო ამიტომ ამ თემასთან დაკავშირებით გულგრილი ვარ...-შენ? შენ არგყავს?
-მეე? აბა ისეროგორ ბოლოსდაბოლოს 22 წლის ვარ და უაეყვარებულად როგორ ვივლი თავისივე ხუმრობაზე გადაიხარხარა..-კი მყავს გერმანელია.
-მერე?
-რამერე?
-სერიოზულად არფიქრობ?
-მოიცა რა! ხელი აიქნია.
-რა უნამუსო ხარ..საკუთარი ბიძაშვილი რო ასე ექცევა გოგოებს მე როგორღა უნდა ვენდო სხვა ბიჭებს.
-არც უნდა ენდო! ცხვირზე მიჩქმიტა და ჩემი ოთახის მთელ ჭერზე დაკიდებულ მანათობელ “ვარსკვლავებს” შეხედა.
-მიხარია,რომ ისეთივე ბავშვი დამხვდი როგორიც დაგტოვე..ჩუმად ჩაილაპარაკა და ხელი გადამხვია.
-ხო მეც მიხარი,რომ ისეთივე იდიოტი ჩამოხვედი როგორიც წახვედი და არა უარესი გადავიხარხარე და მოანტრებულს სხეულს მაგრად ჩავეხუტე..ასე დაგვეძინა იმას მგზავრობისგამ გადაღლილს მეკი..მეკი უკვე უამრავი მიზეზი დამიგროვდა რომელიც შემიძლია მოვიყვანო დაღლის საბაბად.
მეორე დღეს მაღვიძარამ 8 საათზე დარეკა..ფეხზე
წამოვფრინდი..სწრაფად
ჩავიცვი და
ქვემოთ დავეშვი დათა საუზმობდა მეც მივესალმე ყველას და კრუასანი შევჭამე..
-ხედავ თინი მეცმჭირდება საჭმელი საარსებოდ და ვჭამ ამიტომ არინერვიულო..
-გოგოო ნუ გამაგიჟე ერთი კრუასანი როგორ გაძღობს?! წარბები აზიდა და ჩაი მოსვა.
-დილამშვიდობისა ოთახში ნანი და გიორგი შემოვიდნენ მამას მოვეხვიე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
-აბა როგორ ხართ? იკითხა უფროსმა ჭავჭავაძემ.
-რავიცი რა გვიჭირს ამოიოხრა თინამ და გუჯას მკაცრად გადახედა,რომელიც საუზმეს ხრაშუნით მიირთმევდა.
-მოკლედ ერთი კარგი ამბავი გვაქვს ყველასთვის,თუმცა ვეჭვობთ,რომ მარიამი ვერ გაგვიგებს.
-რას გულისხმობთ?
დაეჭვებით გადავხედე.
-ვიფიქრეთ და ზაფხული მალე მოვა რაღა დარჩა მაისია უკვე..კარგი იქნება თუ ყველა ქობულეთში აგარაკზე წავალთ.
-ქობულეთში აგარაკი გვაქვს? ვიკითხე გაკვირვებულმა.
-უკვე კი. მიპასუხა ღიმილით მამაჩემმა.
-სულელო რა ვერ მიხვდი-ხელი გამკრა დათამ-მამაშენმა აგარაკი იყიდა იქნებ მიულოცო.
-რაა? მაგარია მაა გავიქეცი და ჩავეხუტე-მაგრამ ბათუმში ხო გვაქვს სასტუმრო-ბათუმი ხმაურიანია..მითხრა და ნანის ხელი ხელზე მოკიდა.
-აბა რას იტყვით!
დავფიქრდი და მივხვდი რატომაც ეგონათ რო ვერ გავუგებდი და მგონი მართლებიც აღმოჩნდნენ.
-მე ვერ წამოვალ..ვთქვი მოწყენილმა..არადა დასვენება არ მაწყენდა..
-რატომ? დათამ შემომხედა.
-ვარჯიშები,გაკვეთი...
-არა არა და არა!-შემაწყვეტინა თინამ-როგორ ბედავენ ის 30 კილოიანები,რომ ჩემს გოგოს დასვენება შეუფერხონ? დღესვე წამოვალ და ვაჩვენებ მაგათ როგორ უნდა ადამიანის ყოველდღე წამება! განრაზდა თინა.
-ძალიანაც კარგი,რომ ამ საქმეს თინა მოაგვარებს სრულაიდ ვენდობი.
-მამა ნუ ხუმრობ ის მართლა გააკეთებს მაგას.
-მარიამ მე ერთი ვიცი..დასვენება გჭირდება,გადამწვარი ხარ და ნორმაულრად ვერ იკვებები,ვერ იძინებ ნორმალური თინეიჯერის ცხოვრებით არ ცხოვრობ.
-კარგი თქვენი გაიტანეთ ხელები ავწიე და კრუასანს კიდევ ერთხელ ჩავკბიჩე..
სტუდიაში გადავრეკე და დიდი ომის მერე მაინც მოვაგვარე და გამანთავისუფლეს სექტემბრამდე,რადგან მაისი ბოლო რიცხვები იყო და სწავლაც მალე დასეულდებოდა..გამოცდების ჩასაბარებლად 5 დღით დავბრუნდებოდი შემდეგ კი ისევ წავიდოდი..დიდი ჩემოდანი საჭირო ნივთებით გავტენე..სამეცადინო წიგნების ჩადება მინდოდა მაგრამ თინამ გამომტაცა ხელიდან და სალიტერატურო მომცა მეც მეტი რამინდოდა ნაზად ჩავალაგე წიგნები და ყველაზე მნიშვნელოვანი გამახსენდა..
-მამა! კიბეებზე დავეშვი..
-ხო..
-იქ როიალი არის?
-ვიცოდი,რომ ამას მკითხავდი..არის!
-მადლობა გავუღიმე და მთელი ამალით ქობულეთში გავემგზავრეთ
წინ კი რა მელოდა არვიცოდი.


პ.ს ეს ჩემი ახალი ისტორიაა იმედიმაქვს მოგეწონათ ❤️ გთხოვ შეაფასოთ კომენტარებში თქვენს აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ❤️❤️❤️???? ეს ძალიან განსხვავებულია ჩემი მეორე ისტორიისგან ამიტომ ნუ გეუცნაურებად ❤️❤️



№1 სტუმარი სტუმარი keti

gansxvavebuli rom aris imitomaa ase saintereso :) kargi dasawyisia da imedia gagrdzelebac aranakleb saintereso ekneba, Male dadee ogond <3

 


№2 სტუმარი სტუმარი სალო

იმედია.გაგრძელებას მალე.დადებ <3 <3 <3 <3

 


№3 სტუმარი გგ

agar agrDzeleb wina istorias?

 


№4  offline წევრი truelove

გგ
agar agrDzeleb wina istorias?

ki rogor ara ubralod imas dzalian bevri wvaleba unda da magito vagvianeb xolme ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent