რაც ზაფხულში ხდება , ზაფხულშივე რჩება.. (ნაწილი 3)
მაგრამ არ დამაცადა და ხელი გამომიწოდა -გამარჯობა.. შენ მალაქია უნდა იყო. დათიმ გამაფრთხილა , რომ შენთან ფრთხილად ვიყო, თორემ გველის შხამი მოგონება და სანატრელი იქნება.. გაიღიმა და თან თვალს არ მაშორებდა. - მე ბექა ვარ. -ურცხვი.. ჩავიბურტყუნე. ნაძალადევად გავუღიმე და წამში შევიცვალე მიმიკა.. -შავგვრემანი დაა მაღალი ყოფილა, თან გამხდარი.. ჩაიცინა ელემ.. ბექას მიუახლოვდა და როგორც ჩვევია ჩაირთო .. - მე ელე ვარ და შეგიძლია ჩემთან სიფრთხილე დაივიწყო არ ვიკბინები.. სპორტ დარბაზში ცხოვრობ ასეთ ვიდზე რომ ხარ თუ გენეტიკის ბრალია? საიდან ჩამოხვედი? რამდენი წლის ხარ? - ელეეე ! იქნებ ადამიანს აცადო სხვებსაც გაეცნოს.. გადაარჩინა დათიმ ბექა , თორემ ელე ნამდვილად აღარ დაასრულებდა კითხვების აურზაურს.. - დათი ყოველთვის მზად ვარ ქალბატონის დაკითხვას გავუძლო. სპორტ დარბაზი და გენეტიიკა სრულ ჰარმონიაშია ელე. თბილისიდან ჩამოვედი და 20 წლის ვარ. ჰო ვიცი ძალიან გაინტერესებს ჩემი გული ჩიტივით თავისუფალია. გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.. ალბათ ხელი რომ არ შემეშველებინა ნაყინივით ჩამოდნებოდა ქალბატონი. - საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისი. ჩავჩურუჩულე ელეს. ლუკას გაუგია - ვიღაცას მაგონებს.. გადმომილაპარაკა. - კარგი მე უნდა დავიძინო, დღეს ძალიან დავიღალე მგზავრობით და ადამიანებით . ბექას და ლუკას გადავხედე , მერე სხვებს დავემშვიდობე და სახლში შემოვედდი. დავწექი, ყურსასმენები გავიკეთე და ბოლო ხმაზე ავუწიე scorpions-ის Follow your heart-ს. ვერაფრით დავიძინე და ფბ-ში შევედი. უცებ ამოხტა მესენჯერის ფანჯარა ლუკა: - ვიღაცას ეძინეოდა -ეტყობა შენზე ფიქრები არ მაძინებს და ღიმილის სმაილი მივაყოლე . - ვიცოდი, რომ მე ვიყავი შენი ძილის მომიზეზება.. - კი და დედამიწაც შენს გარშემო ბრუნავს - და მე შენს გარშემო აღარაფერი მივწერე. ნუთუ შეიძლება ადამიანი ასეთი თვითკმაყოფილი იყოს. აშკარად ეს და ბექა უნდა დაძმაკაცდნენ, გაუგებენ ერთმანეთს. დამთავრებული არ მქონდა და ახალი მეგობრობის თხოვნა მოვიდა. გავხსენი და რატომ არ მიკვირს, ბექა. ამას სახელიც და გვარიც ბექა აქვს ნეტა? ! დავამატე. მეგონა მომწერდა , მაგრამ ფოტოც კი არ მოუწონებია.. კიდევ ერთი მკვდარი სული ჩემს მეგობრებში. დასაძინებლად გადავტრიალი, როცა მეესენჯერის ხმა გავიგე. - ჰაჰ. ვიცოდი, რომ მომწერდა. გაკრეჭილმა ვნახე სმს, მაგრამ ელე იყო და მახსენებდა, რომ ხვალ ბუნებაში მივდიოდით. დიდი ამბავი , სულაც არ მინდა ახალი იდიოტი მწერდეს და ტვინს მიბურღავდეს. ახლა ტელეფონი გამოვრთე და ფიქრს დავნებდი.. ხიდს ძილსა და ადამიანს შორის... პირველ საათზე ელენეს ყვირილმა გამაღვიძა -რა ხდება გვბომბავენ? -ადექი და მოემზადე ხომ იცი ერთ საათში მივდივართ და შენ ჯერ კიდევ წევხარ, ვითომ არ იცოდე საუკუნე რომ გჭირდება მოსამზადებლად -კარგი რა მეც ახლა პოდიუზე გამოსასვლელად არ ვემზადებოდე, გადავიცვამ უცბად რამეს. ეს უცბად საათნახევარი გაგრძელდა და ბოლოს ყველა ჩემს სახლთან შეკრებილიყო და მალაქიას გაჰყვიროდნენ. შავი თავისუფალი შორტი და თეთრი მხრებზე გადადებული ზედა ჩავიცვი. ყელსაბამი ჩემი სახელით სულ მიკეთია, ფეხზე კედები ჩავიცვი და თმები, როგორც ყოველთვის გავიშალე.. ტუჩზე მოშინდისფრო კონტური გადავისვი მკრთალად და ტუშით ავიპრიხე ჩემი პატარა წამწამები.. ყურსასმენები ჩავიგდე მაინც.. -ყურსასმენები რათ გინდა ამდენი ვიქნებით დამებღვირა ელე. -კარგი რა ზოგჯერ მათ მოსმენას კარგი მუსიკა ჯობს.. -იქნებ ერთხელ ეგ შენი სიმკაცრე ჩამოამტვრიო - საჭიროებისამებრ აღიმართება ეს ელე.. -კარგი, კარგი წავედით .. გავედით და ყველას ჩემი მოკვლის სურვილი გადაკვროდა სახეზე. -ცოტა დამაგვიანდა, მომიტევეთ.. ზრილოისთვის მოვიბოდიშე.. -ქალბატონებს უსასრულოდ დაველოდებით -როგორი ჯელდტმენი ბრძანდები ბექა, გაებადრა ელენე. გზას გავუდექით.. ყველა ერთად ლაპარაკობდა და არავინ უსმენდა ერთმანეთს. ბოლოს ულამაზეს ადგილს მივადექით.. მაღალი ხეები მწვანე გალავანს ქმნიდნენ, იქვე ხის მაგიდა და სკამები და აქა-იქ მინდორში დაუკითხავად ამოპარული ყვავილები.. -რა სილამაზეა. ხმამაღლა მომივიდა აღტაცების გამოხატვა.. - შენსავით, ჩამჩურულა ბექამ და ხელში მოქცეული ყვავილი გამომიწოდა - მოწყვიტე? როგორ მოახერხე ?! რას ერჩოდი და რატომ მოაშორე სხვა ყვავილებს? -მოკლედ შენი მოსაწონი არაფერია ხო? ! იქნებ ყველაფრისგან დრამების შექმნაას ეცადო უკეთ გავეცნოთ ერთმანეთს და ადამიანურად ისწავლო ურთიერთოობა?! - ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. - დაინახავ. მხოლოდ ეს მითხრა და სხვებს შეუერთდა. თავი ვინ გონია? თავი რომ დამანებოს და საკუთარ თავს მიხედოს არუნდა?! ამ დროს ელემ მოირბინა და ბავშვებთან წამიყვანა. სანამ მივუახლოვდებოდით წაჭორავებაც მოასწრო - აუ გუშინ ბექას ვეძებდი ფბ-ზე და ვერ ვიპოვე. კაი ტიპია ხო? რა გამოხედვა აქვს? - მე დამამატა გუშინ და ჩაგიგდებ. - დაგამატა? მალაქია წელსაც ფორმაშია ბიჭების მოსანუსხად. გაიცინა ელემ - კარგი რა ნუ სულელობ. ფბ-ში დამამატა მეტი არაფერი. - აა და ხომ ვერ მეტყვი რატო დაგამატა შენ და არა მე ან სხვები ? - ეტყობა ვერ გიპოვა ელე. ნუ აზვიადებ ყველაფერს. - მორჩით ჭორაობას და მოდით ჩვენთან. გამოგვძახა ნიკამ.. - ჩემთან არის ადგილი. არ დააყოვნა ლუკამ. - მიდი მალაქია ლუკას მიუჯექი მკრა ხელი დათიმ. არაუშავს მალაქია უბრალოდ გვერდზე უჯდები . არ შეიმჩნიო, რომ თქვენს შორის რამე იყო.. მერე რამოხდა ხომ არ შემჭამს არა - იცით მე და მალაქია ადრე შეყვარებულები ვიყავით. დააბერტყა ლუკამ. - იქნებ სანამ პირს მოაღებ გეკითხა აზრი ? გაბრაზებულმა დავუბრიალე თვალები და წამოვდექი. - ნამდვილი იდიოტი ხარ დაუყვირა ელენემ და გამომყვა.. - რა? როდის? რატომ არ გვითხარით? ახლა რა ხდება ? მესმოდა ყველას ერთხმაში გაჟღერებული კითხვები უკნიდან.. და მხოლოდ ერთი განსხვავებული ფრაზა: - ხომ თქვა ადრე ვიყავითო? ! თანაც ეს ჩვენი გასარჩევი არ არის და როგორც ხედავთ არც მალაქიას სიამოვნებს ამაზე საუბარი. ნუ აფათურებთ ხელებს წარსულში. აშკარად ეტყობოდა გაღიზიანება ბექას ხმას.. ყურსასმენები ამოვიღე, ელეს ვთხოვე მათთან დაბრუნებულიყო და სიმღერას ავუწიე ხმა ისე, რომ სხვა ვეღარავის ხმა ვეღარ გამეგო.. ასე ვიჯექი რამდენიმე წუთი სანამ მხარზე ხელის შეხება არ ვიგრძენი... - ამ ლამაზ სახეს გაბრაზება არ უხდება - არ არის საჭირო ბექა. ძიძაც არ მითხოვია, თორე ელე არ დამტოვებდა . უბრალოდ ცოტახნით მუსიკის მოსმენა და გარშემო შემოკრული სილამაზით ტკბობა მინდა. - მიყურე და დატკბი მერე .. გამიცინა და სანამ მე ვეტყოდი რამე არაამქვეყნიურს დააყოლა -ვიხუმრე. მაგრამ მე მზად ვარ შენი ყურებით დავტკბე.. სმს-ის ხმამ გამაჩერა , დავხედე ტელეფონს, ლუკა იყო - აი ამიტომ ვთქვი დღეს ჩვენი ურთიერთობის შესახებ. უნდა იცოდნენ, რომ შენთან ახლოს მოსვლა ეკრძალებათ . - ლუკა მგონი ორი წლით უკან ხარ ჩარჩენილი და გამოფხიზლდი.. გავაგზავნე თუ არა ჩემს გვერდზე ჩამომჯდარ ბექას თავი მხარზე დავადე.. - ცოტა უხეშად გელაპარაკებოდი, მგონი ახლიდან უნდა გავიცნოთ ერთმანეთი. ზურგზე წვას ვგრძნობდი. ლუკას მზერა ატანდა ჩემს მთელ სხეულში. სისულელეს ვაკეთებდი.. გზააბნეული ვიყავი და ათას უაზრო ფიქრში მაინც და მაინც ეს ამოვარჩიე?! ... ნელ-ნელა წვა მძაფრდებოდა.. მეტად მტკიოდა სხეულიც და სულიც.. გულმა ბაგა-ბუგი ატეხა და ჩემს სახესთა ახლოს ვიგრძენი მისი სუნთქვა.. შემდეგ იყო სიტყვები, მისი მკაცრი ხმა: - უნდა ვილააპარაკოთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.