შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშობლიური კერა 2


18-03-2018, 16:43
ავტორი თამურა
ნანახია 993

როგორმე უნდა შევაჩერო მაგრამ როგორ ?! ცოტნეს დავუძახო ?ვერ მოვასწრებ . ჩუმად მივყვები და ყოველ მოსახვევში კედელს ვეფარები . ექსტრემალურ სიტუაციაში პირველად ვარ , ყურებში საკუთარი გულის ბაგა-ბუგი მესმის , შუბლზე ცივი ოფლი მასხამს და ფეხები მიკანკალებს . მაინც მივყვები . ამასობაში გოგოების შენობას გავცდით და მთავარ დამაკავშირებელ კალიდორთან მივედით . ლილეს ვეღარ ვხედავ _ კიბეებთან ჩამოვრჩი , თუმცა ერთადერთი გზა არის ჩემს წინ - გარეთ გასასვლელი და მეც იქით , აჩქერებული ნაბიჯით მივდივარ . დიდ ხის კარს მთელი ძალით ვქაჩავ მაგრამ ვერ ვაღებ , ისევ ვექაჩები , როდესაც უკნიდან ვიღაც მიდგება და კარს მიღებს .
-საით თამრო ? ყურთან მელამუნება მისი სუნთქვა , ვხდები ვინც არის . ხმაზე ვცნობ თორნიკეა. სრაფად ვბრუნდები და მისი სახის პირდაპირ ვჩერდები . სუნთქვა მეკვრის , ჩემს თვალში ეს არსება ადამიანთა იდეალურ ქმნილებად ჩანს . კარს ხელს უშვებს და მძიმედ იკეტება .მასთნ ახლოს ვერ ვჩერდები და უკან ვიწევი , თვითონაც ფეხდაფეხ მომყვება , სანამ კარს ზურგით არ ვებჯინები .
-თამრო - მეუბნება და მიღიმის . მის ტუჩებს თვალს ვერ ვაშორებ , დახვეწილად მოძრაობს ჩემი სახელის წარმოთქმისას და უფრო ლამაზად მეჩვენება , როცა იღიმის . გამოფრხიზლი ! საკუთრ თავს შემოვუძახე და უკმეხი მზერით ისევ ავხედე :
- რა ხდება ?
-საით გაგიწევია თამრო ? უფრო ახლოს წევს თავს , ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ .
-გა.. გარეთ ... გარეთ სასეირნოდ .
- ასე გვიან ? უკვე ბინდდება . ჩერდება და თვალებში მიყურებს - იცი , რაღაც მაინტერესებს შენ და ცოტნე ერთად ხართ ? მის კითხვაზე ვფიხზლები , ასეთი რამ როგორ იფიქრა !
-არაა , არაა რა თქმა უნდა , მე და ცოტნე მეგობრები ვართ , მხოლოდ კარგი მეგობრები - უარყოფის ნიშნად ხელებიც უარყოფის ნიშნად წინ აღვმართე
- ოჰჰოო ,ვიფიქრე და ვერ მივხვდი რატომ არ ვართ ერთად - იმდენად მოულოდნელი იყო მისი სიტყვები გაშეშებული ვდგავარ , არც ლილე , არც ჩემი ფაილები და აღარაფერი აღარ მახსოვს , მხოლოდ ჩემთან მოახლოებულ მის ტუჩებს ვხედავ , ცხვირის წვერით ჩემსას ეხება და თვალებში მიყურებს , თითქოს რაღაცას ეძებს , შემდეგ ვგრძნობ ეღიმება და მკოცნის . ჩემი უმოძრაობა არ აჩერებს _ ჯერ ზედა , შემდეგ ქვედა ტუჩს მიკოცნის , მკენს და ნაკბენ ადგილებზე მწოვს . თავს ვკარგავ ,თვალებს ვხუჭავ , ხელებს კისერზე ვხვევ და ჩემკენ უფრო მეტად ვიზიდავ , ვგრძნობ ჩემს საქციელზე ეღიმება , ცალ ხელს თმაში მიცურებს მეორეს კი წელზე . უკვე მთელი სხეულით ვეკვრი , ჰაერის უკმარისობა გვაჩერებს, ორივე ხმამაღლა ვსუნთქვავთ
- პირველისთვის კარგი იყო , მომავალში გავაუმჯობესებთ - მიღიმის და თავზე ხელს მისმევს , თმას მისწორებს და ისევ მიღიმის . მეც მეღიმება მის ქცევაზე , უკვე ორივე ვიცინით . მშორდება და კარებს აღებს , გარეთ გადის და ნელა კიბეებს მიუყვება . ალბათ ზედმეტად ბენიერი ვიყავი , მისი ზურგის , მხრების მოძრაობასაც კი აღფრთოვანებული ვუყურებდი . ჩემსკენ ბრუნდება - ლილეს ნახვა თუ გინდა გამომყევი -მეუნება და თვალს მიკრავს.

''ემოციური კომა''
''სული სხეულში ალმასივითაა , რომელიც დაუმუშავებლად არასდროს იბრწყინებს''
ოთახში კომპიუტერის მაგიდას მიმჯდარიყო ცოტნე . თვალები დაეხუჭა, ღრმად სუნთქავდა და საკუთარი თავის დამშვიდებას ცდილობდა . თორნიკეს მუდამ წყობიდან გამოჰყავს , მისი დანახვაც კი აღიზიანებს და უფრო მეტად მისი მზერა თამარასკენ . დღეს საუბარიც კი გაბედა მასთან , ცოტნემ კი ვერაფერი უთხრა . მისი უმოქმედობა უფრო აცხარებდა ვიდრე ნათქვამი . ვერაფრით მშვიდდება , სუნთქვა უფრო უხშირდება , სწრაფად წამოიწია სკამიდან და უჯრა გამოხსნა . იდეალური სიზუსტით დაწყობილ ფურცლებს შორის პატარა წამლის ყუთი ამოიღო და ორი აბი უწყლოდ გადაყლაპა . სარკეში თავის გასაცოდაებულ სახეს უყურებს , უფრო ფერმკრთალი და დასუსტებული ჩანს ვიდრე ჩვეულებრივ , ყვრიმალები უფრო გამოკვეთოდა , თვალები მეტად ჩასცვენოდა და სახეზე დაღლილობის ჩრდილი ეფინა . დაღლილი იყო . ყველაფრით და უფრო მეტად საკუთრი თავით . ვერიტანდა მის უმოქმედო სხეულს , უნდოდა ეყვირა, ეჩხუბა , გაბრაზებულიყო მაგრამ ისევ უმოქმედოდ რჩებოდა .
ლოგინზე ვარსკვლავის ფორმად იშლება და თვალებს ხუჭავს . უკვე მშივდად არის , გონებით თითქოს ნისლში დაცურავს , შემდეგ კი ანკესზე წამოცმული თევზივით მოგონებები ერთი მეორეს მიყოლებით ვარდება ...
'' სამშაბათია სახლიდან ორ უახლოეს მეგობრებთან ერთად მიდის სკოლისკენ , სამივე მეცხრე კლასელია . მათ შორის ყველაზე დაბალი და ტანმორჩილია . მარცხნივ მწვანე სვიტერში გამოწყობილი ყორნისფერთავა ბიჭი მოყვება , მთელი გზა შეუჩერებლად საუბრობს და სვიტრისფერ თვალებს ეშმაკურად აკვესებს , მარჯვნივ ყავისფერი თმით , მათ შორის ყველაზე მაღალი შავთვალება ბიჭი მოყვებათ ასაკთნ შეუფერეელი მშვიდი გამომეტყველებით , თუმცა ლევანის სიცილზე ვერც ის ჩერდება
-თოკო , კვირას ცოტნესთან ავდივარ და ამოირბინე შენც და ერთად ვიმეცადინოთ - გაცისკროვნებული სახით ეუბნება მწვანეთვალება
- ლევან თუ ისევ ისე აპირებ როგორც წინაზე ... არ დაამთვრა საუბარი თოკომ და მეგობარს წინა ''მეცადინება'' შეახსენა , როცა ''დისის'' დისკები მოიტანა . ამბის გახსენებაზე სამივე ისევ გულიანად იცინის , მარშუტიც მოვიდა ... შემდეგ ფერები და სახეები ერევა ერთმანეთში , უკვე მისი ოთახის აივანთან დგას და ძირს სისხლში ამოთხვრილი ლევანის დაკრნჩხულ სხეულს უყურებს , ადგილიდან ვერ იძვრის, არ იცის რა გააკეთოს , უკვე თოკოც შემოვიდა ოთახში და გაოცებულმა მხოლოდ ''რა მოხდას'' კითხვა მოასწრო აივნიდან დანახულმა ისიც ადგილს მიაჯაჭვა , წამებში გონს მოეგო და გიჟვით ცოტნეს მხრებში ჩააფრინდა '' რა გააკეთე , რა ჯანდაბა გააკეთე '' ... თორნიკეს სახე ოთახის ლურჯ ფერებშ ირევა , ახლა უკვე დაკითხვაზეა , უნდა რომ ბოლო ხმაზე იტიროს და დედას დაუძახოს მაგრამ გაშეშებული ზის . არ ესმის პროკურორის ხმა და არც ფსიქოლოგის რომლებიც დეტალებში მოყოლას თხოვენ . ბოლოს ვეღარ უძლებს. ცრემლები სკდება '' მე არმიქნია , მე ... მე... მე არაფერი ... არაფერი არ ... მართლა ... სიმართლეს ვამბობ ... ''
ლოგინზე იკრუნჩხება და ცრემლები სკდება , დიდი ხანია აღარ უტირია ... დიდი ხანია ცდილობს დაივიწყოს ყველაფერი ... დიდი ხანია მისკენ გამოშვერილი თითების დავიწყებას ცდილობს ... იცის რაც უნდა გააკეთოს, ახლაც და ადრეც , როცა ყველამ გარიყა . იცის და არჩევანი უფრო მეტად აშინებს ვიდრე შედეგი . ენანება ყველაფერი რაც კი მისი სახელის გაუთქმელად შექმნილა . საკუთარი სხეული ტანჯავს და შიგნიდან ღრნის . დაიღლა. სწრაფად დგება, ფეხშიშველი ოთახიდან გარბის და ბოლო სართულისკენ კიბეებს სწრაფად ფარავს .
უკვე საღამოა , კარგად ხედავს დამავალი მზის შუქზე ფერად ღრუბლებს , უფრო შორს საავდროდ შეხებილი ნაცრისფერი ღრუბლები მოჩანს , ჩერდება . ცას უყურებს . გრძელ თმას ქარი უწეწავს . სათვალე გაოფლილ ცხვირზე ცურდება. ღრმად სუნთქავს . სათვალეს ისწორებ , მხრებში იმართება და მყარი ნაბიჯებით წინ მიიწევს . უკვე მოაჯირს ზურგით ეყრდნობა და ძირს იხედება . საოცარი სისწრაფით ეხლება ქარი სახეში ,თითქოს მის გამოფხიზლებას ცდილობს .
არ ვიცი რამდენ ხანს დაჰყო დავჩახრილმა თუმცა საავდრო ღრუბლები უკვე მის თავზე იყო . თითქოს ელოდა ვინმე თუ მივიდოდა მის საშველად, მაგრამ არავინ ჩანდა , არიყო ეს კინო სადაც ბოლო წამებზე პოლიცია მიუსწრებდა და არც მთავარი გმირი იყო რომ გადარჩენილიყო . სანამ ამოვიდოდა მზად იყო ყველაფრის დასათმობად , საკუთარი თავისაც კი რომელსაც ვერ იტანდა , ახლა კი ყველაზე მეტად ენანებოდა სხეულთან დაშორება . იგრუხა , წვიმა დაიწყო . ცას ახედა , გაბრაზებული ყვირის მაგრამ მის ხმას ჭექა-ქუხილის ხმა ახშობს , მარჯვენა ხელში ტკივილს გრძნობს რომელიც მთელ სხეულში ელვის სისწრაფით უვლის და გავლილ მონაკვეთებს უთბობს , უცხელებს და ბოლოს სწვავს , უკვე ტკივილნარევი ხმით ბღვის , მოაჯირს ხელებს უშვებს და ვინ იცის იქნებ სადღაც შორს... ქვემოთ თუ ... ზემოთ მიდის ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent