შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაც ზაფხულში ხდება , ზაფხულშივე რჩება..(ნაწილი 5)


19-03-2018, 18:02
ავტორი judi N
ნანახია 1 714

რაც უფრო მეტად ახლოვდებოდა საღამო ხასიათი მეტად მიფუჭდებოდა. არ მინდოდა გარეთ გასვლა და მითუმეტეს ნინის გაცნობა. ხომ არაფერი დაუშავებია, მაგრამ უკვე არ მომწონდა. ასეა თურმე ყოფილ შეყვარებულთან ვერ იმეგობრებ, სისულელეა, როცა სხვას დაინახავ მასთან ან გაიგებ, რომ სხვასთან აქვს ურთიერთობა, გულის სულ პატარა კუნჭულში მიმალული, მიტოვებული იმედგაცრუება წამოყოფს თავს და მთელს სხეულში სისხლთან ერთად დაგივლის, სულს შეგიხუთავს..
მოსაღამოვდა. ნაძალადევად წამოვიზლაზნე საწოლიდან, ჩემი შავ-წითელი თმა გავიშალე და მხრებზე მიმოვფანტე.. შავი ტანზე მომდგარი კაბა გადავიცვი , ფეხზე ვერცხლისფერი ბრჭყვიალა კედი ჩავიცბი და ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს დიდი ტკივილი გავანთავისუფლე, რომელიც ჩემში კომფორტულად მოწყობილიყო.. ტელეფონი ამიფეთქეს, ბოლოს ვუპასუხე ელე იყო - სად ხარ მალაქია, როდესმე გამოაღწევ გარეთ ?
-იცი რაღაც ვეერ ვარ და არამგონია გამოვიდე.. ფეხს ვითრევდი ბოლომდე,მაგრამ ყველას ერთხმად შეძახილი მალაქია ტელეფონშიც და სახლშიც ერთნაირად შემოვარდა..
-კარგი ხო გამოვალ.. მივაბიჯებდი და ისე ნელა, რომ კუც გადამისწრებდა.. როგორც იქნა გავედი და მაშინვე თვალების ცეცება დავიწყე..
- მე მეძებ ხო? ნახე უკვე ვეღარ ძლებ უჩემოდ.. გამეკრიჭა ბექა..
-გამარჯობათ.. ნაძალადევად ამოვიკნავლე და დავჯექი.. არც ლუკა იყო და არც ნინი.. ვარსკვკავს მივაშტერდი..სულ ასე ვიცი, ამოვირჩევ ცაზე ერთ ვარსკვლავს და იმ ღამით მივისაკუთრევ ხოლმე. თითქოს ჩემი მესაიდუმლეც და გამკიცხავიც ის ხდება და სიმარტოვეს მინათებს.. მაგრამ წინ ჩრდილმა დამიბნელა ფიქრები.. უცხო გოგოს ხმა და ნათქვამი -გამარჯობა. იქვე მეორე ჩრდილიც ჩანდა, ნაცნობი ლუკას ჩრდილი... ნელ-ნელა ავხედე , საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი გოგო იყო.. გარეგნობა არ დაეწუნებოდა, ნაძალადევად მივუგდე ღიმილი
- გაგიმარჯოს..
ლუკას არც კი გავხედე, ისევ ჩემს ვარსკვლავს მივაპყარი უკვე აწყლიანებული თვალები.. თან გულში ველაპარაკებოდი -რა მჭირს? ასე რატომ მიჭირს მისი სხვასთან დანახვა?! ფიქრებიდან სმს -ის ხმამ გამომიყვანა - ჩემთვისაც აარჩიე ვარსკვლავი. ადრე არასდროს ცდებოდი, ჩემზეც ელაპარაკე იქნებ იმას მაინც დაუჯერო.. ლუკას გადავხედე, ცას უყურებდა, პასუხი არ დავუბრუნე.. ცალ-ცალკე ვიყავით , მაგრამ თითქოს რაღაც მაინც ერთმანეთს გვაკავშირებდა.
- მოდით ამის პატრონმა რა ქნას ვითამაშოთ რა.. ოხ რეზი არ შიძლება გაცუმდე და ერთხელ მაინც არ დაარღვიო სიჩუმე..
- ვითამაშოთ . აყვნენ დანარჩენებიც..
- ამის პატრონმა რა ქნას? გამოიშვირა დათიმ ხელი ჩემსკენ
- რა ქნას ჩამეხუტოს . წამოროშა ბექამ.. სხვა რა გზა იყო წამოვდექი და ჩავეხუტე, ისე მომიჭირა ხელები რამის დამახრჩო.. ვგრძნობდი ლუკას ცივ მზერას.. მის გახშირებულ სუნთქვას.. - კარგი ბექა გეყოფა.. ვუთხარი წყნარად და ადგილს დავუბრუნდი.. ახლა მე დავიხუჭე.. -ამის აპტრონმა რაქნას? გამოვიჭყიტე და დავინახე, რომ ნინისკენ იშვერდა ხელს.. -სერიოზულად? რისთვის მსჯიან ესენი?! ჩავიბურდღუნე .. - რა ქნას და თავი მოიკლას.. ყველა გაკვირვებული მიყურებდა.. ხოო კარგით ვიხუმრე ლუკას გაარტყას.. აი ასე მოუხდება ორივეს..
ვინაიდან ლუკას გვერდზე იჯდა ადგომა არ მოუწია.. ისე ნაზად მოუსვა თითები ლოყაზე, თითქოს დარტყმა კი არა მოფერება მეთხოვა..
- როგორი კეთილი ხარ, დავდნი ნინი ..
- შენ კი როგორი ბოროტი ყოფილხარ მალაქია.. გამიცინა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩემი სურვილის პირველი ვერსია ჯობდა..
- ამის პატრონმა რა ქნას? გაიშვირა ხელი ლუკასკენ..
- იმღეროს
- ახლა ნამდვილად დავყრუვდებით.. ჩემთვის ჩავილაპარაკე, მაგრამ სიცილი ხმამაღლა მომსვლია და ლუკასაც გაეცინა.. ბოლოს სულ ყველა გაჩერდის ვყვიროდით..
- ამის პატონმა რაქნას? ისევ ნინისკენ გაიშვირა ხელი დათიმ და თან თვალი ჩაგვიკრა..
- მაკოცოს.. შეპარული ღიმილით გამოაცხადა ..
მაკოცოსო? ! ყურებში რამდენჯერმე ჩამესმა მისი ეს სიტყვა, გავშეშდი .. ლუკა ჩემსკენ წამოვიდა ვერ ვხდვებოდი რა ხდებოდა, მაგრამ ნინი წამოხტა და ლუკას ტუჩებზე დადნა.. ეს წამი უსაშველოდ გაიწელა.. ვუყურებდი დაა ყველა მოგონება ერთად გადამეშალა.. მისი კოცნა გამახსენდა და ტუჩებზე მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი.. სისლი ამიდუღდა, თითქოს ერთიანად ავცახცახდი, მაგრამ მალევე ჩამომემსხვრა მოგონებები თავზე ..
- შენ? მე, მე მეგონა ბუტბუტებდა ლუკა, მაგრამ არ დაამთავრებინეს.. შეძახილები დაიწყებს ბავშვებმა..
- ისე შემდეგში გაითვალისწინეთ, რომ ლოყაზე კოცნა იგულისხმება ხოლმე, გაიცინა ელენემ..
ლუკას თვალი არ მოუშორებია ჩემთვის , მეც მას ვუყურებდი და ჩვენი მზერა ერთმანეთში ატანდა.. ძალა არ მეყო და თვალი ავარიდე.. ტელეფონში დავიწყე ნერვიულად ფათა-ფუთი , როცა ლუკას სმს ამოხტა - მე შენ მეგონე, მაპატიე.
- ძალიან უხდებით ერთმანეთს. ღიმილის სმაილით დავუბრუნე პასუხი.
- სიცოცხლეს დავთმობდი მის მაგივრად შენი ტუჩები, რომ ყოფილიყო მალაქია.
აღარაფერი მივწერე. ძალა მოვიკრიბე და იქ მყოფეებს გავუღიმე .
- ხვალ მდინარეზე წავიდეთ რა.. წამოიყვირა ნინიმ.
- მალაქიას წყლის ეშინია. არ დამაცადა პასუხი ლუკამ..
- მერე მალაქია დარჩეს . არდააყოვნა ნინიმ
- ნინი დაფიქრდი რას იტყვი , მის გარეშე ჩვენ არსად მივდივართ.. სხვებიც აყვნენ ლუკას .
- არა, წადით . გაბრაზებულმა ვუთხარი და გავაჩერე ყველა
- მალაქია ! სისულელეს რომ ამბობ თუ ხვდები? გადმომიბღვირა ელენემ..
- მე დავრჩები მალაქიათან. კმაყოფილმა გადმომხედა ბექამ..
- არა ! წამოვარდა ლუკა და სანამ რამე უარესს იტყოდა და გააკეთებდა მე დავასწარი - კარგი მეც წამოვალ.. ყველა გაკვირებული მიყურებდა ..
- არარის საჭირო, ძალას არ გატანთ სავალდებულოდ მითხრა ნინიმ..
- საყვარელო, ძალიანაც რომ გინდოდეს ძალას ვერ დამატან. ამას ჩემი მეგობრების გამო ვაკეთებ .. კარგით ახლა შევალ გვიანია. არდავემშვიდობე არავის, ავდექი და სახლში შემოვედი..
გულის ამრევი მასკარადი.. ვბურტყუნებდი და თან ტანსაცნმელს ვიხდიდი...ნაძალადევი ღიმილი ჩამოვიხსენი სახიდან და დავწექი.. ვცდილობდი არ მეფიქრა.. ბექამ დამირეკა - მალაქია, ხვალ მინდა იქ ლამაზ ადგილას რაღაც გითხრა.. -კარგი ბექა. მაგრამ დაფიქრდი რას მეტყვი.
- ვნახოთ , ვნახოთ . არ გინდა რამე მომიყვე შენზე?
- ბექა , ბოდიში ძალიან მეძინება.
- კარგი საყვარელო ძილინებისა.
- ძილინებისა.. აღარ ვაცადე აღარაფრის თქმა და გავუთიშე.. მაგრამ ისევ ზარი გაისმა. - ბექა რამის თქმა დაგავიწყდა?
- მინდოდა შენი ხმა გამეგო და ისე დამეძინა, მაგრამ აშკარად სხვას ელოდებოდი. ლუკას ხმაში ბრაზი იგრნობოდა. სიტყვებს ძლივს ამბობდა ..
- ლუკა?!
- იმედები გაგიცრუვდა?
- გამახსენდა როგორ კოცნიდა ნინის.. ყველაფერი თვალწინ დამიდგა .. ვიცოდი რომ სხვა რამის გამო მეკითხებოდა, მაგრამ მე ამ ყველაფრის გამო ვუპასუზე- კი, გამიცრუვდა..
- მალაქია..
- ჰო
- მე შენ .. სანამ მესამე სიტყვას იტყოდა გავუთიშე.. თვალები დავხუჭე, მაგრამ ცრემლები ვერ შევაკავე.. მძულდა და თან ვხვდებოდი, რომ ამ სიძულვილში სიყვარული მეტად ღვივდებოდა..
სმს ხმამ მაიძულა თვალების გახელა - მიყვარხარ.
ასეთია ყოველთვის ამთავრებს სათქმელს.. ვეტყვი და გაჩერდება ეს გული, ლამისაა რომ ამომივარდეს.. მეც- თქო მივახლი და დავისვენებ.. ჩათის გახსნა დავაპირე, როცა ფოტო ამოვარდა.. ნინი და ლუკა იყვნენ.. ფოტოს წარწერა ახლდა -ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარული ხარ ..

მაინტერესებს თქვენი აზრი <3 მიხარია, რომ ხართ ისეთები ვინც კითხულობთ და მოგწონთ ან არ მოგწონთ.. ვცდილობ არ დავაგვიანო დადება .. სიყვარულით თქვენი ჯუდი ნ



№1 სტუმარი ანუკა ♡

როგორც ტოველთვი აქვ ვარ ^^ აი ძაან მაგარია საუკეთესო ხარ სიტყვები არ მყოფნისს ხვაალ დადე შემდეგი რა გთხოვ ჩემი ლუკა და მალაქია ძაან საყვარლები არიან ამ ნინისს გავწიწკნი და მივაყოლებ ბექასაცც შენ ხარ საუკეთესო მიყვარხარ ძააან და მალე დადე რა გთხოვვ აიი ძაან მაგარიაა რავთქვა სხვა სიტყვები ზედმეტია ^^ ♡♡♡♡♡♡

 


№2  offline წევრი judi N

ანუკა ♡
როგორც ტოველთვი აქვ ვარ ^^ აი ძაან მაგარია საუკეთესო ხარ სიტყვები არ მყოფნისს ხვაალ დადე შემდეგი რა გთხოვ ჩემი ლუკა და მალაქია ძაან საყვარლები არიან ამ ნინისს გავწიწკნი და მივაყოლებ ბექასაცც შენ ხარ საუკეთესო მიყვარხარ ძააან და მალე დადე რა გთხოვვ აიი ძაან მაგარიაა რავთქვა სხვა სიტყვები ზედმეტია ^^ ♡♡♡♡♡♡

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩემი მკითხველი.. ვეცდები დავდო ხვალ და არ გალოდინო..ოქროს გოგო მყავხარ შენ !!! <3

 


№3  offline წევრი svetlana111

კარგია მაგრამ პატარააა :) kissing_heart

 


№4  offline წევრი judi N

svetlana111
კარგია მაგრამ პატარააა :) kissing_heart

ვფიქრობ, რომ ყოველდღე დადება ჯობს დღეები ლოდინს და ამიტომ ვერ ვახეხებ ცოტა მოზრდილის დადებას . ვეცდები გამოვასწორო <3

 


№5 სტუმარი ანუკა ♡

judi N
ანუკა ♡
როგორც ტოველთვი აქვ ვარ ^^ აი ძაან მაგარია საუკეთესო ხარ სიტყვები არ მყოფნისს ხვაალ დადე შემდეგი რა გთხოვ ჩემი ლუკა და მალაქია ძაან საყვარლები არიან ამ ნინისს გავწიწკნი და მივაყოლებ ბექასაცც შენ ხარ საუკეთესო მიყვარხარ ძააან და მალე დადე რა გთხოვვ აიი ძაან მაგარიაა რავთქვა სხვა სიტყვები ზედმეტია ^^ ♡♡♡♡♡♡

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩემი მკითხველი.. ვეცდები დავდო ხვალ და არ გალოდინო..ოქროს გოგო მყავხარ შენ !!! <3

მადლობაა შენ ასეთ მითხრობას რიმ წერ

 


№6  offline წევრი khatia khatia

მაგარია დზაანნ მომეწონა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent