შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

DID _ წყევლით შებოჭილი 1


19-03-2018, 21:14
ავტორი თამურა
ნანახია 878

ნათია მხოლოდ ერთი ადამიანი იყო , მაგრამ არა მხოლოდ ერთი პირი . მასთან შეხვედრისას ვერაფერს შეამჩნევდით თუ მიჩვეული არ იყავით მის '' მრავალმხრივობას'' . ხშირად შეხდებოდით ნათიას სხეულში მოხუც ქალს , რომელსაც ნათიას პლუს ერთ ზომა სათვალეზე მეტი ჭირდებოდა მის გონებაში, თუმცა რეალურად ნათიას სხეულიც აკმაყოფილებდა და მასთან ერთად პლუს ერთი ზომაც . შეიძლებოდა ყმაწვილ კაცსაც კი შეხვედროდით ნათიას სხეულით , რომელსაც ყოველ ღამით ბარებსა , თუ უფრო ბინძურ და ბნელ ადგილებში მიესვლელებოდა . ხშირად შეხვდებოდით სწორედ იმ ბარებში ჩვეულებისამებრ მიმავალი ნათიას სხეულსაც , რათქმაუნდა არა რეალურ ნათიას ,არამედ თავაშვებულ და ქარიზმატულ ნათიას , რომელსაც თვალს ქალიც კი ვერ აუქცევდა . კიდევ ბევრი ''პირით'' შეხვდებოდით ნათიას. ახლოდან , რომ იცნობდეთ მაგრამ... სწორედ , რომ მაგრამ ... ნათიას არავინ იცნობს ახლოდან , ალბათ საკუთარ თავსაც კი არ იცნობს ახლოდან. ამდენი ''პირის'' მქონე სხეულის თუ გონების გამო . ალბათ საკუთარი თავის სასწავლებლადაც კი არ ჰქონდა დრო დარჩენილი ... და მაინც ვინ იყო ნათია ? ჩვეულებრივი გოგო , რომელის მსგავსაც ქუჩაში ყოველდღე წააწყდებით მაგრამ თვალსაც კი არ შეავლებთ , საშუალო სიმაღლით და ჩამოსუსტებული სხეულით . სახეზე მუდამ მიტკალის ფერი ედო , ამოღამებული თვალები და მაინც ბავშობის სიმსუქნისგან შემორჩენილი ლოყები , რომელიც ზამთარში ყინვების დროს უწითლდებოდა .ღია თაფლისფერი თვალები და გრძელი კუპრისფერი მუდამ აჩეჩილი თმა , რომელიც ალბათ წლებია არ შეუჭრია ( ვინც იცის იქნებ არც დაუვარცხნია) . ასეთი იყო ნათია , მხოლოდ ის იყო ასეთი და სხვა არავინ, მაგრამ ამ სხეულს ხომ კიდევ ათობით სხვა ''პირიც '' იკავებდა.

-ავადმყოფია ? პირდაპირ ვეკითხები ჩემს გვერდით მდივანზე ჩამომჯდარ ვახოს და თავს მეზობელი სახლის აივანზე გამოსული გოგოსკენ ვუქნევ .
- ვინ იცის , მგონი უფრო გიჟია - სიცილით მპასუხობს და თვითონაც გოგოს უყურებს . სამი დღეა ვახოსთან სოფელში ჩამოვედით და ჩემი დაკვირვების სფერო გახდა ჩვენს მეზობლად ყოველ სისხამ დილით აივანზე მოსიარულე გოგო . - ამბობენ , წლებს წინ საოცრად ჭკვიანი ბავშვი იყოო - აგრძელეს ვახო და ინტერესით ცალ მხარეს მისკენ ვიბრუნებ და კომფორტულად ვჯდები - მეც მახსოვს, ჩემზე უმცროსია და მაინც ჩემზე ადრე დაასრულა სკოლა ისე , რომ არც ერთხელ დამინახავს სკოლის სიახლოვეს . დედამისი სანამ ცოცხალი იყო ყველგან ძალით ატარებდა , მაგრამ ვერსად ჩერდებოდა . ათას ოლიმპიადებშ გაყავდათ და მგონი ბოლოს სულ გაგიჟდა ან თავიდანვე გიჟი იყო , ხომ იცი ჭკვიანები ცოტა აფრენთ - საჩვენებელი თითი ჩემსს საფეთქელთან მოაქვს ჩემი ''სიგიჟის'' ნიშნად , მეც მეცინება მასთან ერთად და ისევ გოგოსკენ ვიხედები . გრძელმკლავიანი ზედა და გრძელი ქვედაბოლო აცვია , ფეხზე შორიდანაც კი ვხედავ მის ჭყეტელა წინდებს , რომელიც საზაფხულო ფლოსტებში გაუყრია და აივანზე სარეცხის კალათით დაჩლატუნობს , თანაც ყოველ ჯერზე სასაცილოდ იწელება და ცდილობს თოკს მიწვდეს . ''საყვარელია'' გონებაში გამიელვა და ჩემს სისულელეზე ჩამეცინა . -მოგეწონა ? ახლოს მიჩოჩდება ვახო და პატარა ბავშვივით აღტკინებული მიყურებს .
-შენც ხომ არ გაგიჟდი ვახუშტ - მხარს ვკრავ და ფეხზე ვდგები
-რა იყო ბიჭო , პირველად რომ ვნახე მეც მომწონდა ბავშვობაში, მგონი დიდი ხანია გოგოები არ გინახავს და ხო არ დავრეკო ? -სწრაფადვე დგება ისიც ფეხზე და ტელეფონს იმარჯვებს. მართალია , დიდი ხანია რაც გოგოები არ მინახავს , ამიტომ თავს მეც ღიმილითვე ვუქნევ , ერთხელ კიდევ ვიხედები გოგოსკენ , თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ და აბანოსკენ ვიღებ გეზს .
ფეხზე სწრაფად ვდგები და აივანზე გავდივარ . ღრმად ვსუნთქავ და დაბინდული მზერის გაწმენდას ვცდილობ . რამდენიმე მეტრის მოშორებით მეზობლის ფანჯარიდან ფარდებიდან ყვითელი შუქი იფრქვევა. ვერაფერს ვხედავ, მხოლოდ სწრაფი ჩრდილების მოძრაობას, შემდეგ კი ვიღაც ჩნდება ფანჯარასთან,თავზე უზარმაზარი გორგალი აქვს წამომცმული და ჩრდილში ლამაზ პროფილს აჩენს .ის გოგოა გონებაში მივლის . გოგონას ხელები მხრებისკენ მიაქვს და რაღაცას შლის ჩრდილზე . ''პირსახოცი'' მიელვებს თავში . პირსახოცი ქრება ჩრდილიდან და თითქოს ზღუდეს გადმობიჯებული პატიმარივით ჩრდილში ამოზვინთული მთები გამოჩნდა . დაჰიპნოზებული ვუყურებ და ვგრძნობ მალე ნერწყვიც გადმომივა . გოგო მალევე უჩინარდება ფარდის მიღმა და შუქიც ქვრება .მე ისევ დიდხანს ვუყურებ ფანჯარას , იმედით , რომ რამეს დავინახავ და როცა ჩემს ფიქრებს ვიაზრებ გიჟივით მეცინება ,გარყვნილ თინეიჯერს ვადარებ თავს, დეიდას ფანჯარას რომ უთვალთვალებს , ისევ მეცინება და ოთახში ვბრუნდები . ფიქრებით კი ისევ ფარდის მიღმა არის ჩემი გონება .
ორი დღე ასე გრძელდებოდა ჩემი დაკვირვება 'გიჟ'' მეზობელზე მანამ სანამ ერთხელაც გზაში არ წავაწყდი . აი როგორ მოხდა ჩვენი პირველი გასაუბრება :
ღამით აუტანელმა სიცხემ გამაღვიძა , სახლში ვერ მოვისენე და ფეხით გასეირნება გადავწყვიტე . კაპიშონი მოვიცვიცვი და ჩიხში ქვაფენილს ჩავუყევი . სასიამოვნო ცივი სიო უბერავდა და არც ავჩქარებულვარ , რაღაც მხრივ თითქოს რომანტიულ განწყობაზე გადავერთე _ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა , ფერადი ქვების მოზაიკა ფეხქვეშ , უზარმაზარი ხეები , უფრო მისტიკური იყო ყველაფერი ვიდრე რომანტიული . ამ ფიქრებით გართულმა გვიან შევაჩნიე მეზობლის ჭიშკართან ოთხად მოკეცილლი სხეული , რომელიც ჩემთვის გაუგებარ ენაზე საკუთარ თავს ესაუბრებოდა . ცივმა ოფლმა დამასხა და ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი .
-კარგად ხართ ? ვკითხე და უფრო ახლოს დავიხარე მისი სახის დასანახად , ჩემი ხმის გაგონებისას მკვეთრად ასწია თავი და ჩამოშლილი თმების ქვეშ , შორიდან ნახული, გიჟი მეზობლის სახე ვიცანი . შევკრთი . ჩემს რეაქციაზე თავისუფლად იღიმის და წამოდგომას ცდილობს .
-კარგად ხართ ? ვეკითხები ისევ და წამომდგარს თვალს ვაყოლებ . მოკლე , მუხლს კარგად აცდენილი მწვანე გამოყვანილი კაბა აცვია , მაღლები გახდილი აქვს და მხრებამდე ძლივს მწვდება , დახურული გული აქვს კაბას და მაინც თვალში მხვდება ღია ფერზე ამოწველილი მთები . თვალს სწრაფად ვაშრებ მაგრამ გვიანია . შემამჩნია როგორ ვაკვირდებოდი და გვერდულად ჩაიცინა . რატომღაც ასეთი არ მეგონა მეზობელი . რატომღაც ყოველთვის ჩუმი , სადა და უემოციო წარმომედგინა , მაგრამ ... იმედგაცრუება ვიგრძენი უეცრად .
-თუ კარგად ხართ მე წავალ ,, ვეუბნები , ბოლოჯერ ვავლებ თვალს და ვბრუნდები .
-ბაკა! ისეთი ცივი ხმა მომესმა ადგილზევე გავიყინე . ჩემს წინ დგება და თვალებში ქვემოდან მიყურებს.ღმერთო , გონს დავკარგავ ... კისერში ხელს ვავლებ და ჩემსკენ ვიზიდავ , უხეში და ცივი ტუჩები აქვს , მაგრამ ჩემსაზე ვგრძნობ როგორ დნება და რბილდება ,თვითონაც მყვება კოცნაში. მეორე ხელს წელზე ვავლებ და ვწევ . ასე უფრო კომფორტულია და ბოლოს ჩემს ხელში ნაჭრის თოჯინასავით მოეშვა. ვიგრძენი თუ არა უკან დავიხიე . ჩემს ხელებში გულწასული გიჟ მეზობელი იწვა .
წარმოიდგინეთ ვიღაცას კოცნიდე და ხელში გულწასული ჩაგესვენოს .
''სიამოვნებისგან გული წაუვიდა ?! '' ჩემივე ნათქვამზე მეცინება , რა გაცინებს თორნიკე ! ხელით პულს ვუძებნი , ნორმაშია ყველაფერი ''ესეიგი კოცნით არ დაიხრჩო' ისევ ჩემს თავს ვესაუბრები .ხელში დაუფიქრებლად ამყავს და მისივე ჭიშკარში ვალაჯებ . კიბეებს მალე ვათავებ და სახლის კარს ხელით ვაწვები . ''ღიაა ! არ ეშინია მაინც ?! '' დიდხანს აღარ ვყოვნდები და კარებში შევდივარ . შემოსასვლელში შუქი ანთია მაგრამ გზა მაინც რთული გასავლელი აღმოჩნდა . ათასი წიგნი თუ ფურცელი ეყარა გზადაგზა , მაგრამ სახლში არეულობის მიუხედავად საოცარი სისუფთავე ვგრძნობდი . რათქმაუნდა ეს კარებზე ჩამოკიდებულ ნივრის ახლადამოღებულ და ამცმულ თავებს არ ეხებოდათ . სასტუმრო ოთახში მდივანზე დავაწვინე და იატაკზე ფეხმორთხმი დავჯექი .



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

საინტერესი წასაკითხია, მომეწონა. სხვა ვერაფერს დავამატებ, ძალიან პატარა თავია. იმედია გააგრძელებ. წინა ისტორიას არ აგრძელებ? ახლახან წავიკითხე და დამაინტესა

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

გააგრძელე აუცილებლად ძალიან საინტერესო დასწყისია მაინტერესებს ის ნიორი რატომ არის იქ ასე რომ გააგრძელე????????????

 


№3  offline მოდერი ბელუ შეროზია

Abano ara ra, saabazano uketesia. Saintereso dasawyisia, tumca patara tavia.

 


№4  offline წევრი თამურა

სტუმარი ქეთი
საინტერესი წასაკითხია, მომეწონა. სხვა ვერაფერს დავამატებ, ძალიან პატარა თავია. იმედია გააგრძელებ. წინა ისტორიას არ აგრძელებ? ახლახან წავიკითხე და დამაინტესა

აუცილებლად გავაგრძელებ ორივეს . დიდი მადლობა !

სტუმარი ანა
გააგრძელე აუცილებლად ძალიან საინტერესო დასწყისია მაინტერესებს ის ნიორი რატომ არის იქ ასე რომ გააგრძელე????????????

ნიორი = ერთგვარი დავდაცივის საშუალება ავსულების საწინააღმდეგოდ ;დ მადლობა ~

ბელუ შეროზია
Abano ara ra, saabazano uketesia. Saintereso dasawyisia, tumca patara tavia.

სიუჟეტთან ერთად მოცულობაც გაიზრდება . მადლობა ~

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent