აკრძალული სიყვარული ( თავი 7 )
ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავს, არ ჩერდება. არც კი ვნახულობ ვინ არის, საწოლზე ვწევარ და ფანჯრისკენ ვიყურები, თუმცა არც კი ვიცი რას ვუყურებ. უსასრულო სივრცეს? რა მნიშვნელობა აქვს. თავს საშინლად ვგრძნობ, ზუსტად არ ვიცი, რამდენად შეეფერება ეს სიტყვა ჩემს ნამდვილ მდგომარეობას, თუმცა სიტყვებით მხოლოდ ამის გადმოცემას ვახერხებ. მინდა ვიტირო, ვიყვირო, მაგრამ იმდენად დაღლილი ვარ ყველაფრისგან ცრემლსაც ვერ ვღვრი, ტირილიც აღარ შემიძლიაა. თვალი ერთ ადგილას მაქვს მიშტერებული და არც კი ვახამხამებ, ასე მგონია აღარც ვსუნთქავ, თითქოს ცოცხალიც კი არ ვარ, თითქოს ადამიანიც არ ვარ. მაგრამ ფიქრი მაინც შემიძლია, მომხდარზე ვფიქრობ, ჩემი კლასელის ნათქვამზე,ლუკაზე. კვლავ ვცდილობ და გულის სიღრმეში მინდა ლუკა გავამართლო,მინდა დამნაშავე არ აღმოჩნდეს, მაგრამ სხვა ახსნას ვერ ვპოულობ, ამ ყველაფერს არ შეიძლება მეტი ახსნა ჰქონდეს, გარრდა ერთისა - მან მეც ისევე გამომიყენა, როგორც სხვა დანარჩენი გოგო, ჰო, გამომიყენა, მერე კი ჩვენს შორის მომხდარი, ათასჯერ გაბუქებულად ამცნო ხალხს. მაგრამ მისი სიტყვები... მამაჩემი მართალი იყო. ახლა ფიქრს მასზე ვიწყებ, რა საშინლად მოვექეცი კაცს, რომელმაც გამზარდა ბიჭის გამო, იმ ბიჭის გამო, რომელიც მატყუებდა. მაგრამ ღირსი ვიყავი, მეც ისევე მეტკინა გული, როგორც მე ვატკინე მამაჩემს.წარმოვიდგენ, ყველაფრის შესახებ რომ გაიგებს, რა რეაქცია ექნება, ალბათ ჩემზე მეტად ინერვიულებს. ლუკას მიზანს ვერ ვხვდები, ჩემთან იმის გაკეთება, რაც თქვა არც კი უცდია. მაშინ რატომ უთრა სხვებს ეს ყველაფერი? სინამდვილეში რა ამოძრავებდა?. რაც შემიძლია მეტს ვფიქრობ, სანამ ფიქრის უნარიც დამიკარგავს. ოთახში მამა შემოდის, წარმოდგენა არ მაქვს აქ საიდან გაჩნდა. - ელენე. - მამა? სამსახურში არ ხარ? მისკენ ვბრუნდები და ვპასუხობ თავაუწევლად. - მასწავლებელმა დამირეკა სახლში წამოვიდაო, ცუდად ხარ? - ცუდად ვიყავი და მეორე გაკვეთილიდან გავენთავისუფლე. - რა გჭირს? - არაფერი, კარგად ვარ უვე. - რაღაც კარგად ყოფნის არაფერი გეტყობა. - მართლა კარგად ვარ. ამის გამო წამოხვედი სამსახურიდან? - რა კითხვებს სვამ, აბა შენ თუ არა სხვა ვის გამო წამოვიდე ხოლმე. - ჰო.. - შენმა დამრიგებელმა დამიბარა სკოლაში, ცოტახანში უნდა წავიდე. - რატო? - ბოლო დროს რაღაც ჭირსო და ლაპარაკი მინდაო. - არაფერი არ მჭირს. - როდის მერე მატყუებ? - არ ... - იტირე ხო? - მამა... - ონიანმა გაწყენინა ისევ? - მამაა, გეყოფა გთხოვ. - მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს... - არავის არაფერი დაუშავებიათქო და აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. - აჯობებს მართლა ეგრე იყოს. წავედი ხო? ვეცდები მალე მოვიდე. საპასუხოდ თავი დავუქნიე, შუბლზე თბილად მაკოცა და ოთახიდან გავიდა. ღმერთო ჩემო, რა უბედური ვარ... ცოტახანში კარზე კაკუნი ისმის, უფრო სწორად, ბრახუნი. თითქოს ვიღაც კარის ჩამოღებას ცდილობს. უცნაურია, მამა? თავის აწევას ვცდილობ, პირველ ჯერზე არაფერი გამომდის თუმცა როგორღაც მაინც ვახერხებ და ვდგები. კიბეზე ფრთხილად ჩავდივარ და ამ დროს ვგრძნობ... ვგრძნობ რომ ცუდად არ ვარ, მე დაცარიელებული ვარ. აი ასეთი გავლენა იქონია ონიანმა ჩემზე, ყველააფერი კარგი ჩაკლა ჩემში და უგრძნობ არსებად მაქცია. კარს ვაღებ და მაშინვე სახლში ლიზი შემორბის,ისე, რომ არაფრის თქმას არ მაცლის, სინამდვილეში მისი ნახვა არ მინდა. - სულმთლად გადაირიე ხო შენ გოგო, რამდენი ხანია გირეკავ, ერთი არ უნდა გეპასუხა? მეგონა მოკვდი. გაიჟი ხარ რაა... - რა ხდება? - რა რა ხდება გოგო, მოვკვდი ნერვიულობით - ჰოო... - რას ელოდები, დაკეტე კარი ზემოთ ავიდეთ. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და კარს ვკეტავ, ჩემს ოთახში ავდივართ. ლიზი საწოლზე ჯდება, მეც იგივეს ვაკეთებ - ელენე, ეხლა ლუკა მოვა ცოტახანში და უნა ნახო. თვალები გამიფართოვდა და ჩემს მზერაში ზიზღი ჩავაქსოვე. - უკაცრავად? - ხო, მალე მოვა ეხლა. - ვინ მოვა, სად მოვა, შენ საერთოდ იცი რა მოხდა? - ყველაფერი მშვენივრად ვიცი, არაუშავს აუცილებლად უნდა ნახო. - წადი ჩემი სახლიდან. - აუ ელენე... - წადი-მეთქი. უკვე ღრიალზე გადავდივარ. ლიზი დგება, მეგონა წასვლას აპირებდა, მაგრამ ამის მაგივრად ჩემთან მოდის და მეხუტება. - დამშვიდდი,გთხოვ. ყველაფერი კარგადაა,ვიცი,რასაც გრძნობ. - რა არის კარგად? რომ მომატყუა და გამომიყენა? რომ მიმაგდო? ჩემზე ათასი ჭორი რომ გაავრცელა? მითხარია რომელი სიტუაციაა აქედან კარგად. - ღმერთო ჩემო, ელენე, არაფერი იცი, ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. ეგ ლუკას არ გაუკეთებია. - რას ამბობ? - ხო, ეგ ლუკას არ უთქვამს. მოკლედ, უნდა ნახო უეჭველი და დანარჩენს თქვენით მორიგდებით რა. - არა, მნიშვნელობა არ აქვს, არ მინდა მაგის ნახვა. - ისიც არ გაინტერესებს რა მოხდა? არაფრის გარკვევას არ ეცდები? შეურიგდი და აკოცეთქო მაგას კი არ გთხოვ, უბრალოდ ნახეთქო ცოტახნით.კარგი? აღარაფერს ვამბობ. ვწვები და ჩემს ჩვეულ მდგომარეობას ვუბრუნდები, უსასრულო სივრცეს გავყურებ. თუმცა მალე ლიზი მაბრუნებს რეალობაში. - ადექი,ადექი. - რატო? - მოვიდა, წამო ჩავიდეთ. საწოლიდან ფრთხილად ვდგები, სარკესთან ვჩერდები და ჩემს თავს ვათვალიერებ. სახეზე მკვდრისფერი მადევს, თვალები სულ ჩაშავებული და ჩაცვენილი მაქვს. და მაინც, ვუბრუნდებით მთავარ კითხვას, რა ჯანდაბად ვიქეცი? ლიზის სააბაზანოში შევყავარ და სახეს მბანს, მერე ქვემოთ ჩავდივართ. მისი ნახვა არ მინდა,მართლა, არავის ნახვა არ მინდა.კართან ლუკა და გიო გვხვდებიან. გიო მიღიმის და მეხვევა, იმის ძალა არ მაქვს, რომ ღიმილით ვუპასუხო, ამიტომ მხოლოდ თავს ვუქნევ. ლუკა, მისკენ გახედვა არ მინდა, ვცდილობ მაქსიმალურად ავარიდო თვალი.ქვემოთ ვიყურები და ცივ მიწას დავყურებ. ვგრძნობ, თითქოს ჩემი თავი მძულდება. - ელენე მე და ლიზა აქვე ვიქნებით, კაი?თუ რამე დაგჭირდა დამირეკე. მეუბნება გიო თბილი ღიმილით. მეც თავს ვუქნევ და წინ მივდივარ, ლუკა გვერდით მომყვება, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ, თითქოს არც არსებობდეს. მაგრამ მალე საუბარს იწყებს და ეს ყველაფერს ცვლის. - ელე. არაფერს ვამბობ. - ელე. კვლავ იმეორებს, ვცდილობ თავი შევიკავო, თუმცა მის ხმაზე ჩემი საცრემლე ჯირკვლები მალე იწყებს მოქმედებას, ცრემლებს თვალებში ვიგუბებ. თავს გვერდით ვაბრუნებ, რომ ვერ შეამჩნიოს ჩემი ასეთი მდგომარეობა. ჯანდაბა, მეგონა საკმარისად ვიტირე და მეტი აღარ შემეძლო, თუმცა მან მაინც გააღვიძა ჩემში ეს გრძნობა. კვლავ არაფერს ვამბობ და ნაბიჯს ვუჩქარებ. ლუკა მეწევა, ხელზე ხელს მკიდებს, მისი ცივი ხელის შეხებას ვგრძნობ და ვკრთები. ხელს სწრაფად ვაშვებინებ. - რა გინდა. როგორც იქნა ვახერხებ, ხმის ამოღებას. - ნუ ტირი, გთხოვ. - არ ვტირი,შემეშვი. - გთხოვ ... - რა გინდა, რა, არ გეყო რაც გააკეთე? კიდევ უნდა დამიმატო? მითხარი რა გინდა ბოლოს და ბოლოს. ვამბობ და თავს ვეღარ ვიკავებ, ცრემლები მსკდება. ნელ-ნელა ყვირილზე გადავდივარ. - მოდი დავჯდეთ სადმე. - არ მჭირდება, ასეც მშვენივრად ვარ. - ასე არ ვფიქრობ. - ჰო? და რა ვქნათ? შენთან ხომ არ ავიდეთ ? ჰო, მიდი შენს ძმაკაცებს დაურეკე ახლავე, უთხარი რომ გნახე და შენთან ერთად ვარ, მიდი, რას ელოდები. - გგონია, მე ვუთხარი ვინმეს რაიმე ? ასე ფიქრობ? - მაპატიე, რომ შენზე ვიფიქრე , კარგი, ეს ალბათ ვინმეს დაესიზმრა ხომ? ერთად რომ ვიყავით. ხო, ალბათ ასეა. ისტერიული სიცილი მიტყდება, ამას ძალით, ლუკას ჯინაზე არ ვაკეთებ, თითქოს ამას ჩემი თავი მთხოვს, თითქოს ჭკუიდან შევიშალე. - ყველაფერს მოგიყვები, რაც იყო და რაც უნდა იცოდე. - თუ ასე გინდა, გისმენ. მაგრამ ვერ გეტყვი, რამდენად დავიჯერებს შენს სიტყვას. - მაპატიე. - სასაცილოა. - ამას არასდროს გაგიკეთებდი. - ძალიან სასაცილოა. - ელენე, უბრალოდ მისმინე. ღრმად ამოვისუნთქე და გავბედე, მისთვის თვალებში ჩამეხედა. ეს ის თვალები იყო, რომელმაც ჩემთვის ყველაფერი შეცვალა, ჯერ უკეთესობისკენ, შემდეგ კი უარესობისკენ. და მაინც , რამდენად სულელი ვიყავი. - ვერ ვხვდები რა გინდა, მეგონა ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი გარკვეული იყო, უფრო სწორად, ჩემსა და შენს ურთიერთობაში. შენ მომატყუე, ყველაფერი გააკეთე, რომ შემყვარებოდი და როცა ეს მოხდა, უბრალოდ მეც ისევე მომისროლე, როგორც სხვებს ექცევი. თუმცა, აბა სხვას რას მოველოდი შენნაირისგან? მე შენ არაფერში გადანაშაულებ, მე ვიცოდი, მშვენივრად ვიცოდი როგორიც იყავი, მაგრამ... ეს მე გავუკეთე ჩემს თავს. მხოლოდ ჩემი თავი მძულს ამის გამო. შეგიძლია მშვიდად იყო. - მაგრამ, ასე არ არის, ასე არ არის ელე, შენ ჩემთვის სხვა ხარ, შენ იმ გოგოებს არ გავხარ, ასე არასდროს მოგექცეოდი. უბრალოდ ამის გჯეროდეს. და თუ ეს დაგამშვიდებს, პირველი ხარ ვისაც ეს ვუთხარი, რომ მიყვარხარ. - ვერ მივხვდი? - ჰო, ყველასთან, ვისთანაც ურთიერთობა მქონია, მათ იცოდნენ, რაც მინდოდა მათგან, არასდროს მიმიცია იმედი, ამიტომ, შეწყვიტე მათი შეცოდება, იმიტომ, რომ ეს თვითონ უნდოდათ. - მერე,ამის გამო გაგამართლო? და მუხლებში ჩაგივარდე ? - უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ შენ მათნაირი არ ხარ, ეს რომ მდომებოდა, მაშინ ჩემი გრძნობების შესახებ საუბარი არც დამჭირდებოდა. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ მართლა შემიყვარდი ელენე. არ ვიცი, იმდენად უცხო გრძნობაა, არც კი ვიცი საიდან ვხვდები, უბრალოდ დაზუსტებით ვიცი, რომ მიყვარხარ. შენთან სხვანაირი ვხდები, შენს გვერდით უკეთესი ადამიანი ვარ, გესმის? - მაშინ, რითი ახსნი ამ ყველაფერს? - ელე... - ჯანდაბა, უბრალოდ მომიყევი ყველაფერი. - ყველაფერი თამაშით დაიწყო. მეცინება, არ ვიცი, ეს სიცილი რას გამოხატავს. ბედნიერებას არა, რათქმაუნდა. პირველ დღეს ვიხსენებ, როცა ლუკა ჩემს სახლში მოვიდა,მახსოვს რა ვუთხარი ჩემს თავს მაშინ, ვთქვი, რომ მეთამაშებოდა და მეც თამაშში ავყვებოდი, თუმცა საბოლოოდ ეს თამაში ცუდად დასრულდა - მე რეალურად შემიყვარდა. ჰო, გულის სიღრმეში ვიცოდი, ალბათ ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ არაფერს ვაღიარებდი, საკუთარ თავთანაც კი. - განაგრძე. - სკოლაში გადმოსვლისთანავე, პირველივე დღეს მაგარი ბიჭი გავხდი სხვების თვალში, მე კი ეს სიტუაცია მომეწონა რათქმაუნდა. ყველა გოგო, უბანში თუ სკოლაში, ყველა მათგანი გიჟდებოდა ჩემზე, მაგრამ მერე გამოჩნდი შენც. პირველი გოგო, რომელიც ყურადღებასაც კი არ მაქცევდა, მე კი ეს მაგიჟებდა,შენ ყველასგან განსხვავებული იყავი ელე. მერე გავიკითხე შენზე, თითქმის არავინ გიცნობდა ნორმალურად, მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ უკარება იყავი,მეგობრები არ გყავდა. არ გეტყვი, რომ პირველივე დანახვისას შემიყვარდი, მაგრამ ჰო, პირველი დღიდან მქონდა შენს მიმართ გრძნობა, ძალიან მომწონდი. მერე ერთხელაც, გადავწყვიტე მეცადა, ყველა ამბობდა არაფერი გამოგივა მაგ გოგოსთანო, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდი,მერე ისე მოხდა, ნიძლავი დავდე, რომ თავს შეგაყვარებდი და ჩემი გახდებოდი, ხოდა, ბოლოს ასე მოხდა, ყველაფერი აქედან დაიწყო. მაგრამ მე შემიყვარდი და ჩემთვის ეს თამაში არაფერს ნიშნავს,დამიჯერე. მერე გაიგეს ჩვენზე, აპირებდნენ სხვებისთვის ეთქვათ, მაგრამ მე არ მინდოდა ამის გავრცელება, ვიცოდი, რასაც ილაპარაკებდნენ, ვიცოდი, ამას რა ამბავიც მოჰყვებოდა, მაგრამ ვერ შევძელი ამის შეჩერება. ვერაფერი შევძელი. მაპატიე, გთხოვ,მაპატიე.ვიცი, შეცდომა დავუშვი, მაგრამ უნდა დამიჯერო, მიყვარხარ. არ ვიცი, რას გავაკეთებ, შენ რომ დაგკარგო. ყველაფრის გაანალიზებას ვცდილობ, ვერაფერს ვამბობ. თუმცა, ლუკა კი დაჟინებული მზერით მიყურებს. მაინც, რას ელოდება ჩემგან? ამის გამო შეიძლება მისი გამართლება? - ელე. ამბობს, როცა ხვდება, რომ არაფრის თქმას არ ვაპირებ. - ელე, მითხარი რამე,გთხოვ. - სახეზე რა გჭირს? - არაფერია ,დაივიწყე. უბრალოდ მიპასუხე. - გტკივა ? - ამის დედაც, ელენე, მიყვარხარ და არ შემიძლია შენი დაკარგვა, რატომ არ შეიძლება უბრალოდ რამე მიპასუხო, შემომხედე,.ჩემს სახეს შეხედე, მართლა გგონია, რომ ამის გამო მტკივა? ხელის მოძრაობით სახეზე მანიშნებს, ტონს უწევს. - რას ელოდები ჩემგან? იმ ყველაფრის მერე, რას ელოდები? რამეს მავალდებულებ? - არაფერს გავალდებულებ, მინდა გავიგო. არ მაპატიებ? - არა, აშკარად მავალდებულებ. მოდიხარ, მთელს ცხოვრებას მინგრევ და მერე მთხოვ, რომ გაპატიო. რას ელოდებოდი? გეგონა მაშინვე ქვითინით ჩაგეხუტებოდი, არა? იცი რა შეგრძნებაა, როცა მთელი სკოლა ვეე გიტანს? არამხოლოდ სკოლა, როცა ვერავინ ვერ გიტანს. როცა არავის უყვარხარ და სახლიდან გასვლა გეზიზღება? არა, შენ არ იცი, არაფერი იცი. შენ ხომ ასეთი პოპულარული ხარ, შენ ხომ ამდენი მეგობარი გყავს. შენ ვერ გაიგებ. ახლა კი, ყველაფერი უარესად არის, დაგინახავს საერთოდ როგორ მიყურებდნენ სკოლაში? მოისმინე, რეებს მაძახებდნენ? - ვიცი,ვიცი ელენე. უბრალოდ უნდა გაუძლო, გესმის? ამ ყველაფერს ერთად გადავიტანთ. - გავუძლო? რის გამო, მითხარი, რის გამო ? არაფრის გამო? - არა ელე, სიყვარულის გამო. ჩვენი სიყვარულის გამო. ერთიღა ამოვისუნთქე და ჩემი სათქმელი სამ სიტყვაში ჩავატიე. - მე არ მიყვარხარ. - მაგას რატომ ამბობ? - რას ლუკა? მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ. არ მიყვარხარ, არც არასდროს მყვარებიხარ. კარგია, რომ შენით დაასრულე ეს ურთიერთობა, დიდხანს გაგრძელებას მაინც არ ვაპირებდი. - ელენე, გაღიზიანებული ხარ, გონება გაქვს არეული, არ იცი რას ამბობ... - ძალიან კარგად ვიცი, მშვენივრად ვიცი, რას ვამბობ. შეცდი, როცა ფიქრობდი, რომ სხვანაირი ვიყავი, აი, ხედავ? მე ასეთი ვარ ლუკა, ესაა ჩემი ნამდვილი სახე. ამას ვამბობ და ლუკასთვის თვალის გასწორებას ვახერხებ, უჩვეულოდ სევდიანი მეჩვენება, მის თვალებში ღრმად ვიყურები და თითქოს მთელი მისი ემოციების კითხვას ვახერხებ.სახეზე აშკარა იმედგაცრუება და ტკივილი ეხატება, მაგრამ ეს არ მაჩერებს, არაფერი მაჩერებს. - თუ ყველაფერი გავარკვიეთ, უნდა წავიდე. - ესეიგი ეს გინდა? - რა ? - ახლახანს დამშორდი? და ეს მართლა გინდა? თავს ქვემოთ ვხრი და ვიცინი. - დაგშორდი? თვალი გაახილე ლუკა, მე და შენ ერთად არც არასდროს ვყოფილვართ. - კარგი, ესეიგი გინდა ეს დამთავრდეს. - არა, უკვე დამთავრდა. ვტრიალდები და სახლისკენ მივდივარ, ლუკა არ მომყვება. კვლავ ჩემს უკან დგას გაშეშებული და ალბათ მომხდარზე ფიქრობს, ალბათ ვერაფერს ხვდება. თვალებს ვხუჭავ და მაგრად ვაჭერ ერთმანეთს, აღარ მინდა კვლავ ტირილი. სახლის შესასვლელთან გიო და ლიზი სხედან. ჩემს დანახვაზე ორივე ფეხზე დგება და კითხვის ნიშნით მიყურებს. - ლუკა სადაა? მეკითხება ორივე ერთდროულად. - არ ვიცი, ახლა მაგის ნერვები არ მაქვს. სახლში უნდა შევიდე. - მოიცადე. მეუბნება ლიზი, გიო გვერდით გაყავს და რაღაცაზე საუბრობენ, ისეთი გამწარებულები, თითქოს მკვლელობას გეგმავენ. გიო თავს უქნევს ლიზის, ლიზი კი ჩემსკენ ტრიალდება, სახლის კარებს ჩემამდე აღებს და შიგნით შედის, მეც მას მივყვები, ჩემს ოთახში ავდივართ. - რაო ლუკამ? - აუ ნუ დაიწყებ ახლა. - არაფერს არ ვიწყებ, რა გინდა. მაინტერესებს, მოგვარდით? საწოლზე ვწვები და თვალებს ვხუჭავ. - კი, მოვგვარდით, დაშორებით - რაო? რას ამბობ გოგო, მე იქ შესარიგებლად გაგიშვი, შენ კიდე დაშორდი? ვაიმე რაა. არ აგიხსნა ყველაფერი? - კი - მერე ? - არაფერი, რა მერე. ვიფიქრე და ვერ გავამართლე,რავიცი. - შენ თუ გული გქონდეს რაა, ბიჭი მოკვდა რამის შენს გამო. - ვერ მივხვდი? - ხოო, ვერ ნახე მთელი სახე დალურჯებული რომ აქვს ? - მერე, მე რა შუაში ვარ ? - ელენე, შემოგარტყავ ახლა რაღაცას. შენს გამო იჩხუბა იმათთან. მეტი რა შუაში უნდა იყო? - ხუმრობ? ჩემთვის არაფერი უთქვამს. - ხო, აბა ხო არ გეტყოდა შენს გამო მცემესო. - შენ საიდან იცი? - გამთენიისას დაურეკა გიოს, თხოვა რო ჩამოსულიყო. აბა შენი აზრით რატო დავბრუნდით ასე ადრე? თურმე შენზე უთქვამთ ბიჭებს რაღაცეები, ლუკა დაებაზრა, არ მომხდარა ჩვენს შორის არაფერიო და მაგ გოგოზე სერიოზულად ვფიქრობო, მაგრამ იმათ ღადაობა დაუწყიათ, ჩვენც გვათხოვე ერთი დღითო, თუ ასეთი რაღაცეები, ხოდა ლუკას აღარ მოუთმენია და სახეში გაარტყა ერთს. ეხლა კიდე წარმოიდგინე, ლუკა იმ ბრბოს წინააღმდეგ, მარტო. ამდგარან ისინიც და მოუდიათ მთელი სკოლისთვის ტყუილები, მაგიტო დაურეკა გიოს ლუკამ, რომ ჩამოსულიყო, ტიროდა რო ელაპარაკა. - ტიროდა? - ხო. მართლა უყვარხარ მაგ ბიჭს ელენე, კარგი იქნებოდა დაფიქრებულიყავი, სანამ რამეს გააკეთებდი. ფეხზე სწრაფად ვდგები, ტელეფონს ხელს ვავლებ და გარეთ გავრბივარ, ლიზის პასუხს არ ველოდები. ნომერს სწრადად ვკრიფავ. - გისმენთ. - ლუკა, სად ხარ? - მეტროსთან, რა იყო? - პარკში შემხვდი, გამოვედი მე უკვე. ამას ვამბობ და ტელეფონს ვთიშავ. პარკში შესვლისას, ლუკა უკვე ადგილზე მხვდება. - მადლობა,რომ მოხვედი. - ჰო. - რატომ არ მითხარი? - რაზე ამბობ? - შენს ჩალურჯებებზე. - ელენე, ხომ გითხარი უკვე, ეს არაფერია. - გეყოფა, ვიცი,რომ გცემეს. - ეს ვინ გითხრა? თვალები უფართოვდება. - მთავარი ის კი არ არის, ვინ მითხრა. მთავარია, შენ რატომ არ მითხარი? - არ აქვს მნიშვნელობა, ალბათ ასე იყო საჭირო. ამბობს და თავს ხრის. მას ვაშტერდები და ვცდილობ მისი სახე გამოვიკვლიო, ჯერ მისი ნაკვთების შესწავლას ვცდილობ, მერე კი მის სილურჯეებს ვაკვირდები. - ჩემი ბრალია. ვამბობ თითქმის ჩურჩულით. - მაპატიე. ამჯერად გარკვევით ვეუბნები და მისგან მივდივარ. -. ელენე. მისი ხმა მეწევა. - სად მიდიხარ? - არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ არ გამომყვე, ძალიან გთხოვ. სინამვილეში ძალიან კარგად ვიცი, სადაც მივდივარ. წყნარ ადგილას ვჯდები, ნომერს ვკრეფ და ბებიაჩემთან ვრეკავ, ის ბებია დედის მხრიდანაა და სვანეთში ცხოვრობს. მალე მპასუხობს. - ალო. - ბებო, მე ვარ. როგორ ხარ ? - კარგად, გენაცვალოს ჩემი თავი, თავად როგორ ხარ? - რავიცი ბებო, მეც კარგად.რაღაც მინდოდა მეთქვა და... - ვაიმე, რა ხდება, გული არ გამიხეთქო ეხლა. - არა ბებო, ცუდი არაფერი. ჩამოსვლა მინდა და ... - გენაცვალოს ბებო, ჩამოდი რას მეკითხები მაგას. - კაი ბებო, ხვალ ჩამოვალ ალბათ. *** სახლში ვბრუნდები, ლიზი კვლავ იქ არის. - რა ხდება? გიო ნახე? შესვლისთანავე მაყრის კითხვებს. - ჰო,ვნახე. - მერე? - არაფერი. - შეიცვალა რამე? - საერთოდ არაფერი. ლიზი რამდენიმე წუთში ტოვებს სახლს, მალე კი მამა ბრუნდება. კარის ხმაზე მაშინვე ქვემოთ ჩავრბივარ და ვეგებები. - ელენე? რას შვები მა, გამოკეთდი? - კი, კარგად ვარ. - კარგია, ხომ არ გინდა გავისეირნოთ? - იცი, სინამდვილეში,მე რაღაცაზე საუბარი მინდოდა შენთან. ვამბობ და თავს ქვემოთ ვწევ. - კარგიი, რა ხდება, მშვიდობაა? - კი,კი. იცი? ვფიქრობდი, მოკლედ ... სვანეთში მინდა წასვლა. - რა? - ხო, ბებოსაც ვესაუბრე უკვე. - კი მაგრამ, ასე უცბად ეს საიდან მოგაფიქრდა? - არვიცი, მამა მართლა ძალიან მინდა წასვლა. - და სკოლა? - ამაზე ვიფიქრე უკვე, იქ ბევრი კარგი სკოლაა და რომელიმეში გავაგრძელებ სწავლას. თანაც, გამოცდებისთვის თითქმის სრულიად მზად ვარ. - მაგრამ, მოგეცადა, არდადეგებზე ერთად წავიდოდით. - არა მამა, მოცდას არ ვაპირებ. - და როდის გინდა? - ხვალვე. - ხუმრობ ხო? - არა. - არა, ვერ გაგიშვებ, სამსახურში ვარ, ყურადღებას ვერ მოგაქცევ, თანაც ამდენი ხნით? მითხარი რა ხდება. - მამა, არაფერი ხდება. დედას გარდაცვალების მერე სვანეთში აღარც ვყოფილვართ. უბრალოდ მინდა წასვლა, ცუდი რა არის, ჰაერსაც გამოვიცვლი, ცოტა განვიტვირთები, ეს ახლა ნამდვილად მჭირდება. - ელენე... - მამა, გთხოვ. მამამ ღრმად ამოისუნთქა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დანებდა. მოვეხვიე. - მადლობა. ვეუბნები და ოთახში ავრბივარ, ჩემოდანს ვიღებ, კარადას ვხსნი და ჩალაგებას ვიწყებ, ძირითადად, თბილ ტანსაცმელს ვალაგებ, რადგან სვანეთში საკმაოდ ცივა.ამას როგორც ვრჩები, ქვემოთ ჩავდივარ და მამას გვერდით დივანზე ვჯდები. - დასვენების დღე ავიღე ხვალ, დილით წავიდეთ, ჩაგიყვან მანქანით და საღამოს წამოვალ მე უკან. - საუკეთესო ხარ. ვეუბნები ნაძალადევი ღიმილით. უცბად თავში რაღაც მარტყავს და ლიზისთან ვრეკავ. ვიცოდი, ისე რომ წავსულიყავი არ მაპატიებდა. - ლიზი მე ვარ, შეგიძლია გამოხვიდე? - კიი. - კაი მაშინ, მოგაკითხავ მალე. ვეუბნები და ტელეფონს ვთიშავ. მამას ვაფრთხილებ, რომ გავდივარ და ლიზისთან მივდივარ. კარზე ვაკაკუნებ, ისიც არ აყოვნებს და მალე აღებს. - შემო. - არა, გარეთ მინდა ყოფნა, მიდი გამო რა. - ჰოო კარგი, ფეხზე ჩავიცვამ და. ათასნაირ ადგილას გავისეირნეთ, მერე მილკშეიკები დავლიეთ და ‚არტოს ბაღში' დავჯექით.ბევრ სისულელეზე ვილაპარაკეთ და ბოლოს როგორღაც მოვახერხე თქმა. - ლიზი, რაღაც უნდა გითხრა. - რაღაც უჩვეულოდ იქცევი, სიყვარული ხომ არ უნდა ამიხსნა? - სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო. კარგი,კარგიი, ავნერვიულდი, რა ხდება? - სვანეთში ვაპირებ წასვლას, უფრო სწორად, მივდივარ.ხვალ. - ღადაობ? - სერიოზულად გეუბნები. - მაგრამ...რატომ? ეს როდის გადაწყვიტე. - მნიშვნელობა არ აქვს, გთხოვ, არ გაბრაზდე ჩემზე და არაფერი გეწყინოს, იცი რომ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ უნდა წავიდე, აუცილებლად უნდა წავიდე. ვიცი, შეიძლება ეგოისტური არჩევანია, თუმცა... იმედი მაქვს, ჩემს გვერდით იქნები.უბრალოდ ეს მართლა ძალიან მჭირდება. - როდემდე დარჩები? - ჯერ არ ვიცი,ალბათ მცირე ხნით. ვიცრუე, თუმცა მთლად სიცრუეც არ გამოვიდა,არა? მართლა არ ვიცოდი რამდენ ხანს დავრჩებოდი, არ ვიცოდი, კოდევ რას მიმზადებდა ცხოვრება. ლიზისთან ყველაფერი ისე მოვაგვარე, ჩემზე გაბრაზებული არ დარჩენილა. სახლს რომ მივუახლოვდით, მაგრად ჩავეხუტე, არციცი რამდენ ხანს ვიდექით ასე, რამდენიმე წამი? რამდენიმე წუთი? საათი? რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია მას მე ვყავდი, მე კი ის. *** 8 საათზე მამამ გამაღვიძა, თუ ამას გაღვიძება ერქვა. ნახევრად მძინარე ავდექი, ხელ-პირი დავიბანე, ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. მე და მამამ ვისაუზმეთ და სახლიდან გავიდეთ.მანქანაში მის გვერდით დავჯექი, მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია. რამდენიმე საათში უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავით, მამა სახლში შევიდა და ბარგი შეიტანა, მე ცოტახანს გარეთ დავრჩი და ჩემს საყვარელ ადგილას ჩამოვჯექი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა, მთებს გავყურებდი, ყველაფერი მართლაც ულამაზესი იყო. ვფიქრობდი, ათასნაირ სისულელეზე და რაღათქმაუნდა ლუკაზე. ალბათ, ბევრი იფიქრებდა, შეიშალაო. იტყოდნენ, არ იცის რას აკეთებსო, თუმცა, ძალიან კარგად ვიცოდი რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი გააზრებული მქონდა, ზედმეტადაც კი. ყველაფერი კი იმიტომ, რომ მჭირდება ვიყო ის, ვინც ვარ, ვიყო ის, რაც ვარ, მჯეროდეს სასწაულების, და დიახ ,ამჯერად გავუმკლავდები, უფრო მეტიც კი, საკუთარი ხელით შევქმნი სასწაულს, აი ნახავთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.