შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ვენები. XII დღე. I ნაწილის დასასრული


19-03-2018, 22:40
ავტორი ლურჯი ანა
ნანახია 2 367

24 სექტემბერი
დღე XII
ვიჩხუბეთ. ძალიან ვიჩხუბეთ. მე მივხვდი რომ ის ისეთს ვერ მიმიღებდა, როგორიც ვიყავი და გადავწყვიტეთ, ურთიერთობა გაგვეწყვიტა.
ის ბრაზდებოდა როდესაც მასთან და მის მეგობრებთან ერთად ლუდს არ ვსვამდი, არ ვყლაპავდი სიყვარულისა და ბედნიერების ნარკოტიკს MDMA-ს. არ ვსვამდი ტეკილას, არც არაყს რედბულთან ერთად. მღლიდა კლუბები და ერთი სული მქონდა გამოვქცეულიყავი იქიდან. გალიაკის დროსაც კი არ ვიკეთებდი სუბოს, არც ჰეროინს და არც ექსტაზ-LSD-ის გეახლებოდით. მან მითხრა რომ მეც არ ვიცოდი, რა მინდოდა და უშედეგო ძიებაში ვიყავი. „ეს იმას გავს, სცადო, ჰაერი დაიჭირო პეპლის საჭერით“, მე კი ვუპასუხე რომ მხოლოდ იმიტომ მიბრაზდებოდა რომ მასთან მოსაბეზრებელი სექსი არ მქონდა და არ მინდოდა სველი ნაჭრებითა თუ აყროლებული სასტუმროებით გამესაზიზღრებინა ურთიერთობა. მას არ ესმოდა რომ მინდოდა ერთმანეთისთვის ცოტა ხანი მაინც ვყოფილიყავით მიუწვდომლები.
მან შეიძულა ამფეტამინი, რადგან თვლიდა რომ ლურჯი ნაწილაკების დანახვისთანავე სულს ეშმაკს ვაბარებდი.
მან მითხრა რომ ამდენი ძლიერი ჰალუცინაციებით ბოლოს ფსიქიატრიულის პაციენტი გავხდებოდი. მე კი ვუპასუხე რომ ამჯერად არ მინდოდა ისეთ სამყარო, სადაც ამფეტამინს ვერ ვიშოვიდი.
ის ხშირად იცვლიდა გოგოებს და არც ჩემი თანდასწრებით ერიდებოდა აღვირახსნილი ვნებების დაკმაყოფილებას. არ ვეჭვიანობდი, რადგან ვიცოდი რომ ვერ მომეშვებოდა და რომ მისი ურთიერთობები იმაზე ხანმოკლე იყო, ვიდრე თბილ წყალში ჩაშვებული ყინულის ნატეხი.
არც მაშინ გაგვიწყვიტავს ურთიერთობა, როდესაც მისმა ერთ-ერთმა ორსულმა ლამაზმანმა ეჭვიანობის ნიადაგზე შემომასხა სახეში მარტინი, და არც მაშინ, ჩემი პირველი გამოფენის დღეს. მთელი სული და გული ჩავდე სურათებში. მინდოდა სამყაროსთვის დამემტკიცებინა რომ ერთ-ერთი საჭირო ჭანჭიკი ვიყავი დედამიწისთვის... ის კი საგამოფენო დარბაზში, სადაც წყნარი წვეულება გაიმართა ნასვამი მოვიდა და ზუსტად მაშინ შემოაღო კარი, როდესაც მეგობარ მხატვართან ჩახუტებული ვიღებდი სურათს. არა, არც იმ გინების, სახალხო გინების შემდეგ მითქვამს მისთვის რომ ჩემი ცხოვრებიდან წასულიყო, ეგეც ვაპატიე, როგორც სხვა დანარჩენი.
უკანასკნელი მოწამლული წვეთი მაშინ ჩავარდა ჩვენ შორის, როდესაც ნარკომანების ბუნაგში მიმიყვანა და ვითომ შემთხვევით ჩარკვიანის სიმღერა ჩართო... სანამ ინსულინს ვამზადებდი „მეფეს“ სიტყვები ყურებში მისისინებდა და მანგრევდა...
„...პატარა გოგო ხარ, პატარა გოგო ხარ, კაცებთან რა გინდა? კაცებთან რა გინდა? ჯიგარი ბავშვი ხარ, ჯიგარი ბავშვი ხარ, ბო.ობა არ გინდა! ბო.ობა არ გინდა! ისწავლე, იცხოვრე, ილოცე, იცოდე, წამალი არ გინდა! წამალი არ გინდა! აქ ნუღარ მოდიხარ! კაცები რად გინდა? ახვრები რად გინდა? ფუუ!!!“
ამ დროს დავინახე მისი ასაკიანი მეგობარი, როგორ მძიმედ გამოლასლასდა საძინებლიდან და პირდაპირ მაგიდასთან მოაჭრა, სადაც ფხვნილი და ინსულინები ეყარა... მან ჩაბინძურებული, დალაქავებული მაისური აიწია და... გამაჟრჟოლა როდესაც მისი ჩამპალი ხელი დავინახე... და მივხვდი, როგორც ჯარედ ლეტოს უკვდავ პერსონაჟს, მასაც კიდურის ამპუტაცია ელოდა დღე-დღეზე.
ეს ის ბოლო წვეთი იყო, რამაც გული მომიკლა. კედელ-კედელ გამოვედი სიკვდილის სახლიდან, სადაც დამპალი ხორცის სუნი იდგა. ის კმაყოფილი დამედევნა. ისეთი ამაყი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს სამყარო გადაერჩინა წარღვნისგან. მაშინ ვუთხარი რომ მოახერხა და თავი შემაძულა თავისი გულის ამრევი ხერხებით „როგორმე ამოვეთრიე ჭაობიდან და სწორ გზაზე დავეყენებინე“. სასაცილოდ არ ეყო, „კი არ გეზიზღები, გიყვარვარ და ცდილობ ეს სიყვარული, რომელიც ფიქრობ, გაგანადგურებს და დაგღუპავს, ლურჯი ფხვნილით ჩაანაცვლო“. „არა ლევან, უტვინო უნდა იყოს ქალი, რომელიც შენ შეგიყვარებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს. კაცი, რომელიც ყველასია“. დავინახე როგორ შეუკრთა თითები. ცოტაღა აკლდა სანამ ბოლომდე გადაევსებოდა მოთმინების ფიალა და მისი ძლიერი ტორი ჩემს ალაპლაპებულ ლოყაზე დაეშვებოდა. წყურვილი მკლავდა ისე მინდოდა გაერტყა. ეს ხომ ცალმხრივი ბილეთი იქნებოდა ჩემთვის მისგან თავის დასაღწევად... და ვუთხარი. ვუთხარი რომ ყველა ქართველი კაცი ერთნაირი იყო ჩემთვის. ღმერთ-კაცი სანამ დაუწვებოდი, და რომ მისი უტვინო ნაშებისგან განსხვავებით, ვაზროვნებდი. ამიტომაც ყველა კაცს ჩემთვის ერთი ფუნქცია ჰქონდა. ყველას და მათ შორის მასაც „დილერად“ ვხედავდი. ის შემეკამათა, მე გავიცინე, მან რაღაც მწარე მითხრა, მე ზურგი შევაქციე, და... არასოდეს დამავიწყდება ის ტკივილი, რაც მაშინ განვიცადე... თუ როგორი გამეტებით მწვდა თმებში, როგორ მიმახეთქა კარებს და ისე მაკოცა, ორივე ტუჩიდან ღვარად ჩამომივიდა სისხლი.
და ჩვენ დავშორდით.
3 კვირა, მხოლოდ 3 უპასუხო ზარი და არცერთი მესიჯი.
დრო გადიოდა. იარები მიშუშდებოდა. ვმუშაობდი, ვსწავლობდი, მეგობრებს ვნახულობდი, ვკითხულობდი, ფილმებს ვუყურებდი, ერთი სიტყვით, ცხოვრებას ვაგრძელებდი მაგრამ ჩემს გაცრეცილ ყოველდღიურობას ფონად ედო ლევანი. მენატრებოდა. ტკივილამდე მენატრებოდა, მაგრამ მაინც არ ვურეკავდი. ხანდახან ფეთიანივით მივვარდებოდი ავტობუსის ფანჯარას, როდესაც ჰამერის ჯიპს დავინახავდი. ქუჩაში მიმავალი თვალებს ვაცეცებდი, იქნებ სადმე დამელანდა და გავეცოცხლებინე, მაგრამ ის არ ჩანდა და მეც უმიზნოდ მივიწევდი წინ. ფიქრებში წასულს ხშირად დამყვიროდნენ რომ ჩემი ყურადღება მიექციათ და ასევე ხშირად მისვამდნენ კითხვას, რომელიც მაღიზიანებდა, „ხომ კარგად ვიყავი?!“
3 კვირა გავიდა და მხოლოდ ერთხელ მოვწიე... არცერთი ინსულინის ნემსი იმ უფერულ დღეებში. თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ სარკის ზედაპირზე არეკლილ თვალებში ხომ მაინც იკითხებოდა რომ „არგაკეთებით“ მხოლოდ ერთ ადამიანს ვუმტკიცებდი, ერთადერთ ადამიანს ვუმტკიცებდი რომ მე შემეძლო თვითკონტროლი, რომ ამფეტამინი ჩემი ცხოვრება იყო, მაგრამ მას თავს არ მოვაკვლევინებდი.
მიზნად დავისახე რომ თვეში ერთხელ მიმეღო ზღვისფერი სითხე და იმ დღის დადგომას ისევე ველოდი, როგორც ჯარისკაცის ცოლი ომში წასულ ქმარს, ფანჯარას რომ არ სცილდება და გულის ფანცქალით ელოდება როდის გააყრუებს ჩამკვდარ კარ-მიდამოს დაჟანგული რკინის კარების ღრჭიალი.
3 კვირა, 3 ცრემლი, 3 უპასუხო ზარი და არცერთი ინსულინი.
ასე გავიდა დრო და დადგა ის დღე, რომელსაც სულმოუთქმელად ველოდი ბავშვობაში, ახლა კი მთელი არსებით გავურბოდი. თვალები მკვეთრად გავახილე, სიზმარი უკვე დამვიწყებოდა, თუმცა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მიწისძვრამ ჩაიარა და გადავრჩი. ლოგინში წამოვჯექი და გამეღიმა. როგორც გაღვიძების შემდეგ უტას ეწვია პირველი ფიქრი სვეტიცხოველზე და მხოლოდ ამის შემდეგ გაახსენდა შორენა, ისე მე ჩამეთუთქა გული რომ ლურჯი ფხვნილი ვერ ვიშოვე და მერე ლევანიც შემოიჭრა ჩემში.
უტა... სინათლის სხივი, მე კი რა თქმა უნდა, ბნელი.
ვისაც გამოუცდია, ის კარგად გამიგებს თუ რა რთული ეტაპი ელის ადამიანს, რომელმაც ნარკოტიკების გარეშე გადაწყვიტა ცხოვრება. თავი დავანებოთ ოფლიანობას, ციებ-ცხელებას, ლომკას. ოფლიანობა მაწუხებდა, თუმცა თავს ვერ გამოვიდებ და ვერ ვიტყვი რომ ისევე ვიტანჯებოდი, როგორც „გერაინჩიკები“-მეთქი. არა, გარეგნულად თითქმის არაფერი მეტყობოდა. არც არაფერი მტკიოდა, შიგნიდან კი ათასი გველი მღრღნიდა და ბოროტი ძალა მებრძოდა, „განა კი რამედ ღირს ცხოვრება შენი?“ დღისით უფრო მარტივი იყო ეშმაკთან ბრძოლა. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა დავიწყე. სამსახურში თანამშრომლებისთვის კეთილი ლიზა გავხდი და ძალიან ხშირად მათ გასაკეთებელსაც მე ვაკეთებდი. ყველამ იცოდა რომ სამუშაო საათების გაცდენაზე შემჩნეული თანამშრომელი უფროსისთვის ბავშვების მკვლელი იყო, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ელოდა, მაგრამ ბატონი ნუგზარი ხელ-ფეხ შეკრული იყო და განაჩენი ვერ გამოჰქონდა, რადგან გამობაფთული პატაკი არასოდეს იგვიანებდა. მის მაგიდაზე ყოველ საღამოს ამაყად ვდებდი დამუშავებულ, გამჟღავნებულ უამრავ სურათს ჩემსას თუ სხვის ოფლით გამოყვანილს.
მოკლედ, სხვებისთვის ჩვეულებრივ, ჩემთვის კი მძიმე დღეს გავიღვიძე და ჭერისკენ გამექცა მზერა. მაშინღა შევამჩიე რომ ჭაღს მშვენიერი ფორმა ჰქონდა... ერთი კი არა, სამი თოკიც თავისუფლად ჩამოიკიდებოდა რამე რომ ყოფილიყო. მაგრამ საქმე იმაში იყო, თუ გაუძლებდა ჩემ წონას, მე ხომ 56 კილო ვიყავი. სახლი კი ძველი იყო, კედლები დაბზარული. არა, შეცდომით გაიგე, ს არ ვაპირებდი. უბრალოდ ერთ რამედ ღირდა იმაზე ფიქრი ჭაღზე ჩამოკიდებულს რომ მიპოვიდნენ ლევანი და მეგობრები. ლევანი, რომელიც ამფეტამინზე ეჭვიანობდა და მეგობრები, რომლებიც ტვინს მიბურღავდნენ ალკოჰოლი უკეთესიაო ვიდრე ნარკოტიკი. ოოო, როგორ მძულდა ალკოჰოლი! მხოლოდ იმიტომ რომ ის მაღაზიებში იყიდებოდა, ლეგალური იყო. დღესასწაულებზე სვამდნენ, წვეულებებზე, რესტორანში, კაფეში, ბარში, სახლში... ერთი სიტყვით, მიღებული იყო, ნარკოტიკი კი აკრძალული. დაბადების დღეზე მიდიხარ? შეივლი მაღაზიაში წითელ ღვინოს იყიდი და იუბილარს საზეიმოდ მიართმევ. მისი ასაკიანი ბებიაც კი მადლობას გითვლის, მოსაწევზე კი სამარადჟამოდ მიგაწყევლის. სულ ყუთებით რომ გამოზიდო მარკეტიდან ალკოჰოლური სასმელი პატრულის მანქანა ისე ჩაგივლის, თითქოს ვერც დაგინახაო, მუჭისხელა ფხვნილზე კი ჰოი საოცრებავ! 15 წელი გალიაში. კაი, ჯანდაბას, ვიშოვიდი გამძლე თოკს და გამძლე ჭაღსაც ვიპოვნიდი სადმე. წერილსაც გავაშალაშინებდი, რომელიც მეორე დღესვე FACEBOOK-ს დაიპყრობდა, სადაც ეწერებოდა რომ ვისაც სიკვდილი უნდა, ის ისედაც მოკვდება. რომ ნარკოტიკის აკრძალვით მხოლოდ უარესად ინტერესდება საზოგადოება, მაგალითისთვის პირველ ადამიანებს ადამსა და ევას ვაშლითურთ მოვიყვანდი. სადაც ვიტყოდი რომ დღესდღეობით ჰოლანდიაში ყველაზე ნაკლები ნარკომანია, რადგან იქ ლეგალურია, ხელმისაწვდომია ყოველ წუთს და ეს ბევრ რამეს ცვლის. იმის ცოდნა რომ საყვარელ ნივთიერებებს მაშინ მიიღებ როცა გინდა ძალიან დიდ მნიშვნელობას სძენს ცხოვრებას. ჯიგრების ენაზე რომ ვთქვათ, აღარ იპონტავებ. არ გაიქცევი თავქუდმოგლეჯილი მივუსწრო, სანამ გააქრობენო, დაწყებულ საქმეს შუა გზაზე არ მიატოვებ მხოლოდ იმიტომ რომ სადღაც ვიღაცასთან გაიჩითა და გეპატიჟებიან. ქართველი მომხმარებლის ყოველ ცისმარე დღეს ხომ მუდამ ფონად გასდევს ეს დამღლელი, დაწყევლილი კითხვა, „სად, ვისთან, როგორ ვიშოვო ესოდენ საჭირო ხილი?!“ ხშირად ვფიქრობდი ამ საკითხზე, მაგრამ მუდამ რაღაც მაკლდებოდა... ამხელა ცოდვაში დგამ ფეხს, უპატიებელ ცოდვას ჩადიხარ, წერილს წერ და თავს იკლავ, რამედ ხომ უნდა ღირდეს სიკვდილი შენი? მესმის, თავი შესწირო დიდ საქმეს, სამშობლოსათვის დაღვარო სისხლი... მართალია, ომს ისე ვუყურებ, როგორც ეშმაკის გეგმას დედამიწის მოსახლეობის მარტივად შემცირებასთან დაკავშირებით, მაგრამ არც იმას ვუარყოფ, რომ ასეთი რამეების მოსმენაზე ჟრუანტელი მივლის და იმ ლექსში როგორცაა, „თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა“, მეც მინდება. მესმის საყვარელ ადამიანს გადაეფარო და უდრეკი გული მიუშვირო ტყვიას, ან ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდე და ახალშობილი გამოიყვანო საკუთარი დანახშირებული ხელებით. მაგრამ თავი მოვიკლა და დარწმუნებული არ ვიყო შეცვლის თუ არა ჩემი მსხვერპლი სამშობლოს გადასახარისხებელ კანონებს? ვისაც „დევიდ გეილის ცხოვრება“ ერთხელ მაინც უნახავს, დამეთანხმება რომ უკვდავი ფილმია. ფილმი, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვება. ფილმი, რომელიც შეგცვლის. მე, მაგალითად, მანამდე თუ გავყვიროდი რომ ყველა პედოფილი სიკვდილით უნდა დასჯილიყო, ამ ფილმის შემდეგ დავმუნჯდი. ეჰ, ძალიან მინდოდა რომ რაღაც დიდი გამეკეთებინა, მაგრამ იმ დღეს ლოგინში თავს არასაჭირო ნივთად ვგრძნობდი და როგორც პაპაჩემი იტყოდა, წერას ატანილი ავყურებდი დაბზარულ ჭერზე ჩამოკიდებულ გამტვერილ ჭაღს. 24 წლის რომ გავხდი დაბადების დღეზე „ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა“ წავიკითხე და მიშველა. აი 25 წლისას რა წამეკითხა სიცოცხლის გაგრძელების სურვილი რომ გამჩენოდა ნარკოტიკის გარეშე, არ ვიცოდი. ლეპტოპი ჩავრთე, მობილურს ხმა ისედაც გამორთული ჰქონდა რომ გულის გამაწვრილებელი მილოცვები არ მიმეღო და ბოლოს გამწარებულზე ყველა არ დამეფრინა, მაგრამ ეკრანზე მოციმციმე ზარებიც რომ მაღიზიანებდა? ხოდა მარტივი ხელის მოძრაობით ამოვატრიალე. სად შევჩერდი? ა, ხო, ვინც გამოსცადა, ყველა დამეთანხმება-მეთქი რომ „ლომკის“ მოხსნის შემდეგ იწყება ნამდვილი ჯოჯოხეთი. ამ დროს ეშმაკი მიწისქვეშეთიდან მოციქულს გიგზავნის, რომელიც ერთი წუთითაც არ გშორდება და ყურებში საზარელ რამეებს ჩაგჩურჩულებს. „დაიკიდე შენი უტვინო მეგობრები, მათ რა იციან ცხოვრების გემო. როგორმე იშოვე და ერთხელაც გაიჩხირე. ოჰ, ნუ მაცინებ, რომელ სიკვდილზეა ლაპარაკი, შენ ხომ იცი რომ ისედაც მოკვდები, რა იცი როდის დადგება ეგ წუთი, იქნებ დღესაც... და რისთვის იტანჯები? ადექი, მიდექ-მოდექი, ეძებე, იპოვნე და მიიღე ნეტარი სენი...“
რაც მართალია, მართალია, ამ ბრძოლასაც აქვს თავისებური ხიბლი. საკუთარ თავზე მუშაობა და გადაღლილი ნებისყოფის წამდა-უწუმ სასწორზე აწონვა. ცდილობ გაექცე მიჩქმალულ სინამდვილეს რომ სამყაროს მიმართ ინდეფერენტული გახდი. მირბიხარ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, იძულებით ხვდები მეგობრებს. ამ დროს სახეზე სუფთა იდიოტის ღიმილი გაქვს აკრული და წარმოდგენა არა გაქვს რაზე საუბრობენ, რატომ საუბრობენ. რატომ იციანიან, რატომ ცხოვრობენ, რისთვის ცხოვრობენ ან რა აზრი აქვს მათ სიცოცხლეს. მეტი გზა არ მქონდა, ჭირივით საძულველი იყო მათთან შეხვედრა, მაგრამ რომ არ მივსულიყავი, ერთხმად ამიჯანყდებოდნენ, კაიფის ბრალიაო. და ვაი იმის ტყავის ბრალი რამე გადაბრუნებულად ეთქვა ამფეტამინზე, ხომ ეგრევე დავკარგავდი კონტროლს და ორი თითით გამოვაცლიდი საყლაპავ მილს... მაგ სურათის წარმოდგენაზეც კი ორგაზმს განვიცდიდი. ვუყურებდი ჩემს უსაყვარლეს ადამიანებს და ისევე მინდოდა მათგან გაქცევა, როგორც აფექტის შემდეგ მკვლელს ცხედრის მიტოვება. იმ დღეებში კიდევ ერთი რამ დავაფიქსირე, რაც ძალიან არ მომეწონა. ადამიანებს ისე ვუყურებდი, როგორც ჩემგან განსხვავებულ უცხო ჯიშს და როცა ვუყურებდი მხოლოდ ერთადერთ რამეს ვხედავდი...
ვ ე ნ ე ბ ს...
ისინი ყველგან იყო... თითებზე, ყელზე, ლავიწთან, ფეხებზე, ფეხის თითებზე... ამ დროს თვალებს ვხუჭავდი რომ გული არ გამხეთქვოდა, მაგრამ ეშმაკის მოციქული რის მუციქულია თუ მზად არ ჰქონოდა სურათები, ფერადი სურათები, სადაც გადიდებულად ჩანდა საყვარელ ვენებში მოჩუხჩუხე ნაკადულის რაკრაკა ხმიანი სისხლი, რომელიც ედემის ბაღში მოწყვეტილი ვაშლის ფერისა იყო. როდესაც მარტო ვრჩებოდი გაუაზრებლად მიდიოდა ხელი ქვევით... ფეხებ შორის ვამწყვდევდი, ვუჭერდი და როდესაც ვენები გაზით დაბერილი გრძელი ბუშტებივით ამოიჭრებოდა კანზე, მეორე ხელის თითებით ვეფერებოდი. უამრავ სითხეს ვიღებდი. სადაც წყალს თუ წვენს დავინახავდი გემოს გაუსინჯავად ვსვამდი. ეს იმას გავდა ღორს რომ დასაკლავად ასუქებენ, მე ვენებს ვისუქებდი სანატრელი ჩხვლეტისთვის.
იმ დილით, ჭაღიდან ლეპტოპზე რომ გადავიტანე ყურადღება და სიბერე დავგუგლე, ჰერმან ჰესეს ესე ამომიგდო და სულმოუთქმელად წავიკითხე... „გველსა ხვრელად ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო...“ შოთას ლეგენდარული სიტყვა გამართლდა, ჰესემ მიშველა 25 წლის მოხუცს და ლოგინიდან წამომაყენა. არა, ისე არ გამიგო, თითქოს გამაბედნიერა და მზად ვიყავი ისეთი საზარელი დღისთვის, როგორიც ჩემი შობის აღსანიშნავად გამართული წვეულება მიქადდა თავისი არანაკლებ საზარელი მილოცვებითა თუ იდიოტური საჩუქრებით, მაგრამ იმდენი ძალა მაინც მომცა ყავის დალევა არ დამზარებოდა. ცისფერი ტოპი და შავი მოკლე კაბა ჩავიცვი, თავისთავად მაღალი ქუსლები... დამეფიცება რომ ერთი წუთითაც არ მიფიქრია, როგორ გამოვიყურებოდი და არც ერთი წამით არ გამჩენია სურვილი ლამაზი გამოვჩენილიყავი. რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი. რისთვის დამეტყვევებინა გარშემომყოფები, არც ფხვნილი მეგულებოდა სადმე, არც მოსაწევი. ლევანი გამქრალიყო და რა აზრი ჰქონდა დახეული ჯინსი მეცმებოდა, ელეგანტური კაბა თუ მეშოკი? ამ უკანასკნელით ყურადღებას მივიქცევდი, ამიტომაც ნორმალური ადამიანის ტანსაცმელს დავჯერდი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც ხელში მომხვდა, ის ჩავიცვი. სანამ გასაღები მოვიმარჯვე და კარებისკენ წავედი, ერთი გენიალური აზრი მეწვია, რა მოხდებოდა მანქანას გავეტანე?! ასე ხომ თავისთავად მომცილდებოდა საძულველი წვეულებაც, რომლის გამართვაც ჩემს მეგობრებს დაეგეგმათ და მათი სულელური, ბედნიერი სახეებიც. არადა, როგორ ამეღო თავზე ხელი და როგორ მეღრიალა, არ დავინახო ალკოჰოლი ან სადღეგრძელოები ამ დედანატირებ სუფრაზე-მეთქი... ის-ის იყო გადავწყვიტე, რაც არის არის, მხოლოდ ერთხელ გადავჭრი დაუდევრად ქუჩას, თუ რამემ დამარტყა, ხო კაი, თუ არადა, როგორმე გადავიტან ამ აპოკალიფსურ დღეს-მექთი და კარები გავაღე...
13 ლურჯი ვარდი...
ჩემს ენაზე რომ ვთქვა, პრიხოდმა ერთიანად მგლიჯა და მუხლები მომეკვეთა... სამყარო გაქრა და დარჩა მხოლოდ 13 ლურჯი ვარდი. გაცხელებული სახე კარებს მივადე და ყველაფერი ერთბაშად მომაწვა. ტკივილი, სიძულვილი, სიყვარული... მიძინებულმა ემოციებმა გაიღვიძეს, აზვირთდნენ, აბობოქრდნენ, ემოციების თქეში წამოვიდა ჩემს გაყინულ სულში. თვალებში ცრემლები ჩამიდგა და ისე ვხედავდი ყვავილებს, როგორც წყლის ფსკერიდან დავინახავდი მზის გადღაბნილ სხივებს, მეწვებოდა, მაგრამ მაინც ვერ ვბედავდი თვალების დახუჭვას, მეშინოდა, ჩემ წინ გადაშლილი სურათი მხოლოდ ზმანება არ ყოფილიყო და წყალდიდობასავით მოვარდნილ ბედნიერებას ვიხანგრძლივებდი. ყვავილები ყველას შეიძლება გამოეგზავნა... დედას, მამას, ბიძაშვილებს, ნათესავებს, მეგობრებს, ჯგუფელებს, თანამშრომლებს, ყველას, ყველას, ყველას. მაგრამ ლურჯი ფერის ვარდები, მხოლოდ ერთს და ამის გაფიქრებაზე ხელები სახეზე ავიფარე, ავტირდი.
- რაში გჭირდება ეგ დედამო..ნული ტელეფონი თუ არ უპასუხებ?! - მომესმა ახლოდან და მისი სუნიც ვიგრძენი. იმ დაუვიწყარ წუთს ეშმაკი შეაძრწუნა ჩემს თავში მოფარფატე აზრმა და ისე დაიწივლა, როგორც წმინდა გიორგის მიერ დაჭრილმა გველეშაპმა, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა კაცი, რომელიც ისევე მიყვარდა, როგორც ლურჯი ამფეტამინი. მინდოდა ცრემლები ლომკისთვის დამებრალებინა, მინდოდა ყინულის დედოფლად წამომეჩინა თავი, მაგრამ ვერ შევძელი, წამოვხტი, ისევე ჩავებღაუჭე კისერზე, როგორც სიკვდილის მოლოდინში ატირებული ავადმყოფი დედის თბილ ხელებს და ერთბაშად ამოვთქვი.
- გთხოვ, ძალიან გთხოვ, დღეს არ დამტოვო... ძალიან ცუდად ვარ. მძულს ყველა და ყველაფერი... უკვე სამი კვირაა რაც ფხიზელი ვარ, მაგრამ ვერ ვხვდები ამას რისთვის ვაკეთებ. ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ ვკვდები... - ის თმებზე მეფერებოდა, მე კი მთელი მაკიაჟი მის თეთრ საყელოზე გადავიტანე და ვაგრძელებდი - გადავწყვიტე რომ მხოლოდ თვეში ერთხელ მივიღო ფხვნილი, მაგრამ არც ეს მშველის... დრო კი ისე საშინლად იწელება რომ... - მან ფრთხილად გადამიწია თავი და ტუჩებზე მაკოცა, შემდეგ ლოყაზე ვიგრძენი მისი წვერი, ლოყის სიმხურვალე დენს მარტყამდა და ვნებისგან ლამის სხეულზე შემოვადნი.
- ერთი კვირითა და სამი დღით რომ გადავწიოთ ეგ გადაწყვეტილება, მგონი, არაფერი დაშავდება. - ჩამჩურჩულა ყურში და უფრო ძლიერად მიმიკრა მკერდზე - რატომ არ მპასუხობ ტელეფონზე, ეხლა არ მითხრა, სხვას ვხვდებიო, ვიცი რომ ისევ მე მელოდები. - სხვა დროს გამეცინებოდა მის თავხედურ სიტყვებზე, მაგრამ იმ წუთებში სულ სხვა ტალღაზე ვიყავი და ცრემლებით ვუსველებდი სურნელოვან მაისურს. - რატო არა მპასუხობ ლიზ, აგიფეთქე ტელეფონი, იცი რამდენი ხანია შენ სახლთან ვასადკავებ და გელოდები... კიდე ნაწყენი ხარ ჩემზე?
- დღეს ტელეფონს არ ვპასუხობ, ხომ გითხარი, მძულს-მეთქი დღევანდელი დღე.
- არა, ხო, ბაზარი არაა, სხვა ნომრიდანაც გირეკავდი და ბედი შენი რო არც იმაზე მიპასუხე. - მოახერხა და მაინც გამეღიმა მის მკერდზე მიკრულს - მარა რა პონტია ტო, ესეთი ღირსშესანიშნავი დღეა, სამყარო პირდაპირ ზეიმობს შენ რო მოევლინე ამ... - ჩემს სიცილზე სულელური წინადადება შუაში გაწყვიტა და თვითონაც გაეცინა. ღმერთო, ალბათ შენც შოკში ჩავარდი... მე ვიცინოდი... არა ზრდილობის გამო, ან სხვების დასარწმუნებლად რომ კარგად ვიყავი, არამედ მეცინებოდა და ვიცინოდი. არც ამფეტამინი მქონდა, არც ბიო, არც ბალახი და მე ბედნიერი ვიყავი. საკუთარი სახლის წინ გამოღებულ კარებში ვიდექი ბიჭთან ჩახუტებული და ვიცინოდი. ეს რაღაც არ ჯდებოდა ჩემს იმჟამინდელ მოწყობილ სამყაროში, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო...
მე ბედნიერი ვიყავი და ვიცინოდი.
მონატრებულ ჰამერთან ლადო და მათე იდგნენ. ჩემს დანახვაზე ლადომ „გვახალისებს ეს მზიანი დარი ჩართო“. ეს რომ სხვას გაეკეთებინა, ალბათ ტელეფონს გადავამტვრევდი თავზე, მაგრამ მისგან დიდი ხალისით მივიღე, ეგ კი არა, კინაღამ ჩავიკეცე სიცილისგან. ორივე ჩამეხუტა და მომილოცეს.
- რა ქენით, გაჭრა ჩემ ბაღჩაში დაკრეფილმა ყვავილებმა, ხო შერიგდით? - იკითხა ლადომ და მივხვდი როგორ მაკლდნენ ეს ბიჭები მთელი ამ დროის განმავლობაში, როგორ მომნატრებოდნენ.
- ბაღჩაში? მეგონა კოლმეურნეობაზე იყიდეთ...
- ჰმ, ჩაქრი შენა აჰა, როგორ ძერსკად გამიტარა მთავარი კითხვა.
- შემირიგდა კი არა, რომ დამინახა ბედნიერებისგან ატირდა. - ისე გადავიკისკისე ლევანის სიტყვებზე, თითქოს სიმართლის მარცვალიც კი არ ერია - ძმობას გეფიცები, გადაირია. კინაღამ დამახრჩო, ძლივს მოვიშორე ყელიდან, მეთქი, ფისო, დაოკდი, რა პონტია. ბედნიერებისგან კინაღამ სახე მომაჭამა...
- ჰმ, შენ სახის მოჭმა მერე გენახა მამამისი რო დაგდგომოდათ ერთმანეთში ჩაკრულებს. - ჩაიქირქლა მათემ და სიცილისგან ლამის გავიგუდე.
- არგონავტების 300 წლიანი ომი მონაგონი იქნებოდა ისეთს დავატრიალებდით ლიზას გამო. ცვეთში, ვინ მიგდია ელენე. ელენეზე უკეთესი არ გვიზის მანქანაში?! ვიყო...
- ლადო, ალბათ, ტროას ომი იგულისხმე არა? - ძლივს ამოვთქვი და სიცილისგან გადავბჟირდი. ბიჭებიც ამყვნენ.
- ა, ხო ტროა. ისტორიაში ცოტა მოვიკოჭლებ. - გამოტყდა ცოტა რომ ჩავმშვიდდით და უარესი წამოაბრეხა - მაიცა, 300 სპარტანელი სხვაა და ტროა სხვა?
- აუ ჩემი... - აღმოხდა მათეს. საკმარისი იყო 5 წუთი გამეტარებინა მათთან რომ უკვე ყბები მტკიოდა.
- ხო კაი, ერთი მაგათიც - შეუკურთხა ლადომ და თემა შეცვალა - ლიზ, შე არასწორო, როგორ არ მოგვიკითხე ამდენი ხანი, ჰა? იქნებ მოვკვდით, არ უნდა გაგეგო?
- სად ეცალა ბიჭო, საქმე თავზესაყრელად ჰქონდა. - უპასუხა ლევანმა და თმა ამიჩეჩა.
- ეე, ქორწილი! - წამოიძახა ლადომ და ყველამ თვალი გავაყოლეთ მანქანების კოლონას, სიგნალით რომ აყრუებდნენ რუსთაველის გამზირს. - გამაგრდი რძალო, ამაღამ არ აგცდება... - ჩამოწეული ფანჯრიდან გასძახა ლადომ და თავის სიტყვებზე თვითონვე ახარხარდა.
- შიგ ხო არა გაქვს ოე, ყანა, რა იცი ვინ არიან?! - სამართლიანად გაწიწმატდა მათე.
- ჩვენები რო იყვნენ, დაგვპატიჟებდნენ. - თავი იმართლა ლადომ.
- ვგიჟდები საპატარძლო კაბებზე…
- ხო? - დაინტერესდა ლევანი და ღიმილით გადმომხედა. ვცნობდი ამ ღიმილს, ამის შემდეგ აუცილებლად საძაგლობა უნდა ეთქვა. - მეც მაგრად მევასება. დედაჩემს ისევ შენახული აქვს. ისეთი ნაზი, ლამაზი და დახვეწილი ნამუშევარია, დარწმუნებული ვარ, მოგეწონება. - გავუღიმე. სისულელე არ წამოროშო და ყველაფერი არ გააფუჭო, გთხოვ, ვინატრე გულში - ხოდა, ამაღამ ჩაიცვი რა, მაინტერესებს შენ თუ მოგიხდება. როგორ წავა შენ ფიგურაზე... - ბიჭებმა ჩაიფხუკუნეს.
- ლიზ, უბრალოდ ჩაიცვი რაა, გახდას ხო არა გთხოვს. - ნამუსზე შემაგდო ლადომ.
- არა, ვიყო, არ გაგხდი. თავს დავისჯი და კაბაშივე მოგიხერხებ რამეს, გავიჭირვებ, ჯანდაბას ჩემი თავი.
9 ხდებოდა როდესაც მანქანა გააჩერა და მარკეტში გადავიდა.
- ლიზ, გაგისწორდა ვარდები? - მკითხა ლადომ.
- რა დებილი ხარ , ცხრაჯერ დააყვედრე უკვე. - ჩემს მაგივრად უპასუხა მათემ.
- კი, ლადო, ძალიან. შენ მოიფიქრე, არა?
- არა, ღადაობ? ლევანამ გააძრო. - ამ ტონითვე დაიფიცებდა დედაც შვილებს, მაგრამ რას გამომაპარებდნენ, ვარდები უფრო ლადოს სტილი იყო.
- ამას სადა აქვს მაგდენი ტვინი რო რამე მოიფიქროს. - ირონიულად შენიშნა მათემაც. ლადომ ამოიხვნეშა, მაგრამ აღარ შეკამათებია.
- კაია, პირველმა ეტაპმა ხოშიანად ჩაიარა. შენ გაერთე ლიზ, საჩუქრებს მე დაგითვლი. დაიმახსოვრე, პირველი ვარდები იყო, მეორე...
- მოკეტე! - გააფრთხილა მათემ, მე კი სახე გამიცისკროვნდა. რას წარმოვიდგენდი თუ საჩუქრებს ასეთი ნეტარებით დაველოდებოდი. - რთული ეტაპი გქონდა, ხო? - თემა სასწრაფოდ შეცვალა, იმის შიშით რომ ძმაკაცს რამე არ წამოსცდენოდა.
- აუ... ძაან. არ მეგონა... - თავი დამიქნია. ვიცოდი რომ ესმოდა. - დღისით კიდე არაუშავს, ღამე... აი როგორ გითხრა, ისეთი რთულია... ძალიან ცუდ რაღაცეებზე მაფიქრებს და მომენტებში რომ ვხვდები რაც გავიფიქრე, მაშინებს. საკუთარი ფიქრები მაშინებს.
- აბა ეხლა, არ გინდა, ვსო, დამთავრდა შენი ცუდი ფიქრები. - პატარა ბავშვივით დამტუქსა ლადომ.
- მაიცა რა, - ხელი აუქნია მათემ, თითქოს ბუზს იგერიებსო და გააგრძელა. - უძილობას ეშველება. ცოტა ხანი დამაძინებლებიც რო დალიო, მოჟნა.
- არა, იცი, იმდენად არ მაწუხებს უძილობა, რამდენადაც სიზმრები. - მათემ თანაგრძნობით გამიღიმა, და ნიშნის მოგებით გადახედა ლადოს. - ისე მტანჯავს სიზმრები, თვალის მოხუჭვა მეზარება. მანადგურებს. იმენა მანგრევს. ხვდები? თვალის მოხუჭვა და ჩემი გამათრახება ერთია.
- ოპაა, - შესძახა ლადომ - რას ხედავ ესეთს ტო? შუქი რო დატოვო ჩართული და ისე დაიძინო?
- ვაიმე, ლადო, იმის კი არ მეშინია რომ კარადიდან ბუა გამოხტება და მეცემა.
- აბა? არა, არა, სერიოზულად გეკითხები, რა სახის სიზმრებს ხედავ? - სიცილი შევწყვიტე და სიმართლე ვუთხარი. რა აზრი ჰქონდა დამალვას.
- სულ ნემსებს ვხედავ...
- ბაზარი არაა. - ბედს შეგუებული კაცივით დამეთანხმა მათე.
- აი მაგალითად, ფხვნილი გაიჩითა. გავხსენი, ვუყურებ რომ ძალიან ბევრია და წესით მაგრად უნდა გამისწორდეს. ბლომად ვყრი, თითქმის ნახევარს ვუშვებ ინსულინში, შემდეგ წყალს ვურევ, ვანჯღრევ, კარგად ვანჯღრევ რომ მალე გაიხსნას და რომ დავრწმუნდები მზადაა, ხელზე ვენა ვეღარ ამომყავს. ვიტანჯები, ოფლი წვიმასავით ჩამომდის სახეზე. ხელებს ვიჩხვლეტ, ვიჩეხავ, მაგრამ ყველა ვენა მკვდარია. არ ვნებდები, მერამდენედ ვცდილობ ეს დედანატირები სისხლი წამოიღოს ნემსმა და როგორღაც მოაქვს, მეც ამოვისუნთქე, წამალი შევიშხაპუნე, მარა ჩემი ფეხები. ვენა ქრება და მთელი სითხე კანქვეშ იპარება...
- აუ, ღადაობ ტო? სერიოზულ კოშმარებში ყოფილხარ. - მითანაგრძნო ლადომ და თმა ამიჩეჩა.
- ხანდახან ვენა არ ქრება, მარა პრიხოდი მაინც არ აქვს...
- მათე... შენც? - გული მომეწურა და ამავდროულად გამიხარდა რომ მხოლოდ მე არ ვიტანჯებოდი. მხოლოდ მე არ გამირეკავს.
- ჰმ. - მწარედ ჩაეცინა მათეს და ფანჯარაში გაიხედა - ბაიანები ყრია, ფაქტს ვერ ვპოულობ. ქვეყნის ფაქტი მაქვს, ბაიანები იკარგება...
- ფხვნილი მაქვს და სისხლიანი, ვიღაცის გამოყენებული ნემსი... - გავაგრძელე წინა ღამის სიზმარი, რომელსაც პირველად ვუყვებოდი სხვას - წყალს ვადუღებ რომ გამოვხარშო და გავიკეთო, მაგრამ მდუღარე წყალი ინსულინის ნემსს ადნობს და ცოფიანი ნადირივით ვეხლები უკარებო ოთახის კედლებს...
- აუ ჩემი, კაი, გეყოთ რა, ამ დღეს რა პონტში ვიგრუზებით? და ვაფშეტა ლიზ, ექიმთან რო მიგიყვანოთ არ გინდა? ჩემი ცოლი ანესთეზიოლოგია, თან მაგარი ტიპშაა...
- არა ლადო, დიდი მადლობა, მაგრამ ამას მარტო უნდა მოვერიო. რაკი პრეტენზია მაქვს იმაზე რომ ამფეტამინი არ მანგრევს და ყველას ვეწინააღმდეგები რომ მომხმარებელსა და ნარკომანს შორის დიდი უფსკრულია, მაშინ უნდა ვიბრძოლო რომ ეს სიტყვები გავამართლო. ჩვენ ხომ ვიცით რომ მე ლომკა არ მაქვს. ეს ყველაფერი აქედან მოდის - თითები თავზე მივიკაკუნე და გადაჭრით ვუთხარი - ხოდა, როგორმე უნდა მოვერიო.
- აი მაგარი ტიპშა ხარ რო მაგდენს ფიქრობ. საღოლ. - შემაქო ლადომ, რაც ნამდვილად ძალიან მესიამოვნა. ყველას სიამოვნებს როდესაც შრომას უფასებენ და ამხნევებენ, ეს ერთ-ერთი უდიდესი რამაა სამყაროში. მარტივი, კეთილი სიტყვა, რომელსაც მხოლოდ პირის გაღება და ენის დატრიალება სჭირდება. - არ დანებდე და მასე გააგრძელე. სამი კვირა ხო არი უკვე რაც არ მიგიღია, და ეგ დიდი მიღწევაა რო იცოდე. მე მაგალითად...
- შენ რა იცი რომ სამი კვირაა, რაც არ მიმიღია? - ვკითხე გაოცებულმა. წამიერად ორივე გაშრა. მათე მობილურში შეძვრა, არადა ვიცოდი რომ მხოლოდ დასარეკად იყენებდა ტელეფონს, მესიჯებსაც კი არ წერდა.
- შენ არ მითხარი წეღან? - პირზე დამადგა უტიფრად.
- ხო, შენა თქვი, ლიზ. - დაეთანხმა მათეც. გავჩუმდი. თავი გამოვიშტერე, ვითომ მათ სიტყვებზე ჩავფიქრდი. მე არ მითქვამს და ვერც ლევანი მოასწრებდა ამის თქმას. გამოდის, რომ ისინი ჩემ „ლურჯ სასტავს“ იცნობდნენ... მათგან გაიგეს ის რომ კარგა ხანია აღარ ამიღია... რა მოხდა გუშინ საღამოს, დათუნას მივწერე, მან მიპასუხა რომ ფულს კრავდნენ, ცოტა ხანში კი მესიჯი მომივიდა რომ ჩაიშალა, რადგან ბატონი ფოქსი offline-ში იყო. ნუთუ???
ლევანი დაბრუნდა და ჩვენი დუმილიც დაირღვა. დიდხანს აღარ გვიმგზავრია. ჩემდა გასაკვირად, მარკეტის უკან გააჩერა მანქანა, სადაც ძველი აშენებული კორპუსი იდგა და ღვედი თავისი ხელით გამიხსნა. არ ვიცოდი სად მივდიოდით, მაგრამ კითხვები არ დამისვამს. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩემთვის მთავარი ის იყო რომ მათთან ერთად ვიყავი. ლიფტით მგზავრობისას ლევანს ტელეფონზე დაურეკეს. ეკრანს დახედა, ხმა გაუთიშა და ჯიბეში ჩაიბრუნა. არ შევიმჩნიე, თუმცა, რა თქმა უნდა, სადღაც მაინც მეტკინა. შეიძლებოდა ყოფილიყო დედა, ძმაკაცი, თანამშრომელი, მაგრამ მე მაინც ვინმე დიდმკერდიანი დამიდგა თვალწინ. ახალი ან ძველი. მეცამეტე სართულზე გავჩერდით. მეგონა გასაღებით გააღებდნენ კარს, მაგრამ შევცდი. დააკაკუნეს და კიდევ უფრო გავოცდი, როდესაც ასაკიანი კაცი აღმოჩნდა ჩვენი მასპინძელი.
- გაიცანი, ბიძაჩემი...
- თემურ გორდეზიანი. - სიტყვა ჩამოართვა ხალათიანმა კაცმა და ხელზე მეამბორა. ვგიჟდები ასეთ ტიპებზე. ნამდვილი ჯელტმენი, თბილისის კოლორიტი. სასტუმრო ოთახში კიდევ ორნი იყვნენ, ნოე და ელიზბარი. თავი დამიკრეს და ჩაის სმა გააგრძელეს. ბიჭები მაშინვე გაშინაურდნენ ჩემგან განსხვავებით. უხერხულად ვიგრძენი თავი. სხვა საქმე იქნებოდა ახალგაზრდები რომ დამხვედროდნენ, მაგრამ მამაჩემზე ასაკიან კაცებთან თავი ზედმეტად შიშვლად ვიგრძენი და ცხოვრებაში პირველად, ჩემი ჩაცმულობის შემრცხვა. ჯანდაბა, ჟაკეტი მაინც არ დამეტოვებინა მანქანაში. ისინი საუბრობდნენ, მე კი სავარძელში ვიჯექი და ოთახს ვათვალიერებდი. ლევანის ბიძის სახლში ვიყავი, რა დაუჯერებელი იყო. ჭაღს ავხედე და გამეღიმა.
- თქვენ ალბათ, მოდელი ბრძანდებით. - გაისმა თემურის ხმა. რაკი პაუზა ჩამოვარდა და იქ მყოფებს შორის ყველაზე მეტად მე ვგავდი ამ პროფესიის წარმომადგენელს, მივხვდი რომ მე მეკითხებოდა და გულიანად გავიცინე.
- არა, მოდისთვის ცოტა მსუქანი ვარ.
- ნწ, როგორ იციან ქალებმა, ძმობას გაფიცებ, ეხლა ამას რა აქვს გასუქებული, მარა ხო უნდა მოისმინოს ჩვენი აღშფოთება, არა, ლიზ, რას ამბობ, შენ იდეალური ფიგურა გაქვს... - იმაზე ხმამაღლა გამეცინა ლადოს სიტყვებზე, ვიდრე მინდოდა. შეკამათებას აზრი არ ჰქონდა. მართალი იყო. - სპეციალურად წუწუნებენ რო ნამუსზე შეგაგდონ და კომპლიმენტებით აავსო, ჩემ ცოლს დავუმუღამე უკვე და მაგას რო ამბობს, მეც დანანებით ვუქნევ ხოლმე თავს. აბა კაცო, აბა, დასაკლავი ღორივით მომისუქდი-მეთქი გულს ვუხეთქავ.
- ძალიან შემცდარხარ. უნდა აავსო კიდეც, აბა როგორ გინდა? კაცის ერთ-ერთი მოვალეობაც ეგ არის. - ხმა ამოიღო ნოემ.
- რა პროფესიის ბრძანდებით? - მკითხა ისევ თემურმა და ჩიბუხი მოიმარჯვა. თეთრი წვერი, შავ-თეთრი თმა და ლურჯი, მეტყველი თვალები. ფანჯრიდან შემოსული სინათლე მარჯვენა ლოყაზე ეცემოდა და ვინატრე ჩემი ფოტო აპარატი მჭეროდა ხელში, საოცარ კადრს ვკარგავდი.
- ფოტოგრაფი. სურათების გადაღება გი... - და გავჭედე, ენა დამება თუ დამაბნია მისმა მზერამ არ ვიცი. იქნებ თავი იდიოტად ვიგრძენი ათი წუთის გაცნობილ ასაკიან მამაკაცს რომ ვეკითხებოდი უყვარდა თუ არა სურათების გადაღება. რა სულელური კითხვა იყო. დიდი ალბათობით, არ უყვარდა და რომც ყვარებოდა, რა მეთქვა, შეიძლება კიდევ დავბრუნდე თქვენთან ამჯერად „ჩემი ბიჭით“ და გაპოზიოროთ-მეთქი? ასაკიანებს ჩაეღიმათ, ბიჭები კი აროხროხდნენ. მხოლოდ თემური მიხვდა ჩემ გაჭირვებას და მოთმინებით ელოდა როდის გავაგრძელებდი შუაზე გაწყვეტილ სიტყვას. საყვარელი. მინდოდა გამომესწორებინა და პროფესიული კუთხიდან დაენახათ ჩემი ერთი შეხედვით ქარაფშუტული კითხვა, მაგრამ ლევანმა არ მაცალა და იმხელა სისასტიკე წამოროშა, სირცხვილისგან დავიწვი.
- რა სურათები, , ბიძაჩემია-მეთქი ხომ გითხარი. ხალათში რო ხედავ ეგ იმას კი არ ნიშნავს რო ფოტო ობიექტივის წინ გაიხდის და იპოზიორებს. - თვალები დემონსტრაციულად ავატრიალე. გამგები გაიგებდა.
- ოხ, ლევან, ლევან... კაცი ხარ უკვე და ჯერ ვერ ისწავლე ქალებთან საუბარი. - ამოიხვნეშა თემურმა და თვალი ჩამიკრა - არაუშავს, ნელ-ნელა ისწავლის. - გავუღიმე და გამახსენდა როგორ მიკრავდა ლევანი თვალს. ისე ძალიან გავდნენ ერთმანეთს ამ პატარა ნიუანსით. ლადომ ჭიქები შემოიტანა სამზარეულოდან. ისე უხერხულად ეჭირა, თავი მოვალედ ვიგრძენი რომ დავხმარებოდი. ადგომისას კაბა გავისწორე, რაც ლევანს შეუმჩნეველი არ დარჩენია და იმის მიუხედავად რომ შეეძლო ამდენს ხალხში არ ეთქვა, ენას მაინც ვერ დააჭირა კბილი.
- რას ექაჩები, რაც არ ჩამოვა, გოგო. ვერა ხედავ რო პატარა გაქვს? - ლადოს კინაღამ ხელიდან დაუცვივდა ჭურჭელი, სიცილისგან იჭაჭებოდა. - უეჭველი ძაან ცხელში გარეცხე და დაპატარავდა, ან მეხუთე კლასის მერე გაცვია და ვერ შეელიე. გაიზარდე უკვე ფისო, დიდი გოგო ხარ უკვე და დიდ ზომაზე უნდა გადახვიდე.
- ვაი, ვაი ჩემ თავს. ვერ გაგზარდე შენ. - წყრომით გახედა თემურმა და თავი ზანტად გააქნია, ზუსტად ისე, გაბრაზებულმა პაპებმა რომ იციან.
- რა პონტში მეუბნები მაგას?! - შეეკამათა ლევანი და იქსელი რკინის ქილითვე მოიყუდა. ჭიქები რისთვის გამოიტანეს?! ბრიყვო! დავჩხავლე გულში, თქმით არაფერი მითქვამს. - თავისები დილით გადიან სახლიდან და ვერ ხედავენ ტიტლიკანა რო გამოდის გარეთ. თვითონ ვერ ხვდება, არ ესმის და ვინმემ ხომ უნდა აუხსნას რომ გაცივდება. ბოლო-ბოლო ფილტვების ანთებას აიკიდებს და მეყოლე მერე ვარდივით. - სულ გრიპზე ფიქრობ, კი, როგორ არა! ვეღარ მოვითმინე და შევეკამათე.
- მშვენიერი ამინდია ლევან და ჩადრით ვერ ვივლი.
- მერე ვინ გეუბნება ტო, ჩადრით იარეო...
- მაინც რა არ მოგწონთ ბატონო ლევან, როგორც მივხვდი, მოკლე კაბაზე გაქვს პრეტენზია და ცოტა არ იყოს, სასაცილოდ მეჩვენება ოცდამეერთე საუკუნეში... - არც კი დაასრულებინა კაცს წინადადება და უარესი საშინელება წამოაყრანტალა.
- აუ მაიცა, რას მებაზრები, სტრიპტიზიორშასავით აცვია თორე კაბა კი არ მიკვირს. - მეწყინა, მაგრამ იმას ხომ მაინც მილიონჯერ სჯობდა დილით როგორი დღეც წარმომედგინა და ყველა სასიამოვნოდ გავაოცე.
- კარგი, ძვირფასო. ამ ერთხელ მაპატიე და გპირდები რომ ამ კაბაში გამოწყობილს თვალით ვეღარ მიხილავ.
- იმედია, ვერც სხვები გიხილავენ, ჩემო თვალის ჩინო...
- სხვები, მითუმეტეს.
- ეე, რაღაცა ზედმეტად მარტივად დაგთანხმდა და ნიტოდ არ გეჩვენება? არ ენდო ძმაო, რაღაცა ექნება ჩაფიქრებული. - ვინ იტყოდა ამას, თუ არა ინტრიგანი ლადო.
- კაცი რომ ვერაფერს დაანახებს ამათ. - გადაულაპარაკა თემურმა ძმაკაცებს და ბიჭებს მიმართა - თქვენი მოსაწონი ჯერ არ მინახავს მე...
- ხოდა, გააძრე რაა, რაღას ელოდები... - ლევანის სიტყვებზე ყურები ვცქვიტე. ნუთუ ის იყო, რაც მე ვიფიქრე?! ამ დროს ნოემ სათვალე რომ დაესკუპებინა ცხვირზე ტელეფონში კლასიკური მუსიკა გააჟღერა, რამაც კიდევ ერთი სიამოვნება მომგვარა ამ დაუგეგმავ დღეს.
- მადამ ბატერფლაის მესამე მოქმედება. - წამომცდა აღტაცებულს და ყველამ მე შემომხედა. ნოემ სათვალე ჩამოიწია და გამიღიმა.
- ნამდვილად. თქვენ ოპერას უსმენთ ახალგაზრდა ქალბატონო?
- მიყვარს. - ვუპასუხე მოკლედ და სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა ლევანის (და არა მარტო ლევანის) გაოცებული მზერა რომ ვიგრძენი.
- საინტერესოა. ესეიგი, პუჩინიც გიყვართ...
- კი, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ჩემი საყვარელი კომპოზიტორია. „ბოჰემაც“ მომწონს, „ტურანდოტიც“ და რა თქმა უნდა, „მადამ ბატერფლაიც“, მაგრამ უფრო ხშირად იმ ოპერებს ვუსმენ, სადაც მთავარ პარტიებს მეცოები მღერიან.
- გასაგებია. „კარმენი“... - ნეტარება იყო უცხო ადამიანთან ოპერაზე საუბარი. ადამიანთან, რომელსაც ესმოდა და მისთვის ოპერა მხოლოდ პავაროტით და კალასით არ შემოიფარგლებოდა.
- კარმენი... ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთი მელოდია მაინც არ აქვს მოსმენილი ამ ოპერიდან. განსაკუთრებით ქალებს ვგულისხმობ. მეტ-ნაკლებად ხომ ყველა ქალი კარმენია. ან უნდა რომ იყოს. მუსიკის გარეშეც საინტერესოა, თუმცა ისე არ მინდა გამომივიდეს რომ მერიმეს მოთხრობას წაიკითხავ და სპექტაკლს გვერდით გადადებ. არა, ოპერაც შედევრია, მაგრამ მხოლოდ გენიალური მუსიკისა და გენიალური შინაარსის გამო არ მიყვარს კარმენი.
- კიდევ რა მიზეზი გაქვთ სიყვარულისთვის? - მკითხა მან ღიმილით.
- ბიზეს ისტორია. - დარწმუნებული ვიყავი რომ მან ჩემზე უკეთ იცოდა, მაგრამ რატომრაც ჩემი პასუხი აინტერესებდა.
- ჩემი კაი, რა ბაზარი აიწია, თავი მეცხრამეტე საუკუნეში მგონია. აქამდე მეგონა რო ოპერას მხოლოდ შერეკილები და ბებრები უსმენდნენ. - ჩაილაპარაკა ლადომ მაგრამ მათეს განრისხებულ მზერას რომ წააწყდა, გაჩუმდა.
- თუ არ ვცდები, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა გულით. ეს ის არაა, რაც შენ გგონია... - ხმის ამოუღებლად შევაწყვეტინე ლადოს და სიცილი ძლივს შევიკავე. - შექმნა შედევრი და ხალხმა არ მიიღოს, უმსგავსობა უწოდოს იმას, რაც მომავალში საუკუნეს გაუძლებს და შენს სახელს ლეგენდად აქცევს, რბილად რომ ვთქვათ, ასწორებს.
- მოკვდე ისე რომ არ იცოდე, ნამუშევარი, რომელიც დაგმეს მომავალში შენს სახელს უკვდავყოფს, მაინც ასწორებს? - დამეკითხა ღიმილით.
- რა თქმა უნდა. ისედაც ვკვდებით და დიდი ამბავი თუ აპლოდისმენტები არ ჩავიყოლეთ კუბოში. მთავარი ხომ ისაა რომ ვცადეთ და მოზღვავებული ენერგია ფუჭად არ დავხარჯეთ. - ისე საყვარლად გამიცინა კინაღამ წამოვხტი და ჩავეხუტე, ძალიან გავდა პაპაჩემს.
- რა კარგი ბავშვია, არა? - გადაულაპარაკა თემურს. - ასეთი ახალგაზრდები რომ მხვდებიან, იმედი მეცემა რომ ტყუილად არაფერი დაგვიკარგავს. - პროთეზის ხელს ღიმილით გადაუსვა ჯანსაღი ხელი, სწორედ ისე, როგორც დედა ეფერება ჩაძინებულ პატარას და მორიგი კითხვა დამისვა. მე კი ამ დროს მომინდა რომ მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე... რა იცოდა, ნარკოტიკებზე შეყვარებულ ახალგაზრდასთან რომ ჰქონდა დიალოგი, ეს რომ სცოდნოდა, ნეტავ კიდევ გაიმეორებდა იგივე სიტყვებს?! - ესეიგი, კარმენი თქვენი საყვარელი ოპერაა.
- მხოლოდ მაშინ, როდესაც შეყვარებული ვარ. - ვუპასუხე და თვითონვე გამეცინა. არადა, სიმართლეს ვეუბნებოდი - „აიდა“, ოღონდ ამნერისი უფრო მომწონს და „სამსონ და დალილაზე“ ვგიჟდები. ოპერის მომღერალი რომ ვყოფილიყავი, ვისურვებდი დალილას პარტია მემღერა, და დონიცეტის „ფავორიტი ქალი“ ვყოფილიყავი. ისე კი, ვერდი და ჰენდელი ჩემი საყვარელი კომპოზიტორები არიან. გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ, ტექნიკურად გამართული ხმის სიგიჟის მოსმენა მინდა თუ უფრო მძიმე და დრამატულის. ამ ბოლო დროს „რიგოლეტოს“ ვუსმენ ხშირად. - პაუზა ჩამოვარდა. ელოდებოდნენ როდის გავაგრძელებდი, მაგრამ ვიცოდი, ბიჭებისთვის ჩინურად ვსაუბრობდი და შემეცოდნენ. არც მე მესიამოვნებოდა მანქანებზე, ან ფეხბურთზე რომ გაემართათ დებატები.
- რიგოლეტო... - დუმილი დაარღვია თემურმა - უბრალოდ მუსიკა გატკბობთ, თუ ჰერცოგი გაგონებთ ვინმეს?
- როგორ მიხვდი?! - მოულოდნელმა კითხვამ ისე ამაფორიაქა რომ ვერც კი შევამჩნიე, შენობით რომ მივმართე. გულიანად გადაიხარხარეს და როგორც ასაკიანებს სჩვევიათ, ხველებით დაასრულეს. თავი სულელურად ვიგრძენი, რა დიდი მიხვედრა უნდოდა მაგას, ბიძამისი იყო და ჩემზე უკეთ იცნობდა თავის მექალთანე, მოთამაშე დისწულს.
- რიგოლეტო... სიამოვნებით მოვუსმენდი სიკვდილის წინ, თუკი მექნებოდა არჩევნის უფლება. - ჩაილაპარაკა თემურმა და მომლოდინე მზერა მომაპყრო, მეც რამე უნდა მეთქვა.
- მადამ ბატერფლაის ფინალური არია. - ვუპასუხე ის, რაც არაერთხელ მიფიქრია.
- კაცი, რომელიც ხარაკირის სურვილს გიღვიძებს, ის კაცი არ არის. - მიპასუხა და სახე ერთბაშად გამინათდა. ასეთ სიტყვებს ბევრისგან ვერ გაიგებ.
შემდეგ ბიჭები აწუწუნდნენ და თემურიც წამოდგა. სასტუმრო ოთახში ათას ტუჩ გამოვლილი ბოთლით დაბრუნდა და ჩემი დაბადების დღისთვის გამართული წვეულებაც ეშხში შევიდა. ისე ავწრიალდი, თითქოს სავარძელმა ნემსები გამოისხა და საჯდომი დამიჩხვლიტა. ბედნიერებისგან ცხენივით გადმომეყარა კბილები, ალბათ საშინელი სანახავი ვიყავი.
- ლიზ, გინდა ააფეთქო? - მკითხა ლევანმა და მის ხმაში გამკრთალმა მზრუნველობის ნოტმა სხეული გამითბო. რა კითხვა იყო, რა თქმა უნდა, მინდოდა. დამშეული მგელივით მინდოდა. სავარძლიდან ისე წამოვხტი, როგორც კატა, რომელსაც ცხვირი აუწვა აკვარიუმიდან გადმოვარდნილმა თევზის სურნელმა და მაგიდასთან მოფუსფუსე თემურთან მივაჭერი. იდეალურად მოვლილი, გრძელი, ნაოჭებშეპარული თითებით დამჭკნარ, ნახევრად გამხმარ გალოვკებს შლიდა და თუთუნში ურევდა. თვალი ვერ მოვწყვიტე. ისეთი მოჯადოებული შევცქეროდი მისი ნატიფი, მოქნილი თითების მოძრაობას, თითქოს გლენ გულდს ვხედავდი, რომელსაც როიალის კლავიშები დაეპყრო და სული მეხუთებოდა.
- მმმ... შეიძლება შევეხო? - გაწვრილებული ხმით იკითხა ლევანმა და ახარხარებულმა ლადომაც ტაში დაუკრა, აქაოდა, ათიანში მოარტყიო. - უყვარს და რა ქნაას??? - ჩაილაპარაკა ლევანმა ჭირვეული ბავშვის ხმით და ჩამეხუტა. როგორ მინდოდა დამემტკიცებინა მისთვის რომ ცდებოდა და არც მასე ვკარგავდი თავს. მაგრამ სადღა იყო საკუთარ თავთან დადებული პირობები, „დასტოინი“ დამეჭირა ნარკოტიკის სიახლოვეს და არ ავტინგიცებულიყავი. ორი ათრთოლებული თითი ჭაობისფერ-ყავისფერ ნაწილაკებში ჩავუშვი და ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე. იმედია, მხოლოდ ლევანი და თემური გაიგებდნენ ამ ცხოველურ ხმას, რომელიც მე გამოვეცი. ისეთი წებოვანი იყო, თითებზე ამეკრა და სუნი ერთი მეტრიდან ვიგრძენი.
- შოკის მომგვრელი სუნი აქვს. - აღმომხდა ხმა ჩახრინწულს. - ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა პლანის სურნელოვანი სუნამო გამოვუშვა...
- ოცნებას კაცი არ მოუკლავს. - ჩამამწარა მათემ.
- ეე, შენ ნუ დასცინი ჩემს გოგოს. - დამიცვა ლევანმა და თვითონ უფრო ხმამაღლა ახარხარდა ჩემს კისერში.
- ეჰ, ბიძია. ვინაა დასაცინი, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. - უპასუხა თემურმა და სიამოვნებისგან გავიბადრე.
- ესაა, აბა სხვა ვინ იქნება. რა ესაქმება ქალს პლანთან...
- ქალი იცი შენ „კუხნაში“ და „კრაოტში“. - გავაჟღერე დრო მოჭმული აზროვნების ბნელი გამონათება და ყველამ გავიცინეთ.
- არც უმაგისობაა, მაგრამ მე პირადად, ცუდს ვერაფერს ვხედავ თუ ქალი ბალახს გეახლება. ოღონდ, მხოლოდ ბალახს. - დაჟინებით გაიმეორა თემურმა და ღიმილით ამომხედა.
- ნეტავ, მამიკოც თქვენნაირად ფიქრობდეს...
- ო... ეგ უკვე რთული საკითხია, შვილო. ობიექტურობას ვკარგავთ, როდესაც ქალიშვილებზე მიდგება საქმე. - მიპასუხა მან და ბოთლი მომაწოდა.
სანთებელას ჩხაკუნი სიჩუმეში, დაფშხვნილი გალოვკების ტკაცა-ტკუცი და მდიდარი ჟანგბადი ფულტვებში. რამდენ ხანსაც გავუძელი ჩემში დავტოვე და შემდეგ გაფილტრული ბოლი ერთიანად გამოვუშვი.
- ვოკალისტის ფილტვები ჰქონია. - ჩაილაპარაკა ნოემ.
- შეგერგოს. - აღმოხდა ელიზბარს.
- მიდი ლიზ, ჩემს მაგივრადაც შენ დაარტყი. - გაწვდილი ბოთლი ისევ ხელში დამატოვებინა ლევანმა და გამიღიმა.
- განა კი ღირს ამხელა მსხვერპლი ჩემ გამო?!
- კაი, არ გინდა თავმდაბლობა. მოწიე, დღეს გეკუთვნის. - მეორე ნაპასი უფრო ძლიერი იყო. ყველა მწეველმა იცის რომ კარგი აფეთქების შემდეგ ვისი ჯერიცაა, გაუმართლა, და მეც იღბლიანად ვიგრძენი თავი.
- ჩვენ მაგივრადაც შენ მოწიე ლიზ, დაბადების დღეს გილოცავთ. - გმირული სულისკვეთებით მომმართა ლადომ და ორი თითი დამანახა. გამეღიმა. ეს მეორე საჩუქარი იყო.
- კი, მაგრამ...
- არა, კი ხვდება რომ ზედმეტი მოსდის, მარა თან რო არ ეთმობა? - ჭირვეული ბავშვის ხმით განაცხადა ლევანმა და მისი სიცილი ზედმეტად ხმამაღლა მომესმა. ბოლმა ფერები გაამკვეთრა, თვალებზე ჩამომცხა. ნატურალური იყო და ცოტა ხანში უფრო მოიტანდა, მაგრამ ერთი წამითაც არ მიყოყმანია გამეგრძელებინა თუ არა მოწევა, ნატურალური იყო და ხომ არ მომკლავდა.
- დარწმუნებული ხარ? - იჭვნეულად იკითხა თემურმა. არავისთვის შეუხედავს, ისევ გალოვკებს ფშხვნიდა.
- რომც გადმოგვაწოდოს, გგონია, რამე იქნება? - გაეცინა მათეს - ხარივით ეწევა, ბოთლს იმენა ადნობს. ამას რომ მიაწვდი, იმ ბოთლს დედა აღარა ჰყავს.
- მაშინ დავუმატოთ. - თქვა თემურმა და ორი თითით აიღო თუთუნგარეული ჭაობისფერი ნაწილაკები. მომეჩვენა რომ მისი თითები ჩხირებს გავდა და ბრინჯს ყრიდა ბოთლის ყელში.
- საუკეთესო დაბადების დღე მაქვს. - აღმომხდა ბედნიერებისგან მთვრალს და თვალებით სკამს დავუწყე ძებნა, ამ დროს მომაწოდა თემურმაც ბოთლი და მისი სიტყვები გაწელილად მომესმა.
- ააახალგაააზრდა ქააალბატოოონოოო, პოოოზნიააა ეეეს მოოოსაწეეევი.
- ფისო, სვანური ჯიშია და ცოტა მძიმეა, თუ გინდა ცოტა ხანში დაამატე... - ლევანის სიტყვები ჩვეულებრივად ისმოდა, თემურს კი... მხოლოდ მომეჩვენა რომ თავზე რქები ამოუვიდა, ეს მხოლოდ მოლანდება იყო, ვუყურებდი და უკვე გამქრალიყო შავი, ლაპლაპა რქები.
- აღარ უნდა , ქანაობს უკვე... - თქვა ვიღაცამ და გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო.
- კაი, ღადაობ? აღარ მოაწევინო, ბიჭო, დაგავიწყდა რა გვიქნა მაგ მოსაწევმა? მთელი კამანდა აგვიყირავა. ეყო რა, ისედაც ბევრი მოწია... - მათეს გავხედე და გავუღიმე. ღიმილზე ღიმილითვე მიპასუხა და მომეშვა, ისინი არაფერს დამიშავებდნენ.
- ლევან...
- გისმენ, საყვარელო... - მითხრა მან და ისე ფაქიზად შემეხო თმაზე, თითქოს ბუმბულის ხელები ჰქონოდა.
- რომ მოვწიო... ანუ... თქვენ დაგრჩებათ კიდე? ღორი ხომ არ ვიქნები? - ბევრი ხმა, ძალიან ბევრი ხმა გაისმა... იცინოდნენ. „ისინი უბრალოდ იცინიან, არ დაგცინიან“, შევუძახე საკუთარ თავს, „და არაფერს დაგიშავებენ. ისინი კეთილები არიან!“.
- არა ჩემო სიცოცხლე, რა ღორი, ყველაზე ლამაზი გოჭი იქნები მთელ სამყაროში. მოწიე რამდენიც გინდა, ოღონდ ჩემთან დარჩი... ძაან არ გაჰყვე, ჩემთან იყავი.
- გოჭი... - ჩავილაპარაკე ანგარიშმიუცემლად და დამძიმებულ ბოთლს დავეწაფე. ოთახი შეინძრა, ჰაერში აფარფატდა, ცაში აიჭრა, მაგრამ ჩვენ მაინც ისევ ისე ვიყავით, მყუდროდ. თბილ კედელს მივეყუდე და ვიგრძენი როგორ მომელამუნა ზღვიდან მონაბერი ჰაერი. „ალბათ ლურჯ ოკეანეს გადავუფრინეთ“ გამიელვა თავში. თემურმა რაღაც მითხრა ბოთლზე და ოთახში დავბრუნდი. - უი... დამავიწყდა ხელში რომ მეჭირა, ბოდიში... მაპატიეთ...
- ყველაფერი კარგადაა, შემოგევლე... - მითხრა მან ღიმილით.
- შეგიძლიათ რომ ჩამიკიდოთ? ხომ არ შეწუხდებით?
- სიამოვნებით. - მითხრა მან და ფეხზე წამოდგა.
- თუ შეწუხდებით, თვითონვე ჩავუკიდებ...
- არა, რას ამბობ, რა შეწუხებაა... - სიცილის ხმები ისმოდა, ალბათ უფრო დაბლიდან, რადგან ჩვენს მაღლა ვერავინ იქნებოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამაში დარწმუნებული ვიყავი. ბოთლი ძლივს მივიტანე ტუჩებთან და ბუნდოვნად დავინახე როგორ ჩამოიღვარა ჭუჭყიანი თოვლისფერი ბოლქვები.
- კიდე გააღვივა... - ჩაილაპარაკა ვიღაცამ აღტაცებით და მივხვდი რომ აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა, ოთახს მშვიდად რომ ეფრინა საჭირო იყო ბევრი ბოლი.
- მშვენიერო ქალბატონო, ბოთლი ხომ არ გამოგართვათ? - მკითხა ჭაღარათმიანმა კაცმა, ოკეანესავით ლურჯი თვალები რომ ჰქონდა და მივხვდი, ის იყო ოთახის კაპიტანი.
- მოწევთ? - ვკითხე ღიმილით და უფრო მყარად მივეყუდე რბილ კედელს.
- არა, მაგიტომ არ მითქვამს, გენაცვალე, თუ გინდა, მოწიე, მე უბრალოდ...
- მოვწევ. - ბედნიერებისგან ლამის ავტირდი და ისე მონდომებით შევისუნთქე ფრენისთვის საჭირო ენერგია რომ ნაკვერჩხლების ტკაცა-ტკუცმა ყურები დამიბუჟა, ზუსტად ასეთი ხმები ჰქონდა იმ წალამს, რომელსაც პაპა წვავდა ხოლმე მწვადისთვის. დავინახე როგორ დაეცა ბოთლი იატაკზე და გული ამიჩქარდა, ვაითუ ავის მომასწავებელი ყოფილიყო ეს ნიშანი ოთახის მფრინავი ბორბლებისთვის.
- რამე ცუდი ხომ არ შეემთხვა? - ვკითხე კაპიტანს და მისმა უდარდელმა, კეთილმა სახემ დამარწმუნა რომ ვცდებოდი.
- არა, არა, ყველაფერი ჩინებულად აქვს. მსუბუქად დამივარდა, არ იდარდო, ბოთლს არაფერი დაშავებია, პატარა ნაკაწრიც არა აქვს, მერწმუნე.
შვებით ამოვისუნთქე. პატარა... ყველაზე კეთილი სიტყვაა „პატარა“. დავინახე როგორ ვიდექი აივანზე და ზღვას გადავყურებდი... ხელები მუცელზე მედო, უზარმაზარ მუცელზე და ჩემს ჯერ არ დაბადებულ პირმშოს ვეფერებოდი. ყველას აქვს უცნაური ახირება და მათ შორის მეც. არ მინდა სამშობიაროში დაიბადოს ჩემი გოგონა, ათასი უცხო ადამიანის თვალწინ... მინდა ბაღში მოევლინოს ქვეყანას... სადაც პატარა რუ მორაკრაკებს და ირგვლივ სურნელოვანი, დიდ ფოთლებიანი პლანის ხეები დგას. გასისხლიანებული პირნცესა, რომელიც იმიტომ ტირის რომ ჰგონია, საფრთხე ელის ბოროტ სამყაროში, რუსთან მიმყავს მკერდზე მიკრული და მზის სხივებით გამთბარ წყალში ვაბანავებ. პაწაწუნა გოგონას მაშინაც არ ვიცილებ მკერდიდან, როდესაც გვირილის ყუნწებით ვუკერავ პლანის ფოთლებიან მოსასხამს და შემდეგ ამ მოსასხამში ჩაძინებულს ნელა ვარწევ, ჩუმად ვუმღერი იავნანას. „მამიკო მალე დაბრუნდება და რძეს მოგვიტანს“ ვუჩურჩულებ ტკბილად მძინარეს. ჩემივე სიტყვები მაკრთობს, რძე ხომ თვითონაც მაქვს და ვალდებული ვარ ძუძუ მოვაწოვო რომ გაიღვიძებს. არავითარი ცხოველი, მზად ვარ იმ მსხვერპლისთვის, რომელსაც ჩემი პატარა მოითხოვს და ეს ისეთი ამაღელვებელია რომ ახლავე უნდა ვუთხრა ლევანს. აქეთ-იქით ვიყურები, ისევ ოთახში ვარ თბილ კედელს მიყრდნობილი, არსადაა არც ჩემი პატარა და არც ლევანი.
- სად არიან? - ვკითხე კაპიტანს და პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი შევიკავე.
- აქ ვარ, ფისო. - ყურთან მეუბნება ლევანი და კედელი, რომელსაც ამდენი ხანი ვიყავი მიყუდებული, ინძრევა.
- ლევან... - აღმომხდა უზომოდ გახარებულს და სახეში ავხედე - არ მითხრა რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში აქ იყავი... - ვიღაცამ ჩაიფხუკუნა, ვიღაცას სიცილი აუტყდა. მან ხელები მომხვია და ამაოდ სცადა სიცილის შეკავება.
- კი ლიზ, მე სულ აქ ვარ, შენთან, მაგრამ შენ როგორც ყოველთვის, გადიხარ. ჩემგანაც კი გადიხარ...
- არა! - მისმა სიტყვებმა გული მომიკლა, მომინდა საწინააღმდეგო დამემტკიცებინა, რომ სულ მასზე ვფიქრობ და რომ დიდი ხანია ველოდებით... - სად არის? - ვიკითხე განწირული ხმით და ოთახი მოვათვალიერე. იატაკი შექანდა და ძლიერად ჩავეჭიდე მის მკლავებს რომ არ წავქცეულიყავი. - სად არის? - ხმას ავუწიე და თვალებში ცრემლებიც ჩამიდგა. ზუსტად ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, მან ჩათვალა რომ ნარკომანი დედა ვერ მოუვლიდა შვილს და გადამალა, კი ზუსტად ასეა... მან შვილი წამართვა, მხოლოდ იმიტომ რომ ნარკომანი ვარ და ჰგონია, ბავშვს სათანადო ყურადღებას არ მივაქცევ. მან ხომ არ იცის, ჯერ არ იცის რომ გადავწყვიტე ყველაფერს შევეშვა, რომ ჩემი პატარა უფრო მიყვარს ვიდრე ბალახი, რომ მისი პატარა თითების შეხება უფრო მათბობს, ვიდრე ბიო. რომ მის ჩახუტებას უფრო დიდი პრიხოდი აქვს, ვიდრე ამფეტამინს...
- ვინ სად არის, ლიზ? - მეკითხება ირონიული ღიმილით, ვითომ არ იცის ვისზე ვეკითხები და განადგურებული სული ცრემლებად ჩამომდის თვალებიდან.
- ნუ მექცევი სასტიკად, სად წაიყვანე, ხომ იცი რომ არაფერს დავუშავებ. - ის ხარხარებს, ღმერთო ჩემო, როგორ შეუძლია ასეთი გულღრძო იყოს?! ხარხარებს!
- ლევან, გეყოფა. - აფრთხილებს კაპიტანი და მოუწოდებს სიმართლე მითხრას. მხოლოდ მას ვეცოდები ამდენს ადამიანში, მხოლოდ კაპიტანი მიყურებს თანაგრძნობით და უზომოდ მზრუნველი ხმით მეუბნება რომ დავმშვიდდე.
- ვინ სად არის, ფისო? - კითხვას მიმეორებს ლევანი და სიცილის დასამალად სახეზე იფარებს ხელს.
- ნუ თვალთმაქცობ - ძლივს ამოვთქვამ სიტყვებს და იმის ძალაც აღარ შემწევს რომ ცრემლები მოვიწმინდო. ჩემს სიტყვებზე მას ისტერიულად ეცინება და უკანაც გაძლიერებულად ისმის მყვირალა ხარხარი. სულს რომ მოითქვამს, მეორე ხელით, რომლითაც არ ვუჭერივარ, სახიდან ჩამოშლილ თმას მაცილებს და დაუჯერებელ სიტყვებს მეუბნება.
- ლიზ, დაახლოებით კი ვხვდები ვისაც ეძებ, მაგრამ იმას ვისაც ეძებ, არ არსებობს...
- გინდა დამარწმუნო რომ ჩვენ... მე...
- ვის ეძებს? - კითხულობენ აქეთ-იქიდან. ყველა თავს იკატუნებს, ყველა თამაშობს... - ლევანი კი ისევ იცინის.
- რა ჩვენ? - მეკითხება უცნაური ღიმილით და მეორე ხელსაც წელზე მხვევს.
- ჩვენ შვილი არ გვყავს? - ვეკითხები ჩურჩულით. ჩურჩული უფრო ინტიმურია, იქნებ ისევ დავიბრუნო მისი გული, შევეცოდო და ჩემი გოგონაც დამიბრუნოს. ვხედავ რამხელა ძალისხმევა სჭირდება იმისთვის რომ არ გაეცინოს და მეხუტება.
- არა... - მისი სიტყვები სასტიკი განაჩენივით ჟღერს, თითქოს მოსამართლემ ჩაქუჩი დაუშვა და მე სამუდამოდ ჩამომართვეს დედობის უფლება. - ლიზ, ბაზარი არაა, მეც მაგრად მინდა ის, რასაც შენ ეძებ, მაგრამ ეხლა ნაღდად არ არსებობს, ორი თვეც არაა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ და რანაირად ტო... თუ გინდა გავიდეთ აქედან და ჩავსახოთ, რავი, სხვანაირად როგორ დაგეხმარო...
- არ არსებობს. - აღმომხდა და სახეზე ხელები ავიფარე. მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს, მეტეორი დაეშვას და დამეცეს, მეხი ჩამოვარდეს და გამაქვავოს, ეს ყოველივე რბილი ნათქვამია იმასთან, რისი სურვილიც მე გამიჩნდა. - ვსო, დავბრუნდი. - ვთქვი ნაძალადევი ღიმილით და ვცადე მისი ხელებიდან გავთავისუფლებულიყავი. თემურს გადავხედე, რომელსაც შვებანარევი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, ბიჭებისკენ გახედვაც კი მზარავდა, რა ამოვიდოდა მათი ყბიდან.
- სხვათაშორის, მალე დაბრუნდი.- ომახიანად გამომძახა ნოემ, მაგრამ ფხიზელი ვიყავი და მაგას ვჭამდი? უბრალოდ მამხნევებდა რომ სირცხვილისგან არ დავმწვარიყავი.
- აუუ, ლევან, არ არსებობს... ხმამაღლა ვლაპარაკობდი?
- ლიზ, საღოლ, ამდენი არ მიციანია უკვე თვეებია, საღოლ. - ლადო იყო. მისკენ გახედვაც კი მზარავდა.
- ყველაზე მაგარი რაღაც იყო, რაც კი ოდესმე მომიწევია. აუ გთხოვთ, არ დამცინოთ. - ვთქვი და თვითონვე ამიტყდა სიცილი.
- ვის ეძებდი ესე გამწარებული, ძმურად, გვითხარი რაა? - ლადოს სიტყვებმა შვება მომგვარა და როგორც იქნა შევტრიალდი მათკენ, აქამდე ზურგით ვიდექი.
- აქამდე ვერ მიხვდი, შე ბოთე? - დაეკითხა მათე და სიცილისგან ორად მოიკეცა.
- ვერ მივხვდით და რა მნიშვნელობა აქვს ვის ეძებდა. - შეეკამათა თემური და კოკა-კოლა ჩამომისხა.
- ხომ არ შეგაწუხეთ, უფრო სწორად, არაადეკვატური ვიყავი? - ვიკითხე და ჭიქა ერთ მოყუდებაზე გამოვცალე. პასუხს შიშით ველოდი.
- არა, კაცო, რას ბრძანებთ? - შეიცხადა ნოემ და კარგა ხნის გაციებული ჩაი მოსვა.
- ლიზ, მაგრად გაგიტყდა ხო, რო ვერ იპოვე? - მკითხა მათემ და თვალებში შემომხედა. მან იცოდა... საშინელება იყო. რაც ლევანს ხელები გავაშევბინე ერთხელაც ვერ გავბედე შემეხედა. ყველაზე საშინელება კი მაინც ის იყო რომ ერთი წამითაც არ მინანია იმდენი რომ მოვწიე.
- არაუშავს, როგორმე გამოვასწორებთ. - უპასუხა ლევანმა ჩემს მაგივრად და ისევ აყირავდნენ.
- მართლა, ოღონდ არ მომატყუოთ, ძალიან არაადეკვატური ვიყავი? იმის გარდა რომ... ვეძებდი, და კიდევ იმის გარდა რომ ლევანი რბილი კედელი მეგონა... - სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი რომ შვიდივეს სიცილი აგვიტყდა.
- ფაქტიურად, არც კი გეტყობოდა რომ დაბოლილი იყავი, ერთი იმაზე შეგატყეთ, ბოთლზე რომ ინერვიულე, ხომ არაფერი შეემთხვაო... - ელიზბარის სიტყვებზე სიცილის მეორე ტალღამ გადაგვიარა, ყველაზე ხმამაღლა მაინც მე ვიცინოდი.
- ხო, ეგ მახსოვს, დაგივარდათ და გვიან შევამჩნიე, არა? - მესამე ტალღას ინერციით გავყევი, მიზეზი არც ვიცოდი.
- ბოლო ნაპასი რომ დაარტყი, ალბათ გეგონა, მაგიდაზე დებდი, ან ვინმეს აწვდიდი, ჰაერში გამოსწიე ხელი და გაუშვი. - საზეიმოდ მამცნო ლადომ.
- აბა... აუ... - თემურმა თვითონ დაიბრალა ბოთლის „შემთხვევით“ დავარდნა რომ არ მენერვიულა... საყვარელი, თვალზე მომდგარი ცრემლები მაჯით მოიწმინდა და ბოთლის გამზადება დაიწყო, უნდა დაემატებინათ, რა სინდისით მეთქვა რომ მეც მინდოდა კიდევ? ღრმად ამოვისუნთე და ვაღიარე - საერთოდ არ მახსოვს როდის მოწიეთ... - მეოთხე ტალღას ისევ ინერციით გავყევი.
- ალბათ იმიტომ არ გახსოვს რომ არ მოგვიწევია. - დამამშვიდა ნოემ.
- და, აბა რას აკეთებდით იმდენი ხანი? - მეხუთე ტალღა წინაზე ხანგრძლივი გამოდგა. ელიზბარს გულზე ხელი მიედო და ცდილობდა დამშვიდებულიყო. მის ასაკში ალბათ რეკომენდირებული არც იქნებოდა ამდენი სიცილი. 70-ს კარგად გადაცილებული იყო.
- ლიზ, სად იყავი? - მკითხა ლევანმა და სიგარეტს მოუკიდა. ცოცხალი თავით რა მათქმევინებდა, სად ვიყავი და მათემაც იგივე გაიმეორა.
- მაგას გეტყვის ? ისედაც თავბედს იწყევლის, მაგდენი რატო მოვწიეო.
- ჰმ, რა სისულელეა. - სასაცილოდაც არ მეყო. თან გამიკვირდა, ასეთი რამ მათეს როგორ შეეშალა-მეთქი.
- რა არის სისულელე?
- მართალია ცოტა დავიკარგე...
- ცოტა?
- კარგი, ხო, მაგრად დავიკარგე, მაგრამ... ასეთი შეგრძნებისთვის, სიცოცხლის ერთი წელიც კი ღირს...
- რა სულელი ხარ. - დანანებით მითხრა ლევანმა.
- არაა, - შეეკამათა მათე და მის სახეზე გამოსახულმა ღიმილმა გამაღიზიანა - ქალისთვის ყველაზე ძლიერი გრძნობაა. ჩვენ ვერ გავიგებთ. - ცინიკოსი! ხომ შეეძლო ენასთვის კბილი დაეჭირა და ყველასთვის არ გაენდო ჩემი საიდუმლო. თუმცა, მგონი მხოლოდ ლადო ვერ მიხვდა, ახლა უკვე მანაც იცოდა, მაგრამ მეტი ადამიანობა გამოიჩინა, ვიდრე იმ ორმა თვითკმაყოფილმა კრეტინმა და მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნად ჩაეღიმა.
- მოდი, მოდი აგვიფეთქე. - ჩემს გულში იჯდა თემური, რაღა დროსი იყო მაგრამ დავიმორცხვე, ჯერ თქვენ მოწიეთ-მეთქი, ალბათ დიდად დამაჯერებლად არ გამომივიდა, რადგან ისევ დავიჭირე საყვარელი ნივთი ხელში და დიდი ნაპასის შემდეგ თვალებით სკამს დავუწყე ძებნა. ლევანი მიხვდა და ღიმილით მიმაცილა სავარძლისკენ.
- ლევან...
- გისმენ ფისო... - არა, ამ ბიჭს მაინც არ ეშლებოდა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. დაბოლილს მუდამ თბილად მესაუბრებოდა. ნამდვილი ქეში იყო და ეს ტიტული ჩემ თვალში ცამდე ამაღლებდა.
- შეიძლება შენთან ახლოს დავჯდე? ხანდახან რომ დაგელაპარაკო ხოლმე... - უკვე სავარძელში ვიჯექი და განწირული თვალებით დავუწყე სკამს ძებნა. ერთადერთი სკამი იყო ოთახში და ისიც თემურს დაეკავებინა. სავარძელი მძიმე ჩანდა და შეძლებდა კი ჩემთან ახლოს მოეჩოჩებინა?! მაშინ მე უნდა წამოვმდგარიყავი და დივანზე მოვკალათებულიყავი მასთან ერთად, ეს კი ძალიან რთული მეჩვენებოდა.
- სიამოვნებით, საყვარელო. - მიპასუხა თბილად და სულ მარტივად შეასრულა ის, რაც მე შეუძლებლად მეჩვენებოდა. დიდება ბობ მარლის ხსოვნას! მძიმედ დაბოლილი ვიყავი.
- როგორ ინებებთ, მოგაწოდოთ თუ ცოტა ხანში დაამატებთ?
- თქვენ მოწიეთ. მე უკვე კარგად ვარ. - ვუპასუხე, მაგრამ ვაი ამ პასუხს, ენას ძლივს ვაცლიდი ხრიოკ სასას. - წარმომიდგენია როგორ იტანჯება ადამიანი, რომელიც უყურებს სხვა როგორ ეწევა და თვითონ არა. - მან კეთილი თოვლის პაპასავით გადაიხარხარა და ბოთლი მათეს გადააწოდა.
- როგორ უყვარს, წარმოგიდგენია? - გადაულაპარაკა ელისბარმა ნოეს და თბილად გამიღიმა.
- ეხლა თუ გტანჯავთ, სამზარეულოში გავალთ და იქ მოვწევთ. - მეხუმრა ლადო.
- არა, ღადაობ? პირიქით, სხვებს რომ ვუყურებ, როგორ ეწევიან, ეგ კიდევ ცალკე სიამოვნებაა, მე ფხიზელზე ვიგულისხმე...
- ბაზარი არაა, ლიზ. შენ ალკოჰოლს ვერ იტან და ამ ბოთლით გადღეგრძელებ. ყველაფერ ჯიგრულს გისურვებ. ხო იცი, როგორ მიყვარხარ?
მითხრა ლადომ და ბოლი ღვინოსავით შესვა. დავფიქრდი, ოდესმე ასე თუ გამხარებია სადღეგრძელოს მოსმენა, აშკარად არა. ბოთლის დატრიალების ხელოვნება არანაკლებ მიმზიდველია ისევე, როგორც ტარიანით მოწევა. ამ უკანასკნელს უფრო მეტი ბალახი სჭირდება. სამაგიეროდ, ნაკლებად გახრჩობს და უფრო ადვილი მოსაწევია. ვუყურებდი და თვალებს არ ვუჯერებდი, ბოთლის ძირზე ამოჭრილი ღრუ კუთხეებს ხსნიდა, როგორც თევზი პირს და თვითეულ მათგანს სასიცოცხლო ძალას გადასცემდა ორალური გზით. ეს ყოველივე მისტიკურ რიტუალს წააგავდა, სულების გამოსაძახებლად ჩატარებულს. თემურმა ისევ ჩაამატა საწვავი ხელსაწყოში და ნოეს გადააწოდა, რომელმაც თითქოს აკოცა ბოთლს და ბიჭებს შესთავაზა. მათ კი მე გადმომხედეს. ისევ მითმობდნენ, საყვარლები.
- არც მაგას აღარ უნდა. - თქვა მათემ ღიმილით და შიგთავსით სავსე ხელსაწყო მაგიდაზე დადგა.
- მინდა... - აღმომხდა განაწყენებულს და თვითონ წამოვდექი ასაღებად. მაგიდაზე ასანთის ღერი შევნიშნე, ავიღე და ფრთხილად გამოვჩხრიკე შეწებებული, გაუწითლებელი მცენარე.
- უფრო ნაზად, არ ეტკინოს. - ზურგს უკან მითხრა ლევანმა და სიცილით ჩამეხუტა.
- კი მაგრამ, არის და ხომ არ გავაფუჭებ. - თავი ვიმართლე და სანთებელა გამოვართვი. ისევე წავაცუნცულე ბოთლი სავარძლისკენ, როგორც მელიამ ქათამი. კომფორტულად მოვთავსდი და საკოცნელად გავემზადე. ლევანი მომიახლოვდა, ეგონა დახმარება მჭირდებოდა, მაგრამ მინდოდა რომ სიამოვნება გამეათმაგებინა და თვითონვე ჩავუკიდე.
- პახოდუ თვალებს რომ უხუჭავს, არ კაიფობ? - იკითხა მათემ გაწელილად. ვერაფერს ვიტყოდი, დაკვირვებული თვალი ჰქონდა.
- ბაზარი არაა, მეც შევამჩნიე. თითქოს საკოცნელად ემზადებაო. - ბრძენივით დაეთანხმა ლადო. გამწვანებული ტუჩები ფრთხილად მოვაშორე უსულო სატრფოს და რომ ამოვიხედე ოთახში მზის სხივები შემოჭრილიყო. ისევე თბილოდა, როგორც აგვისტოს მცხუნვარე შუა დღეს.
- როგორ ხარ? - მკითხა ლევანმა და მისი სახის დანახვაზე გული ამიჩქარდა. არ არსებობდა სამყაროში ადამიანი, რომელიც მსგავს რეაქციებს გამოიწვევდა ჩემში, რასაც ეს ბიჭი ახერხებდა. ვაღმერთებდი. ვუყურებდი და ვრწმუნდებოდი რომ სიყვარული ნამდვილად არსებობდა. ხილული იყო და შეხებაც შეიძლებოდა.
- კარგად ვარ, შეიძლება რაღაც გითხრა?
- რა თქმა უნდა, ლიზ. ყურადღებით გისმენ. - ხელი ფრთხილად გამაშვებინა ჩაბღუჯულ ბოთლზე და დენებმა დამარტყა მისი თბილი ხელის გული რომ ვიგრძენი უმოძრაო თითებზე.
- ვიცი რომ მაგრად ვარ და შეიძლება დაგეზაროს ჩემი მონოლოგის მოსმენა...
- არა, არა. ცვეთში, ხო იცი რო მართლა მაინტერესებს. ყურადღებით გისმენ და მიხარია აქ რო ხარ, ჩემთან რო ხარ.
- არ ვიცი შენ როგორ გრძნობ, მე კი... - ხმას დავუწიე. არ მინდოდა ისევ ყურადღების ცენტრში მოვხვედრილიყავი - როგორც კი ბოთლს ვეხები ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს იმ ადამიანთან მაქვს ფლირტი, რომელიც სიგიჟემდე მომწონს. აი იმ საფეხურზე ვარ, როცა გამოხედვაც კი გაფორიაქებს და ოდნავი შეხება გშლის. პირველი ნაპასის დარტყმა ჩემთვის პირველ კოცნასთან ასოცირდება. ისე რომ კარგავ თავს რომ ვერც იგებ და თან მოგწონს... მიხვდი? - ყურადღებით მისმენდა, ან თავს მაჩვენებდა, რაც შესანიშნავად გამოსდიოდა და თან ეღიმებოდა. - აი მაშინ კი, როცა უკანასკნელად ვეხები და ვხვდები რომ ბოლო ნაპასია, კიდევ უფრო ტკბილია, ტკივილამდე ტკბილი. იცი რას გავს? როდესაც სიყვარულისგან იღლები, იტანჯები მაგრამ მაინც ვერ ეშვები და ამ დროს ის თვითონვე გტოვებს... და შენც უკანასკნელად კოცნი. უკანასკნელი კოცნით ემშვიდობები...
- იმ კაცის ბედს რა ვუთხარი, ბოთლის რო შეშურდება, არა ლევან? - გამოსძახა ლადომ და გაიკრიჭა.
- ძალიან ხმამაღლა ვლაპარაკობდი? - ვიკითხე იგივე ტონით და მათეს სიტყვებმა დამარწმუნა რომ ასე იყო.
- რო გვესმოდა, რა გავიგეთ, თორე კი.
- გამაოცა ამ გოგომ... - ჩაილაპარაკა ნოემ - კაიფი ხელოვნებამდე ჰყავს აყვანილი.
- ნუ უსმენ მათეს, მე გავიგე. - გამიღიმა ლევანმა და თმებში შემომიცურა ხელი. კისერზე შეხებამ ძილი მომგვარა და თავი მკერდზე მივადე. მისი ცივი სურნელი ღრმად შევიყნოსე და სხეულზე ჭიანჭვალების ჯარმა გადამიქროლა. თვალები დავხუჭე და მის მკერდზე ჩაძინებულ მძინარე მზეთუნახავად წარმოვიდგინე თავი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მისი თბილი ტუჩები თუ დაუბრუნებდა სიცოცხლეს.
სამი კვირა ერთმანეთის გარეშე... და მან გაძლო. მან ჩემ გარეშე გაძლო. ვიცოდი, რომ ისე არ იტანჯებოდა, როგორც მე. არ ვენატრებოდი, როგორც მე მენატრებოდა... არც სიზმრებში მნახულობდა. ჩემს ცხოვრებაში ორი რამ არსებობდა: ნარკოტიკი და ლევანი. და ორივე მკლავდა. თავდაპირველად არაფერს ნიშნავდა მათი არსებობა. მე ხომ ხომ მაგარი ტიპი ვიყავი და უბრალოდ ვერთობოდი... დრო გამყავდა ერთფეროვან ცხოვრებაში. ვერც მივხვდი როდის გამიცვალეს როლები და როდის დაიწყეს ჩემი განწირული, ნაჯიჯგნი სულ-სხეულით თამაში. 13 ლურჯი ვარდი... რისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს?! მხოლოდ იმიტომ რომ ლოგინისკენ წავეთრიე და საკუთარი კოლექციისთვის კიდევ ერთი გრძელთმიანი მიემატებინა. ვიცნობდი და ვიცოდი რომ ყველაფერს გააკეთებდა იმის მისაღებად, რაც უნდოდა. ის ხომ მებრძოლი იყო, ნამდვილი მეომარი. მე... ის, ვინც სათანადოდ ვერ გამოიყენა შესაძლებლობები და სულიერად დაცემულ რობოტად გადაიქცა. რომელმაც მოზღვავებული ენერგია მცდარი შესახვევისკენ მიმართა და ქარის საპირისპიროდ დაიწყო სირბილი. ლევანი... ეს ომი თავიდანვე წაგებული მქონდა და უნდა შევგუებოდი. მე ხომ თვითონვე ავირჩიე ეს გზა... გზა, რომელიც აკრძალული თავგადასავლებითა და ფათერაკებითაა აღვსავსე, ჯვრით მთავრდება და არა ჯვრისწერით. რატომ ვგრძნობ თავს მინის ყუთში გამომწყვდეული საცდელი თაგვივით, მე ხომ არასოდეს მქონია იმის სურვილი რომ მსოფლიოს ამოწურვის გარეშე გავთხოვილიყავი. ოხ, ეს უხერხული სიტყვა, სწორედაც რომ უხერხული სიტყვა „გათხოვება“, რომელიც ჩემთვის მოახლოებულ სიბერეს ნიშავს. უფერულ, უინტერესო, ნისლისფერ დღეებს. ნუთუ უკვე მზად ვარ ფარხმალი დავყარო, აღარ ვიბრძოლო „რაღაც დიდის“ შესაქმნელად, სამაგიეროდ კი ვიოცნებო იმ კაცის სიყვარულზე, რომელიც პირველივე სექსის შემდეგ მიმატოვებს. შესაძლოა არც მიმატოვოს... მაგრამ ის აღარ მომისმენს ყურადღებით... აი ნამდვილი ტრაგედია, მას აღარ დააინტერესებს ჩემი მოყოლილი ზღაპრები. აღარ ჩაიდენს სულელურ სასწაულებს რომ ჩემი გული მოიგოს და ჩვენი ურთიერთობა დაემსგავსება მილიონობით წყვილისას, რომელსაც არავითარი კავშირი არ ექნება ბონი და კლაიდთან. ანუ, ვეღარც მანონ ლესკოდ ვიგრძობ თავს და აღარც შექსპირის სონეტები იქნება ჩემთვის გასაგები. ისინი ვეღარ მომგვრიან მწველ ვნებას. პირველი, მეათე, მეოცე, ორმოცდამეათე სექსი თუ არა, ორმოცდამეთერთმეტე მაინც იქნება საბედისწერო და იმ წვიმიან ამინდში, როდესაც ის ჩემს სხეულზე ცივი ვეშაპივით გაწოლილი, მდორე მდინარესავით წამოიზლაზნება, არც კი გაახსენდება რომ მკითხოს, როგორ ვგრძნობ თავს. კოცნაც დაავიწყდება და სახელდახელოდ შეთხზული ტყუილით სწრაფად დამტოვებს სასტუმროში მყოფ ქალს. ქალი, რომელიც უბედური ცოლის თვალებით გააყოლებს მზერას, დიდხანს, ძალიან დიდხანს მიაშტერდება კარადაზე დაგდებულ ათ ლარიანს ტაქსისთვის რომ დაუტოვეს... და იფიქრებს რომ ათ ლარად შეფასდა ნახმარი სხეული. სხეული, რომელიც ოდესღაც ბობოქარ სულს ეკუთვნოდა, დაღლილი და გათელილი იდება სპერმით მოსვრილ ლოგინზე. მუხლებზე გაწითლებული კანი, მომავალში რომ გაშავდება...
- ლიზ... - დამიძახა მან და სასტუმროს პირქუში ნომრიდან ისევ გორდეზიანის სახლში დავბრუნდი - რას არ მივცემდი, ოღონდ გამეგო, რა ფიქრები ტრიალებს ამ უცნაურად მოწყობილ ტვინში, როცა ესე გაირინდები ხოლმე...
- ეგ როგორ გავიგოთ? - რამდენ გოგოს აუბნევდა თავგზას მათეს ლურჯი თვალები და ცივი, თითქმის ბოროტი ღიმილი? ბევრს, ძალიან ბევრს.
- ტრაკს არა, . - უპასუხა ლევანმა სიცილით და თემურის წყრომაც დაიმსახურა.
- რა სიტყვებს ამბობთ გოგოსთან, რა გჭირთ, რით ვეღარ გამოხვედით თინეიჯერობის ასაკიდან...
- შენ ჩვენხელას უკვე მესამე ცოლი გყავდა, ბაზარი არაა. - ფიქრიანად უთხრა მათემ და ლევანს გამოხედა.
- ზრდილობის ეტალონი რო იყავი, მაგიტომაც გაგექცა სამივე. - დაასკვნა ლევანმა და ისეთი რამ წამოროშა რომ თმები ყალყზე დამიდგა, სანამ მივხვდებოდი, ნახევრად ხუმრობდა - ესეა ძმაო, ქალს ძალა თუ არ აჩვენე, დებილად ჩაგთვლის და გაიქცევა. შიში შეიქმს სიყვარულსაო, არ გაგიგია? - სამი ასაკიანი მეგობარი ამ სიტყვებმა გაამხიარულა.
- აბა რა, ლევან. ხანდახან უმიზეზოდაც უნდა წაუთაქო რომ ახსოვდეს, გვერდით ნამდვილი, ღირსეული მამაკაცი ჰყავს. ვინიცობაა და შეგეკამათა, ისეთი უნდა შემოსცხო რომ მეორედ ვეღარ გაგიბედოს სიტყვის შემობრუნება. - ვუყურებდი თემურს, როგორ დასცინოდა ბიჭებს და ვნატრობდი მისგან ესწავლათ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო კაცი.
- ბაზარი არაა, თემურ. ხო გავაფრთხილე წეღან, ეს კაბა აღარ ჩაიცვა-მეთქი, მეორედ კიდე რო გამეჩითოს, მუხლებზე გადავილეწავ. ან ქამარს მოვიხსნი და...
- ვაიმე, ლევან, სულ გახდაზე როგორ ფიქრობ?! - ამომიტივტივდა სასტუმროს ნომერი და აღშფოთება ვეღარ დავმალე. წამიერი პაუზა მათემ დაარღვია, რომელსაც ჩემ სიტყვებზე კოკა-კოლა გადასცდა და ხველება აუვარდა. მაშინღა მივხდი, რამხელა სისულელე წამომცდა. რომ ხაფანგში გავები და ვერავის დავაჯერებდი იმას, რაც ლევანმა იგულისხმა.
- რაზე ვფიქრობ? - დამეკითხა ლევანი და ყველა ახარხარდა. უკვე მერამდენედ ვიგრძენი თავი იდიოტად. არადა, ხომ დანამდვილებით ვიცოდი, რაც იგულისხმა...
- ლიზ, საღოლ დღეს იმდენი მაცინე, მთელი ცხოვრება გამყვება. - ამოთქვა ლადომ და ხელმეორედ გადაყირავდა.
- მე ქამრით ცემა ვიგულისხმე ფისო, შენ წახვედი იქითკენ. ეხლა ხო ცვეთში გამოჩნდა ვინ რაზე ფიქრობს...
- ოხ, შე საწყალო, რა დღეში გაგდებენ არა გოგოები? - დანანებით გამოხედა თემურმა.
- დატანჯული ვარ. ყოველ ნაბიჯზე მოძალადე გოგოები მხვდებიან და მაუპატიურებენ. ხმის ამოღებასაც არ მაცდიან.
- ჩამაფიქრე ხო იცი. ეგ კარგი ამბავი ვერაა ლევან. ქალები თუ გჯაბნიან და ვერ ერევი, კაცებს გაუმკლავდები? - ეს აღარ მოეწონა ბიჭს. სავარძლიდან წამოდგა და მაგიდას მიუახლოვდა.
- ნუ მეტიპები რა ძმაო, დამიბოლე სასტავი და დაგტოვებთ, საქმეები მაქვს, მეჩქარება მაგრად. - თემურმა დაბლიდან ახედა და ჩაიცინა.
- როგორ მოგაცდენ კაცს ქვეყნის საქმე გაქვს ზურგზე წამოკიდებული.
- კიდე შემოგივლით, არ ინაღვლო. - დაამშვიდა ლევანმა და მხარზე ხელი დაადო. თემურმა ცერად გახედა ჯერ ხელს, შემდეგ მშვიდად გადაიტანა მზერა ხელის პატრონისკენ და მრავალმნიშვნოვლად ჩაიცინა.
- თვალებს ნუ ამომიღამებ ლოდინში, გეთაყვა და ეგ მხარი, სხვათაშორის, ძლივს გამიმთელდა და მადლობას მოგახსენებ თუ ხელმეორედ არ ამომიგდებ. - ლევანმა ზანტად აიღო ხელი და მათეს რაღაც ანიშნა, რომელმაც არ დააყოვნა.
- თერთმეტის ნახევარია უკვე...
სავარძელზე ლევანის აიფონმა გაანათა.
- აუ ჩემი... ვიგვიანებ. მომე რა მანქანაში მოვწევთ. უნდა გავიდე უეჭველი, ვერ დავიგვიანებ, შანსი არაა. - ლევანი ზურგით იდგა და ვერ დამინახავდა. ხელი ჩემგან დამოუკიდებლად წავიდა წერილისკენ და გახსნა. საკმარისი იყო თვალის შევლება რომ რეტი დამსხმოდა. თავი ავწიე. მათე მიყურებდა. მის თვალებში ვხედავდი როგორ ებრძოდა ერთმანეთს „ლიზას ჩაშვება“ და „ძმაკაცის ღალატი“. გაჭირვებიდან თვითონვე გამოვიყვანე და ლევანს დავუძახე.
- მესიჯი მოგივიდა.
- ...ფაქტით ვიარო თორე, შენც გერაინს არ მიძრობდე, ბალახზე კიდე თუ დამიჭერენ და მომჭამონ.
- შემთხვევით გამეხსნა. ვწუხვარ. - არ მინდოდა უკანასკნელი ბედნიერი წუთების ჩაშხამება. კი უკვე მოვეწამლე ახალ ინფორმაციას, მაგრამ მაინც. ტელეფონი გამომართვა, დახედა და გამომცდელად შემომხედა. გავუძელი და გავუღიმე, მაგრამ ვიცოდი რომ წაკითხული დამახრჩობდა. ბოლო ჯამში კი ჩვენი ჩხუბით, ჩემი ტირილით და გაქცევით დასრულდებოდა ეს ყველაფერი, რაც ნამდვილად არ მინდოდა. ასე რომ, უნდა დავმშვიდებულიყავი, თავის დამშვიდება კი მხოლოდ ერთ რამეს შეეძლო და ის ჩემგან სულ რამდენიმე ნაბიჯში იყო.
- სხვა დროს, შემთხვევით გახსნილზე, შემთხვევით შემოგამტვრევ თითებს. - დამემუქრა უტიფრად და მეც უტიფრული ღიმილით მივმართე თემურს.
- შეიძლება სულ ცოტა კიდევ მოვწიო? - ასეთივე ხმით ვიკითხავდი, შემეძლო თუ არა ნაყინის ტორტის პატარა ნაჭრის დამატება.
- რა თქმა უნდა, ჩემო კარგო...
- მივდივართ-მეთქი და მანქანაში მოწიე. - მომიჭრა უხეშად. სადღა იყო ღმერთ-კაცი. მის მაგივრად კაცი-ამფიბია მომჩერებოდა გაავებული თვალებით.
- მე აქ მინდა მოწევა და ორი წუთი არაფერს წყვეტს. - ვუპასუხე ისე რომ ზედაც არ შემიხედავს და მომლოდინე თვალები ბოთლის პატრონს მივაპყრე.
- მოითმინე-მეთქი ლიზა და მანქანაში მოწიე.
- ვერა.
- რატო, წაკითხულმა თავზარი დაგცა და ჭირ-ვარამი ბოლით უნდა ჩაკლა? - თან რომ მეღადავებოდა, არაადამიანი!
- არ წამიკითხავს, კნუტო, ასე რომ დაოკდი. - ბოთლი თითქმის მზად იყო.
- კნუტი არა კიდე წიწილა. - ოჰო, სხვა დროს კარგად იფერებდა კნუტსაც და ფისოსაც?! რა უცებ გახდა ბებერი მგელი. - მტყუანს შევე.ი რომ არ წაგიკითხავს...
- შენ უკვე ზედმეტად ბევრს შეე.ი ლევან და იქნებ დროა ჩაცხრე რომ არ გადაიწვე. - ვუპასუხე გაცეცლებულმა და ბოთლს დავეწაფე.
- მაგარს იჩალიჩებს და ვერ ხვდება. - გადაულაპარაკა ახარხარებულ მათეს და მესიჯის წერა დაიწყო.
- მე ვერ გამოვდექი კარგი გამზრდელი და მე მაპატიე. - მითხრა დანანებით თემურმა და კიდევ ერთხელ ჩამიკიდა.
- „მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს თუ ბუნებამც არ უშველა“ არა? - ირონიულად დაეკითხა ლევანი და ბოთლი ამართვა. - ვწუხვარ, მაგრამ ღმერთებმა მაცნობეს, უკანასკნელი კოცნა ვერ დაიმსახურაო. - და ბოთლი ჩაკლა. ბიჭები წამოიშალნენ. უცნაური ღიმილით მომჩერებოდნენ თუ ბოლის ბრალი იყო, არ ვიცი, მაგრამ ბევრად უკეთესად კი ვგრძნობდი თავს.
- არ მინდა რომ ასე უბრალოდ, პატივისცემის გარეშე გაგიშვა ლიზა, მითუმეტეს, იუბილარი ყოფილხარ...
- არა, რას ამბობთ, პირიქით. ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დაბადების დღე იყო, დიდი მადლობა. - ვუთხარი თემურს და რადგან დაბოლილი ვიყავი და კარგი ადამიანები იმაზე უფრო მეტად მიყვარდა, ვიდრე ფხიზელს, ჩავეხუტე. მან ისევ კეთილი თოვლის პაპასავით ჩაიხითხითა და შუბლზე მაკოცა.
- ძალიან სასიამოვნო ბავშვი ხარ და დიდ ბედნიერებას გისურვებ. საღამოს კი მხიარულად გატარებას.
- სამწუხაროდ, აქ მთავრდება ჩემი წვეულება, მაგრამ მთელი დღე გამტანს. - ვუთხარი და ასაკიან წყვილს მივუბრუნდი დასამშვიდობებლად.
- კარგი ბავშვია, მაგრამ სულელი. მარტივ რაღაცეებს ვერ ხვდება. - ჩემს ზურგს უკან თქვა ლევანმა და ბიძამისს ხელი ჩამოართვა.
- აბა თქვენ იცით, ჭკუით. - გააფრთხილა ბიჭები და მანამდე არ მიხურა კარი, სანამ ლიფტში არ შევედით.
- ლევან, რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო. - ვუთხარი ღიმილით და მისი აგრესიაც ამოინთხა.
- შანსი არაა, ეხლა ტვინს არ გაგაბურღინებ. სხვა დროს მოგხედავ.
- ეე, რა გჭირს ბიჭო. - ხმა ამოიღო ლადომ და წყრომით გადახედა.
- შენ ხომ არც კი იცი, რა უნდა გითხრა... - კიდევ ერთხელ ვიწამე ფოთლების სიდიადე. ის რომ არა, უკვე დასიებული მექნებოდა თვალები ტირილისგან.
- კაი, მიდი. აი 13 წამს გაძლევ ყველაფრის სათქმელად. არც მეტი, არც ნაკლები და სიტყვები მოზომე თორე ვიყო, ძაან თუ გავბრაზდი შეიძლება აქვე შემომეხრჩო...
- აუუ, რა დღეში გაქვს ნერვები , ერთი მალე მოვსხდეთ მანქანაში რო მოგაწევინოთ. - მარტივი გამოსავალი მონახა ლადომ, ჩემნაირად ფიქრობდა. მეცხრე სართულზე გავჩერდით და სანამ მოხუცი კაცი სახლის კარებს გასაღებით გადაკეტავდა, მათემ მოასწრო ღილაკზე თითის მიჭერა და ისევ ქვევით დავეშვით.
- დაიწყო უკვე ათვლა? - ვიკითხე ნახევრად ხუმრობით და ტემპს ავუჩქარე - მართალია, შენ კაცი ხარ და მე ქალი, მაგრამ ჩემთვის პირველ რიგში მეგობარი ხარ. თან საუკეთესო მეგობარი, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს, ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე. ხომ ხვდები რისი თქმაც მინდა? ანუ, ძალიანაც არ მაღელვებს შენს ცხოვრებაში მყოფი ქალები. ამ ცუდ რაღაცეებთან ერთადაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ხვდები? და... ა... ლომკის დროს.... მხოლოდ შენზე ვფიქრობ და იმის გახსენება რომ შენ არსებობ მეხმარება, მეხმარება რომ დავძლიო ბაიანებზე ოცნებაც და სტერილური ბრიტვაც. - ბოლო სიტყვებმა შეაკრთო და გამომხედა. - იმედია, სწორად გაიგე ჩემი სიტყვები, სიყვარულისგან შექანებული გოგო არ ვარ, რომელიც სუიციდზე ფიქრობს, ეს უბრალოდ, ლომკის ერთ-ერთი შეუქცევადი მხარეა. მოკლედ, იმის თქმა მინდოდა რომ არ აქვს მნიშვნელობა ჰარამხანა გეყოლება თუ ცოლ-შვილი, ჩემთვის მაინც ძალიან ძვირფასი იქნები. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს დალომკილ ცხოვრებაში, და ეს ბევრს ნიშნავს... - ჩამეხუტა და მისმა სითბომ ისევ მყუდროდ და დაცულად მაგრძნობინა თავი.
- აუ, მაგრად წამიღო ეხლა შენმა სიტყვებმა. - ამოილაპარაკა ლადომ - დავიგრუზე ვიყო. ესეც რა გაიწელა ტო, ლიფტია თუ ურემი, ამის დამმონტაჟებელს მოვუ..ან დედის ... - მის უცაბედ რისხვაზე სიცილი ვერ შევიკავე და ლევანის მკერდში ავკისკისდი - მაგრად დამგრუზე გოგო, რა ჰარამხანა, რომელი არაბი შეიხი ესა ნახე. თანაც, შეხედე, ბიჭი ნაწუწნ კანფეტს დაემსგავსა შენზე ფიქრით... - გინების საპასუხოდ იატაკი ისე შეინძრა, როგორც მიწის ძვრის დროს და ჩახუთული სივრციდან გამოსულებმა სუფთა ჰაერი ხარბად ჩავისუნთქეთ. - ბრიტვაო ტო, ეს რა გააძრე, ხო არ ღადაობ შენ გოგო, რაც არ გვინახიხარ მაგრად აგრევია ანტენა და როგორმე უნდა გაგისწოროთ. ჩვენკენ უნდა მოვმართოთ რო კაი არხები დაიჭირო. - მანქანაში მხიარულ განწყობაზე ჩავსხედით. უკანასკნელ ბედნიერ წუთებს ვითვლიდი. ვცდილობდი ეს შეგრძნებები ღრმად ჩამებეჭდა გონებაში და მანამდე დამეტოვებინა, სანამ ბალიშზე დავდებდი თავს და თვალები თავისით დამეხუჭებოდა.
- რა ხდება ლევან, რას გწერს ეგ ? - იკითხა მათემ და სიგარეტს მოუკიდა. სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა. იმ გოგოზე კითხულობდა ვის გამოც ცოტა ხნის წინ კინაღამ ავბღავლდი.
- არაფერს. ბიჭო, დადუ მყავს სანახავი...
- რა დროს ეგაა, ხო არ ღადაობ? - გააპროტესტა მათემ. მე კი როგორც ჩემი უფროსი ბიძაშვილი იტყოდა, ყურები ლოკატორებად გადამექცა.
- ტეხავს, უეჭველი უნდა ვნახო. ათი წუთის თემაა. - მის ხმაში მყარი გადაწყვეტილება ჟღერდა და დავიძაბე, მოვწევდით და ხუთ წუთში დავიშლებოდით, თუ ჯერ ნახავდა და მერე შევუდგებოდით თემურის ბოსტნეულის დაგემოვნებას. მეორე ვარიანტი უკეთესი იყო, მაგ შემთხვევაში, უფრო დიდ ხანს გავატარებდი მათთან ერთად.
- ვაბშე რა ხდება, რა უნდა, კიდე დაგირეკა? - ჩაერთო ლადო და გამიხარდა. ვიცოდი რომ თავს ვერ შეიკავებდა და ისეთი რამ წამოსცდებოდა, რომელიც ნათელს მოჰფენდა ლევანის აჩქარების მიზეზს.
- მომწერა.
- რა მოგწერა ბიჭო, როდის იყო წერილობით ირჩეოდა საქმე, მაგას შიგ ხო არა აქვს?!
- მაიცა რა თუ ძმა ხარ, ნუ გამოხვალ ხოლმე პრაფესორა. იცი რო საერთო ძმაკაცები გვყავს და არც თვითონაა ცუდი როჟა. - შეეკამათა მათე და ის კითხვა დასვა, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა - რა მოგწერა?
- იმის მესიჯი დამიკოპირა. - ღვარძლიანი ჩაცინება. სწორედ ასეთი ღიმილით მოკლავდა ფსიქოპათი მორიგ მსხვერლს და შავი იუმორის ნიშნად გაციებულ საჩვენებელ თითს სისხლშემხმარ ნესტოში გაურჭობდა. - ზუსტად იგივე ტექსტი იყო. გაუმჯობესების მიზნით ერთი-ორი სიტყვა მაინც შეეცვალა მაგ ჩემისას. თავიდანვე ეტყობოდა რო დებილი იყო, მარა ასეთი?
- ღადაობ? - აღმოხდა ლადოს და დაინტერესებული ლამის მანქანის კაბინაში შემოძვრა - მაგხელაზე როგორ მიქარა ბიჭო, თბილისი ლოს-ანჯელესი ხო არ ეგონა?
- აი მაგრად მახატია რა ეგონა, ოკლაჰომა თუ წყალტუბო, მე კი გამიმარტივა საქმე და მადლობის მეტი რა მეთქმის.
- არადა, მასეთ უტვინოსაც არ გავდა, - არ ცხრებოდა ლადო - ნახევარი თბილისის გაჭორვას ასწრებდა ორ წუთში იმსიგრძე ენა ჰქონდა და ეგ როგორ შეეშალა...
- ენას სხვა თემაშიც ოსტატურად იყენებდა, მარა ტვინთან რა კავშირი აქვს ... - მისმა სიტყვებმა ღებინების სურვილი გამიჩინა. არა, ნამდვილად არ ვგმობ ორალურ სექსს, სხვა საკითხია, მე რამდენად მომწონს. არ მომწონს, მაგრამ ვინმე გავაკრიტიკო, ან უარესი, დავცინო ორალური სექსის სიყვარულის გამო, რბილად რომ ვთქვა, ბნელ, დრომოჭმულ აზროვნებას გავუხსნი გზას. ჩვენებურად რომ ვთქვა კი ფარისეველი „გრუზინკა“ გავიჩითები. გულისრევა ლევანის წარმოთქმულმა სიტყვებმა და ბიჭების ცინიკურმა ჩაცინებამ მომგვარა. - უეჭველი ფიქრობ, როგორ მომახალო რამე მწარე თან ისე რა, ტონკად, მარა ვერაფერი მოიფიქრე...
- შე გარყვნილო ავადმყოფო... - ლადომ სცადა ჩემი ხმით ეთქვა და თმები სიცილით ამიჩეჩა.
- ლადო, ერთი წუთი მომისმინე...
- აუუ, დაგერხა. სანდროსაც მასეთი შესავალი გაუკეთა და იმხელა რეჩი გაუძრო, გამოაშტერა. საწყალმა ნახევარზე მეტი ვერც გაიგო და კინაღამ ჩაეძინა... - ლევანის სიტყვებზე გამეცინა მაგრამ რა გამაჩერებდა სანამ არ დავიცლებოდი. თავი მოვალედ ჩავთვალე ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა, და შევასრულე კიდეც.
- სანდრო ჩემ გარეშეც გამოშტერებული იყო და მოდი რა, მაგას მე ნუ დამაბრალებ...
- ეგ სულ დამავიწყდა... - აღმოხდა მათეს და სიცილისგან ლამის გაიგუდა. ლადოს კითხვით სავსე თვალების დანახვაზე ლევანმა განუმარტა:
- ბიჭო, ხო იცი რა ტიპია, დაინახა თამამად ჩაცმული გოგო, თან ესეც ხო აზრზე ხარ, მალევე გააგებინა თავისი დამოკიდებულება ჩხერაობაზე და კაროჩე...
- უთმინა ლიზამ, უთმინა და ბოლოს რო ამოასხა...
- რა უთმინა , - შეეკამათა ლევანი მათეს - არაფერი არ შეარჩინა, ის ერთს ეტყოდა და ეს ისეთს პასუხობდა, ცხრას უდრიდა... ხოდა, ბოლოს... - მივხვდი რაც უნდა ეთქვა, რაზეც ეცინებოდა მათეს და გამეღიმა. - თუ უნდა გავიჩხიროთ, მაშინ გავუტარებ და აღარ მოვიკითხავ დედამისსო...
- მაიცა, მასე გეუზრდელა რო გინების სურვილი გაგიჩნდა? - დასერიოზულდა ლადო. შეიძლება ეს ბიჭი მოღალატე ქმარი იყო, მაგრამ ქალებთან ურთიერთობისას ყველაზე ნაკლები მას ეშლებოდა ამ სამეულში.
- სჯობს სანდროზე არ ვილაპარაკოთ, არ მინდა ცუდ ხასიათზე დავდგე. - ვუპასუხე მოკლედ და წინა თემას მივუბრუნდი - მისმინე, ზიზღი იმან კი არ მომგვარა რომ ვიღაცას ს ლოღნა ევასება... - დაველოდე სანამ ჩაწყნარდებოდნენ და გავაგრძელე - რა სისულელეა, ყველას გვაქვს ერთი შეხედვით არანორმალური, აღვირახსნილი სურვილები...
- ძაან მოდაში შემოვიდა, არა? - შემაწყვეტინა ლევანმა და ირონიულად გახედა მათეს - თუ გოგო ამბობს რო ს გაკეთება ევასება, ეს იმას ნიშნავს რო მაგარი ძერსკი როჟაა, იმენა თესლია და პახოდუ, ყველაზე ევროპელებში უნდა დათაგო. შენც მაგ კატეგორიაში ხარ ფისო?
- თუ დამამთავრებინებ რისი თქმაც მინდოდა, იქნებ გაიგო კიდეც...
- გისმენ. - მიპასუხა მან მოუთმენლად და საბოლოოდ გავაცნობიერე რომ ბიჭი, რომელიც მომწონდა, სწორედ ის „გრუზინი“ იყო, რომელსაც მწარედ დავცინოდი.
- ხო... იმას ვამბობდი რომ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს იმათთან, ვისაც ორალური სექსი უყვარს. შეიძლება ვიღაცას გული ერეოდეს მაგაზე, მაგრამ საშინლად აღაგზნებდეს ბორკილები, ან სექსის დროს ყელზე რომ უჭერენ... ანუ დახრჩობა კი არა, ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ?
- ვერა...
- კი...
- რა კი ? - დაეკითხა მათე ლადოს და ისევ სიცილი აუტყდათ. - ისეთი აღტაცებით დაეთანხმა, უეჭველი სექსის წინ მაგრად ამათრახებენ ქალები, იმიტო გვეჩითება ხოლმე სინიაკებით და რო არ დავცინოთ, ჩხუბი მომივიდაო, გვაბოლებს...
- ლიზ, ამათ ნუ უსმენ, ჯერ კიდევ 90-იან წლებში არიან და არ იციან 21-ე საუკუნე რომ დადგა. რას ამბობდი, გააგრძელე...
- მოკლედ, ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რომ ზედმეტად სხვების აზრი და ბოლო ჯამში ისეთი მძიმე აღმოჩნდება ხოლმე რომ უკვე გვიანია და მთელავს. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, როგორც მე არ მხიბლავს ორალური სექსი და ცოტა ამაზრზენადაც კი მეჩვენება, ისე შეაშფოთებთ სწორედ მათ, 69-ის მოყვარულებს ჩემი ფანტაზიები და ალბათ, ამორალურადაც მოეჩვენებათ. საქმე იმაში კი არაა ვის რა მოწონს, პრობლემაა ისაა რომ ლევანი ღიად ყვება თუ როგორ ოსტატურად ლოკავდა თათია ამის მამაკაცურ ღირსებას...
- რა სისულელეა, მსგავსი არაფერი მითქვამს. - შემეკამათა მართალი კაცის ხმით და აწკრიალებულ ტელეფონს დასწვდა. მანქანა ხუთსართულიანებთან გააჩერა, მოსაუბრეს უთხრა რომ თითქმის მივიდა და სანამ მანქანიდან გადავიდოდა, ღიმილით მომმართა - დაბოლილი ხარ და ალბათ მოგეჩვენა... - ასე არაა? - მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედო ისე გამოუვიდა, ბიჭებმა ერთხმად უპასუხეს რომ მსგავსი არაფერი თქმულა და მე რაღაცას ვიგონებდი.
- ლადო... გთხოვ...
- რას მთხოვ?
- კაი რაა, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ? გადამიშალე გული, რა ხდება?
- მეგობრები კი ვართ, მარა... - შეყოყმანდა და ტუჩის კუთხე შეუკრთა. სცადა სერიოზული გამომეტყველება შეენარჩუნებინა. დანარჩენებს სიცილი აუტყდათ.
- აზრზე ხარ ბიჭო, ქალიც კი ხვდება რა გამყიდველიც ხარ...
- მათე, ძმაო, მთაწმინდიდან და იცი სადაც ვიქნები და რაც უნდა გააკეთო...
- ფრთხილად იყავი ლადო, არაფერი გამომტყუო... - მაშინვე დაუძაბა მათემ.
- ლადო, გთხოვ... მითხარი, რა ხდება?
- ცუდი ამბებია, ამერიკა ისევ ბომბავს ერაყს.
- ნწ, ო... ეგ არ მაინტერესებს...
- ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს... - ზურგი ვაქციე, მათეს კომენტარის შემდეგ აღარ მეტყოდა იმას, რაც მაინტერესებდა.
- კაი, ხო, ნუ ავარდები ხოლმე. რა გაინტერესებს, მკითხე.
- რა საქმე აქვს ლევანს დადუსთან?
- ვატიკანში პაპის არჩევნები ახლოვდება, მდგომარეობა დაიძაბა და მაგაზე უნდა იბაზრონ.... - მინდოდა განაწყენებულის ამპლუა მომერგო, მაგრამ ვერ შევძელი. - უნდა გაარკვიონ რომლის კვერცხი გამოიჩეკა თათიას საკვერცხეში. - მიპასუხა ისევ ლადომ. არც მაშინ შემიწყვიტავს ისტერიული სიცილი როდესაც სადარბაზოდან პუტკუნა ბიჭი გამოვიდა და ლევანი მის შესახვედრად გადავიდა.
- ანუ ორივესთან ჰქონდა სექსი?
- ანუ კი. - მიპასუხა ლადომ ზედმეტად მონდომებით და ისევ სიცილი აგვიტყდა. მომდევნო კითხვა დავუსვი, მინდოდა დაწვრილებით გამეგო. თათია ხომ ის გოგო იყო, რომელმაც სახეში მარტინი შემომასხა. გოგო, რომელიც ორ ბიჭს ერთდროულად ეუბნებოდა რომ მისგან იყო ორსულად. არ ვიცი რანაირად, მაგრამ ეს ამბავი გასკდა და ამის ნათელი მაგალითი იყო სწორედ ის რომ ბიჭები ერთმანეთს შეხვდნენ და სადარბაზოსთან საუბრობდნენ. მომინდა ბუზად გადავქცეულიყავი მათთან მივფრენილიყავი ჩუმად და ცალი ყურით მომესმინა.
- ანუ ორივეს ხვდებოდა? თუ...
- ოხ, როგორ აინტერესებს დეტალები, ბიჭოო, რა ხართ ეს ქალები. ყველა ერთად უნდა შეგკრიბოთ კაცმა და შუა ზღვაში ჩამოგყაროთ.
- როდიდან გახდი ქალთმოძულე, რა გეტაკა? - ჩაიქირქლა მათემ და ძმაკაცს ალმაცერად გადახედა.
- და ესენი ვერ ხვდებოდნენ რომ ორივეს ხვდებოდა?
- რას ვერ ხვდებოდნენ კაცო, ჯგუფურს უბერავდნენ, მაშ?! ხან ესენი უკეთებდნენ, ხან ის ურჭობდა ორივეს ბადრიჯანსა და კაქტუსს, აბა როგორ გინდა?!
- ვაიმე, ლადო, რა საძაგელი ხარ... - ლევანი რომ დაბრუნდა ისევ ვიცინოდით.
- სადა ხარ ბიჭო აქამდე, შენმა გოგომ იმენა გაგვაბოზა, დანგრატს გვირტყამდა კბილებში რო ინფორმაცია გამოეძალა. ნახე მათე რას დაამსგავსა, ჯერ ხო ძლივს დადიოდა ეს საწყალი და ეხლა საერთოდ ვეღარ დგება ფეხზე...
- რა ხდებოდა 15 სექტემბერს? გაიხსენეთ. სერიოზულად გეუბნებით, გაიხსენეთ რა ძმურად.
- რა ხდება? - დასერიოზულდა ლადო. მაშინვე მივხვდი რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ლევანისთვის პასუხს.
- დღეს დილით წაუთრევია ექიმთან.
- ვა, ვა, ვა, მერე?
- მაგისგან არაა, და გაიხსენეთ-მეთქი, რა ხდებოდა 15-ში?
- მერავი ძმაო, გუშინ რა ვჭამე ეგ არ მახსოვს, 2 თვის წინანდელი დღე როგორ გავიხსენო, ვანგა კი არა ვარ.
- მაიცა, 14 სექტემბერს ჩეკურას დაბადების დღე არ ავღნიშნეთ? - გაახსენდა მათეს.
- ბაზარი არაა. - უპასუხა პაუზის შემდეგ - მეორე დღეს რა მოხდა?
- ეე... გილოცავ ძმაო, რეზინები დაგბედებოდეს! - შემოსძახა ლადომ და ისეთი ჩააფეთა ბეჭებში რომ მე მეტკინა მის მაგივრად - თუ 15-ში თათიას ორგანიზმში მ იზეიმა, დაე, ეგ შენი არ ყოფილა.
- საიდან იცი?
- იქიდან რო 14-ში დიდი კამანდა გაეძრო. ქერები, შავები, წითურები...
- აუ ლადო ეხლა გაგხევ, ღადაობის ხასიათზე არა ვარ...
- რა ვერ გაიგე, იდიოტო, 15-ში სხვასთან იყოფდი სარეცელს. - ვუპასუხე მშვიდად და ლადოს ჭიხვინმაც დამიდასტურა რომ მართალი ვიყავი.
- ვერა გრძნობ რო ეგ ეჭვიანობა გაშტერებს?!
- რას გინდა , მართალს გეუბნება. - შეეკამათა ლადო. საყვარელი... რას წარმოვიდგენდი გაცნობის დღეს რომ სწორედ ის დამიცავდა ხოლმე ლევანისგან.
- გაღიზიანებული ვარ... კაი, მაპატიე. - თავი იმართლა ლევანმა და კალთაში მოთავსებულ ხელზე თავისი თბილი თითები ნაზად მომიჭირა. - უეჭველი გახსოვს რო მეორე დღე იყო?
- ღადაობ? რა დამავიწყებს იმ ორ დუნდულას, თითო მათეს თავისხელა ჰქონდა...
- ნწ, დიდი ხანია ამას ჩემგან არ მიუღია და ამ დღეებში ისე უნდა ვჟეჟო სახლში ვეღარ იცნონ.
- ლიზ, ხო ხედავ, ლევანაზე ცხოველი ესაა. - შემომჩივლა ლადომ.
- მაპატიე, მაგრამ ამ შემთხვევაში, მათეს მხარეს ვარ.
- ეე, წეღან ძმობას მეფიცებოდი?..
- მიხვდა რა ქინძიც ხარ. - მოუჭრა ძმაკაცმა, რომელიც ძალიან ნასიამოვნები ჩანდა ჩემი სიტყვებით და ლევანს მიმართა - რა ხდება, კიდე არა? - ყურები ისევ წამომეზარდა.
- გლდანი, მესამე მიკრო რაიონი, მესამე სადარბაზო, მეცამეტე სართული... - გული გამიჩერდა. ნუთუ?..
- სურათი მაჩვენე, მე ავალ. - ლევანმა ინსტაგრამი გახსნა და მათეს გადააწოდა, შემდეგ მე გამომხედა და ეშმაკურად ჩაეცინა.
- ჩემი ენაწყლიანი გოგო დამუნჯდა.
- ლევან...
- გისმენ ფისო. – ვითომ დასერიოზულდა, მაგრამ თვალებში ეშმაკუნები ისევ ედგა. პირში ნერწყვი მომადგა და ხმაურიანად გადავყლაპე. - გისმენ... - გამიმეორა მოთმინებით და ლადოც აფეთქდა.
- კაი მართლა და მართლა, რას ტანჯავ ტო, უთხარი რა, ხო იცი ეხლა მაგის გულში რაც ტრიალებს, ცოდოა ბიჭო. ხმასაც ვერ იღებს, იქნებ მომეჩვენა და არ გამიტყდესო. ისაა ლიზ, ის, მესამე საჩუქარი...
ჩემმა კივილმა ლამის მანქანის მინები დაბზარა. ხელებს მანქანის პარპრესს ვურტყამდი, ფეხებს კი იატაკს. შეურაცხადი გავხდი. არაადეკვატური. ღვედი მოვიხსენი და ლევანს ვეცი. ადვილი შესაძლებელი იყო ავარია გამომეწვია, რადგან თავი დავუჭირე და მთელი სახე დავუკოცნე. მარჯვენა ყურთანაც კი ჩემი ტუჩსაცხი ეტყობოდა. ლადოს ტელეფონი მოემარჯვებინა და სანამ ლევანი აართმევდა, სურათები გადაეღო.
- ამ წუთს დავრწმუნდი რო მართლა გიჟი ხარ. - მითხრა ნახევრად ხუმრობით, ნახევრად შეშფოთებულმა და სახის გაწმენდვას შეუდგა.
- რა არ მინახავს მარა ამხელა სიხარულის გამომჟღავნება, არა. - აღიარა ლადომ.
- ვაიმე... შეიძლება გული გამისკდეს... - არ ვაზვიადებდი, გულის არეში სიმძიმეს ვგრძნობდი.
- ლიზ, ხო არ მოწევდი ცოტას? დაგამშვიდებდა. - შემომთავაზა მზრუნველმა ლადომ, ალბათ თვითონაც უნდოდა მოწევა.
- აუ, არა, ლადო. იმის მერე უკეთესი იქნება.
- ეხლა ბოთლთან მიიტყუებ ამას? თვალებში უკვე ბაიანები უბრწყინავს. - უპასუხა ლევანმა და თავი გააქნია. არ მითქვამს ყურთან კიდევ რომ ეტყობოდა ჩემი ტუჩების კვალი.
- ლევააან, ვგიჟდები შენზე!!! ვგიჟდები!!! თუ გინდა, შენ გამო ქვას შევჭამ!
- ირინკას მანქანა რო მივუყვანეთ სამშობიაროსთან, იმას არ გახარებია ესე, როგორც ამას გლდანის ხსენება, აზრზე ხარ ტო?! - ჩაილაპარაკა შეფიქრიანებულმა ლადომ.
- ბიჭო, ბაზარი არაა, ჩვენც გვიყვარს, კი არადა, - ხმა ამოიღო მათემ - ყველა მომხმარებელი ფიქრობს, ჩემზე მეტად არავის უყვარსო... ეგ ორჯერ ორი ოთხია, მარა ამისნაირად?
- ლიზ, მანქანა გაგისწორდებოდა? - თავისას აგრძელებდა ლადო.
- პირველი ის რომ ქალი ვარ და რომელ ქალს არ უყვარს საჩუქრები, მეორე: გააჩნია ვისგან იღებ, და მესამე: შედარებითია. მიხვდი?
- ვერა. - აღიარა გულწრფელად და ძმაკაცებს მიუბრუნდა - თქვენ მიხვდით?
- მანქანის ტარებაც კი არ ვიცი და კი გამიხარდებოდა, მაგრამ შევხედავდი როგორც ძვირფასი რკინის ჯართს, რომელიც შეგიძლია ფულად აქციო, ხოდა, უმჯობესია თუ მაგ საჩუქარს მე არ გამიკეთებენ, მომავალში სინდისის ქენჯნა რომ არ ვიგრძნო.
- გაგიიასნა? - დაეკითხა ჩამოვარდნილი დუმილის შემდეგ მათე და ლევანს მიმართა - პიზდეცი გაქვს ძმაო...
- მომისმინეთ, - ჩაეცინა ლევანს და სარკიდან ბიჭებს გადახედა - თუ მიხვდით რომ ეს მელაკუდას ტყავში გახვეული დამპალი ნარკომანი შემიყვარდა, იცით სადაც არის გადაჭრილი რკინა და ეგრევე საფეთქელზე დამიშვით. ხელი არ აგიკანკალდეთ.
- გეტყოდი ეხლა რაღაცას... - უპასუხა მათემ და ამოიხვნეშა.
- ლევან, - შევძახე ავერსის დანახვაზე - აფთიაქი, თან აქ ადვილად გააჩერებ მანქანას. ინსულინის ნემსების ყიდვის ფუფუნებას ვერავის დავუთმობდი და სანამ მანქანას გააჩერებდა, მანამდე გავაღე კარი. - ესეიგი, ოთხი ინსულინი...
- ათი წამოიღე, მერე მაგის ყიდვის თავი არ გვექნება. - მირჩია მათემ.
- კაი, ათი ინსულინი, გამხსნელი?
- ერთი კოლოფი...
- ორიანი?
- არ გინდა ორიანი. გამხსნელი და ბაიანები.
- კაი. - მანქანას ორი მეტრით ვიყავი მოშორებული როდესაც ლევანის ხმა მომესმა და მივტრიალდი.
- ერთი-ორი კოლოფი პრეზერვატივი. იქნებ დაგვჭირდეს, რა იცი...
- ზომა ალბათ ყველაზე პატარა, ხო? - დავეკითხე ღიმილით და სანამ პასუხს გამცემდა ზურგი შევაქციე. მანამდე მესმოდა ბიჭების ხარხარი სანამ აფთიაქის კარს არ მივკეტავდი. ზედმეტად ბედნიერი სახე მქონდა იმ ადამიანის კვალობაზე, რომელიც წამლის საყიდლად შედის და მეც დავსერიოზულდი. აჰა, აღიმართა საოცნებო ფხვნილის მისაღებად გადასალახი ბარიკადები. პირველი აფთიაქში შემხვდა ფორმიანი ჯეელის სახით, რომელიც აუჩქარებლად ელოდებოდა დახლთან თავის რიგს. დიდად არ გავდა თავაზიანობის ეტალონს, მაგრამ ჩემი ბედი რომ ვიცოდი, მაინც და მაინც ჩემს დანახვაზე გაახსენდებოდა ზრდილობა და რიგს დამითმობდა. ამის პერსპექტივა კი ოდნავადაც არ მხიბლავდა. პატრულის თანამშრომლის წინ ჩამოდგე და ინსულინის ნემსები მოითხოვო საინექციოწყლითურთ, ცოტა უხერხულია. ვაითუ ისეთი დოყლაპია არ გამომდგარიხო როგორც ერთი შეხედვით ჩანდა და შერლოკის ან პუაროს ყნოსვა ჰქონოდა, მერე?! ხოდა მეც აუღელვებლად ჩამოვდექი თმის საღებავების წინ და რაც პირველი მომხვდა ხელში ის ავიღე. გამომხედა. ვიგრძენი როგორ შემავლო მზერა და ვაღიარებ, გული გამიჩერდა. არა, ეს არ იყო მხოლოდ შიში. ვერ ავღწერ რა გრძნობაა როდესაც ის ადამიანი გათვალიერებს, რომლის ხელშიც თეორიულად შენი მომავალია. ეს არ არის გადამეტებული ნათქვამი. მას რომ ჩემი მოშიშვლებული ფეხებიდან მზერა ხელებზე გადმოეტანა, რომლითაც ჩემი თმის ფერისგან შეუფერებელი, ხასხასა წითელი საღებავი მეჭირა, შემდეგ კი ერთი-ორი წუთი დაეცადა უკან რომ შემოვდებდი თაროზე, ვიყიდიდი რაც საჭირო იყო, ჩავჯდებოდი ბიჭებით გამოტენილ მანქანაში და ისიც შეუმჩნევლად გამოგვყოლოდა, აუცილებლად მიიღებდა პრემიას თუ არა, შექებას მაინც, „ჯილდოვდება ქალაქის ნაგვისგან გაწმენდისთვის“. ნარკომანიასთან მებრძოლი რაინდის ტიტული, ცუდია? ცოტა გავაზვიადე, რადგან ამ ტექსტში ბევრი „რომ“ და „თუ“ ფიგურირებს, მაგრამ თეორიულად მართალი ვარ. ერთი სიტყვით, ჩემი დასკვნა ასეთია, ყველა კაცი მეტ-ნაკლებად ერთნაირია, როდესაც ქალს ხედავს. პროფესიას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ხანდახან ასწორებს ქალი რომ ხარ.
მანქანაში რომ ჩავჯექი ბიჭები უკვე მოუთმენლობისგან ცქმუტავდნენ და ლევანმაც შვებით ამოსუნთქვასთან ერთად გადაატრიალა გასაღები.
- ხო „ბრაუნი“ იყიდე? - მოუთმენლად მკითხა ლადომ. ბრაუნის ფირმის ინსულინის ნემსებს თავები ეხსნებოდა და ამიტომაც ანიჭებდნენ უპირატესობას სხვა ფირმასთან შედარებით.
- კი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ხუთიანიდან ხომ არ უნდა გადავანაწილოთ. ვუპაუსხე ღიმილით და მათეს სახე გაებადრა.
- თავი ჩამოიხრჩე ლადო, ქალი გასწავლის ბაიანს.
- ეე, წამალმა სქესი არ იცის, ძმაო. - თავი იმართლა ლადომ - მიდი რა, რამე ჯიგრული ჩართე, ოღონდ, ოპერა არა!
ბევრი არ მიფიქრია თუ რა გამეჟღერებინა. ვიცოდი იმ წუთებს რაც მოუხდებოდა, ვიცოდი, ვისი ნამღერი შეესაბამებოდა ჩვენს მეტად სარისკო მგზავრობას. ტელეფონი „თვითმფრინავზე“ გადავიყვანე ზარებს რომ არ შევეწუხებინეთ და მანქანის კაბელი შევუერთე. სანამ ბეთ ჰარტის უკვდავ სიმღერას ვეძებდი, სწორედ იმას, კონცერტზე თაყვანისმცემლების გარემოცვაში გასული რომ მღერის „Am I The One“-ს. ლევანმა ავერსის ცელოფანი ამაცალა კალთიდან და ფეხებში ჩაიდო. დავინახე როგორ იქექებოდა, ალბათ ნავაჭრს მიმოწმებდა და ჩამეღიმა.
- ლევან, როდის შემომხედავ ისე როგორც ძმაკაცს და აღარ გადამამოწმებ აფთიაქიდან გამოსულს? - ვკითხე ღიმილით და ის სიმღერაც დაიწყო, რომელიც სიფხიზლის დროსაც კი კაიფს მახსენებდა. მან ცალყბად ჩაიცინა და გზიდან თვალისმოუშორებლად მიპასუხა.
- არასოდეს. ზედმეტად სექსუალური ხარ ძმაკაცის კვალობაზე.
ისეთი არანორმალური სიჩქარით მივქროდით რომ ახლაც კი მიკვირს, როგორ არ მივიქციეთ პატრულის ყურადღება. ალბათ, იმ დღეს ბედი გვწყალობდა, ჩვენ კი ძალიან, ძალიან ბოროტად ვიყენებდით და ეს ყოველივე საშინლად აღმაგზნებდა. ჩემი ჯანსაღი ნაწილი, რომელსაც ჰაერგაუმტარი ქსოვილით ვახრჩობდი, მოგუდული ხმით მიყვიროდა რომ გონს მოვსულიყავი და მეთხოვა სვლა შეგვენელებინა, მე კი ამის მაგივრად ბედს შეგუებული მომაკვდავივით ვიჯექი და ყოველ წამს ველოდი დარტყმას, რომელიც აფეთქებას გამოიწვევდა. სიცოცხლის ბოლო წუთს ლევანის პროფილს მაჩუქებდა და ამ ძვირფასი სახის ნაწილით გავიკვლევდი გზას უსასრულო გვირაბში. მანქანა რომ გაჩერდა რამდენიმე წამი ხმა ვერ ამოვიღე, გამიჭირდა დაჯერება რომ ცოცხალი ვიყავი. მაშინაც კი ვერ გავინძერი, როდესაც ბიჭები ახმაურდნენ და ლევანის თითები დასველებულ კისერზე მომეფერა. ჯერ კიდევ მეგონა რომ შუა გზაზე ცეცხლმოკიდებულ მანქანაში კისერ გადატეხილი ვეგდე და ჩემს უსულო სხეულს ცეცხლის ენები ლოკავდნენ. რეალობაში მისმა ტუჩებმა დამაბრუნა. მარცხენა ყურთან რომ მოეტანა და მეც ღრმა ძილიდან გამოქცეულივით შევკრთი. ვიცოდი რაც მინდოდა, „ან ახლავე, ან აღარასდროს“ გამიელვა თავში.
- რაღაც მინდა გთხოვო...
- არა. - მომიჭრა უხეშად და სახე მომარიდა. მაშინვე მიხვდა რის თქმასაც ვაპირებდი. მან ხომ კარგად იცოდა ჩემი ოცნებების სიაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს რომ იკავებდა ეს გიჟური სურვილი.
- გთხოვ, ისე როგორც არასდროს... მხოლოდ ამ ერთხელ... თუ გინდა, ლიფტი გავჭედოთ და ვიჟიმაოთ... - მან ირონიულად ჩაიცინა და თავი კატეგორიულად გააქნია უარის ნიშნად.
- შანსი არაა რასაც მთხოვ და ლიფტზე ბაზარი არაა, ოღონდ დღეს არა.
- ლევან, გევედრები... ნუ ხარ ასეთი სასტიკი.... გთხოოოვ, მხოლოდ ამ ერთხელ, გეფიცები აღარასოდეს აღარ მოგთხოვ ამის გაკეთებას, მხოლოდ დღეს...
- შენ ადგილზე, დავთანხმდებოდი... - გაიკრიჭა ლადო.
- შიგ ხო არა გაქვს, , რას დათანხმდებოდი, ცოტა აზრზე მოდით ორივე. ძაან სარისკოა და ამის თქმა არ უნდა მიწევდეს თქვენ რო ოდნავ მაინც აზროვნებდეთ. - გამოგვთათხა მე და ლადო მათემ მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, მთავარი იყო ლევანი დამეკერა.
- შენც ხომ იგივე რისკზე მიდიხარ, თანაც მე გოგო ვარ და უფრო არ მივიქცევთ ყურადღებას, გთხოვ ფისო... გეფიცები...
- მოკეტე! - მიღრიალა მოთმინება დაკარგულმა და მკლავზე ისე მომიჭირა ხელი, კარგა ხანი მქონდა მისი თითებისგან დატოვებული სიშავე. - ცოტა აზრზე მოდი გოგო, ბებიაშენის ბაღში კი არ გადავდივართ ვაშლების მოსაპარად, ვაბშე გიფიქრია რო ჩავვარდეთ რამხელა სროკი გველის...
- ჩემ თავზე ავიღებ... - ამოვიკნავლე ტკივილისგან შეწუხებულმა და უშედეგოდ ვცადე მის კლანჭებისგან გავთავისუფლებულიყავი.
- ჰმ, აზრზე ხარ რას მეუბნება - გადაულაპარაკა მათეს და გაავებულმა ისე შემანჯღრია ლამის მკლავები ამომიგდო, ვიცოდი რომ არ უნდა გამებედა ლევანისნაირ ტიპთან ის რაც ვუთხარი მაგრამ სიტყვებს უკან ვეღარ წავიღებდი. - ლიზა კარგად შემომხედე და აზრზე მოდი, შენს პიდარასტ ძმაკაცებთან ხო არა გგონია თავი?! ღირსი არაა ეხლა ძვლებში გადავლეწო? - იკითხა კბილების კრაჭუნით და მოჩვენებითი წყენისგან თვალები დავხუჭე.
- უარესის ღირსია, მარა დღეს შეიცოდე. - დიდსულოვნად განაცხადა მათემ, რასაც ლადოს პროტესტი მოჰყვა.
- კაცი ვერ გაიგებს რომელი უფრო დიდი პირუტყვია, მათე თუ ლევანა. გამაგრდი ლიზ, შენკენ ვარ. მერე ერთად მოვუფიქროთ ამათ, რამე სისასტიკე.
- შენ უბრალოდ სხვანაირად გაიგე, მე ვიგულისხმე, რომ თუ ვინმე დაგვადგა, დიდი პირი მაქვს და შემიძლია...
- რამდენად დიდი? - დამცინოდა, ეს უკვე კარგი ნიშანი იყო, რადგან ხუმრობის ხასიათზე დადგა, მალე დამთანხმდებოდა.
- ფისო, ხომ იცი რომ ეს ჩემი უდიდესი ოცნებაა და უეჭველი შევისრულებ, მაგრამ მინდა რომ შენთან ერთად...
- რამდენად დიდი? - შემაწყვეტინა გაბეზრებული კაცის ხმით. ცოტაც და ჩემი იყო.
- ზომას გააჩნია. - ვუპასუხე და ლადოს ჩაფხუკუნებაზე მეც სიცილი ამიტყდა.
- რა დებილი ხარ! - მითხრა დანანებით და ხელი გამიშვა. - აზრი არა აქვს შენთან ლაპარაკს...
- მეც მაგას გეუბნები. - ვუპასუხე რბილად და მორიგი დაცხრომის თავიდან ასაცილებლად მოჩვენებითი გულუბრყვილობით ავაფახულე წამწამები.
- წარმოდგენა მაინც გაქვს, შენნაირებს როგორ ექცევიან ციხეში?
- თუ არ ვცდები, კაცების ციხეში უარესი მდგომარეობაა. - ლადოს სიცილმა ყურები გამომიჭედა. ლევანმა ყალბი ღიმილით გადახედა მათეს და თავი გაიქნია დანანების ნიშნად.
- მე იქ ძმაკაცები მაინც მყავს ლიზა, ხოდა ცოტა აზრზე მოდი თუ არ გინდა ყოველ დღე ქალის ფეხებ შორის იყო ჩაცუცქული. კაი ვეში კი შეუვათ შენი სახით. ბევრის გულს გაახარებ.
- და რა იცი, - ხმას ავუწიე ბიჭების სიცილის გადასაფარად - იქნებ ყველა დამიმეგობრდეს...
- უეჭველი დაგიმეგობრდებიან, გააჩნია როგორ ასიამოვნებ.
- შენ გასიამოვნებ რაკი ასე გინდა, ოღონდ ჯერ გადავიდეთ... - ვუთხარი გამწარებულმა და მათეს სიტყვებმა კინაღამ ყველაფერი ჩამიშალა.
- ლიზა, რატომ არ ფიქრობ მომავალზე?
- თუ რამე მოხდა, გპირდებით, მაშინვე გადავყლაპავ...
- შენი შეუგნებელი კარგიც მოვ..ან! - შემომიკურთხა იმ იდიოტმა და მანქანიდან გადავიდა.
ბიჭები ღიმილით დავტოვე და ლევანს ისე გავედევნე, როგორც საძულველ ბაღში მიყვანილი გოგონა მშობელს და ხელი ჩავჭიდე. მეგონა ხელს უხეშად გამაშვებინებდა, მაგრამ შევცდი. მართალია, სახეზე ისევ მძვინვარება ეწერა, მაგრამ თითები თითებში შემომიყარა და ჩაეღიმა.
- პირველად ავდივარ გოგოსთან ერთად. - ჩაილაპარაკა ხმადაბლა, თითქოს თავის თავს ეუბნებოდა და ლიფტში შესვლისთანავე 12 ნომერ ღილაკს დააწვა.
- მე-13 არა? - ვიკითხე რბილად და ისევ რომ არ ეყვირა, ჩავეხუტე. რამდენიმე წამი მოუთმენლად ველოდი მის პასუხს, მაგრამ ისე ეჭირა თავი, ვითომ ჩემი კითხვა არც გაუგია. - კარგი რა ფისო, ხომ იცი რომ ბედნიერი წუთები მაქვს და რატომ მაშხამებ? - მან ცერად გამომხედა და ჩაიცინა. - მე-12-ზე იმიტომ ვჩერდებით რომ თუ დავინახეთ მე-13-ზე ვინმეა, აღარ ავიდეთ. - გამინათდა გონება და სიამაყით ავივსე ჩემით რომ მივედი მაგ დასკვნამდე.
- ჰარვარდი ერთ გენიოსს კარგავს შენი სახით. - მითხრა მან ცინიკურად და ლიფტის კარებიც გაიღო.
ის-ის იყო ელექტრო ყუთიდან ფეხი გამოვდგი რომ ადრენალინის სუნმა ცხვირი გამიჭედა. მხოლოდ მაშინ, მეცამეტე სართულის პირველ საფეხურზე გავიაზრე რასაც ვაკეთებდი... რომ ჩემს მომავალს სასწორზე ვდებდი, რომ შეიძლებოდა, დიდი ხნით ვეღარ მენახა ჩემი შერცხვენილი ოჯახი. დამეკარგა მეგობრები, სამსახური, კარიერა, ლევანი... არ მახსოვს როდის დამთავრდა კიბე. თითქოს უხილავმა ხელებმა ჩამავლეს და მეცამეტე სართულზე ჩამომსვეს გზად კი გონებაში მგზავრობა წამიშალეს. სანთებელას ჩხაკუნზე შევკრთი და არც ვიცი როგორ შევიკავე თავი წამოკივლებისგან. მე კანკალს ვერ ვიშორებდი, ის კი ბათქაჩამოშლილ კედელს მიყრდნობოდა და მშვიდად ეწეოდა სიგარეტს. ჩემი შეშინებული მზერის დანახვაზე სიამაყით გაიბადრა და ტელეფონი გამომიწოდა.
- რას ელოდები , ხო არ გგონია რო პატრონის სუნს იგრძნობს შენი საყვარელი ამფო და თავში ჩაგეცემა. გაანძრიე ერთი ადგილი და იპოვე. მისმინე... - მითხრა მკაცრად და გამოსართმევად გაწვდილი ხელი მეორე ხელით დამიჭირა - ზუსტად იმდენი დრო გაქვს მოსაძებნად, რამდენიც სიგარეტის ბოლომდე ჩაწვას დაჭირდება. თუ ვერ იპოვი, უსიტყვოდ შეხვალ ლიფტში და ფხვნილს გამოემშვიდობები. გასაგებია? ორ საათში ისეთი რაღაც მეჩითება რო მაგრად შენი ამფეტამინი. არ გეხუმრები ლიზა, ვერ მოისვენე სანამ არ გაიჩალიჩე, ხოდა, ვიყო, მე ხელს არ გავანძრევ. ბიჩოკის გადაგდებასთან ერთად, უსიტყვოდ შეხვალ ლიფტში. გასაგებია? - გაბრაზება ნერწყვთან ერთად გადავყლაპე და თავი დავუქნიე. - გაითვალისწინე ისიც, რომ ხანდახან წითლად მონიშნულ წრეში არ უდევს და მიმდებარე ტერიტორიაც უნდა გაშმონო. დაიწყე.
ვიცოდი, თავის სიტყვას შეასრულებდა და თავი არ უნდა დამეზოგა. ინსტაგრამში გამოგზავნილ სურათს ისე დავაშტერდი, თითქოს მესამე თვალი გამომიბრწყინდებოდა. ლიფტის თავზე მოთავსებული რკალისებური რაფა წითლად შემოეხაზა ბატონ ფოქსის, რაც იმას ნიშნავდა რომ ინტერნეტით ნაყიდი ნარკოტიკი სწორად იქ დაედო მის დამქაშს. მადლობა ღმერთს რომ მაღალქუსლიანები მეცვა. ხელი უშიშრად ავწიე, სხვა დროს ვერ გავბედავდი ისეთი ძველი შენობის ბნელ, თვალის შეუვლებელ ხვრელში შემეყო ხელი, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა ვირთხა ან თაგვი დამხვედროდა. თუ გაგეცინება და მეტყვი, იქ თაგვს რა უნდოდაო, გიპასუხებ, არაერთხელ გადამყრია სადარბაზოში ეს საზარელი არსება და ცოფის შეყრის არანაირი სურვილი არ მქონდა. თუმცა, იმ წუთებში, თითებს გაავებული რომ ვაცეცებდი სახიფათო ადგილზე ვირთხა კი არა, შხამიანი გველიც რომ გამოსრიალებულიყო, პირიდან გამოვაცლიდი კუთვნილ პაკეტს და ცალი ხელით გამოვკვანძავდი, როგორც ეს პატარა ჰერკულესმა გააკეთა. ხელი რაღაც მყარზე მომიხვდა, იმედმოცემულმა ფრთხილად ამოვწიე თავს ზემოთ და გული ფეხის თითებში ჩაეშვა გაწბილებისგან. ის-ის იყო ხელი გავუშვი რომ სხეულში თხევადი ყინული ჩამეღვარა და ლიფტის კარებს შევეყინე. ოციოდე სანტიმეტრის მრგვალი ნივთი, რომელსაც ძველი, ჩაყვითლებული გაზეთი ჰქონდა შემოხვეული სავსებით შესაძლებელი იყო სწორად ის ყოფილიყო, რასაც ვეძებდი. არარეალური მხოლოდ მასშტაბი იყო. ლევანს სიგარეტის კვამლი გადასცდა და სანამ ის სიცილნარევი ხველებით აყრუებდა მე-13 სართულს, მე აკანკალებული თითები იგივე მიმართულებთ გავიწვდინე და ისევე ჩამოვიღე მტვრიანი, ძველ გაზეთში გახვეული მომაკვდინებელი სიმდიდრე თითქოს ნაღმი იყო და მეშინოდა ზედმეტ მოძრაობას არ აეფეთქებინა.
- ესაა ხო? - ვკითხე ჩურჩულით და ერთი პირი გაზეთი ფრთხილად შემოვაცალე. მეორე პირი რომ გადავხიე და გამჭირვალე ცელოფანში უძრავად მდგარი სილურჯე დავინახე, ხელები პარკინსონიანი მოხუცივით ამიკანკალდა და ლევანს მივაწოდე. - ორი წუთით დამიჭირე, მგონი გული მიმდის...
- დამშვიდდი კნუტო. - მითხრა მან, სიგარეტი ფეხებთანვე დააგდო და მეორე წამს მისი მხურვალე ენა ვიგრძენი ენის წვერზე. შიშმა, ადრენალინმა, დაძაბულობამ და ვნებამ ერთიანად ამოფეთქა და კოცნას კოცნითვე ვუპასუხე. ბეწვის ხიდზე ვიდექით, ჩვენ კი იმის მაგივრად რომ სასწრაფოდ გადავსულიყავით მშვიდობიან კუნძულზე, ვნებას ატანილი ურჩხულებივით გაალმასებულები ვკოცნიდით ერთმანეთს. რას გავიხსენებდი სიკვდილის წინ? სწორად იმ სურათს, როგორ გაჭირვებით მომიშორა თვალებანთებულმა, თითქოს არ ემეტებოდა ჩემი სველი ტუჩები გასაშრობად. როგორ შემოაცალა ლურჯ მიწას ქაღალდი, როგორ შემომაჩეჩა ხელში და როგორ ამოიღო მარცხენა ფეხის თხელი წინდიდან ორი ინსულინის ნემსი და საინექციო წყლის ამპულა.
- მეღადავები? - ამოვიჩურჩულე უგონოდ და ოფლმა დამასხა.
- სულელი მხოლოდ იმიტომ ხარ რომ კიდევ ვერ ხვდები რა დონეზე გიცნობ. - მიპასუხა „ბრაუნის“ ნემსების მომზადებაში გართულმა და მაშინ ვერ ჩავწვდი მის სიტყვებს. ხელში იმხელა რაოდენობის ფხვნილი მეჭირა რომ რთული იყო სხვა რამეზე ფიქრი. ის წუთები იმ სიზმარს გავდა, რომელიც მალე გადაიქცეოდა კოშმარად და თვალებს რომ გავახელდი საკუთარ ლოგინში ვიწვებოდი, ამაოდ შევეცდებოდი სიზარში დაბრუნებას.
- ლევან... ეს სიგიჟეა... - ამოვიჩურჩულე როდესაც დავრწმუნდი რომ არ ხუმრობდა და დგუშამოღებულ ინსულინში დიდი რაოდენობის ფხვნილი ჩაყარა. ვცდილობდი სუნთქვა შემეკავებინა რომ ჩემს ამონასუნთქს ფხვნილი არ გაეფანტა. ფხვნილი, რომლის გამოც საკუთარ და სხვების სიცოცხლეს ვდებდი სველი ქაღალდის სასწორზე.
- რატომ ჩურჩულებ? - მკითხა მან მშვიდად და ოსტატურად დააბრუნა დგუში თავის ადგილზე ისე რომ არც ნემსში გაჭედილა ფხვნილი და არც ნემსიდან გადმოფანტულა, როგორც ეს მე რამდენჯერმე მომივიდა და კინაღამ ენა მოვიკვნიტე სიმწრისგან.
- ეს კი არაა სიგიჟე, - მიპასუხა როდესაც ერთი ინსულინი მომაწოდა და ახლა მეორეში შეყარა შედარებით ნაკლები რაოდენობა - ყველაზე დიდი სიგიჟე შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში.
და ისევ ვიგრძენი მისი მცხუნვარე ტუჩების გემო. დაუვიწყარი ტუჩების გემო. შემდეგ ზურგი ვაქციე და გარემოს თვალი მოვავლე, საუკეთესო კოცნა ჩემს ცხოვრებაში და ისიც სად?! გლდანის ჩემთვის უცნობ კორპუსში... მტვრიან, ჭუჭყიან სადარბაზოში... თითქოს 13 წლის მოზარდი ვიყავი, რომელიც კოცნის ხელოვნებას ეუფლებოდა თავისავე პარალელურ კლასელთან. მეცამეტე სართულზე საინექციო წყლის ამპულის თავის გადატეხვის ხმამ დამაბრუნა. ნემსის წვერი ამპულაში ჩაუშვა და როდესაც დგუში ამოსწია სანამ წყალი ერთიანად დაასველებდა ფხვნილს ლურჯი მტვერი ჰაერში აიჭრა, თითქოს ნიავმა დაუბერაო და ამ სურათმა ის სათამაშო გამახსენა, არ ვიცი რა ჰქვია, მრგვალ მინაში მოთავსებული ესა თუ ის შენობა ან ძეგლი, რომელსაც ამოატრიალებ და თეთრი ფიფქების თოვა იწყება.
- ჯერ შენ გაგიკეთებ, ოღონდ, ერთი პირობით, არანაირი ტრანსი...
- ფეხზე ვიდგე და პრიხოდს თვალებგახელილი შევხვდე... - უპასუხა ჩემი ხმით რაღაც ძალამ და თავბრუდამეხვა. გლდანის უცნობი სადარბაზო, სადაც ინტერნეტით ნაყიდი ნარკოტიკი ავიღეთ... ყოველ წამს შეიძლებოდა დაგვდგომოდნენ მენტები თუ არა, მაცხოვრებლები მაინც. ჩვენ კი რას ვაკეთებდით. ინსულინები გაანჯღრია, ფხვნილიანი პაკეტი ისევა წინდაში ჩაუშვა, შარვალი ისე გაისწორა თითქოს თათბირზე შედიოდა ოფისის პრობლემებზე სასაუბროდ. ინსულინის შესაფუთი პარკები და ცარიელი ამპულა ლიფტის რაფაზე შეყარა და რომ შემოტრიალდა, უხმოდ მივხვდი რაც უნდა გამეკეთებინა.
- მინდა გიყურო, თვითონ როგორ გაიკეთებ.
მითხრა მან და მარცხენა ხელზე ძლიერად გადამიჭირა თავისი გრძელი, მსხვილი თითები. ვიცოდი, მარჯვენა ხელში რომელი ნემსიც მეჭირა, ამიტომაც გულმა მანამდე დამიწყო ბაგა-ბუგი, სანამ ათრთოლებულ ხელს მოსუქებულ ვენასთან მივიტანდი და პირი ნერწყვმა დამიტბორა. როგორც საახალწლო სამზადისში ჩაბმულ სოფელში დამდგარიყო გასუქებული ღორის დაკვლის დრო, ისევე მოსულიყო ჩემი ვენების განკითხვის დღე.
და წამზომი ჩაირთო.
ჩხვლეტა.
ლურჯ ტბაში მანამდე ჩაეშვა მეწამული ფერი, სანამ დგუშს გამოვწევდი რაც იმის უტყუარი ნიშანი იყო რომ ვენაში ვიყავი. თავის დაზღვევის მიზნით ოდნავ მაინც გამოვწიე და სისხლმა სილურჯე გადაყლაპა. მართალია, შეიძლებოდა სისხლი შედედებულიყო და სითხე გაენადგურებინა, მაგრამ იმდენად დიდი იყო სიამოვნების გახანგრძლივების სურვილი რომ მაინც არ შევუშვი ერთბაშად და ნელ-ნელა დავაკვირდი როგორ შესრიალდა აღმაფრენის მდინარე, და როგორ დავიბრუნე სისხლი უკან, გაფერადებული სისხლი დავუბრუნე ფრენისთვის მომზადებულ სხეულს. თავდაპირველად ჩემში ლილითმა გაიღვიძა და ვნებისგან თვალები მივლულე, შემდეგ კი უხეშად შემანჯღრია ურქებო ლუციფერმა და თვალები ჭოტივით დავაჭყიტე. პრიხოდს სხეულის ყველა წერტილით ვგრძნობდი. ის, ვინც ჩემს წინ იდგა ნაწილებად დაიშალა და თვალები რომ დავახამხამე ისევ უიარებოდ შეწებდა. ფრთხილად გამომაძრო ხელიდან ნემსი, რომლის არსებობაც დამვიწყებოდა და გალურჯებული იარიდან ცისფერმა ნაკადულმა გამოიკვლია გზა ჩემს უსაშველოდ გრძელ ხელზე. ძლივს მოვწყვიტე თვალი ამ სანახაობას და იმაზე გადავიტანე ყურადღება, რომელიც მაისურს მხდიდა... მართალია, ის ბევრად სხვანაირი იყო და ყოველ წამს ველოდი თუ როდის წამოეზრდებოდა რქები და როდის აატყლაშუნებდა შავ, ლაპლაპა ფრთებს გამარჯვების ნიშნად, მაგრამ მაინც არ მინდოდა მისგან გავქცეულიყავი. გარდაქმნა, მარტივად გასაგებ ენაზე კი სიკვდილიც სასიამოვნო იქნებოდა, მისი ეშვები რომ ჩაესობოდა ჩემს ქათქათა ყელს და შიშველი სხეული მრავალ ლურჯ პეპლად გადაქცეული ცაში აიჭრებოდა თავისუფლების სრულად შესაგრძნობად. შევცდი, მან მაისური მხოლოდ იმიტომ ამიწია რომ გამოყენებული ინსულინი ბიუსჰალტერში შემოემალა. უცნაური იყო, მაგრამ მას არც ჩემი დაუფლება უცდია და არც კბენას მიპირებდა. სანამ მაისურს გამისწორებდა, დავინახე როგორ აჰყვა მის ეკლიან ხელს ჩემი კანი და კანგაცლილი მუცლიდანაც ლურჯი ცრემლებივით წამოვიდა ბრჭყვიალა წვეთები. მისი მზერა დავიჭირე. მაკვირდებოდა. მსწავლობდა... და გავუღიმე.
- არ გეკითხები, როგორ ხარ, იმიტომ რომ დაახლოებით ვხვდები. - მითხრა მან და მოსაფერებლად გამოწვდილი ხელი ჰაერში გაუშეშდა, თითქოს ბოლო წამს გადაიფიქრაო და მხოლოდ ჩამოშლილ თმაზე შემეხო, შემდეგ დამყნოსა. გავიგე როგორ რბილად ჩავიდა მის ფილტვებში ჩემი თმიდან მოპარული სურნელი და პრიხოდმა ხელმეორედ დამიარა. კიბეზე ნაბიჯების ხმა გაისმა და შეშინებულმა გავიხედე იმ მხარეს საიდანაც ხმა მოდიოდა. რამდენიმე ადამიანი ამორბოდა ჩვენკენ...
- გეჩვენება ლიზ, არავინ არ მოდის. - უსიტყვოდ მიხვდა ჩემ გაჭირვებას და მზრუნველად შემეხო მხარზე - ერთადერთი საინტერესო ქალი ხარ ჩემ ცხოვრებაში. - მითხრა მან და მარცხენა ხელის მაჯაზე ღილი შეიხსნა - საინტერესო, უცნაური და საშინლად ლამაზი... - ბოლო სიტყვები მან რაღაცნაირად, თითქოს ღვარძლით წარმოთქვა და თვალები დავხუჭე. არ მინდოდა დაენახა ჩემი ლურჯი ცრემლები. ხმები მოახლოვდა და თავი ვაიძულე გამოვფხიზლებულიყავი. მის მომღიმარ სახეს რომ შევხედე კი მივხვდი რომ სანერვიულო არ მქონდა და ნეტარების ტალღა მკერდიდან ვულკანივით ამოსრიალდა, ჩემ წინ იდგა არსება, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში ვენდობოდი. ამან შვება მომგვარა და ჩავეხუტე. აღარც მისი ლაპლაპა რქების შემეშინდებოდა და აღარც უზარმაზარი ეშვების.
- მაოცებ ფისო, მგონი ისე არ ხარ, როგორც გინდა რომ იყო... პირველად ჩამეხუტე დაამფეტამინებული...
- გადავლახე და უკვე მოვიხოდე... ერთი სული მაქვს კიდევ როდის... - თითებით თმები გადავიწიე და ენერგიამ თავზე მომიღუტუნა. იმ ეტაპზე ვიყავი როდესაც შიშები გტოვებს და კარს ნათელ ჰალუცინაციებს უხსნის.
- უკვე? - მკითხა გაოცებით და რატომღაც სიცილი აუტყდა - არანორმალური ხარ, და ალბათ ამიტომაც მომწონხარ ასე გაგიჟებით. - მისი ტუჩები ჩემს ტუჩებს რომ გამოეყო მაშინღა გამახსენდა რაც უნდა გაგვეკეთებინა და სიხარულის ნაკადმა თივასავით მომცელა. ტელეფონის ზარის ხმამ გამაოცა, სხვა დროსაც ამდენი ინსტუმენტი უკრავს და ვერ შევამჩნიე თუ მხოლოდ ახლა მესმის-მეთქი ასე მდიდრულად, გავიფიქრე. ლევანმა უპასუხა და უთხრა რომ 5 წუთში ჩავიდოდით, აღელვებული დავაკვირდი მის გამომეტყველებას და რაკი ცუდი ვერაფერი შევნიშნე, შვებით ამოვისუნთქე, ტერიტორია ჯერჯერობით სუფთა იყო. არანაირი აწივლებული მანქანა იმ ცოდვებით სავსე რაიონში. არ შემეძლო მეყურებინა როგორ უხეშად ყრიდა ფხვნილს ჩემი ბიუსჰალტერიდან გამოღებულ ინსულინის ნემსში და ყურადღება კედლებზე გადავიტანე, საიდანაც პატარა ადამიანები მოჩანდნენ და ისე იგრიხებოდნენ, თითქოს ცოდვების გამო იტანჯებოდნენ ჩაბეტონებულ კედლებში.
- მზადაა. - მომესმა უკნიდან და ვნებისგან კვნესა აღმომხდა. წარმოვიდგინე რბილი, ფაფუკი ლოგინი... სიოსგან აფრიალებული ნაზი ფარდები და ლევანის ძლიერი, ფართო მხრები. - ფისო...
- გისმენ საყვარელო... - მას სიცილი აუტყდა და თავი გააქნია.
- დაბოლილი სიკეთის განსახიერება ხდები, თვალებიდანაც კი ზრდილობას აფრქვევ, გაჩხერილი კი...
- სექსუალური. - დავამთავრე მისი დაწყებული წინადადება და მეც გამეცინა - მეც მიკვირს ლევან... ოღონდ მართლა, აქამდე ეს არ შემინიშნავს, მაგრამ როგორცვე გავიკეთებ, მაშინვე შენთან სექსზე ვფიქრობ... - მან ხმამაღლა გადაიხარხარა და დაეჭვებით შემომხედა.
- არ მჯერა...
- არა, გეფიცები, მართლა... რომ გიყურებ სულ ის მიტრიალებს თავში, როდის გამჟიმავ... - წინანდელზე უფრო ხმამაღლა გადაიხარხარა და ჩამეხუტა.
- ლიზ, ნუ მიბიძგებ რო შენი არასიფხიზლით ვისარგებლო...
- გთხოვ ისარგებლე. - ვუთხარი ვნებით გადარეულმა და ხელები მაისურის შიგნით შევუყავი. ისეთი სასიამოვნო, სლიკინა კანი ჰქონდა, როგორც პატარა სელაპს, მაგრამ მივხვდი რომ ეგ არ უნდა მეთქვა.
- ფისო, გაიხსენე შენი სიტყვები, თვითონ არ მთხოვდი რომ დროებით მაინც შეგვენარჩუნებინა ეს ეტაპი.
- რა ეტაპი? - ვკითხე უაზროდ და მის ყელზე დაპკურებულმა სუნამომ ენა სასიამოვნოდ დამისუსხა.
- სექსის გარეშეც რომ საშინლად გვიზიდავს ერთმანეთი.
მისმა სიტყვებმა ადგილზე გამაქვავა და აღტაცებით ავხედე - ანუ, შენც მასე ფიქრობ?
- რა თქმა უნდა სულელო, მცდარი აზრი გაქვს „გრუზინებზე“, უსექსობა ჩემ მტერს, მარა რაღაც ეტაპზე თუ მაგის გარეშეც იდეალურად გრძნობ თავს, შეგიძლია ცოტა ხნით აღარ იფიქრო და ისეთი თემებით დატკბე, სხვებთან რომ ვერ დაიჭერ. კაროჩე, ეხლა მე ვეშურები შენთან მაგ თემებს... უცნაურ თემებს.
- ლევან... - ხელებში მოვიქციე მისი უზომოდ ლამაზი სახე და სიყვარულით მივაჩერდი თვალებში - ძალიან ბედნიერი ვარ რომ გაგიცანი... გიპოვე... მართლა ისეთი სხვანაირი ხარ...
- არა ლიზ, - მითხრა მან ღიმილით და ცხვირზე შემახო ტუჩები - გულის სიღრმეში ხომ იცი რომ მე კიდევ უფრო ცუდი ტიპი ვარ, ვიდრე ისინი, ვისაც ჩემამდე ხვდებოდი. ხოდა არ გაბედო დამინახო ისეთი, როგორიც სინამდვილეში არ ვარ. ჩემზე კარგად შენ იცი რომ ნებისმიერი ტიპი ვინც დაგინახავს ეგრევე მოიხიბლება შენით მაგრამ იეღოვაზე სასაუბროდ არავინ მოგთხოვს შეხვედრას, თუმცა... ისიც მართალია რომ ქართველ გოგოებს უსექსობა გტანჯავთ და სადაც სექსი გექნებათ იქვე გინდათ „სწენკის“ დადგმა, ეგეც ხო მაგრად ტეხავს, აღიარე... - დაასრულა ღიმილით და სანამ მე სიცილისგან ორად მოხრილი სულს მოვითქვამდი ინსულინები გაანჯღრია.
- ლევან...
- ხო, ვიცი რა ფიქრებიც გტანჯავს, - მითხრა მან ეშმაკურად - იქნებ იმიტომ არ გჟიმავ რომ კარგ ტიპად მოგაჩვენო თავი, არა? ზედმეტად ბევრს ფიქრობ, ფისო. კიდევ ერთხელ გეუბნები, მცდარი აზრი გაქვს „გრუზინებზე“. ყველა კაცი საინტერესო ვეშს ეძებს, მნიშვნელობა არ აქვს ეროვნებას. მეც ვფიქრობ... არა, კი არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ რომ გიპოვე და მიკვირს, აქამდე როგორ ვერ მიხვდი. ხოდა, კაროჩე, დაიკიდე რა, გილოცავ დაბადების დღეს და სანამ გავაგრძელებდეთ ამ დღესასწაულს დროზე ჩავიდეთ ქვევით თორე ბიჭები უკვე აქ ამოგვადგებიან.
- ჩავიდეთ. - ვუპასუხე აფორიაქებულმა და სინდისის ქენჯნა ვიგრძენი ბიჭები ამდენი ხანი რომ ვალოდინეთ, მე მათ ადგილზე, ალბათ, უკვე თითები მექნებოდა გადაჭმული.
- მანამდე კი...
- გავიჩხიროთ. - ვუპასუხე - ბავშვივით აღტაცებულმა და თავის გასამართლებლად დავამატე - გავიჩხიროთ და ეგრევე დავაწვეთ.
- ლიზ, წინანდელზე ცოტა მეტია და თუ მიხვდი რო მაგრად ხარ, ბოლომდე აღარ გაუშვა...
გამაფრთხილა მან და სახელო აიკაპიწა. მუშტი შეკრა და დაელოდა როდის აზვირთდებოდა გრძელი ვენები. მე ასე არ მანებივრებდა ძვირფასი ძაფები, ამიტომაც მარცხენა ხელი გამეტებით მოვუჭირე ფეხს, იქ სადაც ორიოდე სანტიმეტრის ქვევით კოჭი მდებარეობს და როდესაც საყვარელი ვენა გაბერილი ბურთივით ამოიზარდა, ფრთხილად შევიყვანე ნემსის წვერი. ერთია, როდესაც სხვა გეხმარება ან გიკეთებს, მეორე კი როდესაც დამოუკიდებლად ართმევ თავს. დგუში უკან გამოვწიე და როდესაც წითელი ლურჯს შეხვდა... ლევანს გავხედე და ისე შევისრუტე სითხე, თვალი არ მომიშორებია მისთვის... მისი უკანასკნელი სიტყვებისთვის ყურადღება რომ მიმექცია...
ერთიანად რომ არ გამეშვა...
სითხის მიღებისას ყური რომ დამეგდო სხეულში მიმდინარე ცვლილებებისთვის... კაიფს მივიღებდი.
მაგრამ, მე მაინც ბრძოლა ვარჩიე.
აღმაფრენა. აღმაფრენა. აღმაფრენა.
კვნესა აღმომხდა და თვალები მივლულე. ვერც მაშინ შევწყვიტე კვნესა როდესაც ის მომიახლოვდა და რომ არ დავცემულიყავი ხელი შემაშველა.
- თვალები გაახილე და ჩემთან დარჩი... - მითხრა მითიურმა არსებამ ზურგს უკნიდან და უცებ რაღაც ძლიერი ნაკადი მეძგერა, რომელმაც ფართოდ გამახელინა თვალები. კედლები ბებრის ნაოჭებივით ჩამოიწელა, პირი გახსნა და გადაყლაპვა დამიპირა. შეძრწუნებულმა უხმოდ შევკივლე და მითიური არსების ნაცრისფრად მოელვარე ხელს ჩავეჭიდე. იატაკიდან და ჭერიდან ერთდოულად ალივლივდა ფერფლისფერი ქსელები, რომლებმაც ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში შეკრეს კამარა და უფერო თვალებით მომაჩერდნენ. იმაზე უფრო შეშინებული ვიყავი, ვიდრე ჭექა-ქუხილის ხმაზე გამოღვიძებული ბავშვი სიბნელეში, რომელიც ხმას ვერ აწვდის მშობლებს და კუთხეში ჩამოკიდებული ქურთუკი გუდიან კაცად ელანდება. აქა-იქ იატაკი ჩაიზნიქა და მომეჩვენა რომ იმ ჯოჯოხეთიდან ვეღარასოდეს გავაღწევდი თავს.
- მისმინე, ჩემო მშვენიერო... - მომმართა მითიურმა არსებამ და თმებმა ჟასმინის ყვავილები გამოისხა. იმდენად მძაფრი იყო ამ ყვავილის სუნი რომ ბოროტი კედლების ნესტიანი სუნიც კი ჩაახშო - რასაც არ უნდა ხედავდე, იკაიფე... ძალიან ბევრი მიიღე და მაგიტომ დაიზმენდი...
- არა, გთხოვ, რამე ლამაზი მითხარი... - ვუჩურჩულე არსებას რაც შემეძლო ჩუმად რომ კედლებს არ გაეგოთ ჩემი გაჭირვება. ადრენალინის სუნს არ გამოყოლოდნენ და წამებში არ გადავესანსლე.
- ყველაზე ლამაზი გოგო ხარ ვისაც კი შევხვედრილვარ. და ჩემთან დარჩი ლიზ... მისმინე... - ცრემლიანი თვალები უცხო არსებას ვედრებით მივაპყარი და გაცხოველებული ხმები, თითქოს კიბეზე ათეულობით შეიარაღებული ადამიანი გააფთრებით მოიწევდა ჩვენკენ, დროებით ვუგულებელყავი. - რასაც არ უნდა ხედავდე, რაც არ უნდა გესმოდეს, ეს ყველაფერი მხოლოდ ილუზიაა. მხოლოდ შენი ფანტაზია...
- მათი ხმები...
- მე შენთან ვარ და ვერავინ მოგეკარება. - დაბეჯითებით გამიმეორა არსებამ და გამიღიმა - შეძლებ სიარულს? თუ ხელში აყვანილი წაგიყვანო?
- სად? - ვკითხე შეძრულმა და ხმები უფრო გაძლიერდა. „რით ვეღარ ამოაღწიეს“, გამიელვა თავში.
- ხომ მენდობი? - მკითხა არსებამ და მზრუნველად გადამიწია სახიდან ჩამოყრილი ჟასმინის ყვავილებიანი თმები. თავი მონდომებით დავუქნიე და ისე რომ ხელი არ გამიშვია კარაქივით რბილ იატაკზე გავიარეთ. ვცდილობდი მხოლოდ მისი ლამაზი ხელისთვის მეცქირა და არ მეფიქრა იმ ლიფტზე, რომელიც უსასრულობაში მიგვაფრენდა. ჭერიდან სქელი ქსელები ჩამოეშვა და ვიგრძენი რომ მათ ჩემი დახრჩობა, დანაწევრება უნდოდათ. - თავს როგორ გრძნობ? - მკითხა მან და კარებზე ბრაგა-ბრუგი ატყდა. პოლიციელები დაგვდგომოდნენ... თავისუფლების წამებს ვითვლიდი და დაგვიანებულ ბოდიშს ვუხდიდი მშობლებს.
არასოდეს გამხარებია მანქანის დანახვა ისე, როგორც მაშინ. მანქანა კი არა, ჩემთვის ნამდვილი ციხესიმაგრე იყო. ადგილი, სადაც პოლიცია ვერ მომწვდებოდა. ვერც ნაცრისფერი საცეცე დამახრჩობდა უზომოდ შეშინებულს. ის-ის იყო კარები გადავრაზე რომ მითიურმა არსებამ ლევანის სახე მიიღო. ლადომ და მათემ კი ისე გამიღიმეს, როგორც კეთილმა ჯუჯებმა ფიფქიას, პრინცის კოცნამ რომ გააღვიძა ბოროტი დედინაცვლის ვაშლით მოწამლული.
- თქვე არასწორებო! - ღიმილით ჩაილაპარაკა ლადომ.
- არა, ძმაო, გეშლება. - უპასუხა ლევანმა და ფხვნილი გადააწოდა. მანქანა დაიძრა და ფორიაქი ჩამიცხრა. ღიმილით მივტრიალდი ბიჭებისკენ და სიყვარულით მივადევნე თვალი მათ ენერგიულ სამზადისს.
- რა არა, ძმაო, შეგრცხვეს მაინც მასე ნაგლად რო მატყუებ. ლიზას ვერ უყურებ? სახე აქვს დაკარგული.
- არა მარტო სახე. - ვუპასუხე მისუსტებული ხმით. ისე მქონდა პირი გამშრალი, თითქოს მუჭებით მეჭამა ფქვილი. ენის წვერი სადაც არ უნდა წამეღო, ყველგან სქელი მტვერი მხვდებოდა. კბილების ფიგურებს ვეღარ ვგრძნობდი. ყველაფერი მშრალ, თბილ თოვლს გადაებარდნა. - მაგრამ აღიარე რომ შენც ასე მოიქცეოდი ჩემს ადგილზე.
- მაგას ვერ ვაღიარებ ლიზ, შენნაირად არ მევასება ამფო. - მიპასუხა ლადომ და თავისი სიტყვების დასამტკიცებლად გამზადებული ნემსი კარების უჯრაში ჩადო. საუბრისთვის მოემზადა - შენ როგორ ფიქრობ არ ვიცი, მაგრამ მე ლიჩნად, მგონია რო თუ გინდა ადამიანი კარგად გაიცნო, იმასთან ერთად უნდა იკაიფო. - თავი მონდომებით დავუქნიე. 100%-ით ვეთანხმებოდი. - რამდენი ხანია რაც მე და შენ ამ თემაში ვდვიჟენიობთ, 3 თვე ხო იქნება?
- არა, მაქსიმუმ თვენახევარი. - უპასუხა ლევანმა და თითებზე მაკოცა. ქარიშხალივით მოვარდნილმა ვნებამ გული გამინგრია და თვალები მივლულე.
- აუ, რა დღეშია... - ჩაილაპარაკა მათემ და სიცილი აუტყდა.
- ერთი სული მაქვს როდის დავიმატებ. - ჩავილაპარაკე უხმოდ, ხმა აღარ ამომდიოდა. ოფლის წვეთები ნელ-ნელა მეპარებოდა და თუ მალე არ მივიღებდი... ისე დამასველებდა ლომკა, როგორც საუნაში გაწოლილ გოგონას ცხელი ჰაერი.
- 15 წუთიც არ იქნება, რაც მიიღე და უკვე დამატება გინდა. ბაზარი არაა, ამ დედანაქაჩ პრეპარატს ეგ აქვს ყველაზე ცუდი. კოკანს არ აქვს ისეთი ძლიერი დამოკიდებულება, როგორც ამას...
- რა სისულელეს ამბობ ძმაო, შენ ხო არ უბერავ? - შეეკამათა მათე.
- მართალს ამბობს. - ჩავილაპარაკე ჩემთვის და სევდიანად გამეღიმა - ამფეტამინს კოკაინის შემცვლელადაც მოიხსენიებენ. უბრალოდ, ეს გაცილებით დაბალი დონისაა და გაცილებით ცუდია ჯანმრთელობისთვის. სამწუხაროდ, მისი შემადგენლობა მთლიანად ქიმიურია. ამიტომ არ გიყვარს ჩემნაირად, არა? - ალბათ ზედმეტად სევდიანი სახე მქონდა, რადგან ბიჭებს სიცილი აუტყდათ. ლევანი ჩამეხუტა და სითბო ისე მესიამოვნა, თითქოს ზამთრიდან ზაფხულში შევაბიჯე. თვალის დახამხამებაში დაწყებულიყო ლომკა...
- ბიჭო... თუ გოგო, როგორ არ მევასება მარა, შენ „პერედოზით“ კაიფობ ლიზ, და ეგ ხო იცი, არასწორია...
- ზედმეტი დოზით?
- ხო, რა გაგიკვირდა, შენ პერედოზი მხოლოდ სიკვდილი გგონია? - გააგრძელა ლევანმა. მისი თითები თმებში ცურაობდა და სიტყვები ძლივს აღწევდა ჩემამდე. რომ არა მათე და ლადო... კიდევ კარგი მათე და ლადოც მანქანაში იყვნენ, ჩვენთან ერთად - ისეთი დოზებით კაიფობ, ვერ ვხვდები როგორ უძლებ, ან რა მუღამს უჭერ მასეთ ძლიერ ჰალუცინაციებს, იმენა აპასნი ჰალუცინაციები გაქვს, ფისო. აღიარე, სადარბაზოში კონტროლი დაკარგე, არა? უეჭველი ვეღარ მცნობდი...
- მაგას რა აღიარება უნდა, ჩემთვის ეგაა ჭეშმარიტი კაიფი. როდესაც სამყარო შენ თვალწინ იცვლება და ბნელეთი გებრძვის... ოღონდ, ეს ბნელეთი საიდანღაც კი არ მოდის, შენშია. შენი მეორე მე არის... ცდილობ ისეთი მიიღო, როგორიც არის. ცდილობ, თვალი შეაჩვიო იმ საზარელ სახეს, რომელიც შენში ცხოვრობს და შეიყვარო. ერთი სიტყვით, ისევ საკუთარ თავთან ბრძოლა და მეტი არაფერი, მიხვდით, ხო?
- ჯერ ვერა და იქნებ, რო გავიჩხირო მერე მივხვდე. - რამდენიმე წამიანი დუმილი დაარღვია ლადომ და ისევ სიცილი აუტყდათ.
- , საკუთარ თავს რო არ ეომო ტყუილუბრალოდ, მე მებრძოლე ლოგინში, ბავშვს მაინც მოიგებ... - მითხრა ლევანმა და უზარმაზარ მარკეტთან გააჩერა მანქანა.
- ს კეთილი ვარიანტია „შენ ჩემი“, არა? - ვიკითხე ღიმილით და მეორე წამს უკვე ლევანის სველ ენას ვეხებოდი ჩემი მშრალი ენით. მისი თითები კისერზე რომ შემომეჭდო და თვალები დავხუჭე, ლადოს დროული სიტყვები მომესმა და ვნებების პლანეტიდან დედამიწაზე მიკრა თავი.
- რა ნახეთ?! გეყოფათ, სანამ გადავირიე და მათე ავატრიალე...
- ლადო, მერამდენედ გითხრა რო არ მევასება მასეთი „პახაბნი“ ღადაობები და როგორც გატყობ, მანამდე არ მოისვენებ, სანამ მართლა რამეს არ გამომტყუებ.
- ე, ფისო, სიცხე გაქვს... - მითხრა ლევანმა და შუბლიდან ლოყებზე ჩამომისვა თითები - რა ვუყო? - იკითხა დამწუხრებულმა და ბიჭებს მიაპყრო მომლოდინე მზერა.
- ეგაა „პერედოზი“, მეტი კი არაფერი. მოსაწევი რამდენიც გინდა მოწიე, მარა ეს არაა სახუმარო თემა. რასაც შენ აკეთებ, მაგას კაიფი კი არა, ექსპერიმენტები საკუთარ თავზე ჰქვია. არ გაგიტყდეს, ხო იცი, ჩემი ძმა ხარ და მაგიტომ გეუბნები. - მითხრა ლადომ და შუბლზე მომადო ხელის გული.
- ცხოვრებაც ხომ ერთი პატარა ექსპერიმენტია. რა მნიშვნელობა აქვს როდის მოვკვდებით. მთავარია, რა დაგვრჩება, რას წავიღებთ...
- წაღებით ვერაფერს წავიღებთ. ჭკვიანი გოგო ხარ და ეგ არ უნდა გეშლებოდეს. -მითხრა ლევანმა.
- წყალს მოვუტან, ჩვენთვისაც გამოვაყოლებ. - ჩაილაპარაკა მათემ და მანქანიდან გადავიდა.
- მოგონებებს წავიღებთ. სახლის ზურგზე მოკიდება არც მიფიქრია. - ხელები ლევანის ხელებს მოვუჭირე კანკალის შესაკავებლად.
- ვერც მოგონებებს, ფისო. შეეგუე იმ აზრს რომ სიკვდილი დასასრულს ნიშნავს.
- ნუ ამბობ მაგას. - ვუთხარი ათრთოლებული ხმით და ორად მოვიკეცე. თვალებში ცრემლი ადიდდა და ლოყებზე ბილიკები რომ არ დაეტოვებინა, თავი დავხარე. ცრემლი ისე ჩამოვარდა, როგორც ფოთლიდან წვიმის წვეთი და აჭრელებულ ფეხებზე დამეცა. - შეუძლებელია უბრალოდ ვქრებოდეთ. ჩვენ ისე საშინლად გვიყვარს სიცოცხლე რომ გამორიცხულია ოდესმე დავმთავრდეთ. სიკვდილი დედამიწაზე ყოფნის დასასრულს ნიშნავს და არა...
- ჰა, ჰა, ჰა... გამაცინე კნუტო. შენ გიყვარს სიცოცხლე? მე და შენ სხვა და სხვა აზრი გვქონია სიყვარულზე. ვინც გიყვარს, იმას არ კლავ. შენ კი მთელი სიამოვნებით იკლავ თავს ყოველთვის, როდესაც ამის შანსი გეძლევა.
- სისულელეა! - ვუთხარი მტკიცედ და ცრემლს გზა გავუკვალე. მისმა სიტყვებმა გული დამისერა და სპილენძის გემო ვიგრძენი ენის წვერზე - თუ სიამოვნება სიკვდილს ნიშნავს, მაშინ იყოს მასე. - ვუთხარი მოჩვენებითი გულგრილობით და ფანჯარაში გავიხედე, პატრულის მანქანა არსად ჩანდა. შემეძლო საქმეს შევდგომოდი და ნეტარების ტბაში გამეცურა.
- სიამოვნება ბევრნაირად შეგიძლია მიიღო, ლიზ, და თან ისე რო სიცოცხლეც არ დაიმოკლო.
- ხო?
- ნამდვილად, ჩემო მშვენიერო მაზოხისტო. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ. აი ამ წუთს, ამ წამს და ამოიგდე თავიდან ეგ ზღაპრები. ვერც მოგონებებს წაიღებ, ვერც ბედნიერ წუთებს, რადგან თუ წახვალ, სულ წახვალ. გესმის? და რაც კი ოდესმე გინახავს, გაგიგია, შეგიგრძნია აქ, ამ მიწაზე დატოვებ.
- მაშინ, დროს აღარ დავკარგავ და დავტკბები დარჩენილი წუთებით. - ვუთხარი ნაზად და ფხვნილისკენ გავიშვირე ხელი.
- მოსწრებაზე ხარ? - მკითხა მშვიდად და გაწვდილი ხელი დამიჭირა.
- არა, ლევან, ჯერ არ ვაპირებ სიკვდილს. და საერთოდ, არ მესმის, რა გინდა?
- აბა როდის აპირებ?
- როდესაც ხეს დავრგავ, გავსინჯავ სოკოებს და კოკაინს. როდესაც ვინმეს გადავარჩენ, ან ახალ სიცოცხლეს შევქმნი. როდესაც დავიღლები სიყვარულით და მსოფლიოს ამოვწურავ. როდესაც...
- მსოფლიოს ვერ ამოწურავ, აქედანვე შეეგუე ამ ფაქტს. შენ ვერავის გადაარჩენ, თვითონვე ხარ გადასარჩენი. შვილიც არ გეყოლება, ვერავის გაზრდი მანამდე, სანამ ისე გეყვარება კაიფი, როგორც მტაცებელ ცხოველს ხორცი. ხე დარგე, ბაზარი არაა, რა უნდა მაგას, მაქსმიმუმ ნახევარი საათის ბაზარია. და რაც შეეხება სიყვარულს, ვერავის შეიყვარებ, რადგან შენი გულის 99.9% კაიფის სიყვარულს უკავია. რა დაგვრჩა? სოკოები და კოკაინი. ესეიგი, ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის რომ შენ ეგ ორი რამ ვერ მიიღო.
- რატომ?
- არ მინდა რომ დაგკარგო. - თვალები ისე გამინათდა, როგორც მზის სხივი თოვლზე დაცემისას და მეორე წამს ძლიერი იმედგაცრუება ვიგრძენი. ნუთუ, დრო მოვა და არ მემახსოვრება ის შეგრძნება, ლევანის სიტყვებმა რომ მომგვარა... შეუძლებელია, სამყაროში არსებობდეს ძალა, რომელიც ასეთ ძლიერ შეგრძნებებს დაგავიწყებს. განა რა ძალა აქვს სიკვდილს რომ მეხსიერებიდან ამოგიშალოს დედის რძის გემო? ვითომ, შეუძლია ჯოხი მოიქნიოს და ის სუნი დაგავიწყოს ზამთრის სუსხიან საღამოს პაპის ხელებს რომ უდიოდა დაჭრილი ხისა და ნავთის სურნელი? დავიჯერო, ისეთი ყოვლისშემძლეა სული შეგიბეროს და გონებიდან ამოგიშალოს ის წუთები, როდესაც მისი ტუჩები შეგეხო?.. აბსურდია! თუ ამ ყველაფრის დავიწყებისთვის ვართ განწირულნი, მაშინ ტკივილი არ იარსებებდა. მაშინ ჩვენ უბრალოდ ერთუჯრედიანი ქმნილებები ვიქნებოდით და ვერც სიყვარულს ვიგრძნობდით.
- ლევან, მართლა არ გინდა რომ დამკარგო?
- არა, ჯერ ხომ სექსი არ გვქონია. - მიპასუხა მან და ფართოდ გამიღიმა. მათემ ფანჯრიდანვე შემომაწოდა ბროწეულის წვენი, რომელიც სულმოუთქმელად გამოვცალე და მერე წყალს დავაცხრი. - რა ვიყიდოთ და სად დავაწვეთ?
- ე, დავაი აგარაკზე, აქვეა, თბილისთან ახლოსაა ის სოფელი. მაგარი ბაითია ძმობას გეფიცები, ჩემი ნათესავისაა, თვითონ საზღვარგარეთ ცხოვრობს და გასაღები მამაჩემს აქვს. კაბინეტში, სეიფში უდევს...
- სეიფის კოდი? - ვიკითხე გახარებულმა. ბედნიერებისგან ლომკასაც კი ვამარცხებდი.
- ჰმ - ეშმაკურად ჩაიცინა ლადომ და გააგრძელა - იქ ავღნიშნოთ ლიზას დაბადების დღე. მოგვიანებით, თბილისში გამოვგაზოთ და სადმე ბარში მოვსხდეთ, ჰა, რას იტყვით? - ლადოს სიტყვებზე ყინული გალღვა და ცეცხლი აგიზგიზდა. ვერ ვიჯერებდი რომ მთელი დღე მათთან ერთად უნდა გამეტარებინა.
- ლიზ, რას იტყვი? - მკითხა ლევანმა და ცხვირზე მომეფერა - წეღან გეხუმრე, უსექსობასაც ავიტან როგორმე.
- მაგაზე გამახსენდა, თიკასაც წამოვიყვან. იმდენი საძინებელია, ყველას გვეყოფა.
- თიკა შენი ცოლია?
- დაახლოებით. - მიპასუხა ლადომ და სიცილი აუტყდათ.
- ლადო, შენმა ცოლმა იგივე რომ გაგიკეთოს, ხომ ღირსი იქნები? - რა ჩემი საქმე იყო, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. მძულს მოღალატე კაცები, მძულს!!!
- ე, რა პონტში მეუბნები მაგას, ლიზ, მაგრად გამიტეხე. კაცი და ქალი ერთია? - და რადგან სული შემეხუთა და სირცხვილით დავიწვი მათი ბნელი აზრების მოსმენაზე, საყვარელი კითხვა დავსვი:
- არ გავიკეთოთ?.. რა გაცინებთ? გაოცებული ვარ, როგორ შეგიძლიათ ამდენი ხანი თავის შეკავება? მე აქამდე უკვე...
- ცხრაჯერ გაიკეთებდი. - ჩემი წინადადება დაასრულა ლევანმა და ხელზე მეამბორა - ლიზ, არ გინდა ამაღამ ჩემი დედოფალი გახდე? ოღონდ, მხოლოდ ამაღამ.
- ანუ ერთი ღამით გამოგყვე ცოლად? ეგ როგორ... - რამდენიმე წუთი იცინოდნენ. ვერ ვიგებდი, „გასული“ ვიყავი და ამიტომ ვერ ჩავწვდი მის სიტყვებს, თუ სამივე გამოშტერდა და ამიტომ იცინოდნენ უაზროდ.
- მაგრად გიკვირს ხო, გამზადებული ბაიანები რო გვაქვს და არ ვიკეთებთ? - მკითხა ლადომ დ გონება გამინათდა.
- სუბოს ელოდებით.
- არა. დავაწვეთ? - მათემ გაბრწყინებული თვალები მოაშორა მობილურის ეკრანს და ლევანს თავი დაუქნია.
- „შოკოლადი“? „ჯამაიკა“? „ჩერი“?
- აუ ჩემი, ეგ ყველაფერი შენ გასინჯული გაქვს? - ჩაიფხუკუნა ლადომ.
- კი. მითხარით, რას ელოდებით? ვიცი რომ „მიწა“ აღარ იშოვება...
- ლიზუშკი, სულ მალე მეფეები გავიჩითებით. - მითხრა მათემ და სიამოვნებისგან თითები მოიფშვნიტა.
- ფისო, უკანასკნელად გეკითხები, გახდები ამაღამ ჩემი დედოფალი? - ლევანის გაბრწყინებულ პროფილს ძლივს მოვაცილე თვალი და მათეს ვთხოვე ფხვნილი მოეწოდებინა.
- მე გაგიმზადებ. შენ მარტო ის თქვი, რამდენი ჩავყარო. - მითხრა მან დიდსულოვნად და ლევანის კითხვაზე დავფიქრდი. ყველაფერი მესმის, მაგრამ ძმაკაცების თანდასწრებით მითანხმდება სექსი გვექნება თუ არა? სულ გამოშტერდა ეს ბიჭი?
- მეკითხები, ლადოს ნათესავის სახლში გვექნება თუ არა სექსი? - ისე ამოიხვნეშეს, თითქოს გამოცდაზე ჩავჭრილიყავი. და უცებ გონება გამინათდა. - ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწაზე ამოსული ყვავილის წვენი!
- რა? - იკითხეს ბიჭებმა. ლევანმა კი გადაიხარხარა და სიხარულისგან იყვირა:
- ლიზ, ჩემი გოგო ხარ! მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ხარ!!!
- „ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწაზე ამოსული ყვავილის წვენი“ - გაიმეორა მათემ და გადაიხარხარა - დაგლიჯე, ძმაო, საღოლ. ყაყაჩოს შემკობაც ამას ჰქვია.
როდესაც ხელი ფეხებ შორის მოვიმწყვდიე და ნემსის წვერი შევიყვანე, ლევანს გავხედე და ღიმილით ვუთხარი.
- სიამოვნებით გავხდები შენი დედოფალი.
. . .
ალბათ, გინახავს საშინელებათა ფილმებში როგორც ხდება, რომელიმე პერსონაჟი კოშმარს რომ ხედავს და გაღვიძებისთანავე ელვის სისწრაფით დგება ლოგინიდან. მეც ასე მომივიდა. როგორც ჩანს, ტვინს სხეულმა დაასწრო მოქმედება და წამოხტომისთანავე ფეხები მომეკვეთა. ჩემი ფაფუკი ბარძაყი ლოგინის კიდეს ჩამოვკარი და კანი ავითალე. სიმწრისგან ლამის შევკივლე, მაგრამ რა დროს ტკივილი იყო. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვირთხაც რომ გადმყროდა გზაზე, იმასაც კი დავაცხრებოდი საკოცნელად ისე მინდოდა სიხარული გამეზიარებინა ვინმესთან. არა, ცუდად გამიგე, ლიზა ძალიან მეცოდებოდა, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო და ვერ გავაცოცხლებდი, ამ სიზმრით კი ჩემი მეგობრები გადავარჩინე დიდი ტრაგედიისგან. პირველ სართულზე თამარი შემომეგება და იმდენ ხანს ვაბურთავე, სანამ ორივე გასავათებულები არ მივეყარეთ ლოგინზე.
- ანი, მოგკლავ! - დამემუქრა ნინო და თეფშით ცხელი ხაჭაპური გამომიწოდა.
- რა უნდა დედაშენს? - დავეკითხე თამარს, გაბრწყინებული თვალებით რომ მიყურებდა და მაჯაზე მექაჩებოდა ასაყენებლად. კიდევ უნდოდა ჰაერში ხტუნაობა და რა ექნა?
- გოგო, მერამდენედ გითხრა, ნუ მიგიჟებ ბავშვს! მერე მეც იგივეს მთხოვს და სადა მაქვს მაგის თავი. ხო მართლა, კამალია იყო, რომ გაიღვიძებს გამომიაროსო.
ერთი სული მქონდა გოგოებთან გავქცეულიყავი და კარგი ამბავი მეხარებინა. ცხელი ხაჭაპური წამებში გადავსანსლე, თამარი კიდევ ერთხელ ვისროლე ჰაერში. ლოგინზე დავაგდე, ნინოს შარფი თავზე გადავაფარე რომ არ გამომტირებოდა და სახლიდან გამოვეპარე. ეზოს ჭიშკარს გამოვცდი თუ არა, კამალია დავინახე და სირბილით გავწიე მისკენ. როგორც ჩანდა, ჩემი გაღვიძება გადაეწყვიტა. მაშინ არ დავფიქრებულვარ თუ რატომ ჩქარობდა ჩემს ნახვას ასე ძალიან. როგორცვე მივუახლოვდი ხმამაღლა ვახარე:
- კამი, ბიძაშენი უდანაშაულოა! ლიზა ჰეროინის გადამეტებული დოზით მოკვდა. გასაღები მხოლოდ თქვენ არ გაქვთ. ეს ქვეყანა ძალიან პატარაა, გესმის?
- დამშვიდდი და ისე მითხარი, ვერაფერი ვერ გავიგე... - მხრებში ჩამავლო გაოგნებულმა კამალიამ და გზიდან გადამიყვანა.
- გილოცავ მეგობარო! - არ ვცხრებოდი მე და კამალიას გიჟივით ვკოცნიდი.
- ნორმალურად გამაგებინე, რა მოხდა? რას მილოცავ?
- ბიძაშენი უდანაშაულოა-მეთქი, გოგო, რა ვერ გაიგე? საბედნიეროდ, შეცდი საყვარელო. კორახაშვილების სახლის გასაღები მხოლოდ თქვენ არ გაქვთ. ლადოსაც აქვს, რადგან ევგენი მისი ნათესავია, გესმის?
- დაიცადე, ნუ გამაგიჟე... - აღმოხდა კამალიას და გულზე დაიდო ხელი - ლადო და მათე ლევანის ძმაკაცები არ არიან?
- კი, კი. ხომ გითხარი, ეს ქვეყანა ძალიან პატარაა, ევგენი ლადოს ნათესავი ყოფილა და ლიზა თავის დაბადების დღეზე გარდაიცვალა. ჩემი ეჭვი გამართლდა. ის არავის მოუკლავს კამი, ის ჰეროინის გადაჭარბებული დოზით მოკვდა. ისინი...
- ლიზას ჰეროინი არ უყვარდა, ეს ხომ თვითონვე გითხრა?
- ღმერთო ჩემო, რა დროს ეგაა შვილო, მთავარი ისაა რომ ბიძაშენი უდანაშაულოა.
- ანი, ხომ იცი რომ უზარმაზარი ტვირთი მომხსენი მხრებიდან, ეს-ესაა მთელი ჩემი ოჯახი გადაარჩინე სიკვდილისგან, მაგრამ ვერ გამოვხატავ, შოკში ვარ. ანუ ყველაფერი დამთავრდა?
ენერგიულად დავუქნიე თავი და ერთმანეთს გადავეხვიეთ. გზად სიზმრის მნიშვნელოვან მომენტებს ვუყვებოდი. მეგონა, სახლში შემიპატიჟებდა, მაგრამ რატომღაც ჩამონგრეული, მიტოვებული სახლისკენ აიღო გეზი. შორიდანვე დავინახე ვუგოს მანქანა, მაგრამ არც მაშინ მიფიქრია რამე უცნაური... მეგონა, იმ დღეს მხოლოდ მე მქონდა ახალი, სკანდალური ამბავი. თურმე... ჰმ, ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე. მართალია, ეს წინადადება უკვე იმდენჯერ ვიხმარე რომ გაცვდა და შემომელია, მაგრამ რა ვქნა, სხვა არაფერი მომდის თავში.
- 13 ვარდი, მეცამეტე სართული...
- კამი - მოუთმენლად შევაწყვეტინე მეგობარს სიზმრის ანალიზი. ჩაფიქრებული იდგა. არც მანქანისკენ მიიჩქაროდა, არც უკან მიდიოდა. ერთი სიტყვით, უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ ჩავთვალე რომ ჯერ კიდევ მოსმენილს ხარშავდა. - ვუგოს მანქანაა წინ, არა?
- ანი, მინდა რომ ახლა კარგად მომისმინო. - დაიწყო მან და თვალი-თვალში გამიყარა. - როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა, შენ ჩემს გვერდით იყავი, მთელი ეს პერიოდი. მე შენ ყოველთვის გისმენდი და ყოველთვის მქონდა შენი იმედი. შენ რომ არა, არ ვიცი, გუშინ ჩვენ რა გვეშველებოდა. მინდა რომ სიტყვა მომცე, რასაც ცოტა ხანში გაიგებ, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს, შენ მაინც მშვიდად მიიღებ და დაიკიდებ. იმიტომ რომ წარსულის დედაც! შენ დღეს ცოცხალი ხარ, ჯანმრთელი ხარ, ჰეპატიტები ვის არ ჰქონია?! შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო, იმდენად მაგარი რომ მსოფლიოში ყველაზე უჟმურ ადამიანს, ნათიასაც კი შეაყვარე თავი. ზოიას სიტყვები უკვე გამართლდა, მან კი ისიც გიწინასწარმეტყველა რომ დიდი მომავალი გაქვს, ასე რომ... მინდა, მომავალში ჩემი მეჯვარე იყო, და მთელი სოფელი შურით გასკდეს, რა მაგარი მეგობარი ჰყავს კამალიასო... - ჩემს სიცილზე თვითონაც გაიცინა და გააგრძელა - მაძლევ სიტყვას? - თავი დავუქნიე. მგონი, დამაჰიპნოზა. განა რა ისეთი ცუდი ამბავი ჰქონდათ რომ ამ სიტყვების მოსმენის და წუხანდელი სიზმრის შემდეგ ისტერიკაში ჩავვარდნილიყავი? და მე სიტყვა მივეცი. - შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ! ახლა კი მანქანაში ჩავსხდეთ, ოღონდ, იქ არაფერი დაგცდეს ლიზაზე.
ლოგინში ვწევარ, სიგარეტის ფერფლი მერამდენედ მეცემა დღიურზე და სულს ვუბერავ. ცრემლები მომაკვდავი სანთელივით მეღვენთება ლოყებზე, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ. მანქანის კარებს ვაღებ, ვუგო ნერვიულად აკაკუნებს საჭეზე თითებს, ნათია მიღიმის და ცქმუკავს, მაშო კი ცრემლიან თვალებს მანათებს და მეხუტება. სიხარულისგან და გაოცებისგან ადგილს ვერ ვპოულობ, მერამდენედ ვეკითხები, „აქ რა გინდა?“ მანქანაში ვჯდები, ყველა ჩუმდება და მაშო მიმხელს სიმართლეს.
ავარია არასოდეს ყოფილა... ხანდახან გონება ვერ ეგუება ბურუსს და ის თვითონვე ცდილობს ცარიელი ორმოს ამოვსებას. ალბათ, სიზმარიც, რომელიც ავარიას ეხებოდა ამის ცოცხალი მაგალითია. მე ხომ ძალიან მინდოდა გამეხსენებინა თუ როგორ მოვკვდი და როგორ გავცოცხლდი.
უკვე ვიცი ვინცაა ბექა... და მიხარია რომ მისი მოძებნა აღარ მჭირდება. მე ბიოს ერთ-ერთი სახეობა, „ჩერი“ მოვწიე ბექასთან ერთად და კომაშიც ამიტომ ჩავვარდი. დე... არ არსებობს მსოფლიოში შენზე მაგარი დედა... შენ ხომ იმიტომ გამოიგონე ეს ავარია რომ არ დავტანჯულიყავი ჩემი უღირსი საქციელის გამო...
მაპატიეთ ასე რომ განერვიულეთ დედა, მამა, ნათესავებო, მეგობრები... მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!
ბიო კლავს!!!



№1 სტუმარი სტუმარი keti

Rodis daiwyeb meore nawils?

 


№2 სტუმარი სტუმარი Chikochiko

ვაიი, ბოლო სიტყვებზე ჟრუანტელი მივლიდა და მივლიდა. თავიდანვე ხო ვიცოდი, რომ ლიზა ის გარდაცვლილი გოგო იყო, მაგრამ ამ თავის წაკითხვა ძალიან გამიჭირდა, ვუახლოვდებოდი ლიზას დასასრულს და ამას იმდენად რეალურად ვგრძნობდი, თითქოს ვხედავდი მის გახრწნილ სხეულს. ცრემლებს ეხლაც ვერ ვაკავებ.
ძვირფასო ანა, ბედნიერი ვარ, რომ უაღრესად ნიჭიერი, შეგნებული და განათლებული ადამიანი აღმოვაჩინე შენი სახით. მე აღფრთოვანებული ვარ შენი ხედვით, გადმოცემის საოცარი უნარით, ამ ისტორიით, რომელიც მთავარ სათქმელს ამბობს. ნეტავ შემეძლოს სიტყვებით ჩემი ემოციების გადმოცემა, ვერავინ შემაჩერებდა, მაგრამ სამწუხაროდ არანაირად მეხერხება. კიდევ დიდხანს გამყვება ეს ემოცია და დიდი მადლობა ამისათვის

 


№3 სტუმარი სტუმარი keti

dzalian kargi iyo <3 magram meti liza da levani mindoda :D levanis grdznobebi lizas gardacvalebis shemdeg,magram albat amitom dawere garkvevit rom es pirveli nawilis dasasruli iyo :D anu meoresac wer da rac sheidzleba male gaagrdzeleb ho? :D

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Cavikitxe pirveli nacili, arachveulebrivad cer, magram, oh es magram, aseti dacvrilmanebuli agcera kaifis cota zedmetia, chemi subieqturi azriaa, vici leitmotivi isaa rom camali klavs, da mixaria rom am sakitxis ase originalurad chvenamde motana shezeli, momzadebuli xar, imdenad grmad gaqvs shescavlili es sakitxi, yochag, ubralod chemtvis narkotiki sikvdiltan asocirdeba, da amitom davigruzee. Menaneba titeuli adamiani amgvari sikvdilistviss, moutmenlad velodebi gagrzelrbasss

 


№5  offline წევრი moodchanger

არანორმალურად ნიჭიერო ადამიანო , ველოდებით მეორე ნაწილს, ის რო ხარ საოცრება ეგ უკვე ვიცით და აღარ დავკონკრეტდები smile ველოდები სულმოუთქმელად მეორე ნაწილს , გყვარობ smile <3 heart_eyes
--------------------
mood

 


№6  offline წევრი NniNna

აუუ..ბოლო რაღაც მიფუჩეჩებულად წავიკითხე თუ მალე დამთავრდა და მასე მომეჩვენა არვიცი..
მაგრამ ძალიან მალე მინდა გაგრძელდეს და გელოდები <3

 


№7  offline წევრი ლურჯი ანა

ძვირფასო უცნობო მეგობრებო :) ძალიან ბედნიერი ვარ! ამდენი კომენტარი რომ დამხვდა თვალებს არ დავუჯერე :) მეორე ნაწილის დადებას მალე დავიწყებ. "მიფუჩეჩებულის" გაშლით დაიწყება მეორე ნაწილი.
რაც შეეხება ლიზას... ამ გარდაცვლილ გოგონას უკეთესად გაიცნობთ. მკვდარია, მაგრამ ის მაინც ახერხებს თავდაყირა დააყენოს სხვების ცხოვრება. კითხვა გააგრძელეთ, მეორე ნაწილში გაცილებით ბევრი მოულოდნელობა შეგხვდებათ, ვიდრე პირველში. გაცილებით მეტი სიმართლე, ვიდრე პირველში. ერთი სიტყვით, წინ დიდი სიამოვნება ელის ადამიანს, რომელსაც გამოცანები და ჩახლართული ამბები უყვარს.
ბევრი ნარკოტიკი, ბევრი დახურული კარი, ბევრი ტყუილი...
და ვინ მოკლა ლიზა?

 


№8  offline წევრი Timea25

ანა საოცარო
შენ....შენ არვიცი ვინხარ!
არაჩვეულებრივია,ძალიან მაგარია!
როგორ მინდა წიგნად დაიბეჭდოს და ჩემი უბნის ბიჭებს ჩამოვურიგო )))
მინდა 15 წლის ლიკას დედას წავაკითხო-სასწრაფოს ექიმს რომ უმტკიცებდა ჩემს შვილს დეპრესია აქვს და ცუდად ხდება რა ბიოო, ყველაზე საყვარელ ბიჭს გიოს ვუყხრა რომ ბიო კლავს!
პ.ს.
ველოდები სულმოუთქმელად შემდეგ ნაწილს ❤

ცოტა აბდაუბდა კომენტარია,მაგრამ ყველაფერი თვალწინ წარმომიდგა და მომინდა დამეწერა.
❤❤❤

 


№9  offline წევრი ლურჯი ანა

თაიმ თუ თამი, თუ თიმეა25... არ ვიცი, როგორ მოგმართო. შეიძლება, ცოტა შექანებული გეგონო, მაგრამ... იცი, რა გავიფიქრე შენი კომენტარი რომ წავიკითხე? მხოლოდ ამად ღირდა ჩემი რომანი-მეთქი...
მართალია, ამ ისტორიით ყველას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, პირველი ნაწილი და მეორე ნაწილის დასაწყისი "ჯანმრთელებისთვის" დავწერე, ვცადე მეჩვენებინა "დაავადებულების" ცხოვრება. მეორე ნაწილი კი მომხმარებლებს მივუძღვენი. თბილისი ხომ ასეთი პატარაა, ყველა ყველას იცნობს... რამდენი გიო ამოიცნობს საკუთარ თავს... რამდენი ლიკას დედა მიხვდება შვილის დეპრესიის ნამდვილ მიზეზს :)
საყვარელო, ეგ ჩემი ოცნებაცაა :) ყველაზე ძალიან ეგ მინდა რომ მათ ჩამოვურიგო წიგნები და პირდაპირ დათუნას და ლიზას დიალოგი დავუდო (მეორე ნაწილიდან).
მინდა ყველა იმ ადამიანს გავუგზავნო ეს რომანი, რომელიც... რომელიც წიგნის პერსონაჟია, მაგრამ ასეც ვერ ავიღებ თავზე ხელს ვერ ჩამოვიხსნი ნიღაბს :) ისევ ლურჯი ანა ვიყო, უმჯობესია.
იმედია, სხვებისგან შეიტყობენ "საყვარელი ვენების" შესახებ და ჩემ გარეშე დაიწყებენ კლითხვას <3
დიდი მადლობა <3 სულ მალე იქნება მეორე ნაწილიც <3

 


№10  offline წევრი Tushma19

ძაალიან მაგარი იყო, აი მაგრესი<3




ლევანმა ლადომ და მათემ რატო დატოვეს ლიზა მანდ მაგას ვერ მივვდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent