შეიხის გოგო5
მისაღებში შევდივართ.პიჯაკს იხდის და იქვე დივანზე უხეშად ისვრის.ჯიბეებში ხელებს იწყობს,შუშის კედელთან მიდის და ჩემგან ზურგ შექცევით დგება.ღმერთო თავს რა ცუდად ვგრძნობ.დაჯდომა მინდა.რადგან ამდენი ნერვიულობით და შიშით ფეხები მეკვეთება,მაგრამ იმდენად შეშინებული ვარ რომ ვერცკი ვბედავ...ის ისევ დუმს...თუმცა ამ დუმილით უფრო ვგრძნობ მის სიშმაგეს,ვიდრე სიტყვებით, მაგრძნობინებდა.ის უფრო კარგია ხმას რომ არ მცემს თუ ის რომ მიყვიროს,მლანძღოს. ის ტრიალდება და გაცოფებული მიყურებს. -შენ!შენ მე .დამპირდი. მისი ხმის ამოღება მაკრთობს.ღმერთო მისი თვითოეული ფრაზა... რა.გულ, მოკლული და გამწარებულია. -დამპირდი რომ კარგათ მოიქცეოდი.რატომ! რა?რა გითხრა,მართალიხარ ჩემს სიტყვებს არანაირი ფასი არ ექნება.თავს ვერაფრით გავიმართლებ შენთან. -გეკითხები რატომ! ბოლოხმამდე ღრიალებს. ვერ ვხვდები რას მეკითხება.მისი ხმა მახევებს. ბართან დალაგებულ ალკოჰოლურ სასმელებს , ერთი ხელის მოსმით, ისვრის ძირს.ექოსავით ისმის, ოთახში ხმა.შიშისგამ წამოკივლებას ვერ ვიკავებ.პირზე ხელებს ვიფარებ და აცრემლებული ვაკვირდები როგორ ნელნელა იღვრება, ისვრება იატაკი ბოთლებში არსებული სითხისგან.ირგვლივ ალკოჰოლის უსიამოვნო სუნი დგება. -დიდხანს აპირებ ასე ჩუმად ყოფნას! გამბედაობას ვიკრეფ.რადგან ახლა ალბათ ის, უფრო,აღიზიანებს ხმას რომ არ ვცემ და,შიშისგან,სირცხვილისგან ჩავარდნილი ხმით ვლუღლუღებ. -მაპატიე. -ამ ყველაფერს მე როდის გავიგებდი! მე არცკი მისმენს მის ბრაზს ბოლომდე მანთხევს. -მაშინ როცა თვითმფრინავში იქნებოდი?!თუ მაშინ როცა სახლში მიხვიდოდი. აი ახლა კი ნამდვილად ვერ გამიგია რას მეუბნება და,მართლა გაოცებული თვალებით ვუყურებ. -შენ მე შემპირდი...და მე სულელმა დაგიჯერე...არ გყოფნის ჩემი ცხოვრება. ხელებს მაღლა სწევს და ირგვლივ იხედება. -ნუთუ სულ ოდნავადაც არ განაღვლებ?!არ იფიქრე რა დამემართებოდა როცა შენს წასვლას გავიგებდი?როცა აქ ვერ გნახავდი...იმდენად ფეხებზე გკიდივარ რომ ასე გამიმეტე?! ღმერთო .რა სასოწარკვეთილია...როგორ მძულს ჩემი თავი.ამ მდგომარეობამდე როგორ მივიყვანე?როგორ ვერ გავითვალისწინე ასე რომ მომივიდოდა?ჰო რა ადვილად მოვიფიქრე ყველაფერი...მაგრამ შეიხის გრძნობებზე მართლა არ მიფიქრია...ნამდვილად არ მეგონა გული თუ ეტკინებოდა უფროსწორად,ასე ძაან რომ ეტკინებოდა.მეგონა მისთვის უმნიშვნელო იყო ის ბეჭედი ...მაგრამ რა წასვლაზე მელაპარაკება?ნუთუ...მას ეგონა რომ მივატოვე?!ეს ფული მისგან თავის დასაღწევად მინდოდა?არა! არა!სავაშ მე შენ მიყვარხარ. შენ ვერცკი ხვდები ჩემი მშობლების შემდეგ ჩემთვის რა ძვირფასი გახდი.შენ ჩემს გულში სულ სხვა ადგილი გიკავია...ეს როგორ იფიქრე?! -სავაშ!მე...მე... -მუშაობის დაწყება ამიტომ გინდოდა?ეს ბლეფი იყო ხომ?შენ უბრალოდ სახლიდსნ გასვლა გინდოდა რომ ჩემგან თავი დაგეღწია.ეს ყველაფერი როდის დაგეგმე?როდის გაგიჩნდა ჩემგან წასვლის სურვილი.მეგონა..ჩვენ ცუდი ურთიერთობა ხომ არ გვქონდა.თუ მე მეგონა ასე? დავბრმავდი?მხოლოდ იმას ვხედავდი რისი დანახვაც მე მინდოდა. ჩემს ჩანთას იღებს,ელვას ხსნის და იატაკზე ცლის.ტუჩსაცხი,თვალის კორექტორი,სახის დამატენიანებელი,სუნამო და ის ბეჭედი ხმაურით იყრება ძირს. სირცხვილით თვალები მეხუჭება.უბრალოდ არ შემიძლია ამ ყველაფრის ყურება.ნამდვილი იდიოტივარ თავი ასე რომ, დავიმცირე და ამ მდგომარეობაში ჩავიგდე...მეტის ღირსივარ...ქურდივით მოვიქეცი... -სულ ესაა?!ამ ერთი ბეჭდით მიდიოდი?!ასე...ასე...მცირედი გინდოდა ჩემგან?!რატომ დანარჩენიც არ წაიღე?მაგალითად ის ყელსაბამი.შავი ბრილიანტით როა.იმაში 3მჯერ მეტი მაქვს გადახდილი.უფრო მომგებიანი იქნებოდა. -გთხოვ...ასე ნუ... ღმერთო ისე გაცეცხლებულია არცკი მისმენს...საერთოდ ისეთი, შთაბეჭდილება მრჩება რომ, მგონი ვერცკი აანალიზებს,რას, ამბობს..ვერ ვხვდები რა აგიჟებს.ის რომ ჰგონია,მისგან გაქცევას ვცდილობდი თუ ის რომ მისი ნაჩუქარი ბეჭდის გაყიდვა გადავწყვიტე?! -სავაშ.გთხოვ. -რას!რას მთხოვ...ახლა რა მოიფიქრე?უკვე გააქვს ახალი გეგმა დასახული...ოპერაცია სახლიდან გასვლა და,სავაშისგან გაქცევა 2.? -მთლად ასეც არ ყოფილა... -მთლად არა პირდაპირ ასე იყო. -არა...თუ მომისმენ...ნება მომეცი ყველაფერი აგიხსნა... -აქ ასახსნელი არაფერია პირდაპირი გაგებით გავიგე და, შევიგრძენი ის ყველაფერი რის თქმასაც აპირებ...ასე რომ შენთვისვე აჯობებს გაჩუმდე. -მომისმინე... -შენდა სამწუხაროდ.გეგმები ჩაგეშალა და ჩემდა საბედნიეროდ ამ ჩაშლილი გეგმით მე ჭკუას ვიხმარ და აღარასოდედ აღარ გენდობი.აღარ ვენდობი შენს წკრიალა,ვითომ უმანკო ხმას."სავაშ,სუფთა ჰაერზე გავივლი.გთხოვ...თუ გინდა დაცვაც წამომყვეს უფრო მშვიდად რომ იყო.მათაც დაველაპარაკები...შენს მერე მათაც ... ჯანდაბა!ისინი არაფერ შუაში არ არიან.როგორმე უნდა დავარწმუნო რომ,მთელი ბოღმა ჩემზე ანთხიოს. -არა!ისინი არაფერ შუაში არიან. -მართლა?! აბა როგორ ახსნი,იმ, საქციელს რომ,თვალი,მოგაშორეს და,პოლიციაში ამოყე თავი?იმ.სი...ებმა,ისიც კი ვერ მოახერხეს რომ,თვითონ დალაპარაკებოდნენ,ლომბარდში პოლიციელებს და,გაერკვიათ რა ხდებოდა. -ისინი მე მენდნენ....ისევე როგორც შენ! სიმწრით თვალები ეხუჭება.როგორ მინდა მივიდე და ჩავეხუტო,მისი სურნელი შევიგრძნო.მაგრამ ჩვენს შორის იმხელა კედელია აღმართული...ჯანდაბა!გონებაში ჩემი სიზმარი მახსენდება.ზუსტად ისეთი ცივი სახეაქვს როგორსაც იქ იმ სიზმრებში ვხედავ...არა,არა შენ ვერ დაგკარგავ...მე ორი უსაყვარლესი ადამიანი დავკარგე მაგრამ შენ ვეღარ გაგიშვებ. -ხიფათის მოყვარული ადამიანი ხარ... სიმწრით ეღიმება და თავისთვის ლაპარაკობს. -ვიცი...ვიცი რასაც ფიქრობ ჩემზე,მაგრამ მომისმინე... -შენ.წარმოდგენაც.არ.გაქვს.რას ვფიქრობ შენზე! ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ და ერთმანეთს მტრებივით შევცქერით,ისეთი შეგრძნება მაგქვს რომ სრულიად უცხო ადამიანს ვუყურებ.ბრაზისგან ყბის ძვალიაქვს დაჭიმული,სახე ალეწილი და ღრმად სუნთქავს,ალბათ მოთმინება ბოლომდე რომ.არ დაკარგოს. მე უნდა ავუხსნა...უნდა ვუთხრა,ჩემი საქციელი უნდა ავუხსნა ის ღირსია,იმსახურებს ამას. -ჩემს საქციელს ახსნა აქვს...ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მაინც მე... გაღიზიანებყლი ხელს მაღლა სწევს და ლაპარაკს მაწყვეტინებს. -არანაირი ახსნა არააქვს შენს საქციელს...არ მინდა მორიგი ტყუილი მოვისმინო...დღეისთვის საკმარისია! -შეგიძლია,გაჩუმდე და მომისმინო! გაღიზიანებული ვუყვირივარ.დივანზე მოწყვეტით ვეშვები და ვაკვირდები. ის გაოცებული მიყურებს.უბრალოდ გაოცებული.შემდეგ ირონიულად ეღიმება ისე რომ ცდილობს არ შეემჩნეს.თავს მიქნევს.ჯიბეებიდან ხელებს იღებს და ორივე ხელს განზე სწევს. -კარგი...გისმენ... ბარის მაღალ სკამზე ჯდება და მომღიმარი მაკვირდება. -მიდი...მიდი.იღონდ რაც შეიძლება დამაჯერებელი იყავი კაი ძვირფასო. ამ ყველაფრისგა,მისი ორონიისგან დაღლილი ხელებს თმებში ვიცურებ და,თავს დაბლა ვხრი.ვერ ვიტან ამ ირონიას.მაგრამ ყველაზე საშინელება ისაა,რომ,მე ეს ზიზღი და ირონია დავიმსახურე. -სავაშ.თუ არ გინდა არც არაფერს მოგიყვები და...უბრალოდ წავალ. გადანიჭებული...დაღლილი ვებურტყუნები. -ვერსადაც ვერ წახვალ! ღმუის ის და,მე ოდნავ,სულ ოდნავ იმედი მეძლევა რომ,შემიძლია მისი ნდობა მოვიპოვო კიდევ ერთხელ. -მაშინ...მე ეს ფული საქართველოში გადასაგზავნად მინდოდა...ვიცი შენი ნივთი არ უნდა გამეყიდა.მაგრამ...იმ დღეს შენი ტელეფონი... ღმერთო რა ცუდად ვგრძნობ თავს,ყველაზე უკანასკნელ ადამიანად.ინტრიგებში გახლართული ვარ... -შენი ტელეფონით დავრეკე.მითხრეს ფული გვინა სასწრაფოთო.მას...ფეხსაცმელები არააქვს და თურე ოთახის ჩუსტებით დადის და ყველაზე ცუდი იცი რაარის ის ჩუსტებიც დახეულო ჰქონდა.ახალს არავინ უყიდდა. ორონია ოდნავ მაგრამ მაინც გადასდის სახიდან. -იცი საერთოდ აქ რატომ ვარ?შენ ერთხელაც არ დაგისვია.არ გაგჩენია კითხვა აქ რატომ ვარ? ის ტუჩებს საყვარლად დაბნეული ბრეცს და მხრებს იჩეჩავს. -ჰო.არ დამისვამს. -აქ სამუშაოდ გამომიშვეს და ჩემგან ფულს ელოდნენ.გეფიცები.გეფიცები ნამდვილად არ ვიცოდი,ის ბეჭედი ამხელა ფასიანი თუ იყო...მეთქი 1000 დოლარად გავყიდდი...ფულს გამოვიზოგავ და ნრლნელა გადავუგზავნი,მანამდე შენს დარწმუნებას შევეცდებოდი რომ სამუშაოდ გაგეშვი...უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა ფული უნდა გსმეგზავნა რამენაირად. ის მუშტს კრავს და ძლიერად ბარს ურტყამს. -17ტი წლის ბავშვი...სამუშაოდ გსმოგიშვეს,შენ ამდენი რამე გადაიტანე.ამად ღირან?ამ ყველაფრად გიღირს შენი მშობლები?ვერ ხვდები რისთვის გაგიმეტეს?ჭკუა საერთოდ არ გაქვს?!შენს ადგილას საერთოდ დავივიწყებდი მათ არსებობას და აქ,ახალ ცხოვრებას დავიწყებდი. მწარედ მეცინება. -საქმე არც ისე მარტივადაა როგორც ერთი შეხედვით სჩანს. მე ჩემი მშობლები ამად კიარა უფრო მეტადაც მიღირს... -იმდენად მეტად რომ მზად ხარ მალულად ამხელა ინტრიგები ხლართო?იმდენად მეტად რომ მზად იყავი მეძავად გემუშავა?! ხმას ვეღარ იმორჩილებს და ბოლო ხმამდე ეწევა. -არა!ისინი არაფერ შუაში არიან. -ნიტა იმდენად სულელიხარ რომ ვერხვდები?შუაში კიარა თავში არიან მათ შენ ბორდელში სამუშაოდ გამოგიშვეს. რაა?!ლილიმ და ანზორიმ ეს ყველაფერი იცოდნენ?!არა...არა...მთლად ასე არაადამიანები ვერ იქნებიან...რაღაც ადამიანური შერჩებოდათ. -არა! -კი,ნიტა.კი! ცრემლებს ვეღარ ვიკავებ და გამწარებული ორივე ხელით სასწრაფოდ ვიწმენდ. -მაპატიე მაგრამ.იმდენად არაადამიანურები არიან, შენი მშობლები რომ საკუთარი ქალიშვილი,პროსტიტუციისთვის გაგიმეტეს.ახლა გეკითხები ღირდა ყველაფრად? -ისინი არაფერ შუაში არიან. -საერთოდ არ გესმის რას გელაპარაკები? იმ ქალმა რომელმაც იქ მიგიყვანა,გარკვევით თქვა...მამაშენის წერილი გადასცა სადაც გარკვევით წერია რომ...ამის ცოდნა მართლა გინდა? ბრაზი თვალებზე მაწვება.გაუაზრებლად ვდგები ბოლთას ვცემ.და ხმამაღლა ვყვირივარ. -ის მამაჩემი არაა! -ვიცი.ვერც იქნება. -შენ არაფერიც არ იცი მე მშობლები 2წლის უკან გარდამეცვალა.ის არაკაცი ჩემი მეურვეა. თვალებს გაკვირვებული ახამხამებს.წამიერად ბრაზი მასაც ესახება სახეზე. -მითუმეტეს მერე და ღირდა ვიღაც სი...ის გამო,იმ ბეჭდის გაყიდვა და ფულის გადარიცხვა! -მაპატიე.ვიცი ის შენი ბეჭედი იყო.სრულიად ვაცნობიერებ იმ, დანაშაულს რაც ჩავიდინე და, მადლობას გიხდი რომ არ დამაბეზღე...ვიცი,გავიგე, რამხელა ღირებულების იყო...მართლა არვიცოდი მე ეს გულწრფელად ვთქვი. -ფეხრბზე ის ბეჭედი და,საერთოდ მე ის გაჩუქე და რაც გინდა ის უქენი.მე შენი საქციელი მტკენს გულს... -არაბი შეიხისთვის შეიძლება არანაირი მნიშვნელობა არააქვს მაგრამ ჩემთვის...ის ფული ჩემი 4წლის ძმისთვის მინდოდა.გიო მათ ყავთ.მე თუ ამისთვის გამიმეტეს წარმოდგენაც არ მინდა მას რას უზავენ.გთხოვ...დამეხმარე...გეხვეწები.... -რაა?!მშობლებზე რომ,არ მელაპარაკებოდი მესმოდა...მეგონა ვერ იტანდი მათ და არც ფიქრობდი მათზე...მაგრამ შენ ჩემთვის ერთხელაც არ გითქვამს...თუნდაც ის რომ ძმა გყავდა...არ გენატრებოდა?მასთან დალაპარაკებასაც არ ცდილობდი. -შენ მე ტელეფონთან მიახლოებაც კი ამიკრძალე!დაგავიწყდა? განაწყენებული ვუყვირი.როგორ გაიფიქრა რომ გიო არ მენატრება. -იმიტომ რომ არ მინდოდა იმ არარაობასთან კონტაქტი გქონოდა!მეგონა ამით გიცავდი!მაგრამ არც შენ შემწინააღმდეგიხარ დიდად. -გეყოფა.ყოველ ღამე...ყოველ ღამე კოშმარს ვხედავ...დაძინება მეზიზღება.ვიცი ძილში ისინი კიდევ მოვლენ და იმის გამო შემიზიზღებენ რომ მე შენს გვ ერდით ვარ. -მთელი ამხნის მანძილზე შენ მე მატყუებდი! ბოლოხმამდე ღრიალებს. -როგორც სჩანს არც შენ ყოფილხარ გულწრფელი. ის გაოცებული მიყურებს. -რა?! -რატომ არ მითხარი აქამდე ის ყველაფერი...შენ რომ გეთქვა... -რა...რაშეიცვლებოდა. -იმ ბეჭედს აღარ ავიღებდი და თავს ასე არ დავიმცირებდი...თუმცა..ალბათ მაინც ავიღებდი...გიოს ვერ ვუღალატებ არ შემიძლია გესმის.ამიტომ.ამიტომ გთხოვდი რომ სამუშაოდ გაგეშვი.მე მათ თვეში 700დოლარი უნდა ვურიცხო. -გაგიჟდი?რა 700დოლარზე ლაპარაკობ.მათ იმხელა თანხა აიღეს შენში რომ...პირადად მე გამომართვა იმ საროსკიპოს უფროსმა და გადაურიცხა რადგან შენ აღარ იქნებოდი იქ შესაბამისად კონტრაქტის მიხედვით ფულს ვერ აიღებდნენშენი მშობლები, ყოველ თვე და კომპესაციის სახით საკმაოდ სოლიდური თანხა გადავურიცხეთ ...იმ დღეს როცა წამოგიყვანე...ფაქტიურად მე შენ გიყიდე. საშინლად განადგურებული ვარ.მინდა თვალები დავხუჭო და რომ გავახელ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს.ნამდვილად არ შეიძლება ეს ყველაფერი რეალობა იყოს და მითუმეტეს ჩემს თავს ხდებოდეს. -ისინი.ჩემი.მშობლები არ არიან...რასნიშნავს ფული გადაუხადე?რასნიშნავს ეს ყოველივე და ამ ყველაფერს ახლა რატომ ვიგებ! -ამის თქმა საჭიროდ არ ჩავთვალე.მაგრამ შენ როგორ არ მითხარი ამხელა პრობლემა თუ გქონდა? არაფრად მთვლი? -გეყოფა გთხოვ!შესანიშნავად იცი რომ...რამეთქვა ყოველთვე 700დოლარი მომეცი რომ ჩემს ოჯახს ვურიცხოთქო?შესანიშნავად იცი რომ ამის გამკეთებელი არ ვიყავი. -და ამხელა ტვირთს საკუთარ თავზე იღებდი არა. -მაიძულებდნენ რომ ფული მერიცხა...თუ არა და გიოს გაშვილებით მემუქრებოდნენ.მაპატიე გთხოვ,ვიცი სულელურად მოვიქეცი მაგრამ შემეშინდა.არ მინდოდა ჩემი პრობლემებით დამეღალე...არ მინდოდა სხვა სათამაშო მოგეყვანა არ მინდოდა ჩემი ადგილი ვინმე სხვას დაეკავა. ის გადანიჭებული სახით მიყურებს,მერე დაღლილი ოხრავს . -ახლა იცი თავს როგორ ვგრძნობ.შეყვარებულ იდიოტად. ვერცკი იაზრებს ისე მკოცნის შუბლზე და მიდის.ჩვენი საუბარი სრულდება თუმცა ვერ ვხვდები ამ საუბრისგან რას უნდა ველოდო. კიბეებზე აქოშინებული ავრბივარ და საძინებელში შევდივარ.კარებს ვხურავ ზედ ვეყუდები და ერთ წერტილს ვაშტერდები.ყველაფერს ვაანალიზებ.მის სიტყვებს თითქოს უკან ვახვევ და ხრლახლა ვისმენ...ბრაზი,ზიზღი მაწვება ტვინზე.მთეს სხეულში,ზიზღის ცახცსხი მივლის გაუაზრებლად მივრბივარ საწოლთან ხელებს ვავლებ და ერთი ხელის მოქნევით ვყრი ძილს. -მძულს.მძულს..მძულს...ვერ გიტანთ მეზიზღრბით...თქვენ მე ცხოვრება დამიმახინჯეთ...ცხოვრება წამართვით...დედა...მამა!სად ხართ მიდი გამიბრაზდით.გამამტყუნეთ იმისთვის რომ მე სავაშს გამოვყევი.რომ მე გიოში გავცვალე.მოდით...გამოჩნდით და ვილაპარაკოთ.ყველამ ჩვენი სათქმელი ვთქვათ.მამა მოდი შენით დავიწყოთ.იმ დღეს მანქანა ასე სწრაფად რომ არ გემართა...ან დედა იმ დღეს ჩვენი თავი ძიძისთვის რომ არ ჩაგებარებინა...შენ რომ დარჩენილიყავი ჩვენთან.მამას რომ არ გაყოლოდი.არც ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა ასე რადიკალურად.ასე ინტრიგულად და ასე ბინძურად.შემომხედეთ.შემომხედეთ მე როგორც მონა...როგორც ხორცის ნაჭერი ისე გამყიდეს....სხვა გზა არ მქონდა გესმით არა.ერთერთი მაინც რომ გადარჩენილიყავით...ერთერთი...მარტო ერთი...მხოლოდ ერთი... ამდენს ვერ ვუძლებ საწოლთან ვიმუხლები ზედ ვემხობი და ვღრიალებ.არცკი ვღელავ რომ ვინმე ჩემს ხმას გაიგებს...განთავისუფლება მინდა...დაცლა მინდა ამ სიბინძურისგან.გიოს თავს ვფიცავ!ამას არ შეგარჩენთ.სულ ცოტა...სულ ცოტა მაცადეთ და მე ვიცი რასაც გიზავთ. თქვე გაიძვერებო...თქვე არაადამიანებო.კიდევ ბედავთ და ფულს კიდევ მთხოვთ?!რამხელა სითავხედეა...საერთოდ რამხელა ბოროტებაა.გიო...გიოს უნდა დაველაპარაკო.მისი ხმა მინდა გავიგო,ვკითხო როგორარის. სასწრაფოდ ვდგები და მისი კაბინეტისკენ მივრბივარ.კარებს გაუბედავად ვაღებ...მაგრამ ის იქ არ მხვდება.სასოწარკვეთილი ბოლოხმამდე მის სახელს ვუვირი. -სავაშ!სავაშ! სავაშ! მისაღებში მისი სახელის ყვირილით ჩავდივაე.ის არ სჩანს. -ქალბატონო ბატონი სავში წავიდა. -წავიდა?!რასქვია წავიდა...სად წავიდა?როდის. -არ ვიცით ჩვენ...დაიბარა რომ დღეს არ მოვა. ნერვიულად ხელს შუბლზე ვიდებ.ცივი...ნერვიულობისგან გაყინული ხელი მსიამოვნებს.ერთი ორი ცრემლი მიგორდება..ჩემგან წავიდა?აღარ ვუნდივარ...მე,ლაწირაკი,ქურდბაცაცა,უამრავი პრობლემებით გამოტენილი...მართალიხარ შეიხო,მართალი. -თქვენ.რამე გითხრათ?აა...ჩემს ინციდენტთან დაკავშირებით. დაცვის წევრი აშკარად მორცხვობს.სახე უწითლდება და თავს დაბლა ხრის. -გასაგებია.ბოღმა თქვენზეც ანთხია..მაგრამ რამდენად სერიოზულად...ანუ...მაპატიეთ,არ მინდოდა ასე გამოსულიყო. -ნუ ღელავთ ქალბატონო...ეს ჩვენი ბრალი იყო და დამსახურებულად მივიღეთ საყვედური. ოჰ.დამშვიდებული ვოხრავ.მხოლოდ საყვედურით შემოიფარგლა ეს კიდევ არაუშავს. -...შეიხი ძალიან,აღელდა და მეთუ მკითხავთ.შეშინდა კიდეც როცა თქვენი ამბავი შევატყობინე...ნუ ღელავთ ის დაბრუნდება. თავის სიტყვები უარესად არცხვენს...თითქოს ნანობს კიდეც რომ მითხრა. -ალბათ... საკუთარ თავზე ვფიქრდები.სასოწარკვეთა ამდენად მაწერია რომ სრულიად უცხო მამაკაციცკი მამჩნევს? თუმცა მერე იმას ვაანალიზებ,რომ ეს ადამიანი უცხო არაა,მასთან ერთად უფრო დიდ დროს ვატარებ ვიდრე შეიხთან.ბოლოსდაბოლოს 3თვეა რაც ვიცნობ და 2თვეა ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ და,ყველაზე მთავარი.ის მე მიცავს...თუმცა ნამდვილად არ ვიცი რისგან ან ვისგან.საინტერესოა რამე რომ იყოს შეიხისგანაც დამიცავს?!მან ხომ პირადად ჩემს დასაცავათ დაიქირავა. ღმერთო რა უაზრობაზე ვკარგავ დროს.სადაა?რატომ წავიდა ისე რომ არ მითხრა?არცკი ვიცი როგორ მოვიქცე აქედან უნდა წავიდე თუ დავრჩე.საშინლად დამძიმებული ვარ ამ, ყველაფრისგან.თუმცა,მიხარია რომ ყველაფერი მოვუყევი,ამ ხრივ მშვიდად ვარ.აღარაფერი მაქვს მისგან დასამალი და მალულად გასაკეთებელი.არ ვიცი რა ურთიერთობა გვექნება.ნეტა დამეხმარება ამ წუმპედან რომ ამოვიდე? ღმერთო რა ყელამდე ვარ. შხაპს ვივლებ მის საყვარელ...უფროსწორედ მოსს ოღონდ,ჩემს, საყვარელ ხაკისფერ პერანგს ვიცმევ.მისი სურნელი ცხვირს სასიამოვნოდ მიწვამს.ლოგინში ოთხად ვიკუნტები და ვაიძულე სხეულს რომ რამენაირად მოვდუნდე და დავიძინო. ..... ისევ საშინელი კოშმარები მესიზმრება.საშინლად ვგრძნობ, თავს.ალბათ იმის ბრალია რომ ის უკვე 3დღეა არ გამოჩენილა.მომენატრა.საშინლად ტკივილამდე მომენატრა.რაც ამ სახლში გამომამწყვდია მის გარეშე ერთი ღამეც კი არ გამითენებია.უბრალოდ იმის გაფიქრებაცკი რომ რომელიღაც, ოთახში ისაა.მშვიდად ვიყავი.ახლა ისიც კი არ ვიცი საერთოდ მოვა თუ არა.კიდევ ჩამიკრავს თუ არა.არ ვიცი რას ფიქრობს ჩემზე ან საერთოდ ფიქრობს კი...არა ამ გაურკვევლობას ვეღარ გავუძლებ.ვდგები სასწრაფოდ ვიცვამ და მისაღებში ჩავრბივარ.ფოიეში გავდივარ და დაცვის ერთერთ წევრთან მივდივარ.ის ყავას სვამს.მმ კაია დილას ასე მშვიდად რომ იწყებ.რამდენიხანია ეს სიამოვნება არ მღირსებია.ჰმ.თავს იმაზე ვიჭერ რომ უკვე მაღიზიანებს ჩემი წუწუნი და დრამატულობა. ვახველებ რომ შემამჩნიონ და,ჩანაფიქრი ზუსტად მისრულდება.მაშინვე მამჩნევენ. -რამით შემიძლია დაგეხმაროთ ქალბატონო? -დიახ! შეიხს დაურეკეთ! -აა...დარწმუნებული ხართ... -ახლავე! სხვა რა გზამაქვს გამომეტყველებით მიყურებს და მობილურზე ნომერს კრეფს. ცოტა მოშორებით გადის და ქცევაზე ვამჩნევ რომ იძაბება...მე ვეღარ ვითმენ მივდივარ,მოულოდნელად ყურმილს ვართმევ და ყურთან მიმაქვს. -ახლა მასთან სალაპარაკოდ არ მცალია.გადაეცით რომ... მიუხედავად რომ მკაცრად ლაპარაკობს.მისი ხმის გაგონებით მთელს სხეულში სიმშვიდე მეღვრება.სულ თუ არაფერი ის უვნებელი და, ცოცხალია მაინც.სიტყვას აღარ ვამთავრებინებ. -მე ვარ! ერთ ხანს,ყურმილში საშინელი, აუტანელი სიჩუმე ისადგურებს. -რაგინდა!მოკლედ თქვი მეჩქარება.თათბირი მაქვს. -სალაპარაკო გვაქვს სავაშ. -ახლა არა. -როდის!შენ სახლშიცკი არ მოდიხარ...უფროსწორედ შენს სახლში...თავს ცუდად ვგრძნობ.თუ ჩემს გამო არ მოდიხარ...მე წავალ.შენი ერთი ბრძანება და ესენი გამიშვებენ. -სისულელეს ნუ ლაპარაკობ! შენ ვერსადაც ვერ წახვალ.მოვალ და დავილაპარაკებთ. -როდის? -დღეს. -მპირდები? დამპირდი. -ამას უყურეთ...ძვირფასო მე ვიცნობ ისეთ ადამიანებს ვინც.სიტყვა პირობის მნიშვნელობა საერთოდ არ იციან. -მართლაა?! -დიახ.დიახ.დამიჯერე არავის დაპირებებს არ უნდა ენდო.საერთოდ არავის უნდა ენდო. -გთხოვ...ამდენი გაურკვევლობა მჭმს. -ახლა მართლა არ მცალია.რომ.მივალ... -მალე მოდი. -მართლა სერიოზული საქმემაქვს...და ჰო გაურკვევლობა, სანამ მოგერიოს და სულ შეგჭამოს...იმედია მეც დამიტოვებს რამეს. -კარგი...რადგან მართლა სერიოზული საქმე გაქვს გავთიშავ და დაგელოდები რა დროც არ უნდა იყოს...და კიდევ. -არის კიდევ რამე რაც გჭაამს ძვირფასო?! -ჰო.გიოსთან უნდა დავრეკო...უბრალოდ აღარ მინდა შენგან მალულად ვიმოქმედო მინდოდა ეს გცოდნოდა.ხომ იცი რომ ტელეფონი დაცვას წავართვი.ასე რომ მომენტით ვისარგებლებ და.. -არა!ნიტა გეფიცები...ჩემი მოთმინება აღარ გამოსცადო რადგან მართლა ზღვარზეა და არ ვიცი რადროს ავფეთქდები.არ გაბედო და არ დარეკო.რომ მოვალ ვილაპარაკებთ და კიდევ ჰო მარტო შენთან არ მომიწევს საუბარი ვატყობ დაცვაში ურჩი ბიჭები არიან...რას უშვრები მაგათ რა გადამდები სენი გჭირს?!ყველამ ერთად გააფრინეთ?!რაიყო აღარ გეშინიათ ჩემი?!მალე მოვალ და მოგხედავთ სუყველას. ის თიშავს ყურმილს და ვერ ვხვდები ბოლო ფრაზა ხუმრობა იყო თუ სერიოზული მუქარა და მე სულ განაბული ველოდები მის მოსვლას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.