მეტი ვიდრე სიყვარული 8
–რა ვქნა მარიამ?(სასოწარკვეთილობისგან თავზე ხელებს ვიცურებ და კედელზე ნელა ვეშვები,მიკვირს აქამდე ცრემლების შეკავება კარგათ გამომდიოდა, ახლა ვეღარაფერს ვეღარ ვაკონტროლებ. თავისით კვალავს ცრემლები გზას და ღაპაღუპით მეთლახზე ეცემიან.მარიამიც მუხლებზე ეცემა და თავს მაწევინებს. –რატომ სტირი სანდრა?!თუ ეს უბედურებად მიგაჩნია დაუბრუნე,შენი ნება არაა? –ჰო!მეც სწორედ ეგ შევეცადე მაგრამ დიტომ...მითხრა თუ რამეს წარმოვადგენ შენთვის დაიტოვეო...ხომ იცი რასაც ნიშნავს ის ჩემთვის და...(სათქმელს თავი ძვლივს მოვაბი,სლუკუნით) –ოჰ,რამეამიტი ხარ სანდრა.ისე შენ ხომ არ გითხოვია არა მისთვის თვითონ გიყიდა.ხოდა რას დარდობ? –მარიამ სწორად მირჩიე გთხოვ....შენ ჩემს ადგილზე რას იზავდი? გაკვირვებული მიყურებს და მხრებს იჩეჩს. –მმმ...აკოს რომ ეჩუქაა?ავიღებდი,დაუფიქრებლად ავიღებდი. –ახლა კი მაგრამ ჩემსავით რომ ყოფილიყავი...მას ხომ არ ვუყვარვარ თქვენ კი ერთად ხართ. –მე ამ შემთხვევაშიც ავიღებდი და იცი რატომ?ეს იმის ნიშანია რომ სიგიჟემდე უყვარხარ.ასეთ ძვირფას საჩუქარს რომ გჩუქნის აბა რაა ეს? –რატომ არ მეუბნევა? ისიც კედელზე ეყუდება და ჯდება. –არ ვიცი,არ ვიცი,რატომ არ გეუბნება მაგრამ ვიცი რომ ეს ასეა. –მე კი მგონია რომ....უბრალოდ მოწყალებას გასცემს...ჩემი სახით ამის წარმოდგენაზე,იმის წარმოდგენაზე რომ არ ვუყვარვარ და უბრალოდ ვეცოდები,გული მეწურება და ცრემლები ისევ პოულობენ გზას. -ჰეი!ნუ სტირი გთხოვ...იცი მეც ასე ჩავთვლიდი რამე უბრალო ტელეფონი რომ ყოფილიყო მაგრამ...ასეთ ძვირფას საჩუქარს მხოლოდ ძვირფას ადამიანებს უკეთებენ...არ მეთანხმები? გაკვირვებული მხრებს ვიჩეჩ...მე...ჩემთვის ხომ არასდროს არავის არ გაუკეთებია საჩუქარი... -ჩემთვის ეს პირველია... -ხოდა მე მენდე.სავსებით დარწმუნებული ვარ ჩემს სიტყვებში რომ მას უყვარხარ და მიტომ გაჩუქა.. -თუ ვუყვარვარ...მაგრამ მე არ მინდა საჩუქრები ჩემთვის ისიც საკმარისია თუ ვეყვარები.მინდა რომ ვინმეს ვუყვარდე გესმის?უანგაროდ მიყვარს მე ის.უბრალოდ მიყვარს. -მასე ნუ ამბობ!მე ხომ მიყვარხარ?!თანაც რატომაც არა აბა რისთვის გინდა მარტო სიყვარული?ანდა როგორ გაგრძნობინოს რომ უყვარხარ თუ საჩუქრები არ გაგიკეთა?მოდი მოვიცადოთ და გავიგოთ რა, მოხდება შემდგომ კაი?ახლა ცრემლები მოიშორე და წავიდეთ. დიდიხანია გამოსულებივართ... ცრემლებს გაშლილი ხელის გულით უდიერად ვიწმენდდ და ფეხზე ვდგებით...კიდევკაი მარიამი მაინც მყავს თორემ რა მეშველებოდა? მაგიდას ვუახლოვდები გეგაც მოსულა თავაისი მეგობრითურთ...სუყველა ჩვენ გვიყურებენ,აკოს და დიტოს გაკვირვებული სახეებიაქვთ.ალბათ ჩვენი დაწითლებული თვალების გამო.დიტო ოდნავ წარბს სწევს ზევით და, თითქოს რაღაც საწყენი გაგვეკეთებინოს ისეთ გამომეტყველებას იღებს,აკას ალბათ ის უკვირს რატომ ვტიროდით... -გოგოებო გაიცანით ეს ჩემი შეყვარებულია.ნია!ნია ეს მარიკუნაა აკოს შეყვარებული,ეს კი სანდრა ჩვენი...(დიტოს მზერა შეავლო და ეშმაკურად ჩაიღიმა)ჩვენი და და მეგობარი. მისი სიტყვებით გული სიამაყიტ მევსება,მიხარია რომ მიმიღეს და მეც მეგობრები მყავს. -სასიამოვნოა გოგოებო(თბილად გვიღიმის ნია) ჩვენც თითქოს შეთქმულეივით ერთხმად ვამბობთ ჩვენთვისაცო და ვიცინით. კერძებს მივირთმევთ და სასიამოვნოდ ვლაპარაკობთ,ნია სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა,უამრავი საერთო ინტერესი აგღმოგვაჩნდა და დიდხანს ვილაპარაკეთ.დრო ისე გავიდა და 2ნახევარი ისე გახდა ვერცკი შევამჩნიეთ,ჩემთვის კარგი იყო გადავაყოლე გული და, იმ, საშინელ ნივთზე აღარცკი მიფიქრია...ნეტა ამას საერთოდ შევეჩვევი?ან ვის უნდა შევეხმიანო?არავის ნომრები არ ვიცი...ისევ დიტოს სიტყვები მიტივტივდება"ეს ჩემთვის გავაკეთე,მინდოდა შეგხმიანებოდი..." ჯიბეში რაღაც ვიბრაციას ვგრძნობ და ფიქრებიდან შეხტუნებული ვერკვევი. ჯანდაბა ეს რაიყო?!ჯიბიდან სინათლე გამოდის და ვხვდები ეს ის საშინელი ნივთია.ქურდივით ვიღებ ჯიბიდან ტელეფონს და საშინლად ვწითლდები. ასე მგონია ყველა მე მიყურებს თქო,კალთაში ვიდებ და ეკრანზე მოციმციმე სმსს ვხსნი. -რაზე ჩაფიქრდი? დიტო.ჰო ნამდვილად დიტოა, მაგის გარდა ეს ნომერი ვინ იცის?ჩემდა უნებურად მისკევ ვწევ თავს და მის ირონიულ სიცილს ვაწყდები.წერილს ვგზავნი ადრესატთან -რაგიკვირს რომ ჩაფიქრებული ვარ?მე ხომ სულ რამდენიმე წუთის წინ უძვირფასესი საჩუქარი მივიღე?ჰოდა მიზეზზე ვფიქრობ რატომ! გაგზავნის ღილაკზე ვაჭერ თითს და გული ლამის ამომივარდეს. ალბათ ხმას დაწეული აქვს რადგან ვერ ვგებულობ როდის მისდის,ჯიბიდან იღებს ტელეფონს და კითხულობს,ღიმილი უსერიოზულდება და სახე უმკაცრდება.არ ვიცი როდის მოასწრო ან, წაკითხვა ან ,გაანალიზება ან, დაწერა.უცბათ ჩემი ტელეფონი კიდევ ბზუის და მე ისევ ვხტები. -არ შეგიძლია უბრალოდ,მიიღო და არ იფიქრო რატომ?(ტექსტის ბოლოს გაბრაზებული სმაილიც ახლავს) ბრაზოობს?!ჩემს მაგივრად ის ბრაზობს? -არა არ შემიძლია,რადგან შენ პირველი ხარ ვინც რაღაც მაჩუქა და ეს რაღაც ძალიან,ძალიან ძვირი ღირს,ასე რომ ამიხსენი რატომ.(მეც არანაკლებ გაბრაზებულ სმაილს ვეძებ და ვუგზავნი) პასუხს ველოდები მაგრამ არ მწერს,ფეხებს ნერვიულად ვამორძრავებ ადგილზე.როგორც იქნა გეგამ წასვლის თაობაზე სიტყვა დაძრა და ყველა დაეთანხმა,როგორც მოვედით,ანუ ვინც მოგვიყვანა ყველა ისე მივდივართ და მე დიტოს მანქანაში ვკალათდები.ისიც ჯდება საჭესთან და მანქანას ძრავს,მაგრამ კრინტს არა... მეც მის საქციელზე გაბრაზებული ტუჩებ გაბუტული ვეყუდები საზურგეს და გვერძე მიბრუნებული ფანჯრიდან ვიყურები. უკვე აუტანელია ეს სიტვაცია,ხმას საერთოდ არ იღებს მე, კი, არ მომწონს ასე გაურკვევლობაში ყოფნა და, გაუბედავად მისკენ ვბრუნდები და მკაცრი ტონით ვეუბნევი. -პასუხი არ გაგიცია! არ მიყურებს.თვალებს ხუჭავს და ღრმად ისუნთქავს თითქოს სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობსო. -არ გესმის დიტო! უკვე ნერვები მღალატობს და საკმაოდ, ხმამაღლა გამომდის ჩემი ნათქვამი და, თითქოს ვიძაბები,მეშინია დიტოს გამოწვევა.უცებ მისი ყვირილი მარკვევს. -ჰო!არ მესმის არა!რატო გაინტერესებს? -დიტო ვერ ვხვდები რა გაბრაზებს შენ...ან იმას ვერ ვხვდები რატომ ვერ მიგებ? ის ისევ ხმას არ იღებს და, მოთმინება დაკარგული უკვე სახლთან მისულ და გაჩერებულ მანქანიდან გადმოვდივარ.არ ვიცი ნერვების ბრალია თუ ცივა.კანკალი მივლის მთელს სხეულში და ვცდილობ თვალთან მოსული ცრემლები გადავყლაპო. მხრებზე თბილ მატერიას ვგრძნობ და ჩემს საყვარელ სუნამოს სუნს...მისი ქურთუკია...ის ქურთუკს მახვევს მხრებზე. -მინდოდა შენთვის საჩუქარი გამეკეთებინა....მინდოდა გამეხარებინე,შენ...ძალიან სევდიანი თვალები გაქვს... უკვე საკმაოდ დამშვიდებული, ბუტბუტებს ჩემს ზურგს უკან. მისი სიტყვებით,ჩემი ფიქრები დასტურდება და, თვალებს მაგრად ვხუჭავ, რომ ცრემლი არ გადმომიგორდეს.გული საშინლად მეწურება...ჰაერს ღრმად ვუშვებ ფილტვებში და ბუტბუტით ვპასუხობ. -მე მოწყალებას არ ვითხოვ...(მისკენ ვბრუნდები და პიჯაკს ვაწვდი)მე მინდა უბრალოდ ვინმეს ვუყვარდე...(ჩემი სიტყვებით გაოგნებული და, გაფართოებული თვალებიტ მიყურებს.ვხვდები რომ აბნევს ჩემი გულახდილობა...არა მას არ გამოვუტყდები რომ მიყვარს!)...ვუყვერდე როგორც მეგობარი...მე მოწყალებას არ ვითხოვ არ მჭირდება... ნერწყვს მძიმედ ყლაპავს,დაბნეული პირს აღებს...მერე ისევ კუმავს და ისევ აღებს. -მე ეს არცკი გამიფიქრებია...რა მოწყალებაზე ლაპარაკობ?!... სანდრა შენი ფსიქიკური მდგომარეობა უკვე მაშინებს... -ნუ გეშინია მე კარგათ ვარ...ღამე მშვიდობის. ვეუბნები და სანამ გაანალიზოს რომ მას ვტოვემბ მე უკვე სახლში ვარ.ლოგინზე დამხობილი და ბოლოხმამდე ვქვითინებ. ...................... არ ვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ თვალები რომ გავახილე უკვე კარგათ გათენებულიყო და მზეც ამოსულიყო... შხაპს ვიღებ და, ყავას ვხარშავ...სარკეში ჩახედვისაც კი მეშინია ჩემი დასიებული თვალების გამო. ჩემი ტელეფონი ისევ ბზუის მაგრამ აღარ ვხტები. -კარგათ ხარ?დამშვიდდი? -კი კარგათ ვარ. -კარგია რომ კარგათ ხარ,წუხელის აღარ დაგირეკე დრო მოგეცი დასამშვიდობებლა. -მაპატიე ცოტა უხეშად მომივიდა დამშვიდობება... -მინდა რომ შეგხვდე! ურააააააა!ჩემი ქვეცნობიერი დახტუნავს.არა!არა!არა და, არა!უნდა რომ შევხვდე?!არა ასე,ამ თვალებით ვერსადაც ვერ წავალ. -მაპატიე მაგრამ არ შემიძლია,საქმეები მაქვს. პასუხის მოლოდინსი ერთიანად ვიძაბები ფიქრებში წასვლას ვერ ვასწრებ რომ ჩემი ტელეფონი ბოლოხმამდე ყვირის,შეშფოტთებული დავყურებ.რეკავს,ის მირეკავს...რავქნა?ღრმად ვისუნთქავ და თითის გადასმით ვპასუხობ. -დიახ. -მინდა რომ შეგხვდე!(არ ჩანს მაგრამ მისი მკაცრი ბარიტონით უკვე ვხვდები სახეს. ნიკაპი როგორააქვს დაჭიმული და სახე გაწითლებული) -არ შემიძლია(ხმაჩახლეჩილი ძვლივს ვაბამ თავს.არ შეეძლო უბრალოდ მოეწერა?) მის ჩაცინებას უფრო ვგრძნობ ვიდრე მესმის,უკვე დამშვიდებული ლაპარაკობს. -სანდრა თუ არ გინდა რომ, მანდ ამოვიდე ახლავე ჩამოდი. გელოდები. "ჯანდაბა"აქაა?! ფანჯრიდან ვიყურები და, ვხედავ მის მანქანას -დიდხანს გელოდო თუ ამოვიდე? რავქნაა? -სანდრა!(უკვე გამკაცრებული ხმა ჩამესმის ყურებში.) -მმმ..კარგი,კარგი ახლავე ჩამოვალ.(მოულოდნელად ვცემ პასუხს და, ჩემი ქვეცნობიერი თვალე დაჭყეტილი მიყურებს-შენ მას მიყვები?!თავს ვაქნევ რომ ჯანდაბაში მოვისროლო და გამომდის კიდევაც,კარებს ვკეტავ და კიბეებზე ჩქარა ვეშვები) სანაპირო რესტორანში მივედით და მაგიდა გარეთ მტკვრის პირას აირჩია.საკმაოდ გრილა და მსიამოვნებს, სიგრილე მაფხიზლებს და,სწორად ფიქრის საშუალებას მაძლევს.მოპირდაპირედ ვჯდებით, თუმცა მაგიდა ისე პატარაა რომ მეშინია ჩემი გულის ცემა არ გაიგოს. -გიტირია!თვალები დასიებული გაქვს,გუშინ რესტორანში რომ იტირე, ხმა არ გამიცია მაგრამ ახლა უკვე ვბრაზდები. სირცხვილისგან ერთიანად ვწითლდები და სურვილი მიჩნდება თვალებზე ხელები ავიფარო. -შამპუნმა დამწვა და ალერგიამაქვს(თავს ვიმართლებ,მაგრამ საიდან მოვიტანე ვერ ვხვდები) ის იღიმის. -არ გამოგდის! -რაა?! -ტყუილი არ გეხერხება თუმცა რა მნისვნელიბააქვს,მაინც არ დავიჯერებდი. სკამზე ჯდება ჩემს ხელებს მის ხელებსი იქცევს და, დაჟინებული მაკვირდება. -რატომ იტირე! შეცბუნებული ვითავისუფლებ ხელებს და კალთაში ერთიანად ვხლართავ. -მმმ... -მართლა გგონია რომ მე, ეს, მოწყალების გამო გავაკეთე?იქნებ სხვა რამის გამო გავაკეთე? დარცხვენილი თავ დახრილი და აწიტლებული ვბუტბუტებ -მე...სხვა ახსნა ვერ მოვუპოვე... ის თვალებს ხუჭავს და სახეზე ტკივილი ესახება,მე ვატკინე გული?!რატომ?რამე ისეთი ვთქვი? -მინდიდა მესიამოვნებინა შენთვის,მინდა სახეზე დაწერილი თვითოეული ტკივილი...მზრუნველად აილაგო. -კი მაგრამ რატომ,რატომ დიტო! -რატომ,მაგას ვერვხვდები,თუ მოწყალება არაა მაშინ რატომ აკეთებ ამას?(უკვე სასოწრკვეთილი ვბუტბუტებ) ის ნერვიულად დგება სკამიდან ჯიმეში ხელებს იწყობს და მოაჯირთან დგება,მზერას ი სივრცეში აბყრობს. მე თავჩახრილი ცრემლებს გაშლილი ხელის გულით სწრაფად ვიწმენდ რომ არ შემამჩნიოს. -მოდი ნაყინი შევუკვეტოდ გინდა? ის ტრიალდება და ჩემი შემხედვარე ადგილზე შეშდება!სახე უმკაცრდება და ვხვდები მთელი სხეული როგორ ეჭიმება -შენ რა ისევ ტირი?!რატომ? თავს ვიქნევ მინდა ყურადღება არ მომაქციოს მაგრამ ვერ ვახერხებ.ის ისევ ტრიალდება და ზურგს მაქცევს. -როცა ტირი ნაცრისფერი თვალები...შენ თვალები გიმუქდება და ვერ ვხვდები...ვერ ვკითხულობ რაგჭირს. რაა ჩემს თვალებს კითხულობს?(მართლაც რომ უცნაური ხრა დიტო!ბოლო ხმამდე ყვირის ჩემი ქვეცნობიერი და, მის ზურგს მოჭუტული აკვირდება.)ცრემლებს ვიწმენდდ და, მოგონილი ღიმილით ვეუბნევი. -ჰო!ნაყინი მინდა,ბევრი ბევრი ნაყინი. იქნებ ჩემში არსებული სიმხურველე ჩააქროს ან, გაანელოს მაინც. ჩემსკენ ტრიალდება სერიოზული სახით დამყურებს. მერე ოფიციანტს ანიშნებს და სკამზე ჯდება. -ნაჭამი ხარ? პასუხად თავს ვუქნევ. -ვჭამოთ და ნაყინი მერე მივირთვად კაი! მხრებს ვიჩეჩ და ვუღიმი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.