შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაც ზაფხულში ხდება , ზაფხულშივე რჩება..(ნაწილი 6)


20-03-2018, 19:12
ავტორი judi N
ნანახია 1 743

მზის სხივები დამთამაშებდნენ სახეზე. თვალები გავახილე, საათს დავხედე და მომზადება დავიწყე.. არ მინდოდა მდინარეზე წასვლა.. წყლის შიში იმდენად არის მოდებული ჩემს გონებას, რომ ფიქრიც მზარავს.. ფიქრი იმაზე, რომ ზღვაც, ასეთი მშვენიერება ათასი გზააბნეული სულის და სხეულის მკვლელადააა ქცეული..
ჭრელი სარაფანა გადავიცვი და ბავშვებთან გავედი..
- მალაქია? მოიცა მელანდება თუ თავის დროზე მოხვედი? კარგად ხარ? შუბლზე მომადო ხელი ელემ..
ფიქრებში წავედი, არ ვუპასუხე. ღამე ძლივს მოვხუჭე თვალი და ჩავთვლემდი თუ არა მაშინვე კოშმარები მესიზმრებოდა, თითქოს ზღვაში შევდიოდი, მაგრამ უკან აღარ გამოვდიოდი..
ლუკა მომიახლოვდა - მალაქია. ვიცი არ გინდა წამოსვლა, გეტყობა რომ ვერც კარგად ხარ, მოდი გადავიფიქროთ
- ლუკა ნინი მოდის და სჯობს იმას მიეგებო.
ამასობაში ბექაც გამოჩნდა და შემახსენა, რომ დღეს დალაპარაკებას აპირებდა..
მდინარემდე მისასვლელად დიდი მდელო უნდა გაგვევლო.. ულამაზესი პეიზაჟი იშლებოდა ჩვენს თვალწინ.. ზედმეტად იდეალური დღეა. მზის სხივები გვაცილებენ და პატარა ფერადი ყვავილები გზას გვილამაზებენ.
ნინი გამუდმებით ლუკას გვერდითაა და სელფებს იღებს.. დათიმ ყვავილების გვირგვინი დაუწნა ელეს თავზე გაუკეთა და ჩვენსკენ მოატრიალა..
- მოკლედ ჩვენ გადავწყვიტეთ არ დავმალოთ მალაქია და ლუკას ბედი, რომ არ გავიზიაროთ და თავიდანვე გითხრაღ, რომ ერთად ვართ.
- რა? თვალები გავაფართოვე.. ეს როგორ არ ვიცოდი აქამდე ქალბატონო ?
- მოიცათ, მოიცათ რას გულისხმობდით მალაქიას და ლუკას რომ ახსენებდით? წამოიწიკვინა ნინიმ..
- დაწყნარდი ჩიტუნია , ისინი ადრე შეყვარებულები იყვნენ, მაგრამ ეს წარსულია და აწმყო ჩემს და შენს სასიკეთოდ შემოტრიალდა. გაიკრიჭა ბექა.. ჰო, ვინაიდან სასიყვარულო შესვენება გვაქვს, მაშინ მეც ვიტყვი ჩემს სათქმელს.. მალაქია გითხარი, რომ დღეს შენთან ლაპარაკი მინდოდა.. ახლა კი ყველას წინაშე მინდა გითხრა, რომ პირველივე დღიდან ძალიან მომწონხარ, ჩემს გულში შემოიპარე და შენი ადგილი დაიკავე, ამიტომ მინდა ვცადოთ ურთიერთობის აწყობა. მინდა უფრო მეტი ვიყოთ ვიდრე მეგობრები.
ვიცოდი, რომ რამე ასეთს მეტყოდა, მაგრამ ყველას წინაშე ?! რამ გააგიჟა თუ გონია, რომ ხალხში უარს არ ვეტყვი ?! რა მეტი ან დამეგობრება როდის მოვასწარით..
- იცი ბექა კარგი ბიჭი ხარ ( გოგოების მრავალჯერ გადაღეჭილი სიტყვებით დავიწყე) , მაგრამ ძალიან ჩქარობ. მე კი სიყარულის საძიებლად არ ვარ აქ, უბრალოდ დასვენება მინდა..
ლუკას სახე გაებადრა და სიამოვნების ფერი გადაეკრა.. ნინი კი ისე მიყურებდა თითქოს ახლახან ჯეკპოტის ბილეთი გადავუხიე და თავზე დავაყარე..
მდინარესთან მივედით, წყალი სუფთა და ღრმა იყო.. ბიჭები მაშინვე შეცვივდნენ.. ნინიმ გახდა დაიწყო და როგორც იტყვიან თავზე დაგვალაგა თავისი სიმდიდრეები.. მე იქვე ჩამოვჯექი და გავყურებდი როგორ ერთობოდნენ მდინარეზე ბავშვები და ვგრძნობდი სევდა როგორ მეკვროდა, ხასიათს უფრო მეტად მიმძიმებდა.. მდინარიდან ამოვიდნენ და ცოტა მოშორებით ჩამოჯდნენ. ლაპარაკობდნენ , მღეროდნენ.. შორიდან მესმოდა ჩემი სახელი, ელე იყო . წამოვდექი მათთან მისასვლელად, მაგრამ ფეხი დამიცურდა, წავბორძიკდი , ეს ერთი წამი უსაშველოდ გამეწელა, სული შემეხუთა და ვიგრძენი როგორ მომიმწყვდია წყალმა მის ხელებში.. ნინიმ დამინახა... დაყვირება ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი..
ნინის ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ბავშვებთა მივიდა..
- მალაქია სადაა ? იკითხა ელემ.
- წყალში დავინახე , ეტყობა მარტომ მოინდომა გართობა . სიცილით თქვა ნინიმ.
- წყალში ? გართობა? გაგიჟდი ?! ხომ ვთქვი წყლის ეშინია მეთქი. უღრიალა ლუკამ და გმდინარისკენ გაიქცა.. მირბოდა და წამები საუკუნეებად ეჩვენებოდა.. გული გამალებით უცემდა და როცა შიში შეეპარებოდა უჩერდებოდა..


მივხვდი რომ მე და წყალი ერთ მთლიანობად ვიქეცით . მერე, მერე იყო წამი და წყლის ხელებში მომწყვდევა. ისევ უმისამართოდ ვიქნევდი ხელებს. ყველა წყლისგან თავის დაღწევის მცდელობაზე ხარბად ვისუნთქავდი ჰაერს. თითქოს ამას უკანასკნელად ვაკეთებდი და ისევ სიღრმისკენ მივექანებოდი. ისევ ის დაწყევლილი წამი. მე დავიღალე ჰაერთან ჩამღაუჭებით. მოვდუნდი,დავნებდი, თვალები დავხუჭე და მარცხს შევეგუე. ნელნელა შორდები წყლის ზედაპირს და სიღრმისკენ ეცემი. ვერაფერს გრძნობ და არაფერი გესმის. წყალი აკვნად გედება და გარწევს. სიკვდილის მელოდიით ღრმა ძილისკენ მიგაქანებს. და იყო დარტყმა, გამოფხიზლება. სიკვდილისთვის სიცოცხლისგან სახეში გალაწუნება. ტალღის და სხეულის შეჯახება. თვალის ზღვის ნაპირზე გახელა და ჰაერის ისევ ხარბად ჩასუნთქვა. ფილტვები წყლის მაგივრად ამ ჰაერით ივსება და ხვდები, რომ გადარჩი.. თვალები, რომ გავახილე წყლის ნაცვლად ლუკას ხელებში ვიყავი მომწყვდეული.. ისე მაგრად მიჭერდა თითქოს წყალს ეპაექრებოდა და უმტკიცებდა, რომ აღარ გაატანდა ჩემს თავს..
- ლუკა.. ძლივს ამოვილაპარაკე
- დამშვიდდი, შენთან ვარ. ყველაფერი კარგადაა.. მალაქია ჩემო სიყვარულო. შენნ რომ რამე მოგსვლოდა, შენ რომ დამეკარგე .. იმეორებდა და გულზე მიხუტებდა.. მე კი პირველად არაფრის თქმის თავი არ მქონდა.. ყველამ მოირბინა.. ბუნდოვნად ვხედავდი სახეეებს .. ნელ-ნელა თვალებს ვხუჭავდი და ლუკას ათრთოლებული სხეულით ვეკვროდი..
- გადარჩა.. კარგადაა ახლა წავიდეთ ბექა წამოიყვანს.. ჩამესმოდა ნინის ხმა..
ვგრნობდი , რომ ამ ფრაზის შემდეგ მეტად ჩამიხუტა ლუკამ და სხეულზე მიმიკრა. მე წამოვიყვან, მხოლოდ მე დაუყვირა და გავითიშე.. მის მკლავებს ვენდე, საკუთარი წყალთან ბრძოლა გამოვლილი სხეული და სული მივანდე..

თვალები, რომ გავახილე ისევ დღე იყო, მაგრამ მეორე დღე.. სისუსტეს ვგრძნობდი.. შიში ახლა უფრო მეტად შემოვიდა ჩემში და სამუდამოდ ჩასახლდა.. ტელეფონს დავხედე ლუკას უამრავი გამოტოვებული ზარი და სმს დამხვდა..
- კარგად ვარ. გმადლობ.. მხოლოდ ამ სიტყვების გაგზავნა შევძელი. არადა რამდენი რამის თქმა მინდოდა მისთვი.. ორწამში პასუხი დამიბრუნა
- უნდა ვილაპარაკოთ მალაქია .




-------------------
იმედია ახალი თავი მოგეწონებათ.. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ ჩემს ნაწერს კითხულობთ <3



№1 სტუმარი ანუკა ♡

აწწწწ ვაიმეე ეს რა იყოოო მალე დადე არ მალოდინოოო ჩემიი ლუკაააა ვაიმეეეე როგორ მიყვარსს ლუკა და მალაქიაა საუკეთესოო წყვილიაააა ნინი გამაწიწკნინა სხვა არაფერი არ მინდააა საუკეთესოო ხარრრ საუკეთესოდ წერ რავთქვაა სიტყვები ზედმეტიაააა მიყვარსს ეს მოთხრობა ძაან მიყვარხარრრ ^^♡♡♡♡

 


№2 სტუმარი ანუკა ♡

meocnebe avadmyopi
აუ ახლა დაიძაბებაა სიტუაცია მაქიას და ბექს შორის,არადა ძალიან მომწონს ეგ ბიჭი და მეცოდება

დაიძაბება ?რას ფულისხმობბ???აუუ გეხვეწები მალაქიაა და ლუკა მინდა მეეეე

 


№3  offline წევრი judi N

ანუკა ♡
აწწწწ ვაიმეე ეს რა იყოოო მალე დადე არ მალოდინოოო ჩემიი ლუკაააა ვაიმეეეე როგორ მიყვარსს ლუკა და მალაქიაა საუკეთესოო წყვილიაააა ნინი გამაწიწკნინა სხვა არაფერი არ მინდააა საუკეთესოო ხარრრ საუკეთესოდ წერ რავთქვაა სიტყვები ზედმეტიაააა მიყვარსს ეს მოთხრობა ძაან მიყვარხარრრ ^^♡♡♡♡

შენ რომ არ მყავდე <3 მადლობა ამ ერთგულებისთვის..

meocnebe avadmyopi
აუ ახლა დაიძაბებაა სიტუაცია მაქიას და ბექს შორის,არადა ძალიან მომწონს ეგ ბიჭი და მეცოდება

ვნახოთ ჯერ მეც არ ვიცი ზუსტად რას დამაწერინებს გონება <3

 


№4  offline წევრი ნათია1234

აუ როდის იქნება შემდეგიიი ????????????

 


№5  offline წევრი Nini qvlividze

უმაგრესიაა მალე დადე შემდეგი

 


№6  offline წევრი judi N

ნათია1234
აუ როდის იქნება შემდეგიიი ????????????

Yvelanairad vecdebi dges davdo

 


№7 სტუმარი ანუკა ♡

არ დებ დღეს?

 


№8  offline წევრი judi N

ანუკა ♡
არ დებ დღეს?

კი ცოტახანში დავდებ <3

 


№9  offline წევრი khatia khatia

კაია დზანნ მაგარია
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent