შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყინულისფერი (ნაწილი 2)


20-03-2018, 19:25
ავტორი tamarka
ნანახია 1 061

ისევ დაიწყო გაუთავებელი ფიქრები იმაზე როდის ვნახავდი. სასტუმროში მისვლისას ვიცოდი გრძელი საუბარი მელოდა დედასთან და ტაქსიშივე სულიერად მოვემზადე ამისთვის.
ჰო და მასაც არ დაუყოვნებია.
საუბარი ერთობ სტანდარტული იყო სანამ იმ მტკივნეულ საკითხს არ მიუახლოვდა რასაც უკვე დიდი ხანია გავურბივარ
”არინამ შესანიშნავი გოგო მოგვიძებნა. 25ის არის. ერთადერთი შვილია და ზუსტად ისეთი ოჯახის გოგო როგორიც ჩვენ შეგვეფერება.იმედია ორი თვე მალე გავა და ზაფხულისთვის უკვე ყველაფერი მოგვარებული იქნება.“-დიდი სიამაყით განმიცხადა და არ შეწყვეტდა საუბარს მე რომ არ შემეფერხებინა.
„არა, არ მინდა...“-გაგრძელებას ვაპირებდი თუმცა არც დამამთავრებინა სათქმელი იქვე გამაწყვეტინა.
„ასაკი გემატება და იმედია გახსოვს არ ახალგაზრდავდები. ის რომ ამისთვის არ გცალია და ის რომ ამერიკა გამოსავალია ამაზე სიტყვებსაც ტყუილად დახარჯავ. ამჯერად არ გეპატიება უკან დახევა და არ დაგავიწყდეს მამას მდგომარეობა. უკვე ყურადღება სჭირდება და საქმე მარტივად არ არის. მალე დაამთავრე, რომ ჩვენც მალე დავიწყოთ. საქმე ისედაც უკვე იწელება და ეს გოგო დიდი ხანი არ მოიცდის.“
სევდა დამრჩა საუბრის მერე და ისევ თამარას დავურეკე. აშკარად გავაღვიძე თუმცა არ უთქვამს გამაღვიძეო.
„ხვალაც შევხვდებით?“
„დილით ადრე ვიწყებ და ალბათ გვიან დავამთავრებ. არ ვიცი მართლა არ ვიცი.“
„შაბათს ერთობლივი შეხვედრა გვაქვს და ყველა წყვილში მოდის. წამოხვალ ჩემთან ერთად?“
„საინტერესო იქნება?“-ამ შეთავაზებამ აშკარად გამოაფხიზლა და ხმა შეეცვალა.
„ისე რა თუმცა არ მოვიწყენთ.“
„დაფიარება ღირს.“
„ვისურვებდი აქ იყო.“-ეს ვუთხარი და წარმოვიდგინე მართლა ჩემთან რომ იყოს რა ტკბილი იქნებოდა.
„გინდა მოვიდე? შემიძლია მოვიდე.“-არ ვიცი ეს რატომ მითხრა. მართლა უნდოდა მოსვლა თუ უბრალოდ აინტერესებდა რამდენად გულწრფელი ვიყავი.
„ჰო,მინდა.“-ბავშვური აღტაცებით ვუთხრი და ჩემ თავზე გამეღიმა.
„მოვალ.“
ალბათ ნახევარი საათიც არ იყო გასული რომ დამირეკა თხოვნით თუ შეიძლება ქვევით დამხვდიო. ქურთუკი მოვიცვი და ალბათ სინათლის სიჩქარით ჩავვარდი პირველ სართულზე.
კარი გაიღო და შემოანათა. ღმერთმანი რა ლამაზია,რა უცნაურია მისი აურა. გრძელი აშკარად გამიზნულად დატალღული თმა იმდენად ეფექტური იყო წამიერად ადგილზე გავშეშდი. გამიღიმა და ძლიერად ჩავეხუტე. არ მინდოდა გაშვება თუმცა თვითონვე სცადა დასხლტომა.
მალევე ოთახში ვიყავით და მის ტლიკინს ვისმენდი. ყურებაც კი მომწონდა, მაბედნიერებდა მისი სიახლოვე და მეც ამით ვტკბებოდი.
მუხლამდე კარდიგანი ეცვა ერთ ღილზე შეკრული. ერთიანი ბოდე და ტყავის შორტი. ერთ-ერთი საუბრისას მითხრა ჩემი სისუსტე ჩანთები და შორტებიაო და დროთა განმავლობაში მივხვდი რომ მართლაც დიდი ასორტიმენტი ჰქონდა.
„დილით ორივე ადრე ვდგებით. დავწვეთ და თუ არ დაგვეძინება ვილაპარაკოთ.“-მითხრა და დაელოდა ჩემს პასუხს.
„ჰო. ორივე ადრე ვიწყებთ. მე არ მაქვს პრობლემა, დავწვეთ.“
ნელ-ნელა გახდა დაიწყო და ჩემმა ტვინმა აზროვნება შეწყვიტა. გამოყვანილი წელი, ძლიერი ხელები, სასურველი ზომის მკერდი და ლამაზი უკანალი ჰქონდა. გამორიცხულია თვალი მოსწყვიტო სხეულს რომელიც შენთვის იდეალური, უნაკლო და უზომოდ სასურველია.
„ნუ მომაშტერდები და გთხოვ შუქი ჩააქრე ვერ ვიძინებ სინათლეში.“
„ჰო კარგი, ახლავე.“
სანამ დავწექი მაღვიძარა დააყენა და მითხრა სამსახურში გაიყოლებ დილითო.რა თქმა უნდა გამიჭირდა ასეთი ქალის გვერდით მხოლოდ დაძინება და ბევრი ვისაუბრეთ. მომიყვა მის ერთადერთ წარმატებულ ურთიერთობაზე რომელიც მეორე ნახევრის ამერიკაში გაფრენით დამთავრდა, მის პარტნიორზე რომელთანაც ურთიერთობა ისევ იმ ტიპის სიღორის გამო დამთავრდა. მომიყვა იმ არასასურველი გამოცდილებისა შესახებ რაზეც როგორც თვითონ თქვა იშვიათად საუბრობს და ისიც მხოლოდ მაშინ თუ ამას საჭიროება მოითხოვს.
სხვა გზა არ მქონდა მეც უნდა მომეყოლა რამე და ისევ ჩემი წარსულიდან რაღაცების მოქექვა დავიწყე და გადავწყვიტე გამეზიარებინა.
„ამერიკაში ცხოვრების დროს მამას ფსიქიკური აშლილობა დაემართა. ყველამ ვიცოდით რომ მისი ტვინი ვერ გასწვდებოდა ამდენ უძილობას და სადღაცეს აუცილებლად გამოჩნდებოდა. ხოდა მაგ დროს უკან დაბრუნება მომიწია. არავინ იცოდა დილით ვინ გაიღვიძებდა ცოცხალი და ვინ არა. რამდენჯერმე თოფით დაგვადგა და დედა ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მაგის მერე მივიღეთ გადაწყვეტილება სანატორიუმში წასულიყო. ექვსი წელი იყო იქ და ახლა ჩვენთანაა. მთელი ეს პერიოდი დედა ასრულებდა მთავარ მოვალეობებს როგორც ბიზნესში ისე სახლში და დღესაც ასეა. მისი აზრი ბევრს ნიშნავს ყველასთვის და რადგან ამდენი რამ გამოიარა ყველა ცდილობს არ აწყენინოს და მისი აზრი...“ -ალბათ კიდე გავაგრძელებდი მაგრამ როცა ეს ვუთხარი და სახეზე დავაკვირდი მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად არ იყო.
რაღაც ეტაპის მერე სევდა მოაწვა და ცოტა მოიწყინა. შევატყვე რომ ნაკლებად მისმენდა. არა, ძილის ბრალი არ იყო. აშკარად სხვა რამეში იყო საქმე. და ისევ გემრიელად ჩავიხუტე. მისი ცხელი მკერდი ჩემ კანს ეხებოდა და მისი გულისცემა ჩემსას ბევრად უსწრებდა. სასწაული სურნელი უდიოდა. სიმხურვალისგან და მისი მათრობელი სურნელისგან გამოსულელებულს მეტი რა უნდა მდომოდა თუ არა ჯანმრთელი და ემოციებით სავსე სექსი:თუმცა არა. კატეგორიული წინააღმდეგი იყო და მე მის აზრს პატივს ვცემდი.
ერთად გვეძინა და ალბათ დიდი ხანი არ დამავიწყდება ის ენერგია რაც მისგან მივიღე. მაოგნებდა ის ფაქტი რომ ენერგიის,სითბოს და ყურადრების ნაცვლად არაფერს ითხოვდა. არც ზრუნვას არც მოფერებას არც მოვლას. სიამოვნებდა და მეც მსიამოვნებდა. უბრალოდ ვერ ვიგებდი როგორ დამემთავრებინა ისე,რომ არ მეტკინა. ღმერთმანი, არ იმსახურებს.მისნაირ ადამიანებს ამდენი ბრძოლა არ უნდა უწევდეთ. არ უნდა ანადგურებდნენ ისეთი პერსონები, რომლებიც გენიალური ადამიანების გულწრფელ ღიმილს არც არ იმსახურებენ.
გაღვიძება დავასწარი და უნამუსოდ ვუყურებდი. ალბათ მეცნიერების ნაწილი მართალი იყო როცა თქვეს, რომ თუ მძინარე ადამიანის მიაშტერდები მას გაეღვიძება. თვალები გაახილა და წამიერად ადგილზე გამაშეშა. ყინულისფერი ალბათ კიდევ ნაკლებად შეეფერება მის თვალებს? არ მინახავს უფრო მეტად მომხიბვლელი და სექსუალური თვალები. გონების სისხარტეს და ადამიანურობის საწყისს რომ აერთიანებს. ქალის ეშმაკური და ძლიერ ბუნება ერთმანეთში იმდენად სწორად შეზავებული იყო მხოლოდ ერთი მზერით დაგადუმებდა.
"ერთად ვისაუზმოთ თუ სახლში" ვიკითხე და ლოგინიდან წამოდგომა ვცადე.
"არ ვისაუზმებ, როგორც ყოველთვის" ნაზად მითხრა...თვითონაც წამოდგა და მაღვიძარა გამორთო.
"არც მე მინდა რამე. თუ გინდა ლანჩზე შევხვეთ"ვკითხე და აბაზანისკენ გავემართე.
"შევხედოთ როგორ იქნება შეიძლება. ზუსტად არ ვიცი." აუჩქარებელი ნაბიჯით გამომყვა აბაზანაში და ჩანთიდან კოსმეტიკის პატარა ჩანთა ამოიღო.
სასტუმრდან მალევე გამოვედით. გზად სამსახურში დამტოვა და შევთანხმდით, რომ ლანჩის თაობაზე შევხმიანდებოდით.



№1 სტუმარი სტუმარი Nita

Jer bevri veraferi gavige ,magram sainteresoa ashkarad. Gaagrzele. Ar sheckvitoo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent