შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლემ სიბნელეში ჩამკარგა (8)


21-03-2018, 15:55
ავტორი სათვალიანი
ნანახია 1 069

ყოველთვის ვამბობდი რომ ჩემი ყველაზე დიდი მინუსი ალბათ ის იყო, რომ ფიქრი მიყვარდა ბევრი.. ნებისმიერ წვრილმანზე შემეძლო საათობით მარტო მეფიქრა და დამიჯერეთ ძალიან, ძალიან რთულია ესე ცხოვრება. მე პირადად რაღაც მანიაკალურს მივაწერდი ხოლმე ამას. ვერ ვიტანდი როცა უცებ რაღაც ნაბიჯის გადადგმა არ შემეძლო, როცა ხალხს უბრალოდ არ ვენდობოდი. ყველაფერზე ვფიქრობდი, ყოველ ნაბიჯზე, ქცევაზე… ჩემს თავს ბევრი სხვადასხვანარი ადამიანის თვალიდან ვაკვირდებოდი. როგორც ჩანს 6 წლის მერეც არ დამიკარგავს ეს თვისება. ისევ ბევრს ვფიქრობ, მითუმეტეს როცა საფიქრალიც თავზე საყრელად მაქვს. 

მთელი 2 დღე მხოლოდ ნარგიზა ბებოს ვხედავდი, ჩემს ექიმს არ შემოუხედავს, სხვებმა შემომაკითხეს. ძალიან მაინტერესებდა, თავის პაციენტი ასეთ მდგომარეობაში იყო და ეს სად დადიოდა ისეთ ადგილას, რაც პაციენტის უპატრონოდ დატოვების უფლებას აძლევდა. ესეც შეემატა საფიქრელი ამბების ნუსხას. ისევ ნარგიზა ბებო აღებს კარებს:

- ბებო, შენს ოჯახს გადავეცი რომ არ გინდა ჯერ მათი ნახვა, მაგრამ მეგობრები? შვილო ის ბიჭი ითხოვს შენს ნახვას, ლექსო, მგონი ვინც საჭესთან იჯდა ის უნდა იყოს ხო?

- ხო… ლექსო... რა უნდა? - ყველაზე უაზრო კითხვა იყო ალბათ, რისი დასმაც შეიძლებოდა.

- ბებო, დალაპარაკება უნდა. რამდენი დღეა უკვე სამსახურის მერე შენთან მორბის და შუაღამეს ბრუნდება, ცოდოა, ჩაშავებული თვალებით დგას ბებო, ამხელა ბიჭი გეგონება დაპატარავდაო ისეა. რამდენი წელია ვუყურებ ამათ და ყოველ დღე უფრო უყვარდებოდი ბებო. შემოუშვი რა, ცოდოა, ეგ მაინც…

- შემოვიდეს… - ჩამწყდარი ხმით ვთქვი- … რაც იქნება, იქნება. ოღონდ მარტო ლექსო შემოვიდეს. ნარგიზა ბებო… მარტო ლექსო.

-კი, ბებო, კი. - გახარებული გავარდა ნარგიზა ბებო პალატიდან. 
სუნთქვა გამიხშირდა, პულსი ამიჩქარდა. ოღონდ ახლა არ დამმართნოდა პანიკა. უნდა გამეძლო, ლექსოს თვალებში ვიპოვიდი ჩემს თავს. მაგრამ თუ ვერა? თუ არა? იქნებ წამშალა ამ 6 წელმა ყველასში, იქნებ მარტო მოგონებები შერჩათ ჩემზე? იქნებ გავუცხოვდი მათთვის? იქნებ უბრალოდ ბიჭი ვნახო, რომელიც დანებდა ჩემს სიკვდილთან ბრძოლას? იქნებ ჩემი ლექსო ვერ დავინახო? გადავიტან? ……… ზუსტად 17 წუთი გავიდა რაც ნარგიზა ბებო გავიდა პალატიდან და ზუსტად 17 წუთია ველოდები რომ ლექსო შემოვა. მტკივა… ვიცი რომ აქ არის, კარებთან და ვერ შემოდის. მტკივა რომ ლექსოს ტკივა და ამის მიზეზი მე ვარ. მტკივა რომ პირველი ნაბიჯის გადმოდგმა მე მიწევს, რომ მე უნდა დავიცვა, ასეთ მდგომარეობაშიც მე უნდა დავიცვა. ეს ბიჭი ჩემი სულის ნაწილია, ყოველთვის უჭირდა გრძნობების გამოხატვა, ყოველთვის სხვანაირი, განსხვავებული ურთიერთობა გვქონდა მე და ლექსოს.



მახსოვს, მეორე კლასში რომ ვიყავით ერთი ანგელოზივით ნაზი, ლამაზი, დახვეწილი გოგო მოეწონა, ჩვენს პარალელურ კლასში იყო. ის გოგო ყოველთვის თვალს არიდებდა, ეს კიდევ სულში ჩაძრომას ცდილობდა. მოკლედ, არაფერი არ გამოუვიდა და მახსოვს დედამისმა ატირებული რომ მოიყვანა ჩემთან სახლში. დედაჩემმა მიიღო სტუმრები გაკვირვებულმა, გვანცამ უთხრა არც მე მელაპარაკება, ვერ გავიგე რატომ ტირის, ნინოსთან უნდაააო და თუ არ შეგაწუხებ და გვიანი არაა იქნებ დაილაპარაკონ და დამშვიდდეს, უკვე რამდენი ხანია ასე გულიანად ტირისო. დედაჩემს გაეცინა, მე კიდე კისრისტეხვის ჩამოვირბინე კიბეები, რაიყო რა გატირებს-მეთქი ვკითხე გაბრაზებულმა, ხელი მოვკიდე და წამოვათრიე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სამზარეულოში. ტახტზე დავსვი, წყალი მივეცი და ჩემთვის შენახული შოკოლადი, მამამ რომ ჩუმად გადამალა დედიკოსგან, საღამოს ვჭამოთო მითხრა, მოკლედ დავკარგე საღამოსთვის დესერტი, მაგრამ ოღონდ ლექსო გაჩერებულიყო და დამშვიდებულიყო და ჩემს შოკოლადს ვინღა ჩიოდა, ისე გული დამწყდა ცოტათი. დავუჯექი წინ და ვეუბნბი:
- რაც არ უნდა იყოს, არ გაქვს ტირილის უფლება, არავის და არაფრის გამო. შენ მე ძლიერი მჭირდები რომ ცუდი ბიჭებისგან დამიცვა ხოლმე. ასე თუ იტირე, როგორ უნდა მქონდეს შენი იმედი? ან იმ გოგოს როგორ მოაწონებ თავს ასე ატირებულს რომ გნახავს? არ არის ჩემო ლექსი ტირი ჩვენთვის, ვაჟკაცებისთვის. მორჩი ახლა, უკვე დიდები ვართ, უნდა დაკაცდე. ვსო.



- ვერ გეტყვით პატარა ბავშვს ასეთი სიტყვები საიდან მომაფიქრდა, მაგრამ მახსოვს რაც გულიდან წამომივიდა ის ვუთხარი ყველაფერი, ახლა ჩამეცინა იმ გოგოზე, მაგრამ მაშინ ყველაზე სერიოზული და სამოტივაციო სიტყვა წარმოვთქვი მეგონა, ალბათ ახლაც ასე ვფირობ. ყოველთვის სერიოზული ვიყავი ხოლმე. მოკლედ, თურმე იმ ანგელოზივით გოგოს უთქვამს, კუდში ნუ დამზდევ, არ მომწონხარ და ყველგან შენ ნუ გხედავო. ესეც გულაჩუყებული მოვიდა ჩემთან. ისეთი ვეჩხუბე, ისეთი ვეჩხუბე ვიღაც გოგოს გამო, რომელმაც გაგლანძღა და მიწასთან გაგასწორა ასეთ დღეში როგორ ხარ-მეთქი, რომ მეტი არ შეიძლებოდა. ის დღე იყო და ის დღე, ლექსომ ცრემლები შეიმშრალა და იმის მერე ისე შეიცვალა რომ ვერ წარმოიდგენთ, ყველაზე მამაცი, ძლიერი და ჭკვიანი იყო მეგონა. იმ დღის მერე ლექსოს არასდროს უტირია, არასდროს მინახავს დასუსტებული მორალურად და სულიერად. თითქოს დაუმსხვრევდი გახდა. ის შოკოლადი სხვათაშორის ერთად ვჭამეთ, გამიყო ჯენტლმენურად - ნახევარზე მეტი მე მომცა და ციცქნა დაიტოვა თავისთვის. ასეთია ჩემი ლექსო. ახლა კიდე კარების უკან დგას და ეშინია.

- ალექსანდრე!.. - მხოლოდ ეს ვთქვი და ისიც ხმამაღლა. რამოდენიმე წამში კარები გაიღო და ბიჭის სახემ შემოყო თავი. თვალები დავხუჭე. არ ვარ მზად, არ ვარ მზად, ვერ ვიზამ, ვერ გავძლებ, ვერ გადავიტან ის რომ ვნახო, რაც თორკინეს თვალებში.- ვფიქრობდი, ვფიქრობდი და ვიმეორებდი ერთიდაიგივეს გონებაში. ხმა მესმოდა ნაბიჯების, შემოვიდა. საწოლის ერთ მხარეზე ვიგრძენი შეხება, მიეყრდო ალბათ-მეთქი ვიფიქრე. თვალებს ისევ არ ვაღებდი. რამდენი ხანი ვიყავით ასე? არ ვიცი. სიჩუმე კი მან დაარღვია.

- ხუთი წელი და აგერ უკვე მეათე თვეა, ნინო. თითქმის მეექვსე წელია შემოვდიოდი და მხოლოდ შენ გხედავდი, თვალებ დახუჭულს. ექვსი წელია შენი თვალები მესიზმრება. მე და შენ ხომ ასე ვლაპარაკობდით. ხომ ერთმანეთის თვალებში ვპოულობდით ერთმანეთს. მერე რა რომ ერთი სისხლი არ დადიოდა ჩვენს ძარღვებში? ცვლიიდა ეს რამეს? მე მაინც ვპოულობდი შენს თვალებში ჩემს თავს, არა ისეთს როგორსაც სხვები მხედავდნენ, აი ისეთს ვხედავდი როგორიც სინამდვილეში ვიყავი. გახსოვს, სულ შენთან მოვდიოდი, გაგიჟებული იყო თორნიკე, ამას ჩემზე მეტად უყვარს ჩემი და მგონიო, ხუმრობდა. რამდენჯერაც სული ამიფორიაქდებოდა მოვდიოდი და გიყურებდი, ვმშვიდდებოდი. ვიცოდი შენ თუ გვერდზე მყავდი,ყველაფერი ისე იყო ესე იგი როგორც უნდა ყოფილიყო. 6 წელი გვერდზე არ მყავდი, იცი? გგრძნობდი, ყველანაირად, მთელი ჩემი სულით რომ ჩემთად იყავი სულ, მაგრამ შენს თვალებს ვერსად ვხედავდი, რომ როგორმე აფორიაქებული სული დამემშვიდებინა და მცოდნოდა რომ დაბრუნდებოდი, არ მიმატოვებდი, არ მიგვატოვებდი. რომ შენს 27-ე დაბადებისდღეს მაინც აღვნიშნავდით შენით, შენთან… როგორც იქნა გაიღვიძე და არ მომეცი ნახვის უფლება. იცი რა მომივდა? ასე მგონია ათას ნაწილად დამემსხვრა სული და ყოველ ნატეხი გულზე მესობა დანასავით და მიფლითავს გულს. მოვედი, მოვედი და არც შემოგიხედავს და არც მე მაძლევევ შემოხედვის უფლებას. - ღრმად ვსუნთქავდი, მისი ტკივილი, ისევ ჩემი გახდა, ისევე როგორც მაშინ, 6 წლის წინ იყო. ისევ ერთად ვიჯექით, ისევ ტკივილით დამძიმებული, თვალებს ისევ ვერ ვახელდი.


- თავს ვერ ვპატიობ. გრძნობდი ყველაფერს? ხომ ასეა? სულ ვანგას გეძახდით (ჩაიცინა), თურმე არც თუ ისე ტყუილად. გახსოვს მიგიხვდი რომ რაღაცას ცუდს გიგრძნობდა გული, მაგრამ ათას სისულელეს დავაბრალე და შეგპირდი, შეგპირდი ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. მაგრამ ვერაფერიც ვერ გავაკეთე - ხმა გაებზარა, განადგურებული კაცის ხმას გამოსცემდა. მთელს ტანში მაჟრიალებდა და არ ვიცოდი რა მექნა. ყველაფერს მეც თავიდან ვიხსენებდი, ყველაფერი თავიდან დატრიალდა…
- ყველას ვეკითხებოდი როგორ იყვნენ, ყველას ხმას ვგებულობდი შენ გარდა. დემეტრე იჯდა შენს უკან ხომ გახსოვს? ეგეც ძალიან დაშავდა, მაგრამ შენ ყველაზე მეტად. დემეტრეს ღრიალი მესმოდა. კახას შოკირებული ლაპარაკი, ზედა დამესვარა ამის დედა ვატირეო, რა დროის კახას ზედა იყო არადა (ისევ ჩაეცინა), ლაშა კიდე შენ გექაჩავებოდა, გონზე არ არისო, ცუდად აქვს მგონი თავი დარტყმულიო, ნეტა ხერხემალი არ ქონდეს დაზიანებულიო და რაღაცეებს ფიქრობდა, ეგეც შოკში იყო, ვერ მოდიოდა გონს. ყველაზე კარგად მაინც მე და ლაშა გამოვედით. ის ღამე უმძიმესი იყო, არ ვიცოდით გადარჩებოდი თუ არა. ჩვენი ბავშვებიც სასწაულად იყვნენ, მეორე მანქანით უფრო წინ ხომ მიდიოდინენ, ავარიის ხმა და მობრუნება ერთი იყო მაგათი. თურმე ძიმკას ეგრევე დაუყვირია, ჩვენები იქნებიანო აუჩემებია. იცოდაო, ნინომ იცოდაოს ყვიროდა მთელ სავაადმყოფოში, დამამშვიდებლით დააძინეს ძლივს, ღამეც ამას აბოდებდა. მეორე დღე უარესი იყო. კომაშიაო გვითხრეს. ადამიანის სახეს არ გავდა დავითის სახე, იმდენი იბრძოლა… კინაღამ დავახრჩვეთ იმ დღეს იცი? დავაბრალეთ. ვერ გააკეთე შენ შენი და მიტოა ახლა ეგრე-მეთქი ვუყვიროდი. მეორე დღეს ჩამოფრინდა თორნიკე, არ იცოდა კომაში რომ იყავი, არ ვიცი, რომელი ერთი აღგიღწერო, ყველა სიკვდილს ვნატრობდით. რაღაც მწვანე ოთახში რომ იწექი, უსუსურად, ათასი წამლის სუნი აგდიოდა. ახლაც სხვათაშორის, ხომ იცი ვერ ვიტან წამლის სუნს.

- 90 დღის მერე რა მოხდა - შევაწყვეტინე საუბარი. ისეთი ცივი მქონდა ხმა. უემოციო, უგულო ადამიანის ხმა იყო. არანაირი გრძნობა რომ არ გააჩნდა, არაფერის რომ არ წამდა. ალექსანდრეს ხმა არ მოუღია რამოდენიმე წუთი. პასუხი მაინც გამცა.

- 90 დღის მერე სული ეშმაკს მივყიდე. ცარიელი სხეულით დავდიოდი. ჩვეულბრიც უსარგებლო ნივთად ვიქეცი. შენს სიცოცხლეს დავნებდი. შენს უემოციო სახეს რომ შევხედავდი. არ შემეძლო. არ შემეძლო, ვერც შენ შეეძლებდი ნინო, ვერ შეძლებდი - ერთი და იგიეს იმეორებდა.
- გვეუბნებოდა ყველა ექიმი რომ უბრალოდ ყოველ წამს იტანჯებოდი, ყოველ წუთს ჯოჯოხეთურ ტკივილს აკვდებოდი ხელში. დათოს გარდა ყველა ამბობდა რომ უბრალოდ ტყუილად გაწამებდით. რომ უბრალოდ უნდა მოგვეცა საშუალება დასრულებულიყო, რომ აზრი არ ქონდა არაფერი. ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა დათოს პაციენტი იყავი და როდესაც უთხრეს რომ უნდა გაეთიშეთ აპარატიდან, გაგიჟებული შემოვარდა. ეს გოგო გაიღვიძებს, აუცილებლად მოვა ამ ქვეყნად და არ გაპატიებთო. ეს თქვა და წავიდა. დედაშენმა ვერ მოვკლავ ჩემს შვილსო, პირველად ეს თქვა და ყველა დავეთანხმეთ, მაგრამ მეორე დღეს ისევ თათბირზე იგივეს გვარწმუნებდნენ, დავითი კიდევ თავისას ამტკიცებდა და ასე ბრძოლაში მოგვიწია ყოფნა, ყოველ დღე, ყოველ დღე ვცდილობდი გამოგმშვიდობებოდი და არცერთხელ გამომდიოდა. შენს თვალებს ვერ ვხედავდი, ჩემი თავი დავკარგე. მე შენ არაასდროს, არასდროს დაგკარგავდი ხომ იცი? არ მოგცებდი საშუალებას დაგეტოვებინე. ზედმეტად ეგოისტი ვარ, უშენოდ ცხოვრება რომ გავბედო. - იმ ბავშვის ხმა მესმოდა ისევ, რომელიც მეორე კლასში ტიროდა. უკვე 21 წლის ალექსანდრე … არა, პლუს ჩემო გამქრალი 6 წელი... 27 წლის ალექსანდრე იყო ჩემს გვერდით და ისევ ტიროდა. თვალები გავახილე, იატაკზე დამჯდარიყო, თავი ქვევით ქონდა ჩაწეული, ვუყურებდი, რომ მიხვდა თვალები გავახილე და ვუყურებდი, უცებ აწია თავი და შემომხედა გაოცებული, ყველაფერი ერთად იგრძნობოდა მის თვალებში, იმდენი გრძნობა, შიში, გაოცება, სიყვარული, სიხარული, აჟიტირება, ნერვიულობდა, პანიკა… ყველაფერი ერთდროულად. ვეძებდი ჩემს თავს, ვეძებდი ჩემს სიყვარულს. უნდა მეპოვვნა, უნდა დამელაგებინა, მისი სული უნდა დამეწყნარებინა და მერე ვიპოვოდიი, აუცილებლად ვიპოვიდი. გაშეშებული მიყურებდა და მისმენდა:

-- "რაც არ უნდა იყოს, არ გაქვს ტირილის უფლება, არავის და არაფრის გამო. შენ მე ძლიერი მჭირდები რომ ცუდი ბიჭებისგან დამიცვა ხოლმე. ასე თუ იტირე, როგორ უნდა მქონდეს შენი იმედი? არ არის ჩემო ლექსი ტირი ჩვენთვის, ვაჟკაცებისთვის. მორჩი ახლა, ვსო." - ჩავიჩოჩე მასიმალურად ეს დევივით ბიჭი რომ დამეტია ჩემთან.
- მოდი ალექსანდრე, გაცივდები მანდ, ნუ გაშტერდი ახლა. ადექი მალე, არ მოგენატრე? - ვუყურებდი, და ვიპოვე. უცებ 6 წლის წინ გადავვარდი, ისევ მის თვალებს ვუყურებდი, გაყინული რომ ხარ და თბილ ოთახში შეხვალ, აი თბილი ტალღა რომ დაგივლის მთელ ორგანიზმში ისე ვიყავი. ადგა, მომიწვა გვერდით პატარა ბავშვივით, ჩამეხუტა, ისე ჩამეხუტა და ისე მომიჭირა ხელები ძლივს ვსუნთქავდი.




- არსად არ წახვიდე კარგი? შემპირდი, შენ ხომ არასდროს გადადიხარ შენს სიტყვას, ნინო?
-არსად არ წავალ, სანდრო. შენ ისევ ის პატარა ბიჭი ხარ. შეიცვალე მეგონა, მაგრამ თურმე მალავდი, შენც არ გადახვედი სიტყვას და იმის მერე არ აგმღვრევია თვალები. არც მაშინ დედაშენი რომ დავასაფლავეთ, არც მამაშენის დროს. რამდენჯერ გთხოვე, დაიცალე ემოციებისგან, მარტო ჩემთან მაინც მეთქი, მაინც არ გატყდი. შენით გადაიტანე მაინც. მაპატიე ასე რომ გაგტეხე, ისევ ცრემლებამდე რომ მიგიყვანე, მაპატიე კარგი?
-უბრალოდ მიყვარხარ. უზომოდ, უაზროდ. ხომ გახსოვს რას გეუბნებოდი - I love you to the moon and back.

- მახსოვს, ყველაფერი მახსოვს.

- წამლის სუნია, მაგრამ შენს თმას ისევ აქვს შენი სუნი. რამხელა გაგეზარდა არა? - თქვა და ცხვირი ჩაყო ჩემს თმაში.
- ცოტა ხანს დავიძინებ შენთან კარგი? იცი, 6 წელია არ დამიძინია.

- დაიძინე, რომ გაიღვიძებ ისევ ჩემთან იქნები - თავზე დავუწყე მოფერება, სანდროს თმებში ხელების ახლართვა ჩემი ჰობი იყო. ისეთი კულულა ოქროსფერი თმები ქონდა… მეც ჩამეძინა. გვეძინა ორ ადამიანს- ერთს რომელსაც 6 წელი არ უძინია და მეორეს, რომელსაც 6 წელი მეძინა. ისევ მეძინა, ზედმეტი კოშმარების და არეულობების გარეშე. ტკბილად.






სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent